შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ჭიქა ვისკი (9)


3-05-2015, 20:28
ავტორი new yorker
ნანახია 8 312

იმ ღამემ საერთოდ ყველაფერი თავდაყირა დააყენა ჩემ ცხოვრებაში.
ასეც უნდა ყოფილიყო.
იმდენი რამ მოხდა ასე ცოტა დროში, დაჯერებაც მიჭირდა.
იმ ადგილიდან 12კენ წამოვედით.
ჩემივე სურვილით და თხოვნით დამტოვა სახლთან და წავიდა.
მთელი გზა არ მქონდა იმის საშუალება რომ რამეზე მეფიქრა, ათას რამეზე ვლაპარაკობდით და ვგრძნობდი რომ იმაზე ცოტა იყო დრო ვიდრე ოდესმე.
ვგრძნობდი რომ დაუსრულებლადაც რომ გვევლო ვერ მოვრჩებოდით საუბარს.
ყველანაირი რიდი გამიქრა.
არც იმაზე მიფიქრია რას იფიქრებდა, რას იტყოდა ან რაიმე მსგავსი.
საერთოდაც ყიფიანი სულ სხვა კატეგორიას განეკუთვნებოდა ხომ ვთქვი.
საშინელი ამინდის მერე ისე აჭერდა მზე, თავი გამიხურდა.
სანამ კორპუსში შევიდოდი, ხელები ჯიბეებში ჩავიწყე და იქაურობას თვალი გადავავლე.
უკმარისობის შეგრძნება მახრჩობდა.
მე იმ პლანეტიდან, უცებ აქ.
უმოძრაობოდან მოძრაობაში.
სიმშვიდიდან ქაოსში.
ახლა ორმაგად დავაფასე ის ადგილი.
კიბეები ნელა ავიარე და საკუთარ სახლში ზარი დავრეკე.
თვალებდასიებულმა ნიამ გამიღო კარი და სანამ გაიწეოდა და გამატარებდა ისეთი სიძლიერით ჩამყვირა ყურში მეგონა თავი გამისკდებოდა.
-მადლობა რომ ცოცხალი ხარ.
ჩემი კმაყოფილი სახის დანახვა ნამდვილად არ ესიამოვნა ნანერვიულებულ ნიას.
-რა მოხდა?
-რა მოხდა? დამცინი? ან ტელეფონი, ან მისამართი, ან რაიმე გეთქვა, არ გაინტერესებს არა ვის რა უწევს ამის გამო?
-დამიჯდა, რა გაყვირებს ნია?
-კიდე რა მაყვირებს? ვიფიქრე რომ მოგიტაცა, რაღაც მოხდა, იმდენი საშინელება ვიფიქრე, მე ვიცი
დედაშენის მოტყუება რადაც დამიჯდა. -ნერვული შეტევისგან ცრემლები წამოუვიდა ნიას.
ყველა შეგრძნება ამერია.
ყველაფერმა შემაწუხა და მთელი თავი ამიწვა.
ნია ისე იყო გაგიჟებული ვერც კი ვგრძნობდი და კიდევ ერთხელ დავაფასე მისი არსებობა.
და კიდევ ერთხელ შემიყვარდა საშინლად.
აკივლებულს ხელები მოვხვიე და ისე მაგრად ვაკოცე, ეტკინა.
ცრემლიანი ხმა სლუკუნში გადაუვიდა და მსუბუქად მომხვია წელზე ხელები.
-გული გამიხეთქე ანა, გული! მე რავიცი ვინაა ყიფიანი, რა არ ვიფიქრე!
-შენ რა იცი მე რა დამემართა. -ვუთხარი და კარი მივკეტე.
-ნანას დაურეკე სწრაფად და მერე ვილაპარაკოთ.
სააბაზანოსკენ ბარბაცით წავიდა და კარი მიიჯახა.
გამეღიმა და ნანას დავურეკე.
-დე, როგორ ხარ? როგორი დრო ატარე? -მკითხა თუ არა თავზე ხელი შემოვირტყი რომ სულ დამავიწყდა მეკითხა ნიასთვის რა უთხრა ნანას.
-მშვენიერი. -გულწრფელი პასუხი უფრო იყო და გამეცინა.
-რა გეცვა? ხომ ლამაზი იყავი?
-ეს დედური სუბიექტები არ გინდა ეხლა -ვიცინოდი ისევ მე.
-ჰაჰა, ხომ იცი რომ ულამაზესი ხარ?
-კარგი დედა. -გავბრაზდი მე -ნუ იცი ასე.
-კარგი ჰო. როგორ ხარ?
-კარგად, ცოტა დაღლილი ვარ.
-კაი დაიძინე და მერე დამირეკე ისევ.
-გკოცნი.
ყურმილი დავუკიდე და იმ წამსვე სააბაზანოს კართან გავჩნდი.
-რა უთხარი ნანას ნია?
-შენი კურსელის დაბადების დღეზე რომ წახვედი წყნეთში და მობილური რომ ჩემთან დაგრჩა. -წყლის ფონზე საუბრობდა ნია.
-ოქრო!
ტელეფონი დასატენად შევაერთე და დივანზე მოწყვეტით დავეშვი.
ნია აბაზანიდან რომ გამოვიდა მე უკვე მეძინა.
არ გამაღვიძა.

* * *
თითქოს არავინ ვყოფილიყავი ისე ჩამიარა გვერდით და მოაჯირს მიეყრდნო.
დეჟა-ვუ მქონდა.
წითელ-ყვითელი ცის ფონზე-ყიფიანი.
ღია ფერის საროჩკა ისე უხდება, ისე რომ, მგონი ვგიჟდები.
არასდროს მიყვარდა ყურადღების გამახვილება ტანსაცმელებზე, მაგრამ ყიფიანის ყოველ შტრიხს აღფრთოვანებაში მოვყავდი.
მაგიჟებს მისი უდარდელი საქციელი.
ის, თითქოს იქ ჩემ მაგივრად უბრალო დეკორაცია იდოს.
მაგიჟებს მისი ყველა გადაწყვეტილება.
თუნდაც ის რომ ხელის გაწერიდან ორი კვირის მერე ისევ ატარებს საქორწინო ბეჭედს.
ყავა მოვსვი და თბილისს გადავხედე.
,,მენატრები სანდრო``

* * *
შუა დღით ჩემით გამეღვიძა.
-ნიაა
დავუძახე და ნელა წამოვდექი.
თავი ისე მტკიოდა ვერ გავჩერდი და ისევ დავწექი.
-ბატონო?!
გამიხარდა მისი სახლში ყოფნა.
-ციტრამონი დევს ჩემთან კომოდზე და დამალევინე რა.
ორ წუთში შემოვიდა და მაგიდაზე ჩამოჯდა.
-გამოიძინე?
თავი დავუქნიე და წამალი დავლიე.
-მომიყევი რა მოხდა.
მთელი საღამო ვყვებოდი ყველა ნაბიჯს, აღფრთოვანებით და სიხარულით.
პირობა არ დამირღვევია.
არაფერი მითქვამს იმ ადგილის შესახებ.
ალბათ ასმაგად უფრო გაოცებული იქნებოდა ნია ყიფიანის ყველა საქციელით, ის ადგილიც რომ მეღიარებინა, მაგრამ არა.
მიუხედავად დაქალის მოტყუებისა მაინც მიხაროდა რომ პირობის შენარჩუნება მოვახერხე და იმ ადგილზე არაფერი ვთქვი.
მოტყუებაც არ გამოვიდა, ვუთხარი რომ ჯერჯერობით მაინც ვერ ვეტყოდი, მაგრამ სულ არ აინტერესებდა ნიას სხვა დანარჩენი ისეთი გაოცებული იყო სახლში აყვანის ცერემონიით.
-ეგ ბიჭი ან ძალიან მაგარი ვინმეა, ან უბრალოდ აფრენს.
-არ ვიცი ნი, ვეღარც ვხვდები რომელია.
მერე ისევ წუწუნებდა, ჩხუბობდა და ყვიროდა, რომ რატომ არ გავაფრთხილე მთელი ღამით თუ ვაპირებდი წასვლას და ა.შ.

* * *
ერთადერთი რაზეც იმ წამს ვფიქრობდი ის იყო რომ ყველაფრისთვის არ გადამებიჯებინა და კიდევ ერთი გამოუსწორებელი შეცდომა არ დამეშვა.
არ მეთქვა ის, რასაც მერე ვინანებდი.
იმ წამს ვხვდებოდი რატომ გიჟდებოდა ანა ამ ხედზე.
სიმშვიდე გეუფლება.
ასჯერ ნანახი, იმდენად უცხოდ გეჩვენება რომ ფიქრისთვისაც აღარ გრჩება დრო.
კიდევ რამდენიმე წუთიც და თუ ხმას არ ამოვიღებ წავა.
-როგორ მიდის საქმეები, ანა?
იმაზე მეტად ვიყავი ოფიციალური ვიდრე საჭირო იყო.
-ნორმალურად.
რა თქმა უნდა არ მკითხავს. მეცინება.
დაუწერელი კანონია, გონია რომ ამით მის უინტერესობას მაჩვენებს, სინამდვილეში კი ორივემ ვიცით როგორც უნდა ლაპარაკი.
რამე რომ ვუთხრა, სულ რამდენიმე სიტყვა, ოღონდ სხვანაირად...
მაგრამ არა...
როცა ვგრძნობ რამდენია ჩემზე დამოკიდებული, უფრო ვფრთხილობ, მითუმეტეს ანასთან...
არადა მენატრება.
ისიც ზუსტად ვიცი ეს სარაფანი რომ ჩემ გასაგიჟებლად ჩაიცვა.
ისე მინდა ჩავეხუტო, უამრავჯერ ვაკოცო და მოვეფერო, გული მისკდება.
თქვენ არ იცით რა ძნელია...
არ იცით რა ძნელია როცა შორდები იმ ადამიანს რომელიც სიცოცხლესაც გირჩევნია, რომლისთვისაც დათმობ ყოველ წამს და წუთს...
რომელიც იმაზე მეტად გიყვარს ვიდრე ნებისმიერი სულიერი ან უსულო, ან საკუთარი თავი.
ადამიანი რომელშიც აერთიანებ შენი ცხოვრების ყველა დეტალს.
თითქოს სახლია, სადაც ყოველგვარი შიშის გარეშე ტოვებ ყველაფერს და ერთ დღესაც ხედავ რომ ეს სახლი იწვის.
გკლავს ყველანაირი შეგრძნება და ემოცია, რომ ეს სახლი ნადგურდება და აღარაფერი დარჩება.
მკლავს ყველა ის წამი რომელსაც ანას გარეშე ვატარებ და ერთადერთი რასაც ყველაზე მეტად მივყავარ გამოუვალ მდგომარეობამდე, რომელიც ყველა ხანძარს და შტორმს უძლებს და რომელიც არ მაძლევს საშუალებას ასე ვიდგე ანასთან ახლოს და თბილისს ვუყურო-მისი სიყვარულია!
ვუყურებდი მის დაღლილ სახეს, ან უბრალოდ იმას თუ როგორ ძინავს.
ვუყურებდი მის წყლიან თვალებს და ბევრჯერ, იმდენჯერ ვაკოცებდი რომ ბოლოს ფერები არეოდა, ისე როგორც მზე გვჭრის ხოლმე თვალებს.
არ მემეტება!..
არ მემეტება არც ამდენი ნერვიულობისთვის და ეს უფრო მაგიჟებს!
როცა ორივე დამნაშავეები ვართ, მაგიჟებს ის ფაქტი რომ მხოლოდ მე ვფიქრობ ამდენს.
მაგიჟებს ის
ფაქტი რომ არ ვიცი რა ხდება ანას თავში.
მაგიჟებს მისი არსებობა, სუნთქვა, ღიმილი, ყველაფერი.
მახსენდება ყველა ჩხუბი და შერიგება, ეჭვიანობა, კამათი, ანას გაუთავებელი ბუზღუნი რომელიც ახლა ისე მენატრება ლამისაა ყველაფერი დავივიწყო და ისევ თავიდან დავიწყო.
ისეთი ქაოსი მაქვს თავში, მგონია რომ ცოტაც და გავაფრენ.
მაგიჟებს მისი სიმშვიდე, რომლის უკანაც ვიცი რა დგას და როგორ ფუთავს ამ ყველაფერს.
მახსენდება მისი ყველა ბავშვური იდეა და აზრი, რომელსაც ისეთი სიფრთხილით ჩამოაყალიბებდა ხოლმე, იმის შიშით რომ არ გამცინებოდა, მერე მის სახეზე ვიცინოდი, რა თქმა უნდა, წყინდა და იბუტებოდა.
მიყვარს მისი ყველა ფიქრი.
ქორწილის დღიდან მაოცებს ეს გოგო.
მისი წარმოუდგენელი კონტრასტი ნამდვილ და წარმოსახვით მესთან.
ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ
,,მენატრები ანა``

------
მაგიჟებს თქვენი არსებობა ჩემ ცხოვრებაში.



№1  offline წევრი EiLuL♥

პირველიი ვარრრ პირველიიიი ,,,წავედიიი წავიკითხოოო იუჰუუუ ❤ როგორრ გამეხარდააა ❤
--------------------
elene

 


№2  offline წევრი qettambro

Mixarixarr

 


№3  offline წევრი Tini Gadrani

ubralod miyvarxar!

 


№4  offline წევრი Anuuc^.^

აუ ძალიან მომწონს❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№5  offline წევრი Elensio

საოცრება ხარ

 


№6  offline წევრი i love Green Day

ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა რო მოუთმენლად ველი შემდეგს <333

 


№7  offline წევრი Annee

მე შენ მაგიჟებ! :*:*

 


№8  offline წევრი salomee

Miyvarxaaar

 


№9  offline წევრი human

გავგიჟდი რა მაგარი გოგო ხარ დადე რა მალე ნუ აგვიანებ და დიდი თავები დადე:***

 


№10  offline წევრი Eternity8

ძალიან კარგად წერ. ყველა შენი ისტორია წაკითხული მაქვს და მომწონს ძალიამ, მაგრამ უპასუხისმგებლობაა ასე მოქცევა,23 დღე გავიდა ისე, რომ ახალ თავს არ ტვირთავ, დღეში რამდენჯერმე ვამოწმებ. თანაც იმდენად ველოდები და მაინტერესებს, რომ ვერ ვწყვეტ. ის მაინც მითხარი რატომ აღარ დებ?!

 


№11  offline წევრი gufii

Ukacravad magram es istoria agar gagrdzeldebaa??

 


№12  offline წევრი Svvaaaniii

ელენიკოს ანუ დედამიწაზე ჩამოფრენილი ანგელოზის ისტორიებს ველოდებიით!! love
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№13  offline წევრი madridista

agardadeeeb gelodebiiiiit

 


№14 სტუმარი Ucnobi

Umagresia ^^ 10 nawili aqvs?

 


№15  offline წევრი Eternity8

Ucnobi
Umagresia ^^ 10 nawili aqvs?

არაა, გადაგვაგდო ავტორმა

 


№16  offline წევრი xuti

აუ რატო არა დამთავრებული.გული დამწყდა.ბოლომდე მინდოდაა

 


№17 სტუმარი salome

Sauketeso xar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent