შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ჭიქა ვისკი (8)


2-05-2015, 23:32
ავტორი new yorker
ნანახია 6 709

საშინელმა სიცივემ გამომაფხიზლა.
პირველი რაც დავინახე მოაჯირზე მიყრდნობილი ყიფიანი იყო, რომელიც ძალიან ნელა, მშვიდად და აუღელვებლად აბოლებდა სიგარეტს.
მომინდა სურათის გადაღება და ამ კადრის დიდ ფორმატზე გადატანა რომ არასდროს დამვიწყებოდა.
წარმოიდგინეთ.
წითელ-ყვითელ ფერებში გარდამავალი, ღრუბლებიანი ცის და მშვიდი თბილისის ფონზე, ამ სამოთხეში ახალგაღვიძებულს რომ ეს ადამიანი გხვდება.
ყველაფერი დამემართა, სიამოვნებისგან, ბედნიერებისგან და ალბათ სიყვარულისგანაც.
დავახველე, იმიტომ რომ ყიფიანს შევემჩნიე.
მაშინვე ჩემკენ წამოვიდა
-დილამშვიდობისა.
-შენც -თმა უკან გადავიწიე კისერზე ხელი მოვისვი. საშინლად მესიამოვნა.
-რას იტყვი, გიყვარვარ? -იცინოდა ყიფიანი.
ალბათ (უკვე მერამდენეა აღარც ვიცი) ყიფიანის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო სირცხვილისგან ცეცხლი წამეკიდებოდა, მაგრამ ყიფიანთან ყველაფერი ყოველთვის სხვანაირად იყო.
-ჯერ ისევ ნასვამი ვარ, საღამოს მკითხე. -გავუცინე მეც და ხელის გულებს დავეყრდენი.
-ნაბეღლავი? -დროულად შეცვალა თემა.
-ბორჯომი რა.
ორ წუთში ბორჯომის ბოთლებით დაბრუნდა, ამ დროს კი მე ისევ თბილისის ხედით ვიყავი დაკავებული.
ცივი ჰაერი ფილტვებს მიყინავდა.
ტელეფონს დავხედე.
-არ იჭერს არა?
-არა, კიდევ ერთი პლიუსია ეგ, ამ ადგილის.
მერე ისევ გადავათვალიერე იქაურობა. მხიარული გოგოები აღარ ჩანდნენ. გიტარიან ბიჭს ისევ ეძინა. ოფიციანტები ისევ კამათობდნენ.
-მიყვარს ეს ადგილი. -ვთქვი და ყიფიანს შევხედე.
თანაც, გავბედე და პირდაპირ თვალებში.
გმირობის ტოლფასი იყო ჩემთვის ფხიზელ გონებაზე მისთვის პირდაპირ თვალებში შეხედვა.
-და ალბათ მეც. -დააყოლა ყიფიანმა და ისევ თბილისს გახედა.
-რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ გეშინია.
-მეშინია? რამე ზმნაა შინია?
სიცილისგან ძლივს ამოვისუნთქე.
პუფში უფრო კომფორტულად მოვკალათდი და ყიფიანთან სალაპარაკოდ მოვემზადე.
-სახლში როდის წავალთ? -წინასწარ ვიცოდი ამაზე პასუხი მაგრამ მაინც ვიკითხე.
-დღეს არ ვმუშაობ, ასე რომ დრო მაქვს.
-ძალიან სასაცილოა, არაფერი რომ არ ვიცი შენზე და შენ-ჩემზე.
-ეგ ვინ გითხრა? -გამიღიმა და ნელა გაუკიდა სიგარეტს.
-რა იცი აბა ჩემზე?
-ეს რა ტონია? რაღაც სიმაღლიდან ისმის შენი ხმა ანა. -ჰაერში იყურებოდა და თვალებს იწვრილებდა. მე ისე ვიცინოდი, სახის დალაგებას ვეღარ ვასწრებდი.
თვით ნია ბუბლანი ვერ ახერხებდა დილით ჩემი განწყობის ასე ამაღლებას.
-კარგი, მართლა მაინტერესებს, რა იცი ჩემზე.
-რაც საჭიროა, ყველაფერი.
-აბა მითხარი რა არის საჭირო.
-პრინციპში არაფერი.
-სერიოზულად. -მეც მოვსვი ბორჯომი და ვიგრძენი როგორ ამოძრავდა ჯანმრთელი სისხლი ჩემ ძარღვებში.
-რა გინდა რომ გითხრა?
-არ ვიცი.
-ხასიათი.
-რა ხასიათი?
-ხასიათია საჭირო.
-როგორ მოასწარი ორ დღეში ჩემი ხასიათის გაცნობა?
-არც დამჭირვებია ორი დღე.
-კიდევ?
-მე რაც მჭირდება, ყველაფერი ვიცი.
-ეგ უკვე გავიგე. მაშინ მე მაინტერესებს.
-რა გაინტერესებს.
-არც ვიცი რა გკითხო. ისე პირველად მემართება ასე.
-ასე როგორ?
-ჯერ რომ მიყვარდება -ამ სიტყვაზე მიუხედავად ყველაფრისა მაინც გავჩერდი და ყიფიანს შევხედე, უბრალოდ გაეღიმა და მეც გავაგრძელე -და მერე ვიცნობ. -გავჩუმდი და მზერა ავარიდე.
-როგორ მინდა ასეთ რამეებს ყურადღებას არ აქცევდე. -თვალები დახუჭა ყიფიანმა და ღრმად ამოისუნთქა.
-როგორ რამეებს, თუ შენზე რაიმეს ცოდნა მინდა, დანაშაულია?
-ცუდი პახმელია გქონია, სხვა დროს გავითვალისწინებ. -ჩემი აგრესია ღიმილით გადაფარა ყიფიანმა.
-მითხარი შენზე რამე. -არ შევიმჩნიე მეც.
-არც მე ვიცი რა გითხრა, არ ვიცი რა არის შენთვის საჭირო.
-შენზე მელაპარაკე, რა უნდა იყოს საჭირო?!
ვკითხე და უხასიათო სახით დაიწყო რაღაცის მოყოლა რომელიც მაშინვე შევაწყვეტინე
-კარგი, ვმუშაობ...
-არ მაინტერესებს სად მუშაობ, შენზე მომიყევი-მეთქი, შენ სამსახურზე კი არა.
ყიფიანს გაეღიმა და თავი გადააქნია.ტუჩი კბილებით დაიჭირა და წარბებშეკრულმა ქვემოდან ამომხედა.
-ხანდახან ისე ჩემიანი ხარ, მეშინია.
-შინია რა ზმნაა? -გავაჯავრე ყიფიანი და ორივეს გაგვეცინა.
-ესე იგი ჩემზე? მოკლედ ასეთი ვარ. -წამოდგა და რამდენიმეჯერ დატრიალდა.-როგორსაც მხედავ და უკვე მიცნობ. ყველგან და ყოველთვის. არანაირი სხვანაირი და შეცვლილი ადამიანი არ ვიქნები არც 2 წუთში და არც 2 წელში.
-ეს უკვე კარგია. შენ სიყვარულზე მომიყევი. -პლედში გავეხვიე და ისევ თვალებში შევხედე. ყიფიანი იმდენად არ ელოდა ამ წინადადებას რომ გაკვირვებისგან სახის მიმიკები ერთმანეთში აერია.
-მოდი ჯერ შენ. -ხელები მუხლზე შემოიხვია და როგორც იცის ისე გაიღიმა. ბევრს რომ ჩაატევ იმ ღიმილში, აი ისე.
-ჯერ მე გითხარი.
-კარგი. ბავშვობაში ჩემ სიყვარულს ჩვენი ეზოს სტადიონი შევწირეთ.
გადავწყვიტე რომ კოცონის დანთება კარგი იდეა იქნებოდა და მერე კოცონის ფონზე სიყვარულის ახსნა, მაგრამ მერე პოლიციასთან და მშობლებთან მოგვიწია სიყვარულის ახსნა. მთელი ორი კვირა ვალაგებდით და ვაკეთებდით გადამწვარ სტადიონს.
პატარა ყიფიანის წარმოდგენაზე სიცილის შეკავება ვერ მოვახერხე.
-ეკლიანი გზა გაგივლია. -ვუთხარი და ისევ მოვსვი ბორჯომი.
-ნუ იტყვი. მერე უკვე სერიოზული აღარაფერი ყოფილა.
-სისულელე. -თვალები დავიწვრილე მე.
-კაი, რა მნიშვნელობა აქვს.
-უხერხულად გრძნობ თავს, არა?
-რატომ გგონია რომ უხერხულ სიტუაციაში მაყენებ? -იღიმოდა ყიფიანი.
-ხომ უნდა ვიცოდე შენზე ყველაფერი. -გავიკვირვე მე.
-რაღა მანდამაინც ეს თემა აირჩიე გასაცნობად. -ღიმილიდან სიცილზე გადავიდა ყიფიანი.
-იცი, ყველაფერი მახსოვს, ამ ღამის.
-იმდენი არ დაგვილევია რომ რამე დაგვიწყებოდა.
-რაღაც რომ გთხოვო, შემისრულებ?
-ვეცდები
-დააღამე!

* * *
-ბიჭო დაჩიუსმა დამირეკა რომ ამოხვალთ ანანასი გაგვითავდა და წამოიღეთო, მე ვიყიდი და ამოვალ, ადი შენ.
-კაი და მე სიგარეტი წამომიღე.
გიგა ზემოთ ამოვიდა და საყვარელ ჰამაკში ჩაწვა.
დაჩი ისვენებდა და პუფში ჩაჯდა გიგასთან ახლოს.
-ამოვა სანდრო?
-კი ანანასს გიყიდის და ამოვა.
-ანაც რო აქაა.
-სად? -გიჟივით წამოხტა გიგა.
-აი იქ ზის.
თითით აჩვენა მოაჯირისკენ.
-დავურეკო სანდროს?
-შენი აზრით არ ამოვა? -გაეცინა დაჩის და ზუსტად იმ წამს შემოაღო პატარა კარი ყიფიანმა, რომელსაც ხელში რამდენიმე ანანასი ეჭირა.
-აჰა დაჩიუს შენი განძი. -ანანასები გადააბარა.
დაჩიმ თვალებით ანასკენ ანიშნა და ყიფიანიც ზედმეტად ბუნებრივად მიტრიალდა.
ანა ყავას სვამდა და გრძელ ,,შლაპაში" ჩამალული როგორც ყოველთვის თბილისს უყურებდა.
თეთრი სარაფანი ეცვა.
გიჟდებოდა ყიფიანი ამ სარაფანზე.
ალბათ იცოდა ანამ ყიფიანიც რომ აქ ამოვიდოდა და ზუსტად მის გასაგიჟებლად ჩაიცვა ეს კაბა.
არ იცოდა ყიფიანმა როგორ უნდა შეეკავებინა მისი ერთადერთი ადამიანის წინ თავი, რომ როგორც ყოველთვის არ აეხსნა სიყვარული.
-როგორ მენატრება. -სევდიანად გაეღიმა ყიფიანს და გამოტრიალდა. -დამალევინე რამე დაჩიუს. -თვალი ჩაუკრა და გიგასთან ერთად ჰამაკში ჩაწვა.
-რო-გორ მე-ნა-ტრე-ბა. -ისევ გაიმეორა და ანას შეხედა. -უნდა ვნახო. -ჰამაკიდან წამოდგა და ანასკენ წავიდა.
გულში სრული ქაოსი ჰქონდა.
,,რატომ დაგვემართა?"
,,მენატრები"
,,რაღა ჩვენ?"
გაჩერდა.
უკან მიიხედა.
არ იცოდა რისთვის.
მიტრიალებაზეც იფიქრა.
ბევრ სიტყვას გადაარჩენდა ეს საქციელი, მაგრამ მერე ისევ მოკრა თვალი თეთრ სარაფანს და ინსტიქტურად მიაყოლა ნაბიჯები ერთმანეთს.

________
ვკითხულობ თქვენ კომენტარებს და ენა მებმება(არ ვიცი ამ სიტყვის სწორი ფორმა რომელია),სხვა რა ვთქვა არ ვიცი.



№1  offline წევრი SaLoOme

Googooo ase dagvianebac nelzia ❤❤❤❤❤ Shena xaar gogo muraba ..❤❤❤ yvelazee tkbiiliii.!!!

 


№2  offline წევრი EiLuL♥

ეს რა იყო კაიიი რაა ;((( პაწუკა... გადასარეეევ ❤ პერფექტტ ❤
--------------------
elene

 


№3  offline წევრი Tini Gadrani

vgijdebiiiiiiii!!!!!

 


№4  offline წევრი Ananoo

აუ რაკაია ძაან შემიყვარდა ეს ისტორია და შეენც<3<3<3..მალე ველოდები შემდეგ თავსს.

 


№5  offline წევრი ana456

არ მეყოოო! ძალიან საყვარელია ყიფიანი

 


№6  offline წევრი Anuuc^.^

ამ ისტორიის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის❤ძალიან მომწონს მაგრამ ეს რა პაწუკა თავი იყოოო??მალე დადე რაა
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№7  offline წევრი Annee

ელენიკო რა კარგი ხარ. ^_^ ყიფიანზე ვგიჟდებიი ^_^

 


№8  offline წევრი i love Green Day

ძალიან ბევრი ისტორია მაქვს წაკითხული მაგრამ შენი ისტორიებიდან რო ემოციებს ვღებულობ ისეთს სხვა არცერთიდან. არვიცი რავთქვა კითხვას როვამთავრებ სიამოვნების ჟრუანტელი ამივჩამივა მთელს ტანში ვგიჟდები ისეთი ხარ <333 საოცარი გოგო ხარ. მართლა საოცარი!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent