შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში.. Part II (The End)


3-05-2015, 21:06
ავტორი ნინი-21
ნანახია 3 797

- ერთხელ და სამუდამოდ მოდი ყველაფერი დავამთავროთ.
-დავამთავროთ.
ვუთხარი, ფეხზე წამოვდექი და უკან გავყევი.
ასე ერთმანეთის მიყოლებით გამოვედით კაბინეტიდან, რითაც ლანას გაკვირვებული სახე დავიმსახურეთ, მაგრამ ეგ იმ წამს ყველაზე ნაკლებად მადარდებდა.
გონებაში, ყველა იმ შესაძლო მარშუტს ვხაზავდი რომელიც შესაძლოა დღეს ერეკლესთან ერთად, გამევლო ბოლოს კი ტვინმა პროტესტი გამოთქვა დამასვენო იქნებ ორი წუთითო და მეც მოვეშვი ტვინის ჭ....ტას.
რაც მოსახდენია მაინც მოხდება !
მეთქი გავიფიქრე და მანქანაში ჩავჯექი. მგზავრობის დროს არცერთს არ ამოგვიღია ხმა, ამიტომ დაძაბულობა უფრო მატულობდა. მეც მევსებოდა მოთმინების ფიალა და ცოტაღა მაკლდა იქვე არ ავბღავლებულიყავი მაგრამ არა.
ანასტასია ეს შენ შეგიძლია, მის წინ არ აბღავლდები, შენ სისუსტეს არ დაანახებ თორემ უფრო ძლიერად გადაგივლის.!
შემოვუძახებდი ტირილამდე მისულ თავს და ოდნავ ვმშვიდდებოდი. ამ ქარცეცხლში ვიყავი, რომ უცებ მანქანა ქაჩერდა ერეკლე მანქანიდან გადავიდა. ფარულად ამოვიხედე ფანჯრიდან და გული კინაღამ შემიღონდა ,,ჩვენი სახლის“ კორპუსთან, რომ აღმოვჩნდი. ვერ ვხვდებოდი ერეკლე ამ ყველაფრით რა ჯანდაბის მიღწევას ცდილობდა, არც სახლში წასვლა მინდოდა, ასეთ გაურკვევლობას ისევ დიდი გულის ტკივილი მერჩევნა, ამიტომ გამოვაღე კარები და კიბეებს ავუყევი. შუა კიბეზე ვიყავი უძალობა რომ ვიგრძენი და კიბეების მოაჯირს დავეყრდენი.
,,ეს იმის ბრალია, დილით საჭმელი რომ არ ჭამე“.
შემახსენა ლუციფერმა.
,,უჭმელობას აიტანს კიდევ კაცი, ეს უფრო ზედმეტი ემოციის ბრალია.“
გავეცი პასუხი ლუციფერს და გზა გავაგრძელე. ერეკლე გვერდით მომყვებოდა ამიტომ, როგორც კი ფერმკთალი დამინახა დაფეთებული მკითხა რა გჭირსო. მე კი ცივად გავეცი პასუხი ,,არაფერია, მოდი მალე მოვრჩეთ ყველაფერს“ მეთქი და გზა გავაგრძელე. მესამე სართულზე ავედით თუ არა ჩვენი სახლის კარებთან შევჩერდით.
-რა საჭიროა ეს მასკარადი?
-მასკარადი არ არის. ალბათ საჭიროა.
-აღარ მინდა ალბათზე აგებული ცხოვრება.
-გინდა ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი მორჩეს თუ გაურკვევლობაში ყოფნა გირჩევნია?
უცებ ჩემსკენ შემოტრიალდა და სახე ისე ახლოს მომიტანა, რომ მისი სუნთქვა სახეში მეფრქვეოდა. ჟრუანტელმა ჩამიარ-ამიარა და ბოლოს გულთან შეჩერდა.
-მინდა, ყვეალფერი მორჩეს.
ამოვიკნავლე საწყლად.
-გპირდები დღეს მართლა მორჩება.
მითხრა, კარები გააღო და სახლში შემიძღვა.
ამ სახლში ყველაფერი შეცვილილიყო, ორი წლის წინანდელი სახლისგან აღარაფერი იყო დარჩენილი.
-აქ ვინმე ცხოვრობს?
-არავინ! შეგიძლია დაათვალიერო.
ამ წამს ყველაზე მეტად მისგან შორს ყოფნა მინდოდა, ამიტომ უმალვე გავემართე მეორე სართულისკენ. პირველი ოთახი შევაღე და საძინებელში მოვხვდი.
-ჩვენი საძინებელი იქნებოდა... ჰმმ ახლა ,,ჩვენ“-ზეც ზედმეტია ლაპარაკი.
უცებ თვალში, ძვლისფერი კარადა მომხვდა და ჩემდა უნებურად თვალწინ მე და ერეკლეს დიალოგი დამიდგა.
,,-მინდა საძინებელი ძვლისფერი ფერის ავეჯით იყოს გაწყობილი, ძვლისფერი ფერის კარადა საწოლი...
-კარგი რა ტასო, მე თეთრი მირჩევნია ძვლისფერი ფერი რაჯანდაბაა?
-მე ასე მინდა.
წარმოვთქვი კატეგორიულად.
-ჩვენ საძინებელს აივანი უნდა ჰქონდეს, დიდი და მთელ თბილის უნდა გადაჰყურებდეს, როგორც მაშინ ბერლინში. ფარდები ჩალისფერი. ოთახი დიდი და ნათელი უნდა იყოს, აღმოსავლეთით დიდი ფანჯარით, ასე უფრო დადებითი აურა იტრიალებს, თან ყოველ დილით მზის სხივები გაგვაღვიძებს.
-ჰმმ... შენ გადაგიწყვეტია უკვე ყველაფერი.
-ბავშვის ოთახიც ნათელ ფერებში მინდა, ვიცი პირველი ბიჭი გვეყოლება, ამიტომ ოთახი ბაცი ცისფერით შევღებოდათ, კეთილ მოწყობილი ავეჯით და არანაირი აივნით, მეშინია მაინც. ხო მართლა ბავშვის ოთახში ჩვენი სურათი უნდა დავკიდოთ. ისიც აღმოსავლეთისკენ უნდა იყოს, დადებითი აურით და ნათელი.
ერეკლემ მხოლოდ გადმომხედა და თბილად გამიღიმა.“
მთელი დიალოგი თვალწინ დამიდგა, და ჩემდა უნებურად მომადგა თვალზე ცრემლები.
-ყველაფერი ისე მოუწყ....
სიტყვა შუაზე გამიწყდა და ცრემლი წამსკდა. სწრაფად გამოვედი ოთახიდან და ახლა მეორე ოთახს მივაშურე. ოთახის კარები გამოვაღე და არვიცი რა დამემართა ირგვლივ ჩემი შვილის საოცნებო ოთახი, რომ აღმოვაჩინე. ჩემ წინ კი მე და ერეკლეს ფოტო იყო, ბერლინში გადაღებული ფოტო. ამდენს ვეღარ გავუძელი, კარებთან ჩავიკეცე და ავტირდი.
არვიცი რამატირებდა, ის რომ ჩვენი მომავალი არ შედგა? თუ ის რომ ოცნებების რეალობის ქცევად შანსი თვითონ გავუშვი ხელიდან. თუ ის, რომ ახლა ის რაც გამაჩნდა მის მიმართ ისიც უნდა დამემთავრებინა?
თუ ის, რომ ყველაფრისდა მიუხედავად ერეკლე მაინც სულის შემძვრელად მიყვარდა. იმისდა მიუხედავადადაც, რომ პრონციპეპს მამჯობინა, ცხოვრება ორჯერ დამინგრია და იმისდა მიუხედავადაც, რომ ახლაც სულიერად მანადგურებდა...
არვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე, მაგრამ რეალობაში მკლავებზე ვიღაცის ხელის შეხებამ დამაბრუნა.
ერეკლე იყო, ჩემ წინ ჩამუხლულიყო და მიყურებდა. მეც თვალჩაწითლებულმა, უმწეოდ ავხედე. ერეკლე ჩემკენ გადმოიხარა და გულში ნაზად ჩამიკრა. ამაზე უფრო მწარედ ამიტყდა ტირილი, უკვე ვეღარც ვწყნარდებოდი.
-დამშვიდდი, გთხოვ, აღარ იტირო.
მეუბნებოდა ის და თავზე მონოტორულად მისმევდა ხელს. მე კი ვერადა ვერ დავწყნდარდი, ბოლოს როგორც იქნა ტირილი შევწყვიტე და ავსლუკუნდი, ამას მაშინვე მოჰყვა ერეკლეს საპასუხო რეაქცია.
-აიი ასე, კარგი გოგო ხარ.
მითხრა და თავზე მაკოცა. წამსვე დამიარა ელექტრონებმა სხეულში და შესამჩნევად გამაკანკალა. ერეკლე წამოდგა და მეც წამომაყენა.
-დამშვიდდი?
-ამას რატომ აკეთებ?
-არვიცი.
-ხომ იცი, რომ უნდა დავამთავროთ ყველაფერი.
-ვიცი.
-ეს ყველაფერი აღარ იყო საჭირო.
-საჭირო იყო.
-მე ახლა უფრო გამიჭირდება წასვლა.
-მერედა არ წახვიდე, ჩემთან დარჩი.
გაკვირვებულმა შევხედე ერეკლეს.
-ხომ თქვი ყველაფერი უნდა დავამთავროთო?
-კი.
-მერე?
-ასეცაა, ყველაფერს ვამთავრებთ და ცხოვრებას ახლიდან ვიწყებთ.
ჩემ გაკვირვებულ სახეს რომ წააწყდა დააყოლა.
-რათქმაუნდა თუ შენც თანახმა იქნები.
მე კი შოკისგან ხმას ვერ ვიღებდი. საერთოდ ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ამ წამს.
-თანახმა ხარ ჩემი ცოლი, და ჩემი შვილების დედა გახდე?
მე ისევ ჩავყლაპე ენა.
-დუმილი თანხმობის ნიშანია.
მითხრა და ჩემ ტუჩებს დააკვდა. ორი წლის შემდეგ, ახლა ვიგრძენი ყველაზე მკვეთრად თუ როგორ მომნატრებია, მისგან წამოსული სითბო რომელიც გულს მითბობდა და სულს მიმშვიდებდა. მისგან წამოსული მუხტი, რომელიც აღმაღზნებდა და თავს მაკარგვინებდა. და როგორ მომნატრებია მისი კოცნა. მომთხოვნი, ჟინიანი მაგრამ მაინც მარადიულად სასიამოვნო ამბორი.
ერეკლეს კოცნა და ჩემი კოსმოსში გატყორცნა ერთი იყო, მაგრამ როგორც ელვის უსწრაფესად ავვარდი კოსმოსში ისე ელვისუსწრაფესად ჩამოვვარდი და დავენარცხე დედამიწაზე. უკმაყოფილების ნიშნად გადავატრიალე თვალები რაზეც ერეკლეს გაეღიმა.
-წამო ქვემოთ ჩავიდეთ.
მითხრა და ხელი დამავლო.
მისაღებში საოცარი სანახაობა დამხვდა, ვარდები მიმოფანტული ირგვლივ, პატარა მაგიდა, ბორდო და ორი ჭიქა. ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო. გაკვირვებისაგან თვალები კინაღამ გადმომიცვივდა.
-ბოდიში მინდა მოგიხადო.
მდუმარება ერეკლეს სიტყვებმა დაარღვია.
-რა..? რისთვის?
უცებ გამოვერკვიე რეალობაში.
-პრინციპებისა და დანის გამო.
-მიღებულია. მაგრამ მეც მინდა მოგიხადო ბოდიში.
-შენ რისთვის?
-აი იმ დღისთვის ყველაფერი, იქედან რომ დაიწყო და იმ კოცნისთვისაც.
-აჰჰ... ვიცი რომ შენ არ იყავი დამნაშავე.
-მოიცა ეს როგორ?!
თვალები ვჭყიტე. რას ქვია იცოდა, რომ დამნაშავე არ ვიყავი?!
-ჩვენი დაშორებიდან ერთი წლის შემდეგ ნინოს წამოსცდა შემთხვევით ჩემთან და აი მაშინ გავიგე.
-იცოდი და არ ჩამოხვედიი ?
-სწორედ მაშინ გამოჩნდა სოციალურ ქსელში შენი და დანის სურათი და მივხვდი შენ ცხოვრებაში ჩარევის უფლება, რომ აღარ მქონდა.
-შენ რა ამას მართლა ამბობ, და აუქციონზე რაღას იტყვი?
-წამიერი სისუსტე იყო, მონატრებამ დამიმარტოხელა, მინდოდა მენახე და გნახე კიდეც.
-და სურათი, სურათი რაღატომ გამომიგზავნე?
- სურათი?! ჰმმ ამით კიდევ ერთხელ შეგახსემე რომ ჩემი იყავი, ჩემი ხარ და რაც არ უნდა მოხდეს ჩემი იქნები.
-შენ...
არ მყოფნიდა სიტყვები, რომ ეს თავხედი შემემკო.
-შენ არ ხარ ნორმალური.
-სამაგიეროდ შენ ეს არანორმალური, სხვა მილიონ ნორმლურს ერთად აღებულს გირჩევნია.
მითხრა და თვალი ჩამიკრა.
ნუ ეხლა რაც მართალია მართალია, ერეკლე მართლა ყველას მერჩივნა. ამიტომ უხმოდ დავფარე ჩვენ შორის მანძილი და კოცნა უკვე ჩემი ინიციატივით განვახორციელე. მაგრამ ესეც მალე დასრულდა.
-დაბრძანდი თუ შეიძლება.
მითხრა და სკამი გამომიწია, მეც ჩემი ადგილი დავიკავე.
-ღვინოს ინებებთ მადამ ?
-დიდი, სიამოვნებით გეახლებით სერ !
ვუთხარი და ბორდოთი სავსე ჭიქა გამოვართვი.
-ამ ჭიქით რას გაუმარჯოს სერ?
-ამ ჭიქით მადამ, როგორც იქნა ჩვენი ორმაგი ცხოვრების გაერთიანებას გაუმარჯოს.
-გაუმარჯოს !
ვუთხარი და ჭიქა მივუჭახუნე.

ამ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება კარგად წავიდა. ჩემი დაჟინებული სურვილით, ქორწილი 26 მაისს გადავიხადეთ. დიდი ქორწილი იყო, თეთრი კაბით, ნეფე პატარძლით, ტრადიციული ქართული სადღეგრძელოებით და საყვარელი ადამიანებით.
მშობლებს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გავაცანით მამაჩემს კინაღამ იმფაქტი მოუვიდა. თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ ერეკლემ ივაჟკაცა და დღეს მე ანასტასია მურვანიძე ბარათაშვილისა ვარ.
მერის და ლექსოს ქორწილი, ჩვენი ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ შედგა. შეპირებისამებრ მერი ჩემი მეჯვარე იყო. მე ხომ პირველი გავთხოვდი და შესაბამისად ჩემი შვილის ნათლიაც. აი ერეკლეს კი გეგმების შეცვლა მოუწია, ლექსო მისი მეჯვარე ვეღარ იქნებოდა ამიტომ ნიკუშა დაიყენა.
ორი წლისა და ორი თვის წლის წინ
„-ოდესმე გიოცნებია?
მკითხა ერეკლემ მოულოდნელად.
-კი, ყოველ ღამე ვოცნებობ.
ვუთხარი და ჩავიცინე.
-გამორჩეული ოცნება გაქვს ?
-კი, სამი გამორჩეული ოცნება მაქვს.
-რა და რა?
-პირველი რიოში ქრისტეს ქანდაკებიდან სელფის გადაღება, მეორე Skydive დუბაიდან და მესამე ევერესტის დალაშქვრა.
-ჰმმ... რა სერიოზული სურვილებია.“
ალბათ არ გაგიკვირდებათ, ამ დიალოგის წაკითხვის შემდეგ თუ გეტყვით, რომ თაფლობის თვე რიოში გავატარეთ და ჩემი პირველი ოცნებაც ავიხდინე.
ჩვენი შუღლებიდან 8 თვის შემდეგ ქვეყანას პატარა ლაზარე ბარათაშვილი მოევლინა. პატარა, ქერა, თეთრი, ცისფერთვალება ანგელოზი.
ორმაგი თამაში.. Part II (The End)

მან ჩვენ პატარა ოჯახში დიდი აურზაური შემოიტანა სიხარულთან და სითბოსთან ერთად. აურზაური კი იმიტომ, რომ დილით ეძინა და ღამით ეღვიძა. ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, შვილი მე უნდა ავღზარდო არანაირი ძიძა არ მჭირდება მეთქი, ყველანაირი საქმე დანის გადავაბარე. პირველი წელი მაინც არ ავიყვანდი ძიძას, სად დედა და სად ძიძა, აი მერე კი ვნახოთ.
ხო მართლა დანი შეყვარებულია. თბილისში ჩამოვიდა თუ არა, თურმე ვიღაც გოგო გაუცნია. ელენე ჰქვია. ახლა კი თავდავიწყებითაა ბიჭი შეყვარებული თან სულ გაიძახის.
-აი რატომ არაფერი გამომდიოდა, იმ გატუტუცებულ ევროპელ ლამაზმანებთანო.
მერე კი იყო ჩვენი მეორე სიხარული, ალისა. ჩემი პატარა გოგონა, ჩემი პატარა და საყვარელი ფერია. მამიკოს გოგო და პრანჭია.
ორმაგი თამაში.. Part II (The End)

მის გამო კიდევ ერთი წლით გადავდე სამსახურში გასვლა და ოჯახში შვილების აღზრდა განვაგრძე.
-ანასტასიაა !!!
ჰმმ.. ერეკლე მეძახის, აღარ მაცალა ამ წიგნის დამთავრება.(ორმაგი თამაშის მეორე ნაწილს ვგულისხმობ).
- აქ ვარ საყვარელო.
-იქნებ მოწყდე წერას, ნახე ალისა და ლაზარე რა დღეში არიან.
-ახლავე მოვალ საყვარელო.
მოკლედ ჩემო კარგებო, აი ეს იყო ჩემი სიყვარულის ისტორია. ბევრი ცრემლი ვღვარე, ბევრი დავიტანჯე მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო, რომ დღეს ასე დამეფასებინა ის მდგომარეობა რაც მაქვს.
პ.ს მე და ერეკლეს ისტორია დღესაც გრძელდება, ჩვენთვის ყოველიდღე დღესასწაულია. ხო მართლა ხვალ მეორე ოცნების ასახდენად მივდივარ დუბაიში. ცაში უნდა ვიმოგზაურო. ერთ რჩევას მოგცემთ, ოცნებები არ ხდება, ნუ თუ ხდება ძალიან იშვიათად, ოცნებები შენით უნდა აიხდინო, დამიჯერეთ მე ამ სიტყვების ჭეშმარიტება საკუთარ თავზე გამოვცადე.
ანასტასია მურვანიძე. 2015 წლის 21 მაისი.

დავასრულე ..გული დამწყდა, რომ ასე მალე დავასრულე მაგრამ გაწელვა არ მიყვარს. მოკლე,(არც ისე მოკლე გამოვიდა მარა მაინც და კარგი იყოს მირჩევნია.
თქვენმა კომენტარებმა ისე გამახარა გოგოებო, რომ მეტი არ შეიძლება, ამან ჩემი მუზა ისევ გააბლატავა. ამიტომ... ერთ კვირაში თუ დაგიბრუნდით არ გაგიკვირდეთ. (რავა გითხრათ მარა ეჭვი მეპარება, გამოცდებმა გადამიყოლა.)
მოკლედ ჩემო კორონა და რაFაელო მკითხველო, ველი თქვენდან აი ამათნაირ ტკბილ კომენტარებს. თუ დავიმსახურებ იმ შემთხვევაში ოღონდ. მოკლედ მე ძალიან მიყვარხართ ყველანი და ხო მართლა თუ გინდათ, ან თუ რომელიმეს გაქვთ ასეთი სათავგადასავლო სასიყვარულო ისტორია შემეხმიანეთ და კაი რაღაც გავაკეთოთ. დიდი სიყვარულით თქვენი ნინი



№1  offline წევრი ნინი-21

Marley
შესანიშნავი ხარ! სიტყვები ზედმეტია. უბრალოდ გეტყვი, რომ მიყვარხარ ♥♥

მადლობა ჩემო საყვარელო, მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო კარგო love

 


№2  offline წევრი knuwik

აუუუ რატოო დასრულდაა ?! wassat ამ ისტორიისთვის შემოვდიოდი მხოლოდ აქ. ვაიმე ვგიჟდები ამათზე და ავტორ შენზე ხომ საერთოდ. ჩვენ კიარა შენ ხარ ჩვენი რაფაელოც და კორონაც. აიი რაგითხრა არვიცი ძაან მაგარი ხარ უმაგრესი ხარ, ყველას მირჩევნიხარ მე პირადად. love ძააან მაგარი იქნება თუ კიდევ დაწერ რამე ისტორიას. მთავარიაა დაწერომეტს არაფერს არ გთხოვ.
ახლა ვისღა ველოდო ?!
მესმის შენი, მეც გამოცდები მაქვს მეთორმეტე კლასის, ეს ისტორია კი ჩემი განტვირთვა იყო. განსაკუთრებით ბოლო სიტყვები მომეწონა, ოცნებასთან დაკავშირებით. იციი ნინი მაგათმა დიალოგმა ჯეინ ეარი გამახსენა. როჩესტერი ბაღში სიყვარულს, რომ უხსნის.
მოკლედ ძაან მაგარი ხარ და ძაან მიყვარხარ რა.
დაგვიბრუნდი მალე, ახალი ისტორიით.
გელოდები იცოდე love <3 <3

 


№3  offline წევრი მარგო ♥

არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო.(( sad შენი მუზის იმედი მაქ მე, ვიცი შენ ერთგულ მკითხველს ვერ დაგვტოვებს დიდხანს, იმისი იმედიც მაქვს, რომ ჩვენი კომენტარების გარეშე ვერ გაძლებ დიდხანს და დაგვიბრუნდები, კიდევ მაგარი ისტორიით.
ძაან მაგარი ხარ და ეს ისტორიიაც ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ისტორია იყო და არის ჩემთვის. მიყვარხარ ნინ და მე მაქვს რაღაც იდეები, შემოგეხმიანები fellow love

 


№4  offline წევრი Shore

მიხარია და მიხარიხარ შენ ჩეემო კარგო რო არსებობ და გულს გვიხარებ შენი ისტორიებით მიყვარხარ უბრალოოდ სიტყვებს ვერ ვუყრი თავს რო გადმოგცე რა დონეზე გამიხარდა რო დავინახე დადებილი მაგრამ ამავ დროულაად მეწყინა კიდეც რო დამთავრდა ... ველოდები შენს შემდეგ ისტორიას მე მაქვს ერთი მაგრამ ამას გავს ოღონდ იმითი არის განსხვავებული ჯერ ისევ შეყვარებულები ვართ :* ♥

 


№5  offline წევრი ნინი-21

მადლობაა ჩემო კარგებო.. love ჩემო თბილო გოგოებო ♥
რატო მაჩვევთ ამ თბილ-თბილ კომენტარებს, ახლა იცი როგორ მიჭირს ?! wink
ვერც დაწერას ვახერხებ request (გამოცდების გამო)
მოკლედ მადლობა დიდი, და იცოდეთ რომ მიყვარხართ მე თქვენ ! love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent