ველური [თავი IV]
-ეხლა,იცით მე რა მოვიფიქრე?-წარბები ეშმაკურად აათამაშა ლიკამ და ბიჭებს გადახედა,რომლებმაც ცალი წარბი ასწიეს და ისე შეხედეს. -აბა,აღმოთქვი შენი ბრძნული აზრები,-უთხრა სიცილით გიორგიმ. -ე.ი. ხვალ რა არის და ზეგ წავიდეთ ჩემთან სოფელში.აბა,რა აზრის ბრძანდებით? -ხანდახან მოგდის ხოლმე ხო,იცი სიბრძნეები თავში.-თითქოს ჩაფიქრებულმა ამოსთქვა გიორგიმ და გულიანად გადაიხარხარა. -ეგრე,ხო?-ცალი წარბი აზიდა და ისე შეხედა. -არ დაიწყოთ,რა.-მავედრებელი მზერა მიაპყრო ნიკამ. -აი,მარტო ნიკას ხართრით რა,-თვალი ჩაუკრა ლიკამ და ამაყად წავიდა წინ. კაფემდე გზა სულ სიცილ-ხორხოცში გაატარეს.ამათ საუბარს,რომ გესმინათ საგიჟეთიდან გამოქცეული ფსიქოპატები გეგონებოდათ.ეხლა კიდევ ერთი აკლდათ.ოთხივე,რომ ერთად იყო მერე იწყებოდა თუ იწყებოდა „ეხლა იწყება,არ დავიწყებაო“,ასეთი სიტუაციები ჰქონდათ სულ.თითქმის სულ ერთმანეთს კბენდნენ,განსაკუთრებით ლიკა და გიორგი.ციყვი(თინანო) და ირემი(ნიკა) ამათ აშველებდნენ,თუ მაგას გაშველება ერქვა.მერე გიორგი ნიკას გადასწვდებოდა-ხოლმე.მარტო თინანო იგუდებოდა სიცილით და სიბრაზისგან აჭარხლებულ სამი ცხოველის გახალისებას ცდილობდა.ბოლოს ოთხივე ერთად იცინოდა. არა,რა მართლა მაგარი მეგობრები იყვნენ. -მერე მე მეტყვით არაპუნქტუალური ხარო,-დაუბღვირა მეგობრებს თინანომ და ხელი გასაგრილებლად ისევ დაიქნია. -მე არ მოვედი დანიშნულები ადგილას?-ცალი წარბი ასწია ნიკამ. -ხო,არ შევიდეთ?-თემა სწრაფად გადაიტანა დვალმა და გიჟივით გაიკრიჭა. -ნაზინგი,გეშველება.-ხელი უიმედობის ნიშნად ჩაიქნია ლიკამ და კაფის კარები შეაღო. -გთხოვ,ქართულად ისაუბრე,-თვალი ჩაუკრა გიორგიმ და თავისი ბრძნული აზრების ამონთხევა დაიწყო.-„ნაზინგი“ არა,არაფერი ლიკა. -ოოო,მოკეტე რა.-ხელი აუქნია და თავისუფალ ადგილას დაჯდა. -ხო, არ დაგტოვოთ?-თვალები დაუბრიალა ნიკამ. -ხო,კარგით ეხლა.-გააჩუმა სამივე თინანომ. -ეხლა რა უნდა გითხრათ,-გაიკრიჭა ლიკა.-ხვალ რა არის და ზეგ სოფელში მიმყევხართ.აი,ჩემს ტყეს დაგათვალიერებინებ.შენ ხო შენი ტყით ამაყობ? მე ჩემს ატმის ბაღებს დაგათვალიერებინებ,მერე იქვე სასაფლაოა და შენ დარჩი იქ ჩვენ წამოვალთ,-ჩამოარაკრაკა და თინანოს შეხედა,რომელსაც პირი ჰქონდა დაღებული. -ჩავაკვეხო სიტყვა?-ჩაილაპარაკა თინანომ და პირი მოკუმა,-მერე ჩემთან წავიდეთ! -კარქი. -კარქი არა,კარაქი.-დაისისინა გიორგიმ და ანაკონდას ენა გამოაჩინა. -არ,ამაყენო.-თვალები დაუბრიალა ლიკამ. -ისე,ნაყინი მინდა მე.-ჩააგდო სიტყვა ნიკამ. -ოფი... -გოგო სირცხვილია,-თვალები დაუბრიალა ლიკას თინანომ,რომელიც მომსახურე პერსონალის დაძახებას ცდილობდა. -კარგი,ხო.ნიკა მიდი უთხარი რა,მეც მინდა.-პირი სასაცილოდ ააცმაცუნა. თვალები გაღებული კარებისკენ გააპარა საიდანაც ნიკა და გიორგი გამოჩნდნენ,თავში რაღაცის ჩარტყმა მოუნდა.რაღა აქ შემოვიდნენ? სხვა კაფეები არ არსებობს? ბედის ირონიაც ამას ჰქვია. „ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა!ოღონდ არ დამინახოს,ოღონდ არ დამინახოს“ გულში იმეორებდა და თვალებდახუჭული თინანოს მაგრად უჭერდა ხელს. -მეტკინა!-კბილებს შორის გამოსცრა თინანომ და ფერ დაკარგულ ლიკას შეხედა,-რა გჭირს? -წინ იცი ვინ არის?-თვალები არ გაუხელია ისე ამოილაპარაკა. -ვინ ? -ნიკა. -ვაიმეეე,რა სიმპატიურია.-წამოიყვირა უცბად და გიორგის მზერაც მიიპყრო. -ვინ აბა? -უკან ზის ნიკა.ადრე,რომ მიყვარხარ ხოლმე.აუ,წავიდეთ რა.-შეეხვეწა გიორგის,რადგან დვალი თანახმა იქნებოდა. -უკვე გვიანია,მოდის.-თვალები სასაცილოდ ააფახუნა თინანომ და ფერწასულ ლიკას გადახედა. -აი,ეხლა ჩამკალი გიორგი,რომ მემუქრები ხოლმე.-სანამ მივიდოდა ნიკა ბოლო სიტყვა ამოილაპარაკა და უსულოდ გაუღიმა. -ისევ შეგხვდი,-სიხარული გამოხატა ნიკამ. -ხოო,-ძლივს ამოილაპარაკა ეს ორი ასო და სკამზე გასწორდა. -კარგი,როგორც ჩანს მეგობრებთან ხარ.მერე გნახავ.-ეჭვნარევი მზერით გადახედა ახლად მოსულ ნიკას,რომელსაც ხელში ნაყინები ეჭირა. -კარგი,ნახვამდის,-ისევ გაუღიმა და მიმავალს ენა გამოუყო,რატომ ქნა თვითონაც არ იცის,-დედააა,ეს რა იყო? -ეგ იყო რაც იყო!-დაასკვნა ნიკამ. -სიბრძნის დედა ხარ რა.-უთხრა გიორგიმ და ნაყინი ააცალა. -ვიცი,-თვალი ჩაუკრა და ირონიულად გაუღიმა. -მომეცი ეგ „მაროჟნი“ თუ ირემი ხარ რა.-უთხრა ლიკამ და ნაყინი გამოართვა. -ნელა ჭიქიანად არ გადაყლაპო,-სიცილით უთხრა დვალმა. -თინანო მიგახრჩობ მოკეტე! *** თავი წამოჰყო და საათს შეხედა,რომელიც უკვე ათის თხუთმეტ წუთს უჩვენებდა. -ჯანდაბა,დამაგვიანდა! სწრაფად წამოხტა საწოლიდან და ტანსაცმლის გადაცმა დაიწყო.თან კეტების თასმებს იკრავდა და თან თმას ივარცხნიდა. როგორც კი ჩაცმას მორჩა ცხელი შოკოლადი დალია და საათს შეხედა. ჩანთა ზურგზე მოიკიდა და სადარბაზოდან გავიდა,სადაც უკვე გაჩერებულიყო შავი ლაპლაპა BMW და იქიდან გადმოსული გიორგი გაბრაზებული სახით იყურებოდა. -ახლა,არ მომკლა და მერე მომკალი!-პირდაღებულ გიორგის დაასწრო თქმა და უცებ ჩახტა მანქანაში. *** -თამროოოოოო ბებოო,-ძახილით შეაღო მწვანე ჭიშკარი და გამოქცეულ ჩანგოს მოეფერა. -ოხ,ჩამოხვედი შე ქალო? ასე უნდა დავიწყება ? ვაიმე,რაფერ გაზრდილხარ გოგო შენ ? შეყვარებულიც გეყოლება ხო?-კითხვები დააყარა ისე,რომ ერთხელაც არ ამოუსუნთქავს.რამდენიმე წუთი პასუხებს ალაგებდა,შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო: -ჩამოვედი,არ დამივიწყებიხარ ბაბო არ მეცალა,ხო აბა არ გავიზრდებოდი? სადაა თამრო შეყვარებული და ცუდი ცხოვრება?-კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა ღრმად და ეზოში შესულ ბავშვებს თვალი მოავლო,-თამრო გაიცანი ეს გიორგია,ეს თინანოა და ეს ნიკაა. -დედა,რაფერ კარგი ბოვშები ხართ თქვენ ა? -ბუთქუნა ლოყებზე ხელი შემოირტყა და ყველას აკოცა ლოყაზე. -ბებო ძალო და ძია სად არიან? -საქაშეთში წავიდნენ მერის დასახმარებლად შვილო სამი კვირით.-აუხსნა თამრომ და ფქვილისგან დასვრილი ხელები გაიბერტყა. -ჯუბიკო არ ჩამოსულა?ან ნიკა?ან თათო?-ვირივით მიაყარა კითხვები. -ჯუბიკო ბებო გუშინ წავიდა,ნიკა სამუშაოზეა და თათო ელენესთანაა შვილო. -კარგი,კარგი.დალაგდით და წავედით თამუნას დავუძახოთ და ბავშვები შევკრიბოთ.-ყველა ოთახებში დაალაგა. ე.ი.ბოდიშით რომ დავაგვიანე საერთოდაც პარასკევს ვაპირებდი,მაგრამ ჩემი უბედური თავის ბრალი რომაა ჩემმა ძმამ დებილი ხარო და წამიშალა :') მერე ისე მოხდა,რომ შაბათ ვიყავი ლაშქრობაზე და იქიდან ექვსი საათი ფეხით მოვდიოდი.მერე კიდევ ისე მტკიოდა ფეხები კომპიუტერამდე ვერც მოვედი და ახლა კიდევ უაზროდ ვლაყბობ :დ ბოდიშით რია :( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.