შენი არსებობა ნულს ჰგავდა (თავი 3)
ყველაზე საშინელი მომენტია, როდესაც იგებ რომ ადამიანი რომელმაც წლების წინ მიგატოვა, დაგტოვა სრულიად მარტო, გააუბედურა შენი ოჯახი, დედა, მამა, გაგაუბედურა შენ, საშინელებაა როდესაც იგებ, რომ ბრუნდება, ბრუნდება და ამდენი წლის შემდგე კიდევ შეხვდები, მაგრამ ძველებურად ვერ მოეხვევი, ვერ ეტყვი რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად გიყვარს... 10 წლის ვიყავი როდესაც ჩემი 16 წლის და სახლიდან წავიდა. მაშინ ოჯახში ისეთი არეულობა იყო არც გამკვირვებია, მეგონა სადმე ახლოს გადავიდა და რამოდენიმე დღეში დაბრუნდებოდა. 5 წელი ველოდე, 5 წელი ყოველდღე მეგონა რომ კარს შემოაღებდა და დაბრუნდებოდა. ჩემმა მშობლებმა ირწმუნეს რომ სოფი მიწამ ჩაყლაპა, ირწმუნეს რომ გარდაიცვალა, მაგრამ მე მჯეროდა, მე ვიცოდი, რომ ის ერთადერთი ადამიანი ვისთანაც ყველაზე კარგი დრო გავატარე ცოცხალი იყო, ცოცხალი იყო სადღაც ჩვენგან ძალიან შორს და გველოდა... შარშან სრულიად შემთხვევით გავიგეთ უცხოური ჟურნალიდან რომ ცნობილი ჟურნალისტი გამხდარა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, დაკავშირება ვცადეთ, სოფიმ კი ვითომ ვერ გაგვიხსენა, ვიღაცაში გეშლებითო. მე არ ვიცი ასეთი რა აწყენინეს მშობლებმა, მაგრამ არ დაბრუნებულა, ჩვენი ზარის შემდეგაც "დაგვიკიდა" და "გადაგვაგდო". მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ სოფი დავკარგე და მის ძებნას აღარანაირი აზრი აღარ ჰქონდა. ყველანაირად შევეცადე დამევიწყებინა და მერწმუნა რომ უფროსი და არასდროს მყოლია, მაგრამ სწორედ გუშინ დამირეკა, პირადად მე და მთხოვა არავისთვის არაფერი მეთქვა, თბილისშია და ჩემი ნახვა სურს. უკვე 21 წლისაა, არც ვიცი როგორ ვიცნო, მაგრამ მაინც ტაქსიში ვზივარ და დათქმულ ადგილას მივდივარ... კაფის კარს მძიმედ ვაღებ და ყველა მაგიდას ვავლებ თვალს. კუთხეში მაღალი, ქერათმიანი გოგონა ზის და ნარინჯისფერ წვენს დაჰყურებს. უკნიდანვე ვიგრძენი რომ ეს ის იყო და მისკენ გავემართე. მის წინ, მაგიდაზე ჩამოვჯექი და ღრმად ჩავისუნთქე. მთელი საღამო ვლაპარაკობდით–გაუჩერებლად. ამ დროის მანძილზე მომხდარი თითქმის ყველა ამბავი გავიხსენეთ. საბოლოოდ მომიყვა რატომ წავიდა სახლიდან, რატომ არ გვეხმიანებოდა... ადვილად გავშინაურდით, მითხრა რომ ყველაფერში დამეხმარებოდა რაც კი დამჭირდებოდა. მე რათქმაუნდა შევევედრე სახლში დაბრუნებულიყო, თუმცა განმიცხადა, რომ ამისთვის ჯერ მზად არ იყო. სოფი გაუჩერებლად, თვალებგაბრწყინებული მიყვებოდა მის მომავალ საქმროზე, ფოტოებიც მაჩვენა–სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი იყო მაქსი, თუმცა მე მაინც ვისურვებდი, რომ ქართველს გაყოლოდა. ბევრი ვიფიქრე და.. ანოს ძმა ეკე შესანიშნავი ვარიანტი იყო. თუ ერთმანეთი შეუყვარდათ სოფიც თბილისში დარჩება და ამავდროულად ქართველი ქმარი ეყოლება. ვაუ–უნიჭიერესი ვარ. –კარგი სოფი, უკვია გვიანია უნდა წავიდე–დას მოვეხვიე და კაფე დავტოვე. 10 საათი სრულდებოდა, ქუჩას ფეხით დავუყევი, გზაში დედამ დამირეკა რამდენჯერმე, არ ამიღია... მარტო უფრო მშვიდად ვიყავი, უფრო ბევრ რამეზე ვფიქრობდი და უფრო მეტად ვიძირებოდი სიყვარულის მორევში... –ქეთათო–სადარბაზოში ფეხი არ მქონდა შედგმული უკან რომ შევბრუნდი და გაშტერებულ დუდად შევხედე. –დუდა–ამოვიკნავლე –შემაშინე. –გვიანია–ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და გამიღიმა –შენ გარეთ დატასაობ და თან მარტო. იქნებ გამარკვიო რატო? –დუდა ძალიან გთხოვ წადი, გთხოვ თავი დამანებე, ნუ ცდილობ ყველაფრის გართულებას. –ქეთა ვიცი რო მაგარი *ირივით მოვიქეცი იმ დღეს კლუბში, პროსტა არ ვიცოდი რა, არ ვიცოდი ეგეთი თუ იყავი –ეგეთი?–სიმწრისგან გავიცინე მე – ეგეთი როგორი?! ნორმალური 15 წლის თინეიჯერი? არანარკომანი? წესიერი? დუდა შენ ვერასდროს გამიგებ, ჩვენ უბრალოდ–ხელებს უაზროდ ვიქნევდი აქეთ-იქით და ვცდილობდი დუდასთვის ამეხსნა – ჩვენ ორივე დედამიწის სხვადასხვა მხარეს ვდაგავრთ, გესმის ჩემი? უბრალოდ ძალიან რთულია რომ.. სწრაფად წამოვიდა ჩემსკენ, კისერში ხელი შემიცურა და უკვე მეორედ შეეხო მისი უხეში ტუჩები ჩემსას. სიამოვნებისგან გამაკანკალა. მარჯვენა ხელი მაღლა ავწიე და მის თმებში შევაცურე, ძალიან ჩუმად ამოიკვნესა და ისევ ჩემს ტუჩებს დააცხრა. საოცრად მომინდა დრო გაჩერებულიყო და მთელი ცხოვრება ასე ვყოფილიყავით, მომინდა დუდა ჩემი ყოფილიყო, მხოლოდ ჩემი. მაგრამ მაშინვე წარმოვიდგინე ჩემი მშობლების სახეები, თუ რაიმეს შეიტყობდნენ და დუდას მსუბუქად ვკარი მუშტი, უკან დაიხია და ძალიან, ძალიან მაგრად გაიღიმა. დარცხვენილი ჩემს ფეხსაცმელებს დავყურებდი და ტუჩებს ნელ–ნელა ვიკვნეტდი. საბოლოოდ მივხვდი რომ წასვლის დრო იყო და უკან გამოვბრუნდი, სადარბაზოში ძალიან ნელა შევედი. დუდასთვის აღარც შემიხედავს. სახლში შესული ეგრევე სააბაზანოში შევიკეტე. თითქოს არაფერი, მაგრამ მაინც მომეჩვენა რომ შეცვლილი ვიყავი, დასიებული, გაწითლებული ტუჩები ძალიან მომიხდა, თვალებში გამჭირვალე სითხე ჩამიდგა, რომელიც ნათურის შუქზე კრისტალებივით ბრწყინავდა. ტუჩებზე რამდენჯერმე გადავისვი ხელი, ჩემი და დუდას კოცნა გამახსენდა და კიდევ ერთხელ დამიარა ტანში ჟრუანტელმა. მეორე დღეს ჩვეულებრივად შემხვდა, გადამკოცნა და მერე მთელი დღე დაიკარგა. ანოსგან გავიგე, რომ კიკეთში ავიდა დაქალ–ძმაკაცებთან ერთად. კიკიზე კითხვა მომერიდა, მაგრამ მივხვდი, რომ ისიც დუდასთან ერთად იქნებოდა. დუდაზე ძალიან გავბრაზდი, სახლის წინ მხვდება, მკოცნის და მერე სხვა გოგოსთან ერთად ერთობა, ან მთელი დღე „მიკიდებს“. ნუთუ ეს ასე უნდა იყოს, თუ მას ჩემთან ურთიერთობა უნდა რატომ მტოვებს მარტო. ღმერთო, ასეთ გაურკვევლობაში ჯერ არ ვყოფილვარ. ჩემს დას დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. ქუჩებში ვსეირნობდით და უაზრო თემებზე ვსაუბრობდით, შევთავაზე ანოს გაგაცნობმეთქი. მოკლედ შევთანხმდით და ანოს კლუბში შევხვდით, ზოგადად არ მიყვარს კლუბები, ისედაც ერთხელ ვარ ნამყოფი და ისიც საშინლად დამთავრდა, მაგრამ ისეთი გაბრაზებული ვარ დუდას ჯინაზე პირველივე შემხვედრსაც ვაკოცებდი. ანო და სოფი დამეგობრდნენ, საერთო ენა ადვილად გამონახეს და მე სულ დამივიწყეს. –ჩემი ძმა და დანარჩენები მოვლენ–ახალი ამბავი გვამცნო ანომ, რაზეც მომენტალურად ავწითლდი. –უი–საკმაოდ მთვრალმა სოფიმ გაიცინა –ძალიან კარგი. –დუდაც მოვა?–ჩავჩურჩულე ანოს და მის გამომეტყველებას დავაკვირდი. თავი დამიქნია და ვისკი მოიყუდა. შესანიშნავია. მე, დუდა და კიკი ერთად? ერთ სასტავში? აი ამას ქვია აპოკალიფსის დაწყება. გავიფიქრე თუ არა, ნეტავ დუდას საქმე გამოუჩნდეს და არ მოვიდესმეთქი მაშინვე წინ ამეტუზა. დავიჭყანე და ბარისკენ უხასიათოდ შევტრიალდი. მალე ყველა გარს შემოგვეხვია, რათქმაუნდა კიკიც. ვეცადე მისთვის და დუდასთვის ყურადღება ნაკლებად მიმექცია და ახლა ერეკლეს და სოფის გავუსწორე თვალი. ერთმანეთს ძალიან უხდებოდნენ, მხიარულად აქნევდა სოფი თეძოებს და ცეკვის დროს ეკეს ნელ–ნელა უახლოვდებოდა. –ახლა აკოცებენმეთქი– გავიფიქრე და ჩემს გვერდით მჯდომ გოგონას მივაშტერდი. –გამარჯობა–ბოხი ხმა ჰქონდა ვარდისფერთმიანს. –გამარჯობა–მეც მივესალმე. –რამე გაწუხებს?–ხმამაღლა მკითხა. –თავი მტკივა. შენ? –მე სიყვარული–ურეაქციოდ თქვა და სიგარეტს გაუკიდა. –მოწიე და დაიკიდებ, ყველაფერს–ამიხსნა და მოკიდებული სიგარეტი გამომიწოდა. –არა, არ ვეწევი–უხერხულად ვთქვი და ისევ მოცეკვავეთა ბრბოს გავხედე. ძალიან ადვილად შევამჩნიე როგორ კოცნიდა დუდა კიკის, ზუსტად ისე როგორც მე მაკოცა. თავბრუ დამეხვა, გარშემო ყველაფერი დატრიალდა, ვარდისფერთმიანს მივუბრუნდი და სიგარეტი გამოვართვი. პირველი ნაპასის შემდეგ იგივე გრძნობა განვიცადე რაც დუდას და კიკის დანახვისას, გარშემო ყველაფერი დატრიალდა, მერე გაჩერდა, მწყობრში ჩადგა და მომეშვა. აღარ ვნერვიულობდი, აღარც დაძაბული ვიყავი, მხოლოდ ცოტ–ცოტას მახველებდა. 2 ჭიქა ვისკი დავცალე და ხალხის ბრბოს გავერიე. თან ვეწეოდი, თან ვცეკვავდი და თან ვცდილობდი დუდასკენ არ გამეხედა. –აი ეს–მივხვდი, რომ ხელიდან სიგარეტი ვიღაცამ ამაცალა –მეორედ აღარ დავინახო–წინ გადამიდგა და გაბრაზებული სახით მომაშტერდა. –მოდი კიკის აუკრძალე რაღაცეები, პროსტა რო დაგიკიდებს ჩემთან არ მოხვიდე და არ მაკოცო კაი?–ვისკიმ გამათამამა და მეც გავუბრაზდი. –მოდი ტონი გაასწორე–თითი დამიქნია–და მერე ვილაპარაკოთ. –აუ დუდა ნუ შემჭამე რა, ვაფშე დამანებე თავი, რას გადამეკიდე, შენს გარეშე მე ისე კარგად ვიყავი–ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოვიწმინდე –შენს გარეშე მე არც ვსვამდი, არც ვეწეოდი. ესეთი ცხოვრება არ მომწონს დუდა, თითქოს მე ვცდილობ შენს სამყაროში შემოსვლას, და ეს ყველაფერი უნებურად ხდება, გეფიცები–ხელებს აქეთ–იქით ვიშვერდი და ცრემლნარევი ხმით ვსაუბრობდი. –მაგიჟებ–წარმოთქვა და ჩემსკენ დაიხარა–მაგიჟებს შენი ცრემლები, შენი ღიმილი, შენი თითოეული შეხება, მაგიჟებს რომ ეჭვიანობ, მაგიჟებს, რომ ასეთი უმანკო ბავშვი ხარ, უბრალოდ მაგიჟებ და არ შემიძლია სხვანაირად. მინდა ყოველ წამს შენთან ვიყო, ჩემი გესმის?! –ხოდა იყავი–თითის წვერებზე ავიწიე და ამჯერად მე დავეწაფე მის ტუჩებს, ხელები ნაზად შემომხვია ზურგზე და კოცნაში თვითონაც ამყვა. რამდენიმე წამში მოვშორდი, მის თვალებს მივაშტერდი და ძალიან, ძალიან ჩუმად ამოვიბუტბუტე სიტყვა–მიყვარხარ! და მაინც რა არის ეს ცხოვრება? გული იმისკენ მიგვიწევს რაც ყველაზე მეტად არ გვინდა, რაც ჩვენთვის არ შეიძლება. ამაშია აკრძალული ხილის საიდუმლოც. რატომ მოინდომა განგებამ ასე?! თითქოს ეს სასჯელია, თითქოს სიყვარული სასჯელია, რომელსაც უნდა აჯობო, მაგრამ ყოველი ცდა უშედეგოა. არასდროს მინატრია დუდა მაისურაძე, მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის სასურველი ბიჭი გახლდათ. მე უფრო ქერა, ცისფერთვალება და მწვანეშარვლიანი ბიჭებისკენ მივილტვოდი. აი ისეთებისკენ, მხარზე გადაკიდებული ჩანთებით რომ მოძრაობენ და წიგნის კითხვისას სათვალე სჭირდებათ, არ ეწევიან, არ დადიან კლუბებში და მხოლოდ გამოცდის ჩაბარებაზე ფიქრობენ. მეგონა, დუდა მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე ბავშვობის ყველაზე ცუდ მოგონებად დამრჩებოდა, მაგრამ არა, დუდა რაც გაიზარდა მისდამი ინტერესი ნელ–ნელა მეზრდებოდა. დღე არ გავიდოდა, რომ არ დავკვირვებოდი, არ დამეზეპირებინა რა ეცვა, თუმცა ჩემს თავს მაინც ვარწმუნებდი რომ ის მძულდა. პირველად ბუფეტთან „გავიცანი“. მერე ანოსთან დაიწყო ყველაფერი და დღეს მე უკვე ვგრძნობ რომ დასრულდა. დასრულდა ტანჯვა, წამება, შფოთვა და სიტყვა "მიყვარხარ"-ს აედევნა ბედნიერების, სიხარულის და უზარმაზარი სიყვარულის დასაწყისი... მე დღეს ვგრძნობ რომ მთელი არსებით მიყვარს, ვგრძნობ რომ მისთვის ნებისმიერ მომენტში გავწირავ თავს, თუნდაც იმიტომ რომ მას არ ეტკინოს. და 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული რომ დუდა ბევრად უფრო მეტს იზამს ჩემთვის. ამას ვგრძნობ, ვგრძნობ რომ ჩვენი სიყვარული იმდენად ძლიერია, სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. დიახ, მე ვგრძნობ რომ ეს დასაწყისის დასასრულია... ********************** ბავშვებო <3 არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან ბედნიერი ვარ <3 მიხარია რომ კითხულობთ და მოგწონთ^^ თქვენი აზრი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, ვინც კითხულობთ დააკომენტარეთ ^^ მიყვარხააააააართ<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.