შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 8


3-05-2015, 22:43
ავტორი ნათი_
ნანახია 2 845

ლაპარაკის, მოძრაობის და ფიქრის უნარიც კი დაკარგული მქონდა. სუნთქვაშეკრული მივაშტერდი, ვიგრძენი ხელები გამითავისუფლა, მაგრამ განრევა არ მიცდია. მათემ ხელი ჩემს თმაში შეასრიალა და თავისკენ მიმიზიდა.
დილით ზარის ხმამ გამაღვიძა. მათე წამოხტა, დაბნეულმა შემომხედა, მერე წამოიძახა ძებნას დამიწყებენო და ჩაცმა-ჩაცმით გავარდა.
ჩვენი კეთილი დაცვის წყალობით იმ დღეს ოთახში დავრჩი. ნამდვილად მჭირდებოდა მარტო დარჩენა და მომხდარზე დაფიქრება. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ დიდი სისულელე ჩავიდინე. ეს შეცდომა იყო, მაგრამ როგორი შეცდომა? დროის უკან დაბრუნება რომ შემძლებოდა რას ვიზავდი? არაფერს შევცვლიდი. დიდხანს ვერ შევძლებდი თავის არიდებას, ჩვენ მაინც მოგვიწევდა შეხვედრა და მეორე დღეს ეს შეხვედრა ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც მოველოდი, ის ადრინდელზე უფრო მეტად მარიდებდა თავს, მაგრამ ახლა უკვე მეც ასე ვიქცეოდი. თუმცა შეხვედრა მაინც მოგვიწია, მე სასტუმრო ოთახში ვიყავი, მარტოობით ვისარგებლე და ტელევიზორს მივუჯექი. მათეც შემოვიდა, თავიდან ვერ დამინახა, რადგან დივანზე წამოწოლილი ვიყავი, ამიტომ ისე ახლოს მოვიდა რომ უკან გაბრუნება უხერხული იყო, უკან გაბრუნება დააპირა მაგრამ გაჩერდა და მომიბრუნდა
-მგონი უნდა ვილაპარაკოთ-გული შემეკუმშა, წამოვჯექი და დავეთანხმე
-ხო, ის რაც მოხდა..-დავიწყე მაგრამ გაგრძელება არც ისე ადვილი აღმოჩნდა.
-ის რაც მოხდა იმ ღამეს..ეს..,-ისიც ყოყმანობდა
-შეცდომა იყო.-სწრაფად ვთქვი
-ხო-ამოისუნთქა-მე... არ ვიცი რა დამემართა.
-უნდა დავივიწყოთ
-ხო-შესამჩნევად გაიღიმა-ვსო ყველაფერი დალაგდა-თქვა და წასასვლელად მოემზადა
-ხო-ვეცადე გამეღიმა
მათე გავიდა, მე კი ავტირდი. გული მტკიოდა, იმედგაცრუებას ვგრძნოდი და მიკვირდა რატომ. მე ხომ სულაც არ ველოდი მათესგან:იცი მივხვდი რომ მიყვარხარ და მოდი სამუდამოდ ერთად ვიყოთო. ვხვდებოდი რომ შეცდომა დავუშვი, თავი დავკარგე, ჩემს თავს ვუღალატე. მე ხომ მათეს მიმართ გრძნობას გულში ვმალავდი და არასოდეს არ უნდა დამეშვა მისი გამჟღავნება. და რა ჩავიდინე?
დრო გადიოდა. მე და მათე საბოლოოდ გავუცხოვდით. ახლა თითქოს ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებდი, ჩემს გარშემო არსებული გარემო უცნაურად შეიცვალა. მაგრამ ახსნა ვერ მომეძებნა. თვის ბოლოს ლაშას დაბადების დღე მოდიოდა, დაცვამ საჩუქარი გაუკეთა და იმ დღეს სასმელით გაუმასპინძლდა. სვეტამ მაგიდა გაშალა, სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული სხვადასხვა კერებით და ჩვენც ამ დღის აღნიშვნას შევუდექით. სხვების არ ვიცი მაგრამ ჩემთვის იქ ყოფნა მალე არასასურველი გახდა. ბიჭები არასასიამოვნო რეპლიკებს ისვრიდნენ, გაკვირვებული ვიყავი, რადგან ისინი ძირითადად მე მეძღვნებოდა. თუმცა ეს ზედმეტად გათამამება ალკოჰოლს მივაწერე, გადავწყვიტე ის დღე არ გამეფუჭებინა და იქაურობას გავეცალე, საძინებელში დავბრუნდი. ცუდ ხასიათზე დავდექი, ამიტომ ადრე დაწოლა გადავწყვიტე. უკვე ვწვებოდი, როდესაც კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. არ გამკვირვებია, ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო, ალბათ აინტერესებთ ადრე რატომ წამოვედითქო, გავიფიქრე და კარი გავაღე. ლაშას ყველაზე ნაკლებად ველოდი.
-რატო წამოხვედი?-მკითხა ღიმილით
-თავი მტკიოდა, რა იყო?
-არაფერი, დაძინებას აპირებდი?
-ხოო-ღიმილი არ სცილდებოდა სახიდან და ეს უკვე მაღიზიანებდა, მთვრალი იყო, მე კი სიმთვრალეს ვერ ვიტან
-მაგარი საჩუქარი გამიკეთეს არა?
-ხოო-არ მესმოდა ამას მე რატომ მეკითხებოდა
-შენ არაფერს მაჩუქებ?-არ მესმოდა რას გულისხმობდა. აქ საჩუქრების ფუფუნება არ იყო და ბავშვები ერთმანეთს კეთილი სურვილების გარდა ვერაფერს ვჩუქნიდით
-აამმ.. რაა?... არ ვიცი.. რა გაჩუქო?-საშინლად დავიბენი, თავი უხერხულად ვიგრძენი, იქნებ სხვებმა რამე აჩუქეს, წარმოდგენა არ მქონდა.
-შენ.. შეგიძლია...-სიტყვები აღარ გაუგრძელებია, ხელები წელზე შემომხვია და მომიჭირა.
-რა? რას შვრები? სუ გაგიჟდი?-ვუყვირე და ხელი ვკარი
-მოდი აქ!-ხელების ფათურს აგრძელებდა. საშინლად გავმწარდი, ხელი მთელი ძალით ვკარი და ვუყვირე აქედან გაეთრიეთქო.
-რა იყო მე არ მოგწონვარ?- გამომწვევად, ხმამაღლა მკითხა
-გაეთრიე!-გავიმეორე ყვირილით და კარი ბოლომდე გავუღე
ბოღმით, გამწარებულმა შემომხედა
-ამას განანებ!-კბილებში გამოსცრა და კარი გაიჯახუნა.



№1  offline წევრი nia^_^

Velodebi axal tavs imedia male dadeb..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent