მე,ანუ მოახლე [1,2,3]
* * * -მე?! მე იქ რა მინდა?! ხო არ გადაირიენ ესენი?! - საბოლოოდ გავიბრძოლე და ამდენი ქოთქოთისგან ძალაგამოცლილი, სავარძელზე დავესვენე. გამშრალ ტუჩებზე ენის წვერი გავისვი და სპეციალურად ჩემთვის მოტანილი წყალი მოვსვი. იმდენად გადავიღალე ამდენი წივილ-კივილისგან, რომ ძალაუნებურად მიმებლიტა ჩაწითლებული ქუთუთოები. -კარგი დედა, იზამ რამეს .. - თავისი ჭკუით დამამშვიდა დეას დედამ. მარიკას მეთოდები ჩემზე ყოველთვის მოქმედებდა, მაგრამ ეს ის გამონაკლისი იყო, როცა ვერაფერი მომიხერხა. არაფერი არ მიშველიდა ახლა. იმ სიტუაციაში ვიყავი,რომ საკუთარი თავი უნდა გამომეგლოვა, სხვა მგონი მართლა აღარაფერი დამრჩენოდა! -რას ვიზამ მარიკა დეიდა, რას? - ამოვიკნავლე ძალაგამოცლილმა ისე, რომ თვალები არც გამიხელია. ქალი არ წყვეტდა ჩემს თმაში თითების ხლართვას და მეც უფრო და უფრო მელულებოდა გადაღლილი თვალები. -მაგაზე მანამ უნდა გეფიქრა, ანანო! - ჩემს დატუქსვას აგრძელებდა დეა და ისედაც ბეწვზე დაკიდებულ ნერვებს, უფრო და უდრო მაგლეჯდა. სულ ასე იცოდა, ასეთ მომენტებში ჩემი დამშვიდების მაგივრად, პირიქით, ოფრო მაღიზიანებდა და ბოლოს სრულ ისტერიკამდე მივყავდი. -კარგი დეა, თავისი გასაჭირიც ეყოფა ბავშვს! - შეუბღვირა მარიკამ შვილს და როგორც ჩანს ჩვენი მარტო დატოვება ამჯობინა. სულ თავისა და ხელების ქნევით დატოვა ოთახი. დეა ჩემს მხარეს გადმოსკუპდა, სახე ხელებში ჩარგო და ისევ ამოიგმინა. -რა ვქნა, დეა? - დავსვი სრულიად ადეკვატური შეკითხვა და გადაგლესილი თვალები იმ იმედით გავახილე, რომ დაქალი რაიმე დამაიმედებს მეტყოდა. -არ ვიცი! - თავი გააქნია და მზერა ფანჯარას გაუშტერა - ეს ის შემთხვევაა, როცა მართლა არ ვიცი. - ესეც ჩემი ბოლო იმედი. -დამერხა! - საკუთარ თავს განაჩენი გამოვუტანე და ფეხზე წამოვიჭერი - არა, რაღაც უნდა მოვიფიქრო! - მშვენივრად ვიცოდი, ამ სიტუაციიდან გამოსავალს რომ ვერ მოვძებნიდი, მაგრამ მაინც ჯიუტად ვაწვებოდი ჩემსას. -ერთი წამით, დაჯექი ადამიანო და დაწვრილებით მომიყევი! - ბრძანება გასცა დეამ და სავარძელს რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელის გული. მე, რაღაც ზმუილის მაგვარი ხმა ამოვუშვი და დაქალთან მივესვენე. -იმ დღეს, საქმიან შეხვედრაზე BEGGIN რომ ჩავურთე ხალხს და მთვარის სონატა რომ გამოვურთე, ის ვერ მოინელა მამაჩემმა! - ტუჩზე ვიკბინე მე. -ღმერთო, რა უნამუსო ხარ ანანო! მაგას როგორ ამბობ? რაც გიამ გითმინა შენ, ვერავინ ვერ მოითმენს საკუთარი შვილისგან ამდენს. ყოველგვარ საზღვრებს გასცდი სიხარულიძე. ხომ იცი რა მნიშვნელოვანიც იყო გიასთვის ის წვეულება თუ საქმიანი შეხვედრა, შენ კიდევ როგორ მოიქეცი?! და საერთოდაც ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ! - გაცოფდა დეა და ღაწვები სასაცილოდ აუწითლდა. როცა ბრაზდებოდა, სულ ასე იცოდა ხოლმე. მე სიცილს ვეღარ ვიკავებდი და ამით უარესად ვაღიზიანებდი. -მერე მაგის გამო, დამლაგებლად უნდა გამამწესოს?! - საკუთარ პოზიციას არ ვთმობდი მე მიუხედავად იმისა, რომ დამლაგებლობის კი არა, უარესის ღირსი ვიყავი. თან, ამაში სათაკილოს ვერაფერს ვხედავდი, უბრალოდ მე ამ მომენტში ნამდვილად არ ვსაჭიროებდი დამლაგებლად მუშაობას, თანაც შუა ზაფხულში, მაშინ, როცა ჩემი გეგმები მქონდა და დაქალებთან ერთად ვაპირებდი დროის გატარებას. -რამენაირად ხომ უნდა მოგიყვანოს აზრზე, ანანო? - ხელები დაიკრიფა დეამ. -მივხვდი, გავიგე, რომ ცუდად მოვიქეცი! ახლა რა ვქნა, თავი ჩამოვიხრჩო? -ახლა არა, მაგრამ მალე ნამდვილად გაგიხდება თავი ჩამოსახრჩობი! - დამაიმედა ქალბატონმა - და რაო რას ამბობს, ვისთან უნდა იმუშავოო? -არ ვიცი ზუსტად. არდადეგები გაქვს და იმით ვისარგებლებ , რომ გეგმებს ჩაგიშლიო. თუ ხალხს არ გადარევ, უნივერსიტეტი რომ დაგეწყება მერე ჩვეულებრივად განაგრძობ ცხოვრებას, თუ არა და ისევ იქ იმუშავებ ლექციების მერეო. - მამაჩემის სიტყვით გამოსვლა გამახსენდა და სახეზე ხელები ავიფარე. დარხეული მქონდა, ოფიციალურად. -ძალიანაც კარგი! -დეა! - შევკივლე მე და გაოცებულმა ავხედე ქვემოდან. -ხო კარგი, ვჩუმდები. - ხელები სასაცილოდ ასწია ზემოთ - და პრემიერ მინისტრის უმცროსი ქალიშვილი დამლაგებლად რომ იმუშავებს, ამას სკანდალები რომ მოყვება, ამაზე არაფერს ამბობს? რას იფიქრებს ხალხი, რა ძუნწია ეს კაციო, ხო იტყვიან? - დეას ეგონა გამოსავალი ვიპოვეო და თვალები ისე გაუბრწყინდა, სიმწრით გამეცინა. -რა სკანდალები დეა, ვინ რა იცის მე ვინ ვარ?! არც-ერთ შოუში არ წავყოლილვარ, არც-ერთ წვეულებაზე, ნუ, იმ ერთის გარდა, რომელსაც სავალალო შედეგი მოჰყვა. - ქუთუთოები ერთმანეთს დავაჭირე და თვალწინ ის სცენა წარმომიდგა, BEGGIN რომ ჩავრთე გაბრყინებული თვალებით. - არავინ არ იცის ჩემი ვინაობა უახლოესი მეგობრების და ნათესავების გარდა. ამიტომ, ეგ პრობლემა არ იქნება გიასთვის! თან, ეს ოჯახი, ვისთანაც მამუშავებს უცხოეთიდან ახალი ჩამოსულები ყოფილან, იქ რაღაც ბიზნესი ჰქონიათ და ახლა საქართველოში მოუნდომებიათ ფესვების გადგმა თუ რაღაც - გიას სიტყვების ციტირება გავაკეთე და გამეცინა - ხო და, იმათ მითუმეტეს არ ეცოდინებათ ვინ ვარ და რა ჯანდაბას მოვითხოვ! -ყველაზე ცუდი იცი რა იქნება ანანო? ძაან კუდაბზიკა ხალხი რომ დაგხვეს იქ. იცოდე, რაც არ უნდა გითხრან, სიტყვა არ შეუბრუნო, თორემ გამოგაგდებენ და მერე მთელი წელი სხვაგან მოგიწევს მუშაობა! არ გირჩევნია, ახლა 3თვე მოიშორო ეს ხალხი და მერე ჩვეულებრივად განაგრძო ცხოვრება? -ნუ მთარსავ დეა! -მე უბრალოდ მინდა, რომ ყველა შესაძლო ვარიანტს წინასწარ შეეგუო. - მხრები აიჩეჩა დეამ. -ვერ მოვითმენ - სახეზე ხელები ავიფარე და ტუჩები სატირლად დავბრიცე. -ანანო იცოდე, სიტყვა არ შეუბრუნო და ხალხი არ გამოლანძღო! - გამაფრთხილებლად დამინქნია დეამ საჩვენებელი თითი. ნუ, თეორიულად ვიცოდი, რომ მომთმენი და ერთი შეხედვით ზედმეტად სევდიანი, საცოდავი გამომეტყველების გოგონა უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად! საშინლად მეზიზღებოდა ამპარტავანი, კუდაბზიკა საზოგადობა და ვლოცულობდი, რომ ის ოჯახი ასეთი არ ყოფილიყო, თორემ ვერ მოვითმენდი, მამაჩემი უარესად დამსჯიდა და მერე მთელი წელი მომიწევდა დამლაგებლად მუშაობა. იმიტომ კი არა, რომ მეთაკილებოდა ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ ზუსტად ვიცოდი, დალაგების მაგივრად ყველაფერს ავურევდი და თეფშების რეცხვის მაგივრად, ხელში შემომატყდებოდა ყველაფერი. საშინლად მემძიმებოდა 3თვე უცხო ოჯახში ცხოვრება, იქ, სადაც სულ სხვა ვინმე ჰგონიხარ ხალხს და ამ დროს სულ სხვა ხარ. მაშინ , როცა მათ 25წლის გოგონად უნდა გავცნობოდი, მე სულ რაღაც 18ის გახლდით და დამლაგებლობა იმიტომ მიწევდა, რომ ოჯახი გავაგიჟე! სერიოზული არაფერი, დალაგება არ გამიჭირდებოდა, ბოლოს და ბოლოს მასწავლიდნენ მაინც, თან, სხვა დამხმარეებიც თუ იქნებოდნენ ალბათ კარგადაც შევეწყობოდი. ეს იყო ჩემი ერთადერთი იმედი! მიუხედავად იმისა, რომ გრანდიოზული გეგმები ჩამეშალა და ოჯახთან სერიოზული კომფლიქტი მომივიდა, ოდნავაც არ ვადანაშაულებდი მამაჩემს. ნუ, რაც სიმართლეა, სიმართლეა! დამნაშავე თავად ვიყავი და როგორმე ხომ უნდა მეგო არა, პასუხი?! სახლში ჩაკეტვა და ყველაფერი ასეთი ჩემზე და ჩემს სამეგობროზე არასდროს მოქმედებდა, პირიქით, უარესადაც ვიქცეოდით ხოლმე, ამიტომ მამაჩემმა აი ასეთ, ზედმეტად საინტერესო მეთოდს მიმართა და მოახლედ გამამწესა. * * * თავისუფლების ბოლო დღე დეაკოსთან ერთად, ფილმების ყურებაში გავლიე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ივნისი იყო, მაინც საშინლად ცხელოდა თბილისში და გარეთ გასვლას აზრიც კი არ ჰქონდა, ვიღვრებოდით ოფლად. ამიტომ, დილიდან ჩემთან გამობრძანდა ქალბატონი. კლასელები გახლდით მე და დეა, ბავშვოვიდან ერთად მოვდიოდით. ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც მიძლებდა და რომელსაც ვუძლებდი. იმდენი რამ გვქონდა ერთად გადატანილი, რომ აწი ძალიანაც რომ გვდომოდა, ერთმანეთს ვეღარ მოვიშორებდით. ყველას მერჩივნა ეს იდიოტი გოგო:) -ანანო, ნერვიულობ? - ფიქრებიდან დეას ტიტინა ხმამ გამომიყვანა და ჩემდა უნებურად გამეღიმა. -არა! - მტკიცედ განვუცხადე და ისევ ფილმს მივუბრუნდი. არაო?! არა კი არა, ვკვდებოდი ნერვიულობისგან. დეამ ეს მშვენივრად იცოდა და ზუსტად ამიტომ ჩაეღიმა ჩემი პასუხის მოსმენის შემდეგ. ვერ წარმომედგინა საკუთარი თავი თეთრ ფორმაში, წინსაფრით და „აბადოკით“. - დეა, ხო მოხვალ ხოლმე? - საცოდავი თვალები მივაპყარი და გულში კიდევ ერთხელ გამოვიტირე საკუთარი ბედ-იღბალი. -აბა რას ვიზამ ანანო, რა კითხვებით ხარ? კაი ნუ ნერვიულობ რა, ერთადერთი რაც უნდა გახსოვდეს, სიტყვა არ შეუბრუნო, ესაა და ეს! - კიდევ ერთხელ წამიკითხა ლექცია დეამ, მერე გამაფრთხილა, რომ არ უნდა მენერვიულა, თორემ შემამჩნევდნენ და ჩემი ვინაობა რომ გაერკვიათ, უარესად დაგვერხეოდა მეც და მამაჩემსაც, ამიტომ ჯობდა ისევ ეს ოჯახი ამეტანა 3თვე. ისე ვამბობდი , 3თვე თქო, თითქოს ძალიან ცოტა ყოფილიყოს! * * * დილით, ფიქრისგან გადაღლილი თავი ბალიშს ძლივს დავაშორე. მთელი ღამე კოშმარები მესიზმრებოდა. ვხედავდი, თუ როგორ მირტყამდა ოჯახის უფროსი, მე კი ცრემლებს ვღვრიდი და ხმასაც ვერ ვიღებდი იმიტომ, რომ გამომაგდებდნენ და გია გადამერეოდა. თავ-პირი ისე ჩამომტიროდა, სარკეში რომ ჩავიხედე, შევკრთი. მორჩა! მიილია ჩემი 18წლიანი თავისუფლება და დაიწყო - 3თვიანი პატიმრობა. არა, აშკარად ვამუქებდი! ამ საკითხს ისე ვუდგებოდი, თითქოს მართლა ციხეში მივყავდი ვინმეს. ვის არ უმუშავია, დამხმარედ?! ეს ყველაფერი ტრაგედიად რატო მეჩვენებოდა, არ ვიცი. ჩემს შეურაცხყოფას კიდევ მე კი არა, გია არ შეარჩენდა არავის, ამიტომაც სულაც არ იყო ეს ყველაფერი ასეთი სანერვიულო. 1საათიანი ძლაწვნისა და წუწუნის შემდეგ, როგორც იქნა მოვახერხე ჩაცმა და ქვედა სართულზე "ჩავესვენე". -რას აკეთებ ამდენ ხანს, ანანო? - შემომიბღვირა დედაჩემმა და თვალებით გაშლილი მაგიდისკენ მიმითითა. სულ არ მქონდა ახლა ჭამის მადა. ნერვიულობისგან სადაცაა გული ამერეოდა. -არ მშია. - მოკანკალე სუნთქვა ამოვუშვი და დედაჩემს მივუახლოვდი - ვის მივყავარ? -მძღოლი წაგიყვანს, გელოდება უკვე. - განმიცხადა მაკომ და ჩაის მიუბრუნდა. მე აღარაფერი მითქმავს, სახლი დავტოვე და გურამს ჩავიხტი მანქანაში.თავი საქარე მინას მივადე და გავინაბე. რატომღაც, ცუდზე აღარ ვფიქრობდი. პირიქით, მთელი შემართებით მივემართებოდი სამუშაოს პირნათლად შესასრულებლად. ფიქრებში გართულმა, ვერც შევამჩნიე ისე მივადექით 3სართულიან შენობას, აგურისფრად შეღებილს და საკმაოდ ელეგანტურად გაფორმებულს. -იმედია, მთელი სახლის დალაგება მე არ მომიწევს. - საცოდავი თვალებით გავხედე მძღოლს და ზმუილისმაგვარი ხმა ამოვუშვი. გურამს გაეცინა და თანაგრძნობის ნიშნად , თავზე გადამისვა ხელი. - ხო ყველაფერი კარგად იქნება, გურამ? -კი, ანანო! ახლა მიდი, გადახტი. - კიდევ ერთხელ გამიღიმა და მანქანის კარები გახსნა. განწირული სახით დავტოვე მანქანა და გარემო მოვათვალიერე. იმხელა გალავანი ჰქონდა სახლს, რომ მხოლოდ მესამე სართულს ვამჩნევდი, ისიც ძლივს. ეს ციხე-გალავანი რა საჭირო იყო, ვერ მივხვდი. მე რაში მანაღვლებდა, საკუთარ მოვალეობას შევასრულებდი და იმედია მალე და თან მშვიდობით დავტოვებდი აქაურობას, ისე, რომ არც მე დავრჩებოდი ნაცემი და არც ისინი. გალავანი ღია დამხვდა, მაგრამ კარი იმსიმძიმე იყო, ძლივს შევაღე. წვალებითა და კრუსუნით შევედი ეზოში და თეთრ, მოკლე ბორმებში გამოწყობილ მოფუსფუსე გოგონებს შევავლე მზერა, რომლებიც სავარაუდოდ ჩემი „კოლეგები“ უნდა ყოფილიყვნენ. სულ არ მაინტერესებდა როგორი ეზო ჰქონდა სახლს, ერთი სული მქონდა, უბრალოდ შიგნით შევსულიყავი და ეს კოშმარი მალე დასრულებულიყო. თუმცა, მაინც მომხვდა თვალში საოცრად მოვლილი ყვავილები, უზარმაზარი აუზი და ყველაფერი ასეთი.სულ მინდოდა ეზოში ყვავილები მქონოდა, მაგრამ მაკოს ალერგია ჰქონდა და ჩემი "ედემის ბაღი" ოცნებად დამრჩა. -უკაცრავად?! - შევკივლე ბოლო ხმაზე. გოგონები ისე დაფრთხნენ, რომ მათი სხეულის მოძრაობაზე, მეც კი შევხტი. მერე,ერთ-ერთი ჩემსკენ გამოემართა და წინ დამეყუდა. -გისმენთ! - სათნო ღიმილი გადაიკრა ბაგეებზე და თვალი თვალში გამიყარა. რას მისმენს , ვერ გავიგე?! ალბათ არ იცოდნენ, ახალი დამხმარე რომ უნდა შეჰმატებოდა მათ რიცხვს. ჯერ ისედაც იმდენნი იყვნენ, ერთ სახლს ამდენი გოგონა რაში სჭირდებოდა, ვერ მივხვდი. -ვინ გნებავთ? - კითვის ნიშნებიანი, ლურჯი თვალები მომაპყრო გოგონამ. -მე .. დამლაგებლად გამომგზავნეს. - მხრები ავიჩეჩე მე და ტუჩზე ვიკბინე. გამოგგზავნეს კი არა, მოხვედი ანანო! მოხ ვე დი! საკუთარ თავს დავუმარცვლე გონებაში და გოგონას რეაქციას დავაკვირდი. თვალებგაფართოებულმა ამათვალიერ–ჩამათვალიერა და მზერა ჩემს თვალებზე შეაჩერა. -გამოგგზავნეს? - არანაკლებ დაიბნა ისიც და კიდევ ერთხელ შემისწავლა. დაახლოებით 25–26წლის იქნებოდა, მეტის არა. -მოვედი! მეგონა იცოდით ... - ისევ ავლუღლუღდი მე. მგონი, ჯობდა აქ მოსვლამდე ტექსი მომემზადებინა. ღმერთო, ნეტავ კიდევ რამდენჯერ მომიწევდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და ლუღლუღი. -კი, ვიცოდით. ოჯახის უფროსმა გვითხრა, რომ მოხვიდოდი, მაგრამ .. დარწმუნებული ხარ რომ შენ .. კარგი, არაფერი. - წინადადება სწრაფად გაწყვიტა და ღმილით ამომიდგა გვერდით. ვითომ რა გაუკვირდა, მაინც და მაინც ძონძებით ხომ არ მივიდოდი, არა? მნახეს მეც, კონკია. თვალები მობეზრებულმა გადავატრიალე და გოგონას გავყევი. -მე მაგდა ვარ .. ნებისმიერ წამს შეგიძლია მომმართო, თუ დახმარება დაგჭირდება. - ისეთი საყვარელი ღმილი ჰქონდა ამ გოგოს, რომ საოცრად დადებითი ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებდა და მეც წამიერად დამმუხტა პოზიტიური ენერგიით. სახლში შემიყვანა მაგდამ და თითოეული კუთხე–კუნჭული დამათვალიერებინა. მე მხოლოდ ის ოთახები დავიმახსოვრე, რომელთა დალაგებაც მე მეხებოდა. მაინც მომეჩვენა, რომ საოცრად უაზროდ იყო სახლი განლაგებული. რატომღაც საავადმყოფოს შთაბეჭდილებას მიტოვებდა. რაღაც ჰოლში შედიოდით და იქ იყო ჩაწყობილი, დაახლოებით 6კარი. ეს მხოლოდ პირველ სართულზე. ნუ, მე პირველი მეხებოდა, ამიტომ დანარჩენების დამახსოვრებით თავი არ ავიტკივე. არასდროს მიზიდავდა მსგავსი ტიპის სახლები, ყოველთვის პატარა და მყუდრო მერჩივნა, თუმცა მყუდროებით არც ჩემი შუშაბანდებიანი სახლი გამოირჩეოდა, დიდიან. თუმცა, აუცილებლად ვაპირებდი "ჩემებური" ბინის ყიდვად უახლოეს მომავალში. ბოლოს, მაგდამ ჩემი ოთახიც მიჩვენა. იმდენად უაზრო ადგილას იყო, დავაკვირდი, სხვებში რომ არ ამრეოდა და არ შემშლოდა. ბოლოს, ყველაფერი რომ დამათვალიერებინა, თავის ოთახში შემიყვანა, რომელიც ძალიან საყვარლად იყო მოწყობილი. -შენს ნივთებს როდის მოიტან? -ხვალ. -მაშ კარგი, არ გინდა ამ ოჯახის წევრებზეც მოგიყვე რამე? - ისევ გამიღიმა და საწოლზე ჩამოჯდა. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებდა ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ, მაგრამ მაინც ვამჯობინე, მისთვის მომესმინა. ვინ იცის, რაში გამომადგებოდა. თან, ხომ უნდა მცოდნოდა ჩემი "ბატონების" ვინაობა. -მომიყევი. - მეც გავუღიმე და ფეხები სკამზე ავკეცე. -ოჯახის უფროსი, ბატონი ზურაბ ნაკაშიძე საოცრად სათნო პიროვნებაა, ძალიან კარგად გვექცევა და სულ გვიღიმის. იშვიათად ბრაზდება და არასდროს არ ყვირის. მისი მეუღლე, ქალბატონი მაია ძალიან ლამაზი შესახედაობისაა, თუმცა ზედმეტად ფიცხია და თითქმის ყველაფერზე ბრაზობს. განსაკუთრებით კი მათ ვაჟთან, ბატონ ალექსანდრესთან უჭირთ ურთიერთობა. ცოტა უცნაირი ბიჭია, მაგრამ რომ შეხედავ დადნები! - ოპა, ჩვენი მაგდა შეყვარებულია - ახლახანს ჩამოვიდნენ უცხოეთიდან და ალქესანდრეს საკუთარი სახლის რემონტი ჯერ არ დაუსრულებია, ამიტომ აქ ცხოვრობს დროებით. მასთან გოგონა მოდის ხოლმე, ზურაბს და მაიას საშინლად აღიზიანებთ და არ უნდათ, რომ ალექსანდრე მასთან ურთიერთობდეს, მაგრამ ის არავის უსმენს! საშინლად უკმეხი გოგოა, თავი ვინ გონია ვერ გეტყვი, გვაღიზიანებს და ყველა სიტყვაზე გვამცირებს, ჩვენ კი ალექსანდრეს შიშით ვერაფერს ვეუბნებით! - აი ასე, ჩემს აქ ყოფნას აზრიც მიეცა. - ლიკა ჰქვია, მუდმივად წითელი პომადით და მოკლე კაბებით დადის, ლამაზია, მაგრამ რად გინდა, ამპარტავანი და უკმეხი, ეცადე თვალში არ გაეჩხირო . -რატო? - გავიკვირვე მე და მაგდას დაინტერესებული მზერა მივაპყარი. -ანანო, საკუთარ თავს შეხედე, რა გოგო ხარ! ის კი ვერ იტანს , როცა ყველაფერი მის გარშემო არ ტრიალებს. ლიკას გონია, რომ სამყარო მის ხელშია და შენ წარმოიდგინე, უბრალო მოახლეებზეც კი ეჭვიანობს, მე კიდევ შენნაირი არავინ შემხვედრია, დამიჯერე, სანამ არ გაგაგდებს, არ მოისვენებს. მე მაინც ვერ ვხვდები რას აკეთებს ბატონი ალექსანდრე ამ გოგოსთან. - თავი უკმაყოფილოდ გააქნია მაგდამ და რაღაცაზე ჩაფიქრდა. - კარგი, შენი სამუშაო დღე ხვალიდან დაიწყება, დღეს კი შეგიძლია მოეწყო და სახლი კიდევ ერთხელ დაათვალიერო. - ჩემს პასუხს არც დალოდებია, ისე წამოფრინდა ადგილიან და ოთახი ჩქანი ნაბიჯებით დატოვა. ოჰო, ჩვენი მაგდა აშკარად შეყვარებულია. რამდენჯერაც დაიწყო ალექსანდრეზე საუბარი, ღაწვები აუწითლდა და აღელდა. ესეც ასე. ოჯახის წევრებზეც შევიტყვე ინფორმაცია. მაგდას საუბრიდან გამომდინარე , არც ისეთი ცუდები უნდა იყვნენ, როგორებსაც მოველოდი. * * * ჩემი ნივთები იმ დღეს არ მოუტანიათ, ამოსაწყობი და დასალაგებელი ნამდვილად არაფერი მქონდა. ფორმაც კი არ მოუციათ ჩემთვის, რადგან სამუშაო დღე ხვალიდან დაიწყებოდა. ბუსავით ხომ არ ვიჯდებოდი მაგდას ოთახში, ამიტომ ეზოს დათვალიერება გადავწყვიტე. სწრაფად დავტოვე ოთახი და კიბეებს დავადექი. ის იყო ბოლო კიბე უნდა ჩამევლო, რომ ძლიერი შეჯახება ვიგრძენი. სხეული ერთიანად მომერყა და იატაკს ჩავეხუტე. ესეც ჩემი წარმატებული პირველი დღე. გულში გვარიანად გამოვლანძღე გია ჩემი წვალებისთვის და წითელკაბიან გოგონას ავხედე, რომელიც ისე წამომდგომოდა თავზე იატაკზე გაშხლართულს,რომ მთელ სხეულს მიმზეურებდა. ტუჩსაცხი ცხვირამდე ჰქონდა ასმული და ფეხებსაც 17სანტიმეტრიანი ფეხსაცმელი უმშვენებდა. ეს ყველაფერი ერთად, იმდენად საოცარ ნაზავს ქმინდა, რომ სიცილი ძლივს შევიკავე, თუმცა ამის დრო ნამდვილად არ მქონდა, ფეხზე წამოვიჭერი და სასაყვედუროდ მოვემზადე. -წინ არ იყურები? ლამის თავი გამიხეთქე! - ვუთხარი მანამ, სანამ თავად მოასწრებდა წითლად შეღებილი პირის გაღებას. -ბატონოო?! - გაიწელა სავარაუდოდ ლიკა და საღეჭი რეზინი თითზე დაიხვია. ცოტაც და გული ამერეოდა. - ვინ ხარ? - ამის თქმა იყო და მხარში ძლიერად ჩამავლო ხელი მაგდამ. მე სათქმელად პირი გავაღე, მაგრამ აღარ მაცადა. -ეს ანანოა, ჩვენი ახალი დამხმარე. - მიახალა და მზერა აარიდა. ლიკას არაფერი უთქვამს, თვალებგაფართოებულმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მზერა სახეზე შეაჩერა. ისე მიყურებდა, გეგონებოდათ უცხო პლანეტელი დაინახაო. -მერე, მოახლემ არ იცის, ბევრი რომ არ უნდა იტლიკინოს? - წარმოთქვა ორ წუთიანი დუმილის შემდეგ. -ყბას თუ არ გამარტყამ, კარგს იზამ! - კბილებს შორის გამომცრა მისი ყბის მოძრაობით გაღიზიანებულს. დაკვესებული თვალები კეფაზე აიტანა ლიკამ და კიდევ ერთხელ, დაკვირვებით შემათვალიერა. -აქ რა ხდება? - გაისმა ზედმეტად ბოხი,ოდნავ ხრინწიანი ბარიტონი და მზერა ჩვენსკენ მომავალ, 2მეტრიან ახმახზე გადავიტანე. მშვენივრად ვიგრძენი, როგორ მოუჭრა მაგდამ ხელი ჩემს მაისურს. არა ხომ ვთქვი, შეყვარებულია-მეთქი. ზედმეტად კარგად ეცვა "ბატონ" ალექსანდრეს და საერთოდ, იმაზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე წარმომედგინა. მშვენიერი გამოვნება ჰქონია ჩვენს მაგდუნას. -უკაცრავად ბატონო ალექსანდრე. - თავი დახარა მაგდამ. რა ბოდიშებს იხდიდა ეს გოგო?! რა ჰქონდა საბოდიშო?! გაკვირვებულმა დავხედე აწითლებულ გოგონას და მერე ისევ ალექსანდრეზე გადავიტანე მზერა. -საან,შენ გეძებდი. ახალი მოსამსახურე გყოლიათ. - საღეჭი რეზინი გაბერა ლიკამ და ლამის სახეზე შემომახეთქა. -ფუუ! - აღმომხდა ძალაუნებურად და სახე სასაცილოდ დამემანჭა. -შენ ხარ დამხმარე? - დაწვრილებული თვალებით გამომხედა „ბატონმა“ ალექსანდრემ და თავიდან-ფეხებამდე შემისწავლა. ნუ, რა იყო იმაში ასეთი გასაკვირი და დაუჯერებელი, რომ დიახ, მე გახლდით დამხმარე. მშვენივრად შევამჩნიე, როგორ იკბინა ქვედა ტუჩზე და ვნებისგან ამღვრეული თვალები მომანათა. აჰა, ესეც თქვენი ბატონი ნაკაშიძე. მობეზრებულმა გადავატრიალე თვალები და ყურადღების გადასატანად ისევ ლოყებაფაკლულ "კოლეგას" დავხედე. -დიახ, ახალი დამხმარეა, ანანო სიხარულიძე. - ისევ მაგდამ გასცა პასუხი ჩემს მაგივრად და თავი დახარა. ლაპარაკს არ მაცდიდა, მგონი ეშინოდა ისევ რაიმე არ მეთქვა ცუდად. რას მალავდა ეს გოგო სახეს ყოველ წუთში, შეჭმას უპირებდა ვინმე? -ანუ ანანო .. - კიდევ ერთხელ ამათვალიერა. არა, შეიძლება ადამიანი თავიდან ფეხებამდე შეისწავლო? თანაც, დაკვესებული თვალებითა და ტუჩების ლოკვით. -რა არ მოგწონთ, ბატონო ალექსანდრე? - თვალები დავიწვრილე. მაგდამ ისე მომქაჩა მაისურზე, ლამის ჩამომახია. ნუ, მაინც როგორი მორცხვი იყო ეს გოგო! ვითომ რას ვამბობდი ახლა, ასეთ საგანგაშოს?! აბა, ტუჩებს რომ ილოკავდა „ბატონი“ ალექსანდრე, რა ეგონა?! -შენ! შენ არ მოსწონხარ! - წარბები ზემოთ აზიდა ლიკამ და თმა თითზე დაიხვია. -ხო?! მე კიდევ, რატომღაც პირიქით მგონია. - თვალი ჩავუკარი ლიკას და მისი მწველი მზერაც დავიმსახურე. აბა, რა ეტყობოდა ახლა ამ ბიჭს იმის, რომ არ მოვწონდი? პირიქით, მოიკვნიტა ტუჩები. -უკაცრავად, ჩვენ წავალთ. - ხელი ჩამავლო მაგდამ და „ბატონ“ ალექსანდეს ხმის ამოღებაც არ აცადა, ისე გამათრია იქიდან. მე, საკუთარი თავით ზედმეტად კმაყოფილი ავედევნე უკან და მხოლოდ ახლაღა გავაცნობიერე, თურმე როგორ დამერხა! ახლაღა გამახსენდა დეაკოსა და ჩემი ოჯახის დარიგებები, რომ არავისთვის არ უნდა შემებრუნებინა სიტყვა და ყველაფერი ასეთი. -ანანო! გაგიჟდი? - სახლის უკან დამაყენა მაგდამ და როცა დარწმუნდა, რომ არავინ უყურებდა, დრო იხელთა ჩემთვის ლექციების ჩასატარებლად. - შენ არ იცი ლიკას რამხელა პრივილეგია აქვს აქ. ალექსანდრეს ჩვენ ყველა მოახლე სულ ფეხებზე ვკი*ივართ, ნუ, მგონი ლიკაც კიდია, მაგრამ ჩვენ უფრო, ამიტომ ნებისმიერ დროს შეუძლია აქედან მოგვისროლოს! შენ კიდევ მარტო ლიკას კი არა, ალექსანდრესაც ელტილიკე. ასე მეორედ აღარ მოიქცე ანანო, თორემ შენი აქ ყოფნა დიდხანს ვერ გასტანს. - გამოსვლა დაასრულა მაგდამ და ღრმად ამოისუნთქა - ისე, რა გიჟი ხარ! - სიცილი აუტყდა და მარჯვენა მხრიდან მომეწება - რომ მეხვეწო, ცხოვრებაში ასეთ რამეს ვერ გავბედავ .. - სიცილს არ წყვეტდა და ჩახუტებული მივყავდი იქვე მოწყობილი, ჩემთვის საოცრებო, ულამაზესი ბაღისკენ. * * * იმ დღეს, მთელი საღამო ჩემს “კოლეგებთან“ ერთად ბაღში ვიჯექი და უამრავ თემაზე ვსაუბრობდი. არაჩვეულებრივი გოგონები აღმოჩნდნენ, ძალიან განათლებულები და აზრიანები. ერთ–ერთს შვილიც ჰყოლია თურმე, დანარჩენები კი შედარებით პატარები გახლდნენ, ოღონდ 20წელს ქვემოთ მაინც არც–ერთი არ ყოფილა. მხოლოდ მე, 18წლის მოსწავლეს მიწევდა აქ, სრულიად გაურკვეველ და საოცრად უაზრო მდგომარეობაში „მუშაობა“. მშვენიერ დროს ვატარებდი ჩემს კოლეგებთან ერთად, ახლა რომ გეთქვათ სახლში დაბრუნდიო, არც წავიდოდი. მყუდროება, რაღათქმაუნდა ლიკას ქუსლების კაკუნმა დაგვირღვია. თეძოების ქნევითა და შეკრული კოპებით მოემართებოდა ჩვენსკენ და სავარაუდოდ, მალე მისის ლიკას რისხვა დაგვატყდებოდა თავს. –რამხელა ხმაზე ხარხარებთ? – დოინჯი დაიჭირა და ცხვირწინ აგვესვეტა, ჩვეულებრივი „პროსტიტუტკას“ მანერებითა და დგომით. მეორედ ვხედავდი ამ გოგოს და სიცილს ამჯერადაც ძლივს ვიკავებდი. თუ ასე ხშირად აპირებდა ჩემს წინ ტრიალს, მაშინ საბოლოოდ მუცელ ატკივებული წავიდოდი ამ სახლიდან. –სიცილს გვიშლით ქალბატონო ლიკა? – ვერ მოვითმინე მე და მაგდამ ისე მიბრწკინა, ლამის ხორცი მომაგლიჯა. ისე, ეს „ქალბატონო“ ლიკა რაღაც ვერ ჩაჯდა. –რამდენს მიბედავ, ანანო ხარ თუ ვიღაც! რასაც მომინდება, იმას დაგიშლი და საერთოდ, ამ სახლიდანაც წაგაბრძანებ, რომ მოვინდომო! – აენთო ლიკუნა და თვალები ისე აემღვრა, მეგონა ცოტაც და ცრემლებს ვერ შეიკავებდა. –თქვენ ამ სახლის მკვიდრი ბრძანდებით, ქალბატონო ლიკა? – თამაშს არ ვწყვეტდი მე და გულში გემრიელად ვხარხარებდი. ამჯერად , მეორე ხელი ჩამილურჯდა, ჩემი მეორე კოლეგის მიერ და მსუბუქად წამოვიყვირე. ვიცოდი, რომ ასეთ ცალტვინა, „კევიღეჭია“ გოგოსთან სერიოზულად საუბარი არ გაჭრიდა, ამიტომ ისე ველაპარაკებოდი, როგორც „მისის უტვინობას“ შეეფერებოდა. –არა, მაგრამ მალე გავხდები, თუმცა ეს შენ არ გეხება! – თითი თვალთან ამიფრიალა და ჩემხელა საღეჭი რეზინი, როგორც ყოველთვის წინ გამოწელა. –ხო და რომ გახდებით, სიცილი მერე დამიშალეთ. როგორც ხედავთ, აქ თქვენს გარდა სხვა არავინ შეწუხებულა! – ვუთხარი უაღრესად მშვიდი გამომეტყველებით და ისევ გოგონებს მივუბრუნდი. ლიკა გაწითლდა, მთელი სახე აუხურდა, თავისი კაბის ფერი მიიღო და ერთი სიტყვაც რომ მეთქვა, ალბათ კვამლი აუვიდოდა. არც ისეთი უკმეხი ყოფილა, როგორც მაგდამ აღმიწერა. ამპარტავანი რომ ყოფილიყო, ამას შემარჩენდა?! ეს უბრალოდ ერთი უტვინო გოგო გახლდათ, რომელსაც დანიშნულებისამებრ იყენებდა „ბატონი“ ალექსანდრე. ყოველთვის მაცინებოდა მსგავსი ტიპის ქალების დანახვა და მითუმეტეს მათთან ურთიერთობა. ლიკამ ხელები მომუშტა და საოცრად მკვეთრი მოძრაობით გვაქცია ზურგი. ვიცოდი ახლა რა არეულობაც იქნებოდა მის გონებაში და მიეფარა თუ არა თვალს, ამჯერად უკვე ხმამაღლა ავხარხარდი. –არ ხარ შენ ნორმალური იცი?! ხო გითხარი, გაგაგდებს თქო?! – როგორც ყოველთვის,გამომენთო ჩემი ახლად შეძენილი მეგობარი. ლიკა რომ ვერ გამაგდებდა, ეს ფაქტი იყო, იმიტომ რომ თვითონ არ გახლდათ აქაურობის უფროსი და არანაირი უფლება არ გააჩნდა ამის. აი ალექსანრეს კი ზუსტად ვიცოდი, სულ ფეხებზე ეკი*და ლიკა და მისი გამოხტომები, ასეთ ცალტვინა გოგოს ისედაც ვერ შეიყვარებდა, უბრალოდ დანიშნულებისამებრ იყენებდა. –კარგი რა მაგდა, ამან როგორ უნდა გამაგდოს? – თვალები მობეზრებულად გადავატრიალე და მის პასუხს აღარ დავლოდებივარ, ისე განვაგრძე გოგონებთან ერთად სხვადასხვა საკითხებზე საუბარი. საოცრად მსიამოვნებდა მათთან ურთიერთობა, მითუმეტეს ასეთ მშვენიერ ადგილას. ჩრდილში ვისხედით და არც სიცხე გვაწუხებდა, მე პარალელურად დეაკოს ვწერდი მობილურზე, 1 დღე არ მყავდა ნანახი და უკვე მენატრებოდა, მგონი მაჰიპნოზებდა ეს გოგო. ისე დაგვაღამდა თავზე, რომ ვერც მივხვდით. 9ხდებოდა, გოგონები რომ წამოიშალნენ და სახლში შეცვივდნენ. ჩემთვის სამუშაო დღე არ იყო და არსად არ მეჩქარებოდა, ამიტომ სეირნობით შევაბიჯე სახლში, თან ტელეფონში ჩავჩერებოდი რაღაცას და საერთოდ არავინ არ შემიმჩნევია. –დედაა! ეს გოგონა ვინ არის?! – შეჰკივლა ვიღაცამ და ისე შემეშინდა, ლამის მობილური გამივარდა ხელიდან. დაფეთებულმა ავწიე თავი ზემოთ და საოცარი სილამაზის, 45–46 წლის ქალს შევეფეთე. როგორც მახსოვდა, წესით მაია უნდა ყოფილიყო. ისეთი გაფართოებული თვალებით მიყურებდა, სავარაუდოდ მასაც უნდა დაესვა ჩემთვის შეკითხვა „ნუთუ შენ ხარ დამხმარე?“ მე ისე დავფეთდი მოულოდნელი შეძახილისგან, რომ გული ლამის ამომივარდა, ამიტომ გულ–მკერდზე ხელი მივიჭირე და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. –ეს დამლაგებელია, ქალბატონო მაია. – ოთახიდან, ალქესანდრესთან ერთად გამოიჭრა ცინიკურად მომღიმარი ლიკა, რომელიც არაფრის დიდებით არ წყვეტდა ჩემს დაწვრილებით შესწავლას. უკვე მღლიდა ამ გოგოს გაუაზრებელი რეპლიკები. ვითომ, მე ვერ ვეტყოდი ვინ ვიყავი და რას მოვითხოვდი?! ალბათ ქალმაც ფორმალურად იკითხა, თორემ უკვე გაიგებდა ახალი მოახლეს მობრძანები ამბავს. –დამლაგებელზე უფრო მაღალფარდოვანი სიტყვა არსებობს ქალბატონო ლიკა, „დამხმარე“! – შევუბღვირე გოგონას, რომელმაც ისევ მიიღო საკუთარი კაბის ფერი და ალექსანდრეს ისე მოუჭირა ხელი, ალბათ თითებზე საკუთარი ფრჩხილები დაამჩნია. ბატონი ნაკაშიძის რეაქციისთვის ყურადრება არ მიმიქცევია, თუმცა კი მიკვირდა რატომ არ მეუბნებოდა არაფერს. ნუ, რომ ეთქვა უპასუხოდ არც მას დავტოვებდი და საბოლოოდ სახდლიდანაც მომისროდნენ, მაგრამ მაინც მაკვირვებდა მისი უჩვეულო სიმშვიდე. –ეს გოგონა ძალიან მომწონს! – მაიამ ოთახიდან ახლად გამოსულ მეუღლეს გახედა, რომელიც ისევე მომღიმარი შემომცქეროდა, როგორც მისი ცოლი. ძალიან მომეწონა ეს ოჯახი. მხოლოდ „ბატონი“ ალექსანდრე და „ქალბატონი“ ლიკა მიშლიდნენ ნერვებს, თორემ სხვა ყველაფერი შესანიშნავად იყო. ვერ გეტყვით, მაიას ჩემი ნასროლი რეპლიკა მოეწონა თუ მე, მაგრამ ნუ როგორც არ უნდა ყოფილიყო, მისმა კომპლიმენტმა საკმაოდ მასიამოვნა. –ჰო, ეს ანანო სიხარულიძეა. მე და მამამისი ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ეს ულამაზესი გოგონა ჩვენს სახლში. – ტვინში სისხლი ჩამექცა. ვიგრძენი, როგორ გადამივიდა ფერები და წამიერად გამიშრა პირი. ყელში გაჩხერილი ნერწყვი მძიმედ გადავუშვი და ბატონ ზურაბს მივაშტერდი. –ანანო, კარგად ხარ? – ოდნავ მომიახლოვდა მაგდა. აჰა, ანუ ასე შესამჩნევად გადამივიდა ფერები. ჯანდაბა, ნუთუ იცოდა?! მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდა, თანაც მამამისის რეკომენდაციითო, ნუთუ გიამ უთხრა?! იქნებ მაიამაც იცოდა?! ან, იქნებ დანარჩენებმაც?! ასე რომ ყოფილიყო, აქ ყოფნას ვეღარ შევძლებდი! –კი, კი კარგად ვარ .. უბრალოდ .. მე ოთახში შევალ, უკაცრავად .. – განცვიფრებულ საზოგადოებას თვალი მოვავლე და ოთახი კი არა, პირდაპირი რეისით აბაზანაში შევვარდი. მაშინვე მამაჩემს გადავურეკე და წივილ–კივილით ვაცნობე ახალი ამბავი. მერე გაირკვა, რომ თურმე ჩემს მძღოლს ვუღიარებივარ შვილად და მას იცნობდა ბატონი ზურაბი ბავშვობიდან. შვებით ამოვისუნთქე და პასუხიც აღარ გამიცია გიასთვის, ისე დავუკიდე ყურმილი. კიდევ კარგი, თორემ ამ სახლში ნამდვილად ვეღარ გავჩერდებოდი, მე კიდევ სულ არ მინდოდა სხვაგან მოახლეობა და ამ გოგონების დატოვება. ზურაბი და მაიაც შესანიშნავი ადამიანები გახლდნენ და აქ ნერვების წყვეტა ნამდვილად არ მომიწევდა, სხვაგან კი .. ვინ იცის. იმდენად დამღლელი დღე მქონდა, ახლა შხაპი რომ არ მიმეღო, მოვკვდებოდი ალბათ. ოთახში შევედი და საბედნიეროდ არ შემშლია! სწრაფად დავავლე ხელი მაგდას მიერ მოცემულ სულ ახალ ხალათსა და პირსახოცს, მერე სიგარეტიც წამოვაყოლე და ოთახი დავტოვე. სანამ აბაზანაში შევიდოდი, თვალი მოვკარი წელს ზემოთ შიშველ, სიგარეტგარჭობილ ალექსანდრეს, რომელიც ჩემგან ზურგშექცევით მიემართებოდა სავარაუდოდ თავისი ოთახისკენ. იმედია, ეს ბიჭი ასე ტანტალს არ აპირებდა მთელი დღეები. იმდენი ხანი ვინებივრე ცხელი წყლის ქვეშ, რომ ლამის იქვე მიმეძინა. ისე, არც ისეთი უაზრო იქნებოდა აქ გატარებული 3თვე. ლიკუნას რეპლიკები და ქცევები საოცრად მართობდა და მახალისებდა, თან ცოლ–ქმარიც არაჩვეულებრივი ხალხი ჩანდა, ჩემი „კოლეგები“ ხომ საერთოდ. არც ისე უქმად ჩაივლიდა ეს ზაფხული, მე რომ მეგონა. ნუ, აგვისტოში ოფლად რომ დავიღვრებოდი , მაშინაც იგივეს ვიტყოდი თუ არა ეს არ ვიცი, მაგრამ ახლა შესანიშნავად ვგრძნობდი თავს და ბედ–იღბალს ნამდვილად არ ვუჩივოდი. ორ საათიანი ნებივრობის შემდეგ, როგორც იქნა მოვიცვი ხალათი, სიგარეტს მოვუკიდე და აბაზანა დავტოვე. სიგარეტი, ჩემი ყველაზე მავნე ჩვევა იყო. გადაჩვევას არც ვცდილობდი, თორემ რომ მომენდომებინა ნამდვილად არ გამიჭირდებოდა. არაუშავს, ხომ ყველას გვაქვს მავნე ჩვევა, არა?! –სახლში არ ეწევიან! – მომესმა საშინლად სუსხიანი, ცივი ბარიტონი და მეც მძიმე ნაბიჯებით შევბრუნდი ბატონი ალექსანდრესკენ, რომელიც ისევ წელს ზემოთ შიშველი გახლდათ და ამჯერად უარესად ამღვრეული თვალებით მზვერავდა. არ მსიამოვნებდა მისი ეს გამოხტომები და იმედს ვიქონიებდი, რომ ფატალური შედეგი არ მოყვებოდა. –თქვენ ეწეოდით, ბატონო ალექსანდრე! – ცინიკური ღიმილი ავიკარი სახეზე და თვალი თვალში გავუყარე. ძალიან დიდი საშიშროება არსებობდა იმისა, რომ ეს ბატონი ალექსანდრე, სახლიდან დაუფიქრებლად მომისვრიდა, მაგრამ მე რატომღაც არ ვცხრებოდი. –მოახლეები არ ეწევიან! – სიტყვა „მოახლეს“ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რამაც საშინლად გამაღიზიანა. –რატომ ბატონო ალექსანდრე, მოახლის მიერ მოწეულ სიგარეტს სხვა შემადგენლობის კვამლი აქვს? – გაკვირვებულმა ავზიდე ზემოთ წარბები. მიუხედავად იმისა, რომ მე აქ ფულის გამო ნამდვილად არ ვყოფილვარ და ერთადერთი მიზეზი ჩემი უსაზღვრო სიჯიუტე იყო, მაინც გამაღიზიანა მისმა ასეთმა გამოხტომამ დამხმარეების მისამართით. ნაკაშიძემ თვალები დააწვრილა და ღიმილით შემათვალიერა. აშკარად ვატყობდი, რომ რაღაც უჩვეულოდ დაეჭვებული მათვალიერებდა. წამიერად , ყველა უჯრედი დავძაბე, რომ დაწვრილებით გამეხსენებინა ჩემი საუბარი მთელი დღის განმავლობაში. რამე ხომ არ წამოვროშე ისეთი თქო, ვიფიქრე, მაგრამ ვერაფერი გავიხსენე. –რაღაც, არ გავხართ მოახლეს ქალბატონო ანანო! – ტვინში სისხლი ჩამექცა. რა აძლევდა ამ ბიჭს ამის საბაბს?! ვითომ, არ შეიძლება მოახლემ ხმა ამოიღოს?! თუ ყველას უფლება უნდა მისცეს, რომ თავზე დაასხდნენ და როგორც უნდათ ისე უფათურონ სულში ხელები. მისმა ამგვარმა გამოხტომამ უარესად გამაღიზიანა და კოპები შევკარი. –რა უაზრო წარმოდგენა გაქვთ ადამიანებზე, ბატონო ალექსანდრე! –ადამიანებზე არა ანანო, მო ახ ლე ებ ზე. – არა და, ვიცოდი, ამ ყველაფერს ჩემს გასაღიზიანებლად რომ ამბობდა, თორემ უკმეხი და ამპარტავანი რომ ყოფილიყო, გოგონები მეტყოდნენ, ისინი კი პირიქით, ზედმეტად კარგად ახასიათებდნენ ნაკაშიძეს. –მოახლემ ენა უნდა გადაყლაპოს ხო, ბატონო ალექსანდრე?! – ცინიკურად ჩამეცინა და მზერა ავარიდე. ჯერ ერთი დღის მოსული ვიყავი, მაგრამ უკვე განმივითარდა ინსტიქტი ჩემი ახლადშეძენილი მეგობრების დაცვისა, რომლებმაც სულ მოკლე დროში მოახერხეს და თავები შემაყვარეს. –ხო, ანანო! და ეცადე გაითვალისწინო, თორემ .. – ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა და წინადადება აღარც დაუბოლოვებია, ისე დაიწყო ჩემი ხალათში გამოკვანწული სხეულის დაზვერვა. ღმერთო, როგორ მაღიზიანებდა მისი ამგვარი, რაღაც ცხოველური და გაურკვეველი მზერა! –რატომღაც მეეჭვება, რომ თქვენ მე აქედან გამაგდოთ ბატონო ალექსანდრე. – კიდევ ერთხელ, თავაზიანად გავუღიმე – ახლა კი დაგტოვებთ, თუ შეიძლება! – ოთახში შევედი და ხმის ამოღება არ ვაცადე, ისე შევიკეტე კარი. როგორ ცდილობდა ეს ბიჭი ჩემს გაღიზიანებას, და მშვენივრადაც გამოსდიოდა! მართალია , გარეგნულად არაფერი მეტყობოდა, მაგრამ გულში მინდოდა, რომ ის გადაპარსული თავი კედლისთვის მერახუნებინა. ასე გაბრაზებულმა, გაცოფებულმა და ნერვებ დაგლეჯილმა შევაჭერი ოთახში. ხალათი იქვე დავაგდე და პირდაპირ საწოლში შევწექი. თავი ბალიშის ქვეშ შევყავი და უცნაური, სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი ჰაერი შევისუნთქე. ჯერ არ მეძინებოდა, ამიტომ ჩემი ხალათის ჯიბიდან ყურსასმენი ამოვაძვრე და კარგად „მოვკალათდი“. მუსიკა ყოველთვის დადებითად მოქმედებდა ჩემზე. საშინელი დღე რომ მქონოდა, მაინც კარგ ხასიათზე მაყენებდა და ოფიციალურ „restart“–ს მიკეთებდა. სულ ცოტა მაკლდა და ძილ–ბურანში გადავეშვებოდი, საწოლის ჩაზნექვა რომ არ მეგრძნო. დაფეთებულმა ავწიე თავი და „ბატონი“ ალექსანდრე რომ შევამჩნიე, ჩემს გვერდით, მომღიმარი და კომფორტულად მოკალათებული, ლამის მიკრო ინფაქტი მივიღე. ოთახი შემეშალა! წივილ–კივილით წამოვხტი ფეხზე და ნაკაშიძეც დავაფეთე. –ჯანდაბა, ოთახი შემეშალა! – წამოვიყვირე ბოლო ხმაზე და ჩემს ფეხსაცმელს დავუწყე ძებნა. –ხო?! მე კიდევ მგონია, რომ სპეციალურად შემომიძვერი. – აჰა, ახლაც იგივეს აკეთებს. ღმერთო, ხომ იცის, რომ მე ნამდვილად ამერია ოთახები, რატომ ცდილობს მუდმივად ჩემს მწყობრიდან გამოყვანას?! –მე კი არა ბატონო ალექსანდრე, თქვენ შემომიძვერით. – დიახაც, თვითონ შემომიძვრა. ნუ, მართალია მე ოთახი ამერია, მაგრამ ხომ შეეძო გვერდით არ დაწოლილიყო, ჯერ გავეღვიძებინე და მერე დაეკავებინა საკუთარი ადგილი. მე რომ თვალები არ გამეხილა, ალბათ მთელი ღამე მის გვერდით მეძინებოდა, მას კი რეაქციაც არ ექნებოდა! –კარგი, კარგი ვის არ მოსვლია?! – გამიღიმა ალექსანდრემ და მის საწოლზე დაგდებული, ჩემი მობილური მომაწოდა. სანამ ხელში შემომაჩეჩებდა, თვალებგაფართოებულმა შეათამაშა და ქვემოდან ამომხედა – ანანო, დარწმუნებული ხარ, რომ მოახლე ხარ?! –ვითომ რატომ არ შეიძლება, რომ დამხმარესაც ჰქონდეს ნორმალური ტელეფონი?! – შევუბღვირე ნაკაშიძეს და გაღიზიანებულმა მოვიცვი ხალათი. ამ ბიჭთან საუბრისას, ყველა უჯრედის დაძაბვა მიწევდა, რომ გამეხსენებინა რაიმე საეჭვო ხომ არ წამოვროშე. –ნორმალური არა ანანო, ყველაზე ძვირადღირებული! –საჩუქარია .. – სწრაფად მოვძებნე გამოსავალი და ჩემი მობილური ხელიდან გამოვგლიჯე. –გუჩის ტანსაცმელი და პრადას სათვალეც საჩუქარია, ანანო? – თვალები დააწვრილა ალექსანდრემ. მე ცივმა ოფლმა დამასხა. სად მოდიოდი სიხარულიძე, ამ ტანსაცმლით?! –გეტყობათ, ბრენდებში კარგად ერკვევით. – გავუღიმე. მაგრამ ეს სიმწრის სიცილს უფრო გავდა, ვიდრე ბუნებრივს. –შენც! – წარმოთქვა ნიშნის მოგებით და თვალი გამისწორა. ახლა უნდა მეთქვა რაიმე ისეთი, რითაც თავს გავიმართლებდი, მაგრამ ამდაგვარი ვერაფერი მოვიფიქრე და ისევ შეტევაზე გადასვლა ვამჯობინე. –მომისმინეთ ბატონო ალექსანდრე! მე აქ ვმუშაობ, მიუხედავად ჩემი ტანსაცმლისა თუ ძვირადღირებული ტელეფონისა, ასე ოჯახს ვეხმარები, ფული კი ზედმეტი არასდროს არაა! თან, ახლა ზაფხულია და მაინც ვერაფერს ვაკეთებ, ესაა და ეს! და ისე, ბატონო ალექსანდრე, ეს საკითხი თქვენ არანაირად არ გეხებათ. ახლა კი, თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ! – მივაყარე ერთბაშად,ნაკაშიძეს ზურგი ვაქციე და საოცრად აღელვებულმა დავტოვე მისი ოთახი. მთელი სამი თვე ასეთ დაძაბულობაში თუ მომიწევდა ყოფნა, მაშინ სერიოზულად დამიზიანდებოდა ჩემი სათუთი ნერვიული სისტება. ოხ გია, გია! მაინც რა მოფიქრე, ეს მოახლეობა. როგორც იქნა მივაგენი ჩემს ოთახს და მშვიდობით მივედი საწოლამდე. ემოციურმა დღემ ჩემზეც იქონია გავლენა და ჯერ ბალიშზეც არ მქონდა თავი დადებული, უკვე მეძინა. * * * უთენია, ჩემი კოლეგების ტიტინმა გამომაღვიძა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა 9ზე მეწყებოდა, მისი დამთავრების შემდეგ კი უნივერსიტეტი – 10ზე, 7ის ნახევარზე მაინც არასდროს გამიღვიძია, საუბედუროდ. ყველა სტარტზე იდგა ჩემს გარდა. –ღმერთო, ანანო რა ძილქუში დაგეცა?! – პირდაპირ ყურში ჩამკივლა მაგდამ და მსუბუქად შემანჯღრია. თავი პირდაპირ ბალიშში მქონდა ჩარგული, ამიტომ გადმობრუნება მომიწია და ის იყო ზურგზე უნდა დავწოლილიყავი, რომ „ბატონი“ ალექსანდრეს სილუეტს მოვკარი თვალი. დაფეთებული ფამოვჯექი საწოლზე და საბანი ყელამდე ავიტანე. –გილოცავთ, ცოცხალია! – ხელები გაშალა ნაკაშიძემ და სულ თავის ქნევით დატოვა ოთახი. –რა ხდება?! – გაფართოებული თვალები მივაპყარი გოგონებს და პასუხის მოლოდინში, ტუჩზე ვიკბინე. –რა რა ხდება გოგო, ზუსტად ნახევარი საათი შენს სახელს გავკივით, განჯღრევთ და ვერ გაგაღვიძეთ. ჩვენს წივილ–კივილზე ალექსანდრეც შემოვიდა. გვეგონა მოკვდი! –ასე ადრე რატომ მაღვიძებთ?! – დავსვი სრულიად არაადეკვატური შეკითხვა. ჯერ კიდევ ვერ გამოვსულიყავი სიზმრებიდან და მეგონა სახლში, ჩემს საწოლში ვიწექი და მაკო მაღვიძებდა. –მიდი ადექი, აჰა შენ ფორმა – პირდაპირ სახეში გამარტყა კაბა და სიცილისგან ლამის ჩაიკეცა მაგდა. – დროზე ან, თორემ დაგვადგება თავზე მაია! – დროზე კი არა, ზლაზვნით წამოვდექი საწოლიდან, დილის პროცედურების ჩატარების შემდეგ ფორმა გადავიცვი და სარკესთან გავიჭიმე. იმდენად მოკლე იყო კაბა, რომ საჯდომს ძლივს მიფარავდა. სამი საათი ვაქაჩე ქვემოთ, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე. ასეთი რამეები არასდროს მაწუხებდა, პირიქით, მაგრამ ჩემი „ბატონის“ გამოხტომების თავი არ მქონდა. თუმცა, რატომაც არა?! ესეც შენი პირველი სამუშაო დღე, ანანო სიხარულიძე, და იცი რა?! დაგერხა! *** ღრმად ჩავისუნთქე და საკუთარი თავი მორალურად შევამზადე. უშედეგოდ ვცდილობდი პოზიტიური განწობაზე დადგომას და იმაზე ფიქრს, რომ 3თვე თვალის დახამხამებაში გაივლიდა. მეც წავიდოდი , განგვაგრძობდი ჩვეულ, ბედნიერ ცხოვრებას, ისევ გავამწარებდი მამაჩემის თანამშრომლებს და ა.შ. არა, რა! კუზიანს მხოლოდ სამარე თუ გაასწორებს. ზუსტად ხალხის გამწარებისთვის ვყურყუტებდი ახლა ნაკაშიძეების ციხე–სიმაგრეში და კიდევ ვიღაც–ვიღაცების ნერვების დაგლეჯვაზე ვფიქრობდი. არაფერი გეშველება, ანანო სიხარულიძევ! მაინც რატომ არ ესმოდა მამაჩემს, რომ ამით მე ვერ გამომასწორებდა. ან კიდევ რა მქონდა გამოსასწორებელი? ვის არ უყვარს, სხვის ნერვებზე დაკვრა?! ეს გასართობი არც ამ სახლში მომაკლდებოდა, „ქალბატონი“ ლიკას და „ბატონი“ ალექსანდრეს სახით. მაინც რას აკეთებდა ეს ბიჭი ლიკასთან? ძალიან სასიამოვნოა, შეყვარებული ცხვირწინ საღეჭ რეზინს რომ გიწელავს და ყბებს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იქნევს?! აი, სულ ერთი დღის მოსული გახლდით და შესანიშნავად შევამნჩნიე, როგორ თავდავიწყებით გახლდათ ჩემი მაგდა შეყვარებული ამ ვაჟბატონზე. ხომ შეეძლო ნაკაშიძეს, თვალები გაეხილა და ეს არაჩვეულებრივი გოგონა შეემჩნია? არც საღეჭ რეზინს აღლაჭუნებდა და არც უზრდელი ყოფილა. მაგდა მოახლე რომ არ ყოფილიყო, ზუსტად ვიცოდი, ალექსანდრე გულგრილი რომ არ დარჩებოდა, რადგან გარეგნულადაც არაჩვეულებრივი გოგონა გახლდათ და ნებისმიერის ყურადღებას თავისუფლად მიიქცევდა, მაგრამ როგორც ჩანს უმცროს ნაკაშიძეს არ შეეძლო, მოახლეებშიც შეემჩნია ვინმე ადამიანურად მოაზროვნე, სადა და საყვარელი გოგონა. ჩემს „ბატონზე“ ფიქრები თავის ქნევით ამოვიგდე გონებიდან, კიდევ ერთხელ ამოვიოხრე და ჩემი პატარა, სადად მოწყობილი ოთახი დავტოვე. იმედი მქონდა, რომ პირველივე დღეს სახლს არ დავლეწავდი და დღის ბოლოს ყველაფერი ადგილზე იქნებოდა. იმედი ბოლოს კვდება ... საოცრად გამიჭირდა ჩემი ფორმით კიბეზე ჩასვლა. უკანალს ძლივს მიფარავდა ეს ნაჭერი და ისე საცოდავად მივბაჯბაჯებდი, საკუთარი თავი შემებრალა. სასწრაფოდ უნდა მომეხერხებინა რამე, თორემ გამოვფენდი ჩემს „ღირსშესანიშნაობებს“ არენაზე და რა გაუძლებდა მერე, უმცროსი ნაკაშიძის ამღვრეულ თვალებს. მაინც რამ გაამხეცა ეს ბიჭი, გვერდით ხომ ჰყავს ლიკა, დაიშოშმინოს რა, ეს ჰორმონები! უზარმაზარი, დახვეული კიბეები მშვიდობით ჩავიარე და საბოლოოდ დავრწმუნდი, ეს ფორმა უნდა გემახადა! ფეხსაცმელიც კი ისეთი კომფორტული იყო ... ფეხსაცმელი არა, უფრო „ქოში“. რომელი კონკია მე მნახეს, ვერ გავიგე?! რის ჩაცმას ვაპირებდი, ან საერთოდ რას ვგეგმავდი, ეს არ ვიცი, მაგრამ ეს ნაჭერი უნდა გამეხადა, თანაც სასწრაფოდ. ყველანაირად ვცდილობდი მაგდა ისე მომეძებნა, რომ უჯახის უფროსებს თვალში არ გავჩხეროდი, თორემ ასეთ ფორმაში რომ დავენახე რომელიმეს, ტვინში სისხლი ჩაექცეოდათ, ალბათ. კლოუნი ვიყავი, ოფიციალური! ჩემდა საბედნიეროდ, მაგდასი და დანარჩენების ტიტინი მალევე მისწვდა ჩემს ყურთასმენას და ის კარიც დაუფიქრებლად შევაღე. –ვაიმე, ანანო! – პირზე ყველამ ერთდროულად აიფარა ხელი. ისედაც ხომ დაბნეული დავბანცალებდი აქეთ–იქით და ახლა სულ გადავირიე. საცოდავად მოვყევი ჩემი სხეულის თვალიერებას იმის შიშით, რომ რაიმე უფრო საშინელს შევამჩნევდი, ვიდრე ეს რამდენიმე წუთის წინ, სარკეში დავინახე – რა მოკლე გაქვს, ღმერთო! – მოთქმა–გოდებას არ წყვეტდნენ გოგონები. –რა ვქნათ? – იმედიანი თვალები მივანათე ჩემს „კოლეგებს“ და მათი აჩეჩილი მხრები რომ დავლანდე, ჩემს თვალებში აკიაფებული უკანასკნელი ნაპერწკალიც ჩამიქრა – არა, ასე ვერაფერს გავაკეთებ. –ანანო, ამაზე გრძელი არაფერი მოიპოვება. – თვალებით მითანაგრძნო მაგდამ. მე სულ გადავირიე! არ არსებობდა, ასე ვერ ვიმუშავებდი. დავიხრებოდი თუ არა, მაშინვე ყველაფერი გამომიჩნდებოდა. ესეც რომ არ ყოფილიყო, არანორმალურად უკომფორტოდ ვგრძნობდი თავ – წამოდი! – აზრზე ვერ მოვედი, ისე ჩამავლო მაჯაში ხელი მაგდამ და თავქუდმოგლეჯილმა შემაქანა მისაღებში. ვერც ხმის ამოღება მოვასწარი, ვერც უკან დახევა და ასე აღმოვჩნდი მთელი ნაკაშიძეების ოჯახის წინაშე, უკანასკნელი ქუჩის ქალივით გამოწყობილი. მაგდას ისეთი თვალებით გადავხედე, ლამის უკანმოუხედავად გაიქცა. ყველაზე მეტად კი ის მაღიზიანებდა, რომ აშკარად ეცინებოდა ამ მაიმუნ გოგოს! ღმერთო, ალბათ რა საოცარი დასანახი ვიქნებოდი შორიდან. გონებაში მაგდას აკუწვის, ცოცხლად შეწვისა დაჩამოხრჩობის გეგმებს ვაწყობდი, ფიქრებიდან როხროხმა რომ გამომარკვია. საწყალი მზერა მოვავლე ოთახს და აქედან გაქცევა მომინდა. ბატონი ზურამი, მეუღლესთან ერთად ისე ხარხარებდა, სავარაუდოდ მალე წყლის მოტანა გახდებოდა საჭირო, მათ მაგდას სიცილიც ერთვოდა ზედ და იმდენი მოახერხეს, რომ ისედაც დაყვეტილი ნერვები უარესად დამაგლიჯეს. უმცროსი ნაკაშიძისა და მისი სატრფოს სახეზე, ღიმილის გარდა ყველაფერს შენიშნავდით. ლიკას, როგორც ყოველთვის საკუთარი კაბის ფერი მიეღო და ხელები ისე მოემუშტა, რომ სავარაუდოდ ხელის გულები უმოწყალოდ დაიკაწრა:) ალექსანდრეს გავხედე თუ არა, მოულოდნელმა წამოძახილმა შემაკრთო და ადგილზე შევხტი. მაშინვე ქალბატონ მაიაზე გადავიტანე მზერა. –ვაიმე, ანანო! – თითებით იწმენდდა სიცილისგან წამოსულ ცრემლებს და ქმარს ეყრდნობოდა, მარცხენა ხელით – რამსიგრძე ხარ, გოგო? – ვერაფრით ვერ დაწყნარდა ეს ქალი. რაღაცაზე ჩაფიქრდა, მაგრამ დროდადრო ისევ ამოუშვებდა ხოლმე, ზმუკუნის მაგვარ ხმებს – წამოდი, რამეს მოგიძებნი! – გამიღიმა მაიამ და სხეულის ჰარმონიული რხევით წამიძღვა წინ. რა ლამაზი ქალია! სულ მინდოდა, ასეთო მოხუცი მყოფილიყავი. ნუ, საერთოდ საკუთარი თავის სიბერეში წარმოდნებისას სხეულში ჟრუანტელი მივლის და მეტირება, მაგრამ თუ მაინც უნდა დავბერდე, იქნებ გამიიმართლოს და მაიას მსგავსი, მოხდენილი, დახვეწილი ქალი ვიყო. რა დროს დახვეწილი ქალია, სიხარულიძე, ფეხი გაადგი! არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად ნახევარი საათი ეძებდა ქალბატონი მაია ფორმას. ხან რომელ კარადაში შევარდა თავით, ხან რომელში. როგორც იქნა, რაღაც იპოვა და დანამული შუბლი ხელით მოიწმინდა. განძს რომ აღმოაჩენ ადამიანი, ზუსტად ისე გამიხარდა ძველთან შედარებით ოდნავ გრძელი ფორმის დანახვა. თვალებგაბრწყინებულმა გამოვგლიჯე ხელიდან და იმდენჯერ გადავუხადე მადლობა, ქალი შეწუხდა:) იდეალური ვერც ეს იყო, მაგრამ ძველს კი ნამდვილდ ჯობდა. ყველაფერს თავისუფლად მიფარავდა და არც სიარული გამჭირვებია. ჩემს სანაქებო „ქოშებს“ მაინც არაფერი ეშველა. მომიწევდა ამით ბლაყუნი და სადღაც კისერსაც მოვიმტვრევდი, სავარაუდოდ. შევუდექი სამუშაოს! ყველაზე საშინელება მაინც ის იყო, რომ მე, 18წლის ანანო სიხარულიძეს, არასდროს მქონია შეხება მსგავს რამეებთან. არც დედაჩემი დიასახლისობდა დიდად და ოჯახის საქმის ფუნქციები, ვიღაც–ვიღაცებს, ანუ დამხმარეებს, უპრობლემოდ შეაწერა. დედაჩემი არ დიასახლისობდა და მე ხომ არ მოვიკლავდი თავს?! მამაჩემი სულ დამცინოდა, ვის ოჯახშიც შენ შეხვალო და აჰა, მეც შემოვედი ნაკაშიძეების ოჯახში! –აი ეს აიღე, ანანო! – ოთახის ბოლოდან გამომძახა მაგდამ და ცოცხით ხელდამშვენებული გამოემართა ჩემსკენ. რთული არაფერია, ანანო, შენ უბრალოდ ნორმალური ადამიანივით მოიქცევი, მოგვი და მორჩება. თვალებჩაწითლებული ვაიმედებდი საკუთარ თავს და სანამ მაგდა მომიახლოვდა, ათასჯერ გამოვიგლოვე ჩემი გაჭირვებული ცხოვრება – ცოცხს პირველად ხედავ, ან? – ჩემი სახის დანახვისას, ისტერიული სიცილი აუვარდა მაგდას. –ხო ... – კბილებს შორის გამომცრა მე და ნერწყვი მძიმედ გადავაგორე ყელში. რა ტყუილად მეშინოდა, თურმე. სახლის მოგვას შესანიშნავად გავართვი თავი და იატაკი სულ მოვაწკრიალე. საქმეში ისე გავერდე, რომ სახლი რამდენჯერმე დავკრუგე და მოსუფთავებულ იატაკს კიდევ ერთხელ დაატყდა ჩემი რისხვა. რამდენჯერმე შევნიშნე უმცროსი, ცინიკური მზერით მომზირალი ნაკაშიძე და მომინდა, ამ ცოცხით გავკიდებოდი. ჭურჭლის რეცხვას შევუდექი! თეფში რამდენჯერმე გამივარდა ხელიდან და მაინცდამაინც ამ არასასიამოვნო მომენტში შემეფეთა ალექსანდრე. რა უნდა ამ ბიჭს, მითვალთვალებს?! გაჭირვებით, მაგრამ მაინც ჩავამთავრე რეცხვა და მერე ეზოს დასუფთავებას შევუდექი. აქაც რომ გამეჩხირა თვალში ნაკაშიძე, მოთმინების ფიალა ამევსო და დაუფიქრებლად წავედი ხეზე მიყუდებული, კმაყოფილი გამომეტყველებით მომზირალი ალექსანდრესკენ. –მითვალთვალებთ, ბატონო ალექსანდრე? – ხელები დავიკრიფე მე და წინ ავესვეტე. როგორც ჩანს არ მოელოდა, ოდნავ შეკრთა, მაგრამ რეაგირება სწრაფადვე მოახდინა და ისევ აიკრო სახეზე ჩვეული, ცინიკური ღიმილი. ათასჯერ გამაფრთხილეს, სიტყვა არავის შეუბრუნოო და მე კიდევ აქეთ გადავდივარ შეტევაზე. რას ეჭიმები, ანანო?! ხომ ხარ ღირსი, მოგისროლოს ახლა აქედან! –გამოწმებ, სიხარულიძე! – წარბები ზემოთ აზიდა ვაჟბატონმა და კიდევ ერთხელ ამათვალიერ–ჩამათვალიერა. გვარით მომართვა რა უტაქტობაა, ვერ გავიგე?! არაფერია, ნერვები დაიმშვიდე, ანანო! –რამე არ მოგწონთ?! – ვის ებლატავები გოგო, ვის? არა, ხომ იდგა არა თავისთვის, რას მოვვარდი და წამოვეჭიმე?! გაეცინა ალქესანდრეს. ხმამაღლა გაეცინა და თავი გვერდით გაატრიალა. –უცნაური ვინმე ხარ, სიხარულიძე! – თვალი ჩამიკრა და მაჯის საათს დახედა. სულ ერთი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც აქ გამოვცხადდი, საიდან შეისწავლა ერთი, ჩემი ხასიათი? – ახლა კი სამუშაოს დაუბრუნდი! – ხმა სწრაფად გაიმკაცრა და თვალებით ეზოსკენ მიმითითა. ღირსი კი ვიყავი, აქედან გავეგდე! რა უფლებით ველაპარაკებოდი საერთოდ, ასე?! მაგრამ რა მექნა, ვერ გავითავისე ის ფაქტი, რომ ეს ბიჭი დროებით ჩემი „ბატონი“ გახლდათ და ტლიკინის უფლება საერთოდ არ მქონდა. საკუთარ თავზე გაბრაზებულმა, ღრმად ამოვიოხრე და საქმეს მივუბრუნდი. როგორც ჩანს, მხოლოდ დაგვა გამომივიდა, სხვა არაფერი ... სულელივით დავდიოდი აქეთ–იქით, თავს და ბოლოს ვერაფერს ვაბამდი. თან, ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები, არაფერი რომ არ მეხერხებოდა და უფრო მეტი მონდომებით ვიწყებდი რაღაც–რაღაცების კეთებას. საბოლოოდ დავწრმუნდი, რომ ერთი მოუხერხებელი გოგო ვარ! ჯერ–ჯერობით არაფერი დამილეწია, მაგრამ მტვრის გადაწმენდამდე რომ მივიდოდი, აუცილებლად დავამტვრევდი რაიმეს. ჩემი ჭკუით ყველაფერი რომ დავაწკრიალე, აუზის დასუფთავებაც მოვინდომე და ბადეს დავწყვდი. რამ გააჭუჭყიანა ასე, ეს აუზი?! ბადე მოვიმარჯვე და წყალზე მოტივტივე ფოთლებს, ანანო სიხარულიძის რისხვა დაატყდათ თავს. ღმერთო, როგორ მიშლიდა ხელს ეს ქოშები?! მაინც რა აუცილებელი იყო, ხომ შემეძლო, კედებით მემუშავა, რა მეტიჩრობაა?! უკვე მეგონა, რომ სასურველ შედეგს მივარწიე! სულ ცოტაც და ფოთოლი ჩემს ბადეში აღმოჩნდებოდა, მხოლოდ ოდნავ წინ წაწევა იყო საჭირო. სად ვიწეოდი, ვერ გეტყვით, მაგრამ გავბედე და წინ გადავიხარე. ჩემი ქოშის გადამკიდე, თავი ვეღარ შევიკავე და ... პირდაპირ აუზში მოვადინე ზღართანი! ესეც ჩემი პირველი სამუშაო დღე. წყალი ისეთი ცივი იყო, რომ ფილტვები ერთბაშად შემეკუმშა და აზრზე მოსასვლელად რამდენიმე წამი დამჭირდა. ვინ იცის, რამდენჯერ გავლანძღე გულში ჩემი საყვარელი მამიკო. რა დავაშავე, ღმერთო?! არ მეგონა, თუ ამ სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება საერთოდ შესაძლებელი იყო, მაგრამ წყლიდან ამოვყვინთე თუ არა დავრწმუნდი, რომ ჩემს საცოდაობას საზღვარი არ აქვს! თავზე სიცილისგან აწითლებული, მუცელზე ხელებმოჭერილი ალექსანდრე წამომდგომოდა და როგორც ჩანს, სულაც არ აპირებდა დამშვიდებას. ისეთ ფერს იღებდა ნელ–ნელა, რომ მოსულიერება და აუზში ჭყუმპალაობა არც მას არ აწყენდა. როგორ მინდოდა, ხელი მომეკიდა და ისიც ჩემს პოზიციაში აღმოჩენილიყო, მაგრამ ამხელა ახმახს რას დავძრავდი ... ბედს დავნებდი და საცოდავი თვალებით ავხედე უკვე დამშვიდებულ, სახედალაგებულ კანაშიძეს. მაჯებში ხელი ჩამაბლო და ერთი მარტივი მოძრაობით ამოვფრინდი აუზიდან. ფორმა კიდევ უფრო ამქაჩვოდა ზემოთ და ტანზე შემომტმასნოდა. დისკომფორტი ვიგრძენი, საშინელი და ისე დავიბენი, ლამის საკუთარი ნებით გადავხტი აუზში. –ნიძლავი წააგე, ანანო? – თვალებდაწვრილებული მომაშტერდა და ჩემთვის სრულიად გაუგებარი კითხვა დამისვა. –რა? – აზრზე ვერ მოვედი მე. ალექსანდრეს გაეცინა. მშვენივრად ხვდებოდა, როგორ უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი ახლა, ჩემი „ბატონის“ წინაშე ჩაფლავებული, დასველებული და რაც მთავარია, საქმისთვის შეუფერებელი. უკმაყოფილო სახით ვიდექი და უმისამართოდ ვაცეცებდი თვალებს აქეთ–იქით. ნაკაშიძე ფხუკუნებდა თავისთვის და როგორც ჩანს, ერთი სანტიმეტრითან კი არ აპირებდა უკან დახევას, რომ გავლის საშუალება მქონოდა. –იცი რა? – ქვემოდან ამომხედა და ფაქტიურად მაიძულა, მისთვის შემეხედა – ივნისია, ცხელა, არც მე მაწყენდა გაგრილება! – ამის თქმა იყო და ისეთი სისწრაფით შემომაჭდო უზარმაზარი ტორები წელზე, რომ ოდნავ მეტკინა კიდეც. ვერ გავიაზრე საერთოდ რა მოხდა, როგორ მოვადინე ზღართანი გაყინულ აუზში კიდევ ერთხელ და როგორ გავუსწორე თვალი წყალში ჩემთან ერთად გადმოვარდნილ ბატონ ალექსანდრეს. აზრზე რომ მოვედი და სიტუაცია გავაანალიზე, გონებამ ერთბაშად შემოჰკრა განგაშის ზარს და ისე ავაფართხალე ხელ–ფეხი, რომ ეჭვი მაქვს, ალექსანდრე დავალურჯე. სიცილით ადევნებდა თვალს ჩემს მოქმედებას და ხელის გაშვებას არც კი გეგმავდა. –ხომ არ გადაირიეთ, ბატონო ალექსანდრე? – ქოთქოთს არ ვწყვეტდი მე და როგორც ჩანს, ჩემი ლანძღვა–გინებით, უფრო ვახალისებდი ნაკაშიძეს. სახეში წყალი შემასხა! ხელის გული წყალზე გაასრიალა და წყალი ისე მოულოდნელად შემომეფრქვია სახეში, რომ ამოსუნთქვა ვერ მოვასწარი. ამას ხომ არ შევარჩენდი?! ხელები სწრაფად ავაფართხალე და ამჯერად ალექსანდრეს შეესხა სახეში გაყინული წყალი. მისი ჯერი რომ დადგა, თავდასხმის თავიდან ასაცილებლად წყალში ჩავყვინთე და ჩემი ჭკუით, ნაკაშიძეს გავექეცი. გავექეცი კი არა, წამიერად ვიგრძენი მუცელზე შემოხვეული, გარუჯული ხელების სიმძიმე და განძრევა ვეღარც მოვახერხე. ფსკერისკენ დამქაჩა ნაკაშიძემ. ვერ ვხვდებოდი, საერთოდ რა მოძრაობებს ვაკეთებდი და როგორ ვუბრახუნებდი ხელ–ფეხს ალექსანდრეს. ერთი წუთი მაინც გავატარეთ წყალქვეშ ჭიდაობაში. ღმერთს მადლობა, რომ ჯანსაღი ფილტვები მაქვს და ნაკაშიძეების ციხესიმაგრეში არ ამომხდა სული! ჰაერი რომ აღარ გვეყო, ზედაპირისკენ წავიწიეთ. სახეზე თმაჩამოფხატული რომ დამინახა, ისტერიული სიცილი აუტყდა. რატომღაც, მისი ხარხარი ისე მამხიარულებდა, რომ გაუაზრებლად ვიღიმოდი. ღიმილი სიცილში გადამეზარდა და კიდევ დიდხანს განვაგრძობდით ხარხარს, ჩახველების ხმა რომ არა. ბატონი ზურაბი, ქალბატონი მაია, სახლში არსებული ყველა მოახლე და ლიკა ... შენი აღსასრულის დღე დადგა, ანანო სიხარულიძე! გონებამ კიდევ ერთხელ შემოჰკრა განგაშის ზარს და ისე სწრაფად მივცურე კიბემდე, საკუთარი თავის გამიკვირდა. როგორ მეზარებოდა ახლა, ბოდიშების მოხდა ... დამნაშავესავით ავეყუდე წინ ოჯახის უფროსებს და თავდახრილი მოვემზადე ჩემი გამოსვლისთვის. ის იყო პირი უნდა გამეღო, რომ ... –ანანო, შეგიძლია საქმე გააგრძელო! – დუმილი წყლიდან ახლად ამობრძანებულმა ალექსანდრემ დაარღვია. მისმა გამოსვლა ისე გამაკვირვა, ენა ჩამივარდა. ამდენი ხალხი ცამწკრივებულიყო, ახსნა–განმარტების მოლოდინში და უმცროსმა ნაკაშიძემ ყველას თავზე გადააბიჯა. ახლა სახლში შესვლას არაფერი მერცივნა, მაგრამ ასე უპასუხისმგებლოდ ვერ მოვიქცეოდი. –კი მაგრამ ... – თავის გამართლება დავიწყე, მაგრამ ისევ თვალების ბრიალით გამაწყვეტინა. –მიდი! – წარბები ზემოთ აქაჩა და სველი მაისური გადაიძრო. მე საწყალი სახით გავხედე ოჯახის უფროსებს და მათ სახეებზე მოციმციმე ღიმილი რომ შევამჩნიე, ერთიანად მომეხსნა დაძაბლობა. ნუ, მაინც რა საყვარელი ხალხია?! იმის მაგივრად, რომ საქმე მეკეთებინა, მე მათ ვაჟთან ერთად ვჭყუმპალაობდი აუზში, ესენი კიდევ იმის მაგივრად რომ ეჩხუბათ, თბილად მიღიმოდნენ. –უკაცრავად. – ვთქვი ძლივს გასაგონად და გიჟივით გავიქეცი სახლისკენ. რაღათქმაუნდა, იმ წამსვე აბაზანში შევვარდი და თავი გრილ შხაპს შევაფარე. რა უცნაური ვინმეა, ეს ბიჭი?! მეგონა, ახლა ყველაფერს მე შემაწმენდდა და მომიწევდა ნაკაშიძეების წინ საცოდავად დგომა, თუმცა ასე მოულოდნელად მიხსნა უფროსების თავდასხმისგან. როგორც ჩანს, მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი ვინ იყო ალექსანდრე ნაკაშიძე. ისე, რა გასაკვირია, სინდისმა შეაწუხა, ალბათ! თავად არ მომიფრიალა გაყინულ აუზში?! არა, მაინც როგორ აკლია ამ ბიჭს. ღმერთო, როგორ მინდოდა ახლა დეაკოსთან ერთად, ჩემს სახლში ვყოფილიყავი. დამელია ცივი ყავა და მესაუბრა ძალიან, ძალიან ბერ რამეზე. სულ ორი დღე ყო იმის შემდეგ გასული, რაც მე აქ აღმოვჩნდი და უკვე რამდენჯერ ჩავვარდი უხერხულ მდგომარეობაში. ვინ იცის, სამი თვის განმავლობაში კიდევ რამდენჯერ გადავაწყდებოდი ხათაბალას. აბაზანიდან ახალი გამოსული ვიყავი, ჩემი ოთახის გარი სახეგაბრწყინებულმა მაგდამ რომ შემოგლიჯა და ისე მეცა, ოდნავ შევკრთი და ინსტიქტურად გადავხტი უკან. –შენ ხომ აზრზე არ ხარ, რა მაგარი ამბავი უნდა გითხრა! – ადგილზე ცქმუტავდა მაგდა და ისე მეხუტებოდა, ძვლები ჩამიმტვრია. –რა ხდება? – გაკვირვებული მზერა მივანათე, ახალი და კარგი ამბის მოსასმენად საწოლზე ჩამოვჯექი და ხელები დავიკრიფე. –ხვალ, ნაკაშიძეების სახლში წვეულება იმართება! ყველა აქ იქნება, ან ... მინისტრები ოჯახებით, მსახიობები, მომღერლები. რა ვიცი, ყველა! – ხელი ხელს შემოჰკრა მაგდამ და გვერდით მომისკუპდა. ერთადერთი, რისი გაფიქრებაც მოვახერხე, იყო – „ღმერთო, შენ მიშველე“. –მერე, ჩვენ რა? – მხრები ავიჩეჩე მე. ჩემი ურეაქციობა ისე გაუკვირდა, ლამის სახეში გამილაწუნა. რა ახარებდა ამ გოგოს, ასე ძალიან?! –მერე ის, რომ ხვალ, ჩვენ მოახლეები არ ვიქნებით! –რა? – იმხელა ხმაზე დავიკივლე სიხარულისგან, რომ მაგდამ შიშისგან ლამის ოთახიდან გავარდა. მე იმ იმედით ვიკივლე, რომ თუ მოახლეები არ ვიქნებოდით, მაშინ ერთი დღით გაგვათავისუფლებდნენ და სახლში წავიდოდი! –ჩვენთვის ალექსანდრეს კაბები მოატანინა მაიამ, გესმის? მოახლეებად სხვებს დაიქირავებენ, ჩვენ კი ჩვეულებრივი სტუმრები ვიქნებით, ანანო! – სიხარულისგან წიოდა და კიოდა მაგდა. მე ტვინში სისხლი ჩამექცა. მინისტრებიო ... ღმერთო, მინისტრებიო ... მამაჩემი არც ერთ მსგავს შეკრებას არ ტოვებდა ... ხვალ რომ მოსულიყო?! ან, ვინმე მისი ახლობელი რომ მოსულიყო და შევემჩნიე?! აქ ჩემს შესახებ არავინ არაფერი იცოდა! ვაიმე, რა ჯანდაბა მეშველებოდა საერთოდ?! არა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ამ წვეულებისთვის თავი უნდა დამეღწია. –წამოდი, კაბები უნდა გვაჩვენოს მაიამ! – მაჯაში ხელი ჩამავლო და თვალის დამხამხამება ვერ მოვასწარი, ისე აღმოვჩნდი მისაღებში, რამდენიმე, სკამზე გადაფენილი კაბისა და მთელი ოჯახის წინაშე წამოჭიმული. ქალბატონმა მაიამ გოგონებს კაბები დაურიგა. ისეთი თვალებით ათვალიერებდნენ, რომ გულში სითბო ჩამეღვარა. ერთი დადებითი კი ჰქონდა, ამ სახლში მუშაობას. ეს გოგონები გავიცანი! –ქალბატონო მაია ... იცით, მე ... მე ... – არ ვიცი რის სათქმელად ავლუღლუღდი, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი ისე წამოიყვირა ლიკამ და ისე აიფარა მთელმა ოჯახმა პირზე ხელი. ჩემთვის განკუთვნილ, გრძელ, ლურჯ კაბას, „ქალბატონმა“ ლიკამ კონიაკი გადაასხა! რათქმაუნდა, ვითომ შემთხვევით. მე კი არა, მაიას უხდიდა ბოდიშებს. რა თვალთმაქცია! ეს იყო ის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა ლიკას ძალიან ბევრჯერ გადავუხადე მადლობა, ოღონდ გულში. ნუ, თუ კაბა აღარ მექნებოდა, შესაბამისად წვეულებაზეც ვეღარ წავიდოდი და ასე ავირიდებდი თავიდან ნაცნობ სახეებს. –არაუშავს, ისედაც არ მინდოდა მოსვლა ... – მხრები ავიჩეჩე მე და ლიკაზე გაბრაზებულ მაიას დამაიმედებლად გავუღიმე. –რას ქვია არ გინდა, ახლავე მოგიტანთ ახალ კაბას! – დოინჯი დაიჭირა მაიამ და ტანის რხევით გაემართა კარისკენ. ისე, მაინც რა შტერი ხარ, ანანო სიხარულიძე?! ლიკა როგორ უნდა გაახარო?! მასაც ზუსტად ის უნდოდა, რომ მე წვეულებაზე ვერ მივსულიყავი და ბურთი და მოედანი მას დარჩენოდა. ვერ მოგართვი, ქალბატონო! –ქალბატონო მაია, შეიძლება სახლში წავიდე და ჩემი კაბა მოვიტანო? – გასასვლელისკენ წასულ ქალს სიტყვა დავაწიე. ამის თქმა იყო და ალექსანდრემ იმხელა ხმაზე გადაიხარხარა, ტვინში სისხლი ჩამექცა! ლიკასაც მეტი რა უნდოდა, ნაკაშიძეს აყვა და აიკლეს მთელი ოთახი. ჯერ ვერ მივხვდი, რამ გაამხიარულა ასე ... როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ გავითავისე, რომ ამ ოჯახში მე მოახლე ვარ და მეტი არაფერი. –შენი კაბა? – ცრემლებს იწმენდდა ლიკა – ოჯახი არ შეარცხვინო, რა ... – კიდევ ერთხელ გადაიხარხარა და პირდაპირ კალთაში ჩაიხტა ალექსანდრეს. „ოჯახი არ შეარცხვინო“ – წამდაუწუმ იმეორებდა ჩემი გონება ამ ფრაზას და აი ... ვიგრძენი, რას ნიშნავს სხეულის გაუსაძლისი წვა! ჩემი „მოახლის“ სტატუსი ჯანდაბაში მოვისროლე და ის იყო პირი უნდა გამეღო, რომ მაიამ ბოლო ხმაზე შეჰკივლა. –ლიკა, რამდენს ბედავ! – ისე იკივლა ქალმა, ლიკა კი არა, მეც კი შევხტი ადგილზე. –უკაცრავად, ქალბატონო მაია ... – შიშისგან ლამის აკანკალდა. სწრფად წამოხტა ნაკაშიძის კალთიდან და სირბილით დატოვა ოთახი. რა შტერია, ეს გოგო! –ხვალვე წადი ანანო და რაც გინდა, ის მოიტანე. – გამიღიმა ქალმა და სახლიდან გავიდა. ვალენტინოს კაბას რომ ავუფრიალებდი ლიკას ცხვირწინ და ჩემს „კოლეგებსაც“ რომ მოვუტანდი მამაჩემის ნაყიდ კაბებს, მერე ვაჩვენებდი ვინ იქნებოდა აქ „მაიკლ ტაისონი“! რა მაიკლი ანანო, მგონი სულ გადაირიე. აი, ეს იყო შემართება! ერთი სული მქონდა დილა გათენებულიყო, რომ სახლში გავქცეულიყავი და ჩემი გეგმა სისრულეში მომეყვანა. რომ მოუტანეს გოგონებს, რაღაც გაქუცული კაბები, რა ეგონათ აბა?! აი, სად დაგერხა, „ქალბატონო“ ლიკა. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ დაგიბრუნდით, ჩემო სიყვარულებოოოოოოოოოოოოოო!!!!! <3 ისე მომენატრეთ, ვერც კი წარმოიდგენთ. თქვენი ქეთა მახარაძე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.