შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეცამეტე თვე (9)


4-05-2015, 18:11
ავტორი MyLove
ნანახია 3 211

შეგრძნება, როცა გგონია აქ დამთავრდა ყველაფერი, აღარაფერს უნდა ელოდო ან თუ დაელოდები მაშინ ისეთი აღარაფერი მოხდება, რაც ძალიან გაგახარებს. ალბათ ეს უბრალოდ ცხოვრებისეული სინამდვილეა და მეტი არაფერი. ის მომენტი, როცა დაჯდები წყნარ ადგილას და სურვილი გაქვს ყველაზე და ყველაფერზე დაფიქრდე, როგორსც უსასრულობაში დაკარგულმა! გაფიქრება ყოველთვის წამიერია, ნეტა შემეძლოს შევცვალო ის რაც წარსულში დარჩა. მოგონება, რომელიც ლამაზი შეგრძნებაა. ადამიანები იცვლებიან , მოგონებები ყოველთვის იგივე რჩება . ხშირად გახსენდება ის რაც წარსულს ეკუთვნის. ხან გეღიმებადა გენატრება, ხან გინდა რომ გონებიდან ამოშალო და უბრალოდ დაივიწყო. შემდეგ ხვდები, რომ დავიწყება უფრო დიდი შეცდომა იქნება იმ ყველაფრის, რაც ერთ დროს გაბედნიერებდა...
გადის დრო. წამები, წამებს მიყვება წუთები, საათები, დღეები, თვეები, წლები. როცა გგონია, წარსული დამთავრდა, მას აღარ ექნება გაგრძელება, გგონია, რომ ყველაფერი უბრალო "მოგონებად" დარჩება, მაინც გრძნობ შინაგანად რაღაც გარდაუვალს, რომელიც რევოლუციას მოახდენს შენს ცხოვრებაში, ვერ ხვდები ბედნიერი იყო თუ უბედური.. გინდა რაღაც მოიმოქმედო, რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთო, მაგრამ ვერ ხვდები _რა! შფოთავ, გული საგულეში არ ეტევა, ცდილობს გასასვლელი იპოვოს ჯურღმულიდან... დაფარული, დადაგული გასასვლელი, რწმენაშემორჩენილს, გჯერა რომ ეს დაფარული გასასვლელიც ოდესმე გამოჩნდება და თავს დააღწევ მარტოობას.
მონატრებია? არა ერთხელ და ორჯერ, არამედ ყოველ წამს მონატრებია. გულს ჩვეულებად ექცა დაბეჩავებულად, ეულად მუშაობა ცხოვრების რქებით გასატანად, სასირცხვილოდ რომ არ მოკვდე.
სუნთქვა გეკვრება ბედნიერი წამების გახსენებისას. ნაყინით მოთხუპნული რომ ევედრებოდა, მეტი აღარ მოეცხო, ან წელიდან ჩამოესვა ერთად რომ მირბოდნენ. რა ბავშვურია ყველაფერი, მაგრამ მაინც რამდენად ბედნიერი.
თითქოს ხუთი წელი კი არა, მთელი საუკუნე გავიდა. კადრებად ექცა მთელი წარსული, მომავლით დაბრმავებულს. გულზე ჯანღად ეწვა ყოველი წამი და წუთი, ყოველი მონატრება, ყოველი ბედნიერი დღე, მაგრამ მაინც რამდენად გადაწონა მის გარეშე გატარებულმა ამდენმა წელმა. როცა ეს ყველაფერი, მსუბუქი უნდა ყოფილიყო, თურმე რამდენად მძიმეა. გინდა წერტილი დაუსვა, მაგრამ რატომღაც გეშინია კალმის ერთ ადგილას მიწებება. ცოცხლად მკვდარს, ცხოვრება არაფრად მიგაჩნია იმ ერთადერთის გარეშე და ყველაფერს ჯანდაბაში უშვებ!...
ხო და თუ უშვებ, მაშინ წავიდეს... მაგრამ მაინც როგორ გესიკვდილება, როგორ გტკივა! სათქმელად ყველაფერი ადვილია.
* * *
მეცამეტე თვე (9)

ლექციებზე უაზროდ იჯდა, თავი იდაყვზე დაედო და რაღაცას უაზროდ ჯღაბნიდა. ადრე თუ ოცნებად ჰქონდა ლექციებზე სირბილი, ლექტორების მოსმენა და სწავლა, ახლა ესეც ჯოჯოხეთად მიაჩნდა. არსად უნდოდა ყოფნა, ყველაფერი ეზარებოდა, გაღიმებით იშვიათად იღიმოდა, ისიც უგულოდ. არანაირი სურვილი არ ჰქონდა გაღიმების და რატომ უნდა გაეკეთებინა ის, რაც არ უნდოდა?
როგორც იქნა მორჩა ტანჯვა-წამება და აუდიტორია დატოვა. სახლისკენ გაუყვა გზას, ფეხით. პირდაპირ სახლში მივიდოდა, თანაკურსელებთან ერთად სადმე ბოდიალის თავი არ ჰქონდა.
სახლში შესულს სიმშვიდე დახვდა. ჯემალი სამსახურშია, ნანი მორიგეა. ჩანთა უღიმღამოდ მიაგდო იქვე მინის მაგიდასთან და დივანზე გადაწვა. უკვე რამდენი დღეა ასეა, თითქოს შეეგუა კიდეც.
ტელეფონის დამაყრუებელი ხმა მოესმა და უარესად მოეშალა ნერვები, ვინ უნდა ყოფილიყო?
_ალო, -ასევე უღიმღამოდ უპასუხა, როგორ ხასიათზეც იყო.
_რა ხმა გაქვს, რა მოხდა? -გაკვირვებულმა ჰკითხა ლილიმ, დაქალმა.
_რა ვიცი, ლილოჯან. ცოცხალი ვარ. რას შვები?
_შენთან ვაპირებდი გამოცუნცულებას, თუ ხარ სახლში.
_გამო, გამო. სახლში ვარ. -ღრმად ამოიხვნეშა და ტელეფონი გაუთიშა. ლილისთან ლაპარაკი ნამდვილად არ ეწყენდა. ცოტას განიტვირთებოდა მაინც.
* * *
_ლაშას დაბადების დღეა, დღეს და მთხოვა ავსულიყავით მასთან. შენც ასე შემოგითვალა, ამოვიდეს, თორემ გული დამწყდებაო. -ყავა კიდევ ერთხელ მოსვა ლილიმ და ანაბელს ცისფერ თვალებში ჩააჩერდა.
_კარგი, -თვითონაც არ იცის, რატომ დასთანხმდა, მაგრამ ახლა ჭირვეულობის თავიც კი არ ჰქონდა. რამე საჩუქარს აურჩევდა და მივიდოდა. მალევე დაბრუნებოდა უკან, ეგ არაფერი.
_აუ, მომკლავს ლაშა, მაგრამ რომ არ გითხრა არ შემიძლია, -საცოდავი ხმით ამოილაპარაკა და ქვემოდან ამოხედა გოგონას. _მატათა ჩამოსულა, გუშინ წინ.
მეხი გავარდა, მიწისძვრა დაიწყო, თუ რა მოხდა ვერ გაიგო, ასე რომ აუფრთხიალდა გული. იმ სისწრაფით აჩქარდა, მხოლოდ მისი სახელის გაგონებისას რომ ემართება ხოლმე.
_მაგრამ, არ გაბედო და მაგის გამო სახლში არ დარჩე, თორემ მაგრამ მაწყენინებ! -საჩვენებელი თითი დაუქნია ლილიმ დაქალს და შავი სითხისგან დაცლილი ჭიქა ამოაყირავა.
_ამდენი ხანი გავიდა, უკვე 23 წლის ვარ.. არ ვიცი, რას ვიგრძნობ, როცა შევხედავ.. გული გაჩერდება თუ აჩქარდება, მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად მაინც მინდა მისი ნახვა. -აღიარა ნატვრა, რომელსაც გულით ატარებდა, მეხუთე წელია.
_არ მინდა იმედები გაგიცრუვდეს... -თავი დახარა.
იგრძნო მოახლოებული საფრთხე და სული აუფორიაქდა. ოღონდ ის არ იყოს რასაც ფიქრობს, ოღონდ ცოლი არ ყავდეს, ოღონდ მისი კუთვნილი ტიტული სხვამ არ მიიმაგროს და ჩარკვიანის თქმის არ იყოს "ზღვას გადაცურავს".
_ცოლი ჰყავს? -ჩახრეწილმა იკითხა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ამაყად მოიწმინდა.
_არა, რა ცოლი... შეყვარებული, -დამშვიდებულმა უთხრა, თუმცა თვითონაც კარგად იცოდა, ამ სიმშვიდეში რამდენი ფორიაქი იყო.
_შეყვარებული, -ჩაეღიმა და თვალები მოჭუტა, _შეყვარებული.. -ამჯერად მწარედ ჩაეღიმა და ცრემლებმა უფრო სწრაფად და ხშირად იწყეს დენა.
_ხომ იცი, შენზე მეტად არავინ ეყვარება...-ჩახლეჩილი ხმით ამოიხავლა დაქალის ამბით სასოწარკვეთილმა. ამდენი წელია იცნობს, მისი ცუდად ყოფნის ამბავიც იცის და ყველაფერში უგებს.. მაგრამ ახლა? ახლა მის ტკივილს თვითონაც გრძნობდა.. სულის დამწვრობას და გულის უმოქმედობას.
_არაფერიც არ ვიცი! კარგად ეტყობა ვინც უყვარს და ვინც_ არა,-მისმა ცივმა ხმამ შეაკრთო,_წამოდი, საჩუქარი შემარჩევინე!
* * *
ესეც მორიგი ნაფაზი და ფილტვები ნიკოტინის მცირე შემცველობით დაიტუმბა ... თუმცა რა მიხარია, მოწევა კლავსო ამბობენ და არც ეს ოხერი თამბაქოს მწარმოებლები ერიდებიან ამის ხმამაღლა აფიშირებას ... ამ კოლოფზეც იმხელა ასოებით წაუწერიათ ,მინუს 10 ზომის სათვალის მფლობელიც თავისუფლად წაიკითხავს ...ამან მომკლას მხოლოდ და აღარ დავეძებ ...
ქარია დღეს ... რაღაცნაირად ზუზუნებს შორიდან და მეც მაფორიაქებს .
არადა დილას მზე იყო, ნათელი და გულღია ...
შუაღამემ ისე შემომიღო კარები ვერც ვიგრძენი ...ვზივარ და შორეულ ოცნებებს ვებრძვი ... საყვარელი და მივიწყებული მუსიკის ჰანგებით ვავსებ ოთახს და სიხარული დგას გვერდითა კუთხეში.. დგას და მიმზერს... დამაფიქრა...
გამჭოლი ხედვა აქვს,თითქოს ჩემი ყველა ფიქრი ახლა მის წინაშე გაშიშვლებულა და მორცხვი სიწითლე დაკრავთ ღაწვებზე ... მეც თამამად ვუსწორებ თვალს ... მიყურე სიხარულო... ნებას გრთავ დიდხანს მიმზირო ესე და თუ არსად არ გეჩქარება_ ამაღამ ჩემთან დარჩი... მომნატრებიხარ ...
თავს მიქნევს ... მაგრამ ვერ გავიგე ეთანხმება თუ უარყოფს ჩემ ამბიციურ შეთავაზებას ... მე ლოდინის ლოგინს გავშლი აქვე კუთხეში და თუ დარჩენას გადაწყვეტ სიხარულო ... აქ მოეწყვე... მოშინაურდი ..

***
_დღეს ვნახავ, -ჩაილაპარაკა ჩუმად,_მასზე რატომ უნდა ვიფიქრო? მე ლანა მყავს. -საკუთარი სიტყვების სიცრუეში თვითონაც კარგად იყო დარწმუნებული, უბრალოდ ასე თავს იმხნევებდა. თითქოს, მისი ნახვა არ უნდოდა.. არა და შინაგანად ბორგავდა.
კიდევ ერთი ღრმა ნაფაზი. მერამდენეა უკვე თვლაც კი აერია, თუმცა არ ამხელს.
"ერთ ლამაზ დილას, გაგაღვიძებ "ჩვენს" სამყაროში... მე, ჩვეულებრივ დაგიკოცნი სანატრელ სახეს...
მოგეფერები და ალერსით ისე დაგათრობ, გადაგავიწყებ დროს, სიზმარს და საკუთარ სახელს."
_მატათ, ბიჭო, გამო, ყველა მივიდა უკვე ლაშასთან...-მეგობრის ზარმა ფიქრი შეაწყვეტინა, მანაც პასუხ გაუცემლად გაუთიშა ტელეფონი და ნაცრისფერი მაისური გადაიცვა ტანზე. სახლი დატოვა და ლანას გაუარა. ეს გოგო იმიტომ "აირჩია" რომ თავისუფალი იყო, რაღაცით ანაბელს მოაგონებდა, მაგრამ მთლად მისნაირიც არ იყო...
პატივს სცემდა, მაგრამ სიყვარულით არ უყვარდა. იცოდა, გოგონასაც არ ჰქონდა სერიოზული გრძნობები, ამიტომ არ აპირებდა მასთან დაშორებას ჯერ... არ იცოდა რა მოხდებოდა...
* * *
სასურველი სურნელით გაიჟღინთა გარემო.. მონატრებული თვალები, აღუწერელი და კარგად დაფარული ბედნიერება... ადამიანი ბედნიერი მაშინ არის როცა, გვერდით ყავს ის ვინც სუნთქვას ურჩევნია.. ბედნიერი არ არის, მაგრამ არც უბედურია, ოცნების ნაწილი მაინც ხომ აუხდა? ესეც საკმარისია მისთვის..
გზა ახლოვდება, უმისამართო გზა... გზა სიყვარულის გადასარჩენად..
მიხვდნენ , ბედნიერებას , რომელსაც ამდენი ხანი სხვაგან ეძებდნენ, ერთმანეთში დარჩათ.
მეცამეტე თვე (9)



______________________________________
ვიცი, დიდი თავი არ არის, არც დამაკმაყოფილებელი..
დარწმუნებული ვარ, ზოგი თქვენგანი ხტუნვა-ხტუკვით წაიკითხავს, მაგრამ რა ვქნა, რომ არ დამეწერა არ შემეძლო, თან ხასიათიც მიწყობდა ხელს.
თქვენი კომენტარები, ო ღმერთო, როგორ გამახარეთ!
ამხელა მოცულობის, ასე თბილი, ასე ემოციური ჩემთვის.... ძალიან გამიხარდა და მაგ კომენტარებმა დამაწერინა ეს თავიც...
პ.ს დღეს საღამოს კიდევ დავდებ,,, რვეულში დავწერ ეხლა და რომ ვიმეცადინებ ადგილზე იქნება!!!!!!!! კიდევ ერთხელ მადლობააააა
გამახარებთ, კიდევ თუ არ დაიშურებთ თქვენს აზრს...



№1  offline წევრი ტასიკო

კარგია ძაან ,მიყვარს შები ისტორიები♥♥

 


№2  offline წევრი DaaDaa

ვიტირებ ეხლამე...სადგაწყვიტე რა
...ამაღამ,ახალი თავიროარ დადო ლიკა მოგკლავ...
მიყვარს მეე ეს ორი უტვინო,როგორ მიატოვეს ერთმანეთი

 


№3  offline წევრი Unnamed

Shemecodnen :D

 


№4  offline წევრი nukiiiiii

ნუ წერ ესე პატარას რაა:@ ცოტა გვალოდინე და დიდი დაწერე აი საღამოსთვის დიდი მინდა მეეე რაააა რო იყოს დაა კარგი როა მაგიტომ მინდა დიდი დაწეროოო აუუუუუუ რა გაძლებს საღამომდე..:Dდდდ ველოდები მოუთმენლად პატარაა იყო მაგრამ რაც მთავარიაა გრძნობები იყო და ეს ყველაზე მთავარიაა ისე არაა ბევრი ვისაც შეუძლია გაგრძნობინოს რომმ წერლის ნაშრომს კითხულობ და არაა რაღაც ბოდიალს და მე ეს მომწონს მომწონს რომ ეს შეგიძლია<3

 


№5  offline წევრი Annee

ლიკა შე ინტრიგანო აქ გაწყვეტა იქნებოდა?? 5 წელიც რა ამბავია. ანაბელი უფრო მეცოდება მატათამ რომ ვერ გაუგო და მაგის გამო დაკრა ფეხი და წავიდა. იქაც არ დაუკარგავს უქმად დრო. ვიცი რომ ანაბელი უყვარს, მაგრამ ყველაფერს ართულებს. ამ გოგოსაც და თავის თავსაც ტანჯავს. შეიძლება თავს დამცირებულად გრძნობს, მაგრამ ანაბელს ხომ უარი გადაჭრით არ უთქვამს, უბრალოდ მაშინ მართლა ბავშვი იყო ოჯახის შექმნისთვის. მატათამ კი ეს ყველაფერი ცუდად გაიგო. ისე მე თუ მკითხავ ღირსია ანაბელმა აეჭვიანოს. :დ

მგონი პერიფრაზი უფრო გამომივიდა ამ ისტორიის :დდ
ლიკა,ძალიან კარგი ხარ!! მართალია პატარა თავი იყო, მაგრამ მაინც... მომწონს შენი ნაწერები იმ თვალსაზრისით, რომ გამრავალფეროვნებული და დატვირთულია ეპითეტებითა და შედარებებით. შინაარსი ცალკე სხვა თემაა <3 საინტერესო ისტორიაა.. :* შემდეგი თავი თუ უფრო დიდი იქნება უფრო კარგი გოგო იქნები. :*:*

 


№6  offline წევრი ana-stasia

ამ ისტპრიისთბის კომენტარი დაწერა არ დამეზარრბა,ძალიან მომწონს,არ გავს სხვა ისტორიებს,მასში ტკივილიც არის და სიხარულიც,ერთად კი საოცრებაა,ამ თაცმა რაღაც მოახდინა ჩემში,ისეთი გრძნობით იყო დაწერილი შეეტყო შენი ხასიათი,დღეს თუ დადებ გამახარებ...მიყვარხარ ძალიან <3

 


№7  offline წევრი ხატული♥

აუ რა ძაან მაგარია იყოო შეუდარებელი ხარ მალე გააგრძელი რაა უმაგრესია ველოდები მოუთმენლად love

 


№8  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargia exxxxx

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent