მეცამეტე თვე (5)
როცა ადამიანი იტყვის, რომ სიტყვა არ კლავს, მას ან ყველაფერი ფეხებზე უნდა ე*იდოს, ან არასოდეს განუცდია გულის ტკივილი, რომელიც ყველანაირ გზას გიჭრის ბედნიერი ცხოვრებისაკენ. რაც არ უნდა მომხდარიყო, ამას მაინც ვერ იფიქრებდა აშკარელზე. უბრალოდ, თავს არ მისცემდა იმის დაჯერების უფლებას, რომ მატათა ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული.. ორ ცეცხლს შუა იწვოდა, ორივე აზრში დარწმიუნებული იყო. აშკარელი არასოდეს მოატყუებდა და ის არასდროს გააკეთებდა იმას, რაც ანაბელს ცოტათი მაინც ავნებდა. წამოსულიყო იმ სამყაროდან, რომელშიც აშკარელი ცხოვრობდა მისთვის აუტანელი ტკივილს ტოლ-ფასი იყო.. მაგრამ ბიჭმა საკუთარი პირით უთხრა, წასულიყო. მაშინ მისი სურვილი აღარ იყო მნიშვნელოვანი.. მთავარი აშკარელის სიტყვები რჩებოდა. წამოვიდა, უკან აღარც მოუხედავს. გაუბედავად გადადგა პირველი ნაბიჯი, რომელსაც მოყვა მეორე, მესამე.. მუხლები არ ემორჩილებოდა, სუნთქვას წესიერად ვერც კი ახერხებდა. როდესაც ყელში უჰაერობა ახსენებდა თავს, მხოლოდ მაშინ თუ ჩაისუნთქავდა იმედგაცრუებით, ტკივილით სავსე ჟანგბადს. არც იმ ჰაერის ჩასუნთქვის სურვილი კლავდა, სუნთქვაც კი ხელს უშლიდა ტირილში, მაგრამ უჟანგბადობამ თავისი ჰქნა და კიდევ ერთხელ ღრმად ამოივსო ფილტვები ჰაერით. ადრე დეპრესიაში ჩავარდნილ გოგონას რომ დაინახავდა, ტირილსა და გოდებაში ღამეებს რომ ათევდა, სასაცილოდ არ ყოფნიდა, მაგრამ შორიდან ყველაფერი ადვილი ჩანს! ახლა თვითონ სერიოზულად ფიქრობდა, სასთუმალთან ბალიშის ნაცვლად ქვაბი დაედგა, თორემ ბუმბულების ნაკრები დამპალ ნაჭერს დაამსგავსა. იცოდა, რომ არ უნდა ეტირა, მაგრამ საქმე ასე ადვილად არ იყო.. გული არ აძლევდა მშვიდად ყოფნის უფლებას, არც უნდოდა დამშვიდებულიყო, მთელი გულით სურდა ცრემლებისთვის გაეტნია ეს მძაფრი ტკივილი წესიერად არსებობის საშუალებას რომ არ აძლევდა. _ როდემდე უნდა იყო ასე, შვილო? -ერთი და იგივე ტექსტით, უკვე მერამდენე დღეა ჩაბნელებულ ოთახში შემოდის ეკა და შვილს ექოთქოთება. _ დედა, რატომ არ გესმის რომ მარტო მინდა ყოფნა? -ტირილით ამოთქვა ანაბელმა და თავი ბალიშში ჩარგო. _ გამოდი ქალო, აცადე ბავშვს გულის მოოხება! რას შეიკალი ხელში? -გამოესარჩლა შვილს ჯემალი და ცოლი ჯიკავით გააგდო ოთახიდან, ერთხელ დანანებით გადახედა შვილს და ოთახის კარი გაიკეტა. • მატათა • მართალია, ნარკოტიკების გამოყენება არ დაუწყია, თუმცა გარეგნულად ნამდვილად ჰგავს ნარკომომხმარებელს. სულ ჩამოხმა, გახდა. სიგარეტზე დამოკიდებული, თვალებში ძლივს იხედებოდა. სულ გადაელიბრა გუგები, წესიერად გაღიმებაზეც კი არ უფიქრია ორი დღეა. გულში ჯიუტად იმეორებდა, რომ გოგონასთვის იყო ასე კარგი. არა და თვითონაც გადასარევად იცოდა, რა ცუდად იყო გოგონა მის გარეშე.. აშკარელი? ადამიანს კი არა, მძორს დაემსგავსა. სკოლაში სიარულს შეეშვა და ცდილობდა, თავი მაქსიმალურად დაესაჯა ბელის დატანჯვისათვის. ძმაკაცებთანაც მოუკლო კონტაქტს, მათთან ერთად თითქმის არ დადიოდა, რის გამოც ხშირად უწევდა საყვედურების მოსმენა. _ ბარში მაინც წამოდი, შე**მა! -ერთ საღამოს თავზე დაადგა შანიძე და სიგარეტის პაკეტები სულ გადაუყარა, _მოსაკლავი ხარ! _ გილიოტინაზე შემსვით, ან ცოცხლად მომხარშეთ, როგორც გაგიხარდებათ! -უემოციოდ მიუგდო ორიოდ სიტყვა ძმაკაცს და ახალი ღერი ამოღო ჯიბიდან. _ როდემდე უნდა იტანჯო ასე?! ან ის გოგო არ გეცოდება, ან შენი თავი? -როგორც იქნა ამოღერღა რასაც ფიქრობდა გამწარებული ძმაკაცზე და ფეხზე წამოდგა, _ან უნდა აგრძნობინო, რომ გიყვარს, ან არა და დაანახე რომ ვითომ დაივიწყე და ჯიქურ, ისიც აღარ ჩაიტოვებს ტკივილს გულში! _ რატო, ტო? რატომ არის სირცხვილი კლასელის შეყვარება? იმიტომ, რომ 12 წელი მასთან ერთად გავატარე? რატომ? ვიმმემ ამიხსნას და ვფიცავარ, ანაბელის სუნთქვას ვფიცავარ თუ არ შევეშვა! _ კარგი რა! ხომ იცი როგორი ხალხია არა? მაგ ჯგროს რა სიტყვა მოეთხოვება? ცხოვრებას გინგრევენ ვერ ხედავ? გამოფხიზლდი! _ მართლა ვამბობ, -ღრმად ამოიქშინა, იმდენად უჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმა, წამით ინატრა დამუნჯებულიყო. _ცუდად იქნება! ძალიან ცუდად იქნება ჯერ მარტო ჩემ გამო.. ვიცი, ეს ოთხი თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უკეთ გამეცნო, ვერ გადაიტანს! _ მაშინ აგრძნობინე, რომ შენგან "ვითომ" თავისუფალია. •••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••• გამოცდები ახლოვდებოდა. აღარავის ეცალა საჭორაოდ. მართალია, წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ ზოგი მაინც განიხილავდა მათ. ამდენი ნერვიულობა, ამდენი ცრემლის ღვრა უშედეგო არ აღმოჩნდა ანაბელისთვის და წარმატებით დახურა 12 კლასი. ბანკეტის დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. ამ არაჩვეულებრივ, სადღესასწაულო დღეს როდესაც ცხოვრების ორი ნაწილი ერთმანეთს მიჯნავს, აუცილებელია ბედნიერი იყო. არ იცის, ეს რამდენად გამოუვა ანაბელს, მიუხედავად ცრემლითა და ნაღველით გადაგორებული სამი კვირისა, მაინც უნდა ბედნიერად იგრძნოს თავი.. გადაწყვიტა, გულიდან სამუდამოდ ამოიგდოს აშკარელი, მაგრამ უკვე გონებაც ბიჭის მხარეს იკავებს. არ შეუძლია, როგორც კი ბიჭთან გატარებულ წუთებს წარმოიდგენს, ჰგონია, მის გარეშე რომ ამოისუნთქოს ძალაგამოცლილი მიესვენება მიწას. მაინც, რაც არ უნდა იყოს, მაინც მისტირის ბედნიერ დღეებს. არ შეუძლია, ვერ ბედავს ნაყინის ინციდენტის დავიწყებას, ვერც იმას მისცემს წარსულის მოგონების ტიტულს, როცა წვიმაში უგზო-უკვლოდ აბოდიალა გოგონა და ბოლოს ძაღლი გამოეკიდათ. სამშვიდობოს გასულებმა რამდენი იცინეს! გული ამოეწურა. მწარედ მოუჭირა ყელში რაღაც მახრჩობელა ძალამ! სუნთქვა კვლავ შეუტოკდა, სული ასტკივდა. ყოველი ამოსუნთქვა უდიდეს ტკივილს და ზიანს აყენებს. არ შეუძლია, უბრალოდ არ შეუძლია გაძლოს. ახლაც მთელი გულითა და სულით უნდა მაგრად ჩაებღაუჭოს მის სხეულს.. არ ანაღვლებს თავმოყვარეობა, არც ის, ორი წუთის წინ მისი დავიწყება რომ უნდოდა, სწრაფად აიღო ტელეფონი და ნომერზე, რომელსაც 21 დღეა წამდაუწუმ დაჰყურებს, ზარი გაუშვა. * * * ტკივილი. სულის წვა. მეტი არაფერი განუცდია მის შინაგან სამყაროს. ესიკვდილებოდა სხვა გოგოსთან ერთად გავლა, სხვვასთან ურთიერთობის დაჭერა, როცა იმავე ქალაქში ანაბელი ცხოვრობდა. აზრი მეგობარმა მიაწოდა, გაეჩინა შეყვარებული და ამით ანაბელისთვის ეჩვენებინა რომ მათ შორის ყველაფერი დაამთავრა. იმ გოგოს გასაცნობად რომ მიდიოდა, ფეხები უკან რჩებოდა. _არა, არა, -სწრაფად შეჩერდა გზაში და თავი გადააქნია, _ არ შემიძლია, ამას ვერ ვიზამ! მაპატიე, ძმაო, მაგრამ.. ანაბელის გარდა სხვა არავინ მინდა! მიდი პაპუნას გააცანი ეგ გოგო, ისედაც მოსწონდა.. მე არ შემიძლია! ვიცი, ჩემი ეს საქციელი უფრო ატკენს, ვერ გადავიტან, მის ტკივილს ვერ გადავიტან! -საფეთქლებზე მაგრად მიეჭირა ხელისგულები და თვალები დაეხუჭა. თავს აქეთ-იქით მონოტონურად აქნევდა და ბორგავდა. ასეთი, დაიფიცებს, მისი მეგობარი არასოდეს ენახა. თვალები რომ გაახილა, სულ გაშრა და თავი დამნაშავედ იგრძნო. თვითონაც მიხვდა, რომ ამ ორ ადამიანს შორის რაღაც უხილავი ისრები იყო გაბმული, რომელიც ერთმანეთის ტკივილს ატყობინებდა ურთიერთს. თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია და მხარზე ხელი დაჰკრა, თანადგომის ნიშნად. _ დაიბრუნებ? _ არა. -მტკიცედ ჩაილპარაკა, _ვერ დავიბრუნებ! ხალხი ისევ ალაპარაკდება, თან მე ხომ სიმართლე ვიცი.. ჩემ გამო დედამისს ვერ დავაშორებ. _რამდენს უძლებ!- ღრმად ამოიხვნეშა და თვალებით, კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში ძმაკაცს. _ სახლში წავალ. -პასუხის გაცემის ძალა ძლივს მოიკრიბა. იმდენად იყო ემოციებისგან დაცლილი უკვე აღარაფრის თავი არ ჰქონდა. ••••••••••••••••••••••••••••••• მარტო მიაბიჯებდა იმ ქუჩაზე, წვიმამ რომ მოუსწრო ერთად მყოფებს. დრო მაქსიმალურად ცდილობდა არ გაეშვა და გვერდით ჰყოლოდა, იმდენად სიამოვნებდა წვიმაში მოკისკისეს რომ უყურებდა თავში ყველა შარიკი გადაუტრიალდა და ერთხელ ისიც კი იფიქრა, ხომ არ მოვიტაცოო, მაგრამ სწრაფად გაფანტა ფიქრები. ოღონდ ახლა გვერდით ყოლოდა, სულ ორი წამით მაინც შეძლებოდა მისი სურნელის ჩასუნთქვა. უარს იტყოდა ცხოვრების ნახევარზე, თუ ღმერთი მისი ხილვის ბედნიერებას არგუნებდა. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოიყვანა. "ბელ" ეწერა ეკრანზე, რომელსაც ამავე პიროვნების ფოტო ამშვენებდა. გულში უსიამოვნოდ გაჰკინწლა, როცა გაიფიქრა, რომ რამე ცუდი დაემართა. ლურჯი თვალები სულ ჩაუსისხლიანდა და სწრაფად უპასუხა ყურმილს. _ალო, -ამოიხრიალა ჩახლეწილი ხმით, მონატრების ბგერები რომ გაისმა მასში. _მათე, მოდი.. გეხვეწები, მოდი. -ნაცნობი ადამიანის ღრიალი გაიგონა თუ არა ყურმილში მაშინვე გამოეთიშა სამყაროს. თურმე როგორ მონატრებია მისი დაძახებული "მათე" რომლის თქმის უფლებას მხოლოდ მას აძლევდა. ანაბელის ტკივილმა მასშიც იჩინა თავი. იმის ძალაც კი არ შესწევდა, ეკითხა რა ჭირდა. თუმცა ამას რაღა კითხვა უნდოდა, თვითონაც არაჩვეულებრივად იცოდა რა დღეში იყო გოგონა, _გეხვეწები მოდი, მეტი აღარ შემიძლია! არ შემიძლია! არ მინდა.. მოდი.. გემუდარები მოდი, თუ გიყვარვარ მოდი.. გეხვეწები.. -ხვეწნა_მუდარას არ წყვეტდა კალანდაძე და ამით უფრო უკლავდა გულს აშკარელს. სული აუღრიალდა და მიხვდა, უფრო სწორად, დარწმუნდა, რომ უკვე გული სერიოზულად ცუდად ჰქონდა. პასუხი არც კი გაუცია ისე გაუთიშა ტელეფონი და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მისი სახლისკენ. მერე ფეხს მოუჩქარა და ხუთ წუთში უჯვე თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. •ანაბელი• მისაღებში მისვენებული, თვალებ ჩაშავებული ერთ წერტილს უაზრო გამომეტყველებით შეჰყურებდა და არც კი ტოკდებოდა. გეგონებოდათ, თვალებ გახელილს ეძინაო. ზარის ხმა გაიგო თუ არა, გაიფიქრა მამა დაბრუნდაო, რადგან დედა მორიგე იყო და ფრუტუნით წაყიალდა კოლიდორისკენ. აშკარელის გამოჩენას არ ელოდა, რადგან როცა ტელეფონზე დაურეკა გაუთიშა. კარი გააღო თუ არა მაშინვე აუწვა ნაცნობმა სურნელმა ცხვირი და გააზრებაც კი ვერ მოასწრო ისე ჩაიკრა ძლიერმა სხეულმა გულში. თვალებ მილულული ვერაფერს იაზრებდა წესიერად. უბრალოდ იცოდა, რომ რაღაც ნაწილი შეევსო. თვალიდან ის ცრემლი გადმოუვარდა, რომლის გამოჩენასაც ამდენი ხანი ელოდებოდა. ბოლო ხმაზე აღრიალდა და მხრებზე მაგრად შემოხვია ხელები. _ არ შემიძლია, გეფიცები, არ შემიძლია! არ წახვიდე! ვერ გადავიტან. ცუდად ვარ, გესმის? არ შემ..- სიტყვის დამთავრებაც კი ვერ მოასწრო ისე დაუბინდდა გონებდა და მიესვენა საყვარელი ადამიანის მკლავებს. წამის მეასედში გაიგონა მისი სახელი ჩურჩულით, მერე კი მთლიანად დაიკარგა შავ ბურუსში. •••••••••••••••••• თვალები მის ოთახში გაახილა. გაარჩია, როგორ ადგა ორი დიდი სილუეტი თავზე.. ზლაზვნით მოავლო არე-მარეს თვალი და მთლიანად გამოფხიზლდა. _მამას სიცოცხლე, კარგად ხარ? -სწრაფად მოახდინა შვილის გამოფხიზლებაზე რეაგირება ჯემალმა. _ საშინლად, -გულწრფელად უპასუხა გოგონამ და აშკარელს თვალი განგებ აარიდა. _ თქვენ სალაპარაკო გაქვთ, -ოთახი უჩუმრად დატოვა უფროსმა კალანდაძემ და კარები გაიხურა. ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. სიჩუმემ, რომელიც ყველაფერს ნათელს ჰფენდა. ხმის ამოღებას არც ერთი აპირებდა, ბოლოს აშკარელს წასძლია სულმა და ყველაზე სულელური კითხვა დასვა. _ ნაწყენი ხარ? _ ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე წადი და არ უნდა ვიყო ნაწყენი? _ ნეტავ შემეძლოს ყველაფრის ახსნა, ბელს.. -ნაღვლიანად ამოილაპარაკა და თვალები დახარა. _ ჩამეხუტე! -თხოვნა შეემატა გოგონას ხმას და ულამაზესი თვალები ცრემლით აევსო. _ ჩშშ.. -სწრაფად მიუწვა ბიჭი გვერდით და გოგონას სუსტი სხეული გულში ჩაიკრა. ცხვირი თმაში ახლართა და თვალები დახუჭა. _მომენატრე. _ მეც ძალიან! ყველაზე მეტად მაშინ გინატრე, შენი დავიწყება რომ ჩამძახა ეშმაკმა სულში.. მე მაგ დროსაც მომენატრე.. და საერთოდ ყოველ წამს მენატრები როცა ჩემ გვერდით არ ხარ! როცა ხარ და არ მეხუტები, მაშინაც მენატრები..-ნახევრად ბურანში წასული ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რას ამბობდა. ბიჭმაც გოგონა ჩაძინებული რომ დაიგულა ღრმად ამოიხვნეშა. კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე და მისი ოთახი დატოვა. მისაღებში ჯემალი დაინახა და ბრაზბმორეულმა მაშინვე მოაცილა მზერა, პირდაპირ გასასვლელისკენ აიღო გეზი. _მოიცადე, შვილო! კაცის მოჩვენებითმა თბილმა ტონმა ჭკუიდან გადაიყვანა. _ჰმ, შვილო?- ვეღარ მოითმინა და ბრაზისგან წამოწითლებული გაოგნებული კაცისკენ მიბრუნდა. _ შვილოს ეძახი ადამიანს, რომელსაც შენ და შენმა ცოლმა ნარკომნობა შეაწერეთ და ამით შვილს დააშორეთ? რა დონის თვალთმაქცი ბრძანდებით? ანაბელი მაინც არ შეგეცოდათ? ამ ტკივილისთვის როგორ გაიმეტეთ? მაშინ როდესაც თქვენი მხარდაჭერა უნდა გვეგრძნო, თქვენც იმ ხალხს შეუერთდით კლასელების სიყვარული სირცხვილი რომ ჰგონიათ! _რას ამბობ, შვილო? -გაკვირვებისგან ენას ვერ აბრუნებდა პირში ჯემალი. _ რა ნარკოტიკები? მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ხმები დაირხა შენზე.. მოიცა, მოიცა,-სწრაფად წამოიყვირა და თავზე ხელები მიიჭდო, _ეს რა გააკეთა! ეს რა გააკეთა! -ბუტბუტებდა და თან მისი ცოლის ტელეფონის ნომერს ეძებდა. როგორც კი იპოვა მაშინვე გაუშვა ზარი და აკანკალებულმა მიიდო ყურზე ტელეფონი. _რა გააკეთე ქალო?- დაუყვირა როგორც კი უპასუხეს, _შენ რა ადამიანი ხარ! ეს რა ჩაიდინე?? -ყვირილს არ ეშვებოდა ჯემალი. მატათა გაკვირვებული უყურებდა ამ სანახაობას და მიხვდა რომ ჯემალმა მართლა არ იცოდა მისი ცოლის "საქმიანობის" შესახებ. @@@@@@@ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ ვინც კითხულობს! ბოდიში დაგვიანებისათვის ეს თავიც გადარბენაზე დავწერე. თავი მტკივა ამდენი უძილობისაგან. ძალიან გთხოვთ ყველას, რაღაც რაღაც მომენტებს ნუ გამომიტოვებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი აზრი! იმდენს ვწვალობ ამის წერაზე და თუ ზედმეტებში გადავედი მითხარით. შენიშვნები მომეცით. იქნებ ზედმეტად პედანტური ვარ გრძნობების გამოხატვაში და დიდ ყურადღებას ვანიჭებ მათ. თუ გღლით ამდენი გრძნობები მითხარიით. ბოდიში შეცდომებისათვის!! გაკვეთილიდან დავდე ეს თავიც დღეს 6 საათამდე ვერ მივსიკვდილდები სახლში იმდენი საქმეა -_- ველიი შეფასებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.