შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეცამეტე თვე (11)


5-05-2015, 15:07
ავტორი MyLove
ნანახია 3 663

მეთერთმეტე თავი
ხუთი წელი გავიდა. ხუთი წელი იყო რუსეთში მამამისთან ერთად, სრულიად უბედური. პატარა დრო არ არის ამდენი წელი მარტოობაში ცხოვრება და თავის ისე მოჩვენება, თითქოს ბედნიერი იყო.
რა ძნელია, იყო ამხელა ქვეყანაში, ამდენი ადამიანი გეხვეოდეს გარს, ამდენს უყვარდე და მაინც სიმარტოვის ჯურღმულში იყო გამომწყვდეული.
მზე არც ისე ხშირად ანათებდა მოსკოვში, მოგეხსენებათ, თბილი ამინდებიც იშვიათადაა. თითქოს ამინდიც კი უწყობდა ხელს მოწყენაში.
ორმაგად გვიცავს ტკივილი, როცა ხვდები შენს შეცდომას და მის შედეგებს. ადამიანი, რომელიც ადრე სიცოცხლეს გერჩია და ახლა შენს გამო ტორის, სულიერად გიღებს ბოლოს და ვერ ხვდები, როგორ გაექცე მწარე რეალობას. ვიცვლებით,ყველას ტკივილი და შეცდომები გვცვლის. მით უფრო ის, რაც ჩვენ სრულყოფილს გვხდიდა, ახლა გვაკლია, ბოლოს გვიღებს და ყველაფერი ამაოების ბაზარზე იყიდება, გარდა სიყვარულისა. მიუხედავად ყველაფრისა, ის ცხოვრებაში მიმართულებას ხომ მაინც გვაძლევს.
ნარკოტიკები მისთვის, როგორც სულიერი, ისე ხორციელი ხსნა იყო. ის ეხმარებოდა დაევიწყებინა მისი ყოფა განუყოფელი და უბედურებით გაჟღენთილს წამიერი ბედნიერება ეგრძნო.
ლანაც რუსეთში გაიცნო. ერთ-ერთმა რუსმა მეგობარმა, საშამ წვეულებაზე შეახვედრა ისინი. თავიდან დიდი ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ მამამისის სიტყვებმა „მაგ გოგოსთან მაინც სცადე ბედი“ აზრებს მიმართულება შეუცვალა. გოგონასგან სითბოს ნამდვილად გრძნობდა, თუმცა სიყვარულს _ არა. ერთადერთი, ვინც მასში სიყვარულის დაუზოგავ ინსტიქტს აღძრავდა, ეს იყო ანაბელი.
ნეტავ ყველაფერი ისეთი ადვილი იყოს, როგორც ჩანს.. როგორც ვხედავთ. კარგად იცოდა, რომ გოგონას ვერ გაუგო იმ დღეს, როცა მოიტაცა. მიუხედავად ყველაფრისა, არასოდეს უფიქრია, რომ კალანდაძეს არ უყვარდა. ვერ გაუგო, დაკრა ფეხი და წავიდა. შეცდომას შეცდომა დაუმატა და ბოლო მოუღო ყველანაირ შესაძლებლობას, ანაბელი მისი მომავალი რომ გაეხადა.
მერე, ვეღარც ნარკოტიკებდი უშუშებდა უკიდეგანო ტკივილს და საქართველოში დაბურნება გადაწყვიტა. ბოლოს და ბოლოს იმ ჰაერით მაინც ისუნთქებდა, რომლითაც _ ანაბელი.
***
ერჩივნა მომკვდარიყო, დაბრმავებულიყო, ოღონდ აშკარელი და ლანა ერთად არ დაენახა.
იცით რას ნიშნავს, როცა ადამიანს, რომელიც ცხოვრებას გირჩევნია, სხვის გვერდით ხედავ? თითქოს, ის ნაწილიც მოგისპეს, რაც დაბადებიდან შენ გეკუთვნოდა, შენში იყო, საარსებოდ თუ არა, სანუგეშოდ მაინც.
თურმე უდიდესი ტკივილიც კი საუკეთესო რჩევა ყოფილა, გადაუწყვეტელი აზრის სისრულეში მოყვანისათვის. გულს თუ არა, გონებას მაინც უნდოდა თავისუფლებისა და „ბედნიერების“ განცდა. ტკივილის დატევა იმდენად შეუძლებელია, რომ გვსურს ჩვენში ტყუილმა ბედნიერებამ დაიბუდოს. აი, რა ვართ ადამიანები!
_მათე, ნახე, ანაბელი და მისი შეყვარებული, მოდი მასთან ერთად დავსხდეთ, -მკკლავზე დაქაჩა ლანამ და კალანდაძის მაგიდისაკენ წაიყვანა.
სუნთქვაგაყინულს, არანაირი სურვილი არ ჰქონდა რომელიმე ენახა. იმდენად მოუკლა გული ლანას „მათე“-მ, რომ ეგოისტური ჟინის მაგივრად, მათი მოკვლის დაუოკებელი სურვილი აუბუყბუყდა გულში.
_რამდენჯერ გთხოვე, ეგ არ დამიძახო-მეთქი?- გაბრაზებული ხმით ჩაილაპარაკა და ლანას ხელი მოიცილა, ეს უკანასკნელი კი გაშეშებული დაოვა, _აქ ჩვენი ადგილი არ არის, ხომ ხედავ, მარტონი არიან.-ამოილაპარაკა ისე, რომ ანაბელისთვის თვალი არ მოუცილებია.
_რატომაც, არა?-ალაპარაკდა ნიკა სერიოზული ხმით, _ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. არა, ანაბელ?
_ რა თქმა უნდა, -ძლივს დაიჩურჩულა კალანდაძემ და ნიკას ხელი მკლავზე მოუჭირა, ეს ბოღმა, რომელიც გულში აუბუყბუყდა, რამეზე რომ გადაეტანა, თორემ უკვე სულს გააფრთხობდა.
_როგორ ხართ?-იკითხა ღიმილით ლანამ, როდესაც სკამზე დაჯდა გოგონას პირდაპირ და ორივეს სათითაოდ მოავლო თვალი.
_კარგად. თქვენ ერთმანეთს არ იცნობთ, მგონი. -უკვე აღარ აპირებდა მისი ტკივილის გამომჟღავნებას და აშკარელისათვის იმის დამტკიცებას, რომ ისევ უყვარდა.
_არა, არ ვიცნობთ,-ამჯერად მატათამ ჩაილაპარაკა ისე, რომ ყველას გაეგონა მისი კარგად დაფარული სიბრაზე.
_კარგით,-ფეხზე წამოდგა ანაბელი და დრამატიზებულად წარუდგინა „წყვილს“ კაცი, _ეს არის ნიკა, ჩემი მეგობარი.. ან უფრო მეტიც, -დაამატა ბოლოს და კაცს მეტად თვალები რომ არ დაექაჩა სახელოზე ხელი ჩაავლო. ანიშნა თამაშში აყოლოდა.
_უფრო მეტი? რა მაგარია! წინასწარ გილოცავთ,-ენერგიულ გამოსვლებს არ ეშვებოდა ლანა და ცეცხლს უფრო აღვივებდა.
_როგორ გაიცანით ერთმანეთი?- თვალებმოჭუტულმა ჰკითხა აშკარელმა და წყლის ჭიქას ისე მაგრად მოუჭირა ხელი, რომ სახსრები გაუთეთრდა.
_უნივერსიტეტში მიდიოდა ანაბელი, -სწრაფად მოუხმო ფანტაზიას ნიკამ და ტუჩის კუთხე ჩატეხა, _ფეხი გადაუტრიალდა.. მე უკან მივყვებოდი და დაკოჭლებულს დავეხმარე. მერე სასწავებელში ვაკითხავდი ხოლმე და.. თქვენ?
_ჩვენ რუსეთში, წვეულებაზე. -პირის გაღებაც კი არ აცადა ლანამ მატათას ისე გასცა პასუხი, მათი „პირველი შეხვედრით“ აღფრთოვანებულმა.
_უხდებით ერთმანეთს! -ისევ ახალი თემა წამოჭრა აშკარელმა.
_მადლობ, თქვენც.-ოფიცილაური და მოკლე პასუხი გასცა ანაბელმა.
თავბრუ ეხვეოდა, ირგვლივ მის გარშემო ყველაფერი ტრიალებდა. ეს ყველაფერი თანდათან უფრო გაძლიერდა. თვალები ოდნავ მილულა და ნიკას მაისურის სახელოზე დაეჯაჯგურა. გულის რევის შეგრძნებამ იმატა. ჩაშავდა ყველაფერი და ბოლოს იგრძნო საყვარელი სურნელი,საყვარელი სხეული, რომელიც არ შეხებია რამდენი ხანია, და ახლა როცა მისი სხეული ანაბელისას შეეხო, გონწასულმაც კი იგრძნო სითბო და უსასრულო სიყვარული.
***
ცხოვრებაში არის რაღაცები, რაზეც შეიძლება თვალი დახუჭო, საშუალოს დასჯერდე, მაგრამ სიყვარული მათ შორის არ არის.თუმცა არსებობს რაღაც, რაც ჩვეულებრივი, უბრალო და არაფრით გამორჩეული არ უნდა იყოს. ეს სიყვარულია. გრძნობა, რომელიც ბავშვობიდან სიცოცხლის მამოძრავებელ ძალად მიმაჩნია და შემდეგ უკვე დიდობაში წიგნებმა, ფილმებმა, ცნობილი ადამიანების განსაკუთრებულმა სიყვარულის ისტორიებმა ეს აღქმა კიდევ უფრო გამიმყარა.
ვფიქრობ, რომ გვერდით არ უნდა გვყავდეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ადგეს, წავიდეს და უკან აღარ დაბრუნდეს.
გვერდით უნდა გვყავდეს ადამიანი, რომელიც აცნობიერებს თუ როგორი ბედნიერია, რომ შეუძლია ხელი ჩაგვკიდოს და გულში ჩაგვიკრას.
ადამიანი, რომელიც ყოველდღე არ გვახსენებს ან გვაჩვენებს თუ რამდენს ვნიშნავთ მათთვის.
ყველა ქალი იმსახურებს:
ადამიანს, რომელსაც იგი ენატრება იმ მომენტიდანვე, როგორც კი ერთად აღარ არიან.
ადამიანს, რომელსაც შეიძლება ზღაპრების არ სჯერა, მაგრამ მაინც პრინცესასავით გექცევა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისთვის პრინცესა ხარ.
ადამიანს, რომელიც თავის გულწრფელ ფიქრებს და გულის ნადებს გიზიარებს, რადგან მომავალში ცხოვრების გაზიარებასაც აპირებს.
ადამიანს, რომელმაც იცის როგორ გაპატიოს და იყოს ბედნიერი, მართალის ნაცვლად .

კოლიდორში ისხდნენ სამივენი. ლანა მოუსვენრად დადიოდა აქეთ-იქეთ. ნიკა კედელს მიყუდებოდა, მატათა კი კუთხეში ჩაცუცქულიყო საწყლად და თავი მუხლებში ჩაერგო. ერთიანად კანკალებდა.
„თუ გინდა რომ იყო ბედნიერი, უნდა მოიპოვო.. ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლებ, გაუჩინარდები.. არასოდეს არ დაკარგო იმედი, გჯეროდეს სამართლიანობის, რადგან მთავარი რწმენაა.. არ შეგაშინოს ცხოვრების ეკლებმა, იმიტომ რომ მათში ხშირად ვარდები იმალება.. კარგი და ცუდი კი ყოველთვის იარსებებს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის.. ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, მოსპობით კი არც ერთი არ მოისპობა, რადგან ცხოვრებისთვის ორივე თანაბრადაა საჭირო. ერთი მოერის საზომია.. ბოროტება რომ არსებობს ამიტომ ვაფასებთ სიკეთეს.. ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა.. აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა. ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო.. სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი.. მთავარია, არასოდეს დანებდე, იბრძოლე ბედნიერებისთვის, იცხოვრე მართალი ცხოვრებით და იყავი სხვებისთვის მაგალითი.. არა მარტო სიტყვით, არამედ შენი ცხოვრების წესითაც. “გახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ სიტყვა, მაგრამ არ გააჩნია საქმე, ხის მსგავსია, რომელსაც ფოთლები აქვს, მაგრამ ნაყოფი – არა..” ამიტომ, “ნუ იქნები გზაზე დამდგარი სვეტი, რომელიც მხოლოდ გზას მიუთითებს, მაგრამ თავად ადგილიდან არ იძვრის.. არამედ იყავი წანამძღოლი, რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის..” იარე უკეთესი მომავლისკენ, არასოდეს შეჩერდე, იბრძოლე ბედნიერებისთვის..“
კოლიდორის ბოლოდან ექიმი გამოჩნდა. სამივე ფეხზე წამოდგა. გაბრუებული ვერაფრის გააზრებას ახერხებდა, თეთრხალათიანის სიტყვებიც, უბრალოდ ესმოდა.
_ძლიერი სტრესის ბრალია, რამდენიმე დღე ჩვენთან დარჩება.- ლაკონურად საუბრობდა ექიმი და იღლიაში ამოჩრილ ფურცლებს თავს უყრიდა.
_შეიძლება ვნახო?-ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა და ცრემლით სავსე თვალები მიანათა ექიმს.
****
თეთრ გადასაფარებელში გახვეულ სხეულს ნელ-ნელა მიუახლოვდა. თითქოს და ეშინოდა, ოღონდ რისი თვითონაც არ იცოდა.
_“ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს...“-ლუღლუღით გაიმეროა სადღაც წაკითხული რამდენიმე სიტყვა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მუშტით მოიწმინდა, _ასე მგონია ასეთი სიყვარული არავის შეუძლია...დავიძინებ-მიყვარხარ!გავიღვიძებ-მიყვარხარ! ჩემთან ხარ-მიყვარხარ! და თუ შორსა ხარ, მაშინ ყველაზე მეტად მიყვარხარ! მე სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული მიბოძა ღმერთმა. შენგან მივდივარ-მენატრები...თვალს მოგაშორებ-მენატრები...როცა გიყურებ, მაშინ ყველაზე მეტად მენატრები...მონატრებაზე უფრო დიდმა მონატრებამ შენად მაქცია. ჩემი სიყვარული დედამიწაზე დაიბადა და გაიზარდა. როცა ახალ დაბადებულ ბავშვს ვეფერები-შენ გეფერები! როდესაც შინ თითის წვერებზე დავდივარ, მაშინ შორეულ ბინაში შენს ძილს ვუფრთხილდები.მადლობაზე უფრო დიდი მადლობაა ჩემთვის შენი არსებობა. რომ ხარ ესაა მთავარი. მე დაგელოდები, სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები...არა, არა სიცოცხლის იქითაც თუკი შეიძლება ლოდინი, მე იქითაც დაგელოდები. ჰო, ასე მგონია ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს...მე ხომ ასეთი სიყვარული არ შემიძლია...
____________________________________
ბოდიში პატარა თავისთვის. მეტის წერას ვერ ვახერხებ, ახლაც თავზე მადგას ნახევარი ოჯახი. -_- "რას ვუწკლაპუნებ" კლავიატურაზე, აინტერესებთ!
თქვენ კომენტარებზე სიტყვები არ მყოფნის, უბრალოდ... არ ვიცი რა ვთქვა! მახარებთ ძალიან...
აბა ეს როგორ მოგეწონათ? ჩანახატები აქაც მოვიშველიე... ^_^
იმედია, მოგეწონებათ!!!!!
კიდე არ ვიტყოდი კომენტარებზე უარს am
ლავ იუ!
ვეცდები, შემდეგი თავი დიდი იყოს.
პ.ს მოვლენებს მეტად ვერ დავაჩქარებ!



№1  offline წევრი ხატული♥

აი შეუდარებელი და საუკეთესო ხა ძაან მაგრა წერ და ვგიჟრები ამ მოთხრობაზეც love ემოციებით ვარ სავსე love შეეცადე მალე გააგრძელო wink

 


№2  offline წევრი lamazmani

აუ ძაან მაგარი თავი იყო მარა ეს ლანა ნერვებს მიშლის ძაან კაი თავი იყო ეცადე მალე დადო

 


№3  offline მოდერი D-roni

მე ვარ პირ დაღებული და გაოცებული ... ვკითხულობ და ვერ ვხვდები ასეთი როგორ ხარ ...
ასეთი ასაკის და ეგეთი ჩამოყალიბებული ? ჩემთვის ეს საოცარია ... ზოგჯერ მგონია რომ შენ მაგივრად ვიღაც დიდი ჩამოყალიბებული ქალი წერს ... რომელსაც ცხოვრებაში ყველაფერი გამოცდილი აქვს ცუდიც და კარგიც ... ისეთი გრძნობით წერ კითხა მიჩნდება შეყვარებული ხარ ? ... არ ვიცი რა გითხრა უნაკლო ხარ შენ ხარ საოცრებათა შორის ერთ-ერთი დიდი საოცრება ... მაგრამ მინდა ერთი რამე გირჩიო დიალოგები გაზარდე თორემ მე მოვკვდი და გავიყოლე ყველა wink ძალიან მაგარი გოგო ხარ ნაკლს ძალიანაც რომ მინდოდეს ვერ მოგიძებნი ... საოცრება ხარ საოცრება დაიმახსოვრე !!! love love love

 


№4  offline წევრი DaaDaa

ლიკა ჩეემი ლიკუნია :დ
საცრება ხარ შენ ჩემი.
ჩემი აღმოჩენა ხარ.
მიყვარხარ მე შენ

 


№5  offline წევრი Annee

ლიკა მაგიჟებ! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! ბოლოს კიდე მართლა შოკი იყო!! ძალიან ნიჭიერი ხარ! შენ თუ ასე გააგრძელებ, სერიოზული მწერალი გამოვა შენგან.

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Rakargi iyooo toook

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent