შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეცამეტე თვე (10)


4-05-2015, 21:47
ავტორი MyLove
ნანახია 3 356

მეათე თავი.
ყველას მიესალმა ოთახში შემოსული აშკარელი და სათითაოდ, დიდი ზარ-ზეიმით გააცნო თითოეულს ლანა. გოგონაც ღიმილით პასუხობდა ყველას მისალმებას და თვალებით სწავლობა მათ.
ანაბელი დასჯილი ბავშვივით იჯდა სავარძლის კუთხეში და ტელეფონს დიდი "ინტერესით" ჩასცქეროდა, სინამდვილეში ყურები და გონება მათკენ ჰქონდა გადატანილი.
ლანას შემხედვარეს გული უცნაური გრძნობით ევსებოდა. ეგონა აშკარელი ისეთ გოგოს მოიყვანდა მოკლე კაბაში რომ იყო გამოტმასნილი და წითელი პომადა ტუჩების საზღვრებს ცდებოდა , ამაში კი ძალიან შეცდა. ლანა მათნაირებთან შედარებით ნამდვილი ანგელოზი იყო.
გული წყდებოდა, ეს ხუთი წელი აშკარელს რომ მისტიროდა და გული მისკენ გაურბოდა. მატათამ ვერ გაუგო, მატათა წავიდა, მატათამ მიატოვა და მატათამ არ დაკარგა დრო რუსეთში გართობის გარეშე. იყო განა რამეში კალანდაძე დამნაშავე? გულის ტკივილი... ყველაზე საშინელი გრძნობა, რომელიც იმედგაცრუებას, უიმედობასა და სასოწარკვეთილებას "ენ" რაოდენობით იტევს. არ გვზოგავს ტკივილის მოყენებისგან, არ იდნობს ჩვენს ადამიანურ გრძნობებს, რომლებიც ბოლოს გვიღებს.
როგორ შეუძლიათ ადამიანებს, ერთი ხელის მოსმით გაანადგურონ ყველაფერი? ჩახუტებები, სიტყვები, პირობები და მაინც იგივე ხმა ჰქონდეთ? როგორ შეიძლება ნახევარი დაგაკლდეს და ხმაზე არ დაგეტყოს?
დარწმუნებული იყო, ისე როგორც არასდროს არაფერში, ახლა რომ ხმა ამოეღო კატასავით დაიკნავლებდა ხმაჩახლეჩილი, ვერც ცრემლებს შეიკავებდა, ვერც ემოციებს და მიწასთან გაასწორებდა მატათას.. ისეთ რამეს ეტყოდა, სიცოცხლის ხალისს დაუკარგავდა და გულს ატკენდა.
როგორ შეძლ? მისი დავიწყება როგორ შეძლო, როცა ანაბელისთვის ყოველი მცდელობა ფუჭი შედეგით სრულდებოდა. როცა მისი გახსენებისას გული სტკიოდა ისე ძლიერად, რომ ეგონა სულს გააფრთხობდა. ეს იმედიც რომ არ უჩნდებოდა დაბეჩავებულ სულში?
საკუთარი თავი შეზიზღდა იმის გამო, რომ ამხელა სიყვარული მატათას შეალია. ვერ იტყვის, რომ ტყუილ-უბრალოდ.. ეს მისთვის იმდენად სასიამოვნო იყო, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს ვერ მიაყენებდა შეურაცხყოფას.
აშკარელი გოგონას მხოლოდ თავის დაკვრით მიესალმა. ტუჩიც კი არ შეურხევია. ლანა გვერდით მიისვა და კალანდაძის პირდაპირ დაჯდა.
მთელი ერთი საათის განმავლობაში არც ერთს ამოუღია ხმა, არც ერთს შეუხედავს ერთმანეთისთვის, პირიქით, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემოდათ თავს ირიბად არიდებდნენ ერთმანეთს.
_ანაბელ, სადღეგრძელო შემოგვთავაზე!-ლაშამ თვალი ჩაუკრა ერთ ადგილას მჯდომ გოგონას, რომელიც ფიქრებით სადღაც შორს იყო.
ისე წამოდგა ფეხზე, თითქოს ადრე სადღეგრძელოს თქმის არ რცხვენოდა.
ამაყად, გაწონასწორებულად დაიჭირა ჭიქა ხელში და მასზე მოჩერებულ საზოგადოებას თვალი მოავლო.
_სადღეგრძელოების თქმით ნამდვილად არ გამოვირჩევი, მოსმენა უფრო მიყვარს, ალბათ ეს პირველი და უკანასკნელიც იქნება, რომელსაც ასე ხმამაღლა ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი რა გამომივა, -წინასწარ შეამზადა საზოგადოება და ხმა რომ ჩაიწმინდა, უფრო ხმამაღლა დაიწყო საუბარი, _გისმენთ და რატომღაც ყველას დაგავიწყდათ სიყვარულის დღეგრძელობა, იმ გრძნობის, რომელიც თითოეულ თქვენგანს აცოცხლებს, ან მიზანს აძლევს ცხოვრებაში, მიმართულებას. ბევრი წიგნი წამიკითხავს სიყვარულზე და სიმართლე გითხრათ, ყველა იმდენად იდეალურია, რომ სინამდვილეს ვერ შევუსაბამე, უბრალოდ თავის სანუგეშოდ. ნუ ჩამომართმევთ სიტყვებს ელეგიად, ნურც უაზრო ღაღადად, მაგრამ მაინც როგორია ადამიანი? იცის, რომ სიყვარული მხოლოდ უსასრულო ტანჯვას მოუტანს და მაინც უყვარდება, ისევ ისე ძლიერ, ან უფრო მეტადაც. მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რეცეპტში სხვა ინსტრუქცით რომ არის მოცემული და ჩვენზე სხვანაირად მოქმეედბს. სიყვარულს დოზა არ გააჩნია, არც მიღების დრო და განრიგი, უბრალოდ, სიყვარული წამალია, რომელიც ყველა ადმიანმა ცხოვრებაში ერთხელ უნდა მიიღოს.
ეს თქვა.. მხოლოდ ეს ამოღერღა და წამოდგა. ადგა და წამოვიდა. აზრზე არაა სად არის, მაგრამ იცის, რომ გზაშია, მისთვის ეს ყველაფერი მაინც ნაცნობია. აუცილებელი ხომ არ არის ყველაფერი იცოდე? ბოლოს და ბოლოს ცურვას კოჭებამდე წყალში ვერ ისწავლი... ცხოვრებაში პრობლემები თუ არ დაძლიე, ასე ცხოვრებას ვერ ისწავლი და ვერც ამ უმართავ წუთისოფელს გაართმევ თავს.
* * *
მეორე დილას, სასწავლებელში წასასვლელად მოემზადა.
არც კი უსაუზმია, ისე დაუყვა ქუჩას. ტაქსი კიდევ არ გამოიძახა, ისევ ფეხით უნდა ამხელა გზის გავლა.
ტელეფონი ურეკავს. "ნიკა" დაეწერა და ანაბელმაც უკმაყოფილო სახე მიიღო. ამჯერად აღარ აპირებდა გათიშვას. თუ აშკარელი ბედნიერი იყო სხვასთან, ე.ი მასაც ჰქონდა ამის უფლება. და იქნებ ამ ბიჭთან მაინც ეცადა ბედი. ამბობენ, სიყვარული ურთიერთობაში მოდისო. დარწმუნებული არ არის, რომ ნიკას შეყვარებას შეძლებს, თუმცა მასთან ბედნიერი ნამდვილად იქნება.
_როგორც იქნა აიღე, -აღებისთანავე გაისმა კაცის ბოხი ხმა, სიხარულს რომ დაებუდებინა მასში.
_მანამდე შეუძლოდ ვიყავი, ახლა უკეთ ვარ. -სწრაფად მოძებნა მიზეზი და ტელეფონშიც ვირის წიხლებივით მიაყარა კაცს სიტყვები.
_დღეს სამზე ხომ გიმთავრდება ლექციები?
_კი, სამზე, -გულში სიხარულს ზეიმობდა, ნიკას მაინც რომ აინტერესებდა ანაბელი და ახსოვდა იგი.
_გინდა შევხვდეთ?
_უარის თქმას აქვს აზრი?- ღიმილით ჰკითხა ნიკას, რომლის ხასიათებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში კარგად შეისწავლა.
ცდიდა ურთიერთობას.
* * *
სამი სრულდებოდა, როგორც ყოველთვის გაბრუებულმა რომ დატოვა უნივერსიტეტი და პირდაპირ კაფისკენ წავიდა, სადაც ნიკა ელოდებოდა. მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ ამას ძალაუნებურად აკეთებდა.
მმაგიდასთან მჯობი კერესელიძის დანახვაზე გაეღიმა. გამიზნულად. ადრე მატათასთან უნებურად თუ ეღიმებოდა, აქ ძალით აკეთებდა ყველაფერს.
თბილად გადაკოცნეს და მოიკითხეს ერთმანეთი...
ბევრი ილაპარაკეს. რაც არის არის, ეს კაცი სასიამოვნო მოსაუბრეა და ამას ვერ დაუკარგავ. ბევრჯერ მოახერხა კალანდაძის გაცინება და მისი კისკისის მოსმენა.
იგრძნო როგორ იკლო გულის ცემამ და შენელდა პულსი, როცა აშკარელი დაინახა ლანასთან ერთად. "ოღონდ ეს არა" გაიფიქრა და თვალები მტკივნეულად დახუჭა, ცრემლები რომ არ წამოსვლოდა.
ველაფერი კარგად იწყება, ძნელად ვითარდება და ხშირ შემთხვევებში ცუდად სრულდება. ძნელია ცხოვრება ისე გალიო, რომ შენით ყველა კმაყოფილი იყოს. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. წამს წუთი მოსდევს, დღეს ღამე, სიკეთეს ბოროტება და ასე უსასრულოდ... თითქოს ნორმალურად მიედინება ყველაფერი, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან და ცხოვრების წესს თვითონ ქმნიან. ცხოვრობენ დღევანდელი დღით, რადგან არ იციან ხვალინდელი დღე იქნება თუ არა. ამბობენ იმას რასაც ფიქრობენ, რადგან ითვალისწინებენ, რომ შეიძლება სხვა დროს არ ჰქონდეთ სითყვის თავისუფლება საკუთარი აზრების გამოსახატავად. აკეთებენ რისი გაკეთებაც უნდათ და მართებულად მიაჩნიათ, რადგან არ არიან დარწმუნებულნი სხვა დროს ექნებათ თუ არა ამის გაკეთების შესაძლებლობა. მაგრამ ამასთანავე არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად და სახელის მოსახვეჭად ყველაფერზე მიდიან. ღირსებებს თელავენ და პატიოსნებას არ უფრთხილდებიან. მათთვის მნიშვნელოვანია გახდნენ პოპულარულები და ამისთვის ყველაზე ადვილ გზებს პოულობენ, რომ თავის შეწუხება არ მოუხდეთ. მათ ჰყავთ ,,შავი საქმეების" შემსრულებელი ,,ერთგული ფინიები", რომლებიც მაღალ ანაზღაურებას პატიოსნებაზე დაუფიქრებლად ცვლიან.
ასეა ცხოვრება მოწყობილი, დღეს გვილხინს, ხვალ გვიჭირს და ზეგ იმედს არ ვკარგავთ, რომ დღევანდელი დღე დაბრუნდება. რომ ვკვდებოდეთ არავის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ დაგვმარხავს.
ადამიანში თვითგადარჩენის ინსტიქტი კარგად არის განვითარებული, მაგრამ სხვებისთვის ცუდად გამოსდის მისი სისრულეში მოყვანა. თუ სხვისი არ გააფუჭე შენსას ვერ მოიწყობ, თუ სხვას არ ავნე, შენ ვერ ნახავ სარგებელს, თუ სხვა არ გააუბედურე, შენ ვერ იქნები ბედნიერი...მეზიზღებიან ანგარებიანნი. არ შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრო და თვითგადარჩენის ინსტიქტი ასე, ზედმეტად გქონდეს მონაგრებული.
და იყო სოფელი ესე...ადამიანს ადვილად მისაღწევი უფრო იზიდავდა ვიდრე ძნელად და შრომით მოსაპოვებელი, საკუთარის გასალამაზებლად სხვისას ამახინჯებდნენ, ეგონათ, რომ თუ არ მოკლავდნენ თვითონ ვერ იცოცხლებდნენ. რა საინტერესოა ასეთ ადამიანებს არჩევანის უფლება რომ ჰქონდეთ ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის, რომელს აირჩევდნენ?..
ღმერთი მევახშე არ არის, რომ ჩვენი კეთილი საქმეები დათვალოს. უფალი გაგვინათებს გონებას, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ის რაც დავიწყეთ. უფალმა შეგვქმნა და მანვე ჩაგვსვა გალიაში, მაგრამ მოგვცა იმის ძალა, რომ გვემღერა. ანუ მოგვივლინა განსაცდელი, მაგრამ მოგვცა იმის ძალა, რომ მას გავმკლავებოდით.
ძნელია გაიარო გზა სიცოცხლიდან სიკვდილამდე ისე, რომ სიკვდილის შემდეგაც იცოცხლო. ცხოვრება ომია, ომი. შეიძლება ბევრი ბრძოლა წააგო, მაგრამ ყველაზე მთავარია ომი მოიგო. მოთმინებით უნდა შეხვდე ყოველ ფიასკოს, რადგან მომდევნო ბრძოლაში შენ გაიმარჯვო. წარმატებისთვის იმდენივე უნდა იშრომო რამდენსაც უფალი აკეთებს ყოველდღიურად შენთვის. მიტევება უნდა შეგვეძლოს. ან ჩვენ ვინ ვართ, რომ არ მივუტევოთ მაშინ, როცა უფალმა მთელს კაცობრიობას მიუტევა მისი სიკვდილი. არ უნდა დაგაბრმავოს ბოღმამ და სიძულვილმა! შურისძიების სურვილი არ უნდა გამოძრავებდეს არავის მიმართ! პირიქით ცხოვრება უნდა გიხაროდეს, რადგან გითენდება და გიღამდება, უნდა ეცადო ამ მონაკვეთში ისეთი რაღაცები გააკეთო, რომ წინ კეთილად დაგხვდეს. საკუთარი ბედნიერებისა და წარმატებისთვის შენვე უნდა იბრძოლო და როცა ამ ყველაფერს სუფთად და უბოროტოდ გააკეთებ, უფალი აუცილებლად დაგაჯილდოვებს.

______________________________
არ ვიცი რა ვიბოდე ამ თავში, მაგრამ მგონი საუკეთესო ნაბოდვარია.. ორივე თავს თუ შევაერთებთ დიდი გამოვა.
მომავალს ხვალ დავდებ!
ისე გამახარა თქვენმა კომენტარებმა სიტყები არ მყოფნის, ტირილიც კი დავიწყე!
ხვალ დავდებ და ისეთ ამბებს დავათეეევ..
კიდე გამახარეთ აბაა love
მე ნათქვამი ავასრულეეე love
იცოდეთ ძალიან მახარებთთთ!!!



№1  offline წევრი lamazmani

პირველი ვარ აუ მომეწონა მარა ეს ანაბელი მეცოდება მალე შეარიგე რა ძან მაგარი გოგო ხარ ძაანნ მიყვარხარ love love ძაან მომეწონა კაი თავი იყო უმაგრესი

 


№2  offline წევრი Annee

ბოლოს რა კარგი იყო. გადამრევ მე შენ!! შენი აზროვნება მაკვირვებს! ბევრ ზრდასრულს შეშურდება გამოთქვას სათქმელი ისე, როგორც შენ ახერხებ. ^_^

 


№3  offline მოდერი MyLove

ბოლო ნაწილთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ეგ არის ჩანახატი, რომელიც საიდანღაც ამოვიწერე კარგა ხნის წინ. რაღაცეები ჩემით მივამატე, შევასწორე, შემოვასწორე და ეს მივიღე. love
მაინც დიდი მადლობა!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№4  offline წევრი DaaDaa

ჩემო ტკბილო,თბილო საყვარელო
არ ვიცი რა გითხრა.
სიყვარულის სადღეგრძელოსომ ვკითხულობდი რაღაცნაირად ჩემი თავი წარმოვიდგინე მის ადგილას,ერთხელ ასე მეც მომიწია ესეთი სადღეგრძელოს თქმა და იმდენად ძნელია..
შენ კიდევ
შენ ხარ ამ საიტზე ერთ - ერთი უნიჭიერესი,თამამად შემიძლია გითხრა რომ აქ ბევრ "გაპიარებულ" ავტორს ჯობია შენი ნაწერები.
სულაც არაა შენი ასაკისთვის შესაფერისი,უფროსის საკმაოდ მაგრად გააზრებულ ნაწერს ვკითხულობ ესე მგონია.
უკონკურენტოც კი ხარ რაღაც საკითხში აქ <3
ჩემი თბილი ხარ შენ.
აი ვგიჟდები ისე მიყვარხარ.ვგჟდები შენს ისტორიებზე,იმდენად ახლოს მოდის ჩემთან შენი სიტყვებით გადმოცემული გრძნობები სულამდე და გულამდე აღწევს.
სხვა რა გითხრა,უგენიალურესი და უნიჭიერესი მყავხარ შენ მე! love

 


№5  offline წევრი ხატული♥

გული ისე მიცემდა როცა ვკითხულობდი ამოვარდნაზე მქონდა ტირილი დავიწყე და ვეღარ ვმშვიდდებოდი sad როგორი შეუდარებელი ხარ და როგორი გრძნობით წერ love მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ love შენი ფანი ვარ, ველოდები მოუთმენლად კიდევ ერთ შედევრს love

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargi gogo xar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent