შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრთაშესხმული ანგელოზი - 3


5-05-2015, 18:19
ავტორი D-roni
ნანახია 5 819

ესეც მორიგი თავი დღეში ორი თავის დადებას ვერ დაგპირდებით მაგრამ გპირდებით ყოველ დღე დავდებ და არ დავიგვიანებ რასაც დღემდე პირ ნათლად ვასრულებ ...
რაც შეეხება ისტორიას ... ხო მიხარია ის რამოდენიმე კომენტარიც მადლობა თქვენ ... მიყვარხართ ბაღნებო ... უი ხო და კიდევ ერთი ფოტოებზე პერსონაჟები ანუ დემეტრე და ნატა არიან ... რაც შეეხება ისტორისს თავებს ... წინა თავს შეცდომით დავაწერე ისევ 1 უნდა დამეწერა თავი 2 ეს მესამეა ... ასე რომ ... მოკლედ იმედია მიხვდით ლავიუ ოლ ...







-კარგი ნუ გეშინია მეორე გზით მიმყავხარ მანიაკს ვგავარ ? - ირონიულად ჩაიცინა და ისე დამელაპარაკა არც კი შემოუხედავს ...
-რაღაც მიგიგავს - გავუთამამდი და მხრები ავიჩეჩე ...
-თუ გინდა მართლა დავემსგავსები - კითხვის ნიშნიანი მზერა მომაპყრო და ცალ ყბად ჩაიცინა ...
-გააჩნია შენ რას ეძახი მანიაკობას ...
აღარაფერი უპასუხია ... ღმერთო რა უცნაური ბიჭია ...
ცოტა გაიღმე შე კაი ადამიანო რას დამიჯექი აქ აუღებელი ციხესიმაგრესავით და გაუცინარი ხელმწიფესავით ?!
უიმეეე !!!
სამედიცინო მეტროსთან გამიჩერა და ცინიკური ღიმილით გადმომხედა ...
ამ კაცში მგონი ადამიანურზე უფრო ბევრი ცინიზმია ...
რაღაცნაირი საშიში ...
არ ვიცი რამდენ ხანს ვფიქრობდი მაგრამ აშკარად დიდ ხანს ლოდინით შეწუხდა ვაჟბატონი ...
-ჰა ახლა გადახვალ თუ დიდ ხანს მიყურებ ?
თავიდან აზრზე ვერ მოვედი და პასუხიც ვერ გავეცი ...
-ეგრე დაგევასე ? - ჩაიცინა ისევ ცალ ყბად და კარისკენ მიბიძგა ...
-მადლობა და ნახვამდის ...
თავ ჩახრილმა ამოვიჩურჩულე და გამოშტერებული გადმოვედი მანქანიდან ... ასევე გამოშტერებული ავედი სახლში ...
ჩაძინებული ბებია ჩემი რომ დავინახე ტელევიზორთან ჩამეღიმა და გავაღვიძე ...
-ბეე ადე შედი შენს ოთახში ... და დაიძინე ...
-უი ბებო მოხვედი ?
-კი ბე მოვედი - გავუღიმე და ჩანთა სავარძელზე მივაგდე ...
-ცხელი ჩაი არ გინდა ? მე მინდა ...
-დავლევ შენთან ერთად ...

შევედი შხაპი მივიღე და მოკლე საღამურებით მივუსკუპდი მაგიდას ...
ღამის 3 საათზე ჩაი ასწორებს ...
ზაფხულში თან ...
აჰაჰა ...
-ერთი შენ ის მომიყევი იმ მანქანაზე რა მოხდა ? იმ ბიჭმა კი მითხრა კინაღამ გავიტანეო ჩემი ბრალი იყოო მაგრამ შენც მომიყევი ...
გამოშტერებული ვუყურებდი ბებია ჩემს ...
მან დაიბრალა ის რომ მისი ბრალი იყო ?
ვაახ ასეთიც არ მეგონა ...
-არა ბე მე შევუვარდი ბორბლებში მოუტყუებიხარ ...
-ასეც ვიფიქრე შენს თავს ვინ მასწავლის ... ტრასაზე გინდება ფიქრებში და ოცნებებში წასვლა შვილო ...
-ბებო ახლა არ დაიწყო რა ... - მავედრებელი მზერა მივაბყარი და თვალებში ჩავაჩერდი ... თვალებით ... ცისფერი ღრმა თვალებით ბებიაჩემს ვგავავდი ...
-შენ ის მითხარი რაზე ლაპარაკობდით ?
-არაფერზე ბებო გამეცნო ...აქამდე როგორ არ მეცნო რომ ვუყურებდი ...
ცნობილი ბიზნეს მენია ... კარგი კაცია ბებო კარგი ... ეგეთი სიძე მინდა და ეგეთი ქმარი მინდა შენთვის ...
-ბებო !!!
-ხო კარგი კარგი ვიცი ...
-და რა ქვია მაგ ბიჭს ?
-თუ არ ვცდები ... დემეტრე გელოვანი ბებო ...
ჩაი გადამცდა და ხველა ამიტყდა ...
აი თურმე ასე რატომ კანკალებს ყველა მისი სახელის გაგონებისას ...
აქამდე როგორ ვერ მივხვდი ...
როგორ ვერ დავაკავშირე მაინც ?!
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ცნობილი ბიზნეს მენია ... კი მაგრამ იმ ბარში რა ჯანდაბა უნდა ? იქნებ მისია ? ხვალ უეჭველი უნდა გავარკვიო თორე ისე რა დამაძინებს ...
დემეტრე გელოვანი ... კარგი სახელი და გვარია ...
სვანი ...სუფთა და წმინდა სისხლის სვანი ... სახელიც როგორი აქვს ...
ნატა რა გჭირს ?! ახლავე მოეშვი მასზე ფიქრს !

-გეცნო არა ? - ბებიაჩემმა ღიმილით მკითხა და სიცილი ძლივს შეიკავა ჩემს რეაქციაზე ჩაის წვეთები იქვე დაგდებული მაგიდის ტილოთი მოვწმინდე და ადგილზე დავაბრუნე ... ფხუკუნი მიწვდა ჩემს ყურთა სმენას და ღიმილით გადავხედე ბებიაჩემს ... როგორ მიყვარს ...
-კი ... ბარში რომ ვმუშაობ იქ დადის ხშირად ...
-რა ბარია ?
-ღამის ბარია ...
-ხო მგონი მაგისია რამდნეიმე ქსელი აქვს ...
-ოჰ ბებია ჩემო მთელი ინფორმაცია მოგიგროვებია ...
-არ იეჭვიანო ჩემო გოგო არ გეცილები ... - ბოლოს სიცილი რომ ვეღარ შეიკავა ბოლო ხმაზე ახარხარდა ... სიბრაზისგან ალ მური ამივიდა სახეზე ნანამაც შეამჩნია ეს და მაშინვე შეეცადა სახის დალაგებას ... მაგრამ ღიმილი მაინც შერჩა ...
-ნანა იცოდე ...
-ვიცი ვიცი თუ არ გავჩერდე არაფერს აღარ შეჭამ ჩუმად ვარ ...
-და არც ...
-და არც დამიჯერებ ჩაცმასთან დაკავშირებით ...
ღიმილი ვერ შევიკავე როგორი ახლოები არიან ჩემთვის ბებო და ქეთი ...
-ოხ შენ და ქეთის ...
-არ იცი რას გვიზამ !
-კარგი რა ბებო ...
-ჰო კარგი შენ ის მითხარი როგორ მოგწონს სამსახური ...
-კარგია ძალიან ... ასეთი არ მეგონა ... თან ბარში უფრო ცოტა ხანი ვდაგვართ უმეტეს წილათ მამღერებენ რაც მაწყობს ...
-უი რა კარგია ბებო ... წადი ახლა წაცუნცულდი მეც გავრეცხავ ა, ჭოქენს და დავწვები ...
ღიმილით წამოვდექი და კართან ვიყავი მისული ბებიაჩემის ხმა რომ დამეწია ...
-აბა შენ იცი კარგად იმღერე ხოლმე დემეტრეს თავი მოაწონე !
ფხუკუნი მაინც ვერ შეიკავა ...
-ბებო ხომ იცი როგორ ...
-აღარ დაამთავრო ნატა წადი დაწექი თორე ისეთი შუტკები მაწვება არა მგონია კარგ ხასიათზე გაგიშვა დასაძინებლად ...
-ოხ ბებო ბებო !!! - ღიმილით შევედი და დავწექი ... რომ ვერც ვუბრაზდები ? ... რა ვქნა ასეთი თინეიჯერკა ბებო მყავს ქეთისნაირი და უნდა შევეგუო ... შეგუებულიც კი ვარ ... და ძალიანაც მომწონს ნანა ბებო მე ...

როგორც ყოველთვის დილით ნანა უარით გავისტუმრე ადგომასთან დაკავშირებით მაგრამ მერე რომ დავფიქრდი ავდექი ...
2 დღეა არ მივარჯიშია ასე არ შეიძლება ...
სპორტულებში გამოვეწყვე ... შავი შემოტკეცილი ელასტიკი მუხლებამდე ... სპორტული შავი მაიკა თმა ზემოთ ავიწიე და სპორტული ნაიკის აბადოკით გადავიწიე ... ცხენის კუდით ... შავი ბოტასები შევუხამე და სავარჯიშოთ გავედი ...
მირბოდი და მივრბოდი ...
რამდენი ვირბინე აღარ მახსოვს ... დაახლოებით 3 საათამდე მაინც ვივარჯიშე ... სახლამდეც სირბილით მივდიოდი ... ქეთის კორპუსს ოდნავ გავცდი ნაოშნიკებს ხმა რომ მაღლა ავუწიე ... გადასასვლელთან რომ მივედი ისე გადავჭერი ქუჩა არც კი გამიხედავს მანქანა რომ მოდიოდა ...
მხოლოდ გამაყრუებელმა დამუხრუჭებამ გამომაფხიზლა ...
და ნაცნობ მანქანას რომ ვკიდე თვალი მხოლოდ მაშინ ვინებე ნაოშნიკების გამორთვა ...

-შენ სანამ არ გაგიტან მანამდე არ მოისვენებ ? - ბოხი და გაბრაზებული ბარიტონით გადმოვიდა იერიშზე დემეტრე ...
დავარდნილი აიპოდის ასაღებად დავიხარე და ვაი ამ დახრას ...
ნატა გასწორდი ! როოგორ დაგახარ თანაც ზურგით ...
სიგნალი ჩაირთო თავში ...
ასეთი შემოტკეცილი ელასტიკით რომ კაცის წინ დავიხრები ...
კარგს რას უნდა ელოდო ?
ყოფილიყო ვინმე ავადმყოფი ხომ გამკრავდა ხელს ...
-ბოდიში მე ... მე უბრალოდ ვვარჯიშობდი და მუსიკებს ვუსმენდი ...
-გზაზე რომ უნდა გაიხედო არავის უსწავლებია შენთვის ნატალია ? - ნატალია ... რა გემრიელად წარმოთქვა ჩემი სახელი ... იცოცხლე გამაცხელა ... ვგი

ბავშვობიდან ვგიჟდებოდი სახელ ნატალიაზე ... მაგრამ რატომღაც ყველა ნატას მეძახდა ... ისე სასიამოვნოდ მოხვდა ჩემს ყურთა სმენას და ყურის ბარაბნებს ეს სახელი გავინაბე ... თან როგორი თბილი ტონით მომმმართა ? "ნატალია" ჰმ ...
-ბოდიში ... - ამოვიჩურჩულე და აიპოდი ხელებში ჩავმალე ...
ჯანდაბა ჯადანა უკვე მერამდენედ უნდა გავიპაზორო ამ ბიჭთან თავი ?!
-შენ დიზაინერი ხარ ხო ?
-შენ საიდან იცი ? - წარბები ავუზიდე და ბებია ჩემს გულში ათასჯერ დავაყარე ...
-ბებია შენმა მითხრა ...
-კი ანუ მაგ განხრით ჩავაბარე მაგრამ სამსახური
ვერ ვიშოვე .... -მე მჭირდება კომპანიაში დიზაინერი
-მერე ?
-თუ წინააღმდეგი არ იქნები გასაუბრებაზე მოდი იქნებ რამეზე შევთანხმდეთ ?
-კი მაგრამ მე უკვე ვმუშაობ ...
-შენც დილა იმუშავე აქ 10 მდე მაინც არ მოგიწევს იქ მისვლა ...
-შენ რა იცი ?
-მეპატრონე მე ხომ არ ვარ ?
-აბა ლენკა ?
-ჩემი დაა ...
-რააა ? - იმხელაზე შევკივლე მე შემეშინდა და ეს მუტრუკი არც კი განძრეულა ...
-მოკლეთ გელოდები გასაუბრებაზე ...


-კარგი მოვალ აუცილებლად როდის რომელზე და სად რომ ვიცოდე მაინც რავიცი ... - ისე გამიხარდა "ახალი სამსახური" თან ჩემი პროფესიის რომ წინასწარ დავიწყე გულში ხტუნვა ... სახეზე კი სერიოზული იმიჯი შევინარჩუნე ...
-მისამართი ? მარჯანიშვლიზე ... ხვალ 10 საათზე ...
-კარგი წავედი მცხელა მადლობა და ბოდიში ... - გავუღიმე და თმაზე ხელი გადავისვი ღმერთო როგორ მცხელა ...
-კარგად - მხრები აიჩეჩა და მანქნაში ჩაჯდა ...
ძლივს ამოვისუნთქე მისი მზერა და თვალები ჩემს სხეულს რომ მოშორდნენ ...
სახლში ავედი შხაპი მივიღე და მისავათებული მივესვენე საწოლს ...
მკვდარივით ჩამეძინა როგორც კი თავი ბალიშზე ტანი კი საწოლზე დავიგულე ...
9 საათზე გამეღვიძა ...
ავდექი და მომზადება დავიწყე ...
მოკლე ტყავის შორტები ჩავიცვი და ტყავის ტოპი გადავიცვი ... თმა ზემოთ ავიწიე და ცხენის კუდი გავიკეთე ... ფეხზე შავი კედები მოვირგე სპორტული "ბიჭის"
და სახლი დავტოვე ...
ქეთის გავუარე და სამსახურისკენ წავედით გზაში ყველაფერი მოვუყევი რითაც ჩემი დაქალი დიდად აღბრთოვანდა ...
-ვაიმე ხო წახვალ ნატა ?
-კი აბა რას ვიზამ უიი მთავარი დამავიწყდა ... იცი რა დამიძახა ?
-რაა? - თვალებ მოჭუტული მომაჩერდა და ინტერესიანი მზერა მომაპყრო ...
-ნატალია ...
-და შენც ჩაადნი ხო ხელებში ?
-ამინდი არ მიწყობდა ხელს თუ ? - გადავიხარხარე და დაქალს მივაჩერდი ... - ისე
რა კაი დასანახი ვიქნებოდი იმ სიცხეში ნავარჯიშები უჰ ...
-კარგი რა შენ ისეც ლამაზი მყავხარ და ასეც ... - ხელი გადამხვია ჩემმა დაქალმა და კარებში შემატარა ...
სიცილ კისკისით შევედით ბარში და ლენკასთან მივედით ...
-ნატა შენ დღეს იმღერებ ... ქეთი შენ ისევ ბარში დადგები ... მარო შენ ბარში დადექი დღეს და ქეთის მიეხმარე ... ნატა შესვენებიბს დროს შენც მიეხმარები ... გოგოებო თქვენ სამზარეულოში სწრაფად ! - უცებ გადაგვანაწილა უფროსმა და მიგვითითა რა უნდა გვექნა ... 11 ის ნახევრამდე ხალხი ისე რა იყო მაგრამ თან და თან მოდიოდნენ და 11 ტზე უკვე ბარი სავსე იყო ...

ჰორიზონტზე ბატონი მისტერ გემრიელიც გამოჩნდა ...
ოჰო სხვა გოგო ? ...
ეს უკვე საინტრესოა ...
ნეტა ამან ყოველ დღე სხვა და სხვა გოგოებთან ერთად უნდა იაროს ? ...
რავიცი რავიცი ...
არა მე რაში მაინტერესებს ?!
არც არაფერში !!!
ჩემი სიმღერის დრო რომ მოვიდა "Michael Jackson, Justin Timberlake - Love Never Felt So Good" ჩაირთო და მეც ავხტი სცენაზე ...
ტანი ავაყოლე და ყველას ყურადღებაც მივიბყარი ...
არ ვიცი როგორ მაგრამ სიმღერის დროს რეზინა მომძვრა და თმა გამეშალა ...
ფილმში მგონია თავი ...
მიკროფონი მოვიმარჯვე უფრო მაგრად და ტანს თმაც ავაყოლე ...
ოჰო რა ზეგზოლოგიური ვარ წარმომიდგენია ...
ეჰ ნატა შენ საშველი მართლად რომ არ იქნება ...
პიკი ის იყო დარბაზში "Tom Jones - Sex bomb" რომ გაისმა ...
ქეთის სიცილით გადავხედე და ვანიშნე ჩემთან ამოსულიყო ...
ლენკამ თავი დაუკრა და ანიშნა ადიო ღიმილით გვადევნებდა უფროსი და უფროსის გემრიელი ზეგზოლოგიური ძმა თვალს ...
სიმღერას რომ მოვრჩი სიცილ კისკისით გავედი გარეთ ...
შემობრუნება დავაპირე და შემოვბრუნდებოდი კიდეც რომ არა ვიღაცის ძლიერი ხელები ... რომებიც მარწუხებივით მეხვეოდა წელზე და "წაქცევისგან" მიჭერდა ...
ესეც მორიგი პაზორი ნატა კიკნაძე ...
თვალებ მოჭუტულმა ავხედე ზემოდან მომავალ და ახლანდელ გემრიელ უფროსს და სიკვდილი ვინატრე ...
-ასე თუ გინდა ჩემთან დაჯახება პირდაპირ მითხარი და დაგიჯახებ რა პრობლემაა ... - ირონიული ხმით მომმართა და რომ არა მისი ძლიერი ხელები ჩემს წელზე მუხლებში მოვიკეცებოდი და ძირს მოვადენდი ზღართანს სირცხვილისგან ...
ესეც მორიგი თავი დღეში ორი თავის დადებას ვერ დაგპირდებით მაგრამ გპირდებით ყოველ დღე დავდებ და არ დავიგვიანებ რასაც დღემდე პირ ნათლად ვასრულებ ...
რაც შეეხება ისტორიას ... ხო მიხარია ის რამოდენიმე კომენტარიც მადლობა თქვენ ... მიყვარხართ ბაღნებო ...



№1  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარო ძაან მომწონს მალე გააგრძელე love

 


№2  offline წევრი ხატული♥

მალე დადე რაა love

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

ნაოშნიკებს ქართულად ყურსასმენები ქვია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent