გოგონა 10000$-ად (მეოთხე თავი)
♣♣♣ უცაბად ჩავირბინე კიბეები და იმ ოთახისკენ წავედი საიდანაც მოახლის ყვირილი გამოდიოდა -ბატონი ალექსანდრე -რამოუვიდა ალექსანდრეს უკვე გიორგიმაც დაიწყო ყვირილი -ის..გარდაიცვალა -რაა? -რატომ? -არვიცით.მაგრამ წერილი იდო მის თავთან და თქვენს მოსვლამდე არ გავხსენით! რას ელოდებით გახსენით! „ალბათ ამწერილს,რომ წაიკითხავთ უკვე აღარ ვიქნები ცოცხალი.გუშინ ღამით საშინლად ვიყავი.ვიცოდი,რომ დილა აღარ გამითენდებოდა.ისედაც კარგად ვიცოდი,რომ ცოტა დრო მქონდა დარჩენილი.ავთვისებიანი სიმსიმნე მქონდა.ახლა,როცა უკვე გარდავიცვალე და სხვა ქვეყანაში წავედი იმედი მაქვს მაპატიებთ ჩემს შეცდომებს.გუშინ ღამით ძალიან ბევრი ვიფიქრე,მამაოსთანაც ვიყავი.არ მინდოდა წუთისოფელი ცოდვებით სავსე დამეტოვებინა.მაპატიე,გიორგი.ვიცი,რომ საშინელებაა ის რაც მე გაგიკეთე.ნინო არ მომკვდარა ეს მე მოვიტყუე.ლონდონშია.იპოვე! რაც შეეხება ანოს გთხოვ მაპატიე,რომ ცხოვრება დაგინგრიე ყველაფერი ჩემი ბრალია ამიტომ ვთვლი იმას,რომ ქონება შენც გერგება.ანდერძი ადვოკატს აქვთმაპატიეთ და მომეცით საშვალება წყნარად წავიდე იქ სადაც მარადისობა იწყება.“ წერილის კითხვა დაამთავრა გიორგიმ თუ არა ცრემლები მომაწვა.ღმერთო ჩემო ეს ჩემი ცხოვრებაა?! ახლა რამოხდება თავისუფალი ვარ? რატომ დამიტოვა მე ანდერძის ნახევარი.სანამ მე ამის გარკვევას ვცდილობდი.გიორგის არეცოდა რა ექნა -ყველას შეატყობინეთ? -დიახ,ტელევიზიითაც გადაცემენ... -დაურეკეთ ადვოკატს.ნოდარ (ალექსანდრეს მარჯვენა ხელი) შენ გავალებ ყველაფერს... -კარგით ბატონო გიორგი... -ანო წამოდი! მითხრა და მანქანისკენ გამიძღვა -სად მივდივართ?? -უნდა დაგშორდე.მერე მამაჩემის ბოლო სურვილიც ავასრულოთ -ხომ მაგრამ მე არ ვიმსახურებ ამ ფულს! -ანო კარგად მესმის რაც იყო შენთვის ეს დრო ამიტომ გთხოვ.მე ფული არც მაკლია.ახლა მხოლოდ ნინოზე ვფიქრობ! -ლონდონი დიდია როგორ უნდა იპოვო? -მთავარია ცოცხალია დანარჩენს მოევლება... -დიდი მადლობა გიორგი.გიორგის გავუღიმე. -ანო შენ ძალიან კარგი გოგო ხარ! ბედნიერებას გისურვებ! ♣♣♣ 3წლის შემდეგ -ანო,დროზე გაგვიანდება! -მმმ...პასუხის ნიშნად ამოვიზმუილე და ჩემს მეგობარს ბალიში ვესროლე... -ანოო! დღეს შენი პირველი გასაუბრებაა! -მჰჰ,ვდგები! -მაინცდამაინც ცივი წყალი გადაგასხა? -კარგი ხო ვდგები! ნახევრად მძინარე ავდექი და სააბაზანოსკენ წავედი. -ეგრე კედელს მიეჯახები! სიცილით მითხრა ნატამ და მანიშნა აქეთო... ბოლოს გამოვფხიზლდი.ლამაზი შავი კაბა და ზემოდან ნაცრისფერი პიჯაკი ჩავიცვი.სუსტი მაკიაჟი და ტუჩებზე ოდნავ ბლესკი.თმები ავიწიე და სამსახურში წასასვლელად მოვემზადე. -ძალიან ლამაზი ხარ ანო! აღფრთოვანებულმა მითხრა ნატამ და ლოყაზე ხმაურით მაკოცა... -მადლობა,ნატ! -დღეს ავღნიშნოთ შენი სამსახური? -ჯერ ამიყვანონ და მერე თუ გინდა მთელი ღამე ვიქეიფოთ -დავიმახსოვრებ მე მაგას! სიცილით მითხრა ნატამ და სამზარეულოში გავიდა... -წავედიიი გავძახე სამზარეულოში მყოფ ნატას და სახლის კარები გამოვიხურე ალბათ ყველას გაინტერესებთ როგორ წავიდა ჩემი ცხოვრება.ჩვეულებრივად.უნივერსიტეტი დავასრულე და ახლა თქვენ წინ ეკონომისტი ანო შენგელიაა! დღეს კი გასაუბრებაზე მივდივარ ერთერთ კომპანიაში რომელიც ღვინის ექსპორტ-იმპორტშია ჩაბმული.მენეჯერი წასვლას აპირებს და მე უნდა შევცვალო. ისე მიხარია თან ვნერვიულობ! რაც შეეხება ერეკლეს არც გამოჩენილა.და ასე ვთქვათ დავივიწყე. ვის ვატყუებ ყოველდღე მახსოვს! ყოველდღე ვფიქრობ მასზე.ყოველ ღამე ძილის წინ. მანქანა კომპანიის წინ გავაჩერე და ამაყად ავედი კიბეებზე.მიმღებში მყოფ გოგონას მივესალმე და ავუხსენი მოსული რისთვისაც ვიყავი ისიც გამიძღვა დირექტორის კაბინეტისკენ. -მიბრძანდით დირექტორი მზად არის გაგესაუბროთ! საპასუხოდ გოგონას გავუღიმე და კარები გავაღე არვიცი ვინწერს ჩემი ცხოვრების სცენარს მაგრამ იუმორის გრძნობა ,რომ აქვს ეტყობა სიზმარში ვარ ხო?! აი ეხლა გაიღვიძებ ანო და ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდება... ჩემსს თავზე მეცინება! ეს ნამდვილად ერეკლეა.ზუსტად მახსოვს მისი ყოველი ნაკვთი მისი მამაკაცური სახე,თვალები.როგორ შეიცვალა და დაიხვეწა.როგორც კი შემომხედა იქვე გაქვავდა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ თუ არა გულმა ორმაგად ძლიერად და სწრაფად დაიწყო ძგერა.ღმერთო როგორი სიმპატიური და მამაკაცურია! რამდენი ხარნია არ მინახავს 3 წელი! ისევ ერეკლემ დაარღვია სიჩუმე -შეენ?... -გამარჯობა...ჩუმად ვუთხარი და თავი დავხარე „რატო ხარ ესე მორცხვი ანო?!“ ჩემი თავი დავტუქსე ერეკლე ფეხზე ადგა და ჩემსკენ წამოვიდა.ჩვენ შორის მანძილი შეამცირა და ჩამეხუტა.აი ასე უბრალოდ ადგა და გულში ჩამიკრა.ჩემი სურნელი შეისრუტა. -სად იყავი ანო? -შენ ხომ შემპირდი? რაც კი გამბედაობა მქონდა მოვიკრიბე და ვუთხარი -მაპატიე! ვიცი არაკაცი ვარ,ლაჩარი ვარ ყველანაირ სიტყვას მივიღებ მითხარი რაც გინდა ის მითხარი.ოღონდ არასდროს არ დამტოვო... -ერეკლე მეე...ამდენი ხნის შეკავებული ცრემლები ვეღარ შევიკავე და ავტირდი...ერეკლემ გულზე მიმიხუტა მთელი ძალით მეკვროდა. -ერეკლე რატომ მიმატოვე? -მაპატიე გთხოვ მაპატიე! ანო შემომხედე გთხოვ! ჩემი სახე მის ხელებს შორის მოიქცია და თვალებში ჩამაშტერდა -ვიცი არარის ადვილი ,რომ მაპატიო მაგრამ ყოველი ის წამი,წუთი და საერთოდ დრო რაც მე შენს გარეშე გავატარე შემიძლია ვთქვა,რომ ჯოჯოხეთი იყო.არვიცი რატომ არმოვედი ალბათ გაგიშვი.ისედაც ბევრი გტანჯე -არა მე არ მიტანჯია! ყველაფერი კარგად იყო... -მიხარია თუ ესე იყო.რაც არუნდა იყოს მე ამას ჩემს თავს არ ვაპატიებ,რომ ესე დაგსაჯე.ვაღიარებ,რომ ყველაზე არაკაცურად მოვიქეცი.თუ კიდევ დაგრჩენია რაიმე გრძნობა ჩემს მიმართ გთხოვ ანო ძალიან გთხოვ,რომ მაპატიო იმიტომ რომ მე შენს გარეეშე უბრალოდ არ შემიძლია. პ.ს არვიცი რამდენად ვამართლებ თქვენს იმედებს და იმედი მაქვს,რომ მთლად ვენესუელური სერიალი არგამოდის.ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ და კომენტარებს მიტოვებთ. ძალიან,ძალიან დიდი მადლობა ყველას!! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.