შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღარიბი გოგოს მდიდრული ისტორია (3)


6-05-2015, 00:00
ავტორი mariam-mariam
ნანახია 7 449

სახლში გახარებული შევვარდი.. სათითაოდ მოვეხვიე ყველას დავუკოცნე ლოყები..
-რა ხდება მარიტა? რა გიხარია ესე ძალიან?
-სამსახური დავიწყე დე....
-გილოცავ შვილო, სად დაიწყე დე?
-დამლგებლად ერთ-ერთ სახლში, ორშაბათიდან პარაკსევამდე ვმუშაობ და ეს დღეები იქ ვიცხოვრებ ხელფასი 600 ლარია..
-გამორიცხულია!
-რაა?
-გამორიცხულია! იქ არ იმუშავებ, მითუმეტეს დამლაგებლად და ვიღაცის სახლში არ იცხოვრებ!!!
-არა! მე მივდივარ და იქ ვიმუშავებ! ეს ყველაზე მსუბუქია რისი გაკეთებაც შემიძლია...
-მარიტა! დახურულია ეს თემა! შენ იქ არ იმუშავებ!
-არა დედა! პირიქით მე იქ წავალ და დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ! დახურულია ეს თემა!
სამზარეულოდან გაგიჟებული გამოვედი და ეგრევე ოთახში შევედი.. რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და პირადი ნივთები ავიღე.. ზურგჩანთაში ჩავაწყე და იქვე კარებთან დავდე... ამ წუთში საუკეთესო საშუალება გონზე მოსასვლელად ცხელი აბაზანააა.. რამდენხანს ვიდექი ცხელი წყლის ქვეშ არ ვიცი, გონზ მხოლოდ ტელეფონის გაბმულმა ზარმა მომიყვანა, ეკრანს რომ დავხედე ლიზიკო იყო
-ხო ლიზ
-აუ მარიტ.. გამო რა ჩემთან და ხვალე მანქანით გაგიყვან სამსახურში..
-კაი გავემზადები და გამოვალ..
კარადიდან მუხლს კარგად აცილებული მოკლე შავი კაბა ჩავიცვი, ზემოდან თეთრი ზედა წარწერით "music my life", კედები, თმები გავიშალე და ნაქსოვი შავი ჟაკეტი მოვიცვი.. ჩანთა ავიღე და ქვევით ჩავედი...
-საით?
-ლიზიკოსთან მაკა... ამაღამ იქ დავრჩები, ხვალე კი პირდაპირ სამსახურში წავალ..
-მემგონი ვილაპარაკეთ ამაზე..
-მემგონი მე გითხარი რომ ვიმუშავებ...
კარები გაბრაზებულმა გამოვიხურე და კიბეებზე დავეშვი.... გზაში მივდიოდი თან
Sam Smith- Stay With Meს ვუსმენდი და თან ჩემ ცხოვრებაზე ვფიქრობდი....
რად მაქცია?...
რა ვიყავი და რა ვარ ეხლა?!
ადრე დედას ერთ სიტყვასაც ვერ შევუბრუნებდი...
ეხლა?
ეხლა 17 წლის ლაწირაკმა დედას უნდა ვასწავლო ცხოვრება... ალბათ მე რომ არა დედა ეხლა ისევ ისეთ შიშში იქნებოდა, როგორშიც ადრე იყო... გულის ფანცქალით დაელოდებოდა საღამოს 9 საათს, როცა მამა სახლში გლეშილი მთვრალი მოვიდოდა და ხელების ქნევას დაიწყებდა..
ამაზრზზენია ეს ყოველივე... კაცის დანახვა აღარ მოგინდება ადამიანს არასდროა....
ფიქრი მანქანის მკვეთრმა დამუხრუჭებამ შემაწყვეტია... თავი მოვატრიალე და აღმოჩნდა, რომ ქუჩაზე გადავდიოდი ისე, რომ არც კი გამიხედავს... მანქანა ზუსტად ფეხების წინ გაჩერდა იქიდან კი ძალიან... არა სასტიკად სიმპატიურზე სიმპატიური ბიჭი გადმოვიდა...
მაღალი, შავგვრემანი, ყავისფერი თვალებით... აი საშინლად სიმპატიური ბიჭი... ოდნავი წვერი სასწაულას უხდებოდა... აი ნამდვილი 21 საუკუნის, ყველაზე მაგარი "ლამბერსექსუალი" ბიჭი....
-სიარულის დროს წინ რომ იყურო ურიგო არ იქნება...
ხმაა??
აი სასწაული... ბოხი... რომელიც საშინლად უხდებოდა მის აღნაგობას...
- უკაცრავად...
თავი დავხარე და ისე გავაგრძელრ გზა... სანამ თვალს არ მივეფარე ვგრძნობდი მის მწველ მზერას, რომელიც საშინლად მიშლიდა ნერვებს მიშლიდა....
-მარიტა!! მარიტა!!! აიღე ხელი ზარიდან გავაღე უკვე..
თავი დაფეთებულმა ავწიე, ვერ გავაანალიზე როგორ მოვედი ლიზიკოს სახლამდე..
-აუ ბოდიში....
-შემოდი... რა გჭირს??
სავარძელში მკვდარივით, რომ ჩავესვენე მერე მკითხა ლიზიკომ...
უი ხო ლიზიკო ჩემზე 2 წლით დიდია და მარტო ცხოვრობს...
-რა უნდა მჭირდეს?
მისკენ არ შევბრუნებულვარ ისე გავეცი პასუხი..
-ადექი მივდივართ!!!
-ბატონო?!
-აეგდე მივდივართ! ნუ ნერვიულობ ხვალე სამსახურში არ დაგაგვიანდება!!
-დამაგვიანდება და შენი აჯობებს...
15 წუთში სახლის კარები გამოვიხურეთ და გზას გავუყევით.. გზაში ლიზიკო რაღაც კლუბების სახელებს მეუბნებოდა.. ალბათ ერთი ოცდაათამდე მითხრა, თუმცა ჩემი პასუხი ყველაზე ერთი და იგივე იყო
"რ ო მ ე ლ ი ც გ ი ნ დ ა"
-მარიტა!!
-რომელი კლუბიც გინდა იქ წავიდეთ, ხო იცი არა ეგეთებში ვერ ვერკვევი..
-კაი ხო აქვეა ძალიან მაგარი კლუბია აქვე და იქ მივიდეთ...
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნი და უკან მვყევი... შესვლისთანავე იგრძნობოდა ალკოჰოლის, თამბაქოსა და კიდევ ბევრი უსიამოვნო, სასიამოვნო თუ ნაკლებად სასიამოვნო სურნელი.. ხმამაღალმა სიმღერამ, შემიბყრო.. ლიზიკოსთვის რამე რომ მეთქვა ბოლო ხმაზე ვყვიროდი...
-მარიტა.. წამოდი დავლიოთ..
-ხომ გთხოვე....
-ცოტა...
-მძულხარ!!!
-მეც ვგიჟდები შენზე სიცოცხლე!!
ლიზიკო ბარისკენ წავიდა და ცოტახანში რამდენიმე ჭიქა არყით დაბრუნდა...
ერთს მეორე მოყვა, მეორეს მესამე მესამეს მეოთხე, მეხუთე და ასე შემდეგ... კაი მთვრალი ვიყავი, როცა ლიზიკო საცეკვაოდ გავარდა, მე კი მომიწია მარტო ვყოფილიყავი...
-ვიცეკვოთ ლამაზო?
ბეჭზე მძიმე ხელის დადება ვიგრძენი თუ არა თავი ეგრევე მივატრიალე და თვალში, სიმპატიური მაღალი ბიჭი მომხვდა..
ბევრი ფიქრი არც დამიწყია, დვთანხმდი და საცეკვაოდ გავედი.. ნელი სიმღერა როგორ მიშლის ნერვებს!!! ჩემი ხელები აიღო და მის კისერზე "შემოაწყო", მისი ხელები კი წელზე მომხვია... ტანი ნელა ავაყოლე, რითმებს.. ცოტახანში, მისი ხელები ჩემი საჯდომისკენ მიდის რაზეც მეკეტება და ვცდილობ თავი დავაღწიო, რაც არ გამომდის..
-აღარ მინდა ცეკვა! უნდა წავიდე..
-კაი რა ლამაზო... რადროს წასვლაა გართობა ეხლა დავიწყეთ...
კიდევ ერთხელ ვცადე გაბრძოლება და კვლავ უშედეგოდ...
-გამიშვით უნდა წავიდე!
-არა მეთქი და მოსივენე..
მისკენ უფრო ახლოს მიმწია მასთან...
-მემგონი გითხრეს გამიშვიო!!
უკნიდან უცნობი და ამავდროულად საშინლად ნაცნობი ხმა მომესმა.. წამებში მოვწყდი ერთს და მივეწებე მეორეს..
-კარგად ხარ? ისე აწი ცოტა გრძელი კაბა ჩაიცვი როცა კლუბში მოხვალ ყოველთვის მე ვერ ვიქნები... დღეს უკვე ორჯერ შევხვდით და გადაგარჩინე "სიკვდილს"...
თავდახრილი ვიდექი და ხმას არ ვიღებდი
-არაფერს მეტყვი?
სიჩუმე (ნუ ჩვენ შორის) მან დაარღვია და თავი ამაწევია...
-მაინც რას ელი რომ ვთქვა?!
-რავი "მადლობა"ს მაინც.. პირველი იმისთვის რომ მანქანით არ გაგიტანე და მეორე იმით, რომ თბილისში ყველაზე ცუდი რეპუტაციის ბიჭს შეეჩეხე და მასთან ერთად დაიწყე ცეკვა...
-იცი რა არც "მადლობის" მოხდას ვაპირებ და არც "ბოდიშის"...
უხეშად გავაშვბიე ხელი, რომლიც ჩემ წელზე ჰქონდა შემოხვეული... ბარბაცით მივედი მაგიდამდე და ცნობისმოყვარეობით აღსავსე ლიზიკოს თვალებს გადავაწყდი
-იცი ვინ იყო ის ტიპი ვისგანაც ეხლა წამოხვედი?
-არა რა იყო?
-აუ რა დაკარგე ეგ არის თბილისში ყველაზე მაგარი ტიპი მოიცს რა ქვია?! ჰო..
-არ მაინტერესებს ლიზიკო სახლშუ წავიდეთ ხვალე სამსახურში ვარ წასასვლელი...
ძლივს გამოვათრიე ლიზიკო ბარიდან.. სახლში რომ მივედით ღამის ოთხი საათი იყო... სამსახურში კი 9 უნდა ვიყო...
გამოძინების დრო??
დაახლოებით სამ საათ ნახევარი...
იმედია პირველივე დღეს არ დავაგვიანებ...
სახლში მისვლისთანავე შხაპი მივიღე და ლოგინში შევწექი...

წკრრრრრრრრ
მაღვიძარა!!!
როგორ მეზიზღება!!!!
გამოვრთე და ძილი გავაგრძელე... ხელმეორედ რომ დარეკა ვიკადრე და საათს შევხედე ცხრის ნახევარი იყო... დენდარტყმულივით წამოვფრინდი ლოგინიდან, მოვწესრიგდი ჩანთას ხელი დავავლე და თავქუდმოგლეჯილი გვვარდი გარეთ... ზუსტად ათის ხუთი წუთი იყო.. კარებზე ზარი რომ დავრეკე... თვაჩაღუნული ვიდექი და ველოდი როდის გამიღებდნენ...
-პირველივე დღეს დააგვიანე..
ეს სულ არ გავდა მანანა დეიდას ხმას... თავი ავწიე და გაოცებისგან პირი ღია დამრჩა



№1  offline წევრი ninee

dzaan magariia gaagrdzrle da male dade shemdegi

 


№2  offline წევრი bichinashvili ))

au ra kaia ))))cota tavebi gazarde .
--------------------
mariam 13

 


№3  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია მალე გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent