შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცება შეკვეთით 4


6-05-2015, 02:52
ავტორი dusu
ნანახია 2 766

გასაღები ავიღე და წავედი, ეკა და მია სახლში მივიყვანე, დედას დავუბარე რომ სახლში მალე დავბრუნდებოდი და არ ენერვიულა, მე კი ნიკასა ტასოსკენ გავემართე. გზაში გამიმართლა და პატრული არ შემხვედრია. თითქმის მისული ვიყავი ნიკამ რომ დამირეკა.
-სად ხართ ამდენი ხანი? აღარ მოგყავთ ეგ გოგო?
-მოვდივარ ნიკა და მალე მანდ ვარ.
-კაი, გელოდებით.
მალე მივედი, მარტო რომ დამინახეს ცოტა გაუკვირდათ.
-რაო, გვრიტებს მარტო ყოფნა უნდოდათ და აღარ შემოვიდნენ? -იკითხა ტასომ და გაეცინა თავის „მიხვედრილობაზე“.
-თითქმის ეგრეა, თან აქ არ არიან. - ვუპასუხე და სიცილი დავიწყე.
-აბა სად არიან? -ახლა უკვე ნიკაც ჩაერთო საუბარში
-სახლში. - ვთქვი თუ არა მაინვე სიცილი დავიწყე, მათი სახეების დანახვისას კი უფრო ვუმატე.
-სად სახლში? ან როდის მოვლენ? -იკითხა მოუთმენლად ტასომ.
-სადაა სახლი? - კითხვაზე კითხვით ვუპასუხე. - არ მოვლენ. - დავამატე ბოლოს ბედნიერი სახით. აქ კი ნიკას უღალატა ნერვებმა.
-აბა ჩვენ რითი წავიდეთ? თან გვიანია უკვე.
-მერე ვინ გითხრათ რომ ვერ წავალთ? - ვიკითხე და სიცილი განვაგრძე.
-ნიტა ნორმალურად აგვიხსენი რა ხდება. - თქვა ნიკამ სერიოზული ტონით.
-კარგით, წავიდეთ და გზაში მოგიყვებით თან რა. - ვთქვი და კარისკენ გავემართე. ისინიც უკან გამომყვნენ, ნუ სხვა გზაც არ ჰქონდათ, კვდებოდნენ ინტერესით და ერთი სული ჰქონდათ საშველი დამეყენებინა და მოყოლა დამეწყო. მანქანასთან მივედი, გავაღე და გასაღები ნიკას გადავეცი, ტასოს კი ვანიშნე წინ დამჯდარიყო. მე უკან კარგად მოვკალათდი. ნიკა მანქანის დაძვრას არ ჩქარობდა.
-ნიკა, აქ ვრჩებით დღეს? - ვკითხე ბოლოს.
-შენ აღარ ყვები?
-წავიდეთ და თან მოვყვები რა, ასე ხომ იქაც ვიჯექით.
-კარგი დაიწყე, გისმენთ.
-ეხლა რა ხდება, ლაშამ ცოლი მოიყვანა რა.
-რაააააააააა, ერთდროულად იყვირეს ნიკამ და ტასომ, ნიკამ კიდევ მანქანა ისე დაამუხრუჭა ცოტაც და მათ შურის დავიკავებდი ადგილს.
-მე ქორწილის გეგმებს ვაწყობდი და ამან კინაღამ არ მომკლა? - ვცდილობდი სერიოზული სახით მეთქვა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, მათ რეაქციაზე მაინც ვერ შევიკავე თავი და გემრიელად გავიცინე.
-ეგ, ნორმალურად რომ არ ლაპარაკობ იმის ბრალია. -მიპასუხა ნიკამ ამაყად.
-რა იყო ახლა არა ნორმალური? ნუ მოკლედ, თქვენგან რომ წავედით......... - ყველაფერი მოვუყევი, რაც მოხდა.
-მოცა და მარტო რომ მოდიოდი არ შეგეშინდა? თან პირველად იყავი ამხელა გზაზე, თან მარტო. -იკიღხა ნიკამ გაოცებულმა.
-ეს რომ მანქანას იყიდის, მე მანქანაში არ ვუჯდები. - დაასკვნა ტასომ.
-ზუსტადაც, მარტო რომ ვიყავი რა ფრთხილად ვიარე იცი? ტასუნ, არც ეხლა არ მყავდა მე მანქანა. - ჩავილაპარაკე კმაყოფილმა და ბავშვებს გადავხედე.
-წეღან ლაშას რომ ვურეკავდი გამორთული იმიტომ ჰქონდა ეტყობა. - როგორც იქნა მიხვდა ნიკა რაშიც იყო საქმე.
ამასობაში სოფის, ანის და ლუკას გამოცდებიც დაიწყო და ვისაც გვეცალა ყველა დავყვებოდით და ვამხნევებდით. ისე ვართობდით, ხანდახან ავიწყდებოდათ რომ გამოცდაზე უნდა შესულიყვნენ და ამიტომ ენერვიულათ. როგორც იქნა ეროვნული გამოცდებიც დამთავრდა და თავისუფლად ამივისუნთქეთ. მთელი დარჩენილი ზაფხული ჩვენს განკარგულებაში იყო. ჩვენი ბანდაც სრული შემადგენლობით უფრო ხშირად ვიკრიბებოდით. თითქმის ყოველ დღე. რა ქმა უნდა, უკვე სალოც შედიოდა ჩვენს ბანდაში. პირველი რძალი იყო და ყველა სურვილს უსრულებდნენ.
-სად წავიდეთ? მთელი ზაფხული აქ ხომ არ ვიქნებით? -იკითხა ანიმ.
-მთაში წავიდეთ რაა? - წამოვაყენე იდეა.
-მშვენიერი აზრია. - დამეთანხმა იკა.
-თან ჩვენსკენაც არ ვუჩივით ბუნების სილამაზეს. - დაამატა ლუკამ. -თან ჩემს ნათესავებს აქვთ ჩვენსკენ სახლი მთაში, აი, მართლა მაგარია იქ. ამ ზაფხულს ვერ მოდიან და გასაღებს გამოვართმევ და იქ წავიდეთ. - დაასრულა ლაპარაკი.
ეს იდეა ყველას მოეწონა. გადავწყვიტეთ რომ ერთ კვირაში წავსულიყავით. მართლა არ გვაწყენდა კარგი დასვენება.
-ნიტა რაღაცას გეტყვი და არ გამობრაზდე კარგი? - მითხრა შეწუხებული სახით ტასომ.
-რა მოხდა ეგეთი?
-მე ხვალ არ მოვდივარ რა. - თქვა და თავი დახარა.
-შენ ხომ არ უნდა გამაგიჟო, რას ქვია აღარ მოდიხარ? - ვკითხე გაოცებულმა
-ხო რა, აკოს ვეჩხუბე და მაგასთან ერთად ამოსვლა არ მინდა.
-ტასო მაბრაზებ! - ვუთხარრი სერიოზილი სახით. - იცოდე ხვალ მოდიხარ და არ გავიგონო შენნი ხმა, რას შეეხება აკოს, არ შე გაწუხებს, მაგაზე არ ინერვიულო.
როგორც იქნა დავითანხმე ნიტა, რომ წამოსულიყო. ახლ აკო უნდა მენახა. ჩხუბი მიზეზი აღარ მიკითხავს, რომ გაბრაზებულიყო არ მონდოდა, მერე უკვე ვეღარ დავიყოლიებდი წამოსვლაზე. ამიტომ თავის დანებება და აკოს გაფრთხილება გადავწყვიტე, თვითონაც იცოდა მისი ხასიათი, მაგრამ მეც უნდა მეთქვა, რადგან ტასოს პირობა მივეცი.
--------------------------
ბოდიში მინდა მოგიხადოთ. დადება ფიზიკურად ვერ მოვახერხე და ეხლაც ასე პატარა თავს ვდებ, მაგრამ სულ არ დადებას ვამჯობინე პატარა ყოფილიყო. მადლობთ რომ ითხულობთ და მოთმინებით ელოდით.
პ.ს. ველი შეფასებებს...



№1  offline წევრი tatiko:)

Kargiaaa veloDebi shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent