ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (4)
*** დილით მზის სხივებმა გამომაღვიძა. სახეზე ხელი ავიფარე და გვერდი ვიცვალე... თავი საშინლად მიბრუოდა...ალბათ გუშინდელი ''ლოთობის'' ბრალია... ღმერთო ჩემო გუშინ რამდენი დავლიე-თ. დიდი ხანია ასე გემრიელად არ მილოთავია რადგან ჩემი მშობლები სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ სკოლის დღეებში დალევის... ავდექი.. თურმე გუშინ ჩემი ღამის პერანგის ჩაცმა მომისწრია... ოუ... სარკეში ჩავიხედე, შოკი ვარ...ეს რაღაც ძალიან მოკლეა, თანაც შიგნიდან ყველაფერი მიჩანს.. ჰმ,იქნებ ბოდელობა მეცადა?... მალევე გამოვიცვალე, საწოლი გავასწორე და ოთახიდან გავედი. ლუკა დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.. ჩემთვის არც კი შემოუხედავს. მაცივართან მივედი, გამოვაღე, გამიკვირდა მაგრამ მაცივარი სავსე იყო პროდუქტებით... სამწუხაროა რომ კერძების მომზადება არვიცი... -არ გშია?-ვერც კი მივხვდი როგორ შემოვიდა ასე ჩუმად... როგორი სასიამოვნო ხმააქვს.. მისი სუნთქვა ჩემს კისერს მოხვდა და მთლიანად ამიწვა. -მე...-დავიბენი,უცებ შევტრიალდი,მაგრამ ჩვენს შორის წონასწორობა თავიდანვე დარღვეული ყოფილა და მე იმაზე ახლოს აღმოვჩნდი მასთან ვიდრე მეგონა... მაცივრის კარი თავისით მიიხურა და მეც მთელი ძალით ავეკარი მას. -გეშინია?-ის რამოდენიმე სანტიმეტრიც გადმოკვეთა და სხეულზე ამეკრა. -რისი? -გგონია რამეს დაგიშავებ?-იმდენად ახლოს იყო მის ცხელ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. შეშინებულმა აღარ ვიცოდი რა მეღონა... -არ მგონია..-ამოვიკრუტუნე საცოდავად. -დარწმუნებული ხარ?-ორივე ხელი განიერ მაცივარს მიადო და ისე გამოვიდა რომ შუაში მომიმწყვდია -კი... -რატომ? -გენდობი!..-წამოვიყვირე გაუაზრებლად.. არადა ნამდვილად არ ვენდობოდი. -ნუ მენდობი!-თავის თითები ჩემს თმაში ახლართა და თავის ტუჩები ჩემს ტუჩებს გაუხახუნა. კანკალმა ამიტანა... აღარ ვიცოდი რა მეღონა... რადაემართა ასე უცბათ? გუშინ როგორი კარგი იყო და ახლა... მგონი ჯობია მისი მეგობრები ჩვენთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად, მათთან სულ სხვანაირია მაგრამ მე ისე მექცევა გეგონება მისი მტერი ვიყო. -სხვა დროს შენთან სექსის შანსს ხელიდან არ გავუშვებდი მაგრამ ახლა მეჩქარება.-მითხრა, წამებში მომცილდა, სამზარეულოდან გავიდა და მალევე კარის მიხურის ხმაც გაისმა. წავიდა.. ამოვისუნთქე როგორც იქნა მაგრამ შეშინებულს ფეხი არ მომიცვლია ადგილიდან.. ასე გაშეშებული ვიდექი და ყველაფერს ვაანალიზებდი. ეს ადამიანი კიარა ცხოველია.. არვიცი მასთან ეს ერთი თვე როგორ უნდა ვიცხოვრო... მან თუ ასე მოქცევა გააგრძელა ან მას მივახრჩობ ან მე ჩამოვიხჩობ თავს. თვალიდან ცრემლი წამომივდივა.. ვტირი? იმ დამპალს ჩემს ცრემლებს არ შევარჩენ! მეორეთი ჩემთან ასე მოქცევას და ლაპარაკს ვერ გაბედავს! ჩემს ოთახში შევვარდი, თავი დავიმშვიდე, სარკეში ჩავიხედე, თავი მოვიწესრიგე და ჩემს მეგობარ ნიას დავურეკე... აი ის, ადრე რომ ვახსენე ბებოსთან ცხოვრობს მეთქი.. ჩემი ერთადერთი გოგო მეგობარია. -ნიი..-დავიწყე როცა მობილურს უპასუხა-სასწრაფოდ უნდა გნახო. ახლავე! -კარგი, მოხდა რამე? გოგო სკოლაში წაიღეს ტვინი თაკო გათხოვდაო.. -უბრალოდ გარეთ გამოდი და ყველაფერს აგიხსნი! -კარგი, სად შევხვდეთ?-შეხვედრის ადგილი დავთქვით და ორივენი ოც წუთში ერთმანეთზე გადახლართულები ვიდექით. იქვე სკამი მოვნახეთ და ჩამოვჯექით. -გოგო აბა მოყევი რახდება? ეხლა კი გამოვიპარე სკოლიდან მაგრამ ამის შემდეგ ეცადე ძირითადად საღამოთი შევხვდეთ ხოლმე... -ხოო ნიი... ძაან დიდი ბოდიში რა.. -კაი კაი ეგ გავატარეთ, ეხლა მითხარი რა საქმე გქონდა. აუ სკოლაში ტვინი წაიღეს გათხოვდაო-და გემრიელად გადაიხარხარა. მე გავიტრუნა და თავი ჩავღუნე. -მოიცა,მოიცა... -ნია.. მე მართლა გავთხოვდი. ნია რამის ხელებში ჩამაკვდა... ტირილი დაიწყო ჩემი საუკეთესო მეგობარი გათხოვდა და მე არ ვიცოდიო. -კაი რაა ნიიი... მორჩი ტირილს... ჯერ რადროს ტირილია,სატირელი კიდე იცი რამდენი უნდა გითხრა?-ნიამ ჩაწითლებული თვალებით ამომხედა. -კიდევ რამე მოხდა? -შენ თუ გგონია რომ ჩემ ქმარზე ყურებამდე ვარ შეყვარებული ძაან ცდები.. -ჰა? აბა?-გაოცდა... ჩემთვის მას რომ იგივე ეთქვა ადრე ალბათ მეც გავოცდებოდი მაგრამ ახლა.. -ერთისიტყვით მშობლებმა ძალით დაგვაქორწინეს.. გაისუსა.. -მემგონი მაგას ფიქტიური ქორწინება ქვია ხო? -ნუ ხოო, მაგას რა მნიშვნელობააქვს.. -ეხლა მომისმინე!-გამაწყვეტინა-შენ ეხლა ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი, მე არაფერს გაგაწყვეტინებ და ჩემს აზრს ბოლოს გეტყვი, ოკეი? თავი დავუქნიე და ყველაფრის დაწვრილებით მოყოლა დავიწყე. დავიწყე ჩვენი ‘’პირველი ღამიდან’’, დავამთავრე დღევანდელით, და დაველოდე მის რეაქციას ამ ყველაფერზე... ცოტა ხანი გაშტერებულმა მიყურა... მერე დარტყმულივით წამოხტა და მიყვირა: -დღესვე აიკრავ მანდედან გუდა-ნაბადს და ჩემ სახლში წამოხვალ... მაგ საქონელთან ერთი წუთიც ვეღარ დაგტოვე.. აზროობ? შეიძლება რამე დაგიშაოს... -არა შენთან ვერ წამოვალ.. ჩვენ ერთ თვეში გავცილდებით ერთმანეთს... და ისე ყველაფერი ავწონ-დავწონე.. მე მაგის გვერდით ვერ გავჩერდები ერთ სახლში, ხოდა დადგეს და მდიოს... დღესაც მინდა შენთან ერთად ვიყო გვიანობამდე... მაინტერესებს თუ დამირეკავს, ან თუ მომძებნის... ოღონდ ერთი რაღაც უნდა გთხოვო:ეს ყველაფერი მარტო შენ და ირაკლიმ იცით და ძანნ გთხოვ არავისთან არაფერი წამოგცდეს, ოკეი? -არა გოგო რა სისულელეა, რა უნდა წამომცდეს... წამო გავიაროთ და საღამოს ბარში წავიდეთ.. მეც დავთანხმდი. ერთად დიდი ხანი ვისეირნეთ, მან თავისი შეყვარებულის ამბები მომიყვა. მეწუწუნა თუ როგორი ძნელი იქნება მისთვის გამოცდების ჩაბარება.. უი სულ დამავიწყდა, მე და ნია სკოლელები ვართ ოღონდ ის ჩემს პარალელურ კლასშია. პატარები რომ ვიყავით ერთმანეთი გვეზიზღებოდა.. ეს ალბათ იმის ბრალია რომ მასწავლებლები ყოველთვის პარალელურ კლასს გვადარებდნენ და ბოლო დონეზე გვლანძღავდენენ, ხოდა ჩვენც გვეზიზღებოდა ჩვენი პარალელური კლასი მაგრამ ერთ დღეს მე და ნია ჩემი ნათესავის დაბადბისდღეზე ერთად მოვხვდით და მას მერე ერთად ვართ. იქიდან მოყოლებული რაც მერვე კლასელები ვიყავით... ნეტავ დროის დაბრუნება შეიძლებოდეს... მას შემდეგ რაც მოისმინა თუ როგორ კარგად ვუკრავდი გიტარაზე გადაწყვიტა რომ მას დრამზე დაკვრა ესწავლა და საერთო ჯგუფი შეგვექმნა... დრამი მართლაც კარგად ისწავლა, ერთი წელი გვქონდა კიდეც გოგონების ბენდი რასაც დავარქვით ‘’Bitches’’. მერე ჩემმა მშობლებმა გადათარგმნეს ეს სახელი, მიხვდნენ რომ ‘’ბოზებს’’ ნიშნავდა და უზრდელობის გამო ჯგუფის დატოვება მომთხოვეს.. ღმერთო ამაზე ისე მეცინება... ნუ ეს სახელიც თინეიჯერობის ასაკიდან გამომდინარე იყო.. ბოზებს ჩვენ თავს არ ვუწოდებდით მაგრამ მაშინ ეს სიტყვა მოდაში იყო და ყველა ამას გაიძახოდა.. ერთისიტყვით მე და ნია დებივით ვართ. ამ ჭორაობაში დაგვიღამდა... კლუბში გვინდოდა მაგრამ არ შეგვიშვეს არასრულწლოვნების ასაკის გამო და ჩვენც გადავწყვიტეთრამე უფრო კარგი გასართობი მოგვენახა. -გოგო წამო ჩემი ყოფილის სახლში მივიდეთ და მაგის მანქანას კვერცხები დავუშინოთ, გინდა?-შემომთავაზა ნიამ -შენი ყოფილი? რომელი? -უი შენ არ იცნობ! -რაა? რატომ? -რავი ეგ ჩემზე ძაან დიდი იყო და აღარ გაგაცანი თორე დაიწყებდი რაღაცეებს.. -შე დამპალოო-გადავიხარხარე და ჩავარტყი-და ეგეთი სასჯელი რატოო? -იმიტო რო მითხრა პატარა ხარო, ჩემმა მეგობრებმა რო გაიგონ პატარას ვხვდები დამცინებენო და დამშორდა.. -ხოდა წამო ეხლა კვერცხები ვიყიდოთ.-იქვე ახლოს მდებარე სუპერმარკეტში შევედით, 15 ცალი კვერცხი ვიყიდეთ და ნიას ყოფილი შეყვარებულის სახლის გზას დავადექით -რა ერქვა?-ვკითხე მაშინ როცა ჩავსაფრდით. -სანდრო! -აბა სამ თვლაზე ვიწყებთ! ერთი.... ორი... სამი...-და დავუშინეთ სანდროს მანქანას კვერცხები. მანქანას სიგნალიზაცია ჩაერთო რაზეც სახლში მყოფებმა მოახდინეს რეაგირება და სახლის ფანჯრები მაშინვე აციმციმდა. -მოდის!-დაიყვირა ნიამ და კედელს მეფარა,მეც გავიქეცი მაგრამ როგორც ჩანს პატრონმა გამომასწრო და ხელში მე შევრჩი. -ჰეი, აქ რახდება?-დაიყვირეს ჩემს უკან.. ხმა მეცნო სავით, თავი მივატრიელე და ღმერთო.... ოღონდ ახლა მომკალი და სხვა არაფერი მინდა.. -თაკოო?-დაიყვირა გაოცებულმა ლუკამ-შენ აქ რა გინდა?! ____________________________________________________________ იმედია მოგეწონებათ ^.^ შემდეგ თავსაც მალევე დავამატებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.