მეორადი ბედნიერება [8]
ანნა. ჯვარიც დაიწერეს, ხელიც მოასწერეს და რესტორანში წავიდნენ. საკმაოდ დიდი ქორწილი ჰქონდათ, ყველამ იმხიარულა, იცეკვეს, იმღერეს. აღარც ანნას გახსენებია პეტრე, მეუღლესთან მიხუტებული ცეკვავდა და არაფერი აღელვებდა. - მიყვარხარ _ ყურთან ჩურჩული გაიგო, ჩაეღიმა. - მეც _ კიდევ უფრო მიეკრო. - მაცეკვეთ ახლა რძალთან _ სიცილით მიუახლოვდა ლეო.. როგორც კი ელენემ მარტო მოიხელთა, მაშინვე დაიწყო. - ის ის იყო ვინც მე მგონია? - ვინ ის და ვინ ვინ იყო გამარკვიე? - ის ვიღაც ქორწინების სახლში, კინგ-კონგი იყო? - კი. - მერე? - რა მერე? - რა იგრძენი? - შენ სიცხე გაქვს ხომ? _ გაიცინა _ რა უნდა მეგრძნო? - ჩემს მეუღლეს მოგტაცებ ცოტა ხნით _ სიცილით მიუახლოვდა გოგონებს გეგა და საუბარი შეაწყვეტინა. - რა ხდება? _ ღიმილით ახედა ანნამ. - არაფერი, მომენატრე _ თბილად უთხრა და გაუცინა. - გეყოლება დღეიდან სახლში და რომ შემეხვეწები ოღონდ ეს მომაშორეო, მერე გაგახსენებ. - არ შეგეხვეწები _ გაუცინა. - გაგახსენებ _ ელენესაც გაეცინა და წყვილი მარტო დატოვა. - არ გავიპაროთ? _ უჩურჩულა გეგამ. - გაგვაპარებენ? _ სიცილით ჰკითხა. - არ ვიცი, მაგრამ ვცადოთ. - ვცადოთ _ ნელი ნაბიჯით წავიდნენ დარბაზის შუაგულისკენ და შემდეგ გასასვლელისკენ. გაიპარნენ.. მანქანაში ჩასხდნენ და მათი ახალი ბუდისკენ წავიდნენ. სახლი იყიდეს, მართალია პატარა, მაგრამ ჯერ მეტი არც სჭირდებოდათ. მთავარია სითბოთი აავსებდნენ და ბედნიერად იცხოვრებდნენ. მზერით ეფერებოდა საჭესთან მჯდომი მეუღლე ანნას და დროდადრო სახეზე ეფერებოდა. ანნაც უღიმოდა, თუმცა ნერვიულობდა კიდეც. თითქოს არც არაფერი იყო სანერვიულო, საყვარელ ადამიანთან იწყებდა ცხოვრებას.. მანქანა გაჩერდა და გოგონაც ფიქრებიდან გამოერკვა. მანქანიდან გადმოვიდა და კარებთან მდგარ გეგას გაუღიმა. - შევიდეთ? - შევიდეთ. _ ქმარს ხელი მოკიდა და სახლში შევიდნენ. გული კიდევ უფრო აუძგერდა, გეგას ეღიმებოდა. - შხაპს მივიღებ მე _ გაუღიმა ცოლს, ტუჩებზე კოცნა დაუტოვა და სააბაზანოში გაუჩინარდა. ერთი ღრმად ამოისუნთქა ანნამ და გულზე ხელი მიიჭირა დასამშვიდებლად. მალე გამოვიდა გეგა სააბაზანოდან, თუმცა უბრალოდ გაუღიმა ანნას და გვერდი აუარა. კაბა ადვილად გაიხადა ნიჟარაძემ. კიდევ კარგი ის მთავარი კაბა გამოიცვალა, თორემ მთელი საღამო იმას ნამდვილად ვერ ატარებდა. სააბაზანოში გაუჩინარდა. ცხელმა წყალმა მოადუნა, დაძაბულობა მოუხსნა, ერთიანად მოეშვა. თმებზე პირსახოცი მოიხვია და თხელი ხალათით გავიდა ოთახში. სარკესთან მივიდა, სახეზე ხელები გადაიტარა, წარბები გაისწორა და ზურგს უკან ცხელი სუნთქვაც იგრძნო. ყელზეც იგრძნო თბილი ბაგეების შეხება და გაიტრუნა. ნაზად დააცოცებდა ტუჩებს მხრებზე, კისერზე. ანნაც განაბულიყო და უკვე ჟრუანტელსაც კი ვეღარ გრძნობდა სხეულზე. ნელა შეატრიალა ბიჭმა თავისკენ და ტუჩებზე შეეხო. გოგონამაც კისერზე შემოაჭდო ხელები და კიდევ უფრო მიეკრა მეუღლის სხეულს. წამით მოშორდა გეგა, გაუღიმა, ერთი ხელის მოსმით მოაშორა ხალათი და ისევ განაახლა ალერსი. ნაზად უკოცნიდა სხეულის ნაწილებს და ისევ ტუჩებს უბრუნდებოდა... პეტრე. რესტორანში უხალისოდ იყო. არც უცეკვია რასაკვირველია, ვერც ბიჭებმა მოახერხეს მისი ცეკვაზე დათანხმება. აქეთ-იქიდან უტევნდნენ „გაიღიმე“-ს ძახილით, თუმცა ოდნავადაც არ ეღიმებოდა პეტრეს. სახლში მაშინ წავიდნენ, ყველა რომ დაიშალა. ლიკო სახლში შეატარა და თვითონაც უკან მიყვა. არ ჩქარობდა, სულაც არ უნდოდა ლიკოსთან ყოფნა, მაგრამ იძულებული იყო. მაგიდაზე მდგარი, ვისკით სავსე ჭიქა გამოცალა და ოთახში შეჰყვა. შეწუხებული სახით დაუდგა გოგონა წინ. - ელვა-შესაკრავს ვერ ვხსნი, შეგიძლია დამეხმარო? ზურგთან არის. - კი, ახლავე _ იპოვა და ჩახსნა. კარგად დაინახა გოგონას თეთრ ზურგი და დახორკლილი კანი. გაეღიმა, ნელა მიატრიალა თავისკენ და ხელები წელზე მოკიდა. მის რეაქციას ელოდა, ლიკოც უფრო ახლოს მივიდა, თავად გამოიჩინა ინიციატივა და აკოცა. პეტრეც აჰყვა, თუმცა ეს აყოლა მოვალეობას უფრო ჰგავდა, ვიდრე სურვილს. ეცადა ცოტა სითბო მაინც გამოეჩინა, მაგრამ ვერ შეძლო, უბრალოდ არ შეეძლო. ლიკოც გრძნობდა ამას, თუმცა დიდ მნიშნელობას არ ანიჭებდა, საყვარელ ადამიანთან ერთად იყო და არ აღელვებდა პეტრეს უემოციობა. უღონოდ მიესვენა ბიჭის მხარზე, მაგრამ პირველმა ხელი გამოწია, წამოდგა, შარვალი ამოიცვა და თავის პატარა აივანს შეაფარა თავი. როგორ ვერ იტანდა ახლა საკუთარ თავს.. ფაქტია კვლავაც ვერაფერს გრძნობდა ლიკოს მიმართ, უბრალოდ მიმზიდველ ქალადაც ვერ აღიქვამდა. ოთახში მხოლოდ მაშინ შევიდა, როცა იფიქრა ლიკოს უკვე ეძინებოდა. ზურგშექცევით დაწვა და თვალები დახუჭა. ერთი თვის შემდეგ.... ანნა. ბედნიერებით სავსე ერთი თვე გავიდა.. ძირითადად სულ ერთად იყვნენ.. თაფლობის თვის გასატარებლად სვანეთი აირჩიეს. ყველაზე მშვიდი იყო ის ორი კვირა, მშვიდი და სიყვარულით სავსე. ყოველი დილა კოცნით იწყებოდა, ანნაც გახარებული ახელდა თვალებს და ინაბებოდა. ბედნიერებას ანიჭებდა იმის შეგრძნება, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით ჰყავდა. ხშირი იყო მეგობრებთან გატარებული საღამოები, მხიარული, კოცონის ან ბუხრის გარშემო. კმაყოფილი იჯდა გეგას კალთაში და მასზე მიხუტებული უსმენდა მეგობრებს. გეგას ოჯახთანაც და სამეგობროსთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. მართალია ბევრს იცნობდა, მაგრამ ახალგაცნობილების სიმპატიაც მალე დაიმსახურა. ოჯახს ხომ თავისთავად უყვარდა რძალი. ყველა თავს ევლებოდა ოჯახის ახალ წევრს. გეგასაც ბევრს ეჩიჩინნენ ერთად ვიცხოვროთო, მაგრამ ბიჭი წინააღმდეგი იყო,თავის ცოლთან მარტო უნდოდა ყოფნა. ერთმანეთით ტკბობა გვაცადეთ-ო, ამბობდა. თვალებგაბრწყინებული დადიოდა ანნა, კიდევ უფრო რწმუნდებოდა თავის არჩევანში. რამდენჯერმე კინგ-კონგზე ფიქრიც შეეპარა, მის ოჯახზე. აინტერესებდა როგორ ცხოვრობდნენ, სიყვარულით შექმნა თუ არა პეტრემ ოჯახი, ახლა როგორ იყო. მაგრამ სწრაფად უკუაგდებდა მასზე ფიქრებს. სულაც არ მოწონდა ბიჭზე ფიქრი, მაგრამ თავისდა უნებურად ჩაფიქრდებოდა. ფიქრებიც ძირითადად მარტო ყოფნისას აწვებოდა, თორემ როცა გეგასთან იყო, არავინ და არაფერი აღელვებდა. პეტრე. ერთი თვე გავიდა და კვლავ არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა რომ მის გვერდით გოგონას ძინავს და მასთან ერთად ცხოვრობს. თავიდან რომ გაიღვიძა, ლიკო ლოგინში არ დახვდა. სამზარეულოში გასულმა აღმოაჩინა, რომ გოგონას მისთვის საუზმე მოუმზადებია. - ლიკო, ნუ შეწუხდება, არაა საჭირო ასე ადრე გაღვიძება. - პეტრე მე შენი ცოლი ვარ, მოვალეობაც კია რომ საუზმე გაგიმზადო. - არ არის საჭირო და მორჩა, დაიძინე, გამოიძინე. ლიკო რომ მის გამო წუხდებოდა, თავს კიდევ უფრო დამნაშავედ გრძნობდა. უნდოდა გოგონასთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნა, რომ სინდისის ქენჯნა ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა. ბიჭებიც ყოველ დღე ეკითხებოდნენ რა ხდებოდა ახალი და მის პასუხზე ღიზიანდებოდნენ. - ხომ გეუბნებოდით, შენც ხომ იცოდი რომ ვერ შეიყვარებდი. _ პასუხი კი სულ ერთი და იგივე იყო. - მაცადეთ, ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირაა გასული. ნელ-ნელა შევეჩვევი კიდეც და შემიყვარდება. - კი, კი სულ მასე ამბობ. არადა გულის სიღრმეში თვითონაც ეთანხმებოდა. საერთოდ ვერაფერს გრძნობდა მადლიერების გარდა. ვერც მიზიდულობას, ვერც ვნებას, ვერც სურვილს, უბრალოდ ვერ გრძნობდა, ვერ აღიქვამდა როგორც ქალს, როგორც საკუთარ ცოლს. ყოველ დღიურად კიდევ უმფრო უმძაფრდებოდა შეცდომის შეგრძნება, შეცდომის, რომელიც დაუშვა. არც ის იცოდა როგორ გამოესწორებინა. არადა მართლა ცდილობდა, ცდილობდა შეეყვარებინა, დაინტერესებულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. ბიჭებსაც ხშირად ეპატიჟებოდა თავისთან, თითქოს ლიკო მათთან უფრო თავისუფლად და ლაღად გრძნობდა თავს. პეტრეს კიდევ უფრო ხშირად ეპარებოდა ფიქრები ტლიკინაზე. ყოველთვის, როცა ხვდებოდა რომ ბედნიერი არ იყო, მისი სიტყვები ახსენდებოდა. მისი კისკისის გახსენებისას თვითონაც ეღიმებოდა. თან არ მოწონდა მასზე ფიქრი, ხვდებოდა არ იყო კარგი საქციელი. ფიქრებიც რომ მაინცდამაინც მეგობრული არ იყო, ამასაც ხვდებოდა. არც სწორი იყო, ანნას მეუღლე ჰყავდა, თვითონაც ჰყავდა ლიკო.. ლიკო პირველივე დღიდან შეეჩვია პეტრეს დამოკიდებულებას. ბიჭს არც მოუტყუებია, თავიდანვე უთხრა რომ არ უყვარდა, მაგრამ ეცდებოდა. ჰოდა თვითონაც ხედავდა რომ ცდილობდა. სასეირნოდაც იყვნენ ერთად, პტრეს სულ დაჰყავდა თავის გარემოცვაში, მეგობრებიც გააცნო. ყურადღებას სულ გრძნობდა, თუმცა ამ ყურადღებაში სიყვარულის და სითბოს ნაწილაკიც კი არ იყო. ეს ყურადღება თითქოს უფრო ვალის მოხდას ჰგავდა. მაგრამ მაინც იმედოვნებდა, რომ ერთ დღეს პეტრესაც შეუყვარდებოდა. დღეების სვლასთან ერთად, მისი იმედიც მცირდებოდა, აშკარა იყო, ბიჭი ოდნავადაც არ მიიწევდა მისკენ, ლიკო კი პირიქით, სულ ცდილობდა ურთიერთობაში ნაბიჯი წინ წაედგა. ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაცივდა პეტრე, საწარმოში პრობლემები ჰქონდა. ერთი-ორჯერ ლიკოსაც უხეშად ელაპარაკა მისი ყურადღებით შეწუხებული. საღამოს კი ბოდიშს უხდიდა და ნანობდა. გოგონა მაინც არ კარგავდა იმედს, რომ სასწაული მოხდებოდა.. ანნა.. ელენემ დაურეკა, თუ მარტო ხარ გამოვალ, რაღაც ამბები მაქვსო. ჰოდა ელოდებოდა, მაგიდაზე შოკოლადი და ყავა ედგა და ერთი სული ჰქონდა მოესმინა ელენეს ახალი ამბისთვის. აქოშინებული შევარდა ელე და დაქალს ჩაეხუტა. - დაიწყე. - ამოსუნთქვა მაინც მაცადე. - მალე, გისმენ. - ერთი ბიჭი გავიცანი. - ოჰ? როდის მოასწარი? - ერთი კვირის წინ. - და ახლა მეუბნები? - ოო, აქამდე სერიოზული არაფერი იყო. - ანუ ახლა სერიოზულია, კარგი მიდი. - მოკლედ,აუ ძალიან კარგი ბიჭია _ გახარებულმა შემოსცხო ტაში. ანნას გაეცინა. - ან სახელი მითხარი, ან გვარი, ან ასაკი, ან როგორია, რა ხდება.. - რატი ჰქვია, 27 წლისაა, უხ ისეთი სიმპატიურია, სადღაც საწარმოშია დასაქმებული, წარმოების უფროსიო თუ რაღაც თანამდებობაზე. - სად გაიცანი? - სად და.. იმ დღეს მივდიოდი ქუჩაში, ბედნიერად გადავედი გზაზე და ვიღაც იდიოტმა კინაღამ გადამიარა. გაჩერებაც არ იკადრა, შიშისგან გაყინული ვიდექი შუა გზაზე და მაშნ მოვიდა, მერე სახლამდეც მიმაცილა. მეორე დღეს სახლთან მელოდებოდა, ნომერი გამომართვა, სასეირნოდ დამპატიჟა და ნუ მოკლედ.. - შენც მოგწონს.. - ძალიან _ გაეცინა. - ოჰო, საინტერესოა. - გეგა სადაა? - ბიჭებთან. - შენ რატომ ხარ სახლში? - ვერ ვიყავი რაღაც, თავი მტკიოდა და დავრჩი. - გასაგებია. თქვენ რომ გიყურებთ, მეც მინდება ქმარი. _ ორივეს გაეცინა. - ადექი და გაყევი მერე რატის. - რატი სერიოზული ბიჭია, ერთ კვირაში რომ მოჰყავთ ცოლად და მერე ორ დღეში შორდებიან ისეთი კი არა. - მე მაპატიეთ, რატი სერიოზული ბიჭია _ გააჯავრა მეგობარს და გაეცინა. - წავედი ახლა, რატი უნდა ვნახო. - უიმე, ჯერ წესიერად არ გაგიცვნია და რატი, რატი, რატი, მერე რაღა იქნება. - შენც მასე იყავი გეგა, გეგა, გეგა _ ენა გამოუყო. - წადი, წადი და ჭკვიანად. _ დამრიგებლური ტონით უთხრა და დაემშვიდობა. რატი, კინგ-კონგის მეგობარსაც რატი ერქვა.. ისევ პეტრე, რატომ ახსენდება ყველაფერზე პეტრე.. „სულელი რომ იქნები ადამიანი“- გაიფიქრა და ჩართულ ტელევიზორს მიაშტერდა. ჩასძინებია, ამასობაში შემოაღამდა კიდეც და კაკუნმა გააღვიძა. გეგა იქნება-ო გაიფიქრა და გაღიმებული წავიდა კარებისკენ. არც შემცდარა, მოწყვეტით აკოცა ქმარს და ისევ დივანზე მოკალათდა. პეტრე.. შინ გვიან დაბრუნდა.. ჯერ იყო და მთელი დღე დაძაბული ჰქონდა, საღამოს ბატონი გუჯას ნახვამ დაგვირგვინა ყველაფერი.. მერე ბიჭებთან ერთად ერთი-ორი ჭიქაც დალია და სახლში წავიდა. ეგონა ლიკოს ეძინებოდა, თუმცა შეცდა. კარები გააღო, სიბნელე იყო, ოთახისკენ წავიდა, მისაღებში კი ორ კაცზე გაშლილი სუფრა აღმოაჩინა, სანთლის შუქზე, თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და ოთახიდან გამოსულ ლიკოს შეხედა. - ლიკო, ხომ გითხარი არა, არ მინდა რომ ჩემ გამო ასე წუხდებოდე, არ დამიმსახურებია. - მე მინდა _ გაუღიმა და ახლოს მივიდა. - მადლობა, მაგრამ არ მშია, ბოდიში. - არაუშავს _ გაუღიმა და საკუთაი ინიციატივით აკოცა. - ლიკო, დაღლილი ვარ. - მეც დავიღალე პეტრე.. - მესმის, ძალიან გთხოვ მაპატიე.. მე თავიდანვე გითხარი.. - ჰო, ვიცი რომ თავიდანვე მითხარი, ვიცი რომ ცდა გინდოდა, ვიცი რომ ცდილობდი, მაგრამ ახლა მცდელობასაც ვეღარ გატყობ პეტრე.. - ლიკო, ახლა მართლა ძალიან ვარ დაღლილი, ძალიან რთული დღე მქონდა, ხვალ ვილაპარაკოთ, მშვიდად.. - კარგი, ხვალ ვილაპარაკოთ თუ რამე აზრი ექნება.. - აზრი ყოველთვის ყველაფერს აქვს _ ჩაიბურტყუნა და იქვე მისაღებში დაწვა. ვეღარ დაწვებოდა ლიკოს გვერდით.. ეს საშინელი გრძნობა, სინდისის ქენჯნას ისე მძაფრად გრძნობდა.. როგორ შეცდა როცა ეგონა, რომ ლიკოს შეყვარებას მოახერხებდა.. ასეთი შეცდომა ალბათ არ დაუშვია ჯერ.. ლიაკოს შეყვარებაც კი არ იყო ასეთი შეცდომა. ფაქტი იყო, რაღაც უნდა მოეხერხებინა, რაღაც გამოსავალი უნდა ეპოვა, მაგრამ რა? ამას ვეღარ ხვდებოდა. ვერ ეტყოდა ლიკოს დავშორდეთო, ამისთვის ვერ გაიმეტებდა. თუმცა ახლა უარესი იყო. დილით ადრე გადიოდა, სანამ ეძინა, საღამოს კი ცდილობდა ისე გვიან დაბრუნებული, რომ მძინარე დახვედროდა, მაგრამ ხანდახან არ გამოსდიოდა. როგორ უნდა დროის უკან დაბრუნება შეეძლოს, მაშინ ხომ ყველაფეს გამოასწორებდა.. აუცილებლად გამოასწორებდა... _____________ ესეც მერვე თავი შოკოლადებო.. პირველ რიგში უღრმესი მადლობა თქვენი სითბოსთვის... საოცრად მავსებთ და მახარებთ.. შემდეგ უკვე, თქვენ არ იცით როგორ მრცხვენია რომ მაგვიანდება.. ცუდი გოგო ვარ ვიცი, მაგრამ რა ვქნა, მართლა ვერანაირად ვერ ვასწრებ და იმედი მაქვს გამიგებთ... ამიტომ არ მინდოდა დაწყება, მაგრამ რადგან დავიწყე, ბოლომდე უნდა მივიყვანო.. მართლა ვეცდები ჯერ საერთოდ არ დავაგვიანო და თუ მაინც დამაგვიანდება, ძალიან არ დავაგვიანო.. მადლობა რომ გაგაებით ეკიდებით, ითმენთ და კითხულობთ... იმედი მაქვს ეს თავიც მოგეწონებათ, ველი შეფასებას და კრიტიკას.. და კიდევ, გადარბენით ვწერდი, სკოლაშ გავრბივარ, შეცდომები მაპატიეთ.. პ.ს. მადლობა "უფროსს" და ჩემს თითოეულ მკითხველს, ჩემი ახალი სტატუსისთვის.. მიხარია, მიხარია.. პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის.. პ.ს. უყვარხართ მარრიამს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.