მეორადი ბედნიერება [6]
პეტრე. სამარშუტოში უკან ისხდნენ, სამივე ერთად და თავს საუბრით ირთობდნენ. მშობლიურ სვანეთში მიდიოდნენ. ჩუმად მხოლოდ პირველი იჯდა. ფიქრობდა, ფიქრობდა ყველაფერზე, ლიაკოთი დაწყებული, ლიკოთი დამთავრებული. იცოდა რომ ეს რამდენიმე დღე მაქსიმალურად მშვიდად უნდა ყოფილიყო, წარსულისთვის უნდა გაეტანებინა ის საშინელი მოგონებები, მაგრამ როგორ წარმოდგენაც არ ჰქონდა. უბრალოდ უნდა ეცადა. ბიჭებს სადამდე დაუმალავდა მეორე ამბავს ისიც არ იცოდა. ფაქტი იყო ჯერ ვერ ეუბნებოდა, მაგრამ ოდესღაც აუცილებლად დასჭირდებოდა თქმა. - პეტრე რამდენ ხანს ვრჩებით სვანეთში? - ერთ კვირაზე მეტი არა, უფრო ცოტაც, მერე ქორწილის მზადებაშიც დაგვეკარგება დრო. - არ იშლი შენსას? - არა რატი, ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. - მე არ ვიქნები მეჯვარე _ უკმაყოფილო ტონით ამცნო რატიანმა. - არც მე _ აჰყვა ფილფანიც. - ვეტყვი ვინმეს _ ნაწყენი ჩანდა პირველი. - პეტრე არასწორად, საშინლად იქცევი, არ შეიძლება ასე. იმისთვის რომ ვიღაცას ბედნიერი ეგონო, ის გოგო არ უნდა გააუბედურო. - მე ვეცდები რომ გავაბედნიერო რატი, მე მართლა ვეცდები შევიყვარო. - ენდომება კი ასეთი ურთიერთიბა მას? - არ ვიცი, ვკითხავ, თუ თანახმა იქნება ვცდი. ჩვეულებრივი ქორწილი გვექნება მაგრამ ჯვარს არ დავიწერთ და ყველგან უნდა გაჟღედეს, ინტერნეტშიც, პრესაშიც. - და რატომ? - ჯვარს მხოლოდ სიყვარულით დავიწერ, როცა მივხვდები რომ შემიყვარდა, აუცილებლად გავაკეთებ ამას. - იქნებ სულ გადაგეფიქრებინა. - არა, ვთქვი და გავაკეთებ. თქვენი მესმის, მართლა მესმის, მაგრამ ეცადეთ მეც გამიგოთ. - ვცდილობ და ვერ გიგებ პეტრე _ უჩვეულოდ დასერიოზულებულიყო თორნიკე. - კაი რა თოკო, შეენც? - მეც, პეტრე მეც. - კარგი, მაშინ ნურაფერს მეტყვით, გადაწყვეტილებას მაინც არ შევცვლი. - კარგი, სვანი ხარ _ გაიცინა ფილფანმა. _ მაგრამ იცოდე ჩვენ მომხრეები არ ვართ. - ჰო, თქვენც სვანები ხართ, მესმის. - ძალიან კარგი, და მაინც იქნებ იფიქრო. ამაზე არ გისაუბრია ტლიკინასთან? _ გაეცინა თორნიკეს. - არა, ამაზე არ მისაუბრია.. გაჩუმდით ახლა და დატკბით სვანეთის ბუნებით. სვანეთის ბუნებით ტკბობა თავისთავად მოიაზრებდა სიჩუმეს. თან საუბარი და თან პეიზაჟით აღფრთოვანება შეუძლებელი იქნებოდა. აქ მხოლოდ გარემოს უნდა უყურო, უყურო თვალმოუშორებლად და აღიქვა ეს მშვენიერება. ჰოდა ახლა სამივე თავისებურად აღიქვამდა. პირველი მომავალზე ფიქრობდა, უკვე წინსვლა იყო წარსულზე ფიქრს რომ თავი დაანება. ბიჭების ნათქვამი ვარიანტიც განიხილა, მართლაც და სრულიად შესაძლებელი იყო ვერ მოეხერხებინა ლიკოს შეყვარება. მაგრამ არა! უნდა შეეძლო, თანაც სხვა თუ არაფერი, მას გააბედნიერებდა. ამდენი წელია უყვარდა გოგოს, არც სხვაზე თხოვდებოდა, რა მოხდებოდა თუ ეცდებოდა სხვა მაინც გაებედნიერებინა. რომ უფიქრდებოდა, თვითონაც ხვდებოდა, ბავშვურად იქცევოდა, მაგრამ ეგონა ესა იყო ერთადერთი გამოსავალი, რომ მოეხერხებინა ლიაკოს დავიწყება და მისთვის სამაგიეროს გადახდა. თვალს ვერ აშორებდა მუდამ დათოვლილ მწვერვალებს. მაშინვე ტლიკინა გაახსენდა, როგორი აღფრთოვანებით საუბრობდა სვანეთზე, კოშკებზე, უნებურად გაეღიმა. ავტობუსიდან ჩამოსულმა, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთანავე იგრძნო ერთბაშად მოგვრილი სიმშვიდე სულში. შეუძლებელია რაიმე ცუდი გრძნობა დაგეუფლოს ამ მთების ყურებისას, გულში ფორიაქი კი ჩვეულია, გული გამალებით ძგერს და შენც ფიქრობ, რომ ყველაფერს გადალახავ, ამ მწვერვალსაც კი ერთი ამოსუნქვით დალაშქრავ. ცდილობ დაიმახსოვრო ყველაფერი და გონებაში ღრმად ჩაიბეჭდო. ნელა მიუყვებოდნენ აღმართს პეტრეს სახლამდე. თორნიკეს ნაბიჯი არ გამოუტოვია, სურათი რომ არ გადაეღო. რატიანი იღრინებოდა ამდენს ნუ იღებ ან მე ნუ მიღებ-ო. პეტრე წინ მიდიოდა და თითქოს არც კი ესმოდა ბიჭების კამათი. ჭიშკარი შეაღო და შევიდა. ფილფანი გაჩერდა, ჯერ ეზო დააფიქსირა კარგად, შემდეგ სახლი და ძლივს შეაგდო რატიმ. იქაურობა ყოველთვის მოწესრიგებული იყო. ყოველ თვე ერთ ქალს უხდიდა თანხას, ისიც სახლს უვლიდა, ასუფთავებდა. სახლში იგრძნობოდა სვანეთის სუნი, ან უბრალოდ პირველი გრძნობდა ამას, სვანეთის, სიძველის, სიმშვიდის. კმაყოფილი მზერით ჩაეშვა სავარძელში და მუდმივ-მოკამათე ბიჭებს გადახედა. როგორც იქნა გათიშა თორნიკემ ტელეფონი, რატიც დაწყნარდა და ორივე ჩამოსხდნენ იქვე მდგარ დივანზე. - აბა რა გეგმები გვაქვს? - არ ვიცი, მე დასვენებას ვაპირებ. _ გაიცინა პირველმა. - სამუშაოდ არც ჩვენ წამოვსულვართ. - რა დასვენებაც ვიგულისხმე იცით თქვენ. - მე გავივლი სოფელში, მოვძებნი ვინმე სვანის ლამაზ ასულს, ვუშველო თავს _ გაიცინა თორნიკემ. - ან უშველი ან ვერა _ გვერდიდან გამოეპასუხა რატი. - მე რომ მივხედე რა აზრი ჰქონდა _ ჩაეცინა პირველს. - რა აზრი ჰქონდაო და ერთ კვირაში მეორე ქორწილს გეგმავს _ ჩაიფრუტუნა რატიანმა. - გეყოფათ, რა მოხდა ამისთანა?! - არაფერი არ მოხდა, ჯიბრიანი, ჩამოუყალიბებელი ლაწირაკივით იქცევი, სხვა არაფერი _ გაბრაზდა რატი. - დაწყნარდით _ ხმამაღალი ტონით გამოაცხადა ფილფანმა _ ახლა ყველა დავისვენებთ, გამოვიძინებთ ცალ-ცალკე და მერე კიდევ ერთხელ მშვიდად ვისაუბრებთ, დავიშალეთ. სამივე სხვადასხვა ოთახში მოთავსდა. ბოლოს როდის გრძნობდა ასეთ სულიერ სიმშვიდეს, არ ახსოვდა პეტრეს. თუმცა გაახსენდა, რამდენიმე დღის წინ, როცა „მას“ გაანდო საიდუმლო, ზუსტად ასეთი სიმშვიდე იგრძნო. ახლაც იმავეს გრძნობდა. წამით გაჰკრა გულში, ნეტავ ტლიკინა თუ ფიქრობს ჩემზე-ო და მისსავე ბავშვურ ფიქრებზე გაეცინა, თვითონაც მიხვდა მასზე საფიქრელად რომ არ ეცლებოდა გოგონას. ანნა. ქალბატონი ანნა მხიარულად დააბიჯებდა ლონდონის პარკში, საყვარელ საქმროსთან ერთად. თითები მის თითებში აეხლართა და სიყვარულით სავსე მზერით შესცქეროდა. დღეებს თითებზე ითვლიდა, ისე ეჩქარებოდა საქართველოში დაბრუნება. რა ექნა, იცოდა როგორი ბედნიერებაც ელოდა წინ და როგორ არ უნდა ენატრა. მეტიც, გეგეჭკორს თურმე წინასწარ დაურეკავს ოჯახისთვის, რომ ქორწილის სამზადისი დაეწყოთ. ჩვენ ბევრი წვალება აღარ მოგვიწევს, მხოლოდ ტანსაცმელი და სტუმრების სიაღა დაგვრჩება-ო. ამაზეც თანახმა იყო ანნა. ერთი კვირა და ხუთი დღე.. ერთი კვირა და ოთხი დღე.. ერთი კვირა და სამი დღე.. დრო ძალიან ნელა გადიოდა. გეგაც ხშირად არ იყო სახლში, უნივერსიტეტს ვერ აცდენდა. ნიჟარაძე მთელ დღეს ქეთისთან ატარებდა და მაინც მარტო იყო გეგეჭკორის გარეშე. საღამოობით ისხდნენ და ერთად იხსენებდნენ ბიჭის მიერ ჩადენილ სისულელეებს, ნიჟარაძეების ასული რომ გაეხარებინა ან შემოერიგებინა. შემორიგება კი ხშირად უწევდა. ზედმეტად ბუზღუნა და ბუტია გახლდათ წარსულში ქალბატონი ანნა. გეგეჭკორიც კარგი ვინმე იყო, იქამდე აწვალებდა სანამ არ იტირებდა, მერე ებუტებოდა და ბიჭიც სხვადასხვა ხერხებით ირიგებდა. ერთხელ ისე გააბრაზა, არაფერმა გაჭრა. ორი კვირის განმავლობაში ვერაფრით შემოირიგა, ჰოდა მეგობრებმა ახალი „ჭკვიანური“ გეგმა შესთავაზეს, ფაქტობრივად დააშანტჟაეს ანნა. გეგა ხიდის მოაჯირზე „განათავსეს“ და ვიდეო-ზარის მეშვეობით დაუკავშირდნენ გოგონას. ის სულელიც თავ-პირისმტვრევით გავარდა, ხიდთან მთელი სცენები, გამოსვლები დადგეს მეგობრებმა, სანამ არ ათქმევინეს რომ უყვარდა და შეურიგდებოდა. ახლა ეცინებოდა ამის გახსენებაზე, მაგრამ მაშინ მართლა შეეშინდა. კიდევ უამრავი ამგვარი სისულელე ჰქონდა ჩადენილი გეგეჭკორს. რამდენიმე დღეც ნელა გავიდა და ერთი კვირა დარჩათ საქართველოში დაბრუნებამდე. პეტრე. დასვენებამ მართლა კარგად იმოქმედა სამივეზე, ახლა მშვიდად ისხდნენ ეზოში კოცონის გარშემო. მართალია ცოტა ციოდა, მაგრამ იტანდნენ. როცა აქ ჩამოდიოდნენ, ყოველ საღამოს ანთებდნენ ცეცხლს და შემოუსხდებოდნენ, მერე საუბრობდნენ ყველაფერზე. ახლა კი უჩვეულოდ ჩუმად ისხდნენ, თითქოს საერთო ენას ვერ პოულობდნენ. - იმედი მაქვს ქორწილში სტუმრებად მაინც მოხვალთ. - სხვა გზა არ გვაქვს, თორემ არ მოვიდოდით. - გადასარევია _ ჩაიბურტყუნა. - ახლა თუ არ ვიყავით შენთან, ისე როგორ, მაგრამ ჩვენი აზრი მაინც გეცოდინება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. - ჰო _ გაუღიმა და ცეცხლს მიაშტერდა. - იმას არ დაპატიჟებ? _ გაუცინა თორნიკემ. - ვის, იმას? - ტლიკინას. - სავარაუდოდ ჯერ კიდევ ინგლისშია ტლიკინა, დავპატიჟებდი რამე მაინც რომ ვიცოდე, ტელეფონის ნომერი ან მისამართი. - არაფერი იცი? - სულ არაფერი. _ გაეცინა _ მაინც გაიგებს როგორმე, ინტერნეტით ან პრესის საშუალებით. - ჰო, შენ ხომ გამოქვეყნებას აპირებ.. სვანეთში გაატარეს ერთი კვირა, სიმშვიდით სავსე, თუ ერთმანეთთან კამათს არ ჩავთვლიდით. წამოსვლის დღეს, კიდევ ერთხელ მოატარა თვალები კარ-მიდამოს პეტრემ. თითქოს არ სურდა წასვლა, გამოთხოვება, თითქოს რაღაც შიგნიდან ექაჩებოდა იქ დასარჩენად, მაგრამ ქალაქში დიდი საქმეები ელოდა. ახლა უკვე დაღმართს მიუყვებოდნენ სამივე. პირველს და რატიანს თორნიკეს წუწუნის მოსმენა მოუწიათ, კიდევ ცოტა ხნით დარჩენის თაობაზე. თუმცა, რასაკვირველია მათი პასუხი უარი იყო და ფილფანიც ბუზღუნით მოკალათდა ავტობუსში. პეტრეს გონება ისევ ფიქრებმა მოიცვა. ჩასვლისთანავე რაიმე სახლი უნდა ეპოვა, ექირავა დროებით. საწარმოს აქციების საქმეც მოსაგვარებელი ჰონდა. ჯერ სახლს იქირავებდა, ქორწინების და საწარმოს ამბებს კი შემდეგ მიხედავდა. ანნა. ყველა ერთად უსხდა მაგიდას სავახშმოდ. გეგა თბილი მზერით გადახედავდა გოგონას, გაუღიმებდა და ხელზე მიეფერებოდა. ანნაც უღიმოდა და თვალებს ხრიდა. - გეგა, თაფლობის თვეს სად გეგმავთ? _ ინტერესით იკითხა ქეთიმ. - სადაც ჩემი მომავალი მეუღლე ისურვებს _ გაუცინა. - სულერთია, მთავარია გეგასთან ერთად ვიყო. - ო, ეს სიყვარული _ თეატრალურად წარმოთქვა ლეომ და გაიცინა _ ნუ ინაზები ახლა შენი ჭირიმე, თქვი სად გინდა. - მართლა სულერთია და _ გაიცინა. - მთავარია ერთად ვიყოთ _ დაუმატა გეგამ. - ანნა მეჯვარე ვინ იქნება? _ დაინტერესდა ქეთი. - ელენე, ჩემი მეგობარი, ხომ იცნობ? - მმ, მოიცა გავიხსენო, კი, ვიცნობ. შენი გეგა? - შენი ძმა უარს მეუბნება თუ რა ხდება? _ გაიცინა გეგეჭკორმა. - რა თქვი? _ გახარებული ჩაეკითხა ლეო. - რა ვთქვი და ჩემი მეჯვარე შენ უნდა იყო. - აქამდე რას მიმალავდი მერე _ გაუცინა. - მგონი დროა ნელ-ნელა მზადება დავიწყოთ დასაბრუნებლად. - ჰო _ სიხარულით დაეთანხმა ყველა. პეტრე. ქალაქში ჩასულმა, ბიჭებს განუცხადა რომ ცალკე უნდა ეცხოვრა. მიზეზიც მარტივად აუხსნა, ასე უკეთესად შეძლებდა ლიკოსთან დაახლოებას. არც სახლის პოვნა გასჭირვებია, იმავე წაღამოს აღმოაჩინა კეთილმოწყობილი ბინა. ბევრი არც უორჭოფია, პირველი თვის ქირა გადაუხადა პატრონს და იმ საღამოსვე შესახლდა. იმ საღამოსვე გადაწყვიტა ლიკოსთან დარეკვა, მისი ნომერი მოიძია და დაურეკა. რამდენიმე ზარის შემდეგ, ყურმილის მეორე მხრიდან ნაზი, მელოდიური ხმა გაისმა. - გისმენთ _ თითქოს დაიბნა პეტრე, შიგნიდან რაღაცამ გამალებით დაუწყო ჩიჩქვნა, ან უფრო სინდისმა. - გამარჯობა ლიკო, როგორ ხარ? - პეტრე? _ გაოცება შეინიშნებოდა გოგოს ხმაში. - ჰო, მე ვარ, როგორ ხარ? - კარგად, შენ? _ დაბნეული იყო. - მეც, ლიკო თუ წინააღმდეგი არ იქნები, შენთან შეხვედრა მინდა - ჩემთან? კი, კი, რა თქმა უნდა. - ხვალ პირველი საათისთვის გეცლება? - კი, ზუსტად პირველისთვის მაქვს შესვენება. - ძალიან კარგი, ხვალამდე. - კარგი. ტელეფონი გათიშა და ლოგინზე მიწვა. ეს დანაშაულის გრძნობა თუ სინდისის ქენჯნა მაინც არ ასვენებდა. თვალი მოავლო თავის ახალ სამფლობელოს. არაფერი განსაკუთრებული, ერთი საძინებელი, მისაღები, სააბაზანო და სამზარეულო. მაგრამ რაც მთავარია, მყუდრო იყო, ცოლ-ქმრისთვის ოთახების რაოდენობაც სრულიად საკმარისი იქნებოდა, ახლა ყველაზე მეტად ხვალინდელი შეხვედრა აღელვებდა, არ იცოდა რა პასუხს ეტყოდა ლიკო, არადა ჰაერივით სჭირდებოდა მისი თანხმობა. იცოდა ეგოისტურად იქცეოდა, მაგრამ თავსაც ვერაფერს უხერხებდა. ცხელი შხაპი არ აწყენდა, მერე ძილი კი ნეტარება იქნებოდა. წყალმა მართლაც კარგად იმოქმედა და იმ ღამესაც შედარებით მშვიდად ეძინა. დილა ადრიანად დაიწყო, ბევრი საქმე ჰქონდა. შხაპი მიიღო, ყავა მიირთვა, ღია ფერის პერანგი, შავი შარვალი მოირგო და საწარმოსკენ წავიდა. თავადაც არ იცოდა რა მოხდებოდა, როგორ შეხვდებოდა ბატონ გუჯას და საერთოდ შეხვდებოდა კი? იქნებ დედაც იქ დახვედროდა. აღარც კი იცოდა რა მოლოდინები უნდა ჰქონოდა. საწარმოში შესვლა ასე ძალიან არასდროს გასჭირვებია, თითქოს ფეხები აღარ ემორჩილებოდა, უკან რჩებოდა, მაგრამ მაინც შევიდა. დაცვის წევრები უცნაური მზერით მიესალმნენ, თითქოს არ ელოდნენ. რა გასაკვირია, კვირაზე მეტი იქნებოდა იქ არ ყოფილა. ამაყად შეაბიჯა, მდივანს თბილად მიესალმა, მოიკითხა და თავისი კაბინეტისკენ წვაიდა. ცოტა გაუკვირდა კაბინეტი ცარიელი რომ დახვდა, მაგრამ აბა რა უნდა ექნათ. კუთვნილ სავარძელში ჩაეშვა და ტელეფონის ღილაკს თითი დააჭირა. - ირა, შემოდი ჩემთან _ ორ წუთში კარები გაიღო და გოგონამ შეიხედა. - გისმენთ ბატონო პეტრე. - ყველაფერი მაინტერესებს რაც ჩემს აქ არყოფნაში მოხდა. - მნიშვნელოვანი არაფერია ბატონო პეტრე, ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობდით. - კარგი, საბუთები შემომიტანე, უნდა გადავხედო. - ახლავე _ გაუღიმა გოგონამ და კაბინეტი დატოვა. ინტერესით გადახედა საბუთებს, დაკვირვებით შეისწავლა ყველაფერი, თუმცა ყველაფერი წესრიგში დახვდა. და მაინც რას ელოდა, ბატონი გუჯა და დედამისი საქვეყნოდ ხომ არ გამოაცხადებდნენ ამ „კონფლიქტის“ ამბავს, ისე მოიქცეოდნენ ვითომც არაფერი მომხდარა. ძალიან კარგი, ახლა ეს აწყობდა პეტრესაც, ნელ-ნელა მიხედავდა საკუთარ გეგმებს. ისევ ტლიკინა გაახსენდა, მისი სიტყვები: „მე მჯერა რომ შეძლებ კინგ-კონგ“, აუცილებლად შეძლებდა, აუცილებლად! ______________ ესეც მეექვსე თავი.. ბოდიში დაგვიანებისთვის, მაგრამ გუშინ ვერ მოვახერხე ვერანაირად.. თან ახლა ბოლო ზარის რეპეტიციებიც ზედმეტად აქტიურ ფაზაშია და მოკლედ, ლამისაა ვინანო რომ ატვირთვა დავიწყე, მაგრამ როგორც კი თქვენს კომენტარებს ვკითხულობ, გულს უხარია და ვხვდები რომ კარგად მოვიქეცი, როცა ხელები გამექცა და ავტვირთე.. უღრმესი მადლობა სითბოსთვის ჩემო შოკოლადებო.. იმედი მაქვს ეს თავიც მოგეწონებათ, ველი შეფასებას და კრიტიკას.. პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.