შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 9


8-05-2015, 03:35
ავტორი ნათი_
ნანახია 3 438

კარი ჩავკეტე და საწოლზე მოვიკუნტე, ცრემლები მახრჩობდა. ასეთი განადგურებული და შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ, ვერ ვხდებოდი რით დავიმსახურე ეს მოპყრობა, ვცდილობდი რაიმე გასამართლებელი მიზეზი მომეძებნა. ვფიქრობდი, ლაშას ეს ქცევა სიმთვრალის ბრალიათქო, მაგრამ მე თვითონაც არ მჯეროდა ამ სულელური აზრის, ლაშაც და სხვა კლასელებიც მთვრალები ადრეც მენახა, მაგრამ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. გადავწყვიტე, რომ ლაშას როგორც ვნახავდი, ყველაფრის ახსნას მოვთხოვდი. ტირილისგან და ფიქრებისგან გადაღლილს გათენებისას ჩამეძინა. მეორე დღეს დიდ გაურკვევლობაში აღმოვჩნდი. ლაშა ბუფეტში ვნახე, ისე იქცეოდა თითქოს გუშინ მომხდარი უბრალოდ ჩემი ცუდი სიზმარი იყო და მეტი არაფერი. მაგიდასთან იჯდა, ხელში ლუდის ბოთლს ათამაშებდა და "მეგობრულად" მიღიმოდა. ოთახში სხვების ყოფნამ და მისმა ასეთმა ქმედებამ დალაპარაკების გეგმა დროებით გადამადებინა.
-თეკლაც მოვიდაა-ჯერ იქ მყოფებს მოავლო თვალი, მერე მე მომიბრუნდა ღიმილით-ლუდს არ დალევ?
-არა-დიდი სიამოვნებით დავალეწავდი იმ ლუდის ბითლს თავზე. ტუჩები აიბზუა, წამოდგა და ფანჯრისკენ წავიდა. სვეტას მივუბრუნდი
-სვეეტ, ყავა გვაქვს?
-კი ჩემი გოგო. დაგისხავ
სანამ ყავას ველოდებოდი, ლაშას და მარიამის დიალოგმა მიიქცია ჩემი ყურადღება.
-აუუ თავი მისკდება, რა გვაქ პირველი?
-ისტორია
-აუუ მაგან ხო ტვინი უნდა გაბურღოს, დავალება გვქონდა?
-ხოო ბიჭო კითხვები გვაქ დასაწერი, იცი რამდენიი?
-დამიწერე რაა, ხო იცი იქ რა მოხდება, დამიწყებს რაღაცეებს, მეც არ მოვუთმენ და... ხო იცი წინაზე როგორც დამთავრდა
-მე თვითონ დასაწერი მაქ და თან გიოსაც უნდა დავუწერო, ჯერ კიდე გათიშულია ის
-არ გაუღვიძია?
-კიი დილით, დაცვამ წამოაგდო მარა დარბაზამდე ვერ მიიყვანა, სასტუმრო ოთახში გადაუხვია და ეხლაც იქ სძინავს :დ-თეკლას სთხოვე და დაგიწერს-ჩემი სახელის ხსენებაზე წამით მათკენ გავიხედე, მარიამი უკმაყოფილოს, ძალით უღიმოდა ლაშას, ამ უკანასკნელმაც ღიმილით უპასუხა-ეგ ხო ყველას ყველაფერს გისრულებთ
-აი შენი კავა- ფინჯანი მომაწოდა სვეტამ
-მადლობა-დაბნეულად ჩავილაპარაკე, მარიამის სიტვები მიტრიალებდა თავში, ჩემი ყავა ავიღე და ბუფეტიდან სასწრაფოდ გავედი. ოთახში დავბრუნდი. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს, რას ნიშნავდა მარიამის სიტყვები, ეჭვები მოსვენებას არ მაძლევდა, რამე უნდა მომეფიქრებინა. ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, მარიამთან მისულიყავი და პირდაპირ მეკითხა. მაგრამ რაღაც ხელს მიშლიდა, ამას არ ვაკეთებდი. ვფიქრობდი, იქნებ ყველაფერს ვაზვიადებთქო და დალოდებას ვარჩევდი. მსგავსი გაურკვევლობა რამდენიმე დღე კიდევ გაგრძელდა. ზოგის უცნაური დამეგობრება, ზოგის მტრული გამოხედვა, ზოგის თავის არიდების მცდელობები მოსვენებას არ მაძლევდა. სიტუაცია აუტანელი იყო. ერთ დღეს, სანამ გაკვეთილები დაიწყებოდა, ვიფიქრე ყავას დავლევთქო და ბუფეტში ჩავედი, კარი ოდნავ ღია იყო, შესვლა დავაპირე მაგრამ საუბრის ხმა მომესმა და მეც გავჩერდი, შიგნით მარიამი და ნინა აღმოჩნდენ.
-არ ვიცი როდემდე მოვითმენ მაგის ქცევებს. რას წარმოვიდგენდი ასეთი საზიზღარი გოგო თუ იქნებოდა
-ხო გოგო, ერთი შეხედვით ძაან წესიერი, ჭკვიანი, სერიოზული გოგოა მაგრამ ამ დონემდე რატო დაეშვა ვერ გამიგია
-არ ვიცი მაგრამ აქ მაგის უფლება არ აქვს, აქედან რო გავალთ რაც უნდა ის უქნია, სანამ აქ ვართ ან წესიერად მოიქცევა ან შემომაკვდება. შენ გგონია დიდხანს მოვითმენ მაგ ამაზრზენ საქციელს?
-ჯერ მათე, მერე ლაშა... შემდეგი ვინ იქნება?...
მეტის მოსმენა აღარ შემეძლო, ეს საუკეთესო შანსი იყო ყველაფრის გასარკვევად, კარი შევაღე და პირდაპირ მათკენ წავედი
-თქვენი ლაპარაკი მოვსმინე...
-ძალიან კარგი-გრაზით შემომხედა მარიამმა
-ვის ქცევებს განიხილავთ?
-შენს ქცევებს თეკლა-ამ პასუხს ველოდი მაგრამ ნეტა არ მომესმინა
-აბა კარგად ამიხსენით
-ახსნას შენგავ ველით, რას გავს შენი საქციელი, ეს რამ გაგაკეთებინა, კლასელები ვართ, ამდენი ხანია ერთად მოვდივართ. არ გრცხვენია? რას ფიქრობ საერთოდ
-რომელ საქციელზე მელაპარაკები?
-კარგი რაა, თავს ნუ იშტერებ, ძაან კარგად იცი
-არა არ ვიცი, გამარკვიეთ რა ხდება.
-რა რა ხდება, ჯერ მათესთან იყავი, მერე ლაშასთან...
-რაოო, ეს ვინ თქვა?
-არ გინდა რა ეს თვალთმაქცობა, ყველა ამაზე ლაპარაკობს თეკლა, აბა რა გეგონა-საშინლად გავმწარდი, ახლა უკვე ყველაფერი ნათელი ხდებოდა
-ვინ ყველა, ვინ თქვა პირველად ეს?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იტყოდა?-ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირდა, მინდოდა მთელი ხმით მეღრიალა. სიმწრისგან ხმა ამიკანკალდა
-ახლა კარგად მომისმინეთ, მათესთან რა იყო, ის მართლა, იყო და რატო იყო, ამის ახსნას თქვენთვის არ ვაპირებ. თუ ამის გამო გამკიცხავთ მაშინ ამას თავდახრილი მივიღებ იმიტომ რომ ვიცი ღირსი ვარ, მათემ ყველს ყველაფერი მოუყვა, ლაშამაც იფიქრა რატომაც არაო და ჩემს ოთახს მოადგა, და რადგანაც იქიდან გამოვაბუნძულე გადაწყვიტა სამაგიერო გადაეხადა, თვითონაც აღარ შერცხვებოდა და გაავრცელა თითქოს ერთად ვიყავით. ამისთვის პასუხის გაცემა მოუწევს!- გასასვლელისკენ შევტრიალდი, სიბრაზემ მთელი ჩემი გონება მოიცვა. იქვე აულაგებელ მაგიდაზე, პურთან ერთად დანა შევნიშნე, ხელი დავავლე და სასტუმრო ოთახისკენ წავედი. უკან მარიამი და ნინა გამომედევნენ კივილით. ლაშა ტელევიზორს უყურებდა. დანა ზურგს უკან დავმალე, ღრმად ჩავისუნთქე, მთელი სიმჩვიდე მოვიკრიბე, რაც შემრჩენოდა და გვერდძე მივუჯექი, პულტი გამოვართვი, ტელევიზორი გავთიშე და ღიმილით მივუბრუნდი, არავითარი გაკვირვება მასაც და იქ მყოფ რამდენიბე ბიჭს ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე. ეს უარესად მანრისხებდა და სიმშვიდის შენარჩუნება უფრო და უფრო მიჭირდა. ლაშას ყელზე დანა მივაბჯინე, ამ მოულოდნელობამ შეაკრთო, ხელის აკვრა სცადა მაგრამ დანამ უფრო მეტად რომ სებოჭა, ადგილზე გაშეშდა. ეს ბიჭებისთვისაც ნიშანი იყო, რომ არ უნდა ემოქმედათ. ოთახში გოგოები შემოცვივდნენ "ვაიმე რას შვრები" "სულ გაგიჟდი"
-რა ხდება- ლაშამ სცადა კითხვა ეყვირა
-ლაშა ჩვენ მგონი სალაპარაკო გვაქ, თქვენ გაჩერდით-გოგოებს მივმართე და განვაგრძე-აბა მითხარი რა მოხდა შენი დაბადების დღის ღამეს ჩვენს შორის?
-შენც კარგად იცი რა მოხდა
(ოთახი ხალხით ივსებოდა, მათ შორის დირექტორი და დაცვაც ერია. კითხვები რა ხდება, რა შვრება და ბრძანებები: დანა დააგდე, ხელი გაუშვი... არ წყდებოდა, თუმცა მათთვის არ მეცალა, უბრალოდ გავაფრთხილე თქვენი მოქმედება მას ავნებს მეთქი და დაკითხვა გავაგრძელე)
-არა იცი, მე მგონი რაღაც გამოვტოვე, იმიტომ რომ აზრზე არ ვარ ისინი რაზე ლაპარაკობენ.-პასუხი ვერ მივიღე
-მიპასუხე-ხმას ავუწიე-რა მოხდა იმ ღამეს?
ყელის ტკივილმა ალაპარაკება აიძულა
-არაფერი-ამოიხრიალა
-მაშინ ეს ხალხი რაზე ლაპარაკობს?
-მე რავიცი, სუ გაგიჟდი...-აღარ დავამთავრებინე, ყვირილზე გადავედი
-ლაშა ჩემს მოთმინებას ნუ ცდი!
-იმ ღამეს არაფერი მომხდარა, მე მოვიტყუე-ისიც აყვირდა
-რატო მოიტყუე, რა გინდოდა? რა გინდოდ ჩემგან მითხარი...-უცბათ უკნიდან ვიღაც მეცა და შემბოჭა, მივხვდი დაცვის წევრი იყო, ისარგელა იმით რომ ყურადღება მარტო ლაშაზე მქონდა გადატანილი და მომეპარა. დანარჩენებიც მაშინვე მომვარდნენ, ერთმა დანა წამართვა და კარისკენ გამათრიეს, გამიშვითთქო ვყვიროდი, მაგრამ ახლა უკვე მე აღარ მისმენდა არავინ. დირექტორმა ბრძანა "რაკცელში ჩაკეტეთო" და იქაურობას მომაშორეს.



№1  offline წევრი მარრ

დგეს დადე რა კიდე

 


№2  offline წევრი optimistii...

აუ აუუ რა კაიიიაა love მალე დადეეე ხოლმე რაა winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent