მეცამეტე თვე (14)
გულზე მიხუტებულს აღარ ახსოვდა არანაირი დედამიწა, ან თუნდაც რეალური სამყარო. მისთვის ერთადერთ რეალობად მეცამეტე, ბედნიერი თვე რჩებოდა, რომელიც მხოლოდ ანაბელისა და მატათას საკუთრება იყო. თანთადათან რწმუნდებოდა იმაში, რომ ამ თვეს მისთვის მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე მოჰქონდა და სიამოვნებით იცხოვრებდა გამუდმებით ამ დროში ჩარჩენილი. მთელი გზა ერთმანეთის ფერებასა და ალერსში გალიეს. აშკარელი ხან ხელზე მოეფერებოდა, ხან სახეზე და ნახევრად უყურადღებოდ ტოვებდა საჭეს, რის გამოც ანაბელი შიშისგან ერთ ამბავს უტეხდა და ეჩხუბებოდა. ალბათ, არასოდეს მობეზრდებოდა მისი ბუზღუნის მოსმენა მატათას, მისი საყვედურით გაჟღენთილი ტონიც კი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. _მორჩი ბუზღუნს, -მისი საქციელით გამხიარულებულმა, როგორც კი გაიაზრა კალანდაძის ნერვიულობა პიკს რომ აღწევდა, მისი გაჩერება გადაწყვიტა, თან უკვე დანიშნულების ადგილზეც მისულები იყვნენ. _მოვედით! -თვალი ჩაუკრა მანქანიდან გადმოსულმა და ჯენტლმენურად გაუღო კარი. სწრაფად ჩამოხტა ძირს ანაბელი და კაბის გასწორება დაიწყო. _ისე, მაკიაჟი რატომ არ გიკეთია?- ხელკავი გამოსდო გოგონას, ბარისკენ წაიყვანა და თან კითხვის ნიშნებით სავსე მზერა სტყორცნა. _ასე არ ვარ ლამაზი? -ტუჩები სატირლად მობურცა და ცრემლით ავსებული თვალები მიანათა აშკარელს. _რომ ტირი, მაშინ ხარ ყველაზე ლამაზი.. შენი ტუჩები კი უფრო მადისაღმძვრელი, -მოწყვეტით, თუმცა მაინც ვნებიანად წაეტანა ბაგეებზე და ახურებული წააბანცალა მეგობრებისკენ, რომლებიც დიდი აჟიოტაჟით შეხვდნენ. * * * ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა კარგი ადამიანები იყვნენ. ლაშა ტაბიძე- ყველაზე მხიარული ადამიანი. დუდა დევიძე-ყველაზე სერიოზული და ამავდროულად სიმპათიურიც. გიორგი მაღლაკელიძე-გონებაცვალებადი და მექალთანე, ყველაფერი სახეზე აწერია. მაგიდის წინ უხერხულად ატუზული მიმტანი გოგონა, ლამის თვალებით გაბურღა. იმდენი იცინა იმ საღამოს, არასოდეს დაავიწყდება. ამ ყველაფერს კი სრულყოფილს მატათა უხდიდა, ის იყო მის გვერდით, რაც მთავარია და სხვა ყველაფერს უკანა პლანზე წევდა. როცა წარმოიდგენდა, როგორი შეიძლება ყოფილიყო მისი ცხოვრება აშკარელის გარეშე, სიბნელის მეტს ვერაფერს ხედავდა. აწმყოში-მატათა, მომავალში-მატათა და წარსულშიც მატათა! ამ ადამიანის სახელს ახსენებს სამივე დრო, რაც უფრო ბენიერსა და სრულყოფილს ხდის მის არსებობას. _ „დუძ“,-სიცილით გამოაჯავრა მეგობარი ლაშამ, _რაო შენმა გულის ვარდმა? კიდევ გაგებუტა? _რამდენჯერ გითხრა, მარიზე ეგრე ნუ ხუმრობ-მეთქი? -კბილებს შორის გამოსცრა დევიძემ და ისეთი თვალებით შეხედა ლაშას, ლამის იქვე განუტევა სული ბიჭმა და სკამზე აიწურა. _კაი ხო, რა მოხდა? -თავი დამნაშავესავით ჩახარა და ტუჩები მობუსხა, _ხომ იცი დასავით მიყვარს, ეგ ჭინკა! -ბოლოს მაინც გაიკრიჭა და მისი „ავლა-დიდება“ თეთრი კბილების სახით წინ გადმოგვილაგა. _ეგ თეთრი კბილები, სანამ ღერა-ღერა დაგაძრე „პლოცკოთი“ დამალე! - არ ცხრებოდა დევიძე. _კაით, რა მოხდა ახლა ასეთი? შენ კიდე ნუ იბღვირები, „დუძ“ ხომ იცი, „მალის“ მხოლოდ შენ უყვარხარ.. -საუბარში ჩაერია გიორგი და მანაც წაშხამა დუდა. _მორჩით ლაზღანდარობას, -სახე დაეღმიჭა დევიძეს, ეტყობოდა თავის შეკავება როგორ უჭირდა. _ჩემი ნერვებზე მოშლისთვის დაისჯებით, ორივე! _შენ მარი დაგიდონ ცხვირ წინ და სულ არ გაინტერესებს რა მოხდება, თუ გინდა, მესამე მსოფლიო ომი გაჩაღდეს. -პირში ენას ვერ ატევდა ლაშა. _ეგაა სიყვარულის საიდუმლო, ძმაო! -თვალი ჩაუკრა მატათამ ტაბიძეს და გაღიმებულ ანაბელს მხრებზე ხელი მოხვია. _თქვენ კიდევ, სხვა სტადია ხართ! - ხელი ჩაიქნია გიორგიმ და იმ მიმტანს დაუწყო თვალიერება, რომელიც მზერით გააწითლა. _შეეშვი მაგ გოგოს, ხომ ხედავ, აიწურა უხერხულობისგან!-შეუბღვირა დუდამ და თავი მისკენ მიაბრუნებინა. _შენი დაბღვერილი სიფათის ყურებას, მირჩევნია მის უკანალს ვუყურო!- დაეჭყანა მაღლაკელიძე და ჯიუტად მიაბრუნა თავი გოგონასკენ, _იმას წესიერი ფორმა მაინც აქვს! _გარყვნილო, რძალი მაინც არ გეჯდეს გვერდით, -მხარზე ხელი დაჰკრა ლაშამ და მიმტანის უკანალის თვალიერებაში გართულს თავი მაგიდისკენ მოატრიალებინა, როგორც დუდამ. _ხო ასეა რძალო? ახლა შენ ამაზე რა კარგი შთაბეჭდილება უნდა დაგრჩეს?- ხმამაღლა მოჰყვა ძმაკაცის გაკრიტიკებას. _არა, რატომ? -მხრები აიჩეჩა ანაბელმა, _უყუროს რამდენიც უნდა! _აი, რძალიც! -ხელი დრამატიზებულად გაიშვირა გოგონასკენ გიორგიმ, _ის მაინც ზრუნავს ჩემთვის სიამოვნების მიღებაზე! _გაგიცნოს, მერე კარგად დარწმუნდება, რაც ხარ! -ენა გადმოუგდო ლაშამ და რძალს მეორე მხრიდან გადახვია ხელი, რომელიც ეგოისტურად არ ესიამოვნა აშკარელს და სწრაფად მოაშორებინა ტაბიძეს._აუჰ, ეს მეორე ეგოისტიც! -ხელები მუხლებზე დაირტყა ლაშამ და ტუჩები გააწკლაპუნა. _დუდა, მარიამს არ მოიყვან? ძალიან მინდა გავიცნო. -უხერხულად აიტუზა ანაბელი და შეწითლებული ლოყებზე ხელი მიიდო. ცოტა ხანს ჩუმად იყო დევიძე, შემდეგ ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და ნომრის აკრება დაიწყო. _სად ხარ?-სერიოზული ხმით ჰკითხა, თუმცა არავის გამოეპარებოდა მისი თბილი ხმა ყურთასმენიდან, რომლითაც აშკარად მხოლოდ მარიამს მიმართავდა. _გამოგივლი.. კარგად.. -ტელეფონი გაუთიშა და ფეხზე წამოდგა. _რა იყო, ბიჭო, ერთი თბილი სიტყვა გეთქვა! -ტუჩი აიბზუა ლაშამ და ამდგარ დევიძეს წარბაწევით მიაჩერდა. _დაიწყნარე შენ ეგ ნერვები... -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ბიჭს და ანაბელს გადმოხედა, _მოვიყვან და მოვალ ათ წუთში. მაღალი სილუეტი მალევე გაუჩინარდა გასასვლელში და საზოგადოებაც აყაყანდა. ხან ლაშა იტყოდა ხმამაღლა რაღაცას, ხან გიორგი და ლამის აიკლეს მთელი ბარი, მათ მატათაც აჰყვა და შექმნეს ერთი ალიაქოთი. როგორც ჩანს დუდას დაშინებული ჰყავს, განსაკუთრებით ის ორი, რომ ბევრი არ უნდა ილაპარაკონ. _არა და როგორ უყვარს ის ქაჯანა გოგო, სახეზე სულ არ ეტყობა!-ტლიკინს არ წყვეტდა ლაშა. _როგორ არა, რა თბილი ხმა აქვს ხოლმე. -გამოესარჩლა დუდას ანაბელიც. _ვაიმე, საიდან ამჩნევთ ერთი გამაგებინა რა, -ქალივით მოპრუწა ტუჩები გიორგიმ და სავარძელზე გადაიშალა. _რო გადამეფურჩქნე „აქანა“ დამჭკნარი ვარდივით, ცოტა „კუნტურულად“ დაჯექი.- შენიშვნა მისცა ძმაკაცს ლაშამ და კევის ღეჭვა დაიწყო. _ოჰ, შენ რომ იქნევ მაგ ყბას მორყეული ხარდანივით, ჩემმა უმანკო სხეულმა რა დააშავა? -თავი შეიქო ბიჭმა და ხელით საკუთარი ტანისკენ მიუთითა. _ერთი შენ გაქვს კარგი ტანი და მეორე, ნაზიკიას ბუღას.. უღლიანი ღორი გაძვრება მათ შორის,-იუკადრისა ლაშამ. ანაბელი კი უკვე სიცილისგან იჭაჭებოდა და მატათას ხელებით სთხოვდა ეს ორი გაეჩერებინა. _კარგით მორჩით, შემიწუხდა ბავშვი.. -გულზე მიიხუტა გადაფიჩინების პირას მისული კალანდაძე და ღიმილით აკოცა სიცილსგან აბურძგნულ თმაზე. _ვინაა შენი ბავშვი? -როგორც კი დამშვიდდა, მაშინვე გამოსდო კბილი წინა სიტყვას ანაბელმა და წარბშეკრულმა ახედა მატათას. _ბავშვი ხარ, აბა არ ხარ?-მობუშტულ ტუჩებზე ოდნავ შეეხო და ცხვირზე ცხვირი გაუხახუნა. _ამათ შემხედვარეს სიყვარული მოგინდება, -ამოიქშინა ლაშამ და ლოყებზე ხელები შემოიწყო. _არა, არა მოვიტაცეეებ, ცხრა მთას გადავატარეეეებ! -ბოლო ხმაზე მორთო ღრიალი ტაბიძემ და გარშემომყოფების ყურადღებაც მიიქცია, საკუთარი ვოკალური შესაძლებლობებით. _აი, ორი გვრიტიც მოგვემატა,- ღიმილით გადახედა გიორგიმ კარებში ახლახანს შემოსულ დუდას და ახალგაზრდა, ლამაზ გოგონას, რომელიც აშკარად ძალიან უხდებოდა დევიძეს. _მარუსია! -ფეხზე წამოდგა ლაშა და მარიამს თბილად გადაეხვია. _ეს ჩვენი მეორე რძალია.. -თეატრალურად წარუდგინა ანაბელის თავი გოგონას. _ჯერ არც ერთი არ ვართ რძალი, -წაკბინა ტაბიძეს და კალანდაძეს თბილად გაუღიმა. ეტყობოდა, რომ კარგი ადამიანი იყო მარიამი. ამაში მისი ფიზიკურობაც უწყობდა ხელს, ლამაზი მწვანე თვალები და წაბლისფერი თმა ჰქონდა, სუსტი და სწორი ტანი კი სრულიად სრულყოფილს ხდიდა. როგორც ჩანს ლაშასთან და გიორგისთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და დიდი ხანია რაც იცნობდა. დუდას სიმკაცრეს მასზე არანაირი გავლენა არ მოეხდინა, მარიამს აშკარად არ ეშინოდა დევიძის ფოლადის ხასიათისა, რასაც ვერ ვიტყვით ლაშასა და გიორგიზე. _ანაბელ, რამდენი წლის ხარ? -ღიმილით გადმოხედა გოგონას მარიამმა. _ოცდასამის, შენ? _ოცის, შენზე პატარა ვარ, როგორც ჩანს ყველაზე პატარა ვარ აქ. -უკმაყოფილოდ მოჭმუხნა სახე. ცოტა არ იყოს, გაუკრვირდა მარიამი ოცი წლისა რომ აღმოჩნდა, დუდა მასზე აშკარად, ხუთი-ექვსი წლით დიდია, დევიძეს კი ისეთი ხასიათი აქვს არ გეგონებათ, მასზე პატარა „ბავშვს“ თუ შეხედავს, არა და ასაკი რა შუაშია! _მარი, ხვალ ლექციები გაქვს?-ხმას ძლივს ინარჩუნებდა დუდა. ეტყობოდა, რომ არ უნდოდა ის სითბო, რომელიც მარიამისდამი გააჩნდა სხვებსაც ეგრძნოთ. არა და, როგორ არ გამოსდიოდა. _კი, -ღიმილით უპასუხა გოგონამ და თვალებში ჩააჩერდა. _ჩვენ წავალთ რა, -ფეხზე წამოდგა მატათა, _ბელისთვის სიურპრიზი მაქვს! _ბელი დათვს უნდა დაუბრუნო, თუ როგორაა შენი საქმე? -ღიმილით ამოხედა ფეხზე ამდგარ წყვილს გიორგიმ. _ახლა დათვიც მატათაა ანაბელისთვის და ლომიც, შენ იკითხე, ეულად დარჩენილო. -მოშხამა მარიამმა მაღლაკელიძე საწყლად ახედა დუდას, რომელიც წყრომით უყურებდა. _ძალიან ბევრს ბედავს ეგ შენი გულის ვარდი დუდა, დაადუმე მიდი. -ეშმაკურად ააფახულა წამწამები ლაშამ. _შენ დამშვიდდი, ტაბიძე. -შეყვარებულს გამოესარჩლა დუდა და წარბები შეკრა. _წავედით ჩვენ, აბა ჰე! -გოგონას ხელი წელზე მოხვია მატათამ და გასასვლელისკენ დაუმშვიდობებლად გააქანა. _სად მივდივართ, -გაოგნებულმა ჰკითხა, როცა მანქანაში ჩასვა აშკარელმა, _კი მაგრამ , დავმშვიდობებოდით მაინც. _სიურპრიზი მაქვს შენთვის, რა დროს დამშვიდობებაა. -ღიმილით გადმოხედა გოგონას და თვალი ჩაუკრა. _დღეს ძალიან სექსუალური რომ იყავი, გითხარი უკვე? -წაკბინა ბოლოს და ხელზე აკოცა. _გარყვნილო!-გაბუსხულმა მობუშტა ტუჩები და გზას გადახედა. გაბრაზებულს, გულის სიღრმეში არსებული ბედნიერების გადამალვა ძალიან კარგად შეეძლო. სიხარულით ცას ეწია, როცა გაიგო, რომ აშკარელი სიურპრიზს უყვარს. მართალია, საიდუმლოებები არ უყვარს, მაგრამ საყვარელი ადამიანისგან ყველაფერი სასიამოვნო და მისაღებია. „ალბათ, ხელს მთხოვს“ გაიფიქრა სიხარულით მეცხრე ცამდე ასულმა და ყურებამდე გაიკრიჭა. _არ გვეღირსება მისვლა? _ათი წუთიც და მოვედით, -ანაბელისგან განსხვავებით, აშკარელს სულ არ შეპარვოდა მოუთმენლობის ნოტა ხმაში. მანქანა დიდი მაღაზიის წინ გააჩერა. ეს ადგილი ეცნობოდა ანაბელს, აქ უყიდა ბეჭედი მის ერთ-ერთ მეგობარს დაბადების დღისთვის. „ღმერთო, რა ორიგინალურია ეს ბიჭი, ალბათ აქ უნდა მთხოვოს ხელი და ბეჭედს მე თვითონ შემარჩევინებს“ აღტაცებას ვერ მალავდა კალანდაძე და წინ წასულ მატათას უკან მიყვებოდა. ბიჭმა მალევე შეაღო კარი, გოგონაც გვერდით მიიწება და ღიმილით გადმოიხედა მისკენ. _აბა შემარჩევინე, -ხელით დახლისაკენ უბიძგა გოგონას და თვითონაც მიჰყვა უკან. უამრავი ულამაზესი ბეჭედი აჩვენა, რომელიც თვითონაც ძალიან მოეწონა, მაგრამ აშკარელი უარზე იყო. ბოლოს ნერვები, საბოლოოდ რომ გადაეწურა მოუთმენლად ჰკითხა ბიჭს მიზეზი. _გამაგებინე ვისთვის ყიდულობ ამ ბეჭედს? -თვალები დააწვრილა და სასურველი პასუხის მოლოდინში გაისუსა. _ხვალ დუდას ძმის ქორწილია და ცოლის ბეჭდის შერჩევა ვერ მოახერხა, ამიტომ მე გადმომაბარა... მე სკლეროზიანს კი დღეს გამახსენდა, _თან ბეჭდებს ათვალიერებდა, თან გაშტერებულ ანაბელს უხსნიდა სიტუაციას. ბრაზი ყელში აუბუყბუყდა და მთლიანად წამოწითლდა სახეზე. _აბა სიურპრიზი? -ძლივს ამოღერღა ორიოდ სიტყვა. _ნაყინები! -მხიარულად გაეკრიჭა ბიჭი. ამაზე სულ წაეშალა სახიდან ღიმილი და გულში გაიფიქრა „ესეც შენი გათხოვება“. __________________ სიმართლე გითხრათ, ამ თავით ვაპირებდი დასრულებას, თან ცუდად.. მაგრამ გულმა არ მიქნა ცუდად ვერ დავამთავრე.. ცოტა გულიც კი მწყდება "ძველბიჭურ" ბაბულიკურ ისტორიებს უფრო მეტი გამოხმაურება რომ აქვს, (ყველაზე არ ვამბობ, ზოგი კარგად წერს) მაგრამ რას ვიზამთ. შედარებით დიდი თავი :))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.