შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეცამეტე თვე (13)


7-05-2015, 17:09
ავტორი MyLove
ნანახია 3 772

_უნდა გაკოცო! -წინასწარ შეამზადა აშკარელმა გოგონა და ოდნავ წინ წამოიწია, ისე რომ მისთვის თავი გაესწორებინა.
მისი სიტყვებით, გაკვირვებული ანაბელი თვალებს იმხელაზე ქაჩავდა ლამის ბუდიდან გადმოუვარდა.
პირველ კოცნაზე ბევრჯერ უფიქრია და ყველგან რომანტიული გარემო იყო, ამ პალატაში კი რომანტიკის ნატამალსაც ვერ ხედავდა.. რაღა მაინც და მაინც აქ მოუნდა კოცნა ამ გადარეულსაც, თითქოს მერე დრო არ ექნებათ!
_შეწინააღმდეგება კანონით გაქვს აკრძალული, თორემ... -წარბები მაღლა ასწია მატათამ და ღიმილით მივიდა გამობურცულ, მადისაღმძვრელ ტუჩებამდე. ბაგის წვერებით ეხებოდნენ ერთმანეთს, აშკარელის და კალანდაძის ტუჩები, ახლა რა შეგრძნება ჰქონდა დაუფლებული და მერე რა იქნებოდა!
ნაზი, ფრთხილი კოცნის მოლოდინში მილულა თვალები ანაბელმა და პირი ოდნავ გააღო. "ფილმებში ასე ხდება ხოლმე" გაიფიქრა და თვალები ერთმანეთს მოაცილა, რომ დარწმუნებულიყო მატათა პირდაღებულს არ დასცინოდა.
თვალები დახუჭვის მაგივრად, იმხელაზე გადმოკარკლა, ცხოველივით რომ ეცა აშკარელი, ლამის ხელებით დაიჭირა თითოეული.
ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ფეერვერკი გადააყლაპეს და მუცელში დაიწყო ბათქა-ბუთქი. გააზრებას წესიერად ვერ ახერხებდა, ერთადერთი რასაც გრძნობდა აშკარელის კბილები და სქელი ტუჩები იყო.. ბოლოს ვერც მან გაუძლო ემოციების დარტყმას და ოდნავ აბურძგნულ თმებში ხელი შეუცურა. ყელზე ცალი ხელით მოეფერა, რითაც მატათა სულ შეშალა... ამჯერად აშკარელმა დაჭყიტა თვალები სიამოვნებისგან, თითქოს ახლა გაახილა პირველადო. უკვე ცხვირითაც რომ ვეღარ ახერხებდა სუნთქვას, ნელ-ნელა მოსცილდა გოგონას, რომელიც კარგად ნარბენივით ქოშინებდა და სულს ძლივს ითქვამდა.
_ესეც შენი პირველი კოცნა! საავადმყოფოში და "ველურული",-ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა ანაბელმა,თუმცა ამის თავიც აღარ ჰქონდა, _შენ თუ ასე გააგრძელებ, ინფაქტი გარანტირებული მაქვს!
_სიკვდილისთვის არ მემეტები, თუმცა არც ჩემი თავი მემეტება შენი კოცნის სურვილით თუ უნდა მოვკვდე, ამიტომ.. ჩემი განებივრება მოგიწევს, ახლა კი მიიწიე, მეძინება.-თეძოზე ხელით შეეხო და ოდნავ უბიძგა გაწეულიყო.
_აქ რჩები?-გაკვირვებულმა კიდევ ერთხელ გადმოკარკლა გაფართოვებული თვალები.
_მალე ეგ თვალები, თავის ადგილას აღარ იქნება მასე თუ გააგრძელებ! - ღიმილით დაუკოცნა ორივე მათგანი,_ისე ძალიან გიხდება ეგ პაციენტის პერანგი, მკერდი სექსუალურად გიჩანს! -ჩაიფხუკუნა ხმადაბლა და საპასუხოდ გოგონას მუშტიც მიიღო ყბაში.
გაწითლებულს,ლოყებზე ალმური ასდიოდა. ნამდვილად არ ელოდა აშკარელისგან ასეთ თამამ კომპლიმენტს. მთელი სხეული უხურდა, ჯერ პირველი კოცნის გამო, მერე ეს კომპლიმენტიც დაემატა და ახლა სისხლი უდუღდა, შინაგანად ბორგავდა. იმედია, სულ ასე არ გააწვალებს აშკარელი, თორემ მოუწევს შეფარკლული ლოყებით სიარული.
მალე თვითონაც გადაეშვა სიზმრებში,ტკბილ სიზმრებში, სადაც მხოლოდ მატათა და ანაბელი იმყოფებოდნენ.
* * *
სამი დღის შემდეგ გამოწერეს საავადმყოფოდან. ჯემალი ჯერ კიდევ ნაწყენი იყო მატათაზე, ამიტომ მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა, როცა საავადმყოფოში ხვდებოდა. ნანიც არ იყო დადებითად მისდამი განწყობილი, მაგრამ შვილის ხათრით უწევდა აშკარელის ატანა.
მატათა მშვენივრად ხვდებოდა, ჯერ გოგონას მშობლებისთვის რომ უნდა მოეწონებინა თავი და ძველი ნდობა დაებრუნებინა.. ანაბელს კი, ამ საცოდავს, სადაც ნახავდა, იქვე ამკობდა უწმაწური კომპლიმენტებით, რის გამოც ეს უკანასკნელი ლამის ტირილს იწყებდა, თან სიწითლესაც ვერ მალავდა.
_ბელს, ნაყინი არ გინდა?- სასწავლებლიდან ბრუნდებოდნენ, აშკარელმა მანქანაში ჩასხდომისთანავე რომ აჯახა.
_არა, -დაიბუზღუნა გაბრაზებულმა და ფანჯარაში გაიხედა.
_კარგი რა, იმიტომ მიბრაზდები, რომ გითხარი კარგი მკერდი გავს-მეთქი? უნდა გიხაროდეს, მართლა გაქვს და იმიტომ!-გოგონას მოწამვლისა და გაწითლების შანსს არც ერთი წუთით არ უშვებდა ხელიდან.
_არ მინდა ეს უზრდელური კომენტარები, მატათა!-ბუზღუნს არ წყვეტდა კალანდაძე.
_კარგი რა! არა და როგორ გსიამოვნებს!-ეშმაკურად გადახედა საცოლეს და წარბები აათამაშა, ამ უკანასკნელმაც სანამ თავში პატარა ხელჩანთა არ ჩაარტყა, მანამდე არ გაჩერდა.
_სულაც არა! -მოფშლუკულ ტუჩებს ძლივს იმორჩილებდა რომ არ ეტირა, _ასე მგონია, არ გიყვარვარ და იმიტომ მეუბნები მაგნაირ სიტყვებს..
_ხო,ბელს, მე შენ არ მიყვარხარ, ერთი სული მაქვს საწოლში ჩაგიწვინო და მერე მიგატოვებ, აბა შენნაირ სექსუალურ ქალთან რა მინდა?-სერიოზული სახით ლაპატაკობდა მატათა და წამითაც არ ხრიდა წარბს.
_რა..ა?-ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე კალანდაძეს.
მიხვდა, ცოტა ზედმეტი რომ მოუვიდა და ახლა ანაბელის შემორიგება მოუწევდა მისთვის სასიამოვნო ხერხებით, სწორედ ამიტომ უყვარდა გაბუტული! მისი ტუჩები ისე იყო გამობურცული, ისე საყვარლად ხრიდა რკალისებურად დაბლა, რომ ღიმილთან ერთად ბედნიერება ეღვრებოდა გულში.
სწრაფად დაამუხრუჭა მანქანა და ატირებულს ხელი მხრებზე წაავლო, მისკენ მიაბრუნა და თვალებში ჩახედა.
_კარგი რა, სულ ასე უნდა იტირო ჩემს ხუმრობებზე? -"ხუმრობებს" ხაზი გაუსვა და ღიმილით ჩააკვდა ზღვისფერ თვალებში.
_ნუ მეხუმრები მასე, -სლუკუნით ამოთქვა და მუშტით მოიწმინდა ცრემლები.
_ხომ იცი, რომ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ? რა საჭიროა, ზლუქუნი?
_აბა ისე არ მეხუტები და... -ტირილს რომ მორჩა, მანაც გადაწყვიტა გათამაშება და თვალებში ახუნტრუცებული ეშმაკუნებით ''მოეალერსა'' აშკარელს.
_შენ თუ ჩემი ჩახუტება გაკლია, რა! -ხარხარით მოხვია მხრებზე მკლავები და გულზე მიიხუტა, მასზე ათასჯერ პატარა სხეული.
_შეგახსენებ იმ დროს, როცა ჩემთან არ ხარ ხოლმე, -ამოიბუზღუნა მის მკლავებში მოფუზულმა და თითებით რაღაცეების ხაზვა დაიწყო აშკარელის გულ-მკერდზე.
_ღამეებს თუ გულისხმობ, დიდ ხანს აღარ ვაპირებ შენს ლოდინს, მალე მოგიცუცქდები და მოგეფერები ხოლმე,-ვნებიანად ჩაილაპარაკა და აწითლებული ლოყები, სულ აუხურა, თბილი კოცნით.
_ასე როდის გაირყვენი? -გულწრფელად ჰკითხა კაცს მისი სიტყვებით გაკვირვებულმა და ეცადა, სიწითლე და აღშფოთება, რომელიც მისმა სიტყვებმა გამოიწვია დაემალა.
_არ გავრყვნილვარ, ბელს.. უბრალოდ მიყვარს როცა წითლდები და ჩუმად მეთანხმები!
_რა სისულელეა,-წამოიყვირა დაფეთებულმა._არაფერშიც არ გეთანხმები!
_როგორ არა! ერთი სული გაქვს გაკოცო ხოლმე, უბრალოდ ამას ვერ ამხელ.. გრცხვენია!-კალანდაძის წვალებას არაფრის დიდებით არ ეშვებოდა და მობურცულ ტუჩებზე დროგამოშვებით, მოწყვეტით კოცნიდა.
_უზრდელი ხარ!-სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა დაბნეულმა სირცხვილის დასამალად სწრაფად დაუბრუნდა საკუთარ ადგილს და ნიშნის მოგებით მომღიმარ აშკარელს კიდევ ერთხელ შეუბღვირა.


_დღეს ბიჭებს გაგაცნობ, -ამჯერად სერიოზულად უთხრა ანაბელს და მანქანა მის კორპუსთან გააჩერა._არ გავიგო, არ მცალია, არ მიშვებენ და ასეთები!
_არა, წამოვალ.. თან ნანი და ჯემალი ისე აღარ ბრაზობენ შენზე, ამიტომ ხელის თხოვნა თუ გინდა, სწრაფად მოდი, სანამ რამე არ გადაუტრიალდათ თავში. -წეღანდელი "წყენა" დაივიწყა და ღიმილით ჩაუკრა თვალი საჭესთან მჯდომს.
_ამის მერე რომ იტყვი, უზრდელი ხარო, ხომ უნდა მოგაჭრან ეგ ენა.. აღიარე რაზე ფიქრობდი!-ორაზროვანი მუსაიფი გაუბა აფორაჟებულს.
_ვერ ვხვდები, რას გულისხმობ. -გულუბრყვილოდ ააბრდღვიალა თვალები.
_ანუ იმას, რომ ძალიან გეჩქარება რაღაც-რაღაცეები!-წარბები აათამაშა მატათამ.
_მე თვითონ არ გადამაფიქრებინო რაღაც-რაღაცეები, -წარბები მაღლა აზიდა და ისედაც მობურცული ტუჩები უფრო გამობურცა, _ მერე ჩემი მშობლების აზრს აღარ ექნება მნიშვნელობა, გვრიტო! - თვალი ჩაუკრა აშკარელს და დატოვა გაშტერებული თავისი "გვრიტოთი"

* * *
საღამოს შედარებით თბილად ჩაიცვა, მართალია გაზაფხულია, მაგრამ ''მარტისეული'' სიცივე მაინც მკვეთრად ატანს ძვლებში. ყვავილებიან სარაფანზე, ვარდისფერი, ნაქსოვი ჟილეტი მოიცვა და პატარა ბავშვივით "გამოსკვანჩულმა" დატოვა სახლი.
პადიეზდთან, მანქანაზე მიყუდებული აშკარელისკენ წავიდა და წინ აეტუზა. ღიმილით მოხვია მხრებზე ხელი და გულზე მიიხუტა. აი, ბედნიერება!
__________________________
ბოდიში კიდევ ერთქი სიცუცქნულისთვის. :(
და მადლობა ყველას ვინც კითხულობს..
მალე მოვრჩებით..
აპა, როგორ მოგწონთ?
მგონი ისე აღარ, რადგან იმდენად აღარ აქტიურობთ (((
გრიპის გამო ვერ მმოვახერხე მეტის დადება, ისედაც ყოველ დღე ვდებ...
პ.ს ვინმე ''სიმპო'' მსახიობი, მოდელი კაცი თუ იცით, შემეხმიანეთ, ან კომენტარებში დაწერეთ, ახალი პერსონაჟისთვის მინდა love



№1  offline წევრი DaaDaa

მოკლედ რა მოგიხერხო არ ვიცი :დდ რაარის გოგო ეს შენსავით ნამცეცა თავები ვერ გავიგე.დასაწყისზე რამდენი ვიცინე :დ უჰ :დდ
მართლა მოგკლავდი ესეთი პატარა თავებისთვის მაგრამ მერე ესეთ თბილობებს ვინღა დაწერს? :დდ ამიტომაც დაგინდობ და ჯანდაბას დავრჩები ხოლმე შუა გზაში გაიმებული კიდევ ერთ მოცუცქნულ თავზე.რაც არის ღირს ლოდინათ,წაკითხვად შუა გზაში გაჩერებათ და რავიცი ყველაფრად ღირს.


პს:ლიკუნა შენ რომ იცოდე ჩემი ჩვევა ფილმებთან დაკავშირებით მერე მიხვდებოდი როგორ ვუცდიდი :დ თუ დავიწყე ფილმის ყურება აღარ Vტიშავ ხოლმე მაგრამ ეს რომ ვნახე გულმა ვერ მოითმინა,რა ვუყო მე და ჩემმა წიკებმა კიდევ რომ ძალიან გვინდა ამათი ბედნიერება და არ გვიდა მალე დასრულება,რაღაც ორივეს მაგრად შევეჩვიე.ეს ბიჭი მოწონს,იმედია პანდა ყიფიანივით აქაც არ გამომიხტება და არ იტყვის ესეც ჩემიაო თორემ მომიწევს მოვკლა :დ


ოკლედ შენ ხარ ჩემი თბილი ტკბილი ნიჭიერი და ჭკვიანი გოგო.ჩემი ზუნზულიკო და პაწუკა wink

 


№2  offline წევრი Unnamed

Tbilebi da tkbilebi :3

 


№3  offline წევრი lamazmani

აუ ძაან მაგრაია მარა არ მინდა ისროიის დასრულება მომეონატრებიან ეს პერსონაჟები love

 


№4  offline წევრი კლეოპატრა123

დიდი ხანია ამ საიტზე ვარ უბრალოდ არ ვრეგისტრირდებოდი და რომ ვუკვირდები, ყველაზე მაგარი შენ ხარ.არიან აქ ერთეულები, რომლებიც კარგად წერენ, შენც მათ შორის ხარ..
ყველაზე კარგად გამოსცემ ემოციებს, გეტყობა რა თბილიც ხარ..
ახალბედა მწერლების სიაშიც დიდი სიამოვნებით გიხილავდი რადგან ხარ ამის ღირსი, რაც შეეხება ისტორიას...
ძალიან მაგარია, მატათამ ჩემი აზრით, მის დედ-მამას უნდა მიაკითხოს და ყველაფერი აუხსნას :))))
თავების სიდიდეზე არ მაქ პრეტენზია. პირიქით ყოველ დღე დებ და ეს მახარებს..
გელოდები :)

 


№5  offline წევრი ხატული♥

მაგაროააა wink მალე დადე ჩემო გოგო არაუშავს თუ დიდების დადებას ვერ ახერხებ love

 


№6  offline წევრი სალობალო

რატომღაც მეგონა რომ უაზრო იქნებოდა ეს ისტორია და ნამდვილად არ ვაპირებდი წაკითხვას მაგრამ.. ღამე რომ არ დამეძინა გადავწყვიტე წავიკოთხავთქო. წავიკითხე და ეხა ვფიქრობ აქამდე სად ვიყავი.. აიი ძალიან ძალიან მომეწონა. სიყვარულით გაჯერებული ისტორიაა, აი ძუსტად ისეთი მე რო მიყვარს.. ^^ ხოდა, ველოდები შემდეგ თავს, ოღონდ უფროოო დიდს. P.S კომენტარის წერა და გრძნობების გამოხატვა არ მევასება რა :დ მაგრამ, ის იცოდე რომ ამ ისტორიას ბოლომდე მოვყვებიი ^^

 


№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaike ra kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent