მეცამეტე თვე (4)
_ რა გინდოდა მატათასთან ერთად ამ დრომდე?-გაბრაზებული გადაეღობა წინ დედამისი. _ რა მოხდა, დედა? -ჰკითხა გაკვირვებულმა და თვალების ცეცება დაიწყო, როგორც ჩვევია. _ რას ჰქვია, რა მოხდა? ვის გაუგია შუა ღამემდე ქუჩაში ბოდიალი? არ გრცხვენია? პატიოსანი ოჯახის შვილს.. _ კარგი რა, დედა! კარგი რა! -ყოველდღიური ლექციის მოსმენა არც ისე სასიამოვნოა მისთვის, ამიტომ ანაბელსაც უტყუა ნერვებმა და დედამისს უმიზეზო ყვირილი შეაწყვეტინა. ისე ელაპარაკება, თითქოს რამეს აშავებდა, ან რამეს ცუდს აკეთებდა, _არ მოგბეზრდა ერთი და იმავეს გაუჩერებლად ლაპარაკი? ცუდს ვაკეთებ რამეს? შენ არც კი გინახავს რას აკეთებენ ჩემი ტოლი და ჩემზე უმცროსი გოგონები, ამიტომ ლაპარაკობ ასე ადვილად! ზოგი ჩუმად ეწევა, ზოგი ათას სიბინძურეს ჩადის! მაგრამ მე ყველა არ ვარ, მე არც შენ გგავარ! არ მინდა ეს ოცდაოთხ საათიანი კონტროლი.. წიგნებს იქეთ წლებია არ გამიხედავს, ხანდახან მართლა მგონია რომ ნაშვილები ვარ, ისე მექცევით! ცუდს არაფერს ვაკეთებ და მშვენივრად ვიცი ჩემი თავის ფასი, ამიტომ ნუ მაიძულებ, ისეთი რამე გავაკეთო, რაც ძალიან გატკენს! -როგორც იქნა, გულს ის დარდი შემოაცალა რასაც ამდენი ხანი ინახავდა.. დედის პასუხს არც კი დაელოდა ისე ავიდა საკუთარ ოთახში და გეზი პირდაპირ სააბაზანოსკენ აიღო. გაწებილი პირი სწრაფად ჩამოიბანა და წყალს გაატანა ის სიბრაზე, რაც ორი წუთის წინ გულზე დააწვა. ამ ბედნიერი დღის ჩაშხამების უფლებას არავის მისცემდა, საკუთარ დედასაც კი. ასეთი ლაღი და თავისუფალი, მისი ცხოვრების განმავლობაში, მგონი პირველად იყო. ამდენი ტკივილის გადამკიდეს, წესიერად გაღიმებაც კი არ შეეძლო. რამდენი "მიყვარხარ" დაიტია ამ დღემ უთქმელად... შეუძლებელია, კაცი ბედნიერი არ იყოს საყვარელი ადამიანის თვალებს რომ უყურებს, როცა ხვდება თუ რამდენად დიდია სიყვარულის ძალა! მასთან ერთად მყოფს ეკარგება დროის აღქმის საშუალება. უბრალოდ იცის რომ არსებობს, მეცამეტე თვეში მყოფი! გაკვეთილები მალევე მოამზადა და დაღლილ-დაქანცული ჩაეშვა საწოლში.. თვალები დახუჭა თუ არა ძილის სურვილი გაუქრა. ბევრჯერ დამართნია ასე, ვერ გაუგია რა უნდა.. თავი ბალიშში ჩარგო და დღევანდელი დღის გაანალიზება დაიწყო. _ არა, არა, ამ ყველაფერს დავიწყების უფლებას არ მივცემ! -წამოიყვირა სწრაფად და საწოლიდან წამოხტა. სამეცადინო მაგიდის პატარა კარადა გამოაღო და ძველისძველი, სქელი ბლოკნოტი ამოიღო. კარგად ახსოვს, როცა ათი წლის გახდა მაშინ აჩუქა მატათამ დაბადების დღეზე.. თავიდან არ მოეწონა შავი, ტყავის ყდიანი ბლოკნოტი, რომელსაც პატარა კლიტე ამშვენებდა გვერდით. მაშინ პატარა იყო და ,რა თქმა უნდა, ვარდისფერ ბუმბულებიანი, ბარბის ნახატებიანი რვეული უფრო გაუხარდებოდა. ერთ-ერთი პასტა აიღო, რომელიც აქამდე არ გამოეყენებინა და კალამ მომარჯვებული, ცალ ხელში ბლოკნოტით ისევ შეწვა საწოლში. სქელი ფურცლების ნაკრები მუხლებზე დაიდო და პირველი ფურცელი გადაშალა. "ანაბელი" დიდი, ლამაზი ასოებით გაუკეთა წარწერა პირველ ფურცელს და ახლა მეორე გადაშალა. ფურცლებზე დაიტანა ეს ლამაზი დღე, რომელმაც ცხოვრება ზღაპარს დაუმსგავსა. გრძნობების გამოხატვა არასოდეს უჭირდა და ყოველ მოქმედებას დიდი სიყვარულით აღწერდა. ბოლოს თარიღი მიაწერა და ძილმორეული შეწვა საწოლში, ბლოკნოტი იქვე დადო და შესამჩნევად გაიღიმა, თუმცა უკვე დაკარგულიყო მორფეოსის სამყაროში და აღარ ახსოვდა დედამიწა. * * * მეორე დღეს ზუზუნმა გააღვიძა ტელეფონზე. ზლაზვნით გაახილა თვალები და არე-მარეს მოავლო.. მერე აწრიალებულ ტელეფონს დაწვდა და ყურზე მიიდო. _ ალო. -ამოიხრიალა ნამძინარევმა. _ არ გღვიძავს? დაგაგვიანდება სკოლაში, -ყურმილს მიღმა მატათას თბილი ხმა გაიგონა თუ არა მთელი სხეული დაემუხტა და გული შეუფრთხიალდა. ყოველი დილა თუ ასე დაიწყო, კალანდაძე ჯანმრთელი არ დარჩება. _ უკვე კი, -ღიმილით ჩაიალაპარაკა და თვალები ხელით დაიზილა. _ დაგაგვიანდება. -სითბოს ინარჩუნებდა აშკარელის ხმა. _ მეძინება, -ამოიწუწუნა გოგონამ და თვალები დახუჭა, _შენ ადექი უკვე? _ არა, მეც საწოლში ვარ შენსავით, -ღიმილი შეერია ხმაში ბიჭს. _ აბა მე რაღას მერჩოდი? შენ თუ არ გძინავს, ე.ი მეც უნდა მღვიძავდეს? _ სწორად მიმიხვდი. -ხმამაღლა გაიცინა მატათამ. _ მართლა მეძინება, ათი წუთიც რა! -ამოიბუზღუნა და გვერდი იცვალა. _ საათს შეხედე, რომელია! ანაბელმა სწრაფად მოაბრუნა თავი და მზერა ციფერბლატს გაუსწორა. გაკვირვებისა და სიბრაზისგან მთლიანად წამოწითლდა სახეზე, გამწარებულმა დაარტყა ბალიშს ხელი და კამეჩივით დაიზმუვლა. _ დილის ხუთ საათზე რა ჯანდაბამ გაგაღვიძა, აშკარელი? _ სიყვარულმა, რა ვქნა, რეცეფტივით მაქვს გამოწერილი შენი ხმა, რომ არ გავიგო ვიგუდები! -ამოიწუწუნა აშკარელმა საწყლად. _ მატათა, მეძინება! დაიძინე რა შენც, -ბოლომდე შეწინააღმდეგება ვერ შეძლო და ოდნავ დაიწუწუნა, რადგან თვალებს ისედაც ძლივს ახელდა. _ კარგი, -გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა და ყურმილი დაკიდა. მგონი, სერიოზულად აწყენინა აშკარელს. არა და რა ჰქნას? თვითონაც ღამის ორ საათზე დაიძინა დღიურის გადამკიდემ. ძილის შებრუნებას ეცადა, თან ნამუსის ძახილის დახშობასაც ცდილობდა, მის ცუდ საქციელს ხაზს რომ უსვამდა. გაურკვევლად ჩაიდუდღუნა რაღაც და ბალიშის გვერდით დაგდებულ ტელეფონს ზმორვით მოკიდა ხელი. რამდენიმე წუთის წინ შემოსულ ნომერზე გადარეკა და რამდენიმე წუთის წინ რომ შემოვიდა ზარი. დაახლოებით, ხუთი წამის შემდეგ უპასუხა აშკარელმა. უფრო სწორად, ყურმილი აიღო, თორემ ისე ხმა არ ამოუღია. „ალბათ, ასე ბრაზდება ხოლმე.“ გაიფიქრა გულში კალანდაძემ და ასეთი სერიოზული სიტუაცია რომ არა, გულიანად გადაიხითხითებდა, მატათას ბავშვობის გამო. _ აღარ მელაპარაკები? -ჰკითხა დაფარული სიმშვიდით გოგონამ, როცა სიჩუმე გაუსაძლისი გახდა. _ არა. -ცივად მიუგდო სამი ასო აშკარელმა და ღრმად ამოიხვნეშა. _ რა ჩემი ბრალია, გუშინ დღიურებს რომ ვწერდი და ღამის ორ საათზე დამეძინა? თან შენზე ვწერდი ბოლოს და ბოლოს, მეპატიება! -ახსნა-განმარტების ჩაბარება დაიწყო ანაბელმა, მატათა კი ჯიუტად არ იღებდა ხმას, _შენ ჩემზე ჯიუტი ყოფილხარ!.. და ეგოისტიც. _ არ ვარ ეგოისტი, -გაიგონა კატეგორიული ხმა, როგორც იქნა. _ აბა როგორ იქცევი? -დანებებას არ აპირებდა კალანდაძე და როგორც ადვოკატი მსჯავრდებულს, ისე უბრუებდა თავს კითხვებით მატათას. _ ისე, როგორც გაბრაზებულ ადამიანს შეეფერება! -ნაწყენმა ჩაიდუდღუნა აშკარელმა. _ ბოდიში, -სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, ისევ მობოდიშება გადაწყვიტა, არა და როგორ ვერ იტანს ამ პროცესს. _ არ გიყვარს როცა ბოდიშს იხდი. -ხმაში გამარჯვებული, სიამაყით სავსე ღიმილი შეეპარა ბიჭს. _ ჰო, არ მიყვარს, მაგრამ შენ ვერაფრით შემოგირიგე! _ მომენატრე და იმიტომ დაგირეკე! –პირდაპირ აჯახა ანაბელს, ის რასაც გულში მალავდა, თითქმის ორი საათია. –მეც, მაგრამ დედაჩემი გამიწყრა გუშინ გვიან რომ დავბრუნდი. კონცერტები გამიმართა, რა გინდოდა აშკარელთანო. -სწრაფად უთხრა, ის რასაც გულში მალავდა და შინაგანად ახრჩობდა. _ სწორედ ამიტომ არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობის დაჩქარება, ბელს... -ღრმად ამოიხვნეშა მატათამ. _ ახლა რაღას გავაწყობთ, -სევდიანად ჩაილაპარაკა გოგონამ. _დავიძინოთ, თორემ კიდევ დავაგვიანებ და ამჯერად თამარა გამიმართავს კონცერტებს. _ ჭკუით. -მკაცრად უთხრა ბიჭმა და გაუთიშა. *** *** *** ამ დღიდან, სამი თვის თავზე, ხმები დაირხა, რომ აშკარელი წამალს იკეთებდა. ხომ იცით, თბილისი როგორი ქალაქია, ვინმემ რომ დააცემინოს, მთელს ქალაქს ეცოდინება მეორე წუთს. შემთხვევით, თუ განგებ ამ ყველაფერმა ისევ მიაღწია ანაბელის ყურამდე. არ დაიჯერა, კი არა _ ვერ დაიჯერა. ამ სიტყვების გაგონებამ ჭკუიდან შეშალა და ისტერიკული სიცილი მოგვარა. სისულელე იყო! ამას მატათა არ გააკეთებდა, რადგან იცოდა, ამით პირველ რიგში კალანდაძეს ავნებდა. არ დაიჯერა, გულს არ მისცა ამის უფლება. ამ ყველაფრის დაჯერებით, მატათას პირში ახლიდა რომ არ ენდობოდა. სკოლიდან გამოსულმა მაშინვე აშკარელს დაურეკა. ყველა მას უყურებდა, ზოგი ამრეზით, ზოგი შეცოდებით. _ სად ხარ? -როგორც კი ყურმილი აიღო მაშინვე აჯახა ბიჭს. _ რა მოხდა? -გაბზარული ხმით კითხა მატათამ. _ უნდა ამიხსნა, რას ბოდიალობს ეს ხალხი და რეებს გაბრალებს! ყველა ისე მიყურებს თითქოს ვინმე მოვკალი, ან რამე საზიზღრობა ჩავიდინე! რა ხდება? -უკვე ამდენი ემოციისგან თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა ატირდა. _რა მოხდა-მეთქი გოგო? -დაუყვირა წყობიდან გამოსულმა, ყურმილიდან სხვა ვერაფერი რომ ვერ გააწყო. _ შენზე ასე ამბობენ.. ასე თქვეს... ნარკოტიკებს იხმარსო, -ხმის კანკალით ამოთქვა ბოლო სიტყვები და ცრემლები, რომლებმაც ვარდისფერი ღაწვები დაუფარა მუშტით მოიწმინდა. _ ამის დედა *******! -დაიყვირა ყურმილში და მთელი ძალით შეახეთქა რაღაც კედელს, _ვინ თქვა ტო ეგ? რა სისულელეა.. შენ ხომ გჯერა ჩემი? მითხარი, ხომ გჯერა... _ მითხარი, რომ ცრუობენ! -თითქოს დამშვიდდა, მაგრამ შინაგანად მაინც ბორგავდა და ადგილს ვერ პოულობდა. _ რა თქმა უნდა, ტყუილია, ტო! რა თქმა უნდა! -აკანკალებული ხმით უთხრა ბიჭმა. _ რომ იცოდე, როგორ მტკივა გული, შენზე ათას საზიზღრობას რომ ამბობენ! გული მიკვდება, -ამოიხრიალა ხმაჩამწყდარმა. უკვე სუნთქვასაც ვეღარ ახერხებდა. რაღაც მტკივნეულად გაეჩხირა სასულეში, მისი ზომა საშუალებას არ აძლევდა წესიერად ესუნთქა. თითქოს, ვიღაცამ ყელზე ხელები წაუჭირა და სუნთქვის შესაძლებლობა შეუზღუდა.. უჰაერობისგან, ტირილიც აღარ შეეძლო. _ იმ ბაღში მოდი. -მკაცრად უთხრა გოგონას და აგრძნობინა, რომ რაღაც შეიცვალა. *** *** *** _ არ მინდა ამ მოვლენამ ჩვენს ურთიერთობას ზიანი მიაყენოს! -როგორც კი მიუახლოვდა, მაშინვე მიახალა ანაბელმა და თვალები დახარა, აშკარელს მასში ალივლივებული ტკივილი რომ არ შეემჩნია. _ შენ ამ ხალხს ვერ გაუძლებ! მიკვირს, ამდენი ხანი რომ არ გამჟღავნდა ეს ყველაფერი! -დანანებით ჩაილაპარაკა მატათამ. ამ სიტყვების გაგონებამ, მთლიანად შეძრა კალანდაძის არსება. აქამდე მართლაც ფერადი ცხოვრება გამოუყენებელ თაბახის ფურცელს დაამსგავსა, რომელზეც აბდა-უბდად გამოსახულიყო ტკივილიანი შტრიხები. აქამდე ბედნიერებით სავსე თვალები მარილიანი წყლით აევსო და იმ მინას დაემსგავსა, რომელიც სამყაროს რეალურად გვანახებს. _ რას.. რას ამბობ? -გაკვირვებული გონებაში სიტყვებს ვერ პოულობდა, რომ აშკარელის ნათქვამი აეხსნა. _ანუ, სიმართლეა რასაც ამბობდნენ? მე.. მე არ მჯერა.. ამას ვერ დავიჯერებ.. შენ ამას არ გააკეთებდი... -ერთსა და იმავეს ლუღლუღს არ ეშვებოდა კალანდაძე. _ სიმართლეა. ოღონდ ეს სიტყვა არ გაეგონა, ოღონდ არ ენახა როგორ ეუბნებოდა ამას ანაბელს.. გულის რაღაც ნაწილს არ ეჯერა, რომ ეს სიმართლე იყო, მაგრამ მატათა არასოდეს იტყუებოდა. კალანდაძეს, მით უმეტეს არასოდეს მოატყუებდა. ყველაფერი შეიცვალა. აღარ არსებობდა არც ერთი ბედნიერი წამი, დღე, კვირა, რომელიც მატათასთან ერთად ხელჩაკიდებულმა გაატარა. ___ ველი შეფასებას! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.