შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი არსებობა ნულს ჰგავდა (თავი 4)


9-05-2015, 13:45
ავტორი Eleniko❤️
ნანახია 3 377

–ქეთა!

დედაჩემის მკაცრ ტონზე ოთახიდან გამოვედი და მშობლების წინ სავარძელში ჩავესვენე.

–ბოლო დღეებია სახლში შავი ჯიპით მოდიხარ–გავოფლიანდი, დამცხა.
–მერე?–თავი გავიშტერე.
–იქნებ გვითხრა რა ხდება–სააუბარში მამაც ჩაერთო.
–ერეკლეს მოვყავარ, ანოს ძმას.
–დარწმუნებული ხარ?–ნელ–ნელა ბრაზისგან წითლდებოდა დედაჩემი.
–რა დაკითხვას მიწყობთ–წამოვფრინდი მე.
–როგორც გავარკვიეთ–დაიწყო მამამ–ეს მანქანა დუდა მაისურაძეს ეკუთვნის.
–აბსურდი, რაღაც გეშლებათ–გაოფლილი ხელის გულები მუხლებზე გავიმშრალე.
–ქეთა შვილო–წყალი მოსვა მაკამ და მე მომაშტერდა –გვითხარი, რა საერთო გაქვს მაგ ბიჭთან.
–დედა, მე არაფერი, რაღაც გეშლებათ, დუდა და მე... ჩვენ არაფერი..
–გაჩუმდი–დაიკივლა მაკამ და ფეხზე წამოხტა.–ვის უყადრებ თავს, ვისთან დაიჭირე საქმე?! ნარკომანთან, მკვლელთან, დუდასთან?!
–დუდა ასეთი არ არის–განწირული ხმით დავიკივლე მეც–დუდა ნარკომანი და მკვლელი არ არის! არ არის! დუდას თქვენ არ იცნობთ!
–არ ვიცნობ?–სიმწრისგან გაიცინა დედამ.
–მოკლედ, მაგ ბიჭთან კიდევ ერთხელ თუ გნახავთ მამიდაშენთან წახვალ გერმანიაში.
–მემუქრები მამა?
–არა ქეთა, ჩვენ შენთვის კარგი გვინდა
–არა მამა, მე არსად წავალ და არც დუდასთან ურთიერთობას შევწყვეტ. მე ის ბიჭი მიყვარს! ასჯერ უფრო მეტად მიყვარს ვიდრე თქვენ მე და სოფი! თქვენ ერთმანეთი! დუდას გარეშე არაფერი არ მინდა, დუდას გარეშე თავს მოვიკლავ, დუდა ჩემი მეორე ნახევარია, დუდა მიყვარს–გამწარებული ვლაპარაკობდი და მამაჩემს თვალს არ ვაშორებდი.

წამის მეასედში მომიახლოვდა მაკა და ისე მწარედ გამარტყა ხელი, ლოყა ნახევარი საათი მეწვოდა.

–ახლა გასაგებია სოფი რატომაც გაიქცა–დედაჩემს თავი დავუქნიე და სახლიდან გამოვვარდი.

ეგრევე დუდას დავურეკე, მითხრა შენს სახლთან ვარ და გამოგივლიო. ყველაფერი მოვუყევი, დუდა გაშტერებული დაჰყურებდა მანქანის საჭეს და რაღაცაზე ფიქრობდა.

–ჩემთან წაგიყვან–შემომთავაზა.
–მომკლავენ დუდა–ცრემლები მოვიწმინდე და დუდას ავხედე –გერმანიაში მაინც გამიშვებენ და იქ მოვიკლავ თავს, შენს გარეშე ვერ გავძლებ დუდა.
–დაველაპარაკები რა დედაშენს და მოგვარდება ეს ამბავი.
–აზრი არ აქვს, სოფისთან წამიყვანე, ცოტა ხანი იქ დავრჩები.
–სკოლას დაამთავრებ თუ არა ვიქორწინებთ რა, იტოკში არ მევასება რო ტირი და ძაან გთხოვ რა–ჩემი სახე ხელებში მოიქცია–ნუ ნერვიულობ, ხო იცი რო სანამ მე ვარ და მე სულ ვიქნები, შენ ერთი ცრემლიც არ უნდა ჩამოგვარდეს, იმიტო რო ჩემი პატარა პრინცესა ხარ და აი სულ ჩემი იქნები სადაც არ უნდა წაგიყვანონ რა.
–მარტო შენი მჯერა...

რამდენიმე თვე ჩვეულებრივად გავიდა, მე სოფისთან ვცხოვრობდი, ძალიან მშვიდად და ყოველგვარი პრობლემების გარეშე. დუდას ჩვეულად ვნახულობ და ამით ვცოცხლობ. ყოველი მისი ჩახუტება სიცოცხლეს მიხალისებს, ყოველი მისი კოცნა კი მიხანგრძლივებს... ხშირად ვჩხუბობთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ძალიან მაგრად ვართ. დუდა ეჭვიანობს, მეც ვეჭვიანობ, მერე ვჩხუბობთ, მერე ისევ ვრიგდებით და ბევრს ვხალისობთ, რა სისულელეზე ვიჩხუბეთთქო.

აი, მაისურაძე ისეთი ტიპი იყო ქალაქს ატრიალებდა, ვაკელი დუდას ხსენება იყო და „ქუდზე კაცი“ მოდიოდა, დუდა ჩემი ძმააო. მთელ თბილისს მოეფინა ამბავი, რო მე დუდას ქეთა ვარ და მორჩა. აი ზედმეტს ვერავინ ვერ მიბედავდა და ქუჩაში გაღიმებული სახეებით მიყურებდნენ. დუდასი რომ ვიყავი ყველაზე მეტად ეგ მეამაყებოდა და მიხაროდა. დუდა იყო ცნობილი, როგორც ვაკელი ძველი ბიჭი, მარა ვაფშე რომ არ იყო ეგეთი?! ჩემთან ძველი ბიჭი კი არა, სიგარეტსაც ძაან იშვიათად თუ მოწევდა. ნუ როგორც ყველას, ძაან ცოტა თავში ამივარდა კიდეც. ვიცოდი რო დუდა იყო ჩემი პატრონი და ძაან ბევრ რამეს ვიკიდებდი, პროსტა ვიცოდი რო დუდა არასოდეს არ უნდა ჩამეგდო ცუდ მდგომარეობაში და არასოდეს არავის არ უნდა ეთქვა რო როცა დუდამ მე ამირჩია შეცდა. როგორც ყველა გაჩითულ ბიჭს, დუდასაც არ აკლდა „მტრები“. მარა დუდას წინაშე ვინმეს რამის თავი ჰქონდა?! ზღაპარი იყო ეგ ამბავი.

*******************************************************

სახლში ნერვიულად დააბიჯებდა მაკა და ქმარს უყურებდა.

–გადარეკე სააკაძესთან?
–გადავრეკე–მძიმედ ჩაილაპარაკა ბატონმა ზურამ.
–ზურა–დივანზე დაჯდა მაკა–იცოდე ქეთას არაფერი არ უნდა დაუშავდეს, იმ არანორმალურს რაც უნდა ის უქნას. სიკვდილი და უბედურებები არ გამაგონო, ხომ იცი ჟურნალისტები მაინც გამოჩხრიკავენ და აჟიოტაჟი არ გვინდა. ჭკუა ასწავლოს მხოლოდ.
–ქეთას არაფერი არ მოუვა, დანარჩენი იმან უკეთ იცის. აი ნახავ რამდენიმე დღეში საკუთარი ფეხით მოგვადგება ჩვენი გოგო.
–მეტი არაფერი მინდა ზურა–ამოიოხრა ქალმა და წყალი მოსვა.

********************************************************

დუდას ქიმიის მასწავლებელთან მივყავდი, თითქმის ბახტრიონზე ვიყავით ასულები, საშინელმა სროლის ხმამ ყურები რომ დამიგუბა, შიშისგან ერთი გამაკანკალადა, მერე ყველაფერი გაშავდა...

საავადმყოფოს დერეფანი სავსე იყო. სოფი ექიმის გამოსვლას მოუთმენლად ელოდა, ანო კუთხეში იჯდა და ჩუმად ტიროდა. დუდა გრძნობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, არ ეშინოდა ქეთას დაკარგვის, იცოდა, რომ ქეთა არ დატოვებდა. ბიჭებთან ერთად საავადმყოფოს აივანზე იდგა და ეწეოდა, ჩაფიქრებული გასცქეროდა ყვავილებიან ეზოს და მშვიდად ეწეოდა.

–მაინც არ მესმის–დაიწყო გაგიმ–ეგეთი რამე ვინ გაბედა.
–ქეთას მშობლებმა–ჩუმად თქვა დუდამ და ბიჭებისკენ მობრუნდა.
–კაი რა, შვილის სიკვდილი რატო ენდომებოდათ–გაიკვირვა ეკემ.
–შვილის კიარა შე*ემა ჩემი სიკვდილი უნდოდათ, რა იცოდნენ რომ ქეთუთაც მანქანაში მეჯდა, პროსტა ძაან გავჭედავ ამ ამბის გამო და ვიყო ესე არ დამთავრდება. *ლეზე რო მაგის მშობლები არიან, რამე რო მოსვლოდა ხო ხვდები არა?–ნერვებს ვეღარ აკონტროლებდა მაისურაძე.
–ვხვდები ძმაო და უნდა დაელაპარაკო რა მაგ ხალხს.
–გვიანია ეკე–ამოისუნთქა დუდამ–გამოჯანმრთელდეს ქეთუთა და ვეტყვი გერმანიაში წავიდეს.
–შორდები დუდა?–უკნიდან მოესმა ანოს ხმა.
–ეხლა თუ არ წავა, უარესს გაუკეთებენ, არ მინდა რო ჩემ გამო ესეთ დღეში ჩავარდეს რა–სიგარეტი მოისროლა და ანოს გადაეხვია.
–დედამისი და მამამისი მოვიდნენ, სოფი ელაპარაკება, ძალიან გთხოვ მათ არ დაენახო–გააფრთხილა ანომ და ბიჭებს გვერდით ამოუდგა.
–ზურა, ექიმებს დაელაპარაკე–მაკა სოფისკენ წავიდა.
–მკვლელო–ფეხზე წამოდგა გამხდარი გოგო და დედას მივარდა–არაადამიანი ხარ, მკვლელი ხარ, შენი შვილის მოკვა გინდოდა? მეზიზღები, როგორ ბედავ აქ მოსვლას–ვერ ჩერდებოდა სოფი, ეკემ შემოუსწრო, სოფი ორივე ხელით დააკავა და აივანზე ბავშვებთან გაიყვანა...

უკვე 1 კვირაა ამ უაზრო თეთრ ოთახში გაშოტილი ვწევარ. ჩემს სანახავად უამრავი ადამიანი მოდის, მხოლოდ დუდა არ მკითხულობს, არც არავინ მეუბნება როგორაა. ნუთუ ისიც სროლაში მოყვა და რამე დაუშავდა?! ახლა ჩემს მდგომარეობაზე მთავარი დუდაა, იქნებ კარგადაა და მხოლოდ როცა მძინავს მაშინ მოდის, მას ხომ უყვარს როცა მძინარეს მიყურებს?! ან იქნებ დედა და მამა არ უშვებენ ჩემთან? როგორმე ყველაფერი უნდა გავარკვიო. დუდა სიგიჟემდე მენატრება, სოფი რომ შემოვა აუცილებლად ვკითხავ, ვიცი არ დამიმალავს. მხოლოდ ის ვიცი რომ ერთი ტყვია გაისროლეს, შესაბამისად მხოლოდ მე მომხვდა, ანუ დუდა კარგადაა, მაგრამ იქნებ ჩემი გონების დაკარგვის შემდეგ მეორეც გაისროლეს, მესამეც? ვინ გაისროლა? ასეთი მტერი არასოდეს გვყოლია, ვის უნდა გაებედა შუა ბახტრიონზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება? პალატის კარი იღება და სოფი შემოდის. გამიმართლა.

–სოფი, დუდა რატომ არ მნახულობს?–პირდაპირ დავუსვი კითხვა.
–დამშვიდდი, დუდა კარგად არის, უბრალოდ რაღაც პატარა პრობლემები ჰქონდა, აუცილებლად გნახავს–სოფის ტონზე მივხვდი, რომ მატყუებდა, მეტი აღარაფერი მიკითხავს, გამწერენ აქედან და გავარკვევ ყველაფერს.

ჩემი საავადმყოფოდან გაწერის წინა დღეს რაღაც ნემსი გამიკეთეს, ცოტა ცუდად გავხდი და ექიმმა დამაძინებელი გამიკეთა, არადა როგორ არ მინდოდა ძილი. მესიზმრა დუდა, რომელიც ჩემი საწოლის წინ იჯდა და სახეზე მეფერებოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მემშვიდობებოდა. დილით ცუდ ხასიათზე გამოვიღვიძე, მიუხედავად იმისა რომ სახლში ვბრუნდებოდი, უსიამოვნო შეგრძნება მსდევდა თან.

პალატაში მხოლოდ დედ–მამა შემოვიდნენ, ჩემი ტანსაცმლით ხელში. დანარჩენები რომ ვერ ვნახე ცოტა ავფორიაქდი, არც საავადმყოფოს ეზოში იყო ვინმე. მანქანაში ჩავჯექი, მშვიდად მივუყვებოდით ნაცნობ გზებს, მერე გადავუხვიეთ, სახლს ავცდით და აი აქ გადამეკეტა. წამის მეასედში გავაანალიზე ყველაფერი და გიჟივით დავიწყე კივილი.

–გააჩერეთ, მანქანა გააჩერეთ, მეზიზღებით, მანქანა გააჩერე მამა, დუდა უნდა ვნახო–მანქანის მინებს ხელებს უაზროდ ვურტყავდი.

არაფერი შეცვლილა. წვიმიანი დღე იყო, თითქოს ცაც იზიარებდა იმას, რომ დუდა დავკარგე, იმას რომ რამდენიმე საათში სხვა ქვეყანაში აღმოვჩნდებოდი. თვითმფრინავში დაცვასთან ერთად ჩამსვეს, რომ არსად გავქცეულიყავი.

გერმანიაში რომ ჩავედი, იქ უარესი ამინდი დამხვდა, დაცვამ მამიდაჩემთან მიმიყვანა.. მიუხმარებლად შევიტანე ბარგი ოთახში და კარი ჩავკეტე. ჩემს თავზეც ვბრაზობდი და უფრო მეტად დუდაზე, მობილური ავიღე და გადავურეკე. პირველად არ აუღია, მეორედ მიპასუხა.

–მინდა რომ ყოველთვვის გახსოვდე, იმიტომ რომ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. მინდა რომ შენ პირველ შვილს ჩემი სახელი დაარქვა. მინდა რომ შენი გულის ერთ ნაწილს სიცოცხლის ბოლომდე ვუყვარდე–მეტის თქმა აღარ შემეძლო ტელეფონი გავთიშე და გულამოსკვნით ავტირდი.

***********************

ეს დღეები ვერ ვახერხებდი დადებას მაგრამ ეხლა ყველანაირად ვეცდები უფრო ვიაქტიურო. წინა თავზე თქვენმა კომენტარებმა ძალიან გამახარა love იმედია ესეც მოგეწონებათ, ცოტა პატარაა, მაგრამ შემდეგში ამასაც გამოვასწორებ wink love ველოდები თვენს კომენტარებს love



№1  offline წევრი Black girl

კაიაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent