შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცაში დაწერილი ბედი (თავი 6)


9-05-2015, 21:51
ავტორი N14
ნანახია 3 055

როცა ჭამას მოვრჩით გადავწყვიტეთ სიმართლე თუ მოქმედება გვეთამაშა, ბოთლი მოვიტანე და აივანზე მოვეწყვეთ. ბოთლი დავატრიალე და ის ანას და ნიკას შორის აღმოჩნდა.
-სიმართლე თუ მოქმედება? (ნიკა)
-მმმ... მოქმედება იყოს (ანა)
ბევრი ფიქრის შემდეგ როგორც იქნა ნიკამ მოიფიქრა რაც უნდა გაეკეთებინა ანას.
-ვატოს აკოცე ტუჩებში-ეშმაკურად თქვა ნიკამ, ანამ ეგრევე მე გამომხედა. მისმა სიტყვებმა ნამდვილად არ იმოქმედა ჩემზე კარგად.
-აუ რა პონტია ეეეე აღარ მინდა თამაში ვაა (ანა)
-მაშინ ფუნფლო იქნები, ამიტომ მიდი ეხა დროზე-სიცილით უთხრა ლაშამ. ანა წამოდგა, დროდადრო მე მიყურებდა... მე, რომელსაც სახეზე ფერი არ მედო. დედამიწაზე არ ვიყავი, რაღაც დამემართა და ვერ ვხვდებოდი რატომ და რა. ცრემლები მომადგა და ვეღარ შევიკავე, ამიტომ სწრაფად ავდექი და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი. კარები ჩავკეტე, ჩავიკეცე და ცრემლებს გზა გავუკვალე ჩემს ლოყებზე. არ ვიცოდი რატომ ვტიროდი ან არ მინდოდა ეს მცოდნოდა. ვგრძნობდი, რომ გულგრილი არ ვიყავი ვატოს მიმართ მაგრამ ვერ ვხვდებოდი ასე მალე რა გამიკეთა და როგორ დაიკავა ადგილი ჩემს გულში. ფიქრებიდან მალევე გამომიყვანა კარზე კაკუნმა.
-ნანო გამიღე კარები რა (ვატო)
-.....
-გამიღებ თუ შემოვამტვრიო?-სიბრაზე გაერია ხმაში ვატოს.
-.....
-კარებთან თუ დგახარ გაიწიე-კარის მიღმაც ვხედავდი ვატოს დაჭიმულ ძარღვებს.
-კარგი კარგი ვაღებ-ვუთხარი, ცრემლები მოვიწმინდე და კარი გავაღე თუ არა მაშინვე შემოვარდა ოთახშა.
-აუ ნანო რაღაც მინდა გითხრა რა (ვატო)
-გისმენ
-პირველად რო გნახე, მანქანაში რო ჩაჯექი გგონია ვერ შევამჩნიე თვალები ჩაწითლებული რომ გქონდა? არაფერი მიკითხავს რადგან არ მინდოდა უარესად გამხდარიყავი, არ მინდოდა გტკენოდა იცი რატომ? იმიტომ რომ პირველივე დანახვისას შემიყვარდი! მთელი დღეებია შენზე ვფიქრობ, ვერ გივიწყებ, ნანუნი ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ-მთელი გრძნობით მელაპარაკებოდა ვატო, მე კი განაბული ვუსმენდი.
-მეც მიყვარხარ ვატატო-მხოლოდ ეს სიტყვები ამომხდა, უცებ ვუთხარი და ჩავეხუტე. ბედნიერებისგან ცრემლები წამომივიდა.
-არა ნანო, არ იტირო რაა გთხოვ-მითხრა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. მე ვერაფერი ვუთხარი უბრალოდ თვალებში ვუყურებდი. ვატომ ვეღარ მოითმინა და მისი გავარვარებული ბაგეები ჩემს ცრემლიან ბაგეებს შეახო, არ მინდოდა გავჩერებულიყავი და მეც ავყევი კოცნაში, არ მინდოდა ეს წუთი გაჩერებულიყო, მინდოდა სამუდამოდ ასე ვყოფილიყავით. კიდევ დიდხანს ვიქნებოდით ასე ანა რო არ შემოსულიყო, მე უცებ მოვშორდი ვატოს და სირცხვილისგან გავწითლდი.
-ვაიმეეე როგორც იქნა-სიცილს ვერ იკავებდა თვაური-გამოუტყდით უკვე ერთმანეთს სიყვარულში? არც მე და არც ვატო ხმას არ ვიღებდით.
-რამე გინდოდა?-დარცხვენილმა ვკითხე ანას.
-მაინტერესებდა ნაწყენი ხო არ იყავი ჩემზე (ანა)
-რას ამბობ გოგო რა სისულელეა საიდან მოიტანე დებილი ხო არ ხარ შენ ეეე (მე)
-კაი კაი-სიცილით მითხრა თვაურმა-ბავშვებთან არ გამოხვალთ გვრიტებო?
-ხო ხო მოვდივართ-უთხრა ვატომ ხელი გადამხვია და ბავშვებისკენ ავიღეთ გეზი.
-ვა ვა ვააა ესენი ნახე რაა მგონი აქამდე უნდა გვეთამაშა ეს თამაში-ოვაციებს არ იშურებდნენ ბავშვები.
-კაით ეხა დაწყნარდით-სიცილით ვუთხარი და ვატოს გვერდზე მივუჯექი და ჩავეხუტე.-აუ კოცონი დავანთოთ ეზოში რა-ავიტეხე ბავშვები, ყველას მოეწონა ეს აზრი ამიტომაც საქმეების განაწილებას შევუდექით.
-ესე იგი, გოგოები მოვიტანთ კოცონისთვის ფიჩხებს, ბიჭები სამწვადეზე წადით და რო მოხვალთ კოცონს, პლედებს და გიტარას დაგახვედრებთ, თქვენ კიდე მწვადებს შეგვიწვავთ.-უცებ გადავწყვიტე და ბავშვებს მივახალე, ისინიც დაგვთნხმდნენ. ვატო წასვლისას ჩემთან მოვიდა შუბლზე მაკოცა მე კი მაგრად ჩავეხუტე.
-ოო მორჩით ეხა და წამო დროზე რა-სიცილით უთხრა რატიმ ვატოს, ჩვენც სხვა რა გზა გვქონდა დავემორჩილეთ და ჩვენ-ჩვენ საქმეებს შევუდექით. გოგოებმა ყველაფერი გავამზადეთ კოცონი დავანთეთ, ხის მორები სკამებად გამოვიყენეთ, გიტარაც იქვე მივიტანეთ და პლედების წამოსაღებად სახლში შევედით.
-აუ გოგო რაო ვატომ? (ლიკა)
-პირველად რო დაგინახე მაშინვე შემიყვარდი და შენზე ფიქრს ვერ ვწყვეთო-ღიმილით ვუთხარი გოგიშვილს.
-აუუ საყვარელიიიი (ანა)
-ხოო და მერე გაკოცა ხო? (ლიკა)
-ვიღაცას გრძელი ენა აქვს-თვალები დავუბრიალე ანას-პრინციპში შენთან დასალამი რა მაქ-სიცილით ვუთხარი და პლედები ავიღეთ, როცა გარეთ გამოვედით ბიჭებიც მოსულები იყვნენ და ხორცს შესაწველად ამზადებდნენ. გოგოები დავსხედით და პლედები დავიფარეთ, როცა ბიჭებმა შამფურები დაალაგეს ვატო გვერდზე მომიჯდა და მაგრად ჩამიხუტა.






ვიცი რო პატარაა მაგრამ შემდეგზე დიდს დავდებ გპირდებით♥




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent