შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცაში დაწერილი ბედი (თავი 4)


20-04-2015, 17:22
ავტორი N14
ნანახია 2 604

ჩემს მანქანაში ჩავჯექი, მუსიკები ჩავრთე, რამაც უკეთეს ხასიათზე დამაყენა. გზაში მაგდონალდსში გავიარე საჭმელი სახლში წამოვიღე, მიყვარდა მეცადინეობის დროს ჭამა. სახლში მოვედი, სპორტულები ჩავიცვი და სამეცადინოდ დავჯექი, თან ვჭამდი რათქმაუნდა. ჭამა ხომ ჩემი სტიქიაა. მეცადინეობას, რომ მოვრჩი გოგოებს დავურეკე, რომ ჩემთან ამოსულიყვნენ. მათაც თხოვნა ამისრულეს და ნახევარ საათში უკვე ჩემთან იყვნენ.
-აუ გოგო ვატო რა საყვარელია, როგორ წამოუხტა იმ იდიოტს-მეუბნებოდა თვალებგაბრწყინებული თვაური.
-ხო რავი-უაზროდ ვუპასუხე და პუფზე გადავეშვი.
-რავი? აუ გოგო მაგარი ბიჭია რა რავი-მეჩიჩინებოდა ლიკა.
-ხო, თან მგონი მოსწონხარ და თორნიკეს დასავიწყებლად საუკეთესო ვარიანტია-შემომთავაზა თვაურმა.
-და რას მეუბნებით ეხლა ვატო გამოვიყენო თორნიკეს დასავიწყებლად?-წარბაწეულმა ვკითხე.
-ხო რა მოხდა, იქნებ მერე შენც შეგიყვარდეს-„დამაწყნარა“ გოგიშვილმა.
-არ ვაპირებ ვატოს ბოროტად გამოყენებას და ტყუილად ნუ მეჩიჩინებით რაღაც სისულელეებს-ნერვები მომეშალა და თავი ვეღარ შევიკავე.
-ხო კაი არ დაგვარტყა ჰო-სიცილით თქვა თვაურმა.
-აუ მოდით რამე საშინელებათა ფილმს ვუყუროთ რა-შემაცდუნებლად თქვა ლიკამ.
-შენ საშინელებების დიდი მოყვარული გვყავხარ რა-სიცილით თქვა ანამ.
-ხო კაი იდეაა, გულს გადავაყოლებ-დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.
-მთლად გულსაც ნუ გაატან ეხლა-„გაიღადავა“ ლიკამ.
-შევეცდები-ვუთხარი და სამივეს გაგვეცინა.
საშინელებათა ფილმი მოვძებნეთ, მანამდე მე პოპკორნი გავაკეთე და წვენები მოვიტანე, მთელი ფილმის განმავლობაში ყვირილი არ შეგვიწყვეტია, როდესაც დამთავრდა ეს წყეული ფილმი გოგოები შეშინებულები იყურებოდნენ.
-აუ რა გვინდოდა რა ეხლა ღამე ვეღარ დაიძინებ ოოო-თქვა გაბრაზებულმა ლიკამ.
-რას გვართვევინებდი მერე-შეუღრინა ანამ.
-კაი დაწყნარდით ჰოო-სიცილით ვაწყნარებდი ორივეს და არ ვიმჩნევდი, რომ მეც შემეშინდა-დღეს ჩემთან დარჩით და დავიძინებთ თუ არადა ერთად მაინც გავათენებთ-ისევ ვიცინოდი.
-კაი აზრია-მოეწონა თვაურს.
-აუ მე რო საღამურები არ მაქ აქ?-ამოიოხრა ლიკამ.
-არაუშავს ანას ჩემთან აქ თავისი და მე ჩემსას მოგცემ ორი მაქ-უცებ გადავწყვიტე.
-კაიიიი-გაეხარდა ლიკას.
საბნები და ბალიშები იატაკზე დავყარე, სულ გვიყვარდა იატაკზე ძილი სამივეს. დავწექით, მაგრამ ჩემმა ტელეფონმა არ დაგვაძინა, ვატო რეკავდა.
-რას შვები ნან?
-რავი გოგოები არიან ჩემთან და ვიძინებთ მარა ვერ ვიძინებთ-სიცილით ვუთხარი, ჩემ სიცილზე გოგოებიც გამოფხიზლდნენ.
-მართლა?-სიცილით მიპასუხა ვატომ.
-ხოო, საშინელებათა ფილმს ვუყურეთ და ... -ისევ გამეცინა.
-ააა გასაგებია-სიცილით კვდებოდა ვანიშვილი.-რამე ხო არ გჭირდებათ?-თავაზიანად მკითხა, მაგრამ მე ღადაობის ხასიათზე ვიყავი.
-აუ ხოოო ძილი გვინდაააა-ვუთხარი და ისტერიკული სიცილი ავტეხე.
-მაგაში ვერ დაგეხმარები-ვატომაც სიცილით მიპასუხა.
-რამე ხო არ გინდოდა?-ვკითხე როცა როგორც იქნა მოვრჩი სიცილს.
-არა, მოსაკითხად დაგირეკე-ისევ თავაზიანობას იჩენს ჩემს მიმართ ვატო.
-აამმ მადლობაა-თავაზიანადვე ვუპასუხე, გოგოებმა კითხვები მომაყარეს ვინ გირეკავს რა უნდაო, თან მხარზე მექაჩებოდნენ, მეტი ვეღარ გავუძელი და ვარჩიე ვატოს დავმშვიდობებოდი.
-კაი ვატ, წავედი თორე გოგოებმა შემჭამეს-გავუცინე და მის დამშვიდობებას დაველოდე.
-კაი ნაან, ტკბილი ძილი-ტელეფონშიც კი ვიგრძენი მისი ღიმილი.
-შენც ასევე-ტკბილი ძილი ვუსურვე და გავუთიშე.
-ვატო იყო?-გახარებულმა შემომხედა ანამ.
-ხოო ვატო იყო-მეც ვუპასუხე და გავუღიმე.
-რა უნდოდა?-მკითხა ლიკამ.
-ტკბილი ძილი მისურვა-ვუთხარი და გავუღიმე.
-აუუუ საყვარელიიი-ტუჩები დაბრიცა ანამ.
-ხო ძაან საყვარელია, ამ დებილს კიდე არ მოსწონს-წარბი ამიწია ლიკამ.
-არ მომწონს ხალხო და რა გავაკეთო? ჯერ თორნიკე არ მომინელებია ეხლა კიდე ვატომ მატკინოს გული-გაბრაზბულმა ვუთხარი გოგოებს და იატაკზე დავეგდე.
-ვატო თორნიკეს არ გავს და ვაფშე არც ერთ ბიჭს არ გავს... ესეთი კაი ბიჭი არ შემხვედრია არასდროს: თავაზიანი, სიმპატიური, საყვარელი, თან მოსწონხარ. მაგას რა ჯობია გოგო არ გადამრიო ეხლა-ერთი ამოსუნთქვით მომაყარა თვაურმა.
-კაი შენი ხათრით შევეცდები მომეწონოს ჰო, ეხა კმაყოფილი ხარ?-ცინიკურად ვკითხე, რა თქმა უნდა ვატოს მოწონებას და მითუმეტეს შეყვარებას არ ვაპირებდი... კი ძაან საყვარელია ჩემს მიმართაც და ისეც, მაგრამ ჯერ თორნიკე უნდა დავივიწყო,რაც არ გამომდის!
-ვიქნებოდი, რომ არ გიცნობდე და მეგონოს, რომ მართლა შეეცდებოდი-მიმიხვდა ანა ჩანაფიქრს, ლიკა დაიღალა ჩვენი იდიოტური კამათით და საჭირო ზომებს მიმართა.
-ვაიმე გეყოთ ხალხოო რაზე ჩხუბობთ დაფიქრდით აბა?-დაგვიყვირა გოგიშვილმა.-ანა დაანებე თავი ხო იცი რა შეუგნებელიც არი, თან ძალით თავის თავს როგორ შეაგნებინებს ვატო მომეწონოსო? დებილები ხართ რა-დაასკვნა ლიკამ და ჩემთან ერთად დაეგდო იატაკზე.
-ხო კაი რა იყო-დანებდა თვაური და გვერდზე მოგვიწვა მე და ლიკას. მალე დავიძინეთ.
დილით ადრე გამეღვიძა და გადავწყვიტე ცოტა მემხიარულა, ამიტომ ჩუმად ვიდეოს გადაღება გადავწყვიტე, ტელეფონი ავიღე, ვიდეოს გადაღება დავიწყე, ბალიშები ავიღე და მთელი ძალით გოგოებს გავუქანე, მათაც უცებ გაეღვიძათ და ჩემზე გამწარებულებმა ბალიშებს სტაცეს ხელი. მე უცებ ტელეფონი ავიღე და სააბაზანოში შევვარდი, რომ მათ რისხვას გადავრჩენილიყავი. დაახლოებით 10-15 წუთში კარები ნელა გავაღე და სააბაზანოდან გამოვედი, მეგონა გოგოები დამნებდნენ, მაგრამ შენც არ მომიკვდე! სამზარეულოში შესული არ ვიყავი, რომ ორი დიდი ბალიში მომხვდა თავში, მეც არ დავაყოვნე, ბალიშები ავიღე და ახლა მათ გავუქანე... და ასე უსასრულოდ გაგრძელდა სანამ არ მივხვდით, რომ ცოტაც და ლექციებზე დაგვაგვიანდებოდა, ამიტომ გავემზადეთ, ვჭამეთ, მანქანის გასაღები ავიღე, სახლიდან გასვლისას კარი ჩავკეტე და ჩვენ-ჩვენ მანქანებში ჩავსხედით.
-კარგად გოგოებოო, საღამოს დაგირეკავთ-ვუთხარი და მანქანა დავქოქე, მათ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნიეს და ადგილიდან დავიძერით. უნივერსიტეტში მივედი, მანქანიდან გადმოვხტი და გავიქეცი, რადგან ლექციაზე მაგვიანდებოდა. „ჰუუჰ, გადავრჩი“ გავიფიქრე, როდესაც შევედი ოთახში და ვნახე, რომ ლექტორი ჯერ შემოსული არ იყო. მივირბინე მაგიდასთან და სკამზე დავჯექი ლექტორის მოლოდინში...
როდესაც ლექცია დამთავრდა გარეთ გამოვედი, მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი. გზაში ისევ თორნიკე დავინახე, ოღონდ ახლა სხვა გოგოსთან ერთად. „ალბათ მისი ახალი ნაშაა“ გავიფიქრე და გზა გავაგრძელე. ვგრძნობდი, რომ რაღაც მემართებოდა თორნიკეს სხვა გოგოსთან ერთად დანახვაზე, მაგრამ ამ მოვლენას ადვილად ვხსნიდი: ისევ მიყვარს. როდესაც სახლში მივედი, მანქანა გავაჩერე, კარებთან მისვლისას კი დიდი თაიგული შევამჩნიე, სახლში შევიტანე და ბარათი გავხსენი, რომელიც ყვავილებში იდო:
„ნანო, მომენატრე და ვიცი, რომ შენც სულ ჩემზე ფიქრობ. მიყვარხარ. თორნიკე“
ბარათის წაკითხვისას ძალიან გავბრაზდი ბარათი დავხიე და ყვავილები გადავყარე... ვერ გავიგე მეღადავება?! ჯერ მიყვარხარო, მერე აღარ მიყვარხარო და ეხლა ისევ მიყვარხარო?! იდიოტი! მაინც არ დავუბრუნდები მაგ საქონელს! მითუმეტეს დღეს სხვა გოგოს ეფლირტავებოდა! უუხხ, ვერ ვიტან უკვე !!



ბავშვებოოო რას ფიქრობთ აბა? შემიფასეთ ...ვიცი რო პატარაა (( შემდეგზე დიდ თავს დავდებ .. მიყვარხართ !



№1  offline წევრი Sexy Mädchen

სიტყვა შემაცდუნებლად საიდან მოთხარე,ავტორ?;დდ
--------------------
:)

 


№2  offline წევრი N14

Sexy Mädchen
სიტყვა შემაცდუნებლად საიდან მოთხარე,ავტორ?;დდ

რავიაბა :დდ

 


№3  offline წევრი blue.rain

აუ ვერაა ეს თორნიკე რაა :დდ

 


№4  offline წევრი Sexy Mädchen

გრამატიკის წიგნს მოკიდეთ ხელი, ხალხო :)
--------------------
:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent