შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [13]


9-05-2015, 22:14
ავტორი შიკალატკა
ნანახია 2 819

თვალებს ნელა ვახელ. სახეზე მზის სხივები ურცხვად დათარეშობდნენ ჩემს სხეულზე. გამახსენდა უტას თბილი მკლავები და გვერდით გადავბრუნდი. გულში რაღაც ჩამწყდა, როდესაც ცარიელი დამხვდა. ოთახს თვალი მოვავლე. ჩემსაში ვიყავი. ფეხზე წამოვხტი და დაკუჭული ტანსაცმელი გამოვიცვალე. თმა დავივარცხნე და კისად ავიწიე. მუცელი ხმამაღლა აბუყბუყდა "მშიაო" მამცნო, მეც მორჩილად გავედი ოთაციდან და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი.
- ვახ, "კრასოტკა". კარგია უტიკოსთან ძილიო? - "უტიკოსთან ძილი? ვაიმე!! ამათმა იცოდნენ?" ვფიქრობდი და აჭარხლებულმა სად წავსულიყავი არ ვიცოდი.
- ხარანაული! - ხმამაღლა, მკაცრად გააფრთხილა მეგობარი უტამ, მერე აწითლებულს მომიბრუნდა თბილი ღიმილით. დავინახე ლიზასა და ელენეს გაფართოებული თვალები და გაქრობა ვინატრე.
- მოიცა... თქვენ რა... - სათქმელი არ დავამთავრებინე გაოგნებულ ელენეა და ისტერიკულად წამოვიყვირე:
- არაა გაგიჟდი! - უცებ გავბრუნდი და ეზოში გავვარდი. ჰამაკში კომფორტულად მოვკალათდი და როგორც ყოველთვის, დავიწყე ფიქრი. "მიყვარს? ამას ეძახიან ეგრეთწოდებულ სიყვარულს? არ ვიცი. გულგრილი ნამდვილად არ ვარ მისდამი, მაგრამ..." ფიქრი ჰამაკის ერთ მხარეს ჩაზნექვამ გამიფანტა. მზერა მომღიმარ უტას შეეჩეხა.
- სად გაიქეცი? - მკითხა და სიცილით მომიწვა გვერდით. ოო, ვერ გეტყვით რა დამემართა ჯერ მის არაადამიანურად ლამაზ ღიმილზე, შემდეგ მის შეხებაზე. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, შემდეგ ორჯერ, არა, სამჯერ უფრო სწრაფად დაიწყო ფეთქვა. ასე მეგონა, მინიმუმ ას კილომეტრზე ჩემი გულისცემა ყველას ესმოდა. მუცელზე ხელები შემომხვია და მისკენ მიმაჩოჩა. ლამის ჰამაკიდან გადავვარდი, თუმცა ისე ვეჭირე მის რკინისებრი ხელებს, გადავარდნა კი არა მილიმეტრითაც ვერ გავინძრევი. გულმა, რა თქმა უნდა, ფეთქვას უმატა.
- ოო, ცუდადაა ჩვენი საქმე. - დანანებით ჩაილაპარაკა, თუმცა ვატყობდი სიცილს ძლივს იკავებდა. გაკვჯრვებულმა, შეძლებისდაგვარად, ავხედე.
- რ-რა მოხდა? - შეშინებულმა ამოვიკნავლე.
- თუ ჩემ ყოველ შეხებაზე ასე აგიფართხალდება შენი, ისედაც პაწუა გული, ნამდვილად ცუდად არის ჩვენი საქმე. - ბოლოს სიცილი აუტყდა, მე კიდევ გავწითლდი და ვფიქრობდი რა გამექანა მისი ლამაზი სახისთვის. ჩემი სიწითლე შეუმჩნეველი არ დარჩენია.
- კარგი ხო, ნუ იმორცხვები, ბოლოს და ბოლოს ჩემს ასეთ ფრაზებს უნდა მიეჩვიო. - ისევ იცინოდა და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა. მის ღვინისფერ ტუჩების შეხებაზე უარესად ავფორიაქდი და ყანზეც დამბურძგლა. ნამდვილად ახალისებდა ჩემი წვალება და ამჯერად კისერში დამიტოვა სველი კოცნა.
- უტა... გეყოფა. - ძლივს მოვაბი ორ სიტყვას თავი. თვალები სიამოვნებისგან მიმელულა და ნამდვილად ჩამეძინებოდა, არადა როგორ არ მინდა მისი შეხება ბურუსში მოცულმა ვეღარ ვიგრძნო.
- რა იყო? - ვითომ ვერ მიხვდა. ამ ბიჭის მსახიობური ნიჭი გადამრევს.
- მშვენივრად იცი რაც. - მკაცრად ამოვილაპარაკე.
- აა, კოცნაზე ამბობ. - "ოჰ, გენიოსი! ნეტა როგორ მიხვდა?!" სარკასტულად გავიფიქრე, თუმცა ხმა არ ამომიღია. მეგონა მიზანს მივაღწია და მისი ტუჩებისგან თავი დავაღწიე, მაგრამ ისევ ვიგრძენი ახურებული თუჩები არტერიაზე, რომელშიც ისეთი სისწრაფით მოძრაობდა სისხლი, სადაცაა გასკდებოდა. მისკენ გადავბრუნდი და უნებურად გამეღიმა უტას სახის დანახვისას. რას მიკეთებს ეს ბიჭი ასეთს გამაგებინეთ! სურვილმა მძლია და მისკენ დავიხარე, თავი კისერში ჩავურგე და ახლა მე დავუწყე წვალება. ერთი, ორი, სამი კოცნა ყელზე და ამავე რაოდენობის გაკანკალება. მისი რეაქციები სასწაულად მახალისებდა და არანაირი სურვილი არ მქინდა გაჩერების.
- ვაა, ესენი ნახე რა დღეში არიან. - თავზე დაგვადგა ლექსო და მომინდა მისი გასიებული თავი ხეზე მთელჯ ძალით მიმეხეთქა. არა, როგორ წანებში მაწითლებს ეს ბიჭი. აშკარად ნიჭი აქვს ადამიანის უზერხულ მდგომარეობაში ჩაგდების.
- ხარანაული, გირჩევნია ოთახში შეიკეტო სანამ მოგგლიჯე ეგ უტვინო თავი! - დაუღრინა უტამ.
- ხტფუი, ეს რა უჟმურია. - ხელი დანანებით ჩაიქნია და მისდა საბედნიეროდ, გაგვეცალა. გაწითლებული სახე უტას კისერში ჩავმალე.

=_=_=_=

- დროზე! ყველა იცვამს საცურაო კოსტუმს, მოაქვს პირსახოცი დ. სხვა რაც გინდათ და მივდივარტ! - გავყვიროდი ბოლო ხმაზე. ყველა გაშტერებული მომშტერებოდა. მათ სახეებზე გამეცინა.
- მდინარეზე მივდივართ. - სიცილით ავუხსენი. ბავშვების კმაყოფილ სახეებზე გამეღიმა და ოთახში მოსაწესრიგებლად შევედი. მოკლე, ჯინსის შორტი და ფოსფორისფერი ვარდისფერი საცურაო კოსტუმის ზედა. თეთრი, ოდნავ გამჭირვალე ზედა და ფეხზე ლურჯი ვანსები. მდინარე სულ ქვებით არის სავსე, რის გამოც სულ კეტებს ვიცვამ ფეხზე. შორტს რაც შეეხება, არანაირი სურვილი მაქვს ბიკინით ვიტანტალო ბიჭების წინაშე. ოთახიდან გავედი და მისაღებში შევფრინდი, იმ იმედით, რომ ყველა მზად დამხვდებოდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე, კაცი-შვილი არ იყო.
- მალე ხალხოო! რას იცვამთ ამდენს?! - ვიღრიალე სიცილნარევი ხმით.
- ეე, კრასოტკაა გვაცადე რა. გოგოებს უნდა გავეპრანჭოთ და ვემზადებით. - გამომძახა ოთახიდან ლექსომ. ბოლო სიტყვები ხმადაწვრილებულმა თქვა, რაზეც გულიანად ავხარხარდი. ათ წუთში მანქანაში ვისხედით და მდინარეზე მივდიოდით.
- აქ გააჩერე. - ვუბრძანე საჭესთან მჯდარ უტას. გაკვირვებულმა ჯერ გარშემო მიმოიხედა, მერე მე მომაშტერდა თვალებგადმოყრილი.
- მდინარეს ვერ ვხედავ. - თვებდაწვრილებულმა ლექსომ გამომხედა.
- კაიი, არ გამაგიჟო. - გამოელაპარაკა ტატო და ერთმანეთის ხოცვა რომ არ დაეწყოთ უცებ წამოვიყვირე:
- მანქანიგ ვეღარ ჩავალთ, ამიტომ დარჩენილი გზა ფეხით უნდა გავიაროთ. - ავუხსენი და მანქანიდან, რასაც ქვია, გადავხტი.
- მერე მანქანა? - მკითხა უტამ.
- აქ დატოვე, მაინც არავინ მოდის ამ გზით, თან მე და მამა სულ ვტოვებდით და მთელი გვხვდებოდა. - სევდია დასაფარად გავიცინე, მაგრამ უტას შეუმჩნეველი არ დარჩენია და გამამხნევებლად გამიღიმა.
- აუუ, ქეთ, ლამაზი გოგოჩკები ხომ იქნებიან? - მკითხა ლექსომ და ისეთი საყვარელი სახე მიიღო, გული დამწყდა, უარის თქმა რომ მომიწევდა.
- არა, ეს ადგილი მარტო მე ვიცი. - თავმომწონედ ჩავილაპარაკე და წინ წავედი. ვატყომ მხიარული დღე მელის წინ.

=_=_=_=

ბავშვებო ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. მადლობა კომენტარებისთვის და ეხლაც არ დაიზაროთ კაი ^_^ გპირდებით შემდეგი თავი დიდი იქნება და ვეცდები მალე დავდო. <3 შეცდომები მომიტევეთ ^_^



№1  offline წევრი ხატული♥

აუ რა პაწუკაა sad მალე დადე და თან დიდიდიიი love

 


№2  offline წევრი შიკალატკა

ხატული♥
აუ რა პაწუკაა sad მალე დადე და თან დიდიდიიი love

Vecdebii ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent