შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღლა მთაში, ანგელოზი დავინახე!(5)


10-05-2015, 00:15
ავტორი Tay194
ნანახია 4 119

საშინელებაა როცა იაზრებ,რომ შენს სიცოცხლეს არანაირი აზრი აღარ აქვს. საკუთარი თავი გძულს და ერთადერთი რისთვისაც ცოცხლობ ის არის, რომ დაიტანჯო და თითქოს ამით გადაუხადო საკუთარ თავს სამაგიერო.მაგრამ რა შუაშია აქ ელენა?!რა დააშავა, რომ ახლა ასე ფიქრობს?! რა დააშავა სრულიად უცოდველმა არსებამ, რომელსაც თავის სიცოცხლეში ცუდი საქციელი არასდროს ჩაუდენია.არ ყოფილა გამომწვევი სხვა გოგიებივით, არც თავისი ვიზუალით თავშიავარდნილი და თავქარიანი გოგოების სტარუსოთ არ სარგებლობდა. არანაირი მიზეზი არ ქონდათ, რომ ასე გაეწირათ და ასე ჩაეკლად მის გულში ყველანაირი გრძნობა და მომავლის იმედი,რომელიც ადრე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ელენას ცხოვრებაში,მაგრამ ახლა აღარ არსებობს და სამუდამოდ გაქრა მისი ფიქრებიდან.დაიკარგა ის მიზანი და ოცნება აი მარტო, რომ დარჩებოდა საკუთარ თავთან და მათ ასრულებაზე ფიქრობდა და უკვე წარმოედგინა მისი პირველი წარმატებებისგან გამოწვეული ემოციები და უსაზღვრო ბედნიერება, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ აუხდენელ ოცნებად დარჩა და უცბად გადაკეტა საკუთარი ბედნიერებისთვის მისაღწევი ყველა გზა.არა მარტო ახლობლებმა გაწირეს ის, არამედ თვითონ ბუნებამაც დათმო და თითქოს მისი გაუბედურებით უკან წაართვა ის დამადლებული სილამაზე.აი ის სილამაზე ანგელოზს,რომ გავს და რაღაც არა ამქვეყნიურ სამყაროს გაგონებს.საშინელი სანახავია ახლა ელენა.ახლა რომ ცალი თვალით დაგანახათ ალბათ მისი ცოდვით დაიწვებოდით.ნორმალური ადამიანი ვერ გაუძლებდა მის მდგომარეობაში, რომ ყოფილიყო,მაგრამ იქნებ ეს სიფრიფანა გოგო ბუნებამ არა მარტო სილამაზით არამედ იმ უდიდესი ფარული ძალით დააჯილდოვა, რომელიც უნდა დაეხმაროს მას იმ სირთულეების გადალახვაში რაც აუცილებლად დახვდება თავისი მომდევმო ცხოვრების რთულ და ეკლიან გზაზე.ობოლმა ცრემლებმა ისევ იჩინეს თავი და ელენას მშვენიერი სახე სულ მთლად დაფარეს.უაზროდ იყურებოდა ფანჯრიდან და გვერდით საჭესთან მჯდარი მამაკაცის მწველ მზერას ყურადღებას არ აქცევდა, უფროსწორად ახლა არც ეცალა მისი საზიზღარი სახის დაენახა
_ნუ წრიპინებ!მოიშორე ეგ ცრემლები!კარგად ვიცნობ შენნაირ ბ**** გოგოებს!მამაკაცმა ზიზღით გადახედა გვერდით მჯდომ ელენას, რომელმაც უფრო მოუმატა ტირილს და მამაკაცს ზედაც არ შეხედა.არა მაინც როგორ ბედავს რომ ასე ექცევა ამ გოგოს. ჯერ რა გაუკეთა და ისევ დიდ გულზეა.დაუშვათ ელენა ბოლო დონის ბო*** იყო რადგან ასე მიყვებოდა გუგას, მაგრამ იმ გოგოს რაღას ერჩოდა ვისთანაც დაიკმაყოფილა თავისი ცხოველური ჟინი.ხომ შემ შეიძლებოდა ის გოგო ელენა არ ყოფილიყო?!მაშინ რა გამოვიდოდა, იდარდებდა ამის გამო გუგა?!იდარდებდა,რომ სრულად პატიოსან გოგოს მოუღო ბოლო?!მაგრამ არა, რადგან ის გოგო ელენა აღმოჩნდა აღარანაირი მნიშვნელობა ქონდა გუგასთვის რაც გააკეთა.თავს დამნაშავედ არ გრძნობს, რადგან ელენა რომელიც მის თვალში მაგარი ბ*** გოგოა ისედაც ჩაუგორდებოდა ლოგინში, ამიტომ მოვლენების დაჩქარებით ცუდი არაფერი გაუკეთებია.პირიქით მალევე გაუგო თავის ცოლს გემო!არა რეებს ფიქრობს ეს ბიჭი?დავიჯერო ასეთი დაუნდობელია?!მოიცადეთ და დაინახავთ როგორ ინანებს თავის საქციელს და სხვანაირად აჭიკჭიკდება ეს იდიოტი!გუგამ უცებ გააჩერა მანქანა და განრისხებული თვალებით შეხედა ახლა უკვე შეშინებულ ელენას

_ვერ გაიგე რა გითხარი?!ნუ წრიპინებ!(გუგა)
_მე მე....ელენა განრისხებული მამაკაცის დანახვისას სულ გადაფითრდა და ენა ჩაუვარდა
_მე მე მე რა მე მე!!!!გააჩუმე ენა!ყვაფერთან ერთად ავადმყოფი გოგოც შემომაპარეს!გუგა ისევ მიუბრუნდა საჭეს და ადგილის სწრაფად მოწყდა ისე,რომ გოგოსთვის აღარ შეუხედავს.3 საათიანი სიარულის შემდეგ დიდ უალამაზეს ეზოში შევიდნენ, რომელსაც ოთხსართულიანი სახლი ამშვენებდა.გუგამ ირონიულად გადახედა ამ სანახაობით გაკვირვებულ გოგოს,რომელიც ყველაფერს გაფაციცებით აკვირდებიდა და ცდილობდა ყველა კუთხე კუნჭული კარგად აღექვა
_კმაყოფილი ხარ?!გუგამ უცებ უხეშად მოკიდა გოგოს ხელი და თვალებში ჩააშტერდა
_რა?ელენა უცებ დაიბნა და ვერ გაიგო მამაკაცმა რა კითხა
_სახლით!ოჯახით!სიმდიდრით!ნუ ქმრით იასნია კმაყოფილი იქნები!ისევ ირონიული სიფათი აიკრა და მალევე მოაშორა მზერა ელენას ცისფერ თვალებს,რომელიც დიდი სევდის მიუხედავად მაინც არავის დატოვებდა გულგრილს.გოგომ ხმა ვერ ამოიღო უცებ შეტრიალდა კარებისკენ, გააღო და მომღიმარ ეკასკენ წასვლა დააპირა
_ეი!ერთი რაღაც დაიმახსოვრე! ყველფერი ისე იქნება როგორც მე ვიტყვი!ჯერ არ მითქვამს მანქანიდან გადადითქო!(გუგა)
_მე უბრალოდ გადასვლა მინდოდა.ელენამ უცებ მოიშირა ჩამოგორებული ცრემლები და გუგას შეხედა
_კარგი კარგი ახლა ისევ არ აწრიპინდე!ამ ერთხელ გაპატიებ!გადადი!გუგამ სიცილი დაიწყო. შმედეგ ერთ ადგილზე გაშეშებული ელენა, რომ დაინახა,თავი უკმაყოფილოდ გადააქნია,მანქანიდან გადავიდა და კარი გაუღო.თვალებით ანიშნა გადმოდიო და მკაცრი და მწველი მზერა ისევ ესროლა ისედაც დაფეთებულ გოგოს.ელენა მალევე მოშორდა და მათკენ წამოსული ეკასკენ წავიდა
_შვილო ხომ კარგად იმგზავრეთ?!ჩვენ ცოტა დავიღალეთ. არ ვართ მიჩვეიული ამხელა გზაზე ერთ დღეში ჩასვლა ამოსვლას.ეკამ გოგოს თბილად გაუღიმა და თმაზე ხელი გადაუსვა.ელენასაც რაღაცნაირად თითქოს გული მოულბა მის ასეთ საქციელზე.რაღაცნაირად დედა გაახსენდა და უცებ დაივიწყა დედის წყენა,მალევე მოხვია ეკას ხელები და მის ყელში ჩარგო თავი.როცა გუგასკენ გააპარა თვალი მაშივე შეეჯახა მის მწველ მზერას,უცებ მიტრიალდა და მაშინვე დაიწყეს მისმა ცრემლებმა მის სახეზე გაბატონება რაც ეკას შეუმჩნეველი არ დარჩენია. მოტრიალდა, ელენას თავი მაღლა ააწევინა და აფორიაქებული ჩააშტერდა გოგოს ზღვისფერ თვებში
_შვილო რა დაგემართა?რამე ხომ არ გაწყენინე?(ეკა)
_არა უბრალოდ ჩემი ოჯახი გამახსენდა.ელენამ მშვიდად გაუღიმა ქალს და ისევ მოხვია ხელები.რა ქნას აი ამ დროსაც კი როცა ყველაზე საშინლად გრძნობს თავს,მაინც შეუძლია ძალდატანებით გაიღიმოს,რომ სხვას ცუდად არ მოხვდეს გულზე მისი პასუხი
_შვილო თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში!იცოდე ეს შენი სახლიც არის!(ეკა)
_გმადლობთ.ელენამ ისევ გაუღიმა და ხელგამოწვდილ ეკას თავისი სიფრიფანა ხელი შეაგება.ერთად შევიდნენ უზარმაზარ სახლში.ოჯახის უფროსი ზურა საქმეზე წასულა, გუგას ძმა გივიც არ იყო სახლში, გუგაც მალევე მოწყდა ადგილს და ისე მოხვდა, რომ ეკა და ელენა მარტო დარჩნენ
_შვილო ყველა წავიდა!ჩვენი პატარა მარიამიც არ არის აქ, დედამისმა წაიყვანა თავისთან!ელენას შეუმჩნეველი არ დარჩენია ეკას სიბრაზენარევი ხმა როცა მარიამის დედა ახსენა,ამიტომ ზედმეტი შეკითხვების დასმა არც უფიქრია. ან როდის დაუსვამს ზედმეტი კითხვები?! ყოველთვის ასეთი იყო, არასდროს ზედმეტად არაფერს არ ამბობდა.ეკამ მალევე აჩვენა მისი და გუგას ოთახი.ელენამაც ამოალაგა თავი ბარგი. გარდეროვში თავისი მოკრძალებული ტანსაცმელი შეაწყო და მთელი დღის დაღლილდაქანქულს დივანზე ჩამოეძინა ისე რომ არც დაკვირვებია როგორ მდიდრულად იყო თავისი ოთახი მოწყობილი.

***************

განრისხებულმა შეაღო თავის კაბინეტის კარი და თავის მდივანს დაუბარა შემოდიო.ისიც დენდარტყმული შემოვარდა გუგას ოთახში და შეშინებული წინ აესვეტა
_რა ხდებოდა დღეს ოფისში?!გუგამ კარგად აათვალიერა მის წინ შეშინებული გოგო და ოდნავ გაუღიმა,რომ ცოტა ფერზე მოსულიყო.გოგოც თითქოს უცებ გამოკეთდა, დამშვიდდა და ახლა უფრო დამშვიდებულმა დაიწყო საუბარი,თან საუბრისას უფროს გახედავდა ხოლმე რაიმე ხომ არ ვთქვი ცუდათო, ისიც თავს კმაყოფილი დაუქნევდა და ანიშნებდა გააგრძელეო
_ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ ის თათბირი,რომ გადავდეთ ?!(გუგა)
_ იცით ბატონმა ირაკლიმ,რომ გაიგო ცოლი მოგყავდათ, გაუხარდა და უყოყმანოდ მოაწერა კონტრაქტს ხელი.დაამშვიდა მდივანმა
_ვაა რაღაცაში მაინც გამომადგა ის სულელი გოგო!თავისთვის ჩაიბურდღუნა გუგამ და კმაყოფილმა ჩაიცინა
_როგორ?!მდივანმა ინტერესიანი თვალები მიაპყრო უფროსს.არა როგორ ბედავს ეს გოგო და რამეს ეკითხება, თუ უნდოდა თვითონაც ეტყოდა.უცებ აწია მაღლა თავი და მდივანს თვალები დაუბრიალა
_შენთვის საინტერესო არაფერი ახლა გადი!(გუგა)
_როგორც თქვენ იტყვით ბატონო გუგა!მდივანმა მალევე დატოვა ოთახი, მაგრამ ორი წამის შემდეგ ისევ შემოვარდა
_რა იყო რა ხდება მოგდევს ვინმე?!გუგამ უცებ წამოყო თავი, საბუთები გვერდზე გადააწყო და დაფეთებულ მდივანს შეხედა
_ვაიმე ბატონო გუგა.ლამის დამავიწყდა!გოგო ძლივს ლაპარაკობდა
_დამშვიდდი და ამოღერღე მალე რისი თქმაც გინდა !ისედაც ბევრი საქმე მაქვს!(გუგა)
_ხვალ საღამოს 7 ზე რესტორანში ადგილებია დაჯავშნული, თქვენზე, თქვენს მეუღლეზე, ასევე ბატონ ირაკლიზეც და რამდენიმე კაცზე.გოგომ ძლივს თქვა და გუგას გახედა
_რატომ რა ხდება?!გაკვირვებულმა შეხედა მდივანს
_თქვენი ცოლის მოყვანა უნდა აღნიშნონ და ბატონმა ირაკლიმ დაგიბარათ,რომ შეიკრიბოთ!ვაიმე ოღონდ ეს არა!სულ არ უნდოდა ახლა იმ გოგოს სადმე გამოჩენა!რომ არ გაყვეს?!მოიცა ჯერ ვინ ეკითხება გუგას უნდა და გაყვება!აბა რა ეგონა ცოლად რომ მიყვებიდა მისი მოვალეობაა ქმრის გვერდით იყოს!კმაყოფილმა ჩაიცინა
_კარგი!გასაგებია!შეგიძლია გახვიდე!გოგომ მალევე დატოვა ოთახი გუგა კი ახლა უკვე მხიარულად შეუდგა საბუთების მოწესრიგებას,მაგრამ ვინ დააცადა.კარზე კაკუნი გაისმა და გუგამაც უკმაყოფილოდ წამოწია თავი
_შემოეტიე,როდის იყო კარზე მიკაკუნებდი!მიხვდა რატი,რომ მაიმუნობდა და ისევ საბუთებს მიუბრუნდა
_ბატონო გუგა შეიძლება?!რატიმ სერიოზული სიფათით შემოყო თავი კაბინეტში და გუგას წარბაწეულმა გახედა
_რას მაიმუნობ ამხელა კაცი!(გუგა)
_ვა ცოლი მოვიყვანეთ და დავბრძენდით?!რატიმ სიცილი დაიწყო და როცა განრისხებული ძმაკაცი დაინახა, მის წინ სავარძელში კომფორტულად ჩაეშვა
_ნუ სულელობ!(გუგა)
_ბიჭო ისე ეს რა წესია გოგო პირველივე დღეს მარტო, რომ დატოვე!ისე რა ლამაზია არა?!რატიმ ინტერესით გადახედა მის პირდაპირ მჯდარ გუგას
_მისი სილამაზის აღქმა როდის მოასწარი?!დაუღრინა მეგობარს
_ბრმა უნდა იყო ეგ რომ ვერ შენიშნო!(რატი)
_შენ რაღაც ძაან აღფრთოვანევული ლაპარაკობ!(გუგა)
_კაი ხო რას გამიმართე აქ ეჭვიანობის სცენები!ისედაც დაღლილი ვარ ყაზბეგში ამხელა გზაზე ჩავედით და უკან წამოვედით, რა პონტია!წავედი უნდა დავისვებო!(რატი)
_ვინ დაგპატიჟა მერე,რომ დამადექი თავზე!გუგამ სიცილი დაიწყო და კარში გასულ რატის, დივნიდან აღებული ფუმფულა ბალიში გაუქანა


მოკლედ პირადში მაქვს რაღაც ცვლილებები და მუზა გამიფრინდა,ჩემი ბრალი არ არის. ნახვები კი აქვს ამ მოთხრობას და გავარძელებ აუცილებლად,მაგრამ თქცენს აზრს თუ დააფიქსირებთ კომენტარის სახით, მადლობელი დაგრჩებით



№1  offline წევრი Nannuukka

კარგია და მალე დადე რა ძაან მომწონნს ს :) :)

 


№2  offline წევრი ana-stasia

არ შეწყვიტო ამ მოთხროის წერა,თორემ შენს არცერთ ნაწარმოებას აღარ გავეცნობი და არა მარტო მე...

 


№3  offline წევრი nanako123

ძალიან მომწონს <33 და მაინტერესებს როგორ განავითარებ მოვლენებს :* ველოდები შემდეგ თავს !

 


№4  offline წევრი ხატული♥

მაგარია მაგრამ ეს გუგა რა უგულოა დროზე მოიყვანე ჭკუაზე რაა :დ რას ერჩის ამ გოგოს ვერ გავიგე ანანე თავის საქციელი ოღონდ მალე ვეღქარ ვითმენ love

 


№5  offline წევრი lika

dzan kargia da ar shewyvito magram cita tavebs tu gazrdi kargi iqneba ra uguloa es guga ra neta rodisgaigebs rom am gogom araferi icoda da rodis sheiyvarebs mecodeba es gogo yvelam zrugi rogor aqcia gugam mainc gaugos codoa utxrav vinmem mainc vinmem rom aricoda araferi amgogom

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent