მე და ის... ჩვენ (7)
თქვი და თავი როდესაც ავწიე კარებთან აყურებული თორნიკე დავინახე, რომელიც იღრიჭებოდა და ჩვენ გვიყურებდა. მე კი აზზე ვერ მოვედი. გაშტერებული ვუყურებდი და როდესაც ლევანიმ ეს შეამჩნია უკან მიიხედა, თორნიკე კი ისევ იღრიჭებოდა ვერცერთი მოვდიოდით გონზე თუ რა ხდებოდა, ამიტომაც თორნიკემ წამოიწყო საუბარი. -მოიცაა რა მარიამ, შენ ამის გჯერა? -არ ვიცი-შეშინებულმა და დაბნეულმა გავეცი პასუხი -რა არ იცი გოგო?- უცბად მომიბრუნდა ლევანი და ჩამაშტერდა თვალებში, მე კი უფრო დავიძაბე და ლუკასთვის დაძაებას ვაპირებდი რომ ლევანიმ საუბარი გააგრძელა-მარიამ ხომ აგიხსენი, ყველაზე მეტად მიყვარხარ გესმის? ამ თორნიკეს თუ ვიღაც ახ**რს რას უსმენ გოგო, არ გამაგიჟო. ძალიან დაბნეული ვიყავი და ჩეიმ ირონია გამოვიყენე. -ისე იცი ძალიან ძნელია დაუჯერო 2 დღის გაცნობილ ადამიანს, ან რატომ უნდა დაგიჯერო? რადგან ეგ სიტყვები მითხარი? -აუუ ჩემი გამაგიჯებს ეს გოგო რაა-თქვა და თორნიკეს შეხედა რომელიც თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა. მე კი მათი ყურებით დავიღალე და ბიჭებთან გავედი, კარებიდან გასულს კი თორნიკეს და ლევანის დიალოგი შემომესმა. -მაინც ჩემი იქნება ხო გაიგე? -ვნახოთ ბრატ, არამგონია შენ აგირჩიოს ხო გაიგე? ყველაფერს გავაკეთებ მარიამისთვის. -მეც!!! -მოკლედ ტყუილად არ იოცნებო რაა, თორე ცოდო ხარ. მათი საუბრის მოსმენისას ნერვებზე მოვიშალე და მათთან მივედი, ვეცადე დაწყნარებული ვყოფილიყავი და ისე მესაუბრა. -ახლა ორივემ კარგად მომისმინეთ, ჩემს ცხოვრებაში თქვენი ადგილი არ არის, ასე რომ ნუ ჩაყოფთ თქვენს ცხვირებს ჩემს საქმეში ძალიან გთხოვთ, და საერთოდ ჩემი სახლიდან წადით! ახლვე! -შენი საქმე ჩემი საქმეა-ისევ და ისევ ლევანი საუბრობდა რაც თან მსიამოვნებდა თან არა, ალბათ იმიტომ რომ მომწონდა, თორნიკეზე მეტა მომწონდა მაგრამ ახლა არ იყო სიყვრულის დრო, არც მოწონების და ამგვარი ურთიერთობის, უნდა მესწავლა და შემდეგ უკვე ნელ-ნელა ალბათ შევიყვარებდი ვინმეს, მანამდე კი ბევრს გავაწამებდი, ჩემიფვე ფიქრეზე გამეცინა რასაც ლევანის და თორნიკეს გაკვირვება მოყვა, შემდეგ კი თორნიკემ მითხრა -ნახე, სერიოზულ სიტუაციაშიც კი ვერ იკავებ თავს, ასეთი მხიარული გოგო ხარ, და მხოლოდ მე მეკუთვნი. რა მეთქვა უკვე აღარ ვიცოდი ამიტომაც ყველაზე კარგი გზა იქნებოდა რომ მეთქვა დაემტკიცებინათ ჩემთვის. -დამიმტკიცეთ! -კარგი-ცალყბად გამიღიმა თორნიკემ. -ღადაობ?-ლევანიმ იყვირა რამაც ჩემი შეშინება გამოიწვია-მე ვთქვი და დამტკიცებას არ ვაპირებ, ჩემი უნდა გჯეროდეს. -ხოდა ძალიან კარგი, ანუ მომატყუე, არც ორი წელი გითვალთვალია ჩემთვის, შესანიშნავია თორნიკე ყველაფერს გააკეთებს ჩემთვის და შენ? შენ არაფერს ხომ ასეა? რადგან თქვი უნდა დაგიჯერო? ჰაჰა ძალიან სასაცილოა. თორნიკე შეგვიძლია რომ გავისეირნოთ?- თორნიკეს გაუხარდა ეს ნათქვამი მაგრამ არ მეგონა რომ სერიოზულად მიიღებდა, ლევანი კი თვალებიდან ცოფებს ყრიდა და იბღვირებოდა. -მართლა ამბობ მარიამ მაგას? რა პრობლემაა წავიდეთ და გავისეირნოთ, სადმე შევიაროთ თან. მიდი ჩაიცვი. -არსად არ წამოვა მარიამი გაიგე? სიცილი ამიტყდა, ისტერიკული სიცილი რომელიც ნელა ტირილში გადავიდა და ლუკასთან წავედი, ცალკე გავიყვანე და ყველაფერი ვუთხარი, პირველად მნახა ასეთ დღეში ამიტომაც გავიფიქრე რომ მაგრად მიბეგვავდნენ ლუკ და თავისი ძმაკაცები ლევანის და თორნიკეს. მეც პირველად ვნახე ასეთ დღეში ლუკა, ეტყობოდა რომ გაბრაზებული იყო, თან ძალიან, შეეძლო მაშინვე მოეკლა ადამიანი. ლუკამ მიმიხუტა და მაგრად მომიჭირა ხელი, ეტტყობოდა რომ რამეზე დარდობდა და რამის გამოსწორება უნდოდა, რაც მალევე გავიგე და კინაღამ მოვკალი ლუკა და არამარტო ის, შემეძლო ზედ მიმეყოლებინა გიორგი, ნიკა და დათოც. -იცი მარიამ რაღაც უნდა გითხრათ რაა და იმედია გაგვიგებ. -მითხარი- ხელი მაგრად მომკიდა და ბიჭებთან გამიყვანა შემდეგ კი დანარჩენებს უთხრა რომ დრო იყო სიმართლე მცოდნოდა. -რა სიმართლე რაზე ლაპარაკობთ? -ჰმმ... -დროზე მითხარით რა ხდება- შემდეგ ლიზას გავხედე რომელიც იცინოდა და მივხვდი რომ მანაც იცოდა სიმართლე და შევუბღვირე. -ლიზა შენ მაინც მითხარი რა ხდება. -კარგი, ბჭებო მე რომ ვუთხრა? თან თქვენ მეტი დრო გექნებათ იმისთვის რომ გაიქცეთ. -გავგიჯდები ახლა რა ხდებათქო, რა გამიჩალიჩეთ-შემდეგ ლევანის და თორნიკეს გავეხე, თორნიკე ისევ იცინოდა, ლევანი კი კმაყოფილი სახით იყურებოდა-დროზე რა ხდება! -კარგი კარგი გეტყვი ახლავე-ლიზამ გააგრძელა-მოკლედ-ღრმად ჩაისუნთქვა და დაიწყო-ანუ რა ხდება ახლა. -ლიზა ნერვებს მიშლი დროზე თქვი-მას კი გაეცინა სიცილისგან ვერცერთი იკავებდა თავს. -კაიჰო რა დაგემართა ახლავე-კიდევ ერთხელ გაიცინა და ამჯერად საბოლოოდ დაიწყო-მოკლედ რა ხდება, შენ ხომ ბიჭების მიმართ ძალია სხვანაირი ხარ, ნუ დამოკიდებულებას ვგულისმობ. ხოდა ამ გენიოსებს თავში რაღაც იდიოტობა იდეა მოუვიდათ-მე ძალიან წყნარად ვისმენდი ყველაფერს და ინტერესით ვკვდებოდი რა დებოდა, ლიზას კი შიგადაშიგ ეცინებოდა რაც ნერვებზე მშლიდა-ხოდა რადგან დღეს პირველად აქ უნდა მოსულიყო თორნიკე და უნდა გაგეცნო, ამიტომ გადაწყიტეს რომ ისე გაეკეთებინათ ყველაფერი თიტქოს თორნიკეს უყვარდი ან რამე რაა, არადა ახლა მოვა მისი შეყვარებული. ალბათ ამ სიტუაციაში ჩემი სახე ნამდვილად არეულ დარეული იქნებოდა, რადგან თან გამიხარდა რომ ერთი ბიჭი ჩამოვიშორე თან ამ იდიოტებისგან მეწყინა, ლიზამ ჩემი სახე შეამჩნია და ჩემი აზრები რომ წაიკითხა ხმამაღლა განაცხადა. -აბა ბიჭებო ახლა დროზე ყველა მოვშორდეთ 10-10 მეტრით თორემ აფეთქდება და ძალიან საშიშია-მის სიტყვებზე გამეცინა და განვაცხადე ისე თითქოს მეწყინა. -იცი, ბიჭებისგან მეწყინა ასეთი რამ, თან ძალიან, ლუკასგან განსაკუთრებით, მე კიდე ვიფიქრე რომ თორნიკესთან რამე გამოვიდოდა, რას ვიზამთ ცხოვრება სურვილების ამსულებელი სამყარო არ არის, ხან გაგიხარდება ხან გეწყინება-შემდეგ თორნიკე გავხედე რომელიც უკვე სერიოზული სახით მიყურებდა, მერე ბიჭებს და ლიზას შევხედე რომლებიც გაკვირვებული სახით მიყურებდნენ, ბოლოს კი ლევანის რომელიც სასტიკი სახით მიყურებდა. -მოიცა მარიამ შენ რაა?-თორნიკე გაოცებული სახით იდგა. -კაი კაი ვღადაობ, და ანუ ლევანიზეც იგივე ხდება ხო? ყველა გაჩუმებული იდგა, და მაშნ მივხვდი რომ ლევანიზე არაფერი დაუგეგმავთ და მითუმეტეს მასზე არაფერი იცოდნენ, აი აქ კი ნამდვილ ჩიხში ვიყავი, ამდენი რამის მერე ჰაერზე გასვლა მომინდა. -კარგით, მე გარეთ გავალ გავისეირნებ რაა, ლიზა გამომყვები? -.............-ჩუმად იყო და არაფერს ამბობდა-იცი ლუკასთან საქმე მაქვს და მარტო რომ წახვიდე? -კაი რა პრობლემაა, გვრიტებს როგორ დაგაშორებთ. -უხხ მარიამმ-ლუკამ წამოიძახა ისე რომ ლიზასთვის თვალი არ მოუშორებია. -კაიკაი გავშერდი, წავედი მე გაომვიცვლი და გავალ თორემ ამდენი რამის მერე ტვინი გადამეწვა, თორნიკე მერე შენი შეყვარებული გამაცანი რა ძალიან მაინტერესებს ვისში გამცვალე-თორნიკეს გულიანად გაეცინა, მერე მის გვერდით მდგომ ლევანის შევხედე რომელიც იღიმოდა და თვალს არ მაშორებდა. გვერდი ავუარე ყველას და ოთახში შევედი, 5 საათი იყო თან ცხელოდა ამითომ გადავწყვიტე მოკლე შორტი ჩამეცვა, ზემოდან კი ჩონჩხებიანი მაიკა ჩავიცვი, თმა მაღლა ავიწიე და ბიჭებთან რომ გავედი ლევანის მზერა ძალიან ცუდად მომხვდა, მაგრამ გავატარე მერე სამზარეულოში შევედი და შოკოლადი ავიღე როცა უკნიდან ვიღაცის ხმა გავიგე. -გიყვარს შოკოლადი? -უზომოდ, შემზე მეტადაც კი. -არაუშავს მალე მე უფრო გეყვარები-ირონიულად გავუღიმე და გვერდის ავლას ვცდილობდი რომ ხელი წელზე შემომხვია, ვეჯაჯგურე მაგრამ ამაოდ თვითონ კი იცინოდა. -ტყუილად ცდილობ ძვირფასო. -გამიშვი დროზე სიყვარულო. -არა! -დროზე!!!-ტონს ვუმატებდი. -ტონს დაუწიე გოგო! -კაი გამიშვი-ამჯერად წყნარად ვუთხარი თან ხმაში შიშის გრძნობა შემეპარა. -არ შეგეშინდეს ჩემი გთხოვ, არაფერს დაგიშავებ. -კარგი გამიშვი ძალიან გთხოვ. -გიშვებ ნუ ფართალებხელი გამიშვა და წამოსვლა დავაპირე როცა ხელი მომკიდა მისკენ შემატრიალა და ისე მოხდა რომ სულ მასზე ვიყავი აკრობილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.