შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევა სიცოცხლის მომტანი? მგონი პირიქით (2)


10-05-2015, 23:43
ავტორი salomeee...
ნანახია 1 669

ერთერთი იაპონური ლეგენდის თანახმად თუ ღამით ვერ იძინებ ეს იმიტომ ხდება, რომ ვიღაცის სიზმარში გღვიძავს... მაგრამ ეს ამჯერად არაფერ შუაშია... ჩემზე, ჩემნაირ უკუღმართ, მატყუარა, ბოროტ, სარკასტულ, საშინელ ადამიანზე ვინ უნდა ოცნებობდეს? ან ვის უნდა ვესიზმრებოდე? მე ხომ
უამრავი ადამიანის სიცოცხლე მოვსპე, მე ხომ ისინი გვნადგურე?!
არა!! ყოვეთვის ასეთი არ ვყოფილვარ, მეც ისეთი უმანკო და უცოდველი დავიბდე როგორც ყველა თქვენგანი...

3 წლამდე მართლაც რომ ყველასთვის სიცოცხლისა და სიხარულის მომტანი ვიყავი, მაგრამ რაც სანდრო დაიბადა შევიცვალე, საშინლად შევიცვალე...
გავბოროტდი...
რთული წარმოსდგენია 3წლის ულმზესი გოგონა, როგორიც მე ვიყავი, დიდი, მოვარდისფრო, ფუმფულა ლოყებით, სქელი წაბლისფერი თმით, დიდი ბრიალა მუქი წაბლისფერი თვალებით, ძალინ გრძელი და ხშირი წამწამებით, პატარა კურნოსა ცხვირით, სავსე ვარდისფერი ტუჩებით, საოცრად თეთრი კანით, თან ძალიან გამხდრი, მართლაც რომ ფიფქიას ვგავდი და გულში საშინელებებს ვფიქრობდი...
გარეგნულად ხლაც ისეთი ვარ.. არა თავს არ ვიქებ უბრალოდ იმას ვმბობ რასც ყოველ ნაბიჯზე მეუბნებიან... შინაგანად კი... ისეთი ნამდვილად აღარ ვარ, ნამდვილად, მაგრამ მალე ამას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ექნებ რდგან მალე ჩემი სხეულის და სულის არცერთი ნაწილი აქ აღარ იქნება, დავრჩები მხოლოდ მოგონებად, საშინელ მოგონებად ადამიანებისთვის რომლებიც მიყვარდნენ და რომლებსაც ვუყვარდი, მხოლოდ იმედი დმრჩენია, იმედი რომელიც მეუბნება რომ ვიღაცს შეიძლება ჩემმა სიკვდილმა ტკივილი მიაყენოს...
3წლის ასაკშიც ძალიან ჭკვიანი ვიყავი, არ ვამაყობ ამით, უბრალოდ ისე ვახერხებდი ყველაფრის განადგურებას რომ ჩემზე არც კი ეჭვობდნენ...
ვეჭვიანობდი, თან საშინლად... რა მიზეზით? ეს უბრალოდ სასაცილოა... საშინლად ვღიზიანდებოდი როცა ყველა სანდროს ეფერებოდა, სულ მასზე ლაპარკობდნენ, ყველა მის სანახავად მოდიოდა მე კი ყურადღების ცენტრში მხოლოდ მაშინ ვიყავიროდესაც ცუდად ვხდებოდი, ამიტომ სულ ვცდილობდი რომ ავადმყოფის იმიტირებას, ღავიდან მხოლოდ ვიტყუებოდი რომ მუცელი მტკიოდა, მაგრამ როდესც ეს აღარ მოქმედებდა და ჩემი აღარ სჯეროდათ სპეციალურდ ვიქცეოდი, ვყირავდებოდი, კიბეებზე ვგორდებოდი რომ რამე დამელურჯებინა ან მომეტეხა, რამდენჯერმე ჭიქაც გავტეხე იმისათვის რომ სისხლი წამომსვლოდა, როდესაც ესრც აღარ ჭრიდა წამლების უჯრიდა რაღაც აბებს ვსვმდი, სიმართლე გითხრათ მე იმ წამლების დასახელება კი არა კითხვაც არ ვიცოდი, მოკლედ ყველაფერს ვაკეთებდი რომ მშობლების ყურადღება მიმექცია...
ახლა რომ ვფიქრდები მართლაც რომ ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო 3-5 წლის ასეთი გაიძვერა როგორ ვიყავი...
6ის რომ გავხდი მეც ჩვეულებრივი ბავშვივით სკოლაში შევედი, ყველას თავი ანგელოზად მოვაჩვენე და პირველივე თვეში 10ამდე ბიჭს მოვეწონე. თაყვანისცემლები საბავშვო ბაღიდან დღემდე არასდროს მაკლდა... მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან დიდი, მიუხედავად იმისა რომ შინაგანად უბრალოდ მონსტრი ვიყავი, ამას მთელი ცხოვრების მანძილზე ვერავინ ხვდებოდა...
6წლის ასაკში გავიჩინე პირველი "მტერი", ერთი ჩვეულებრივი გოგონა რომელსაც ჩემი შურდა, ყოველთვის და ყველაფერში, სულ მეჯიბრებოდა, მაგრამ დედოფალს როგორ აჯობებდა?
იცით ვერ ვიტყვი რომ ასტროლოგიის მჯერა, მაგრამ ხშირად ვკითხულობდი და მართლაც ბევრი რამ ემთხვება, ეს ჩემთვის არ ყოფილა საშუალება რომლითაც მომავლს ვიწინასწარმეტყველებდი, მაგრამ 50%ზე მეტი ემთხვეოდა.
ჩემი ზოდიაქოს ნიშნია ლომი, ასე რომ მართლაც დედოფალი ვარ რაღაც გაგებით...( ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა)
ყოველთვის მიყვარდა ძალაუფლება, ლიდერობა, ყურადღების ცენტრში ყოფნა, საშინლად ჯიუტიც ვიყავი... ხომ ვთქვი ეს ყველაფერი ლომის თვისებებია...
დედაჩემი მთელი ცხოვრება ხელს მიწყობდა ყველაფერში, სულ გვერდით მედგა, ჩემს ყველა "მინდას" ასრულებდა, დავყავდი უამრავ წრეზე, ცეკვა იყო ეს სიმღერა თუ სხვა დანარჩენი. მე მას არაფერში არ ვადანაშაულებ, პირიქით ბოდიში მინდა მოვუხადო თითოეული იმ ცრემლისთვის რომელიც ჩემთვის დაღვარა... არადა ამბობენ რომ ბავშვის ადამიანად აღზრდაზე გარემოა დამოკიდებული, მაგრამ გარემოს ჩემზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია სამწუხაროდ...
იცით არ მინდა ძალიან დავწვრილმანდე, ამიტომ ბავშვობის წლებზელაპარაკი აღარ ღირს, რადგან ჩემი დრო იწურება...
12 წლის ასაკში ყველაფერი საშინელება გაკეთებული მქონდა, იცით ძალიან არ დავწვრილმანდები, მხოლოდ იმას ვიტყვი რომ საკუთარი დედისთვის ფული მომიპარავს, თან მაშინ როდესაც ეს მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა... რატომ? არ ვიცი, დღემდე ვერ ვხვდები, მხოლოდ ის ვიცი რომ იმ ფულით შოკოლადების მეტი არაფერი მიყიდია, რაც ისედაც არასდროს მაკლდა მხოლოდ ამის თხოვნა იყო საჭირო...
ერთხელ როდესაც დედაჩემმა გაიგო, რომ ფული მე მოვიპარე, საშინლად გაბრზდა, მაგრამ ძალიან არ მეჩხუბა, ატირდა, გვერდით მომიჯდა და ძალიან მშვიდი მზრუნველი ხმით მითხრა:
-ევა, ხომ იცი როგორ მიყვარხარ, რაც არ უნდა გაკეთო ჩემი შვილი ხარ და სიცოცხლეზე მეტად მეყვარები-ჩამეხუტა, ისე ძალიან როგორც არასდროს, გაურკვევლობაში ვიყავი, ცრემლები თავისით იკვლევდნენ ახურებულ ლოყებზე გზას, გული კი... გული რაღაცას გრძნობდა, ის აღარ იყო ისეთი ცივი და გაყინული როგორც მანმდე, მისი რაღაც მცირედი ნაწილი გმღვალიყო, მაგრამ ამან საშინელი ტკივილი მომაყენა და ხმამაღლა ტირილი დავიწყე. ცოტახნის შემდეგ დედამ გამაჩერა, თვალებში შემომხედა და მკითხა:
-ეს ფული რამეში გჭირდებოდა? იყო რაიმე რის ყიდვაზეც უარი გითხარი და რაც შენ ძალიან გინდოდა? გული გატკინე და ამიტომ მოიპარე?

არ ვიცოდი რა მეპასუხა, სირცხვილისგან გავწითლდი, სიკვდილი ვინატრე და უარის ნიშნად მხოლოდ თავის გაქნვა შევძელი. დედამ ისევ გულში ჩამიკრა. მეტი აღარაფერი უთქვამს, ასე ჩაგვეძინა ორივეს. იმ დღის მერე მას ეს ამბავი არ უხსენებია, აი მე კი ყოველ წამს, ყოველ წუთს მახსენდებოდა და შიგნიდან მგლეჯდა, მაგრამ მაინცუარესს და უარესს ვაკეთებდი...
დედაჩემი ნახევარი დღე მუშაობდა მამა კი დილიდან საღამომდე სახლში არ იყო და მე და სანდროს ნახევარი დღე მარტოებს გვიწევდა ყოფნა. მართალია ჩვენი ორსართულიანი სახლის ეზოში მიშენებული რომ იყო ოთახი, იქ 3სტუდენტი გოგო ცხოვრობდა რომლებიც მშობლების არ ყოფნისას "გვივლიდნენ", მიუხედავდ ამისა მაინც ვახერხებდი დროის გამონახვას რომ მე და სანდრო მარტოები ვყოფილიყავით და ამდროს რას ვაკეთებდი? შეიძლება არ დამიჯეროთ მაგრამ სანდროს ვცემდი, ხან სხეულის რომელი ადგილი ჰქონდა ჩალურჯებული და ხან რომელი, ხან ვკბენდი, მჩქმეტდი და თან ყველაფერს ისეთი უგულო გამომეტყველებით ვაკეთებდი... საშინლად ვნანობ ამ ყველაფერს, საშინლად... ყველაფერს დავთმობდი ახლა, რომ სანდროსთვის ეს ტკივილი არასდროს მიმეყენებინა, ეს ყველაფერი რომ შემეცვალა, მაგრამ რა გამაჩნია? არც არაფერი...
ყველაზე გასაკვირი კი იცით რა არის? სანდროს არასოდეს დაუწუწუნია, კი ჩემი სასტიკად ეშინოდა, მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც სულ მარტოები ვიყავით, დანარჩენი დრო კი სულ თბილი სიტყვებით მამკობდა, არა ეს არ ხდებოდა იმიტომ რომ მას ჩემი ამ გზით მოხიბვლა უნდოდა იმისათვის რომ აღარ მეცემა, არა!!! ის ყველაზე გულწრფელი, კეთილშობილი და ყველაზე კარგი ადამიანია ვისაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შევხვედრილვარ. მას მართლა თავის თავზე მეტად ვუყვარდი და ამას მის ყოველ სიტყვაში, გამოხედვასა თუ ქცევაში ვხედავდი...
არ მესმის რატომ მომავლინა უფალმა ამ უფრთოანგელოზის მტანჯველად, მართლა არ მესმის...
ახლა კი ვზივარ სრულიად მარტო ამ ოთხ თეთრ კედელში მოქცეული, სადაც ამ სველი ფურცლებისა და კალმების მეტი არაფერია...
საჭმელი? ან წყალი? არა მე აქ ვაპირებ დავემშვიდობო სიცოცხლეს ამიტომ არაფერი არ მჭირდება მეტი...
ჩემივე ცრემლებში თუ არ ჩავიხრჩობი გაუწყლოებით მოვკვდები...
-----------------------------------------
უღრმესი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და განსაკუთრებით მათ ვინც თქვენს აზრს გამოხატავთ კომენტარებში.
თქვენ ვერცკი წარმოიდგენთ როგორ მახარებს თქვენი თითოეული სიტყვა
იცით არ მინდა რომ ეს იყოს ჩემი მორიგი ისტორია სიყვარულზე, მართალია ამ ისტორიაშიც არის ამ გოგონას სიყვარულის ისტორიები, მაგრამ ეგ აქ მთავარი არ არის, მოკლედ იმედია ყველაფერს სწორად მიმიხვდით და თუ რამე შენიშვნები გაქვთ სიამოვნებით გავითვალისწინებ
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველანი მიყვარხართ



№1  offline წევრი ana-stasia

ასე რამ გააბოროტა ვერ ვხდები,კარგიაა ველოდები შემდეგ თავს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent