შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 11)


11-05-2015, 00:35
ავტორი schizophrenic
ნანახია 3 170

*** (ერეკლე)
გათენდა, დილით ძალიან ადრე გაიღვიძა ტაისიამ, ადგომა და სხვა ოთახში გასვლა უნდოდა მაგრამ ამის უფლება არ მივეცი, არც ის აღარ ახსოვდა რა მოხდა წინა ღამეს, მისი გათიშვის შემდეგ, ისედაც სუსტი და თეთრი სხეული ბოლომდე გათეთრებოდა, თვალები სიცხისგან ჩაწითლებული ჰქონდა, ტუჩები დახეთქილი, მაგრამ მაინც ლამაზი იყო, ანგელოზივით ლამაზი.
-ბოდიში რომ განერვიულე.
-არაუშავს, მთავარია ახლა ხარ კარგად.
-ჰოო, მადლობა ერეკლე.
-არაფრის, პირიქით მესიამოვნა შენი მოვლა.
ამაზე ღიმილით მიპასუხა, ყველაზე მეტად მესაყვარლებოდა ახლა, რა თქმა უნდა ნერვები მეშლება ჩემს თავზე, რომ ამ მდგომარეობაში მისვლამდე ვერ მივაქციე ყურადღება, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი გამოკეთდება, სხვებმაც მალე გაიღვიძეს და ჩამოვიდნენ, უკვე ანაბელი და ემილი ტაისიას სიახლოვესაც არ მიშვებდნენ, არა იმიტომ რომ რამე ეწყინათ, არამედ დაქალს თავად უვლიდნენ, მის გამხიარულებაზეც ზრუნავდნენ და გამოჯანმრთელებაზე. დემეტრე ზეცაში იყო, ჩვენ დანარჩენები კი კატა თაგვობანას ყურებაში, რაც უკვე სასაცილოსთან ერთად მოსაბეზრებელიც გახდა.
*** (დემეტრე)
-რატო არ გამომყევი გუშინ ცოლად? (დემეტრე)
-რაა? გახსოვს? (ემილი)
-ხო აბა სიმთვრალეში კი არ ვდებილდები. (დემეტრე)
-ანუ? (ემილი)
-ანუ მიყვარხარ! რთულია ამის გაგება? მანდამაინც ეს სიტყვა უნდა ვთქვა? შენით ვერ უნდა მიხვდე? (დემეტრე)
-ერთს ამბობ და ვაფშე სხვას აკეთებ, სიყვარული მხოლოდ სიტყვები არაა ბატონო დემეტრე! მიყვარხარს კიდე ყვირილით არ ამტკიცებენ, გასაგებია რომ დომინანტი ხარ, მომწონს დომინანტები! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს სიყვარული ყვირილით რომ ამიხსნა, საერთოდ გგონია ერთი ბანალური სიტყვით ჩაიგდებ ხელში ნებისმიერს ვინც მოგესურვება? ცდები! ძალიან ცდები.. საერთოდ ვერ ვიტან საკუთარ თავზე წარმოდგენა ამაღლებულ ბიჭებს, არ გავხარ მათ და გთხოვ ნუ მაფიქრებინებ, რომ ვცდები!
-კაი რაა ემილი, მეკაიფები? შევიცვალე, ხო შენ გამო შევიცვალე.. ვცდილობ როგორმე გასიამოვნო, გაგაბედნიერო, მინდა შენგან ეს გრძნობა დავიმსახურო და არა რაღაც კაი ბიჭური ქცევებით მივიღო. ხო ვიცი არ ვარ შენნაირი გოგოს ღირსი, მაგრამ მიყვარხარ და მგონი ამის დამტკიცება ათასჯერ მომიწია საქციელით! და ჰაერზე ლაპარაკის არაფერი მეტყობა.. და შენ რა გგონია რომ ნაშად მინდიხარ? კაი რაა, დავიჯერო მართლა არ მიცნობ?
-გიცნობ გიცნობ, მეც მინდა იგივეთი გიპასუხო, მაგრამ მეშინია, რომ შენში შევცდები, მგონია რომ იმედები გამიცრუვდება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არც შენ ხარ იდეალური და არც მე, მაგრამ არ მინდა ცხოვრებაში რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგა ან იმპულსურად ვიმოქმედო, ჩემთვისიც ისიც საკმარისია ‘მიყვარხარ’ო რომ ამბობ, მაგრამ ეს არაა ყველაფერი, მე შეიძლება შენ მიყვარდე, მინდოდეს შენთან რამე სახის ურთიერთობა, ამაში კი ხელს ის შიში მიშლიდეს რომელიც ჯერ კიდევ ვერ გადავლახე, რაც გაგიცანი მას შემდეგ შენში მინუსებს ვეძებ, მაგრამ ვერ ვხედავ. (ემილი)
-ვერ გავიგე რა გინდა ემილი! (დემეტრე)
-ჯანდაბა... მიყვარხარ, უბრალოდ ერთს გთხოვ, არ შეიცვალო. (ემილი)
-გპირდები არასდროს არ შევიცვლები. (დემეტრე)
მისი მიყვარხარ ჩემთვის ახლა სასიცოცხლოდ იყო მნიშვნელოვანი, დიახ სასიცოცხლოდ, მას რომ ხელი ეკრა არ ვიცი რას ვიზამდი, არა როგორ არა.. ვიცი, რამე საშინელებას დავმართებდი საკუთარ თავს ან ნებისმიერ პირველ შემხვედრს, ახლა სცენარის მიხედვით კოცნა უნდა ყოფილიყო, მაგრამ კარგად მახსოვს კოცნის წინა მცდელობა როგორ დასრულდა, ამიტომ მეტი სიფრთხილე მომეთხოვებოდა ამ ერთი შეხედვით დაუცველ, ისე კი ფეთქებად ატომურ ბომბთან, ჯიუტი, ამაყი მაგრამ საშინლად საყვარელი! ასეთი იყო ემილი.
-შეიძლება გაკოცო? (დემეტრე)
შერცხვა და თავი დახარა, ნიკაპზე ხელი მოვკიდე, თავი ზემოთ ავაწევინე, ცოტა ხანს თვალებში ვუყურე, შემდეგ მის ნიკაპს ხელი გავუშვი და ძალიან ძლიერად ჩავეხუტე, ჩემს მკერდში თავი ჩარგო და გაჩერდა, ვერც კი წარმოვიდგენდი როგორ შეიძლება შეცვლილიყო ასეთი ჯიუტი არსება, დამთმობი და თბილი ადამიანისკენ, მაგრამ მან ეს შეძლო, შეიცვალა, ჩემთვის, ჩვენი სიყვარულისთვის.
-ოჰო, აქ რა ხდეება? რამდენი ხანია ერთმანეთს ხოცავთ, კინკლაობთ ახლა კი ისე ეხუტებით წყვილი მგონიხართ.. (ანაბელი)
-ვართ კიდეც. (დემეტრე)
-ეს რაღაც ახალია, აბა მოყევით რა ხდება? როგორ გადაწყვიტეთ ფარხმალის დაყრა და გრძნობებზე დანებება? (ანაბელი)
-იყო და არა იყო რაა.. (დემეტრე)
-მოიცა მოიცა.. ბევრჯერ გამეორება, რომ არ მოგიხდეთ სხვებსაც დავუძახებ. (ანაბელი)
ცოტა ხანი გავიდა ანაბელი, ყველა შეკრიბა, ბუხრის წინ მოვთავსდით, ანაბელმა შამპანიურის ჭიქები და შამპანიური მოიტანა, ჩვენს წინ დასხდა და მე თხრობა დავიწყე, ნუ სარკაზმულობასაც ვურევდი.
-იყო და არა იყო რა, იყო ერთი დღე როდესაც ჩემმა ძმაკაცმა ანაბელი გადაარჩინა, ამ დღეს მოყვა დღე როცა ანაბელი უფრო ახლოს გაიცნო, მაშინ შევამჩნიე ანაბელის მეგობარი, ნაგლი მაგრამ მაინც თბილი გამოხედვით, მომეწონა, მაგრამ თავიდანვე ხო არ ვეცემოდი? მერე დადგა დღე როცა რატომღაც დავჭირდით, ამ დღეს კი გამოვიჩინე ინიციატივა რომ თუ შევუსრულებდი თხოვნას წამოსულიყო ჩემთან ერთად პაემანზე, თუ არა კი შევეშვებოდი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ თხოვნას შევუსრულებდით, თანხმობის მიღება კი ძალიან გამიხარდა. (დემეტრე)
-მოიცა მოიცაა! რა თხოვნა? და რატომ არ ვიცით ჩვენ ამ თხოვნის შესახებ. (ტაისია)
-ესეიგი, ამას მე ვიტყვი.. თორნიკეს შესახებ ჩემგან გაიგო დამიანემ, არ ვთვლი რომ არასწორად მოვიქეცი, იმიტომ რომმ ვიცოდი შენით არ ეტყოდი, შენი სიამაყის გამო, მე კიდე არ შემეძლო მეყურებინა როგორ ემუქრებოდა ჩემს დაქალს ვიღაც ახვარი, ამიტომაც გადავწყვიტე დამიანესთვის მეამბო ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი მომკლავდი თუ გაიგბდი დამიანეს ვუთხარი, მაინც ასე ჩავთვალე სწორად, ზუსტად ვიცოდი ის დაგეხმარებოდა, რაღაც მიზეზების გამო.. (ემილი)
-ჰმმ.. -ჩაახველა დამიანემ და კითხვით სავსე მზერა მომაპყრო, აშკარად ეგონა რომ უკვე ვუამბე ჩვენი ტრიოს შესახებ ემილის, რა თქმა უნდა ეს ასე არ იყო, რადგან ერთისთვის მოყოლა, სამივესთვის თქმას ნიშნავდა.
-იქნებ განაგრძოთ მოყოლა.- ტაისიამ სიტუაციის განმუხტვა ეცადა, აშკარად ხვდებოდა რა ხდებოდა იქ და რა თემაზე არ შეხებასაც ვცდილობდით.
-ჰო, შემდეგ მოგვარდა ეს საქმე და მე ემილი წავედით პაემანზე, ამ პაემანის შესახებ ალბათ ყველაფერი იცით გოგონებმა, მაგრამ ბიჭებს მოგიყვებით… (პაემნის დეტალები ჩამოვაყალიბე..)
-შემეგ კი, საქმის გარჩევა გადაწყვიტა ბიჭმა, თურმე კლუბში არ უნდა წავსულიყავი და მაკოცა, მაშინ კი ლამის მოვკალი, უბრალოდ გავაცნობიერე რომ ვერ მოვერეოდი თორე უკანაც არ დავიხევდი.. (ემილი)
-აქ ერთმანეთის ჭამა რა მაიმუნობა იყო ერთი ეგ მითხარით.. რას ბავშვობდით? (ერეკლე)
-ალბათ იმიტომ, რომ სიყვარული შესამჩნევი არ ყოფილიყო. (ემილი)
-გამოგიტყდებით და პირველ კლასელებს უფრო გავდით. (დამიანე)
-კარგი გვეყოს ახლა ტლიკინი და მათი სადღეგრძელო დავლიოთ. (ერეკლე)
-სადღეგრძელოები და ამის ძალამ და იმის ძალამ დაგვლოცოს არ გინდათ კაი? (ემილი)
-არც ვაპირებდი, უბრალოდ სიყვარულს გაუმარჯოს, ჯერ შემდგარ და არ შემდგარ წყვილებს გაუმარჯოს! (ერეკლე)



----
წყვილიც შედგა რას ფიქრობთ ორი ატომური ბომბის შეერთებაზე? მე ძალიან მიყვარს ეს წყვილი და ეს პერსონაჟები.



№1  offline წევრი † mariami †

Erti wyvili shedga memgoni dadga dro danarcheni oric shedges da isinic iqcnen wyvilad ase magari iqneba ufro....rac sheexeba am tavs momewona mara ar meyo patara momechvena :) magram araushavs momdevno didi da ufro saintereso tavi dade nu esec saintereso iyo mara mainc <3

 


№2  offline წევრი Winchester

მაგარი ხარრ❤
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent