შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 10)


10-05-2015, 00:43
ავტორი schizophrenic
ნანახია 3 175

***
(ანაბელი’ს დღიური)
დღეს დემეტრეს და დამიანეს დაბადების დღეა, არ ვიცი როგორ დავითანხმო ემილი წამოსვლაზე, ტაისია ჩვენ სადაც წავალთ იქ აუცილებლად წამოვა მაგრამ ემილი გაბრაზებულზე?! ეს ხომ ომზე ძლიერი რამ იყო, მისი შემორიგება ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელი იყო, ამიტომაც ზეეედმეტად ბევრი წუწუნი წვალება და თავის შეცოდება დამჭირდა იმისთვის, რომ უბრალოდ წასვლაზე დამეთანხმებინა, გაპრანჭვებს არც ერთი არ ვგეგმავდით, ნუ მე არ ვგეგმავდი თორე, ემილი და ტაისია ისედაც არასდროს იპრანჭებოდნენ. რადგანაც შესაფერისი საჩუქარი არ ვიცოდით, ყველაზე დიდ სასმლების მაღაზიაში შევედით და ორიგინალი ვისკი ვიყიდეთ, სხვა არც არაფერი მოგვაფიქრდა, შემდეგ სახლში წავედით, ყველაზე მოხერხებული სამოსი შევარჩიეთ, მოვემზადეთ და დაველოდეთ როდის მოვიდოდა ბიჭები და წაგვიყვანდნენ.
*** (დამიანე)
დაბადების დღის რომელიმე რესტორანში ღიპიან კაცებთან ერთად აღნიშვნას არ ვაპირებდით, არც რამე ძალიან დიდ წრეში, უფრო სწორად საეერთოდ არანაირი წრე არ იქნებოდა. უბრალოდ ჩვენ სამნი და ისინი ვიქნებოდით, დილით 6საათზე გავუარეთ გოგოებს, დაბადების დღე მოგვილოცეს და მანქანაში ჩასხდნენ, რამოდენიმე საათის მგზავრობის შემდეგ, ულამაზეს მთიან ადგილას ვიყავით, სადაც პატარა ქოხი იყო, ირგვლივ უამრავი კოშკი იყო, სვანური კოშკი, ნოემბრის 13 რიცხვში რა თქმა უნდა თოვლი უკვე მოსული იყო, მაგრამ მაშინ არ თოვდა, მანქანიდან გადასვლისას რაც პირველად ვიგრძენი ეს მთის ცივი ჰაერი იყო, რომლის ფილტვებში ჩაშვებამაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა, მალევე შევედით ქოხში, ბუხარი ავანთეთ, გოგოების სახლში შემოტყუება მგონი ყველაზე რთული აღმოჩნდა მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ბოლოს მაინც როგორღაც მოვახერხეთ, მათი სახლში შემოყვანა, ყურადღება რა თქმა უნდა არც ახლა მოუქცევიათ ჩვენთვის, როგორც კი სახლის დათვალიერება დაასრულეს, ემილი მოტრიალდა და კითხვა დასვა.
-როდის წავალთ? (ემილი)
-ასე გეჩქარება? თუ გინდა ახლავე წაგიყვან უკან, თბილისში.(დემეტრე)
-არა რა მეჩქარება, სვანეთზე ვგიჟდები. ეს ვისი სახლია? (ემილი)
-ჩემი გვარი რამეს ხომ არ გეუბნება? (დემეტრე)
-ყიფიანი... ანუ სვანი ხარ? (ემილი)
-როგორც ჩანს. (დემეტრე)
-ოპაა! -წამოიძახა ანაბელმა და ტაისიას გადახედა, უკვე აბსოლუტურად გასაგები იყო რას ნიშნავდა ეს წამოძახილი, მაგრამ არ შევიმჩნიეთ.
-გოგოებო, საჭმლის გამზადებაში ვინ მომეხმარება? (დამიანე)
-მოგეხმარება კი არა დაჯექი და ჩვენ მივხედავთ საკვებს..
გოგოები სამზარეულოში ფუსფუსებდნენ, ჩვენ ბუხრის წინ მოთავსებულ პატარა მაგიდას ვალაგებდით, სრული იდილია იყო ირგვლივ, მთა, სახლში ბუხარი, სითბო ოღონდ არა ბუხრისგან გამოწვეული, მეგობრობა და ფარული გრძნობები. ყველაფერი ეს იდეალურად მიმაჩნდა მე პირადად, რა ჯობდა საყვარელი ქალის და მეგობრების გარემოცვაში დაბადების დღის აღნშვნას? არც არაფერი. მალევე დავსხედით მაგიდასთან, ანაბელმა და ტაისიამ დალევაზე სასტიკი უარი განაცხადა, თუმცა ერთ ჭიქაზე მაინც დავითანხმე ორივე, სადღეგრძელოები და რაღაცეები ჩვენი სტილი არ იყო მაგრამ დალევა რა თქმა უნდა, რამოდენიმე ჭიქაში დემეტრეს ნიჭის აღზევებაც დაიწყო, სიმღერა, მისი გაჩერება უკვე რთული იქნებოდა, რაღაც სიმღერა ჰქონდა აჩემებული..
‘’ მე ყოველთვის მოგცემ იმას რასაც მთხოვ დაშენ მოგიძღვნი ჩემს ყოველ წამს, ჩამხედე თვალებში მე შენს სუნქვას ვგრძნობ და სანამ მიყურებ მე ვერ მოვიკლავ თავს.. ‘’ მღეროდა და თვალებით ჭამდა ემილის, პირველად ვნახე ცხოვრებაში თვალებით ფლირტი, ვცდილობდი არ გამცინებოდა მაგრამ თავს ვეღარ ვიკავებდი.. სიმღერების შემდეგ ცოტათი კიდევ დავლიეთ, უკვე დემეტრე ძალიან მთვრალი იყო როცა სრული სერიოზული სახით მიტრიალდა ემილისკენ და უთხრა.
-აუ ჩემ თავს გაფიცებ! ცოლად გამომყევი რა..
-მოვირბენდი აქვე, რომ არ ვიყო..
-მოდიიი მერე ჩამეხუტე ჩემოო ლააამაზოოო..
-შემეშვი რაა, დამღლელია უკვე, მომაბეზრებელიც კი და ნუ მაიძულებ ფეხით წავიდე თბილისში.
-აუუუფ, არ ქნა ეგ რაა, ბოდიში აღარ გავიმეორებ.
-გაიყვანეთ ვინმემ აქედან ეს ლოთი.
-აუ ლოთი აღარ მიწოდო რაა, ჩემს თავს გაფიცებ..
-წავედი რა მე..
ემილი მეორე სართულზე ავიდა, ანაბელიც უკან გაყვა... ტაისიამ კი თოვლის ფიფქების გამოჩენისთანავე თოვლში გასვლა გადაწყვიტა, დიდი ხნის მანძილზე რომ აღარ დაბრუნდა სახლში ერეკლე წავიდა მის საძებნელად.
*** (ერეკლე)
ლამის მთელი ღამე დავეხეტებოდი სვანეთის სახლებში, ვერსად ვერ ვიპოვე ტაისია, ირგვლივ ყველა სახლი, ქოხი, შესახვევი მოვიარე, ვერსად რომ ვეღარ ვიპოვე ტყეში გადავწყვიტე მისი ძებნა, სადღაც ერთ ორ საათში დავინახე ხის კუნძზე დამჯდარი, მოკუნტული გოგო, რომელსაც სიცივისგან კანკალებდა, ვიცანი ტაისიას სუსტი, უსუსური სხეული, ცახცახებდა და ხელის ორთქლით გათბობას ცდილობდა, მალევე მივედი მასთან, სავარაუდოდ ჩემი დანახვა ახლა ყველაზე მეტად გაუხარდა, მთელი ძალით ჩამეხუტა, ეს ბედნიერების ბრალი იყო თუ სიცივიდან გამოწვეული ყინვის არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად მესიამოვნა, როდესაც ვიგრძენი მისი გაყინული ხელები, ქურთუკი გავიხადე და ძალით ჩავაცვი, სახლისკენ მიმავალ ბილიკს გავუყევით როდესაც ტაისიას ფეხები მოეკვეთა და წაიქცა, არ ვიცი რა მოუვიდა, მაგრამ სასწრაფოდ ხელში ავიყვანე და სირბილით მოვიყვანე სახლში, ყველას ჩასძინებოდა ჩვენს ლოდინში, ტაისია ბუხართან მდებარე ლოგინზე დავაწვინე და მისი გონს მოყვანა დავიწყე, აქამდე მხოლოდ ადამიანებისთვის გონების დაკარგვამდე მიყვანა მქონდა მოვალეობად, ახლა კი უნდა მომეფხიზლებინა სიცხიანი გოგონა.. თბილი წყლით მოვწმინდე სახე და დავინახე როგორ იწყო მისმა განაბულმა თვალებმა მოძრაობა, ტაისიამ გაიღვიძა, ახლა ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ სიცხისგან ლამის იწვოდა ტაისია, სხვების გაღვიძება არ მინდოდა ამიტომ ჩემით მოვიძიე შესაფრისი პრეპარატები და ყველა გრადუსის ყველა ხაზის კლება ტაისიასთან ერთად გავიარე, როდესაც ჩაეძინა მის წინ დავჯექი და მთელი ღამის მანძილზე თვალ ყურს ვადევნებდი, ყველა მძიმე ამოსუნთქვაზე პანიკურ მდგომარეობაში ვვარდებოდი მაგრამ მაინც ბოლომდე ვცდილობდი მისთვის მიყენებული ზიანი ჩემითვე გამომესწორებინა. მგონი ახლა ვხვდები რას ნიშნავს გიყვარდეს.
--
ბოდიში უფრო დიდ თავებს რომ ვერ ვდებ.



№1  offline წევრი masu

Samagierod xshirad deb <3 auuuu ai dzaan magaria jer ar daamtavro <3

 


№2  offline წევრი Khaleesi

მაგარია მომწონს და გააგრძელე

 


№3  offline წევრი nino(g)

dz magaria gaagrdzele raa..

 


№4  offline წევრი Winchester

აუუუ ძაან მაგარიაა ❤
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent