ზეცაში დაწერილი ბედი (თავი 7-დასასრული)
მალე მწვადებიც შეიწვა და მივასკდით :დ ყველაზე კარგად მახსოვს ეს დღე, როცა მე და ვატო მთელი დღე ერთად ვიყავით მართალია სულ ნერვებს მიშლიდა მაგრამ სიამოვნებდა და მეუბნებოდა გაბრაზებული უფრო საყვარელი ხარო მეც ვიცინოდი და მალევე ვრიგდებოდით. როცა ყველას ძილი მოგვერია გადავწყვიტეთ დავშლილიყავით. -პატარა ჩემთან არ დაიძინებ?-პასუხს მოუთმენლად ელოდა ვატო ჩემგან. -აუუ დღეს მეზარება რა-ვუთხარი და თვალები მოვისრისე. -კაი როგორც გინდა-შუბლზე მაკოცა და ყურში ჩამჩურჩულა-მიყვარხარ პატარავ. -მეც მიყვარხარ დებილო-ასევე ჩუმად ვუთხარი და ჩავეხუტე.-აუ ძაან მეძინება და წავალ დავიძინებ რაა. -კაი კაი მეც მეძინება. ტკბილი ძილი-მითხრა და თბილად გამიღიმა. -შეენც-ასევე გავუღიმე და დასაძინებლად ოთახში შევედი. დავწექი თუ არა მაშინვე ჩამეძინა, დილით გაღვიძებისთანავე წამოვხტი, ჩავიცვი და დაბლა სართულზე გავეშურე საჭმლის მოსამზადებლად, იატაკი სველი იყო და უცებ ფეხი დამიცურდა და კიბეებზე დავგორდი, შემდეგ რაც მახსოვს მხოლოდ სიბნელე იყო და მეტი არაფერი... როცა გავიღვიძე და ნელ-ნელა თვალები გავახილე უკვე თბილისის სავაადმყოფოში ვიყავი, ბავშვები თავს მადგნენ და ჩემს გამოფხიზლებას ელოდნენ. -ნანუნი კარგად ხარ? რამე ხომ არ გტკივა?-მზრუნველი თვალებით მიყურებდა ვატო. -არა ვატო კარგად ვარ -ექიმმა სერიოზული არაფერი უბრალოდ გონება დაკარგა სისხლჩაქცევები აქვს მაგრამ არაფერია მალე გაუვლისო (ლიკა) -მერე რას ჩამოგტირით სახეები კი არ ვკვდები-სიცილით ვუთხარი და წამოდგომა ვცადე, როცა ექიმი შემოვიდა ოთახში. -თავს როგორ გრძნობ? (ექიმი) -მშვენივრად, როდის შეიძლება წავიდე? (მე) -შეგიძლიათ ეხლავე წახვიდეთ უბრალოდ ძალიან არ გადაიღალოთ და არ ინერვიულოთ. (ექიმი) -კარგით ნახვამდის-ვუთხარი და ჩემი „ამალით“ გარეთ გამოვედი და მანქანებში ჩავსხედით. -ბიჭები აგარაკზე ბრუნდებიან შენ ნივთებს წამოგიღებენ და მე სახლში მიგიყვან რო დაისვენო კაი? (ვატო) -კაიი მარა ჯერ სადმე ვჭამოთ რაა ძაან მშია (მე) -კაი წამო აქვე მაგარი კაფე ვიცი და წავიდეთ (ვატო) -კაიი-ვუთხარი და მანქანაში ჩავხტი. კაფეში მივედით შეკვეთა მივეცით და მიმტანს ველოდებოდით როცა ვატოს ტელეფონი აწკრიალდა, ვატომაც უპასუხა. -გისმენთ. -..... -დიდი სიამოვნებით -...... -დაახლოებით რამდენი ხნით? -..... -ბევრი არ არის? -.... -კარგით დავფიქრები და დაგირეკავთ. -ვინ იყო? (მე) -სამსახური შემომთავაზეს გერმანიაში. (ვატო) -მერე? აპირებ წასვლას?-შეშინებულ თვალებით ვუყურებდი ვატოს. (მე) -არ ვიცი ჯერ, მიდი ჭამე და მიგიყვან სახლში.-დაბნეულმა მითხრა. (ვატო) -აღარ მშია წავიდეთ. (მე) -ნანუკი ჭამე! (ვატო) -არ მინდა-მეთქი გითხარი უკვე და წამიყვან თუ ფეხით წავიდე? (მე) -აუ რა ჯიუტი ხარ წამოდი ჰოო (ვატო) მთელი გზა ხმას არ ვიღებდი, როცა სახლს მივუახლოვდი გადასვლა ვცადე მაგრამ ვატომ დამიჭირა. -რა გინდა?-უხეშად ვუთხარი. -ჯერ პირველ რიგში რა გინდა რა პასუხია? -პასუხი არ არის კითხვაა-ირონიულად გავუღიმე და ვცადე ხელი გამეთავისუფლებინა მაგრამ ამაოდ. -ნუ ბავშვობ და მისმინე, არ ვიცი ჯერ წავალ თუ არა და დაწყნარდი რა. -რამდენი ხნით მიდიხარ? -თუ წავალ 20 წლით. -რამდენი?-თვალები დავაჭყიტე გაკვირვებისგან. -არ ვიცი წავალ თუ არა თქო!-ტონს აუწია ვატომ. -ეს ჩემთვის უკვე პასუხია- უცებ გადმოვედი მანქანიდან და სახლისკენ გავიქეცი. კარებთან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. მიყვარს, მართლა მიყვარს, მაგრამ რაღაც სულელურ სამუშაოზე მცვლის! მართლა რომ ვყვარებოდე არც დაფიქრდებოდა ისე იტყოდა უარს, მაგრამ როგორც ჩანს საკმარისად არ ვუყვარვარ, რომ რამე დათმოს ჩემ გამო, ამიტომაც წავიდეს! ასე ჯობია... „თუ გიყვარს, უნდა გაუშვა“. საღამოს ვატომ დამირეკა -ჩამოდი დაბლა, შენ სახლთან ვარ. -კარგი-და გავუთიშე. ვხვდებოდი რომ ჯერ არ დაწყებული უნდა დამემთავრებინა, მაგრამ ასე სჯობდა, თუ სამსახური უნდა წავიდეს. ჟაკეტი მოვივი და დაბლა ჩასვლისას ვატოს მანქანაში ჩავჯექი. -ბევრი რო არ ვილაპარაკო, ვიცი რო ძაან გინდა წასვლა ამიტომაც წადი და ჩემზე აღარ იფიქრო, შეიძლება გიყვარვარ მაგრამ არა იმდენად, რომ აქ დარჩე. (მე) -უბრალოდ იმის სათქმელად მოვედი რო წინადადებას დავთანხმდი და ერთ კვირაში გერმანიაში მივფრინავ, სწორად გამიგე რა, აქ ვერაფერს გავაკეთებდი, ძალიანაც რო მდომოდა, შენც ჯობია ჯერ ისწავლო და მერე შეიყავრო ვინმე, ბოდიში რა, უბრალოდ მართლა ჯობია რო წავიდე.-მითხრა და თმებზე მოსაფერებლად ხელი ჩემსკენ გამოწია, მაგრამ უკან გავიწიე. -წადი, არ გამტყუნებ, შენი გადასაწყვეტია რას გააკეთებ-ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი. გადიოდა დღეები, კვირები, თვეები... ვგრძნობდი, რომ სიგიჟემდე მენატრებოდა ვატოს ჩახუტება და მოფერება, მაგრამ ვიცოდი, რომ შეუძლებელი იყო ვატოს დაბრუნება საქართველოში. 20 წლიანი კონტრაქტი აქვს, ეგ კი არა ზაფხულობითაც ვერ ჩამოდის. ვიცოდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუ სამსახური არ ექნებოდა ოჯახს ვერ არჩენდა, ამიტომაც არჩია სამსახური დაეწყო სხვაგან და ოჯახიც სხვაგან შეექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სწორად იქცეოდა გული მაინც ძალიან მტკიოდა, უკვე მეორეჯერ მატკინეს გული. ისეთ მდგომარეობაში ვარ თითქოს ვერასდროს შევიყვარებ სხვას... მადლობა ვინც კითხულობდით, მაგრამ არ აქტიურობდით და გადავწყვიტე მალევე დამემთავრებინა და სინამდვილისთვის შემესაბამებინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.