შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, ლექტორი 3


11-05-2015, 18:37
ავტორი 11♥
ნანახია 3 672

არვიცი რატომ მაგრამ, ჩემდაუნებურად მეფიქრებოდა უცნობზე, სახელიც კი არ ვიცოდი, რა უნდა მეფიქრა მის ამ უაზრო გამოხტომაზე აზრრზეც არ ვიყავი. დედამ ადვილად შემატყო აფორიაქება თუმცა მალევე მიხვდა რომ არაფრის თქმას არ ვაპირებდი და მე და თამთა.

-როგორც იქნა, მარტო დავრჩით მიდი ჩამოკაკლე აბა რა ხდებოდა დღეს,-მითხრა თამთამ და ჩემს საწოლზე გემრიელად მოკალათდა.

-რავიცი რა მოგიყვე აბა, ისეთი არაფერი, ძალიან ვნერვიულობდი მაგრამ შულ ტყუილად, კარგად შემხვდნენ და არამგონია გამიჭირდეს რავიცი ვნახოთ რა იქნება რა

-რა უნიათოდ მიყვები ღმერთო, გოგო მეოთხე კურსელებთან შეხვედი და არაფერი გავქს მოსაყოლი? ნუ გადამრევ ეხლა

-უფ კარგი რა შენ რა გგონია მეოთხე კურსელები ჩვენზე მაღლა დგანან? ვერ ხედავ რო მე ვასწავლი?-თავი მოვიწონე უცებ, არადა რო მკითხო სულაც არ მინდოდა

-ვინმე კაი ბიჭები არიან?-გამიღიმა თამთამ და წარბები სასაცილოდ აწკიპა ზევით

-თამთა, რადროს ბიჭებია კარგი რა მე ვნერვიულობ რა ვასწავლო და შენ ბიჭებზე ფიქრობ, თან შეყვარებული გყავს-შევუბღვირე დაქალს.

-შენთვის ვეძებ ვინმეს თორე მე ჩემი მყავს უკვე გვრიტო-სასაცილოდ დამანჭა ტუჩები თამთამ

-აუ მომშივდა წამო ვჭამოთ რა, თან დღეს ჩემთან დარჩი რა-სასაცილოდ გავეკრიჭე თამთას და წამოვდექი, ქალბატონიც კუსკუსით გამომყვა სამზარეულოში. დედა უკვე მაგიდას შლიდა, ჩვენც ადგილები დავიკავეთ და ჭამა დავიწყეთ. სანამ არ მივხვდით რომ მეტი აღარ შეგვეძლო ჭამა მანამდე სამზარეულოდან ფეხი არ გავაგდით. ორივე ერთმანეთზე მიყუდებული ვიდექით ოთახის კართან ლ, ხელებს მუცელზე ვისმევდით და სასაცილოდ ვმანჭავდით სახეს, ამდენი მართლა არ უნდა ჭამო, ძლივს ვსუნთქავდით, უკვე გვიან იყო ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეძინა,თან დილით ადრე უნდა ამვდგარიყავი, როცა გამახსენდა ხვალ უცნობი უნდა მენახა, რაღაც სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა, ჩემი თავის მეთვითონ გამიკვირდა, როდის მოახერხა ამ ბიჭმა ჩემში შემოღწევა და დასახლება.

-თიკა, თამთა, გაგვიანდებათ
-სავარაუდოთ სამზარეულოდან ყვიროდა დედა, ვიცოდი თამთას გაღვიძება ადვილი საქმე არ იყო, ავდექი, სააბაზანოში შევედი და თავი მოვიწესრიგე, იქიდან გამოსულს კი თამთა ოთახში აღარ დამხვდა, არც გამკვირვებია ვიცოდი დედა არ მოასვენებდა და მაინც ააყენებდა. ჩავიცვი და მეც სამზარეულოში გავედი.

-ერთი დედაშენისნაირი სახლში მეც მჭირდება-მითხრა თამთამ, თან ეტყობოდა ისევ ეინებოდა.

-დედაჩემის ნაირი მეორე აღარ არის-თამთას გავეკრილე და დედას გამოწვდილი ყავა გამოვართვი

-ბევრს ნუ ტლიკინებთ, მალე დალიეთ და წადით დაგაგვიანდებათ

-ვაიმე, კარგი რა მარიკა დეიდა ლექციამდე თითქმის საათნახევარია, ჯერ ადრე

-ამას ეტყობა ჩვენი ტრანსპორტის ხასიათი არ შეუცვნია ჯერ

-მიდი მიდი მალე და წავედით-ხელი წავკარი დაქალას.

როგორც ყოველთვის ავტობუსი გადატენილი იყო ამიტომ თითქმის მთელი გზა ცალ ფეხზე ვიდექით მე და თამთა, თან ჩვენ წინ მდგომ ქალზე გვეცინებოდა, პომადა შუბლამდე რომ ესვა, როგორციქნა მოვიდა ჩვენი გაჩერება და მე და თამთა გახარებულები ისეთი სისწრაფით ჩავედით ავტობუსიდან კინაღამ მიწას დავეხატეთ. თამათას ოთახთან დავშორდი და ჩემს "ბავშვებთან" გავიქეცი. შევედითუარა ყველამ ყურადღება მე მომაქცია, აბა რას ველოდი. ბავშვებს მივესალმე და ჩემი ადგილი დავიკავე. აუდიტორია მოვათვალიერე და "გული გამიჩერდა" უცნობი არ იყო. გულში რაღაც ჩამწყდა. უნიათოდ დავიწყე სახელმძღვანელოს კითხვა. ლექციის ბოლომდე მჯეროდა რომ კარს ისევ ისე ვირულად შემოგლეჯდა და ვითომც არაფერი ისე დაიკავებდა კუთვნილ ადგილს, შენც არ მომიკვდე იმ დღეს საერთოდ არ გამოჩენილა. არათუ იმ დღეს ერთი კვირა ისე გავიდა უცბობის ჭაჭანება არ იყო, არც არავინ კითხულობდა, შევატყვე ჩემს თავს შფოთვა და მეთვითონაც არ მჯეროდა მე ვიყავი თუ არა, ერთი კვირა ისე გავიდა არაფერზე გამიღიმია. თამთა სულ იმას მეჩიჩინებოდა ვეღარ გცნობ რა გჭირსო, დედაც ატყობდა ჩემს ასეთ ცვლილებას თუმცა ჩემდა გასაკვირად არაფერს მეუბნეოდა. არვიცი რატომ მაგრამ უსაზღვროდ მენატრებოდა. ხო არის მომენტი რომ ადამიანს სიამოვნებს უცხო ადამიანის ყურადღება. ერთი კვირა ჩვეულებრივსამებრ ვატარებდი ლექციებს, ასე თუ ისე ბავშვებსაც დავუახლოვდი, უცნობი მაინც არსად ჩამდა. ერთ დღესაც უკვე ამდენი ფიქრისგან გადაღლილმა თამთასთან წასვლა და ყველაფრის თქმა გადავწყვიტე.

-ჩემო გოგო, რადღეში ყოფილხარ და მე არაფერი ვიცოდი-ჩემთან ერთად სლუკუნებდა თამთაც

-არვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მენატრება, შენ ხო მიცნობ არა? ხო იცი ბიჭებზე არასდროს მილაპარაკია, მაგრამ არვიცი ეხლა რა მჭირს-პატარა თინეიჯერი ბავშვივით ვიქცეოდი და ჩემს თავზე მეთვითონ მეშლებოდა ნერვები.

-კაი, გამოჩნდება რა, შენრაღა გჭირს

-ალბათ, კაი წავედი მე და შენ იცი რა

თამთას დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი, კარგად შებნელებულა, ფეხს ავუჩქარე და პადიესდში შევედი, რაღაცის ლანდი რომ დავინახე შეკივლება ვცადე თუმცა ვიგრძენი როგორ ჩავესვენე ძლიერ მკლავებში.


ბავშვებო, იქნებ მითხრათ როგორია, ღირს გაგრძელება? ცპტა იაქტიურეთ რა, სტიმულს თქვენი კომენტარები მაძლევს, მიყვარხართ



№1  offline წევრი Nineli07

ძალიან მაგარია და თუ თავებს გაზრდი უუუუფრო მაგარი იქნება❤️

 


№2  offline წევრი mariam m.k

Ufffff mmmmm tam Tara kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent