ეშმაკი და ანგელოზი მეორე თავი
მე და მარი სახლში გადაღლილები დავბრუნდით და ოთახებში გავნაწილდით. რატომღაც იმ ეშმაკის მოციქულზე ფიქრმა ამიტაცა და ამის გამო ნერვები მეშლებოდა. თავიდან ვერ ვიგდებდი მის შავ კუპრივით თვალებს რომელიც საგონებელში მაგდებდა და წყობიდან გამოვყავდი. ჯერ კიდევ არ მესმოდა ადამიანები ასეთი ცივი და გულქვები რატომ იყვნენ. აი ახლა კი როდესაც ეშმაკის თვალებს გადავაწყდი მივხვდი რა იყო ბოროტება და თავს საშინლად ვგრძნობდი. -გოგონიი რო გათხლაშულხარ ბებიაჩემის ძროხასავით აეგდე და ვიმეცადინოთ. ფიქრებიდან მარიამის ხმამ გამომარკვია და უმალ დამაბრუნა დედამიწაზე. -ხო კარგი მოვდივარ.ჩემთვის ამოვიფრუტუნე და უკან გავყევი. სამეცადინო მაგიდასთან მოვკალათდი და მარისთან ერთად მეცადინეობას შევუდექი. -აუ ისე ის დანიელია თუ ვიღაც ჭირი რა ბუღასავით იყურება, მაგრამ მაინც რა სიმპათიურიაა. მარიმ ნეტარებისგან ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და თვალები სასაცილოდ მინაბა. -ხო მაგრამ ჯობს ახლა ამ ამოცანას მივხედოთ თორემ ფიზიკაში გაშანშალებული ორიანი არ აგვცდება.მარის ლოყაზე ვუბწკინე და თბილად გავიღიმე. ასე ერთ ამოცანას“ვეჯაჯგურეთ“ მე და მარი და ბოლოს მაინც ამოვხსენით, შემდეგ კი დასაძინებლად წავედი. -ძილინებისა დედა ძილინებისა მამა. ყოველ ღამე ასე ვემშვიდობები ჩემს მშობლებს თკბილ სიზმრებს ვუსურვებ ისინი კი საპასუხოდ თკბილ სიზმრებს მჩუქნიან.ამ თვეების განმავლობაში მათი წყალობით ერთხელაც არ დამსიზმრებია კოშმარი და ერთხელაჩ არ გამომიტოვებია ძილის წინ სათქმელი სიტყვები რომლებსაც მათ ყოველ ღამე ვუძღვნი. ეს ჩემს ცხოვრებაში ტრადიციად იქცა და ასე გაგრძელდება მუდამ და სამარადჟამოდ სანამ არ მოვკვდები.მეც მალევე ჩამეძინა და მართლაც რომ კარგი სიზმარი ვნახე .დილას ფანჟრიდან შემოჭრილმა თბილმა სხივებმა შემოანათეს ოთახში და შემდეგ ჩემს სახეზე გადაინაცვლეს. ისე მესიამოვნა ის თბილი და სინათლით აღსავსე სხივების შეხება ლოყებზე სასიამოვნოდ გავიღიმე და თვალები გავახიდე. ამ ყველაფრის გამო დღე ჩემთვის სასიამოვნოდ დაიწყო და მეც კარგ ფეხზე ავდექი, მალევე მოვემზადე სარკეში ჩემს ანარეკლს ჩავხედე და მისაღები ოთახისკენ დავიძარი. იქ ჩასულმა ყველას წარმატებული დღე სუსურვე და მარისთან ერთად სკოლისკენ დავიძარი. კლაში საამო ღიმილით შევაბიჯე ფეხი და გოგონების გაკვირვებული მზერას მოვავლე თვალი. -ამას რა ჭირს?.ნინიმ ერთი კარგად ამათვალიერა მერე თვალები მაგრად გაახილა და მარის გადაულაპარაკა. -რაჭირს?.მარი ვერ მიხვდა ნინი რას ამბობდა და გაკვირვებული მზერა შეანათა თვალებში. -იცინის.ისე თქვა თითქოს ეს პირველად გავაკეთე ან კიდე უცხოპლანეტელს უყურებდა. -რავი აბა.მარიმ თავისით ჩაიბუტბუტა და ჩანთა მერხზე დადო. -კარგით რაიყოთ არ შეიძლება გავიღიმო?.დამნაშავესავით ვიკითხე და საწყლად ავხედე. -როგორ არა ჩემო გოგოო. ყველამ ერთიანად მითხრეს და „ჩახუტების ბუშტი“ შევკარით.ჩახუტების ბუშტი იმიტომ ქვია რომ ერთდროულად ვეხუტებოდით ერთმანეთს და წრეს ვქმნიდით, სწორედ ეს დაარქვა ქეთიმ. სამმა გაკვეთილმა მხიარულებაში განვლო, მე ისევ კარგ განწყობაზე ვიყავი,და აი მათემატიკის გაკვეთინი დაიწყო და დანიელმა შემოაბოტა. ის ისევ კოპებშეკრული იყო და ისე მიაბიჯებდა რადიატორისკენ, სანამ ტელეფონს ჩახედავდა ერთი მამისმკვლელი მზერით შემომხედა და ადგილზე გამაშეშა. უცებ უკნიდან ჩემი კლასელის ნატას და ლილეს ფრუტუნი მომესმა რაც მასწავლებელს არ გამორჩენია. -გოგოებო რაზე ლაპარაკობთ?მკაცრად იკითხა მასწავლებელმა და სათვალე მოიხსნა. -აუ მას დედაჩემი ხომ თქვენი მეგობარია და ახლა ხომ აქვს დაბადების დღე ხოდა მეკიდე არ ვიცი რა ვუყიდო და თქვენ ხომ არ მირჩევთ რამეს?.საწყლად კითხრა და ხელები მოისრისა. -არ ვიცი შვილო ნატოს რა უნდა იქნებ ბავშვებს კითხო ისინი მოგცემენ რჩევას.იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა და სათვალე ისევ მოირგო. -აუ რა საბავშვო ბაღია.სარკასტულად ჩაილაპარაკა სატანამ და ცალყბად ჩაიცინა. -დანიელ წესიერად.მასწავლებელმა შენიშვნა უთხრა და ხელში მყოფი ჯოხი წინ აუფრიალა. -აუ ბავშვებო მირჩიეთ რაა, დედაცემი ხომ თქვენი მასწავლებელია, გეცოდინებატ ან ხომ არ წამოცდა რამე, ანუ მითხარით, ქეთ შენ რა უყიდე დედაშნს ბოლოს დაბადებისდღეზე?. ნატა ქეთის მიუბრუნდა და აწყლიანებული თვალებით შეხედა. -რავი წინაზე ოქროს საყურე ვაჩუქე.ქეთიმ მხრები იჩეჩა და ისე გადახედა. -ეგ უკვე ვაჩუქე.მარი შენ?ახლა მარის მიუტრიალდა. -მე შანელის ჩანთა.მარიმაც უპასუხა და მე გადმომხედა. -ოო ეგეც ვაცქე. შენ ელისაბედ?. ნატა მე რომ მომიტრიალდა და მკოთხა ელდა მეცა და გილმა გამალებით დაიწყო ბაგაბუგი. -მეე... მე ყვევილები.საწყლად ჩავილაპარაკე და თავი დაბლა დავხარე. რათქმაუნდა ბოლოს მის დაბადების დღეზე ყვევილები მივართვი რადგან ის უკვე დაღუპული იყო. -ყვევილები? რა საცოდაობაა. დამიელმა მთელი ხმით დაიწყო ხარხარი.-რაიყო მამიკო მეტ ფულს არ გაძლევსო?.დამცინავად მითხრა და სიცილი განაგრძო. მაგრამ მე, მე გულში ისეთი საშინელი ტკივილი ვიგრძენი თითქოს იგივე განცდა დამეუფლა მათი გარდაცვალების შესახებ რომ გავიგე.ამის თქმაზე კლასის ნახევარს სიცილი აუტყდა და აი მაშინ ყველაზე დამცირებულად ვიგრძენი თავი.მარი იმ ეშმაკისთვის რაღაცის თქმას აპირებდა თუმცა ხელი მაგრად მოვუჭირე და გავაჩერე. ასევე მასწავლებელიც ცდილობდა რავის თქმას თუმცა კლასში მანდატური რომ შემოვარდა და უთხრა, რომ თქვენი მოსწავლეეები ჩხუბობენო იმწამსვე გავარდა. -მართალი ხარ მამაჩემი მეტ ფულს არ მაძლევს. მეორე ლოყაც დამამცირებლად შევუშვირე და ცრემლი გადმოვაგდე. ასე ტანჯვაში სასტანა თვიდმა გაკვეთილმა და სახლში წავედით. მე პირდაპირ ჩემს ოთახს მივაშურე და ლოგინზე მთელი ძალით დავენარცხე თავი ბალიშში ჩავრგე და ტირილი დავიწყე. ცჰემს ასეთ რეაქციაზე უკან ზუკა და მარიც მომყვნენ და კარები შემოგლიჯეს. -რამოგივიდა ელისაბედ?..ანერვიულებული ხმით იკითხა ზუკამ და გულში ძლიერად ჩამიკრა. -არაფერი.ტირილისგან ისე მქონდა ხმა წასული ძლივს ამოვიკნავლე და ჩავახველე. -რასქვია არაფერი მაშინ რატომ ტირიხარ?. ზუკა მაინც ჩამაჟინდა და ხელი თავზე გადამისვა. -დანიელის გამო ტირი ხო? ღმერთო რა ბოლო დონის ნაგავია.მარიმ ხმამაღლა წამოიყვირა და დანიელისთვის სალაძღავი სიტყვები არ დაიშურა. -ვინ ჯანდაბაა ეგ დანიელი?. გაურკვევლობაში მყოფმა ზუკამ თავლები კუსა და ინტერესით მოგვაჩერდა. -მოკლედ ასე იყო.....მარიმ ზუკას ყველაფერი დეტალებში მოუყვა და თან მე მაწყნარებდა. -შუაზე გადავხსნი მაგ ნაბი*ვარს. ზუკამ მთელი ხმით შეიღრინა დამუშტი ბალიშს დასცხო. -მეც შენთან ვარ ძამიკო. მარიმ ძმას მხარი აუბა და მის გვერდით ამაყად დადგა. -ხვალ ნახავ რაც მოუვა. თავდაქნევით მპირდებოდა დანიელის დასისხლიანებას და ამის მოგონებაზე ტანში ჟრუანტელი მივლიდა. -გთხოვ თავი დაანებე. მან ხომ არ იცოდა რომ მშობლები დაღუპული მყავს. მორცხვად ამოვიკნავლე და აწყლიანებული თვალებით ავხედე. -მერე რა მაინც არ უნდა ეთქვა ეგ შენთვის. ზუკა მაინც ყრიდა ცოფებს და ოთახში ბოლთას ცემდა. -ხო მაგრამ ამ ერთხე და მერე თუ რამე ისეთი მოხვდა მართლა გაცემიებ.შრეკის კატის თვალებით ავხედე და ხელები გულზე მივიბჯინე. -ამ ერთხელ ელისაბედ, მხოლოდ ამ ერთხელ შემდეგში კი პირდაპირ მორგში გავამწესებ.თითით ერთიანი მიჩვენა და ყელზე ხელი გადაისვა. -კარგი.თავდახრით ჩავილაპარაკე და ცრემლიანი ლოყები მოვიწმინდე. -კარგით რა გოგოები თუ რამე მოხვდება პირდაპირ ჩემთან და მერე მე ვიცი.ზუკამ დამაიმედებბლად ჩაგვიკრა თვალი და თმებზე წამეთამაშა. -კარგი რახან ჩხუბი წინ არ გველის წავალ და დავიძლინებ.მარიმ ხელი ჩაიქნია და ოთახიდან გავიდა. -წავედი და ხო იცი თუ რამეა თვს წავაცლი ვინც არ უნდა იყოს.ზუკამ თავი კარებში შემოყო თვალი ჩამიკრა და შემდეგ გავიდა.ასე უაზროდ გაირბინა ერთმა სატანჯველმა კვირამ, ყოველ მათემატიკის გაკვეთილზე შემოდიოდა ოთახში ის ეშმაკის მოციქული და მყუდროებას მირღვევდა.ყოველთვის მიკვირდა რა ჟანდაბას აკეთებდა ყოველ მათემატიკის გაკვეთილზე ჩვენს კლაში და მერეღა გავიგე რომ ის ვაჟბატონი მასწავლებლის ძმიშვილი ყოფილა. ოთხშაბათ დღეს მათემატიკის გაკვეთილი პირველი გვქონდა ამის გამო მეგონა რომ არ შემოვიდოდა და წყნარად მივაბიჯებდი სკოლისკენ მიმავალ გზაზე მაგრამ შენცარმომიკვდე კარი შევაღთუარა 4 გამოლენჩებული სჰემხვდა ფანჯარასთან აყუდებული. ოთხში ნუ ერთი ის ეშმაკი მეორე ჩემი კლასელი გიო მესამე ერეკლე და მეოთხე ლევანი. ყურადღება იქვე მდგარ გოგონებზე გადავიტანე რომელიც ჩვენ გვიყურებდნენ, ჩვენც მათთან მივედით და გადავკოცნეთ. ისინი როგორც ყოველთვის მეორე რადიატორთან მოთავსდენ და კისკისი დაიწყეს, მე კი დებილივით ვიდექი და მათ ქმედებებს თვალს ვაყოლებდი. ბოლოს რომ მომბეზრდა ამის კეთება მერხტან მივედი და ჩემი საყვარელი წიგნი „როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება“ ამოვიღე. დეილ კარნეგის შემოქმედებებიდან ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელია. მასში თავმოყრილია ყველა იმ პრობლემის დამძლევი მაგალითები რაც ადამიანს გააჩნია.სტივენ ლიკოკი წერდა-„რა უცნაურად ვატარებთ დროის იმ პატარა მონაკვეთს, რომელსაც ჩვენი ცხოვრება ქავია“. მართლაც რა უცნაურად ვატარებთ ჩვენი ცხოვრების ნაწილს იმის მაგივრად, რომ გავიღიმოთ, ჩვენს ირგვლივ მყოფი ხალხი ლამაზი სიტყვებით შევამკოთ, ერტმანეთს დაბოღმილები ვუყურებთ და სხვის წარმატებას უბედურ მოვლენად ვიღებთ. ამ ციტატას კიდევ დიდიხნით გადავავლე თვალი იმისდა მიუხედავად რომ ეს წიგნი სამჯერ მქონდა წაკითხული და ეს ნათქვამი კი ათასჯერ. ამ ფიქრებში ვიყავი როცა ტელეფონის ხმამ გამომარკვია, როცა მობილურს დავხედე უცხო ნომერი იყო, ძალიან გამიკვირდა რადგან ჩემი ნომერი თითქმის არავინ არ იცოდა იმიტომ რომ არ მინდოდა ადამიანებთან კონტაქტი და მათი ყალბი დამრიგებლური თუ მოსიყვარულე შეძახილების მოსმენა. -გისმენთ. ხმაწასულმა ვუპასუხე და პასუხის მოლოდინში თითები მერხზე ავათამაშე. -ელისაბედ როგორ ხარ?. ყურთან ნაჩნობმა მაგრამ დავიწყებულმა ხმამ გაიჟღერა და საგონებელში ჩამაგდო. -რომელი ხარტ?. მისი კითხვა დავაიგნორე და თემა შევცვალე. -ვერ მიცანი?. გაოცებულმა იკითხა და ჩაიცინა.-დემე ვარ შე ბოთე. -დემე? როგორ ხარ?. როცა დემეტრემ მითხრა ვინც იყო გაოცებისგან პირი გავაღე და ფეხზე წამოვხტი. რომ არ მეყვირა პირზე ხელი ავიფარე და ფეხების ბაკუნი დავიწყე. -კარგად ჩემო გოგო შენ როგორ ხარ?.ტელეფონიდან თბილმა ხმამ გაიჟღერა და გული გამითბო. -არამიშავს. საქართველოში როდის ჩამოხვედი?. გაოცებულმა ვკითხე.. -ორი დღეა აქ ვარ. გაკვეთილების მერე სკოლიდან ფეხი არ მოიცვალოთ შენ და მარიმ უნდა გნახოთ. -კი მაგრამ ეხლა სხვა სკოლაში გადავედით. -ვიცი ვიცი. სკოლის ეზოსთან დაგელოდები. -კარგი დროებით. -დროებით პატარა ანგელოზო.დემეტრე ჩემი დეიდაშვილია ის 3 წელია რაც ამერიკაშია წასული და ისე მენატრებოდა ღმერთმა იცის. მა და ის და-ძმასავით ვიყავით ყოველთვის და ნუ რატქმაუნდა ვართ. დღე არ გავიდოდა რომ არ მოვეკითხე იმ მაიმუნს. როცა ტელეფონი გავთიშე გოგონებს მომცინარი სახით შევხედე და თვალები ისე გაბრწყინებული მქონდა რომ ამის დანახვაზე თავი ერთიორჟერ გააქნია ხომ არ გვეჩვენებაო. -მოიცა არას რა მოაწევინე ასე რო იცინის? ქეთი მარის შეუტრიალდა და ჩერა თითი დაუქნია. -ვინ იქო ქალავ ასეთი რომ გაგაბრწყინა.? .. მარი ინტერესით დამაკვირდა და თვალები მოჭუტა. -არა ეს უნდა დავაფიქსიროოო. ნინიმ ტელეფონით ფოტო გადამიღო და სიხარულისგან სასაცილო ხმების გამოცემა დაიწყო. -აუ ამასაც მოაწევინე რამე თუ ასეთი დარტყმულია და მე არ ვიცი. ქეთიმ სერიოზულად ახედა მარის და მუქარის თვალებით გადახედა. -ღმმერთო მადლობა ამ ბავშვს ასე სახეგაბრწყინებულს რომ ვხედავ..მარიმ ხელები მაღლა აღაპყრო და ღმერთს მადლობა გადაუხადა. ამ ყველაფერს ბიჭები გაოგნებული თვალებით აკვირდებოდნენ და გაოცებას ვერ მალავდნენ.-ამოღერღე ვინ იყო ეხლა.მარიმ მოუთმენლობისგან წამოიყვირა. -ვინ და დემე იყო. ორი დღის წინ ჩამოვედიო და გაკვეთილების შემდეგ უნდა გნახოთო.სიხარულისგან გაბრწყინებული ვახარე მარის ყველაფერი და თვალები მჭიდროდ დავხუჭე. -მართლა?? ვაიმეეე რამაგარიააა. მარიმ იქით-აქით ხტუნავი დაიწყო და მთელი ძალით ჩამეხუტა. -ხოო ძალიან მაგარიაა.. თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები გადმოვყარე. -შენ რა კიდე ტირიხარ? ისედაც ყოველდღე შენს ცრემლებს ვხედავ და ეხლა მაინც გაიხარე დაია რაიყო.ქეთიმ თითქოსდა გაბრაზებულმა გადმომხედა. გამარჯობათ.. სულ ახლახანს დავიწყე საიტზე მოთხრობის გამოქვეყნება. იმედია მოგეწონებათ.. მაინტერესებს თქვენი აზრი რამე შენიშვნები ხომ არ გაქვტ... <3 <3 დიდი ბოდიშით შეცდომებისთვის.. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.