შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (8)


12-05-2015, 11:51
ავტორი Anime
ნანახია 5 219

*******

გული ამიკანკალდა... ფეხები მომეკეცა... ავნერვიულდი... მოკლედ ყველაფერმა ერთად შემომიტია...
მანქანამ ნელა შემოუხვია ეზოში, გაჩერდა და ფარებიც ჩაქრა... ღმერთო, ახლა რა ვქნა? გავიდე? დავიმალო? იქნებ თავი მოვიმძინარო?
ამასობაში მანქანის კარი გაიღო და იქიდან მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა. რამე უნდა მოვიფიქრო სანამ კარზე დააკაკუნებს ან აქ შემოვა...
ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე ფანჯარაზე ავედი და ‘’პიჟამოიანი’’ გადავხტი..
მამაკაცი ადგილზე გაჩერდა და მე შემომხედა... ნელ-ნელა მომიახლოვდა და მეც ფანჯრიდან გამოსულ მკრთალ შუქზე დავინახე მისი სახე... ლ უ კ ა ! ! !
ისევ გამახსენდა რამოდენიმე დღის წინ განცდილი ტკივილი.. შეურაწყოფა.. გული ‘’ამიფანცქალდა’’... როგორ არ მინდოდა მისი სახე რამდენიმე კვირა, თვე ან წელი აღარ დამენახა...
მოვიდა და დამაცქერდა... ხმა არც-ერთს ამოგვიღია...
-ჰმ..-დაიწყო როგორც იქნდა და თან მკაცრი გამომეტყველება დაიჭირა-ჩვენი შეხვედრა ოდნავ სხვანაირად წარმომედგინა მაგრამ...-მერე გაჩუმდა-კარგად ხარ?-მკითხა ბოლოს და ხელი გამომიწოდა. მუცლით ვიწექი დაბლა ამიტომ ადგომა გამიჭირდებოდა.. გრძელი თმა უკან გადავიყარე და მის ხელს დავაცქერდი.
-ნუ გეშინია! არ ვიკბინები!-ჩაიცინა ირონიულად.
-რაღაც არ მგონია!-ჩავისისინე რაც შეიძლებოდა ირონიულად და ხელზე ხელი მოვკიდე.
აიი აქ კი... ცხვირში საზიზღარმა სუნმა შემომიღიტინა... ზედატანზე დავიხედე და.. სიურპრიზი... ფანჯრიდან გადმოხტომისას პირდაპირ ფუნაში ჩავმხტარვარ.
გულის რევის შეგრძნება მომერია.. ტირილი მომინდა.. ვიცოდი ახლა ლუკა რამე ირონიულს მესვროდა ან დამცინებდა ან რავიცი რამე საზიზღრობას მოიმოქმედებდა მაგრამ შევცდი!
-წყალი გადაივლე და გარეთ გამოდი!-მითხრა სერიოზული ხმით-ბევრი სალაპარაკო გვაქვს!
მის თვალებს რომ შევხედე ვეღარაფრის თქმა ვერ გავბედე.. ხმა ვერ ამოვიღე, უბრალოდ თავი დავუქნიე და სახლში შევბრუნდი... სააბაზანოში მგონი ზუსტად ხუთი წუთი ვიყავი და ტანს მთელი ძალით ‘’ვიგლეჯავდი’’... არ ვიცი რატომ მაგრამ ერთი სული მქონდა როდის გავარკვევდით მე და ლუკა ჩვენს ურთიერთობა -ს.
აბაზანიდან რომ გამოვედი მაშინვე ჩემს ოთახში შევვარდი... ავიჯაჯ-დავიჯაჯე და გარეთ გავედი... თვალები კეფააზე ამივიდა როდესაც მანქანას მიყუდებული და მის წინ მდგარი პაპაჩემი დავინახე.. ერთმანეთში საუბრობდნენ..
-შემოდი შვილო სახლში-გავიგონე პაპაჩემის ხმა.
-არა, არა მადლობთ... მე და თაკოს სალაპარაკო გვაქვს!-უთხრა ლუკამ და შემომხედა...
ორივეს მივუახლოვდი... პაპამ თავი დამიქნია... ლუკამ მანქანის კარი გამიღო და მეც შიგნით შევხტი. ლუკამ მანქანას მოუარა,რულთან მოთავსდა, მანქანა ბაღიდან გააყენა და ადგილს მოსწყდა..
სწრაფად სიარულის ყოველთვის მეშინოდა.. ახლაც ადგილზე შეშინებული კურდღელივით ვიჯექი... მის ერთგვარ გაბრაზებულ სახეს მოვკარი თვალი, რაც ძალა და ღონე მქონდა მოვიკრიბა და მკაცრად ვუთხარი:
-იქნებ ცოტა ნელა ატარო!
არც კი შემოუხედავს.. ტორმუზის პედალს ფეხი დააღირა და მანქანაც მთელი ძალით ‘’მოფხოჭიალდა’’ ადგილზე.. ასეთი შეგრძნება არასოდეს მქონია.. მეგონა აქ და ახლავე განვუტევებდი სულს მაგრამ სამწუხაროდ სიკვდილს გადავრჩი...
-რატომ წამოხვედი სახლიდან?-მკითხა მკაცრად და თვალებში ჩამხედა.
არაფერი ვუპასუხე.. თავი ჩავღუნე.. ახლა იმდენად ვიყავი შეშინებული რომ მის ვერცერთ სიტყვას ვერ ვიაზრებდი.
-რატომ წამოხვედი სახლიდან?-გამიმეორა ისევ..
-გაინტერესებს რატომ?-რაც კი ძალა და ღონე მქონდა მოვიკრიბე და ხმამაღლა ვუყვირე.-იმიტომ რომ შენი ატანა შეუძლებელია.. შენ უკვე აუტანელი გახდი... მე შენს გვერდით აღარ შემეძლო... არც ახლა შემიძლია გესმის? ვერ ვიცხოვრებ იმ ადამიანი გვერდით რომელიც ბოზს მეძახის! ვერ მერქმევა იმ ადამიანის ცოლი ვისაც ჩემს პატიოსნებაში ეჭვი ეპარება.. შენ გეზიზღები.. ას არ არის ცოლ-ქმრობა.. მეგონა ერთი თვე გავძლებდი შენს გვერდით მაგრამ არ შემიძლია ფეხაკრებით ვიარო სახლში იმის შიშით რომ ცუდ ხასიათზე გაიღვიძებ და მაცივარზე ამაკრავ.. ახლა ხომ გაიგე?!
გაჩუმდა.. ჩემგან ამდენს არ მოელოდა...
-მე..-დაიწყო მაგრამ მაშინვე გავაწყვეტინე
-არა! არაფერი მითხრა!-გავაგრძელე ყვირილი-შენ არც კი გესმის მე რა ცუდად ვიყავი! როგორ გამიჭირდა ამ ყველაფრის ჯერ გააზრება და მერე გადატანა.. შენ იცოდი როოგორი მტკივნეული იყო ეს ყველაფერი ჩემთვის.. შენ იცოდი რომ ოთახიდან არ გამოვიდოდი არა სიამაყის გამო, არამედ იმიტომ რომ არ მინდოდა შენ დამენახე.. მაგრამ შენ.. ბოდიშიც კი არ მოგიხდია.. ჩემთვის ერთი სანუგეშო სიტყვაც არ გადმოგიგდია... მონანიება არც კი გიფიქრია.. სინდისს არ შეუწუხებიხარ იმის გამო რომ ბავშვს მიაყენე ისეთი შეურაწყოფა რომელსაც არ იმსახურებდა!!! შენ ჩამოყალიბებული ქალი გგონივარ რომელიც მომზადებული შეხვდა ცოლობის მოვალეობებსაც, სიყვარულსაც და პირველ ღამესაც მაგრამ ეს ასე არაა... მე ერთი ჩვეულებრივვი თინეიჯერი ბავშვი ვარ რომელიც ახლა ამთავრებს სკოლას... ახლა იწყებს ცხოვრებას.. ახლა იწყებს ყველაფრის დალაგებას... მაგრამ შენ ყველაფერი ამირ-დამირიე..-ცოტა ხნით გავჩერდი. მერე ისევ გავაგრძელე ოღონდ შედარებით მშვიდი კილოთი-ნუთუ არ შეგეძლო ეს ერთი თვე ისე მოქცეულიყავი როგორც სხვა ნებისმიერი ნორმალური ადამიანი შეხვდებოდა? ნუთუ არ შეგეძლო პატარ-პატარა წვრილმანებზე ვალი დაგეხუჭა?რათქმაუნდა არ შეგეძლო და იცი რატომ? იმიტომ რომ მკერდში გულის მაგივრად ქვა გაქვს... -სუნთქვა გამიხშირდა, თავი ამტკივდა და ვეცადე მომეკეტა.
აი ლუკა კი ერთ ადგილძე გაქვავებული იჯდა.. აღარ იცოდა რა ეპასუხა... რამდენჯერ გააღო და დახურა პირი იმის გამო რომ ჩემს ნალაპარაკევს პასუხი ვერ მოუძებნა.. ბოლოს მთლიანად გაფითრდა და სუსტი ხმით მითხრა:
-მ ა პ ა ტ ი ე !
გავჩუმდი..თვალები დავხუჭე...
-ოღონდ ახლა დაბრუნდი და ასე არასოდეს მოგექცევი..
-სიტყვა ‘’აღარასოდეს’’ არ ახსენო-შევაწყვეტინე რადგან ყურში ცუდად მომხვდა-მე და შენ მხოლოდ ერთი თვე ვიქნებით ერთად.. შემდეგ კი ვეღარც კი მიხილავ..
სიჩუმე ჩამოვარდა.
-დაბრუნდები?
თავი დავუქნიე.
-მაგრამ-მივაყოლე უცებ-დღეს არა! ჩემს მეგობარს უნდა დაველაპარაკო, დავემშვიდობო და ხვალ შუადღით წამოვალ!
-ამ ღამეს სადმე ახლოს დავრჩები, ხვალ შუადღით კი ერთად წავიდეთ თბილისში-მითხრა მშვიდად და მანქანა დაძრა.

8888
სახლში მიმიყვანა და ისევ უკან გაბრუნდა... ვუყურებდი სანამ წავიდოდა და წავიდა თუ არა დათას სახლის გზას დავადექი.
-დააათააა!!!-დავუძხე და მანაც რამოდენიმე წამში გამოიხედა.
-გამოვალ ახლავე.-მითხრა ფანჯარა მიხურა და ორ წუთში ჩემთან გაჩნდა.
ახლოს მივედი და მაგრად ჩავეხუტე.
-შენ არ იცი შენი რჩევა ახლა როგორ მჭირდება... ზუსტად ისე როგორც არასდროს.-ხელი შევუშვი.. გამიღიმა...
-ჩვენს ადგილას წავიდეთ გინდა? მეც ბევრი მაქვს სალაპარაკო..
ერთისიტყვით ჩვენს ამოჩემებულ ადგილას წავედით.. ღამე ეს ადგილი განსაკუთრებულად მშვიდი და წყნარია...
-დღეს ლუკა ჩემოვიდა?
-რაა??-გაშტერებულმა შემომხედა დათამ.
-იის..?
-ხო.. ჩემი ქმარი..
-მერე?
-მითხრა დაბრუნდიო.. გამოვსწორდებიო.. აღარ გაწყენინებო.. არც კი ვიცი რა ვქნა... ვუთხარი ხვალ წამოგყვებითქო.. ჯერ ჩემს მეგობარს უნდა დაველაპარაკოთქო...
-ანუ შენ გაინტერესებს რჩევა წაყვე თუ არა ხოო?
-ნუ.. ხოო...
-მომისმინე.-მითხრა დამრიგებლური ტონით-თუ შენი ქმრის იმედი გაქვს და ფიქრობ რომ ადამიანები შეიძლება გამოსწორდნენ და უკეთესები გახდნენ, მაშინ წაყევი! მაგრამ თუ შენ არ გინდა იმ სახლში დაბრუნება და შენი გონება აქ რჩება, მაშინ არ წახვიდე.. ყველაფერი აწონ-დაწონე... ის შეიძლება მართლაც შეიცვალოს და შენს მიმართ უფრო კარგი გახდეს მაგრამ ვაი თუ ეს არ მოხდა? მან თუ ისევ იგივე გააგრძელა? ამ შემთხვევაში ორი წლის ბავშვივით ვეღარ გამოიპარები სახლიდან.. კარგად დაფიქრდი... ამას შენს გარდა ვერავინ გადაწყვიტავს...
გავჩუმდი... ამ ყველაფერზე იმაზე ბევრი ფიქრი ყოფილა საჭირო ვიდრე მე მეგონა.
-ანა საღამოს რაც მოხდა...-დაიწყო დათამ
-არა.. არ გინდა... შენ უბრალოდ დამიცავი და შენი უზომოდ მადლიერი ვარ.. შენ რომ არ მყავდე არც კი ვიცი ახლა რა მეშველებოდა..
-არა.. არა..-გამაწყვეტინა-საქმე სხვა რაღაცაშია! შენ რომ წახვედი შენს სიტყვებზე დავფიქრდი და მარის გავეკიდე.. მთელი გზა ვეძახდი მაგრამ უკან არც კი მოუხედია, ტიროდა.. თავი დამნაშავედ ვიგრძენი, სირბილით დავეწიე და ბოდიში მოვუხადე.. საწყლური თვალებით შემომხედა და მივხვდი რომ მისთვის ის სიტყვები არ უნდა მეთქვა.. ვუთხარი დამშვიდდი მეთქი მაგრამ თავს ძალიან შეურაწყოფილად გრძნობდა..დახმარება შევთავაზე, ვუთხარი კარგი ადგილი ვიცი სადაც დავილაპარაკებთ და თანაც დამშვიდდები მეთქი და აქ მოვიყვანე.. მითხრა ნამდვილად კარგია აქ ყოფნა, მითუმეტეს სენთან ერთადო.. ბევრი ვილაპარაკეთ, ბევრი ვიცინეთ, თანაც შიგადაშიგ მომხდარის გამო ბოდიშს ვუხდიდი.. ბოლოს ვუთხარი შენ ნამდვილად კარგი და ლამაზი გოგო ხარ მეთქი! გაუხარდა და ჩამეხუტა.. სახლამდე მივაცილე,დავემშვიდობე და შემდეგი შეხვედრა დავუთქვი... ხვალ ისევ აქ ვნახავ და იციი? მგონი მომწონს.. ნამდვილად არ ყოფილა ისეთი ცუდი გოგო როგორიც გვეგონა..
-შენ ადამიანის შერჩევაში არ შეცდებოდი!-თვალი ჩავუკარი და გავუღიმე
-ხოო, უბრალოდ დედა ნაადრევად მოუკვდა და რაღაცნაირი გახდა... ვფიქრობ თუ მოვინდომებ უკეთესობისაკენ შევცვლი-და ჩვილური ღიმილით გაიღიმა.
გულიანად გადავიკისკისე
-მეჩვენება თუ ეს შეყვარებულის ღიმილია?-ვკითხე სიცილით.
-იციი..-გაწითლდა-მგონი მომეწონდა.. უბრალოდ..
-ოპაა.. მორჩი ახსნა ხომ იცი რომ არ არის საჭიროო.. მთავარია შენ ის აირჩიე... ესეიგი ნამდვილად კარგი ადამიანია!
გამიღიმა და გულზე მიმიხუტა..
-შენ რას იზავ?-მკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
-მე.. ალბათ წვალ.. მჯერა რომ ადამიანები იცვლებიან ისიც შეიხვლება..
-რახან შენ ასე გინდა... მე მხარს დაგიჭერ.. მამაჩემს ნათლიაჩემი დაეხმარება და მალე თბილისში გადმოვალ.. აი მმერე კი ძალიან ხშირად გნახავ...
-იმედია...

888
მთელი ღამე ვიჯექით და ვლაპარაკობდით... სახლში გამთენიისას დავბრუნდი და მკვდარივით ჩამეძინა..
რომ გავიღვიძე მივხვდი შუადღე მოსულიყო და სასწრაფოდ წამოვხტი.. ბებოს და პაპას უნდა დავეელაპარაკო რომ თბილისში მივდივარ და მერე კი წასასვლელად მოვემზადო.
ავდექი, უცებ ჩავიცვი და ეზოში გავედი... ეზოში ბებო იყო, პაპა და კიდევ ერთი.. და აი ის ერთიც... ლუკა!!!
-შენებს ველაპარაკე-მითხრა ‘’დოლამშვიდობისას’’ ნაცვლად. გაემზადე და მივდივართ.
-იქნებ დარჩენილიყავით ნენა?-შემეხვეწა ბებიაჩემი.. როგორც ჩანს გული მოულბო ამ ბიჭმა..
ლუკას შევხედე..
-წინააღმდეგი არ ვარ უბრალოდ გააჩნია თაკო რას იტყვის. გუშინ მანქანაში მეძინა და დილით წელში ძლივს გავიშალე.. არ ვიცი დღესაც რამდენად შევძლებ...
-რა მანქანა შვილო?-შეუტია პაპაჩემმა-წაი ქალო მოუმზადე ოთახი ბაღანებს... დღეს ორივვენი ქე დარჩებიან!
ბებიაჩემი სასწრაფოდ გაიქცა... პაპაჩემიც უკან მიყვა.
-იმედია არ გვაწვენენ ერთ ოთახში..-ჩავიბურდღუნე უსიამოვნოდ
-მეკი იმედი მაქვს..-ირონიულად გამიღიმა და ჩემსკენ შემოტრიალდა.-ელაპარაკე შენს მეგობარს?
-ველაპარაკე..
-რაქვია?
-დათა!
-დათა?-სახე მოჭმუხნა... ალბათ ბიჭის სახელს არ ელოდებოდა-გინდა გამაცცნო შენი დათა?
-რატომაც არა..
-დღეს საღამოს ეცლება?
-ვეტყვი და აუცილებლად მოვა.-ვუთხარი სერიოზული სახით, გვერდი ავუარე და სახლში შევედი...
_______________________________________________________________
ესეც შემდეგი თავი... იმედია მიგეწონებათ... წინა ერთ-ერთ თავში ერთმა გოგონამ მკითხა დათა თუ მეგობრულად უყურებდა თაკოს.. როგორც ჩანს დათა პატიოსანი ადამიანია და მეგობარი ‘’ისე’’ არ უყვარს :დ ყველას გისურვებთ ერთგულ მეგობარს <3 <3 <3



№1  offline წევრი Smiling girl

აუ კაია ძაან , საინტერესოა. გააგრძელე და დიდი თავები

 


№2  offline წევრი mariamii))

აუ ძაან მომწოონსს <3 მალე დადე შემდეგი და უფრო დიდი თავი <33

 


№3  offline წევრი tskriala

eg mee viyavii :D magaria dzaan da imedia ert otaxshi daawvenen :D yoveldge 11ze daideba?? :)

 


№4  offline წევრი dartymuli princesa

Shen gisurveb ertguls megobars :*

 


№5  offline წევრი Anime

tskriala
eg mee viyavii :D magaria dzaan da imedia ert otaxshi daawvenen :D yoveldge 11ze daideba?? :)

ანუ მე ყოველ ღამეს ვწერ ახალ თავს და მერე დილით ვდებ სანამ წავალ სკოლაში.. ასე რომ დილით უკვე ყველას შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე)) love
--------------------
By Anime))

 


№6  offline წევრი ხატული♥

მოოკლედ უყვართ თუ არა ერთმანეთი ჯერ ვერ გავარკვიე ალბათ არა მაგრამ იმედია მალე გაერკვევიან გრძნობებშიი wink მომწონს ეს ისტორიაა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent