შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგიყვარდები პატარავ (3)


12-05-2015, 14:31
ავტორი masquer
ნანახია 3 378

ღმერთო როგორ ვნერვიულობ, ნეტავ ვინები არიან? ნუთუ ისინი არიან, რომლებსაც მამაჩემთან ავარია მოუვიდათ, თუ ისინი არიან, უკვე ვხსნი სანდროს ასეთ ხასიათს -ამ ფიქრებში ჩამეძინა.

......................................................................................................................................................
დილით, ჩემდაგასაკვირად ჩემით გამეღვიძა, კვლავ იმ სასტავზე ვფიქრობდი, რომელზეც ლუკა საუბრობდა გუშინ. ავდექი, შხაპი მივიგე , კარადა გამოვაღე დახეული ჯინსები, მოკლე ლურჯი მაისური, ფეხზე ლურჯი კედები, კეპი დავიხურე ქვემოთ ჩავედი, თუმცა არავინ დამხვდა. ტელეფონზე ჩემი ძმის სმს მხვდება მოსული, სადაც მეუბნება რომ საღამოს გვიან დაბრუნდება სახლში.
მარის ვურეკავ, ჩემს სახლთან გამოდის და ერთად მივდივართ სკოლაში. გზაში დაწვრილებით ვუყვები გუშინდელ ამბავს, მასაც ისეთივე რეაქცია აქვს, როგორიც მე.
ისე მივედით სკოლაში ვერც გავიგეთ. რა საშინელებაა როდესაც პირველი გაკვეთილი მათემატიკა გაქვს. თუმცა, უნდა ვაღიარო ნამდვილად კარგი მასწავლებელი მყავს.
სკოლის პერიოდში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. არც გიგასთან მქონია საუბარი. თუმცა, დასვენებაზე ვხედავდი როგორ ეფლირტავებოდა სხვა გოგოებს. ნეტა, რაში მაინტერესებს მე ხომ ის მაღიზიანებს.
-ელ, უნდა წავიდე მე, მიძაშვილს მიტოვებენ და ხო ხვდები (მარი)
-აუ, ლიზი? რა საყვარელი ბავშვია, კაი მიდი წადი,დაგირეკავ საღამოს.
სახლში მივდიოდი, გზაში გეგი დამეწი.
-საით მიდიხარ?
-სახლში
-წამო რა კაფეში გავიაროთ
-არ მინდა
-კარგი რა წამო, კაფეში გეპატიჟები ხოარ გიტაცებ - ისე საყვარლად გაიღიმა უარი ვეღარ ვუთხარი.
კაფეში შევედით, მე წვენი შევუკვეთე. ისე საუბარში არც ისე ცუდი ტიპი ჩანს. ნეტა რა სისულელეებს ვფიქრობ .
-ორი წუთში დავბრუნდები, იიმედია ვინმეს არ აიკიდებ -სიცილით დამიბარა, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო, რომელსაც დედა მარტო ტოვებს .
-გამარჯობა, შენ ელენე ხარ ხო? - ვიღაც უცნობი მოდის ჩემს მაგიდასთან.
-დიახ, მე ვარ და თქვენ?
-მე ერეკლე ნიკოლავა ვარ, შენ კიდევ სანდროს და ხო? სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-კი მე ვარ. ჩემთვისაც სასიამოვნოა.
როგორც იქნა, გეგიც დაბრუნდა, აშკარად არ ესაიმოვნა ამ ტიპთან ერთად ჩემი ნახვა.
-ელენე, ვინ არის ეს ტიპი?(გეგი)
-მე ერეკლე ნიკოლავა ვარ, თავად?
-გიგა ხვისტანი. ელენე ადექი მივდივართ.
-კი მაგრამ , სულ რამდენიმე წუთია რაც......
-ადექი მივდივართ, ჩქარა - სიტყვაც არ დამამთავრებინა, ასეთი ბრაზი მის თვალებში პირველად დავინახე შეიძლება ითქვას, რომ ძალით წამომიყვანა. გზაში ხმა არ ამოუღია. პირველად მე დავარღვიე სიჩუმე.
-კი მაგრამ ასე ჩქარა რატომ წამოვედით?
- არ მომეწონა ის ტიპი- მკაცრად და მოკლედ მიპასუხა
-კი მაგრამ რატო, ის ჩემს ძმასაც იცნობს და..
-სანროს მეც ვიცნობ, თანაც საკმაოდ ახლოს, დამიჯერე ნამდვილად არ მოეწონებოდა რომ შენ იმ ტიპთან საუბარი გაგება
-კი მაგრამ ჩემს ძმას საიდან იცნობ? შენი სახელი რატომ არ უხსენებია? ან მე რატომ არ ვიცოდი ეს აქამდე?- ამყველაფერმა ძალიან დამაბნია.
-1 წლის წინ ამერიკაში გავიცანით ერთმანეთი, ორივე სასწავლო პროგრამით ვიყავით, თანაც მეც კალათბურთელი ვარ და შენს ძმასთან ვმეგობრობ.
-...........
-თუ საჭირო გახდება, სანდრო აგიხსნის ყველაფერს. აი უკვე მოვედით, მიდი ადი, არაფერზე არ ინერვიულო. -და ჩამეხუტა ისე თბილად და მოულოდნელად რომ წინააღმდეგობაც ვერ გავუწიე.
სახლში მივედი თუ არა, შხაპი მივიღე, ვიმეცადინე მარის დავურეკე და ვთხოვე ჩემთან გამოსულიყო.
მარი, სანდრო და ბიჭები თითქმის ერთად მოვიდნენ. მარის ყველაფერი მოვუყევი, შემდეგ ბიჭებთან ჩავედით. ასეთი დაძაბული სიტუაცია არასდროს ყოფილა მათ შორის. თვით უჩაც კი სერიოზული იყო. ერთადერთი ლუკა უღიმოდა მარის, ისე თბილად რომ ამ უკანასკნელის გაყინული გულიც კი გაადნო (მგონი)
-როგორ გაბედა აქ დაბრუნება, ტო? (უჩა)
-სიცოცხლე მობეზრდა მაგ ახ***ს. ბრატ, ინანებს ეგ აქ დაბრუნებას.(ბექა)
-არ ვიცი რა იმედია რამე არ აქ ჩაფიქრებული (ლუკა)
-ბიჭებო ვისზეა საუბარი?- ვიცი, უდროო კითხვა იყო, უბრალოდ ამ სიტუაციის ატანა შეუძლებელი ხდებოდა.
-აუ ელე...
-მოიცა სანდრიკ, მემგონი უნდა იცოდეს ბავშვმაც - სიტყვა არ დაასრულებინა ბექამ. იქნებ, ახლა მაინც მეღირსოს იმის გაგება თუ რა ხდება ჩემს თავს.
სანდრომ უჩას რაღაც ანიშნა და მანაც დაიწყო.
-მოკლედ, კოტეს(მამაჩემი, ბიჭები მას სიციცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც სახელით მხოლოდ სახელით იხსენიებენ) ავარიაში მეორე მანქანაც ფიგურირებდა, გამოძიების მერე გაირკვა რომ იმ მეორე მანქანის ბრალი საავარიო სიტუაციის შექმნაში. ხოდა, იმ ტიპს მფარველი აღმოაჩნდა და პასუხისგებაში არ მისცეს, მაშინ ჩვენ 17 წლის შენ კიდე 14 წლის იყავი, ჩვენ მხოლოდ ის მოვახერხეთ რომ ვაიძულეთ ქვეყანა დაეტოვებინა. ჩვენი შიშით, ჩუმად გაიპარა და დღეს დაბრუნდა- ამ ამბავს არ ვიცი, რა სახით ვუსმენდი, ალბათ გაოცებული სახე მქონდა ბიჭების და მარის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ.
-კი მაგრამ ვინაა? რა ქვია ? -ხმაში თითქოს ბზარი გამიჩნდა ..
-ერეკლე ნიკოლავა, ეგაა მაგ ახ***ის სახელი- (სანდრო)
-ერეკლე? ერეკლე ნიკოლავა? ღმერთო ჩემო- ვიყვირე, შემდეგ კი ცრემლები მომადგა
-მოიცა შენ რა იცნობ ? (ლუკა) - ყველას მზერა ჩემკენ იყო მოპყრობილი.
მე ყველაფერი მოვყევი, იმ დღის ყველა დეტალი. ამ ამბის მოსმენის შემდეგ , სანდრომ ხელი მოიქნია და მაგიდაზე მდგარი 2 ჭიქა ერთმანეთის მიყოლებით გატეხა. მისი ასეთი საქციელმა უფრო ამატირა, ასეთ გაბრაზებული, ანერვიულებული და გაგიჟებული არასდროს მენახა, როგორც ჩანს არც მის ძმაკაცებს რომლებიც ჯერ გაოცებული სახით უყურებდნენ, შემდეგ კი მის დამშვიდებას ცდილობდნენ.
-ელე, წამო უნდა დაგელაპარაკო -გვერდით გამიყვანა- მისმინე, თუ კიდევ ნახავ მაგ ტიპს სადმე, არ დაელაპარაკო, და საერთოდ შეეცადე იშვიათად გახვიდე სახლიდან ან თუ გავხალ ვინმესთან ერთად (ბექა)
-კი მაგრამ ბექა, გამოდის რომ..
-არა, არანაირი მაგრამ, კატეგორიულად გაფრთხილებ, ხო შეგიძლია ხვისტანს ენდო, ჩვენი ძმაკაცია. = შუბლზე მაკოცეს და ერთმანეთის მიყოლებით გავიდნენ.
-ელენ, მე წავალ რა, თუ რამე დაგჭირდეს... (მარი)
-ვიცი, ვიცი თუ რამე დამჭირდება აუცილებლად დაგირეკავ,მმოიცა ლუკას ვეტყვი და წაგიყვანს. - გავუღიმე და ორივეს გამოვემშვიდობე.
-პატარა, მიდი დაიძინე , არ ინერვიულო (სანდრო)
დავუჯერე და ჩემს ოთახში ავედი, თუმცა დაძინება დიდზანს ვერ მოვახერხე. ყველაფერი ერთად მიტრიალებდა თავში, ერეკლე, გიგას ჩახუტება , სანდროს განრისხება და მამაჩემი, ახლა, ყველაზე მეტად მისი აქ ყოფნა მინდა, ყველაზე მეტად მაკლია მისი წაკითხული ზღაპრები, მაკლია მისი კოცნა ჩახუტება, ყველაფერი მაკლია რაც მის სახელთანაა დაკავშირებული. მაკლია როგორც მიყურებდა, როგორ ამაყობდა ჩემით. არ მჯერა, დღეს ასე თბილად ველაპარაკებოდი ადამიანს , რომელმაც უძვირფასესი მამა და მეგობარი წამართვა. მის სიმთვრალეს ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადამიანი შეწირა... ღმერთო, როგორ მიჭირს და როგორ მტკივა უმისობა... ამ ფიქრებში ჩამეძინა.
დილას ავდექი, შხაპი მივიღე , საშინელ ხასიატზე ვიყავი და საშინლად გამოვიყურებოდი. შავი ჯინსები, შავი კედები და შავი მაისური ჩავიცვი. კოსა შევიკარი,სათვალე გავიკეთე, ჩემი ჩაშავებული თვალები რომ დამემალა.
ქვემოთ ჩავედით, სანდრო მზად იყო , სკოლაში დამტოვა, თვითონ კი უნივერსიტეტში წავიდა.
მარი ვნახე, კლასში შევედი, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მთელი ამ დროის განმავლობაში თუ იმას არ ჩავთვლით რომ მარის და ლუკას უკვე განსხავებული ურთიერთობა ქონდათ. მათმა ამბავმა ძალიან გამახარა.
სკოლიდან მე და მარი ერთად მივდიოდით.
-გოგოებო, ჩასხედით მე წაგიყვანთ - ღმერთო, ოღონდ ეს არა, ოღონდ ერეკლე არ იყოს. სულ ტყუილად, ნამდვილად ის იყო, თანაც ისე უტიფრად მიღიმოდა, არა ამის ატანა წარმოუდგენელია. მარი ხელს ხელზე მიჭერს, თითქოს ჩემ აზრებს კითხულობდეს. ჩემს მაგივრადაც ის სცემს პასუხს.
-არა, არ შეწუხდეთ, ჩვენით წავალთ (მარი)
-რა შეწუხებაა მე უბრალოდ....
-ჩვენით წავალთ - სიტყვა გააწყვეტია ერეკლეს, მის ხმაში ისეთი სიმტკიცე იგრძნოდა, რომ ნიკოლაძე აღარც შეპასუხებია, ისე გააგრძელა გზა.
-შენ რომ არ მყავდე- ვეხუტები მარის და ისიც კოცნიტ მაჯილდოებს.
დღეს პარასკევი საღამო იყო, დედაჩემს Skypeთ ვესაუბრე, არაფერი მომიყოლია, არ მინდოდა ენერვიულა...
მარიც დავითანხმე ჩემთან დარჩენაზე. 12 ზე ბიჭები მოვიდნენ, შედარებით დამშვიდებულები.
-მიდით გოგოებო გაემზადეთ და სადმე წავიდეთ, არ მინდა ასე ჩამოგტიროდეთ სახეები.
-სანდრო, უკვე ღამის 1 საათია (მარი)
-მააარ, ჩვენთან ერთად მოდიხართ , დროს რა მნიშვნელობა აქვს -მომხიბლავად გაუღიმა ლუკამ
უცებ ავირბინეთ კიბეები. დიდხანს ვიდექით კარადასთან გაშტერებულები, საბოლოოდ გადავწყვიტეთ, მარიმ წითელი, მოკლე,მომდგარი კაბა ფეხზე შავი მაღალქუსლიანები ჩაიცვა, ხელში შავი ჩანთა დაიჭირა. მე ჩემი ახალი ლურჯი, მოკლე მომდგარი უკან ამოღებული კაბა ჩავიცვი, ფეხზე კრემისფერი მაღალქუსლიანები და ამავე ფერის ჩანთა. ორივე კაბა ჩვენს ტანს უსვამდა ხაზს. მსუბუქი მაკიაჯი გავკეთეთ. და ქვემოთ ჩავედით.
-ვაუუ, გოგოებო რა ლამაზები ხართ, ტოო(ბექა)
-მართლაც, ელე , მარი ულამაზესები ხართ - ამას ამბობდა და ჩემს დაქალს თვალს ვერ წყვეტდა. ლუკა აშკარად შეყვარებული იყო ;დდ
-ჰეი, ფრთიანო ანგელოზებო უცებ ჩამოფრინდით, თორემ გათენდა უკვე (უჩა)
-აუ, უჩა საოცარი ხუმრობები გაქ, გოგოებო ულამაზესები ხართ (სანდრო)
-რაგინდა , ხუმრობაც არ მაცადოთ.
2 მანქანაში გადავნაწილდით. ლუკა, მარი და უჩა ერთად წავიდნენ, მე კი ჩემს ძმას და ბექას გავყევი. კლუბში კარგი სიტუაცია იყო. ცოტაც დავლიეთ და ბევრი ვიცეკვეთ. საბედნიეროდ, სანდრო იმ ძმების კატეგორიას არ მიეკუთვნება დებს მოკლე კაბებს რომ არ აცმევს, და კლუბში ცეკვას უკრძალავს. თუმცა, იმასაც გააჩნიაო, ამბობს.
-ბექა, ცოტახანი გავალ რა,(მე)
-მიდი, თუ გინდა მეც გამოგყვები
-არა იყოს, ცოტახანი სუფთა ჰაერი არ მაწყენს- მეთქი გავუღიმე და გარეთ გავედი.
რამდენიმე წუთის ბოდიალის შემდეგ, შესვლა გადავწყვიტე, უკნიდან ნაცნობი ხმა მესმის.
-ელენე, აქ მარტო რას აკეთებ? - გეგის რაღაცნაირი ბრძანებლური ტონი, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, ან ვის ვატყუებ, მისგან ასეთი ყურადღება საკმაოდ სასიამოვნო იყო, ზოგჯერ.
-არა, მარტო არ არ. მარი, ჩემი ძმა და მისი მეგობრებიც აქ არიან.
-.........
-შევალ მე, საკმაოდ ცივა გარეთ
-აჰაა, აიღე -და მისი მოსაცმელი მომაწოდა. მეგონა, ასეთი ბიჭები გოგოებს მოსაცმელეს მხოლოდ კინოში და სერიალში აძლევდნენ. მაგრამ, ფაქტია კინოში არ ვარ და ეს ნამდვილად რეალობაა.
-არა იყოს, არ მინდა
-ნუ ჯიუტობ, გამიცივდები-ისეთი თბილი და მზრუნველი ხმით მითხრა. ღმერთო, ნუთუ ეს ბაბნიკი ტიპი შემიყვარდა. არა, თავიდან უნდა ამოვიგდო , მაგრამ არ გამომდის .
ცოტახანს ვისაუბრეთ, მისი ქურთუკი დავუბრუნე და ორივენი კლუბში შევედით, მე ჩემებთან მივედი, ის კი მის საძმაკაცოსთან დაბრუნდა. რამდენიმე წუთში კი ჩვენკენ წამოვიდა. ბიჭებს მიესალმა, თანაც ძალიან თბილად, შემდეგ მარისად და
-ელენე, წამო ვიცეკვოთ
-აჰმ, არ ვიცი -და გაკვირვებული სახით ჩემს ძმას მივაშტერდი, თავიდამიქნია თანხმობის ნიშნად და მეც გავყევი საცეკვაოდ. უნდა ვაღიარო, მისი სიმაღლის და აღნაგობის მიუხედავად, საკმაოდ კარგად ცეკვავს
-პატარავ, ძალიან გამომწვევად გამოიყურები- ცეკვის დროს ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში.
არაფერი ვუპასუხე, უბრალოდ ცეკვა შევწყვიტე და ბავშვებთან დავბრუნდი. ცოტახანში კი სახლშიდავბრუნდით. მარი და ბავშვებიი ყველანი ჩვენთან დარჩნენ.
დილას, თავს ძლივს ვწევ ისე მტკივა. დილა ჩემთვის თორემ, უკვე 3 საათი იყო. ჯინსები, თეთრი მაისური , თეთრი ბენსიმონები ჩავიცვი, თმა მაღლა ავიწიე და ქმევოთ ჩავედი. ბიჭები უკვე წასვლას, აპირებდნენ , მარი კი ტელევიზორს უყურებდა
-ბიჭებო, მიდიხართ უკვე
-ხო, ეელ, საღამოს თამაში გვაქვს და (უჩა)
-მოიცა, იცოდით რომ დღეს თამაში გქონდათ და გუშინ მაინც დალიეთ? -სიცილი ავტეხე მე.
-მორჩი ჩვენს დაცინვას. თამაში 8ზე იწყება და მოდით ორივე- თვალი ჩაგვიკრა ლუკამ. პირდაპირი ნამიოკი მარისკენ. რა საყვარლები არიან.
შეგიყვარდები პატარავ (3)


პ.ს ბოდიშით დაგვიანებისთვის...არც ისე დიდი თავი გამომივიდა, შემდეგს უფრო დიდს დავდებ ...



№1  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მომწონს ველი ახალ თავს love

 


№2  offline წევრი bendeniani gogo

აუცილებლად გააგრძელე მომწონს ძალიან <3

 


№3 სტუმარი taflisfertvaleba

სჰემდეგ ტავს როდის დადებ? <3

 


№4 სტუმარი Eto

Am motxrobis shemdegi tavebi vegar vnaxe da agar agrdzelebt

 


№5 სტუმარი ტინკი

მალეედადერა შემდეგი როდის დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent