შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 12)


12-05-2015, 16:29
ავტორი schizophrenic
ნანახია 3 514

*** (ტაისია)
-მოკლედ, კაკი ჩამოდის. (ტაისია)
-რაა? ეგ კიდე არ შეგეშვა? (ანაბელი)
-როგორც ჩანს არა, ვუთხარი შემეშვითქო, არ მეშვება სხვა რა გავაკეთო, როგორ მოვიშორო უკვე აღარ ვიცი. (ტაისია)
-ფუი, ფულიანი მამიკოს ბიჭი, გონია მისი ფულებით და ჟეშტით ყველას მოიპოვებს, ხტპფუი, დედა ვატირე ასეთი ბიჭების.. (ემილი)
საუბრისას ერეკლე შემოვიდა ოთახში.
-აბა გოგოებო რა ხდება? ვინ არის ფულიანი მამიკოს ბიჭი? და ვინ გაწუხებთ? (ერეკლე)
-ესეიგი ეკე, ერთი დებილი ბიჭია, მამიკოს ფულებით გაჩითული, ნუ ხო აზრზე ხარ რა ტიპია, ძალით ბაბულიკა და ა.შ.. ხოდა ზაფხულის შემდეგ ტაისიას არ ასვენებს, ხან სუნამოებს გზავნის, ხან ყვავილებს, კაროჩე რაც ძვირიანია მამიკოს ფულებით ყიდულობს და უგზავნის, ჩვენ უკან ვაბრუნებთ, მერე კაი შეყვარებულივით უჭედავს, ეს უხსნის რომ არ უყვარს და შეეშვას, მაგრამ მისი მორცხვობის გამო ვერ შეაგნებინა. (ემილი)
-ხოო, ახლა კიდე შენ რომ გეუბნებით მაგისიც რცხვენია და ამოსცვივდა თვალები ჩემზე ჩუმი მუქარით. (ანაბელი)
-ანაბელ! ყველაფერ არ უნდა თქვა. (ტაისია)
-კაი, ჩამოვიდეს, მე და ტაისია ვნახავთ. (ერეკლე)
-რაა? (ტაისია)
-ხო მე და შენ ვნახავთ, წუწუნი არაა საჭირო. (ერეკლე)
-კარგი. (ტაისია)
*** (ერეკლე)
დღეს ვაჟკაც კაკის ველოდები, ხელები მექავება ისე მინდა ვცემო, ჯერ ხო მილიონერი მამიკოს ბაბულიკა ბიჭებს ვერ ვიტან, მერე კიდე ვინც ჩემ გოგოს ეჩალიჩება იმათ, ამიტომ ჩემი ბრაზი პიკს აღწევდა, უფრო ზუსტად რომ ავღწერო, ყველაფერს რამოდენიმე ნაწილად დავგლეჯ რაც ხელს შემიშლის იმ ახვარის დაბლენდერებაში.
ჩამოვიდა, მამიკოს ნაყიდი შავი პორშეთი, რაღაც ძვირადღირებული საჩუქრით, მანქანიდან გადმოვიდა, გინებით, მთას და სიცივეს აგინებდა, ბოლომდე შავი სამოსი, მაღალ ყელიანი სვიტერი, რაღაც ძვირადღირებული შარვალი ჩავარდნილი და კლასიკურ სპორტული ფეხსაცმელი, ძალით დაყენებული მზერით მოვიდა კართან და დააკაკუნა. კარი გავუღე, შემოვიპატიჟე, დავსვი, ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტანდი ეს სიჩქარე და სიფიცხით მოქმედება იყო, ამიტომაც ადამიანურად საუბარი გადავწყვიტე.
-აბა რამ შეგაწუხა? (ერეკლე)
-რავი ძმა, ტაისია მომენატრა, ჩემი ტასიკუნა ტოო... (კაკი)
-ჯერ ერთი შენი ძმა არ ვარ, მერე მეორე ტაისია ვისია ეგ უკვე მისი გადასაწყვეტია. (ერეკლე)
-ეგ დიდი ხანია გადაწყვეტილია, აჰა აჰა აჰა.. (კაკი)
-შეტევა გაქვს თუ რატო კვნესი? მე არ ვთვლი გადაწყვეტილად. (ერეკლე)
-აუ ტოო, შენ რა პონტში მეძაბები პროსტაა? (კაკი)
-მოდი ზედმეტს ნუ იწელები, თუ რამე გინდა თქვი, მოვგვარდეთ და ტაისიას არ გაეკარები, გასაგებია? (ერეკლე)
-ვინ ამიკრძალავს რო? (კაკი)
-მე. (ერეკლე)
-კაროჩეე, ეს გოგო მინდა მე და ვსო, ჩემი გახდება რადაც არ უნდა დამიჯდეს. (კაკი)
-მგონი სიახლე არ იცი, ეს გოგო არის ჩემი შეყვარებული და შენი ვერანაირად ვერ გახდება, ხოლო ერთი ცენტიც არ დაგიჯდება რადგან აქ გოგოებს არ ვყიდით, გირჩევ სტამბოლის ბაზრობაზე გაიარო, იქნებ იპოვო ვინმე.. (ერეკლე)
-რას ქვია ბიჯო შენი შეყვარებულია? (კაკი)
-ტაისია გადი ოთახიდან. (ერეკლე)
-რაა რატო? (ტაისია)
-კაი იყავი, ოღონდ არ გამომყვე.. (ერეკლე)
-კარგი. (ტაისია)
კაკისთან მივედი, ყელში ხელი მოვუჭირე და ოთახიდან გავათრიე, იქვე ცარიელი მანქანის სადგომი იყო და შევიყვანე..
-მომისნიმე ! ან ტაისიას შეეშვები და სამუდამოდ დაივიწყებ მის არსებობას, ან აქვე გაგაბრტყელებ! ისე რომ არც გამიჭირდება?
-აუ ნუ მემუქრები თუ ძმა ხარ რაა, კაცურად ვიჩხუბოთ.
მისი ყელიდან ხელები მოვაშორე, მაისური გადავიძრე და კუთხეში მივაგდე, გარეთ საშინელი ყინვა იყო, მაგრამ ჩემთვის მოხერხებული სიცივისგან გაყინული ხელებით ბრძოლა იყო. კაკიმ სახეში შეეცადა დარტყმა, მაგრამ გვერდით დგავიწიე და რკინის კედელს შეასკდა, ხელი ამოვუტრიალე და კედელზე ავაკარი, იქედან გამოსვლა სცადა, მეორე ხელი ურტყა მაგრამ თავი ვერ გაითავისუფლა, შემდეგ თმაში მოვკიდე ხელი და მთელი ძალით კედელს მივარტყმევინე, მისი სახიდან სისხლი მოდიოდა, იატაკზე სახის მხარით დაეცა და მოიკუნტა, დავიხარე და კიდევ ერთხელ ვწვდი თმაში იატაკზე სახე ვარტყმევინე, ბოლოს ძლივს ამოღერღა ‘გიჩივლებ’ო ამას ძალით ბაბულიკასგანაც არ ველოდი, ამიტომ უფრო გავმწარდი, ავდექი და ფეხები ვურტყი მუცელში, ბოლოს გაითიშა, აზრი აღარ ჰქონდა მის ცემასაც, რადგან უკვე გული ბოლომდე ვიჯერე. ჯიბეები მოვუქექე, მანქანის პულტი ავიღე მხარზე მოვიგდე მისი ფიტულად ქცეული სხეული, მისი მანქანის უკანა კარები გავაღე და შევაგდე, წინ მე დავჯექი, მანქანა ერთ- ერთ ყველაზე სახიფათო ადგილას მივიყვანე, წინ უდიდესი ‘ხრამი’ იყო, ამიტომ ერთი არასწორი მოძრაობა და ხრამში ამოყოფდა თავს, მანქანიდან გადმოვედი, წინ დავსვი, ღვედი გავუკეთე, მართვის პულტი გვერდითა სკამზე დავდე და წამოვედი, სახლში როდესაც მივედი ყველა კარს უყურებდა და მელოდებოდა.
-რა მოხდა? სად იყავი? (ტაისია)
-არაფერი ისეთი, გულთბილად გავაცილე მამიკოს ბიჭი. (ერეკლე)
-აუ ეკე ისეთი საოცრება ხარ ქალი, რო ვიყო მოგცემდი. (დამიანე)
-შენ კიდე ცოტნეს ეღადავები იუმორზე? (ერეკლე)
-ნუ ჰოო. (დამიანე)
-ერეკლე მადლობა. (ტაისია)
-ტაისია გავისეირნოთ კარგი? რაღაცაზე მინდა გესაუბრო.. (ერეკლე)
მე და ტაისია ქუჩასი გავედით, ცოტა ხანი წყნარად ვიარეთ, როდესაც სახლს საკმაო მანძილით მოვშორდით, საუბრის დაწყება გადაწყვიტე.
-მოკლედ რა მინდა გითხრა, არ მინდა რო ვიღაც ს**ი ბიჭები გაწუხებდნენ, ან საერთოდ ვინმე გაწუხებდეს, ამიტომ თუ რამე მინიმალური იქნება რაც არ მოგეწონება, მითხარი და მივხედავ. ამ ყველაფერს პროსტა არ ვაკეთებ მართალია, მაგრამ არც შენი გულის მოსანადირებლად. მართალია მომწონხარ, არა ოღონდ იმ ბიჭებივით რომლებიც ერთი დღისთვის კერავენ გოგოს, არამედ ისე რომ მინდა მთელი ჩემი ცხოვრება დავიკიდო, უბრალოდ შევცვალო და დარჩენილი სიცოცხლე შენთან ერთად გავატარო, ჩემთვის ეს იმაზე რთული სათქმელია ვიდრე შენ გგონია, 15 წლიდან ვცდილობ ვინმეს არ შევუყვარდე, ახლა 10 წლის შემდეგ კი საერთოდ საპირისპირო გადაწყვეტილებას ვიღებ და ამის შესახებ შენც გიტყდები, შეიძლება ჩემი არ გესმის მაგრამ მაინც მინდა გითხრა, მოკლედ ჩემთან შეიძლება დაიტანჯო, ჩემი ქუჩის ცხოვრების გამო, შეიძლება დაკარგო კურსელები და ა.შ... მოკლედ ყალბი ხალხი, მაგრამ პირად ურთიერთობაში ვეცდები ვიყო ისეთი როგორიც გინდა.
-მოიცა..
-რა ხდება?
-არ მინდა იყო ისეთი როგორიც მე მინდა, მინდა იყო ისეთი როგორიც ხარ. არც ჩემ გამო მინდა რამე შეცვალო, არც მე ვარ იდეალური და ვერც შენ იქნება, ზოგადად არავინ არის იდეალური.
-მართალია, მაგრამ მინდა ბედნიერი გაგხადო.
-...
აქ კი სიტყვები საჭიროებას აღარ წარმოადგენდა, ტაისიასგან იმაზე მეტი ვიგრძენი უსიტყვოდ ვიდრე ნებისმიერი სითბოს გამომხატველი სიტყვით შეიძლება მეგრძნო, გრძნობები ვეღარ მოვთოკე და ჩავეხუტე.. მთელი ძალით ჩავეხუტე, შევიგრძენი მისი სურნელი, ნაზი და სათუთი, ისეთივე როგორიც თვითონაა...
ახლა ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, 10 წლის შემდეგ გატეხილი ფიცის და მიუხედავად, შემიყვარდა და ამან გაამართლა, უპასუხო გრძნობა არ ყოფილა.. თუმცა მაინც ბევრი უნდა ვიბრძოლო მის დასამსახურებლად.
----
იმედია მოგწონთ.



№1  offline წევრი † mariami †

Kargi iyo momewona gagrdzele male dade da ufro didi tavi

 


№2  offline წევრი Khaleesi

ვაიმე დამიანეს კომენტარი მაგარი იყო wink
ყოჩაღ ავტორ გააგრძელე

 


№3  offline წევრი masu

Auuu dzaan magaria <3 male dade <3

 


№4  offline წევრი Winchester

კაიაა ძაან
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent