შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური აზროვნება 8


13-05-2015, 03:32
ავტორი Qeti.A
ნანახია 5 654

ანალიზების პასუხებს ჩასჩერებოდა, მაგრამ ტვინი იმაზე ნელა უმუშავებდა, ვიდრე მომავალ ოპერაციას სჭირდებოდა. ღრმად ჩაისუნთქა და სახეზე ხელები ჩამოისვა. ისე მოუნდა უკაცრიელ კუნძლზე ყოფნა, სადმე ხის ქვეშ მშვიდად...რეალური სიმშვიდით.
-დემეტრე, აქ ხარ, რა კარგია... ანუკი ძლივს სუნთქავდა, დევდარიანი გამოერკვა მწვანე ხის ჩრდილის წარმოდგენიდან და აწითლებული დის დანახვისას ფეხზე წამოხტა.
-ანუკი, რა მოგივიდა? დას ხელი მოჰკიდა და დივანზე დააჯინა.
-მე არაფერი, მეგობართან ვიყავით და...
-მოიცადე, გაჩერდი, ისუნთქე ცოტა ხანს, დემეტრემ წყალი ჩამოუსხა და ჭიქა მიაწოდა.
-და ბარბარეს ლიზიკომ დაურეკა, დაჩი და ნინა ავარიაში მოყვნენ, ერთ ამოსუნთქვაში ჩაილაპარაკა ანუკიმ.
-აქ არიან? თითქმის იყვირა დევდარიანმა და თან ოთახიდან გავარდა. ვერც შეამჩნია თანამშრომლების გაკვირვებული მზერა ისე მირბოდა ლიფტისკენ, როგორც ყოველთვის დაკავებული იყო. ლოდინის ყველაზე ნაკლებად შეეძლო ახლა, კიბეების კარი მთელი ძალით გამოგლიჯა, რაც შეეძლო სწრაფად ჩარბოდა, მაგრამ თითქოს დრო შენელდა და თანდათან უფრო და უფრო ბევრი კიბე რჩებოდა. როგორც იქნა დერეფანს მიაღწია და ირგვლივ მოათვალიერა, ყველა სახეს ცალ-ცალკე დააკვირდა, მაგრამ დადიანების კვალიც არსად ჩანდა.
-დემეტრე, ლიზიკო უცებ შეხტა ისე სწრაფად მოტრიალდა მისკენ.
-სად არიან? შეაკანკალა მის ჩაწითლებულ თვალებზე. ლიზიკომ ხელით ანიშნა და დემეტრეც პასუხს არ დალოდებია, ისე შევიდა საოპერაციო განყოფილებაში.
-გიორგი, თითქოს ხმა წარსულიდან ისმოდა, რაღაც ძალიან ძველ, მიძინებულ ემოციებს უღვიძებდა და ეს საშინლად არ მოსწონდა. -რა მოხდა?
-ავარია, დაჩის მანქანას ჯიპი შეასკდა, და გზის იქით ბინის კედელს შეანარცხა. გიორგი ჩუმად, ლაპარაკობდა ხმა თითქმის არ ჰქონდა, ან უბრალოდ ნატას ტირილში ისმოდა გიორგის ხმა ასე.
-როგორ არიან?
-დაჩი ოპერაციაზეა, ჩვენ რომ დაგვირეკეს და მოვედით შეყვანილი იყო. უკვე ოთხი საათია ვიცდით, ასე თქვეს თავის ტრამვა აქვსო, მეტი არაფერი ვიცით. დემეტრეს წამით თვალები დაუბნელდა, ხმის ამოღების ძალიან შეეშინდა.
-ნინა? ბოლოს ჩურჩულით ჰკითხა გიორგის და მომლოდინე, იმედიანი თვალებით მიაშტერდა.
-ნინა პალატაშია, ზედაპირული დაზიანებები აქვს და ექიმმა დამამშვიდებელი გაუკეთა ახლა ძინავს. ოდნავ გაეღიმა გიორგის და გაოცებული მიაშტერდა დევდარიანს ღრმად რომ ამოისუნთქა და სახეზე მოულოდნელმა სიხარულმა გადაურბინა.
-რომელ პალატაშია?
-იქეთ დერეფანში მეორე კარია, ხელით აჩვენა გიორგიმ და დემეტრეც უკან გაბრუნდა. დაუკაკუნებლად შეაღო კარი და ნიკას და ბარბარეს დანახვისას შეცბა, არავის არ ელოდა. საერთოდ არაფერი არ უთქვამს ისე მუახლოვდა საწოლს და ნინას დახედა. მარჯვენა ხელი გადახვეული ჰქონდა და სისხლის კვალი ოდნავ ეტყობოდა, დემეტრემ ყბები ერთმანეთს დააჭირა ნინას სახეზე ნაკაწრები რომ დაინახა. მაგრამ გოგონა თანაბრად სუნთქავდა, აშკარად მშვიდად ეძინა. ალბათ ცოტათი დაბნეული და დისორიენტირებული იქნებოდა გაღვიძებისას, მაგრამ კარგად იყო და არაფერი საფრთხე არ ემუქრებოდა. დემეტრემ საოცარი შვება იგრძნო და წამით ის საოცნებო, რეალური სიმშივდეც.
-დემეტრე, ისევ ეუცნაურა ნიკას ხმა, დაავიწყდა აქ რომ იყვნენ. უფრო კარის გაღების ხმამ გამოარკვია და ლიზიკო დაინახა.
-ძალიან ბევრი ხართ ოთახში, ნინამ უნდა დაისვენოს. ნიკა წარბშეკრული მიაშტერდა და თავი დაუქნია.
-რომ გაიღვიძებს ვინმემ უნდა უთხრას რაც მოხდა, შეეშინდება. ლიზიკო ქმარს გვერდიდან ჩაეხუტა.
-ჯერ არ გაიღვიძებს. ბარბარე კარგად ხარ? დემეტრეს არ მოეწონა გოგონას უცნაური მოძრაობები.
-თავი მტკივა უბრალოდ, ბარბარემ მუშტები შეკრა და მთელი სხეული დაძაბა. დემეტრე თვალს არ აშორებდა.
-მე დედას ვნახავ, გავიგებ რამე ახალი ხომ არაა დაჩიზე, ნიკა ფეხზე წამოდგა.
-ბარბი, წამოდი დედას წყალი მივუტანოთ თორემ ძალიან ნერვიულობს. ლიზიკომ ხელი მოხვია გოგონას და პალატიდან ისინიც გავიდნენ.
დემეტრე ისევ ნინას დააშტერდა. რაღაც ძალიან მძაფრი ემოცია რომ ეტყობოდა, ხელი სახეზე დაუსვა, ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც მისი ღიმილი ნახა და მიხვდა რომ ენატრებოდა თურმე. ნინა ბედნიერების წამალივით იყო, მის გვერდით არასდროს მოიწყენდი, სევდიანად გაიღიმა დემეტრემ მათი ბოლო შეხვედრა რომ გაახსენდა. როგორი გაბრაზებული იყო ყველაფერზე, დემეტრემ მაშინ იფიქრა, რომ მისი ახლობლებისთვის ძალიან რთული იქნებოდა ნინას იმედების გამართლება. მას თუ ასე უჭირს პატიება... ნერწყვი მძიმედ გადაუშვა კისერში დემეტრემ და გოგონას შუბლზე აკოცა. ღმერთმა იცის უკვე მერამდენედ უშვებდა თავისი ცხოვრებიდან სამუდამოდ. უცნაურად ბრუნდებოდა ნინა ისევ და ისევ. თითებით ტუჩებზე მოეფერა და მისი გემო გაახსენდა. ახლა მართლა აღარ ჰყოფნიდა ჰაერი დევდარიანს. მაშინ კი უთხრა ნინას არ იფიქრო რომ არაფერს ნიშნავსო, მაგრამ თვითონაც არ იცოდა ზუსტად რას ნიშნავდა. მაგრამ ემოცია ახსოვს კარგად, მიზეზიც ის იყო ასე სწრაფად წასვლის რომ ზედმეტად ბევრი იყო მაშინ ის საშიში ემოცია. ნინასთან ერთად სულ ზედმეტი იყო. არასდროს გამოსულა წყობილებიდან, მაგრამ შეშინებული ნინას უკან მთვრალი ცოტნე რომ დაინახა მაშინ საკუთარი სახელიც დაივიწყა.
-სულ შარში როგორ ეხვევი, ჰა? ცხვირზე თითი გაკრა დემეტრემ და ნინას ტუჩების ცმაცუნზე გაეცინა, მიხვდა, რომ მალე გაიღვიძებდა. გოგონა გადმოტრიალდა და დემეტრემ მთელს სხეულში ჟრუანტელი იგრძნო მძნარე ნინამ რომ მისი ხელი ჩაიხუტა. თვითონაც შემოაჭდო თითები და ლოყაზე ძალიან ფრთხილად აკოცა.
დაახლოებით ნახევარ საათში ისევ გადაბრუნდა ნინა და დემეტრეს მარტო ხელზე კი არა მთელს სხეულზე შესცივდა. მაგრამ ამ გრძნობის გააზრების საშუალება აღარ მიეცა, ნინა დაბნეული მიშტერებოდა ლამაზი მწვანე თვალებით.
-დაჩი? სუნთქვაც შეწყვიტა ნინამ და ოდნავ წამოიწია საწოლზე.
-საოპერაციოშია...
-რა მოუვიდა?
-თავზე აქვს ტრამვა როგორც მამაშენმა თქვა, ნინა, უნდა დაწვე ცოტა ხნით, დემეტრემ მხრებზე თითები მოუჭრა გოგონამ წამოდგომა რომ დააპირა.
-გამიშვი ხელი...
-ნინა, რა დროს ეგაა, უცებ ხმას აუწია დემეტრემ, ახლაც ზედმეტი იყო ემოცია.
-დემეტრე, გამიშვი, მხარი მტკივა. თავით მიანიშნა ნინამ მარჯვნივ და დემეტრემ თითები გახსნა. უკითხავად გადაუწია მარჯვენა მხარეს საავადმყოფოს ტანსაცმელი და თეთრ კანზე სილურჯე თვითონაც ეტკინა.
-მაპატიე, არ ვიცოდი, ეს...ძალიან გტკივა?
-ხელს თუ არ მომიჭერ არა, ნინა შიგ თვალებში უყურებდა და დემეტრე მიხვდა რომ გოგონა ძალიან ახლოს იყო, მარცხენა მხარზე ჯერ კიდევ უჭერდა თითებს.
-წამიყვანე რა ჩემებთან, ნინას თვალები ისევ ითხოვდნენ. დემეტრე ვერ მიხვდა რატომ გაუხარდა ასე ძალიან. თავი დაუქნია და მისი ტანსაცმელი ამოიღო უჯრიდან.
-გარეთ ვიქნები და მიგიყვან, ოდნავ გაუღიმა დევდარიანმა.
-დიდი მადლობა, ნინამ ღიმილის გარეშე დაუქნია თავი. დემეტრე ვერ მიხვდა რატომ გამოიწვია ამ მადლობამ ასეთი დისკომფორტი. ზოგადად არ მოსწონდა მადლობებს და ბოდიშებს რომ იღებდა, მაგრამ... ნინა ასეთი წვრილმანისთვის არ იტყოდა მადლობას ისინი რომ უფრო ახლობლები ყოფილიყვნენ. საოცარია, დემეტრეს აღარ უნდოდა სამუდამოდ დამშვიდობება. ნინას სიმშვიდე მოჰქონდა...
^^^
ყველა მნიშვნელოვანი საქმე ალექსანდრეს გადააბარა და დადიანებთან ერთად დაელოდა დაჩის ოპერაციის დასრულებას. დემეტრე თვალს არ აშორებდა ნინას. ეგონა მისი მშობლების ნახვისას მაგრად ჩაეხუტებოდა დედას და მასთან ერთად გულს მოიოხებდა. მაგრამ აგერ უკვე ერთი საათი იყო გასული, რაც ნინა თითქმის გაუნძრევლად იჯდა და თეთრ კარს წამით არ აშორებდა მზერას. ერთადერთი, რაც გოგონამ გააკეთა ის იყო რომ თავისიანები დაარწმუნა არაფერი სტკიოდა, მაგრამ დემეტრე კარგად ხედავდა როგორ ფრთხილობდა მარჯვენა ხელი არაფერზე მოეკიდა. აშკარად აწუხებდა მხრის ტკივილი და დარწმუნებული იყო, რომ ჭრილობაც ეტკინებოდა, რადგან ტკივილგამაყუჩებელი ამდენ ხანს არ იმოქმედებდა. უცებ ისე გაბრაზდა ნინაზე ასე რომ იქცეოდა, რა საჭირო იყო ყველა ემოციის შეკავება. განა მის ოჯახს ენდომებოდა თუნდაც პატარა დისკომფორტი ეგრძნო ნინას?! მარიამი ალბათ ტირილით მოკვდებოდა ახლა საოპერაციოში რომ დემეტრე ყოფილიყო, ისე როგორც ტიროდნენ ლიზიკო და ბარბარე, მაგრამ ნინას სულ ოდნავ ჰქონდა თვალები ჩაწითლებული და ისიც ცრემლის გარეშე. დემეტრეს გაახსენდა, რომ არასდროს ენახა მისი ტირილი. არც მაშინ ლამის პანიკაში რომ ჩავარდა ცოტნეს გამო, ნინა არასდროს ტიროდა. ბრაზი თითქოს ყელში მოაწვა დემეტრეს და სუნთქვა გაუჭირდა. თვალი გააყოლა როგორ წამოდგა გოგონა ფეხზე და დისორიენტირებული ადგილზევე დაეხეთქა. მარჯვენა ხელი სკამის სახელურს გაუაზრებლად მოუჭირა და ტკივილისგან თვალები მაგრად დახუჭა, წამით სუნთქვაც შეწყვიტა, მერე კი ღრმად ამოისუნთქა და ისევ თეთრ კარს გაუსწორა მზერა. დემეტრემ თავი გადააქნია და მისკენ დაიძრა.
-გამომყევი, მარცხენაზე ხელი მაგრად ჩაჰკიდა და დერეფნიდან სწრაფი ნაბიჯით გაიყვანა.
-მოიცადე, იქ უნდა ვიყო, დემეტრე.
-შენ ახლა უნდა იწვე და გეძინოს, გამაყუჩებელს გაგიკეთებ.
-არ მინდა დაძინება, ნინამ წარბები შეკრა და ლიფტში შესვლაზე უარი თქვა.
-არ დაგეძინება, უბრალოდ მხარი აღარ გეტკინება. დემეტრემ თავი დაუქნია და კაბინეტისკენ უბიძგა.
-შენ უნდა გამიკეთო? ნინამ დემეტრეს სამუშაო მაგიდა შეათვალიერა. ღიმილი ვერ დამალა დევდარიანმა და გოგონას წარბაწეულმა გამოხედა.
-ვენაში უნდა გაგიკეთო, დაჯექი.
-ნინა, თავბრუ ხომ არ გეხვევა? ბამბა დაადო ნანემსარს და ხელი მოაკეცინა.
-კი, ცოტათი.
-დღეს რამე ჭამე?
-დილით ბლინები, ვაიმე ბლინები... ნია... არ იცის და უნდა ვუთხრათ უკვე თითქმის ღამეა და ინერვიულებს ძალიან. ნინა ფეხზე წამოხტა, მაგრამ კარამდე ვერ მიაღწია ისე მოეკვეთა მუხლები.
-ღმერთო, ვინ ხარ შენ, დამშვიდდი ორი წამით, დემეტრემ ხელი ჩაავლო და დივანზე ძალით დააჯინა.
-ნიამ არაფერი იცის, ის და დაჩი... ჩემი მობილური მინდა, ნომერი იქ მაქვს...
-ათი წუთი მანდ იჯექი გაუნძრევლად და ჩემი ხელით წაგიყვან მერე. და აგერ ეს ჭამე, დემეტრემ შოკოლადი გაუწოდა ნინას.
-არ მინდა, მადლობა.
-თუ არ გინდა ყოველ მეორე წამოდგომაზე გული მიგდიოდეს რამე უნდა ჭამო, სუსტად ხარ და ძლიერი დამამშვიდებლები გქონდა გაკეთებული. ჭამე! ნინამ თვალები აატრიალა დემეტრეს სიმკაცრეზე და შოკოლადი გახსნა.
^^^
დარეკვა გადაიფიქრა, შეეშინდა ნიას აქ მოსვლამდე რამე არ დამართნოდა გზაში და დაჩის მეგობარი გაუშვა სათქმელად. დემეტრე მხოლოდ კი არ უთვალთვალებდა უკანაც დაყვებოდა უკვე. მერე კი უცებ ერთ ადგილას გაშეშდა ის კარი რომ გაიღო და ექიმი გარეთ გამოვიდა. ნინასთან ერთად დემეტრესაც შეეკრა სუნთქვა. დაჩი კომაში იყო. ექიმები ამბობდნენ უნდა დაველოდოთო, მეტს არაფერს. ნინას ამოსუნთქვა დაავიწყდა და დემეტრეს ყურადღება მთელს დერეფანში ერთადერთმა მოძრავმა სხეულმა მიიპყრო, თვალები გაუფართოვდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ბარბარესკენ.
-ბარბარე! ხმამაღლა შესძახა გოგონას და მის გაფითრებულ სახეს დააკვირდა უაზრო თვალებით რომ უმზერდა. ანუკის მისი ხელი გამოგლიჯა და სკამზე დააჯინა. გოგონას ტუჩები სულ გალურჯებული ჰქონდა. მხარზე დაწოლა იგრძნო და დაინახა ნინა მისი დახმარებით როგორ დაიხარა ბარბის წინ. მაგრად ჩაჰკიდა მხრებში ხელი და მთელი ძალით შეანჯღრია, დემეტრე უკვე შენელებული კადრივით აღიქვამდა მის ქმედებებს. ნინამ, როცა დარწმუნდა ბარბარე უკვე აღიქვამდა, მაგრად ჩაიხუტა და თან შეკრული მუშტები ნელ-ნელა გააშლევინა.
-დედი, ბარბარე, დამშვიდდი , ჩემო პატარა, ნახე რა კარგად იქნება დაჩი, სულ მალე ისევ მოგიშლის ნერვებს... ნატამ გოგონას, რომელიც უკვე ხმით ტიროდა ნაზად მოეფერა. ნინა ნელ-ნელა წამოდგა ფეხზე და მოპირდაპირე კედელს მიეყრდნო. დემეტრე უკვე აზარტული ინტერესით მიშტერებოდა გოგონას თუ რას მოიმოქმედებდა ამის შემდეგ. თავიდან ვერ მიხვდა რატომ შეეცვალა სახე, მაგრამ მერე თვითონაც დაინახა სუსტი მოკანკალე სხეული დერეფანში სუნთქვაჩქარებული რომ მორბოდა ნინასკენ.
-ნია... ოპერაცია გაუკეთეს და ახლა... ახლა კომაშია, მაგრამ აუცილებლად კარგად იქნება. აი, ნახავ, ნინამ წარბები შეკრა და ისე ჩააშტერდა თვალებში.
-ჩვენ...ჩვენ...დღეს... ნია ტირილს ვერ იკავებდა
-ვიცი, ნიაკო...მართლა კარგად იქნება დაჩი, დემეტრემ მხოლოდ ახლა შეამჩნია როგორ უცახცახებდა მთელი სხეული ნინას. -ნიკა, ეს ნიაა, დაჩის ნია, სულ ოდნავ გაიღიმა და დემეტრეს გულმა ორმაგად დაარტყა ისეთი სხვანაირი იყო ნინას ღიმილი. მხოლოდ ნინას აღიქვამდა და მხოლოდ მის მიმიკებს აშტერდებოდა. უნდოდა გამოეცნო როგორ შეეძლო ახლა ვინმეს დამშვიდება. მართლა უნდოდა გაეგო როგორ ახერხებდა ნინა რომ მასზე საერთოდ არავინ ნერვიულობდა. თავი გადააქნია, მიხვდა ახლა არ იყო კვლევების დრო, რაღაც უნდა გაეკეთებინა.
-ნიკა, ბარბარეს აქ დატოვება ძალიან საშიშია, ეს შეტევის წინაპირობა იყო და ახლა კარგი იქნება თუ დაიძინებს. ნიკამ მძიმედ დააქნია თავი და დას გადახედა.
-წაიყვან სახლში? ნინას თვალებით შეევედრა.
-კი, ნიას მიხედე ოღონდ, ჯერ არ წავა და მერე საბა გააყოლე ან ლაშა. აქ არ დატოვო.
-ჰო, რა თქმა უნდა, ვინმეს ვეტყვი მანქანით წაგივანოთ.
-ნიკა, მე წავიყვან, შეტევის საფრთხეს ჯერ კიდევ არ გადაუვლია და მივხედავ.
-დემეტრე...
-არ გინდა მადლობები ახლა. ნინა, საჭირო ნივთებს ავიღებ და ახლავე მოვალ, გარეთ დამელოდეთ. ნიკას თავი დაუქნია და დერეფნის ბოლოსკენ წავიდა.
^^^
ბარბარე შედარებით მშვიდი ჩანდა, მაგრამ დემეტრე დარწმუნებული იყო, რომ ნერვული შეტევის ზღვარზე იყო გოგონა. ნინას მხარზე ედო ბეჭი და ფანჯრიდან უაზროდ იყურებოდა. დემეტრეს უნდოდა ხელში აეყვანა ბარბარე, მაგრამ გოგონამ მის შეხებაზე უარი თქვა და ნინამაც თავი გადააქნია. დევდარიანი საერთოდ ვეღარ უყრიდა აზრებს თავს. თავის წამლების ყუთს ხელი მოჰკიდა და მანქანა ჩაკეტა. სახლში რომ შევიდა ვერავინ დაინახა, ალბათ ნინამ უკვე დასაძნებლად წაიყვანა ბარბარე. დივანზე ჩამოჯდა და სახლის სიჩუმეს ყური დაუგდო. არ უხდებოდა ამ გარემოს სიმშვიდე...
-დაეძინა, ნინა მის გვერდით ჩამოჯდა და ოდნავ გაუღიმა. დემეტრეს თვალი არ მოუშორებია მისი სახისთვის.
-ხშირად ემართება?
-უკვე თითქმის ერთი წელია არ ჰქონია, ნინამ სახეზე ხელი ჩამოისვა და დემეტრეს თვალი აარიდა.
-რატომ დაეწყო?
-ბავშვობაში ძლიერი სტრესი გადაიტანა და მას მერე.
-ძლიერი სტრესი? ნიკას და დაჩის ხელში? დემეტრე კიდევ უფრო გაკვირვებული იყო.
-ყველაფერი ხდება, დემეტრე, ნინამ ისე ამოხედა რომ ხელები არ მოუშორებინა სახიდან.
-ამჯერად რა მოხდა?
- გულახდილობანას თამაშისთვის ყველაზე შეუფერებელი დრო შეარჩიე, როგორც ყოველთვის.
-შენ გგონია მაგისთვის შესაფერისი დროის შერჩევა შეიძლება?
-შესაფერისი ადამიანის შერჩევა შეიძლება, დემეტრეს სახეზე გამოეხატა უკმაყოფილება და შეუძლებელი იყო ნინას ეს არ შეემჩნია, რაღაც უცნაური, ძალიან უცნაური კმაყოფილება იგრძნო და ჰო... გაუხარდა კიდეც.
-მაგალითად?
-მაგალითად, რომელიც ყოველ მეორე შეხვედრის დროს შენთან ურთიერთობაზე უარს არ ამბობს. ნინა საოცრად მშვიდად ლაპარაკობდა. -სხვათაშორის ახლა გიწევს, მაგრამ ამისთვის ზედმეტად კარგი ექიმი ხარ, გოგონას გაეცინა დემეტრეს დაძაბულ სახეზე. დევდარიანი ვერ მიხვდა რა უნდა ეთქვა, რაც უნდოდა იმის თქმას არ აპირებდა. ნინამ ყველაფერი ისე ამოატრიალა თავისებურად რომ არაფერი დაუტოვა საპასუხოდ. დემეტრესაც გაეღიმა.
-ისეთი ლამაზი ხარ საჭირო არაა ჭკვიანიც იყო, მაგრამ ხარ, დემეტრეს ამშვიდებდა ნინას უშფოთველი, ყოველგვარი საყვედურის გარეშე გამოხედვა.
-გავიგებ, როგორც მომდევნო წარმატებულ ხუმრობას და შენზე წარმოდეგნა არ შემეცვლება, ისევ ღიმილით ჩაილაპარაკა გოგონამ.
-ეს რა მესმის, ნუთუ ჩემზე კარგი წარმოდგენა გაქვს?
-გიკვირს ხო? კეთილი გული მაქვს უბრალოდ, ისევ გაეცინა ნინას -და ძალიან კარგი ექიმი ხარ.
-ნინა დადიანი ადამიანებს პროფესიის მიხედვით აფასებს.
-კარგ ექიმად ყოფნას მარტო კარგი პროფესიონალიზმი არ ჰყოფნის, შენ მოგწონს, როცა ადამიანებს ეხმარები და ეს ვიგულისხმე. დემეტრე გაღიმებული დარჩა. ნინას ის საღამო გაახსენდა ძალიან რომ მოუნდა დემეტრე ჩახუტებოდა და ახლა თითქოს თვალებით ეალერსებოდა გოგონას.
მერე ყვირილის ხმა გაიგონა და ყველა სასიამოვნო ემოცია დაიკარგა სხეულიდან. დემეტრემ წამლებიან ჩანთას ხელი დასტაცა და უფრო სწრაფად აირბინა კიბეები. ბარბარე ძილში ყვიროდა, ხელებს და ფეხებს უაზროდ იქნევდა და გაურკვევლად ლაპარაკობდა. ნინა საწოლს ვერ მიუახლოვდა, ერთ ადგილას გაჩერდა და დემეტრეს მოძრაობებს თვალს ადევნებდა. დაძაბული მზერა რომ იგრძნო უკან მიიხედა და გოგონას შოკირებული სახის დანახვისას ჩანთას ხელი უშვა, მარცხენა მკლავში ხელი მოკიდა და კარებისკენ წაიყვანა.
-აქ დამელოდე, დადიანს წამით მოეჩვენა რომ დემეტრეს თბილი ხმა ჰქონდა, მაგრამ ისე გაქრა მისი გაანალიზება ვერ მოასწრო.
წინასწარ გამზადებული დამამშვიდებელი სწრაფად გაუკეთა ბარბარეს და სანამ გოგონას სუნთქვა მწყობრში არ ჩადგა მანამდე მის საწოლზე იჯდა. როცა მიხვდა, რომ საფრთხემ საბოლოოდ ჩაიარა თავისი ნივთები მოაგროვა და ოთახიდან გავიდა. ზუსტად ისე იდგა ნინა, როგორც დატოვა. ძალიან დაღლილი თვალები ჰქონდა და თითქოს ირგვლივ სივრცეს ვერ აღიქვამდა, დემეტრე ამან უფრო შეაშინა, ვიდრე რამდენიმე წუთის წინანდელმა ბარბარეს ისტერიკამ. ვერ მოასრწო რამე ეთქვა, გოგონა თოთქოს წამში დაუბრუნდა დედამიწას, ორივე ხელი პირზე აიფარა და გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა.
-ნინა, ინსტინქტურად დაიძახა დემეტრემ და ფედაფეხ მიყვა უკან. სააბაზანოში შევიდა და კარი ცხვრიწინ მიუკეტა დემეტრეს.
-ჯანდაბა, ნინა, ექიმი ვარ, გააღე კარი, ხელი მაგრად მიარტყა და დაიყვირა, -ნუ ხარ თავნება, გამიღე, დახმარება გჭირდება. ბოლოს მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა და სააბაზანოს კართან ჩაჯდა, რამდენიმე წუთში ნინაც გამოვიდა და გვერდით მიუჯდა. დემეტრე დააკვირდა და მიხვდა კარგად იყო, ამიტომ არაფერი უკითხავს.
-ჩემი ბავშვობის პირველი მოგონება დაჩის ეხება. უფრო სწორად მთლიანად დაჩიზეა, დედას გურიაში აქვს სოფელი და იქ ხშირად დავდიოდით ხოლმე. მაშინ ბარბარე ძალიან პატრა იყო, მე ხუთი წლის ვიყავი და დაჩი შვიდის. ავიტეხეთ მამას უნდა წავყვეთ შეშის მოსატანად ტყეშითქო და უარს არასდროს გვეუბნებონენ მშობლები, ნინას გაეცინა, დემეტრემ სუნთქვაც კი შეწყვიტა და ისე უსმენდა. -ლამაზი პეპელა იყო, რაღაცნაირი ლურჯი თეთრი ხაზებით და ვერაფრით მივედი ახლოს რომ შემეთვალიერებინა. დაჩიმ მე დაგიჭერო და გაეკიდა, ისეთ აზარტში შევიდა ვერაფერი შეამჩნია ირგვლივ და დაღმართზე დაგორდა. მაშინ ხელი პირველად მოიტეხა, იცი რამდენი იტირა... თბილისამდე მთელი გზა ტიროდა. მერე საავადმყოფოში ხელი რომ გადაუხვიეს და სახლში მოიყვანეს მითხრა: „ხელი რომ მომირჩება ფრენას ვისწავლი და ისე დაგიჭერ მაგ პეპელასო“. ნინამ მოგონებას ისევ გაუღიმა და როგორც იქნა დემეტრეს გამოხედა, -დაჩისნაირებმა ფრენა იციან, მაგრამ ახლა ვერ დაფრინავს, ყოველი დღე დაკარგულია, როცა გონზე არაა, დაკარგულია იმიტომ, რომ ვერ დაფრინავს. დემეტრეს მთელი გულით მოუნდა, რომ ნინას ეტირა... იქნებ ცრემლებს ტკივილს ნაწილი მაინც წამოეღოთ თან, მაგრამ ნინა ჯიუტად არ აძლევდა თავს ამის უფლებას. -კარგია, რომ წამოგვყევი, დემეტრე, მადლობა, მაგრამ დახმარება არ მჭირდება. ნინამ თავი მიადო სააბაზანოს კარს და დევდარიანს სასიამოვნო ემოციები ისევ გაუქრა სხეულიდან. როგორ შეეძლო ასე ოქროს შუალედით სიარული ამ გოგოს, არც წინ და არც უკან. თითქოს წამით ისეთს გააკეთებდა, რომ მის სულს ფარდას ახდიდა და მერე ისევ ჩაიკეტებოდა მადლობებით, ზრდილობიანი ღიმილებით, მხიარული ხუმრობებით, გონებამახვილური ირონიით ან რაიმე ახალს მოიფიქრებდა და ისევ დაგაბნევდა. თითქოს გადაწყვეტილების მიღების საშუალებას სხვას უტოვებდა, არანაირ მინიშნებას არ გაძლევდა და მისი ყოველი ქმედებები ერთმანეთს აბათილებდნენ. უდავოდ ძლიერი იყო ნინას ხასიათი, მაგრამ როდემდე? რაღაცით ხომ უნდა გაძლიერდეს ადამიანი, დემეტრე ვერ მიხვდა ნინასთვის ეს რაღაც რა იყო.
შესაფერის ადამიანებთან გულახდილები არიან, შესაფერის ადამიანებს პატიობენ და შესაფერის ადამიანებთან ჩუმად ყოფნა დისკომფორტს არ ქმნის, შესაფერისი ადამიანები ძალიან უცნაურად შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში და აღარ მიდიან, მხოლოდ ბრუნდებიან ისევ და ისევ, შესაფერის ადამიანებს სიმშვიდე მოაქვთ და შესაფერის ადამიანებს უყვარდებათ, მაგრამ შესაფერისი ადამიანები ერთმანეთს არასდროს ემადლიერებიან...



№1  offline წევრი ნაცნობი

თამამად შემიძლია გითხრა, რომ შენზე ძლიერი მე აქ არავინ შემხვედრია ... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ისტორიას ვკითხულობ და ბვერი მომწონს. შენ ხარ ჩემი ფავორიტი და ისე ველოდე, ვერც კი წარმოიდგენ! <3

 


№2  offline წევრი Mkitxveli

ძალიან ნიჭიერი ხარ და შენნაირები აქ ცოტა მინახავს.

 


№3  offline წევრი Elensio

amat da-dzmobaze vgijdebi !!!!!

 


№4  offline წევრი ფორთოხალი

ქეთი,მე ვერასდროს ვიპოვი სიტყვებს, რომ შენ შეგაფასო. ასეთი ნამდვილი არაფერი წამიკითხავს.

 


№5  offline წევრი Winchester

ძალიან მაგარი ხარ შენც და შენი ისტორიაც<3 ძალიან შემიყვარდა ეს მოთხრობა და ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად <3<3:*:*
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent