შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღლა მთაში, ანგელოზი დავინახე!(6)


13-05-2015, 14:26
ავტორი Tay194
ნანახია 4 666

უაზროდ ზის თავის კაბინეტში და ფანჯარაში იყურება.ფიქრობს გუგა,მაგრამ რაზე თვითონაც არ იცის.წარბაწეული გადასცქერის თავის სამფლობელოს და როცა იაზრებს რისი პატრონია კმაყოფილს ეღიმება და თითქოს საკუთარ თავს იდეალს უტოლებს.ერთი შეხედვით კმაყოფილია თავისი ცხოვრებით,მაგრამ რაღაც მაინც არ არის ისე როგორც უნდა.იქნებ ფულზე ძვირფასი რამ უნდა?!იქნებ რაღაც მარადიულს ეძებს რაც ბედნიერს და უფრო ნათელს გახდის მის ცხოვრებას.ნუთუ ნამდვილი გრძნობა აკლია მას?!ჰომ აკლია,ნამდვილად აკლია აი ის გრძნობა თავს,რომ გაკარგვინებს და სიამოვნების უფსკრულში გაგდებს.სადღაც შორს,ახალ სამყაროს გიქმინს და ფერად,ბედნიერ დღეებს გიხატავს.თითქოს ახალ სამფლობელოს იძენ,რომელიც გინდა დაიცვა და სხვებს მოაშორო.ნუთუ შეიძლება ასეთი სამყარო გუგას დღევანდელს შევადაროთ?!მაინც რა არის გუგას სამყაროში გადასარევი?!არაფერი,გარდა ფულისა.ამ სამყაროში ვერ გრძნობს ბედნიერებას და აი იმ უსაზღვრო სიყვარულს, რომლის პატრონიც მზად არის მწვერვალები დაიპყროს და ნებისმიერი სიგიჟე ჩაიდინოს.შეიძლება გუგას ფული აქვს, მაგრამ მას არ აქვს მთავარი საგანძური.არ აქვს გრძნობა, რომელიც მარადიულია და რომლის გარეშეც ცხოვრებაც უინტერესო და უუნაროა.იქნებ დადგეს დრო როცა მიხვდეს ეს ბიჭი,რომ სიყვარული მასთან ახლოსაა. უბრალოდ უნდა მოწყდეს თავის ბნელ სამყაროს, თვალები გაახილოს და მისცეს თავს უფლება გააღოს თავისი გულის კარი, რადგან სიყვარული გაბატონდეს და აღარსდროს მოშორდეს მას.მალევე მოაშორა მზერა ფანჯარას და კართან აყუდებულ მდივანს გახედა
_კიდევ დიდხანს უნდა იდგე?!(გუგა)
_მაპატიეთ ბატონო გუგა არ მინდოდა ხელი შემეშალა.მოროდებით თქვა მდივანმა და ყელში გაჩხერილი მძიმე ბურთი ძლივს მოიშორა
_რამ შეგაწუხა?!10 წუთის წინ აქ არ იყავი?!გუგამ მობეზრებულმა გახედა
_ამ საბუთზე გაქვთ ხელი მოსაწერი.მალევე გაუწოდა ფურცლები გუგას და ერთ ადგილზე გაშეშდა.გუგამაც მალევე მოაწერა და კარში გასულ მდივანს მიაძახა
_მოიცა რაღაც მინდა გთხოვო?!(გუგა)
_გისმენთ ბატონო გუგა?მდივანმა გაკვირვებულმა გახედა მამაკაცს
_ჩემი ცოლი მინდა მაღაზიაში წაიყვანო და საღამოსთვის გამოაწყო!ახალგაზრდა გოგო ხარ და გემოვნებიანიც,ამოტომ გაბარებ შენ!საქმე იმაშია, რომ ჩემმა მეუღლემ თბილიში არ იცის კარგად მაღაზიები და შენ განდობ!(გუგა)
_იცით დიდი სიამოვნებით, მაგრამ როდის უნდა გავყვე?!მდივანს ძალიან გაუხარდა, მაგრამ გაახსენდა რომ ბევრი საქმე ქონდა და შეიძლება ვერ წასულიყო
_ხვალ დილით რა იყო?!(გუგა)
_დიდი სიამოვნებით გავყვებოდი,მაგრამ ბატონო გუგა,ხვალ უამრავი საქმე მაქვს.გოგონამ დაღონებულმა ჩაილაპარაკა.არა მართლა ძალიან სურდა გუგას ცოლი გაეცნო
_დაივიწყე საქმე!სხვას ვეტყვი და შეგცვლის!გუგამ მშვიდად მიუგო
_გმადლობთ!მდივანმა გახარებულმა წარმოთქვა
_რას ამბობ მადლობა შენ!გუგამ გოგონას გაუღიმა და ისიც გახარებული გავიდა ოთახიდან. მალევე მორჩა საქმეს ოფისი დატოვა და სახლში წავიდა.ისე კი მოენატრა თავისი სახლი. ცალკე, მშვიდად იყო,ახლა კი მშობლების დაჟინებული თხოვნით იმ გოგოსთან ერთად უნდა იცხოვროს.არა ისე ლამაზი გოგოა,თან საშინლად მიმზიდველი.ტუჩის კუთხე ჩატეხა, გაიცინა და ოთახის კარი შეაღო.დაინახა დივანზე როგორ ტკბილად ეძინა ელენას.წითელი სქელი ტუჩები წინ წამოეწია,თმა ნახევრად გადმოეყარა სახეზე და მშვიდად სუნთქავდა.რატომღაც ძალიან მოუნდა მისი ტუჩების დაგემოვნება, მაგრამ თავი შეიკავა.ახლოს მივიდა,მის წინ ჩაიმუხლა და ინტერესით დაიწყო გოგონას სახის ყველა ნაქვთის შესწავლა.რა ლამაზი ხარ, მაგრამ ბავშვი!პატარა ანგელოზი!ხმადაბლა წარმოთქვა ეს სიტყვები და წამში ინანა დღევანდელი ინციდენტი ელენასთან, მაგრამ როცა გაახსენდა გოგოს აქ ყოფნის მიზეზი, მალევე დაუსერიოზულდა სახე,ისევ ზიზღმა შეიპყრო და სწრაფად გადაფარა ყველა სასიამივნო გრძნობა ამ უმწეო არსებისადმი. ყველაზე მეტად ის აღიზიანენდა გუგას, რომ ერთი შეხედვით ელენა სულ სხვანაირი ჩანდა, მაგრამ მეორემ მხრივ მასში საშინელი, უმდაბლესი ადამიანი იმალებოდა.აღარ გააღვიძა, ხელში აიყვანა და დააწვინა.თვითონაც მის გვერდით დაწვა და მაშინვე დახუჭა თვალები, რათა უხამსი ფიქრები გაექრო.



*****************

დილით მზისსხივებმა გაანათეს მთელი ოთახი.სასიამოვნო დილა იყო.ელენამ მაშინვე ჭყიტა თავისი დიდრონი ზღვისფერი თვალებით და ოთახი დაზვერა.მაინც როგორი მდიდრული ოთახი აქვს, ისეთი ის და ანა თოჯინების თამაშის დროს,რომ ოცნებობდნენ და ლამაზ ოცნებად ხატავდნენ.ახალი ლამაზი ავეჯი, რომელისაც უნდა დაჯდე და მხოლოდ უყურო. მარტო ელენასი რომ იყოს ხელს არც მოკიდებდა, რომ არ დაზიანებულიყო,მაგრამ ამ ოჯახისთვის ეს არაფერს წარმოადგენს.თავის ფიქრებზე ისევ თვითონ გაეცინა და როცა თავის გვერდით მწოლიარე მამაკაცი დაინახა, ღიმილი შეეყინა სახეზე,რაღაც არასასიამოვნო გრძნობამ დაისადგურა ელენაში.უცებ გაშეშდა, ფუმფულა საბანი უფრო აიფარა მთელს სხეულზე და ოსტატურად დაიწყო გუგას ნაქვთების შესწავალა.საშუალო ზომის ცხვირი, მადისაღმრძვრელი ტუჩები და სახის მკაცრი ნაქვთები, რომლებიც ადამიანს თავს აკარგვინებს.ელენამ თავი გააქნია თითქოს უნდოდა ეს ფოქრები სწრაფად გაეფანტა და მოეშორებინა, მაგრამ მაინც არ ამოსდიოდა თავიდან ის აზრი,რომ გუგა ძალიან სიმპატიური მამაკაცი იყო.გუგას სხეულის შეთვალიერებით იყო დაკავებული როცა მამაკაცმა თვალები გაახილა და ელენას დანახვისას თუჩის კუთხე ჩატეხა.არა მაინც რა ლამაზია ეს გოგო, დილითაც კი ახალ გამოღვიძებულზე უფრო გემრიელად გამოიყურება.ყელში გაჩხერილი ბურთი სწრაფად გადააგორა და გოგოს მიაშტერდა
_თუ ასე ძალიან გინდა ჩემი ყურება შეგიძლია ახლოს მოხვიდე!გუგამ ვნებიანად აათვალიერა ელენას სხეული და მკერდთან შეჩერდა.ელენამაც სწრაფად აიფარა საბანი სხეულზე და ისე მჭიდროთ შემოიკრა,ლამის ადგილზე მოკვდა
_მე უბრალოდ გამიკვირდა, რომ აქ იყავი.ვეღარაფერი მოიფიქრა და დაბნეულმა ძლივს ამოღერღა სიტყვები
_მაგაზე მაშინ უმდა გეფიქრა ცოლად, რომ მომყვებოდი!გუგამ ირონიულად გადახედა აწითლებულ გოგონას, ლოყაზე მსუბუქად უჩმიტა და საწოლიდან წამოდგა
_დღეს ნატა მოვა, ჩემი მდივანი და საღამოსთვის გამოგაწყობს!(გუგა)
_რა საღამოსთვის?!ელენამ გაკვირვებულმა გახედა გუგას, რომელიც მისკენ წამოვიდა და წინ აესვეტა.არ იცის რატომ, მაგრამ მაშინვე სასიამოვნოდ მოხვდა გუგას სურნელი და გაბრუებული თვალებს ძლივს ახელდა
_ჩემი ცოლობა შენ რა გგონია?!შენი თავი უნდა გავაცნო ხალხს!აინტერესებთ, ჰოდა შეეცადე ცოტა ლამაზად ჩაიცვა და შენი სოფლურო გამოხტომები მოიშორო!
არა მაინც რა დამპალი ბიჭია.რატომ ფიქრობს, რომ ელენას სოფლური გამოხტომები აქვს.იდიოდი.აი დღეს წავა და დაუმტკიცებს ელენა თავის სილამაზეს და დახვეწილი მანერებით შეეცდება გუგას დაბრმავებას.ჯერ თავისი ტანი შეათვალიერა,შემდეგ კი სახეს მიაშტერდა და ბოლოს კმაყოფილმა დატოვა ოთახი.ქვემოთ ჩავიდა,ისადილა და მალევე გამოჩნდა დაბალი სუსტი გოგო.ელენასთან მივიდა და თბილად გაუღიმა
_გამარჯობა, თქვენ ალბათ გუგას მეუღლე ბრძანდებით.მაშინვე შემოანათა ელენას თავისი მწვანე თვალები
_დიახ მე ვარ!თქვენ ალბათ ნატა ხართ?!ძალიან მოეწონა უკვე ნატა,ისეთი საყვარელი და კეთილი იყო.ეტყობოდა,რომ ნამდვილად მის დასახნარებლად იყო მოსული და არა პატრონის თავის მოსაწონებლად
_დიახ.მაგრამ თქვენობით ნუ მომართავთ ქალბატონო ელენა.ნატა უცებ დაიმორცხვა და ჩუმად ჩაიცინა
_კარგი მაშინ შენც მოიშორე ასეთი საუბარი, ჩვეულებრივად მესაუბრე.მე სულ რაღაც 18 ის ვარ.ელენამ თბილად გაუღიმა და ოთახში ჩამოსულ გუგას გახედა
_ვა ნატა!მალევე წამოვიდა ნატასკენ და მდივანი გადაკოცნა.არა რა დაემართა ამ ერთ დღეში ნეტა გამაგებინა. აქამდე საწყალი ნატა დაშინებული ყავდა და ახლა როგორ კარგად ხვდება
_გამარჯობა ბატონო გუგა!იცით ულამაზესი მეუღლე გყავთ!ნატაც შეგება უფროსს და მორცხვად გაუღიმა.ელენასაც ესიამოვნა ეს სიტყვები,ნატამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის სილამაზეს და გუგას სიფათის დანახვისას, კმაყოფილმა გაიცინა
_წამოდოთ წაგიყვანთ და შემდეგ გავალ სამსახურში!გუგამ კატეგორიულად გამოაცხადა და გოგოები მალევე დატოვა ერთ ძვირადღირებულ მაღაზიასთან, თვითონ კი ადგილს მოწყდა.გოგოები დიდხანს დადიოდნენ.ყველა კაბა კი უხდებოდა ელენას,მაგრამ რატომგაც ნატა იკავენდა თავს
_ნატა დავიღალე,მოდი რა ის ლურჯი კაბა ვიყიდოთ?თეთრი კაბა გვერდზე გადადო და იქვე მყოფ ნატას გახედა,რომელიც რაღაცის თვალიერებით იყო გართული
_ვიპოვე!ნატამ უცებ წამოიყვირა და ელენას გახარებულმა ლოყაზე აკოცა
_რა იპოვე?!აი მოახერხა ამ გოგომ და ელენა კარგ გუნებაზე დააყენა
_ეს მოიზომე რა გთხოვ.ელენას ნატამ კაბა გაუწოდა და კმაყოფილი პუფზე ჩამოჯდა.მართლაც საოცრად მოუხდა ელენას ტანს წითელი, გამოყვანილი,ამოღებული მოკლე კაბა,რომელიც ხაზს უსვამდა ელენას ლამაზი ფეხებისა და მკერდის არსებობას.ელენამ კმაყოფილმა შეავლო თვალი თავის სილუეტს და უცბათ ჩაომოგორდა ობოლი ცრემლი.რა იქნება ახლა ამ სიტვაციაში არ იყოს და მართლა უყვარდეს ის მამაკაცი, ვისთვისაც ასე ემზადება

_რა მოხდა?!ნატა მალევე მივიდა ელენასთან და გაკვირვებულმა კითხა
_არაფერი,უბრალოდ მგონი ეს კაბა ზედმეტან გამომწვევია,სხვა ხომ არ გვენახა?!(ელენა)
_არა რას ამბობ,ეს კაბა შენს ტანზეა მორგებული,ყველაზე მეტად გიხდება.მესმის შეიძლება მიჩვეული არ ხარ, მაგრამ იქ იმდენი შურიანი თვალი შემოგხედავს,რომ შენ შენი სილანაზით უნდა ჩააგდებინო ენა.(ნატა)
_მადლობა რომ მეხმარები,ხომ გამოხვალ ხოლმე ჩემთან?!(ელენა)
_თავისუფალი დრო,რომ მექნება აუცილებლად.ნატამ ელენას ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა.ძალიან ბედნიერი იყო ელენა იმით, რომ კარგი ადამინი იპოვა ვისთანაც შეძლებოდა გულახდილად ესაუბრა.ნატა ნამდვილად არ გავდა სხვებს, ძალიან კარგი პიროვნება იყო.თან სულ რაღაც 19 წლის და უკვე სამსახურიც ეშოვა თან როგორი.ტყუილად ხომ არ დასვავდნენ ბატონი გუგას მდივნად,ალბათ მანამდე ათასი საფეხური გაიარა.კმაყოფილმა შეაღო თავისი ოთახის კარი და მომზადება დაიწყო.სალონში აღარ გასულა,როგორმე თვითონ მიხედავს თმას.მოკლე წითელი კაბა მოირგო სხეულზე და ქერა, ოდნავ ხვეული თმა მთლიანად გაიშალა.მაკიაჟიც გაიკეთა და 6 საათს უკვე გუგას ელოდა
_ელენა სად ხარ?! მოვედი და იცოდე....გუგა უცებ გაშეშდა, როცა მის წინ არსებული სრულად უნაკლო ქალი შენიშნა.როგორი ლამაზი და დახვეწილი იყო.კმაყოფილმა გადაავლო თვალი ელენას და წამით გაუხარდა რისი მფლობელიც იყო ახლა გუგა.ახლოს მივიდა და ელენას წინ აესვეტა.მაშივე ცხვირი აუწვა გოგონას სასიამოვნო სურნელმა.ზღვისფერმა თვალებმა ხომ სულმთლად დაიმონეს ჩვენი გუგა.სუსტ წელზე მოხვია ხელები ელენას და ყელზე მიადო ცხელი ტუჩები.შემდეგ ლოყაზე ააცოცა ტუჩები და ბოლოს ყურებთან მივიდა
_ანგელოზი ხარ!პატარა ანგელოზი!გუგამ გოგონას უფრო მაგრად მოხვია ძლიერი ხელები და სხეულზე მიიკრა.ელენა გაშეშებული იდგა და ყოველი მამაკაცის შეხებისას სასიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდა და ტანზე სულ ეკალი აყრიდა.სასიამოვნოდ უყურებდა მამაკაცს,რადგან მისგან წამოსული ეს სითბო სადღაც ღრმა უფსკრულში აგდება ჩვენს ელენას და თავს აკარგვინებდა.

იმ მოთხრობის გამო ამის დაწერა ვეღარ მოვახერხე.გპირდებით შემდეგზე უფრო დიდ თავს დავდებ



აურამაგარიგოგოხარრ love იმ მოთხრობასაც ვკითხულობ და რავიცი რაა სასწაულიხარ love

 


№2  offline წევრი lika

orives vkitxulob orive dzan momwons magram es gamorcheulad gtxov dges kide dade axalitavi argvalodino xoda kidev tu ufro did tavs dadeb egec gamixardeba :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent