შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა - სისუსტე (+18)


13-05-2015, 23:19
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 6 330

-თქვენ რა, იცნობთ ერთმანეთს?- მკითხა ნიკამ.

-კი, გაგიკვირდა?- ვუთხარი და გემრიელად ჩავკბიჩე ყველის სამკუთხედი ფირფიტა. მმმ, გემრიელია.

-კი,- დამეთანხმა ხარზიანი,- და არც ვმლავ,- თავად გულახდილობა,- დიდი ხანია?

-ეს საქმეს არ ეხება,- ჩაერთო საუბარში ტანაკა და ამით შეწყვიტა ჩვენი მოსაწყენი დიალოგი.

-მართალი ხართ. ბოდიშს გიხდით,- სიბრაზისაგან გაწითლებულმა ნიკამ ოდნავ დაუხარა თავი მამაკაცს.

-აი რას გავაკეთებთ,- განაგრძო ტანაკამ მშვიდად,- ჩვენ გავაკეთებთ საცდელ მოწოდებას. თუკი კლიენტები კმაყოფილები დარჩებიან, მაშინ ვისაუბრებთ უფრო მჭიდრო კავშირზე,- გააჟღერა თავისი საბოლოო გადაწყვეტილება კლანის მეთაურმა.

-კარგი,- თანახმა ვარ,- უპასუხა ნიკამ ისეთი სახით, რომ აშკარად უკვე ასჯერ მაინც ინანა, აქამდე რომ არ მომკლა. იფ, ასე უნდა. ეგონა ასე ადვილად ვაპატიებდი ჩემზე დაცინვას? მაგრამ სულ ერთი წამით შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს და მივხვი, რომ ის ასე არ დატოვებდა ამას. ის სულ სხვანაირ შედეგს ელოდა დღევანდელი შეხვედრისაგან და მე შევუშალე ხელი. ანუ ჩემი საქმე ცუდად არის... როგორ არა, თუ ჰგონია თვალების ბრიალით შემაშინებს, დიდად შემცდარა.

როდესაც ტანაკა წამოდგა და მასპინძლებს დაემშვიდობა, მე ნიკას ენა გამოვუყავი (მთელი საღამოს განმავლობაში ვცდილობდი თავის შეკავებას, მაგრამ არაფერი გამომივიდა) და მამაკაცს გავყევი.

გასასვლელში ვთხოვე საიდუმლოდ შეენახა დღევანდელი საღამოს მოვლენები და არაფერი ეთქვა ჰარუსათვის. ჩემდა გასაკვირად მამაკაცი დაუფიქრებლად დამთანხმდა. ალბათ მას, ისევე როგორც მე, არ უნდოდა ჰარუს ასეთ ბინძურ ბიზნესში და ამბებში გარევა. როგორც მისი ჰარუზე საუბრით მივხვდი, ის მისთვის თითქმის ანგელოზს უტოლდებოდა. ნეტავ რა გააკეთა ჰარუმ ასეთი... მაინტერესებს! უნდა ვკითხო, თან ისე, რომ არაფერი იეჭვოს.

...

ნიკა ხარზიანი სახლში გაღიზიანებული დაბრუნდა. ცივმა დუშმა ცოტა დაამშვიდა, მაგრამ როდესაც ტელევიზორი ჩართო და გიორგი კაპანაძის გამოაშკარავების ამბავი გაიგო, ისევ დაბრუნებული სიბრაზისაგან ვისკის ჭიქა კედელს შეალეწა.

-ასე ნუ ბრაზობ, მეტად საქმეს ვეღარ გაგიფუჭებს,- სცადა უფროსის დამშვიდება ჯაბამ.

-ტყავს გავაძრობ,- ჩაისისინა ნიკამ.

-დიდი ხნის წინ უნდა გაგეკეთებინა ეს,- დაეთანხმა ჯაბა.

-მიფრთხილდი თაგუნია, ამას ასე არ დავტოვებ,- ბიჭს სიბრაზისაგან აკანკალებდა. თან აბრაზებდა ის, რომ აღფრთოვანებული დარჩა გოგონას სითამამით და მოხერხებულობით. ასე ლამაზად სამაგიეროს გადახდა ბევრს არ შეუძლია. არც ბიზნესი არ ჩაუშალა, მხოლოდ მასშტაბები შეუმცირა და ეს გასაოცარი იყო. როგორ მოიფიქრა ამდენი? საინტერესოა. იაპონელი შანსის მიცემის გარეშე რომ არ წასულიყო, გოგონას სავარაუდოდ ხვალ მტკვარში აღმოაჩენდნენ და თვითმკვლელობას დააბრალებდნენ, თუნდაც უიღბლო სიყვარულის გამო. არა ერთისა და ორისათვის გაუკეთებიათ. ასე კი საკუთარ თავსაც მისცა შანსი.

ბიჭს გაეცინა. მან დიდი შეცდომა დაუშვა. ვერ შეაფასა სათანადოდ ოპონენტი. გოგონა იმაზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე მას წარმოედგინა. ბევრ მის ნაცნობ ბიზნეს ლედიზე უფრო ჭკვიანი. ასეთი საინტერესო თაგუნიას განადგურება ათმაგად უფრო საინტერესო იქნება.

როდესაც ჯაბამ უფროსის მოცინარი სახე დაინახა, ხმადაბლა ჰკითხა:

-გადაწყვიტე რითი გადაუხდი სამაგიეროს?

-ჯერ არა, შენ გაქვს რაიმე იდეა?

-ბევრი ვარიანტი: მოკვლა, რაიმეს მოტეხვა, სახლის გადაწვა... განვაგრძო?- იკითხა ბიჭმა მრავალმნიშვნელოვნად.

-ამაში არაა არაფერი ეფექტური.

-მაშინ საჯდომზე მოსცხე როგორც გაუგონარ ბავშვს,- გაიხუმრა ჯაბამ.

-ეს კარგი იდეაა!- გაეცინა ნიკას,- ხვალ საღამოს ლექციების მერე წამოიყვანეთ და ისე, რომ ვერავინ ნახოს ვინ და სად წაიყვანა.

-ავადმყოფი ხარ,- საფეთქელთან თითი დაიტრიალა ბიჭმა და ოცნებებში გართული უფროსი მარტო დატოვა.

...

მეორე დღეს დილიდან ყურადღებით ვიყავი. ვიცოდი, ნიკა ჩემს გამოხდომას ასე არ დატოვებდა, ამიტომ გაუფრთხილებლად ნაბიჯს არ ვდამდი და ამიტომ ძალიან გული დამწყდა, როდესაც ლექტორის მიერ ბიბლიოთეკაში გაგზავნილი დამიჭირეს, პირი ამიკრეს და უკანა გასასვლელით გამათრიეს მანქანების სადგომზე. თუმცა მანქანაში მშვიდად ჩავჯექი, აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, ტყუილად ვხარჯავდი ენერგიას. ისღა დამრჩენოდა, რომ მელოცა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეგონა, თითქოს ნიკა ჩემს მოკვლას აპირებდა. არა, პირიქით, დარწმუნებული ვიყავი, რომ უბრალოდ ჩემი შეშინება უნდოდა. მხოლოდ შეშინების მეთოდის არ ცოდნა მძაბავდა.

მაღალსართულიან შენობასთან გავჩერდით. მანქანიდან გადმომიყვანეს და მაშინვე ლიფტში შემაგდეს. ან უბრალოდ კონსპირაციული ბინაა, ან ნიკა ნამდვილი კრეტინია თუკი თავის საცხოვრებელ სახლში მოაყვანინა ჩემი თავი.

კარი პირველივე ზარის მერე გაგვიღეს. ნიკას დანახვისას ოდნავ უკან დავიხიე. მისი ღიმილი არ მომეწონა. ანუ დიდი პრობლემები მელოდება წინ. ჩემს გამტაცებლებს თავი დაუქნია და სახლში შემათრია.

-კატო, იმედია თავადაც ხვდები, რომ შენი გამოხდომა დაუსჯელი არ დარჩება,- მითხრა და ოთახში შევიდა. ერთი წამით გავიფიქრე, რომ გაქცევა კარგი გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ კარგად ვხვდებოდი, რომ ასე მარტივად არავინ გამიშვებდა იმ წყეული ბინიდან და სასჯელიც უფრო გამკაცრდებოდა, ამიტომ ფეხის თრევით შევყევი ნიკას ოთახში, რომელიც საკმაოდ ფართე და ნათელი მისაღები აღმოჩნდა.

როდესაც ბიჭმა დამინახა, ჩაეცინა.

-მომწონს შენი ლოგიკა და თავგადარჩენის ინსტინქტი,- მითხრა ღიმილით.

-მოკვლას მიპირებ?- მაინც გადავწყვიტე დამეზუსტებინა.

-არა!

-აბა, მცემ?

-რაღაც დოზით, კი.

-ვერ მიგიხვდი.

-სიამაყე, თაგუნია,- ჩაიცინა ნიკამ,- სასჯელი მორალური არ იქნება, არ მიყვარს ნოტაციების კითხვა. ამიტომ გაითვალისწინე, შენი სასჯელი ფიზიკური იქნება, ამისათვის კი მოგიწევს გაიხადო.

-რა? გავიხადო?- საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი. რის გაკეთებას აპირებს? ნუთუ ამ დონემდე უგულოა, რომ ამას გაუკეთებს ბავშვს? მეორე მხრივ, რაც მე გავაკეთე, ის ბავშვის საქციელი არ იყო, მაგრამ ამის გაკეთება მეტისმეტია. შიშისაგან გამაჟრჟოლა.

-არ გცემ, არ ინერვიულო, უბრალოდ ჭკუას გასწავლი,- "დამამშვიდა" და თან ჩაეცინა. სჯობდა ვეცემე.

-ჯანდაბამდე გზა გქონია, ხარზიანი,- ვუყვირე მე.

-კატო, არ გამაბრაზო. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის შედეგი მთლიანად შენზეა დამოკიდებული და ნუ მაიძულებ ძალა გამოვიყენო,- მის ხმაში რკინის ნოტები ისმოდა, მაგრამ არც მე ვარ ნაზი და არ ვაპირებ ასე მარტივად დავნებდე ამ არანორმალურს.

-ხარზიანი, უბრალოდ სცადე ხელის დაკარება და ტანაკა გაგანადგურებს,- პანიკამ ამიტანა და ჩემდა უნებურად მუქარაზე გადავედი.

-ვაი, როგორ მეშინია,- დაქაჩა თვალები ნიკამ.

როდესაც ბიჭი მიხვდა, რომ დანებებას არ ვაპირებდი, ხელი მომკიდა და აივანზე გამათრია. წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობდი, მაგრამ სად მე და სად ამხელა მუტრუკი. აღმოჩნდა, რომ მორალურად არ ვიყავი მზად მისი შურისძიებისათვის. სანამ აივნამდე მიმათრია, ბევრი რამ გავიფიქრე და თითქმის ვინანე კიდეც, მაგრამ როდესაც აღმოვაჩინე, რომ აივანზე გამათრია, ცოტა დავიბენი. აივანზე, ქალაქის ცენტრში ალბათ არაფერს გააკეთებს, ხომ ასეა?

ამ აზრის დასრულება ვერ მოვასწარი, როდესაც ადგილები გავცვალეთ და შესაბამისად მე მოაჯირისკენ აღმოვჩნდი, თავად ბიჭი კი ოთახისკენ. ნიკამ შემომღიმა და ხელის მსუბუქი მოქნევით გადამკიდა აივნის მოაჯირზე. მხოლოდ ერთი ხელით ვეკავე ჯინსის შარვლით. ერთი არასწორი მოქმედება სიცოცხლის ფასად დამიჯდებოდა. გადარჩენის არანაირი შანსი არ მქონდა, მე16 სართულიდან გადმოვარდნა ასე თუ ისე სიცოცხლესთან შეუთავსებელია. ხომ ასეა?

-თაგუნია, ასე უკეთესად ფიქრობ?- მკითხა დამცინავად ბიჭმა.

-საერთოდ გააფრინე?- ვუყვირე მე.

-არასწორი პასუხია,- მითხრა ნიკამ და ხელი ოდნავ მოუშვა.

-ორივე ფეხით მყარ ზედაპირზე დგომისას უკეთ ვფიქრობ, - დავუთმე სასტიკად შეშინებულმა.

-მართლა? დაგაყენო ფეხზე?- ოდნავ გადმოიხარა ჩემსკენ, წელზე მომხვია ხელი და ისე მკითხა.

-კი, დამაყენე!

-ამისათვის რა უნდა მითხრა, თაგუნია?- დამცინოდა ნიკა.

-გთხოვ, ნიკა,- გადავაბიჯე ჩემს სიამაყეს და ვთხოვე ბიჭს.

-კარგად მოიქცევი?

-კი,- როგორღაც თავის დაქნევაც კი მოვახერხე.

სახეზე დაეტყო კმაყოფილება ბიჭს. ასევე მსუბუქი ხელის მოძრაობით დამაყენა ფეხზე.

როდესაც ვიგრძენი აივნის სიმყარე ფეხქვეშ, მაშინვე ჩავჯექი. მუხლები მიკანკალებდა, ადრენალინი ყურებში მიშხუოდა. ასე ჯერ არასდროს არ შემშინებია. ნიკამ წამომაყენა, ხელში ამიყვანა და სახლში შემიყვანა. თავიდან წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, მაგრამ მალევე დავნებდი. სახლში შევედით და სავარძელში ჩამსვა ჩემმა მწვალებელმა.

-დამშვიდდი?- მკითხა დაახლოებით 10 წუთის მერე ნიკამ.

-კი,- უემოციოდ ვუპასუხე მე.

-ძალიან კარგი, მაშინ გაიხადე,- მაინც არ დაავიწყდა თავისი აბსურდული იდეა.

-არც კი ვიფიქრებ!

-დარწმუნებული ხარ?

-კი!- გავჯიუტდი მე.

-კარგი,- ცივად მითხრა ნიკამ და ამჯერად თმებში მწვდა და ისე წამათრია აივნისაკენ, რათა სავარაუდოდ გაემეორებინა "გაკვეთილი".

როდესაც შევამჩნიე მარშრუტი, კიდევ უფრო მეტად შევეცადე თავის დახსნას მისი ხელებისაგან და დავმშვიდდი მხოლოდ მას მერე, რაც მსუბუქი სილა გამაწნეს. ბიჭი მშვიდად იდგა და ელოდა როდის გამივლიდა ისტერიკა.

-თაგუნია, აირჩიე: ან გაიხადე, ან კიდევ დატკბები ქალაქის ხედით ჩემი აივნიდან.

შეშინებული სახით ავხედე ბიჭს. მინდოდა მივმხვდარიყავი რას აპირებდა. მაგრამ არანაირი პასუხი არ მომდიოდა თავში.

-კარგი, გავიხდი,- ვუთხარი ხმადაბლა და ტუჩი მოვიკვნიტე რომ არ ავტირებულიყავი.

-ჭკვიანი გოგო,- გამიღიმა ამ სადისტმა და დივანზე ჩამოჯდა.

ღრმად ჩავისუნთქე ნებისყოფის მოსაკრებად და აკანკალებული ხელებით გავიხადე სპორტული მაისური მულტფილმის პერსონაჟის პრინტით. შარვლის ღილი გავიხსენი და სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ ვეცემე ნიკას. ამას უფრო ადვილად გადავიტანდი ვიდრე ამ დამცირებას. შარვალიც გავიხადე და ჩემს პირად მწვალებელს ავხედე.

-საცვლებიც გაიხადე და ჩემთან მოდი,- მშვიდად მითხრა ბიჭმა.

თვალებში ეტყობოდა, რომ ჩემი დამყოლობა საშინლად მოსწონდა. თვალებში ვუყურებდი სანამ ვიხდიდი. არც თვითონ მაშორებდა მზერას. ჩემდა სასიხარულოდ მხოლოდ თვალებში მიყურებდა. როგორც კი დედიშობილა დავრჩი, ხელებით ვცადე დამეფარა ყველაფერი ზედმეტი და ნიკასთან მივედი, თან ვლოცულობდი, რომ არ ავტირებულიყავი.

წონასწორობა დავკარგე, როგორც კი ბიჭმა ხელზე ხელი მომკიდა და თავისკენ დამქაჩა. მაშინვე მის ფეხებზე აღმოვჩნდი, თან ისე, რომ მის მუხლებზე სხეულის ქვედა ნაწილი მოხვდა. ზურგით ვგრძნობდი მის მზერას, მაგრამ ჯერ არ ვიყავი მზად მისთვის შემეხედა. მაგრამ როდესაც რამდენიმე წუთიანი სიჩუმის მერე ხელი დამარტყა ოდნავ შესამჩნევად საჯდომზე, გავშრი. შევკრთი, მაგრამ მისმა ძლიერმა ხელებმა დამიჭირეს და კიდევ რამდენჯერმე დამარტყა, მაგრამ უფრო საგრძნობლად.

მართლა ცემას მიპირებდა!

მაგრამ არა ისე, როგორც თავიდან მეგონა. მცემდა ისე, როგორც დაუჯერებელ ბავშვს.

თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ წამოვმხტარიყავი და მე თავად არ მეცემა. ნამდვილად, როგორც იმსახურებს ისე.

მაკავებდა მხოლოდ ის, რომ შიშველი ვიყავი, ის კი საჯდომზე მირტყამდა ხელს ხან ფრთხილად, ხან ძლიერად, მე კი... მე კი... ვითმენდი. ვგრძნობდი როგორ გამიწითლდა კანი და როგორ ამეწვა დარტყმისაგან. სუნთქვა მეკვროდა სიბრაზისაგან და აქამდე უცნობი გრძნობისაგან, რომელსაც ვერ ვხვდებოდი ნიკას სიახლოვის და ხელების გამო.

საკუთარ გრძნობებში დავიკარგე. ნიკასი აღარ მეშინოდა. ის ჩემს თვალში უბრალოდ ავადმყოფი იყო და ვითმენდი ჩემს სასჯელს. ალბათ შეიძლებოდა უარესადაც ყოფილიყო ყველაფერი. ეს ყველაფერი ჩემთვის ახალი იყო და ამით რაღაც მტკივნეულ სიამოვნებას განვიცდიდი და ეს მაშინებდა. განსაკუთრებით იმ მომენტებში ვერ ვუგებდი საკუთარ სხეულს, როდესაც ნიკა ნაზად უბერავდა სულს მტკივან ადგილებს.

ბიჭმა იგრძნო, რომ მოვდუნდი და ჩაეცინა. მისი შემდეგი ნაბიჯი ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა. ნაზად დამისვა ხელი ფეხზე. შეხების ინტიმურობისაგან თავი ვეღარ შევიკავე და ამოვიკვნესე. ნიკას კიდევ ერთხელ ჩაეცინა და ამჯერად თითების ნაზი შეხებით ხერხემალს გაჰყვა.

-მგონი გაგვიტკბა თამაში, თაგუნია,- მითხრა მოულოდნელად ბიჭმა.

-მე არ დამიწყია ეს ყველაფერი, ნიკა.

უეცრად ბიჭის ხელები გაქრა ჩემი ტანიდან.

-წადი,- მითხრა მოკლედ ნიკამ.

მე წინააღმდეგობა არ გამიწევია. მაშინვე წამოვხტი, ბინის მეპატრონეზე შეუხედავად ჩავიცვი და დავტოვე ბინა.

ბევრი რამ უნდა გამეაზრებინა. პირველ რიგში საკუთარი რეაქციები ბიჭის მოქმედებაზე. უნდა მომეფიქრებინა რა გამეკეთებინა და გამეაზრებინა თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი ბიჭის გვერდით.

...

ნიკა:

წავიდა!

მარტო დავრჩი!

ვერ ვიტან ამ სახლის სიჩუმეს. მინდა ვინმეს ხმა ისმოდეს, ვინმეს სიცილი. ვინმე მიმზადებდეს ვახშამს ყოველ საღამოს და მახვედრებდეს საუზმეს ყოველ დილით მაგიდაზე.

თუკი აქამდე მინდოდა ეს ყველაფერი ვინმეს გაეკეთებია, ახლა ამ ვინმეს კონკრეტული ადამიანის სახე გაუჩნდა, მე კი ყველაზე დიდი იდიოტი ვარ, რადგან ვერ მოვიფიქრე და ვერ გავსინჯე მისი მიმზიდველი ბაგეების გემო.

რაზე ფიქრობ ნიკოლოზ ხარზიანი, ეგ გოგო მხოლოდ შენი სათამაშო თაგუნიაა და როგორც კი მოგბეზრდება, მაშინვე თავიდან მოიშორებ ამ მღრღნელს.

მაგრამ მისი ბაგეების გემოს გაგება მაინც მინდა!

რაც მინდა, იმას ყოველთვის ვიღებ!



№1  offline წევრი HeeChul-ah

მადლობას გიხდით, ვინც კითხულობთ ამ ისტორიას.
იმედია არ გადავაჭარბე და ძალიან თამამი არ გამომდის.
--------------------
Nico nico nii

 


№2  offline წევრი Annee

არანაირი +18 აქ არ იყო.
შენ ისედაც იცი ჩემი დამოკიდებულება ამ ისტორიისადმი.. :*::**:*:* მომწონს ძალიან ძალიან ძალიაან!!!!

 


№3  offline წევრი HeeChul-ah

Annee
არანაირი +18 აქ არ იყო.
შენ ისედაც იცი ჩემი დამოკიდებულება ამ ისტორიისადმი.. :*::**:*:* მომწონს ძალიან ძალიან ძალიაან!!!!


მაშინ შემდეგ თავში დავწერ ნამდვილ +18 oks?
--------------------
Nico nico nii

 


№4  offline წევრი shany

რატომღაც თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი რომ ჰარუ შეუყვარდებოდა მაგრამ ახლა შემეპარა ეჩვი... ძალიან მომწონს და მართლა არ ყოფილა +18...შემდეგს ველოდებიი love

 


№5  offline წევრი shany

აღარ დადებთ შემდეგს? request

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent