შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა - მიზანი


18-04-2015, 14:11
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 2 492

ალანიას სახლთან მისულმა გიამ თამამად დარეკა კარზე ზარი. მან ზუსტად იცოდა, რომ ელოდნენ. რა თქმა უნდა, არ შემცდარა. ტანაკა და მისი თანაშემწე უკვე ესაუბრებოდნენ მოხუცს.
ამ უკანასკნელმა, ყველას გასაკვირად გადაწყვიტა თავი დაენებებინა ბინძური ბიზნესისათვის და პოლიტიკაში წასულიყო. ეს დიდად არავის აშინებდა. ალანიას ბევრი გავლენიანი ნაცნობი ჰყავდა და ეს დაეხმარა სასურველი სავარძლის უპრობლემოდ დაკავებაში.
-ბატონო გია, მიხარია თქვენი ნახვა,- ეშმაკურად გაუღიმა მამაკაცმა.
-ბატონო ნიკოლოზ, როგორ არის თქვენი ჯანმრთელობის საქმე?- ზრდილობიანად დაუკრა თავი გიამ მოხუცს.
-კარგად, გმადლობთ. მგონი უმჯობესი იქნება პირდაპირ საქმეზე თუ გადავალთ. თქვენი თხოვნა საკმაოდ უცნაურია. მე მზად ვარ თუნდაც ახლავე გადავცე მართვის სადავეები ტანაკას კლანს. რატომ უნდა მივყიდო ჩემი ბიზნესი ხარზიანს?
-ჩვენ მასთან პირადი ანგარიშები გვაქვს,- დაუფარავად უპასუხა გიამ, რითაც საკმაოდ გააკვირვა ტანაკა,- თქვენი პორტი კი კარგი თვალის ასახვევი იქნება.
-თქვენ ორივეს გაქვთ ანგარიში ხარზიანთან?- ეჭვით იკითხა მოხუცმა. მართალიც იყო, ეს ყველაფერი საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურებოდა.
-შეიძლება ასეც ითქვას,- მშვიდად უპასუხა გიამ.
-მაინც რა დააშავა იმ მაიმუნმა?- არ მშვიდდებოდა ალანია.
-ბატონო ნიკოლოზ, ეს ჩვენს საქმეს არ ეხება. თქვენი გადაწყვეტილება?- ჩაერთო ტანაკას თარჯიმანი, რომელიც სიტყვა-სიტყვით უთარგმნიდა საუბარს ამომავალი მზის ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს.
-კარგი,- დათანხმდა მოხუცი,- მაგრამ არ მინდა თქვენს გარჩევებში აღმოვჩნდე ჩათრეული.
-თქვენ თუ არაფერს იტყვით, ჩვენგან ვერავინ ვერაფერს გაიგებს,- გაუღიმა იაკუძამ.
მამაკაცები დეტალებზე შეთანხმდნენ და დაიშალნენ.
უკვე მანქანაში მჯდომმა გიამ საფეთქლები დაიზილა და თავისთვის ჩაიბუტბუტა:- ეს ბავშვები შაკიკს გამიჩენენ,- მერე კი ნაზად გაიღიმა. სამაგიეროდ, მათთან ერთად მოწყენის საშიშროება არ ემუქრებოდა.
მერე კი მობილური ამოიღო და ხარზიანს მოკლე მესიჯი მისწერა "ყველაფერი მზადაა. ალანია თანახმაა გაყიდოს თავისი პორტი".
...
დილას ჰარუს მკლავებში გამეღვიძა. თავიდან შევკრთი, მაგრამ მალევე გამახსენდა, რომ კესოს გადარჩენის ამბავს მიყვებოდა, მერე კი მე თვითონ ვთხოვე არ დავეტოვებინე მარტო.
ფანჯარაში გავიხედე. ჯერ კიდევ ბნელოდა. ანუ ადრეა... ფრთხილად ავდექი. როგორც სჩანს ჰარუს ღრმა ძილით ეძინა, რადგან არც კი განძრეულა. მე თავი მოვიწესრიგე და სახლიდან უჩუმრად გავიპარე.
მამუკა ხარზიანს არ შერჩება ჩემი დის ცრემლები!
იმ დღეს დილიდან მამუკა ხარზიანს ვუთვალთვალებდი და რამდენიმე უტყუარი ფაქტი გავიგე:
1. მამუკა ხარზიანი რეალურად არ არის სინდიკატის მეთაური. ახალგაზრდა, რომელიც "ბიზნესს" აწარმოებდა, სავარაუდოდ მისი ვაჟი იყო. მეტისმეტად ჰგავდა თავისი ირონიული გამოხედვით და მიმზიდველი გარეგნობით მამამისს (უცნაურია აქამდე ეს რომ ვერავინ გაიგო, რადგან ყველა შეხვედრაზე ხარზიანი ჩუმად იჯდა, ახალგაზრდა კი აქტიურად ჟესტიკულირებდა და როგორც კი პარტნიორები იშლებოდნენ, მაშინვე იწყებდა საბუთების გადამოწმებას. ხარზიანი ამ დროს უინტერესოდ ადევნებდა მას თვალყურს და სასმელს სვამდა).
2. დაცვა მხოლოდ ბიჭს დაჰყვება, მამამისს კი მხოლოდ რამდენიმე მამაკაცი ახლავს თან.
3. სინდიკატის მეთაური 4 დღით სინგაპურში მიემგზავრებოდა (ამის გაგებაც მარტივი აღმოჩნდა. მორიგი შეხვედრიდან გამოსულმა, მობილურზე უთხრა ვიღაცას ბილეთი დამიჯავშნე 4 დღითო).
4. ბატონი გია და ჰარუ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს სიბრაზისას. როდესაც საღამოს სახლში დავბრუნდი, რეალურად შემეშინდა, რომ ოთახში ჩამკეტავდნენ, როგორც დაუჯერებელ მოზარდს.
კიდევ კარგი ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა და ორივემ დაიჯერა ახსნა „ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი, რადგან ძალიან განვიცდიდი კესოს ამბავს. მინდოდა მეც დაგხმარებოდით, თქვენ კი უპარდონოდ დამტოვეთ მარტო სახლში“.
უკვე ნავახშმევს კი კესოსთან ერთად ვიჯექი ჩემს ოთახში და იმ დღის სიახლეებს ვუყვებოდი.
-კატო, გეყოს თავის საფრთხეში ჩაგდება,- უკვე 15 წუთია ჩემი ძვირფასი დაიკო ცდილობს უარი მათქმევინოს ჩემს გეგმაზე,- დარწმუნებული ვარ უკვე შეამჩნიეს რომ უთვალთვალებდი და შენი სრული დოსიე უკვე წინ უდევს ხარზიანს ან მის ვაჟს, თუ მართლა მისი ვაჟია,- როგორ არა... მეტისმეტად ჰგავს რომ არ იყოს.
-დაიკო, ტყუილად ნერვიულობ, ვერც კი შემამჩნიეს დღეს. ფრთხილად ვიყავი.
-ნუთუ ამდენი წელი მამაჩვენთან ცხოვრების შედეგად თავდაცვის ინსტინქტი არ გამოგიმუშავდა?
-აბა დაფიქრდი, რომ შეემჩნიათ ჩემი თვალთვალი ახლა აქ ვიჯდებოდი?
-მაინც ძალიან საშიშ საქმეს ეჭიდები.
-მენდე დაი, სულ ერთი თვე მომეცი და ნახავ, რომ პასუხს აგებენ ორივე მამა-შვილი ყველაფრისათვის.
-მაშინ დამპირდი, რომ თუკი ერთ თვეში არაფერი გამოგივა, ამ საქმეზე ხელს აიღებ.
მდა... თუკი არაფერი გამომივა ერთ თვეში, უარი ვთქვა? არასოდეს! მაგრამ სულაც არაა აუცილებელი ეს კესომ იცოდეს. ახლა დავპირდები, ერთ თვეში კი ის იაპონიაში იქნება და იქიდან ხელს ვერ შემიშლის.
-შევთანხმდით,- გავუწოდე ხელი. დაიკომ ეჭვით შემომხედა.
-ზედმეტად მარტივად დამთანხმდი, არც იფიქრო, რომ მომატყულებ.- მე ამ სიტყვების პასუხად მხოლოდ ბრაზიანი მზერა შევანათე და შეურაცხყოფილი სახე მივიღე.
-Актриса погорелого театра,- გაეცინა კესოს, მაგრამ არაფერი მითხრა. იცის ჩემმა დაიკომ, რომ ტყუილად დაიღლის თავს და მე ჩანაფიქრს ვერ გადამათქმევინებს.
...
ის ღამე მე და კესომ საუბარში გავატარეთ, მეორე დილას კი ის იაპონიაში გააგზავნეს. ტანაკამ გვითხრა, რომ თავად შემდეგი რეისით გაფრინდებოდა და გამოგვისტუმრა აერიპირტიდან აბსოლუტურად უპარდონოდ.
მე სახლში წასვლა საერთოდ არ მინდოდა და ჰარუს ვთხოვე გაგვესეირნა. ბიჭი სიხარულით დათანხმდა. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ კარგი დრო იყო ჰარუს იმიჯის შესაცვლელად და ეს აზრი მაშინვე გავუზიარე ბიჭს. თავიდან სახე შეეცვალა, მაგრამ მერე რატომღაც დამთანხმდა.
რადგან დილას მოტოციკლით გამოგვყვა, ტრანსპორტი გვყავდა. ჯერ კაფეში შევედით, ვისაუზმეთ, მერე კი საუზმობისას მოძებნილი სალონისაკენ ავიღეთ გეზი. ინტერნეტ მომხმარებლები ძალიან აქებდნენ ერთ-ერთ სტილისტს. იმის გათვალისწინებით, რომ სალონი სავაჭრო ცენტრში იყო, თავისუფლად შეგვეძლო მისთვის ტანსაცმელიც შეგვერჩია, რადგან ბიჭის ზედმეტად მოტკეცილი შარვლები უკვე აშკარად ნერვებზე მოქმედებდა. რაც მაშინვე მოვახსენე ჩემს ძვირფას ჰარუს. ბიჭმა მხოლოდ თვალები დაქაჩა და დამპირდა, რომ იფიქრებდა სტილის შეცვლაზე. ჯერ კი ისიც საკმარისი უნდა ყოფილიყო ჩემთვის, რომ თმების შეჭრაზე დამთანხმდა.
სავაჭრო ცენტრში მოულოდნელად გამომიცხადეს, რომ მე კინოში მივდიოდი. თავიდან დავიბენი, მერე კი ჰარუმ ამიხსნა, რომ უნდოდა სიურპრიზი ყოფილიყო მისი ახალი იმიჯი. მე უნდობლად შევხედე, მაგრამ დავთანხმდი.
რადგან ჯერ კიდევ ადრე იყო, კინოში მხოლოდ მულტფილმები გადიოდა. მე სიხარულით დავთანხმდი მეყურებინა მულტფილმისათვის. ყოველთვის მიზიდავდა გაცოცხლებული ფერადი ნახატები, მაგრამ ბავშვობის მერე აღარ მინახავს. არც საშუალება მქონდა და არც განწყობა.
-აბა, წარმატებებს გისურვებ,- ვუთხარი ბიჭს და ხელზე ხელი მოვუჭირე. მერე კი გავუღიმე და პოპკორნით შეაიაღებული შევედი ჯერ კიდევ განათებულ დარბაზში.
მულტფილმი თითქმის 2 საათიანი იყო. დაახლოებით 40 წუთი ძალიან გამიტაცა სიუჟეტმა, მაგრამ მერე ცნობისმოყვარეობამ მძლია და ფეხაკრეფით და ბოდიშების მოხდით გამოვედი დარბაზიდან. სალონთან მისულმა გარედან შევიჭყიტე, მაგრამ ჰირო ვერ დავინახე.
ნუთუ გამექცა? არ ვაპატიებ!
ამ დროს ზურგზე ხელის შეხება ვიგრძენი და შევკრთი. ნელა შემოვბრუნდი და შევხვდი ჰარუს გაბრაზებულ მზერას. მერე კი შევამჩნიე ვერცხლისფერი ფირფიტები მის თმებში და გამეცინა.
-შენ რა, თმებს იღებავ?- ვკითხე სიცილით.
-აქ რას აკეთებ?- არც ერთი ნაკვთი არ შერხევია ბიჭს,- ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ 2 საათის მერე კინო დარბაზის გამოსასვლელთან შევხვდებოდით?
-ბოდიში,- გავიმართე წელში და უკან დავიხიე,- დამაინტერესა და....
-დააინტერესა ამას,- გაბრაზდა ბიჭი,- ახლავე დაბრუნდი დარბაზში და გამოსული არ დაგინახო ფილმის დასრულებამდე.
-მაგრამ...- ვცადე მეთქვა, რომ იქ დარჩენა მერჩივნა, მაგრამ შემაწყვეტინა.
-არავითარი მაგრამ,- მითხრა მკაცრად და ხელით მანიშნა საით უნდა წავსულიყავი.
-ბოროტო,- გამოვუყავი ენა და დავბრუნდი დარბაზში. ისევ ბოდიშების მოხდით ვიპოვე ჩემი ადგილი და დავჯექი. თმებს იღებავს... ეს უკვე საინტერესოა. სჯობს არ ვიფიქრო ამაზე, თორემ ისევ ვერ მოვითმენ, ჰარუს გაბრაზება კი არ მინდოდა.
ღრმად ჩავისუნთქე და მთელი ყურადღების კონცენტრირება მულტფილმის სიუჟეტზე მოვახდინე. საბოლოო ჯამში ბევრი ვიმხიარულე და დასასრულისას საერთოდ დამავიწყდა ჰარუ თავისი შეღებილი თმებით.
თუმცა გამოსვლისას უკვე ვეღარ ვითმენდი და მინდოდა, რომ მშობლების და ბავშვების დაუსრულებელი ნაკადი მალე გასულიყო დარბაზიდან. გასვლა მხოლოდ 20 წუთში მოვახერხე და მაშინვე მიმოვიხედე. სამწუხაროდ ჰარუ ვერსად ვნახე, ანუ ვერ მოასწრო.
სალონის მხარეს წავედი და ჩემი მზერა მარტო მდგარმა ფიგურამ მიიპყრო. ავათვალიერ-ჩავათვალიერე და მივხვდი, რომ გაოცებისაგან პირიც კი გავაღე.
ღია ყავისფერი თმები გაემუქებინა. მოკლე, მოდურ ვარცხნილობაში კიდევ უფრო პატარა გამოჩნდა. შავი-წითელში ზედა არ მალავდა მის გამოწეულ, ლამაზ ლავიწის ძვლებს. ყელზე გრძელ ჯაჭვზე ჯვარი დაეკიდა. მხარზე შავი ტყავის ჩანთა ეკიდა და იმავე ხელში სქელი შავი ჟაკეტი ეკავა. შავი მოდურად გახეული შარვალი იმდენად მოტკეცილი აღარ იყო. მის იერს ასრულებდა ვერცხლისფერი ბეჭდები და ვერცხლის საყურე შავი თვლით. ყურსასმენები ეკეთე და ვერ მხედავდა.
მე მოჯადოებულივით გადავდგი მისკენ რამდენიმე ნაბიჯი. როგორც სჩანს დაჟინებული მზერა იგრძნო და ამომხედა. როგორც კი დამინახა, მაშინვე სახე გაუნათდა და გამიღიმა. ყურსასმენები მოიხსნა, ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და დატრიალდა.
-როგორია?- მკითხა ღიმილით, მე კი თვალს ვერ ვახამხამებდი. მეგონა, რომ წამითაც რომ მომეშორებინა მზერა, ეს საოცარი ზმანება გაქრებოდა.
-იდეალური,- ვუთხარი თითქმის ჩურჩულით, მაგრამ მან გაიგო და კიდევ უფრო გაუნათდა სახე.
-ვიცოდი რომ მოგეწონებოდა,- მოვიდა ჩემთან ახლოს,- ახლა წავიდეთ.
-სად?- დავახამხამე თვალები.
-სასეირნოდ,- გაიცინა ჰარუმ და ხელკავი გამომდო.
გვიან ღამემდე დავბოდიალობდით ქალაქის ქუჩებში. ჰარუს პატარა ბავშვივით უხაროდა, როდესაც რაღაც ახალს ნახულობდა. ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ ბიჭისთვის ბევრი რამ იყო ახალი საქართველოში. მაგალითად ცარიელი სკვერები, სადაც რატომღაც მიუხედავად კარგი ამინდისა, არავინ იყო. იტალიური ტიპის სახლები. ძლივს დავაკავე ბიჭი, რომელსაც ძალიან უნდოდა ეზოში შესვლა და დათვალიერება. ეჭვი მქონდა, რომ მისი ცნობისმოყვარეობა ეზოს მცხოვრებლებს არ მოეწონებოდათ.
ხშირად ვიჭერდი გოგოების შურით სავსე მზერას. სასაცილო იყო იმის ყურება, როგორ ცდილობდნენ მიექციათ ბიჭის ყურადღება სხვადასხვა მეთოდით. ჰარუ აშკარად იკვეთებოდა მასიდან და მაბრაზებდა ის, რომ არ შემეძლო მეც მისნაირი ვყოფილიყავი. განსხვავებული, არა ყველასნაირი. ბიჭი არა მარტო გარეგნობით იქცევდა ყურადღებას. უბრალოდ მისი გახსნილი, ლაღი ღიმილი გულგრილს არავის ტოვებდა. მზესავით იზიდავდა მისი ღიმილის სითბო ხალხს. ჰარუ კი გარშემო ვერავის ამჩნევდა და მთელს თავის ყრადღებას მე მჩუქნიდა. ეს კი ძალიან სასიამოვნო იყო ჩემი ეგოსთვის და სითბოს მონატრებული გულისთვის.
უკვე გვიანი ღამე იყო, როდესაც მივხვდი, რომ ფეხებში ძალა არ მყოფნიდა.
-ჰარუ, ახლავე თუ არ წავალთ სახლში, ხვალ ვერც კი ავდგები. მე გამიფრთხილებიხარ. და საერთოდაც, ეჭვი მაქვს, რომ უკვე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ,- ჩემი ხმა მე თვითონაც ვერ ვიცანი. ძალა აღარ მყოფნიდა სალაპარაკოდ. ბიჭი მაშინვე მოვიდა ჩემთან, მიუხედავად ჩემი სუსტი წინააღმდეგობისა, ხელში ამიყვანა და ტაქსი გააჩერა. რამდენიმე წუთში უკვე სახლში ვიყავით.
1 საათში კი დაბანილი, ნავახშმევი და მოდუნებული საწოლში ვიწექი და მამუკა ხარზიანის ბიოგრაფიას ვკითხულობდი ინტერნეტ სივრცეში. რთული არ იყო მისი ვაჟის ფოტოს მოძებნა. როგორც ვიფიქრე, ის გაფხორილი ინდაური, მართლა მისი ვაჟი აღმოჩნდა - ნიკოლოზ ხარზიანი. მეტი არაფერი მაინტერესებდა. კომპიუტერი გავთიშე და თავი ძილს მივეცი. მთელი დღის დაღლილს, მაშინვე ჩამეძინა.
შემდეგი ორი დღე უნივერსიტეტში გავატარეთ მე და ჰარუმ. ბიჭი უცებ გახდა ფაკულტეტის ვარსკვლავი, მე კი ვცდილობდი მთელი დრო ბიბლიოთეკაში გამეტარებინა, რადგან არანაირი სურვილი არ მქონდა პირველივე კურსიდან მთელი მდედრობითი სქესის სიძულვილის საგანი გავმხდარიყავი ჰარუსთან მეგობრობის გამო.
ნიკოლოზის სინგაპურიდან დაბრუნების დღისათვის ალიბი მჭირდებოდა, რათა ჰარუს გავპარვოდი და ეჭვი არ გამომეწვია. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ვუთხარი, რომ რაღაც წიგნი მჭირდებოდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
-კატო, შენს გარდა არავინ არ დადის ჯერ ბიბლიოთეკაში,- ჩაიბურდღუნა ბიჭმა საუზმისას.
-სწორედ ამიტომ, გამოცდებისას მე დავსივენებ, თქვენ კი ბიბლიოთეკაში დააღამებთ,- ავიჩეჩე მხრები.
-მართალს იძახის კატო,- მაშინვე ჩემი მხარე დაიჭირა ბატონმა გიამ.
-უინტერესოები,- მოგვახალა ბიჭმა და საუზმეს მიუბრუნდა.
საუზმის მერე მე ბიბლიოთეკასთან დამტოვა, თავად კი ჩემი დაჟინებით უნივერსიტეტში წავიდა. რადგან არ მინდოდა ტყუილი გამომსვლოდა ბიბლიოთეკაში შევედი, მკითხველის ბარათი გავაკეთე და წიგნები ავიღე. ამის მერე საჭირო გვერდები მოვძებნე და ქსეროქსზე დავტოვე. მე კი ჩუმად გამოვიპარე ბიბლიოთეკიდან. დარწმუნებული ვიყავი, რომ ქსეროქსები და მკითხველის ბარათი დამხვდებოდა უკან დაბრუნებულს.
აეროპორტში ტაქსით წავედი. დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია, ჩემთვის საჭირო რეისი მალევე გამოაცხადეს. დიდი მადლობა ავიახაზებს, რომლებიც არასოდეს აგვიანებენ, თუკი შესაბამისი ამინდია.
ნიკა მალევე გამოვიდა ახალგაზრდა ბიჭის თანხლებით. ერთი წამით მომეჩვენა, რომ მისმა თანმხლებმა დამინახა და ჩაიცინა, მაგრამ მაშინვე მოვიშორე ეს აზრი, გამორიცხულია ამდენ ხალხში დავენახე.
უბრალოდ ვერ გავითვალისწინე ის, რომ მათი საქმიანობიდან გამომდინარე, სწორედ ისეთ ხალხს ამჩნევენ, როგორიც მე ვარ.
უეცრად ახალგაზრდამ ტელეფონი ამოიღო და ნიკას საპირისპირო მხარეს წავიდა. რატომღაც მას გავყევი, ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა გამეგო, რაზე საუბრობდა. იქნებ რაიმე საიდუმლო აქვთ და... აზარტმა და ადრენალინმა თავისი ქნა და პირველი შეცდომაც მაშინ დავუშვი.
ბიჭი საწყობთან გაჩერდა და ისე განაგრძო საუბარი. რადგან საწყობის კარი იყო უჩუმრად შევძვერი შიგნით და კარს ავეკარი, რათა გამეგო ბიჭის საუბარი.
-რაიმე დაკარგე?- გავიგე ჩურჩული და შიშისაგან შევხტი. იმდენად გავერთე ბიჭის თვალთვალში, რომ ნიკა საერთოდ დამავიწყდა, ახლა კი ის ჩემს წინ იდგა და დამცინავად მიყურებდა.
-დამლაგებელს ვეძებ,- ვუთხარი ფრთხილად.
-ნაცნობი სახე გაქვს, ადრე არ შევხვედრილვართ ერთმანეთს?
-არა!
-ცუდია, იქნებ გამოვასწოროთ?
-ვერ მიგიხვდი,- დავიბენი მე.
-ერთმანეთი ახლოს გავიცნოთ,- მითხრა და ჩემთან ახლოს მოვიდა.
ნიკა მაღალი იყო, ძალიან მაღალი ჩემთან შედარებით. შავი შარვალი კი კიდევ უფრო მაღალს აჩენდა მის ფეხებს. ოდნავ ტალღოვანი, ყავისფერი თმები მხრებზე ეყარა, თვალები კი უმთვარო ღამეზე შავი ჰქონდა.
-წინააღმდეგი არ ვარ,- ვუპასუხე როგორც შემეძლო მხიარული ტონით.
-შენი ნომერი მომეცი და დაგირეკავ ამ დღეებში.
-რა თქმა უნდა, ჩაიწერე,- სწრაფად ვუკარნახე ნომერი. თან ვცდილობდი მივმხვდარიყავი რა უნდოდა ჩემგან ამ ბიჭს.
-ჩავიწერე. რა გქვია?- გამიღიმა ნიკამ.
-ნინო.
-ნინო... თაგუნია, ტყუილების თქმა არ შეიძლება.
-რას გულისხმობთ?- შემეშინდა მე.
-კატო, შენ რა, დეტექტივობანას მეთამაშები?- კედელთან მიმაწყვდია და ირონიულად ჩაიცინა.
-რას გულისხმობთ?- გავიმეორე ჩემი კითხვა. ამჯერად მართლა შემეშინდა. ნუთუ ნიკამ იცის ვინ ვარ? თუმცა რა თქმა უნდა იცის, სხვანაირად სახელს როგორ მიხვდებოდა...
-შენ რა, გგონია ვერ შევამჩნიე პატარა, საყვარელი კუდი, რომელიც 4 დღის წინ მთელი დღის განმავლობაში მითვალთვალებდა?
-თუ დამინახეთ, რატომ მაშინვე არ მოიმოქმედეთ არაფერი?
-თამაში მიყვარს.
-და ჩვენ რას ვთამაშობთ?
-ეს არ არის მნიშვნელოვანი. თავს გაუფრთხილდი. და კიდევ, დაგირეკავ, ტელეფონი არ გამორთო.
ნიკა საწყობიდან გავიდა. მე კი პირველად დავფიქრდი, იქნებ სჯობს გავჩერდე?
არა, ვერ გავჩერდები, ის - ჩემი მიზანია!

ვიზუალიზაციისათვის (ქვემოთ მოცემული ფოტოები გამოყენებულია ბიჭების გარეგნობის აღწერილობისათვის)
ჰარუ:
კომა - მიზანი

ნიკა:
კომა - მიზანი



№1  offline წევრი Annee

სად ხარ აქამდე ?? ასე დავიწყება შეიძლება?? :(((( აღარ დააგვიანო რა ამდენი :(( კარგად და სანტერესოდ წერ და ნუ მოგვანატრებ ხოლმე თავს :*:* იმედია შედეგ თავს მალე დადებ. თვითონ ისტორია კი ძალიან კარგია.

 


№2  offline წევრი HeeChul-ah

Annee
სად ხარ აქამდე ?? ასე დავიწყება შეიძლება?? :(((( აღარ დააგვიანო რა ამდენი :(( კარგად და სანტერესოდ წერ და ნუ მოგვანატრებ ხოლმე თავს :*:* იმედია შედეგ თავს მალე დადებ. თვითონ ისტორია კი ძალიან კარგია.

Annee
სად ხარ აქამდე ?? ასე დავიწყება შეიძლება?? :(((( აღარ დააგვიანო რა ამდენი :(( კარგად და სანტერესოდ წერ და ნუ მოგვანატრებ ხოლმე თავს :*:* იმედია შედეგ თავს მალე დადებ. თვითონ ისტორია კი ძალიან კარგია.


ძალიან დიდი მადლობა კომენტარისათვის. სასიამოვნოა ამ სიტყვების წაკითხვა. აუცილებლად მალე დავდებ.
--------------------
Nico nico nii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent