შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 14-15)


14-05-2015, 19:29
ავტორი schizophrenic
ნანახია 3 076

ბოდიშით რომ გალოდინეთ, იმედია მოგეწონებათ ეს თავიც.. ახლა დაწვრილებით მაინტერესებს თქვენი აზრი სიტუაციის ასეთ დაძაბვასთან დაკავშირებით..
___________________________
თავი 14

*** (დამიანე)
პირველი სამუშაო დღე, უფრო სწორად მისიისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, კაზინოს ზღურბლი გადავლახე და ნუკრის კაბინეტისკენ წავედი, ჯერ კაზინოს ყველა კუთხე დამათვალიერებინა, ყველაფრის დანიშნულება ამიხსნა, შემდეგ კი სარდაფში ჩავიდა, სადაც ერთ-ერთ ფარულ კართან მივიდა, ოთახში შევედით, ძალიან კარგი ინტერიერით მოწყობილი ოთახი, ოთახის ბოლოში ვისკი აიღო, ორ ჭიქაში დაასხა და ერთ-ერთი გამომიწოდა, შემდეგ სკამზე დაჯდა, მეც მის წინ მოვთავსდი, ცოტა ხნთ ჩუმად იყო, ავტო კალამს მაგიდაზე ათამაებდა და მათვალიერებდა, თითქოს ასე აპირებდა ჩემი ნდობის მოპოვებას, მეც მის წინ ვიჯექი, უფრო სწორად ‘’გადაწოლილი’’ ვიყავი, ვისკის ვსვამდი და ველოდებოდი როდის დაიწყებდა ნუკრი საუბარს.
-მოკლედ შენ არ ხარ აქ მენეჯერი, არა როგორ არა ხარ, უბრალოდ ფორმალურად და არა სინამდვილეში.
-რას ნიშნავს ეს?
-ანუ აქ ისეთი სუფთა სამუშაო არაა როგორც შენ გგონია.
-შავი საქმე? ვინმეს ცემა მომიწევს თუ სიკვდილამდე მიყვანა?
-არაა გამორიცხული ეგენიც დაგვჭირდეს, მაგრამ ეს უფრო სხვა საქმეა.
-ანუ?
-ნარკო ბიზნესი.
-ამისთვის მე რატომ ამარჩიე?
-შენი წარსულის გამო, ამ ქალაქში ყველაფერი ვიცი, რა სად და როგორ ხდება, პოლიციაშიც მყავს ჩემი ხალხი და ყველგან.
-საინტერესოა, მე რა მევალება?
-მთავარია ერთგულება, ყველგან და ყველაფერში ჩემს გვერდით უნდა იყო, თანდათან ისწავლი ტერმინებსაც, ნარკოტიკის ხარისხის ცნობასაც და ასე შემდეგ.
-თუ არ დავთანხმდები?
-მოგკლავთ.
-ერთი პირობით დავთნხმდები.
-აქ პირობებს მე ვადგენ.
-მოგიწევს ჩემი მოსმენა.
-გისმენ ისედაც.
-არც ერთი გრამ ნარკოტიკს არ მივიღებ მე.
-არც ვაპირებდი თანამშრომელზე ნარკოტიკის ხარჯვას.
-გასაგებია.
-ერთი სიტყვა ვინმესთან და ჩათვალე მკვდარი ხარ.
-დიახ, რა თქმა უნდა.
ნუკრისგან მალევე წამოვედი, ბიჭებს მივწერე და მათთან ავედი.. ყველაფერი დეტალებში მოვუყევი, ცოტა ხანი ბოლთას სცემდნენ, შემდეგ ყველა ჩავფიქრდით, ყველაფერი იმაზე რთული იყო ახლა, როცა ჩვენი აზრები გამართლდა ვიდრე აქამდე, ჩვენ უბრალოდ მოჩხუბარი ბიჭები ვიყავით, მეტი არაფერი, ეს კი უდიდესი მაფია იყო რასაც მხოლოდ სამი ადამიანი ვერ შეაჩერებდა.
-კაროჩე ცოტნეა რა გამოსავალი. (ერეკლე)
-ხო მეც ეგრე ვფიქრობ. (დამიანე)
-არა რაა, როგორ არ მინდა ძაღლების ჩარევა ამ საქმეში.. (დემეტრე)
-რამე უკეთესი იდეა გაქვს დემე? (დამიანე)
-არა, მაგრამ დაფიქრებაა საჭირო. (დემეტრე)
-სანამ ჩვენ ფიქრს მოვრჩებით ნუკრი ყველაფერს გაიგებს. (ერეკლე)
-მართალია, შეიძლება შემდეგ შეფუთული მოგართვათ ჩემი თავი. (დამიანე)
-გეშინია ტოო? თუ რანაირად ბაზრობ? (დემეტრე)
-რა მეშინია ბიჭო? მარა არაა გამორიცხული ეს მოხდეს და სამივემ აქედანვე უნდა შევეგუოთ. (დამიანე)
-კაროჩე დავაი ახლა დაგაზე ცოტნესთან და სადაც უსაფრთხო ადგილს ჩათვლის იქ შევხვდეთ. (დემეტრე)
-რამ გადაგაწყვეტინა? (დამიანე)
-არაა ეგ შენი საქმე, დავაი მოიხოდე მიხედე საქმეს. (დემეტრე)
დემეტრეს ასეთი გამოუმჟღავნებელი მზრუნველობა პირველი არ ყოფილიყო, აქამდე ზუსტად ვიცოდი ჩემთვის ან ეკესთვის სიცოცხლეს დათმობდა, მაგრამ არ ველოდი თუ პოლიიციის ჩარევაზე დათანხმდებოდა, ძაან ბაბულიკა და რამე კი არ იყო, არამედ პოლიციების ზიზღი ჰქონდა უბრალოდ ბავშვობიდან, რაღაც მიზეზების გამო, მისთვის კი ცოტნეს ჩარევა თვითმკვლელობის ტოლ-ფასი იყო, კარგია როდესაც გყავს ისეთი მეგობრები რომლებიც შენს გამო ყოველგვარ პრინციპს დაივიწყებენ..
ცოტნესთანაც მივედი, განყოფილებაში საუბარი არ მინდოდა, ამიტომაც შენობიდან გამოვიდა.
-კაროჩე იმ საკითხთან დაკავშირებით რაღაცეები გავიგე და უსაფრთხო საუბარი გვინდა რომ უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, მაგრამ ეს განყოფილება ვერ იქნება.
-შენი ქოხი მგონი შესაფერისი ადგილია.
-საიდან იცი?
-გაიხსენე სად ვმუშაობ.
-კაი ხო..
განყოფილებიდან ბიჭებს გავუარეთ და მანქანით წავედით ჩემს ქოხში, დემეტრე წინ იჯდა მაგრამ სარკეს თვალს არ აშორებდა, გონებაში ალბათ უკვე სცემა ცოტნე და მის გვამთან ცეკვავდა, მის ასეთ შორეულ ბრაზზე ცოტა არ იყოს მეცინებოდა, მაგრამ არ ვიმჩნევდით.. სახლში მივედით, ყველა ავედით ქოხში დავსხედით.
-აბა ბიჭებო რა ხდება? (ცოტნე)
-ესეიგი გამართლდა შენი ეჭვები, ნუკრი ნარკო მოვაჭრეა. (დამიანე)
-დამამტკიცებელი საბუთები გაქვს? (ცოტნე)
-მე ვარ დამამტკიცებელი საბუთი. (დამიანე)
-ანუ? (ცოტნე)
-დღეს მიამბო ყველაფერი, მასთან უბრალოდ ფორმალურად ვარ მენეჯერი, ისე უნდა დავეხმარო ნარკო ბიზნესში.. მე ამას არ ვაპირებ, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში მომკლავდა, არ მეშინია, უბრალოდ არ მინდა მაგ არაკაცის კუდებმა მომკლას, ისე რომ შურ ვერ ვიძიო. (დამიანე)
-რამე იდეა გაქვთ? (ცოტნე)
-როგორც ვფიქრობთ სერიოზული მაფიაა მის ირგვლივ, ამას კი მხოლოდ სამი კაცი ვერ დავუპირისპირდებით, შეიძლება უფრო გავაძლიეროთ, ამიტომ გადავწყვიტეთ შენზე გვეთქვა, მიუხედავად იმისა რომ წინააღმდეგი ვიყავი. (დემეტრე)
-შენ კაი ბიჭი ხარ? (ცოტნე)
-არა რა კაი ბიჭი, პროსტა ბავშვობიდან არ მევასება თქვენი სისტემა, რაღაც მიზეზების გამო, პროსტა გრძელი ამბავია, ახლა არც შესაფერისი მომენტია და არც ჩვენ გვაქვს შესაფერისი ურთიერთობა ამის მოსაყოლად. (დემეტრე)
-მე ვფიქრობ, რომ აქ უკვე გადაცმული პოლიციელი დაგვჭირდება. (ერეკლე)
-ანუ? (ცოტნე)
-ანუ ნარკოდილერობა უნდა იკისროს ვინმემ ცოტა ხნით. (ერეკლე)
-და თქვენ უნდა იყოთ ქუჩის მოჩხუბრები? მაგრად ტეხავს. ხო მართლა, მე ‘ვიკისრებ’ ნარკო გამსაღებლობას. (ცოტნე)
-ესეიგი შევთანხმდით. (დამიანე)
*** (ანაბელის დღიური)
სვანეთის შემდეგ დამიანეს საერთოდ არ გავხსენებივარ, როგორც გავიგე მუშაობა დაიწყო ცხოვრების ახალ დინებაში ჩაერთო. მე კი სულ გადავავიწყდი, ხოლო ემილი და დემეტრე თითქმის მთლიან დროს ერთად ატარებენ, ბედნიერი ვარ როდესაც ჩემ დაქალს ასეთ ბედნიერს ვხედავ, ყურებამდე შეყვარებულს, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ემილის ოდესმე ვინმე შეუყვარდებოდა, მაგრამ ასეც მოხდა, რაც ძალიან მაგარია! ვიცი რომ ეს მისი ნამდვილი სიყვარულია, წრფელზე წრფელი და მუდმივი. ხოლო ტაისიასთან ყველაფერი ძველებურადაა, მხოლოდ ის განსხვავებაა რომ ერეკლე ჩაერთო მის ცხოვრებაში, თავისი პატარ- პატარა აკრძალვებით, რა თქმა უნდა ტაისია არ ამჟღავნებს მაგრამ აშკარად ვხვდები რომ შეყვარებულია, მისი სიყარული კი ერეკლესადმი უსაზღვროა, იმასაც ვამჩნევ როგორ დაიტანჯა ერეკლეს ლოდინში, მისი ერთი უბრალო ‘მიყვარხარ’ს ელოდა მთელი ემოციებით, მაგრამ ამას არ ამბობდა, მე და ემილი კი რისთვის ვიყავით? თუ ასეთ მცირე დეტალებს ვერ მივხვდებოდით.
თავი 15

*** (დამიანე)
სამსახურში მისვლა და რაღაცეები ზოგადად არ მევალებოდა, უბრალოდ ფორმალობის გამო უნდა ვყოფილიყავი კაზინოში, რადგანაც ნუკრისთან ჩემი გეგმების გამო ახლოს უნდა ვყოფილიყავი, ასევე მისი ნდობის მოსაპოვებლადაც, ახლა მთავარი რაც იყო უნდა მოგვეფიქრებინა ალტერნატივა რომლითაც ერთმანეთს კონტროლის გარეშე დავუკავშირდებოდით, ეს პრობლემა ცოტნემ გადაჭრა, ანონიმური ტელეფონები, სადაც ყველანაირი დამაკავშირებელი სისტემა, საძიებო და ა.შ წაშლილი იყო, მაგრამ ყოველგვარი უსაფრთხოებისთვის გადავწყვიტეთ რამე უხარისხო აპლიკაციის საშუალებით დავკონტაქტებოდით ერთმანეთს, თქვენ ალბათ ფიქრობთ რა რთულად ეკიდებიან ამ ერთ ბანალურ იოლ საქმესო, მაგრამ ასე არაა, ეს იმაზე რთულია ვიდრე ნებისმიერ თქვენგანს წარმოუდგენია.
სამსახურში მივედი თუ არა ნუკრიმ თავის კაბინეტში დამიბარა, უკვე ვფიქრობდი, რომ რაღაც გაიგო და შესაფერისი სიფრთხილე ვერ გამოვიჩინეთ, მაგრამ არა, გადავრჩით. უბრალოდ ახალ საქმეზე იყო საუბარი, ეს შესვლამდე გავიგე, ამიტომაც სპეციალურ ტელეფონზე ხმის ჩამწერი ჩავრთე და შევედი.
-გისმენთ ბატონო ნუკრი.
-მოდი შვილო ბატოონო არ გვინდა, შენობით მომმართე.
‘’შვილო’’ს წოდებაზე გავღიზიანდი, კიდევ ერთხელ ვიგრძენი ყელში დაბერილი არტერია და ას პროცენტიანი თავ შეკავებით ვცდილობდი ნერვები მომეთოკა და ყელში არ მივვარდნოდი, მუჭი შევკარი, ვეცადე ოდნავ გამძაფრებული სუნთქვა დამეფარა, ავდექი, ოთახის კუთხეში მდგომი მაგიდიდან სასმელი დავასხი და მასაც მივაწოდე. ვისკის რამოდენიმე ყლუპის შემდეგ ოდნავი სიმშვიდე ვიგრძენი, მის წინ დავჯექი და შედარებით ლმობიერი გამომეტყველებით გავხედე.
-აბა რა ხდება? რა საქმეა?
-ესეიგი ერთი შემოთავაზებაა, ნარკოტიკის გადაზიდვა.
-სად?
-საქართველოშივე, ქუთაისში.
-მგონი რთული არ უნდა იყოს..
-არა არ არის რთული, უბრალოდ ძალიან დიდი ტვირთია, გზაში შეიძლება პოლიციამ გაგაჩეროს და ა.შ..
-გამაჩეროს?
-ხო, შენ გევალება ნარკოტიკის ქუთაისამდე გადატანა.
-რატომ?
-ნდობის მოპოვებისთვის.
-რაოდენობა?
-10 კილო.
-როგორია გეგმა?
-ესეიგი, ერთ- ერთი დისტრიბუციის მანქანას წაიყვან თავისი ტვირთით, სადაც მოვათავსებთ ნარკოტიკს.
-უბრალოდ მანქანით რატომ არ მივდივარ?
-რაამე შემთხვევის გამო რომ გაგაჩერონ 10 კილო ნარკოტიკით რას გააკეთებ?
-კარგი, მართალი ხართ. როდის უნდა წავიდე?
-ხვალ, დილით 8ზე.
-მარტო?
-წაიყვანე ერთი მეგობარი რომელსაც ყველაზე მეტად ენდობი, რამე ისეთი მოხდება და არცერთს არ გაცოცხლებთ, მაგრამ რატომღაც მგონია ერეკლეს წაიყვან.
-ერეკლეს შესახებ საიდან იცი?
-მე ყველაფერი ვიცი, ერეკლეზეც, დემეტრეზეც, მათ გოგოებზეც და შენს სატრფოზეც.
-გასაგებია.
ნუკრიდან წამოვედი, ცოტნეს და ბიჭებს მივწერე, ჩემს ქოხში აღარ წავედით, ახლა ძველი დანგრეული შენობის ტერიტორიაზე შევიკრიბეთ, ჩანაწერს მოუსმინეს, ცოტა ხანს იფიქრეს და ცოტნემ დაიწყო საუბარი.
-ესეიგი თუ ერეკლეს შესახებ იცოდა და სხვებისიც, ჩემზეც ყველაფერი ეცოდინება, ამიტომ ყალბი საბუთები და ახალი ცვლადი იმიჯი დამჭირდება. (ცოტნე)
-რისთვის? (დამიანე)
-შენი მეგობარი უნდა ვიყო, ერეკლე არ წამოვა. (ცოტნე)
-რას ქვია არ წავალ? (ერეკლე)
-მე პოლიციელი ვარ, ყველაზე მეტად მე უნდა ვიყო ამ საქმეში ჩართული, ყველაფერი ჩემს თვალწინ უნდა ხდებოდეს, თუ არ გინდათ რომ პოლიციამ ნუკრისთან ერთად ჩაგაყუდოთ, ეს იქნება საიდუმლო მისია, რომელსაც მე უშიშროება დამაკისრებს, ხოლო თქვენ უბრალოდ ჩართულები იქნებით ამ საქმეში, ხელ-შეუხებლობი გარანტიას გაძლევთ. (ცოტნე)
-მე ვაფშე არაფერს მეკითხებით? ჯერ იყო პოლიცია ჩარიეთ, ახლა კიდე ვაფშე მოგვტეხეთ საქმიდან და ჩვენს გადაპოლიციელებასაც გეგმავთ. არაა მგონი ეს სწორი საქციელი. (დემეტრე)
-არაფერ შუაშია აქ გადაპოლიციელება, შენ თუ რამეს დააშავებ მე დაგიჭერ, მაგრამ ამ საქმიდან ხელ-შეუხებელი ხარ და რა გავაკეთო? ასე ძალიან თუ გინდა ციხეში მოხვედრა მე პრობლემა არ მაქვს, ელემენტარული ხელი დამარტყი და ახლავე წაგიყვან განყოფილებაში. (ცოტნე)
-ტონს დაუწიე, შენი ცემა არ გამიჭირდება, სხვათაშორის არც მოკვლა. (დემეტრე)
-არ გაგიჭირდება, მაგრამ შენ არ ხარ მკვლელი. (ცოტნე)
-გასაგებია. არასწორი შთაბეჭდილება გაქვს ჩემზე. (დემეტრე)
-მგონი ახლა კამათის დრო არაა. საქმეში ხართ? (ცოტნე)
-კი. (დამიანე)
-მეც. (ერეკლე)
-უხ თქვენი, მეც! ერთად მოვუღოთ მაგ ნაბიჭვარს ბოლო! (დემეტრე)
-ესეიგი ჩემი სახელია ახლა მოსაფიქრებელი და ახალი იმიჯი. (ცოტნე)
-სახელის დიდად უცხო არ გვინდა. (დემეტრე)
-რატომ? (ცოტნე)
-იმიტომ რომ უფრო ეჭვებს გამოიწვევს, ახლა შენ რომ ჯეიმსი გახდე ხო უცნაური იქნება? აი ამიტომ, უბრალო ბანალური სახელი აირჩიე გიორგი, ირაკლი ან ნიკა. (დემეტრე)
-მართალი ხარ, გვარიც და ეგ არის. (ცოტნე)
-გიორგაძე, გიორგი გიორგაძე.. კარგად ჟღერს, უფანტაზიო მშობლები ეგონება შენები მაგრამ არაუშავს. (დემეტრე)
-მე მომწონს. (ერეკლე)
-ჰო ნორმალურია. (დამიანე)
-არა არა, კარგია. (ცოტნე)
-იმიჯზე მოვიფიქრე რაც უნდა ვქნათ.. (დამიანე)
-რა? (ცოტნე)
-გოგოებს ვეტყვი რომ იზრუნონ შენ უფრო საშიშ და ძველ ბიჭურ იმიჯზე, მაღაზიებში ბოდიალი არ დაეზარებათ... (დამიანე)
-იდეა კარგია, მაგრამ ემილის დაეზარება. (დემეტრე)
-შენი ხათრით არ დაიზარებს. (დამიანე)
-მართალია. (დემეტრე)
გოგონებს დავურეკეთ და შევხვდით, ყველაფერი ცოტა გადაკეთებულად ავუხსენით და ცოტნე ჩავაბარეთ, ჩვენი ცოტნესთან ერთად ცოტა საშიში იყო, იმიტომ რომ პოლიციელი იყო, ამიტომაც გოგონებს მივანდეთ ცოტნეს ახალი იმიჯი.
*** (ანაბელი)
როგორც იქნა დამიანე დამიკავშირდა, მაგრამ მოსაკითხად არა, იმისთვის რომ ვიღაც მისი იდიოტი მეგობრისთვის ახალი სტილი მოგვეფიქრებინა, ოდნავ საშიში და ძველ- ბიჭური, მისი ახლანდელი სტილისგან ძაალიან განსხვავებული, სამივე დავთანხმდით, ჩემთვის მისი ასე მცირე დროით ნახვაც ბედნიერება იყო, ცოტნესთან ერთად მაღაზიებში წავედით, ერთ ადგილას დავსვით და მაღაზიაში გადანაწილებულ სამოსს სათითაოდ შევუტიეთ, ავიღეთ ყველა შავი შარვალი, თანამედროვე და ოდნავ მოძველ ბიჭო, რამოდენიმე ‘კლეჩატი’ (ქართულად არ ვიცი რა ქვია) პერანგი, შავი უბრალო მაისურები და ორი ტყავის ქურთუკი, ფეხსაცმელები უბრალო შავი თანამედროვე სტილის ‘ბატინკები’ და კეტები, ყველაფერი სათითაოდ მივაწოდეთ ცოტნეს, გაიზომა, მის სტილს საგრძნობლად ცვლიდა, მაგრამ მისი უკან გადავარცხნილ შავ თმაში ზედმეტად ნაზი ჩანდა.. ყველაფერი შევიძინეთ და ჩვენს სახლში ბიჭებთან ავედით, ცოტნეს ახალი იმიჯი ყველას მოეწონა, მაგრამ ისინიც იგივეს იწუნებდნენ, აი ახლა კი გენიალური აზრი მომივიდა, ცოტნეს ხელი მოვკიდე, აბაზანაში შევიყვანე, დუშში თავი შევაწევინე, თმა მთლიანად დავუსველე, პირსახოცით გაიშრო, თმებში თითები შევუცურე და ავუბურძგნე, ახლა კი ნამდვილად იყო ‘ცუდი’ ბიჭი. მის ახაალ სტილსაც უხდებოდა ეს ყველაფერი, ალბათ დამიანე რომ არ მიყვარდეს ცოტნე მომეწონებოდა, გამარჯვებული სახით დავბრუნდი უკან და ჩემი ‘შედევრი’ ვაჩვენე მათ, ყველას მოეწონა ჩვენი საერთო ნამუშევარი, მე კი აღფრთოვანებული ვიყავი ასეთი სოლიდური ბიჭის რადიკალური ცვლილება რომ შევძელით. ძალიან კარგი ბიჭი ჩანდა ცოტნე, ვგრძნობდი რომ ჩვენს ბიჭებს მალევე დაუმეგობრდებოდა, მაგრამ ამის ხელ შემშლელ მთავარ პრობლემად დემეტრე მიმაჩნდა.. კარგი საძმო იყო ძალიან, მათი ერთგულება და ბოლომდე ძმური დამოკიდებულება ჩვენთვის მაგალითიც კი იყო, მიუხედავად იმისა რომ საოცრად ერთგულები ვიყავით, ასევე ჩვენც შეგვეძლო სისხლის ბოლო წვეთი დაგვეთმო ჩვენი მეგობრობისთვის, ეერთმანეთისთვის.
_____
იმედია სიდიდემ დაგაკმაყოფილათ..



№1  offline წევრი masu

Auuu dzaan magaria <3 dzaan momwons <3 male dade ra <3

 


№2  offline წევრი schizophrenic

masu
Auuu dzaan magaria <3 dzaan momwons <3 male dade ra <3

მადლობა, გავაგზავნე უკვე სიახლე feel

 


№3  offline წევრი Winchester

მაგარია ძალიან. ❤
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent