Bad Boys. (თავი 13)
*** (დამიანე) ერთი შედგენილი, მეორე კი ლამის წყვილი იყო ჩემს გვერდით, მეც თანდათან გაგიჟებით მიყვარდებოდა ანაბელი, ამის ჩემში ჩახშობას ისევ განვაგრძობდი, ალბათ მთელი ცხოვრება მომიწევდა ასე, მაგრამ ახლა სიყვარულზე, გრძნობებზე და სხვა რამეებზე მნიშვნელოვანი შურისძიება იყო, დღეს თბილისში უნდა წავსულიყავით, რა თქმა უნდა სვანეთში დარჩენა და მეგობრებთან დროის გატარება მერჩია, მაგრამ ქალაქში პრობლემები იყო მოსაგვარებელი. ჩემი წარსული გასასუფთავებელი და ა.შ, ამიტომაც უფრო ადრე მოგვიწევს აქედან წასვლა.. --- თბილისშიც ჩამოვედით, პირველი სადაც უნდა მივსულიყავი განყოფილება იყო, ცოტნესთან, დარწმუნებული ვარ ჩემი მისვლა ცოტნესთვის მოულოდნელი იქნება, ასევე მილიონი გზით უნდა შემოვუარო რომ როგორმე ვუთხრა ეს ყველაფერი, ბოლო საფეხური ჩამოვიტოვე და ცოტნეს კაბინეტში შევედი, ტელეფონზე საუბრობდა, მაგრამ როგორც კი დამინახა ტელეფონი დადო. -დამიანე? -ჰო. -აქ რამ მოგიყვანა? მშვიდობაა? -კი მშვიდობაა, კაროჩე საქმე მაქ რა შენთან. -გისმენ, რით შემიძლია ერთმა ჩვეულებრივმა დეტექტივმა დავეხმარო გამოუსწორებელ მოჩხუბარს? -მოკლედ, მუშაობა მინდა დავიწყო და ცოტა ისეთი პიროვნებაა ამ კომპანიის მეპატრონე, რომ ყველაფერს გამოიკვლევს სანამ შესაფერის პერსონას აარჩევს. -აჰა, რა დაწესებულებაა? -კაზინო “Riviera’’ს მფლობელი, ნუკრი ავალიანის კომპანია. -სერიოზული ბიზნესმენია, ასე ვთქვათ შავ-ბნელი, მერწმუნე შენი ისტორიის გასუფთავება მაგასთან არ გამოგადგება. -რატომ? -უნდა იფიქროს რომ ყველაფერზე ხარ წამსვლელი. -ამას მე რატომ მეუბნები? -იმიტომ რომ ვიცი ეგეთ პიროვნებასთან რაღაც მიზეზის გამო თუ დააპირებ წასვლას, სამართლიანი მიზეზის. მეეჭვება დამიანე ასეთ სქელ ჯიბეებიან ახვართან წავიდეს უბრალოდ სამუშაოდ. შენ გგონია აქამდე ვერ გამოგამწყვდევდი ციხეში? უბრალოდ არ მინდოდა, რატო იცი? იმიტომ რომ მთელი ეს სისტემა შენნაირი ადამიანებითაა მყარი, თორე პოლიცია ვაფშე არაფერი არაა, შენ გგონია პატრულის სირენა შეაკავებს დამნაშავეს? არაა ასე, შენნაირები გვეხმარება ჩვენ სრულყოფილებაში, სიძლიერის გამყარებაში და ეს პოლიტიკამ რაც არ უნდა უარყოს ასეა. -ასეთი მართლა არ მეგონე, მგონი პირველად შევცდი ადამიანის შეფასებაში. -როგორი? -კანონის გარდა სამართალს თუ ხედავდი არ მეგონა. -ანუ შეიძლება დავმეგობრდეთ? -არა. -კარგი. -ესეიგი მაინც რა გამოჩნდება ჩემს წარსულ საქმეში? -ის რომ ‘ხიპიშნოი’ ტიპი ხარ და ყოველთვის სუფთა რჩები. -მადლობა, ჯიგარი ხარ. ცოტნეს კაბინეტიდან წამოვედი. უკვე კაზინო riviera’ში უნდა წავსულიყავი, სმართლე ვთქვა არც ელეგანტურად გამოვწყობილვარ ნუკრის სანახავად და არც რამე სოლიდური შემიცვლია ჩემი თავი, კაზინოს შესასვლელთან დაცვა იდგა, დღისით არ მუშაობდა ეს ადგილი ამიტომაც დაცვა უბრალო ხალხს შიგნით არ უშვებდა, ამათვალიერეს, როდესააც გაიგეს რა მინდოდა ამ დროზე, კაზინოს კარი გააღეს, ერთ-ერთმა შენობაში შემყვა და უფროსის კაბინეტისკენ წამიყვანა, მთელი კაზინო შავ და წითელ ფერებში იყო მორთული, ოთახის შუა ნაწილში დიდი მაგიდა იდგა, სადაც ნუკრი იჯდა, როგორ გამიჭირდა ახლა თავის შეკავება, მინდოდა მივვარდნოდი, ყელში ხელი წამეჭირა და თავის დაცვებიანად მომეკლა, მაგრამ თავი შევიკავე და თავდაჯერებულად განვაგრძე გზა, მის წინ მოვთავსდი. -გამარჯობა! -გაგიმარჯოს. -აბა გისმენ.. -მგონი სჯობს კითხვები დამისვათ, აქ ვაკანსიისთვის ვარ და არა საჭორაოდ. -სიჯიუტე და თავდაჯერებულობა კარგს არაფერს მოგიტანს. -მადლობთ რჩევისთვის, მაგრამ მე ასე არ ვთვლი. -გაქვს მუშაობის გამოცდილება? -მცირე სამსახურები. პირველი სერიოზული სამსახურია სადაც მუშაობა გადავწყვიტე. -გასაგებია. რატომ გადაწყვიტე აქ მუშაობა? -მგონი მარტივი კითხვაა, საინტერესო სამსახურია, საინტერესო პირობებით და რატომ უნდა მეთქვა უარი? -რთულია, შეიძლება ნებისმიერი რამის გაკეთება მოგიხდეს და მზად ხარ? -რა თქმა უნდა. -და ერთ-ერთი მთავარი პირობა, უნდა იყო ჩემი ერთგული. -დიახ, რა თქმა უნდა. -შენი წარსული როგორია? სამართალ დამცავებთან. -არც ისე სუფთა, ცოტათი ფიცხი და მოჩხუბარი ვარ, მაგრამ ეს ჩემს აქ საქმიანობას ხელს არ შეუშლის. -ძალიან კარგია, სწორედ შენნაირი ახალგაზრდა გვჭირდებოდა ამ სამსახურში. -ანუ? -ანუ ხვალ ჩვეულებრივად გამოცხადდი სამსახურში და რაღაც მცირე ბიზნესებშიც ჩაგრთავთ, ერთი იცოდე ჩვენი ღალატი თავს დაგაკარგვინებს. -გასაგებია. ნუკრიდან წამოვედი, მთელი გზა ვფიქრობდი რას ნიშნავდა მცირე ბიზნესები, აშკარად რაღაც არაკანონიერთან ჰქონდა საქმე და მეც ზუსტად ვიცოდი აწი როგორ მემოქმედა, ბიჭბთან ერთად გავივლიდი ყველა დეტალს და საქმიანობაშიც ჩავერთვებოდი, ნუკრი კი ისე უნდა ჩავძიროთ რომ სიკვდილი სანატრელი გაუხდეს, მაგრამ ვერ კვდებოდეს, ტირილი უნდოდეს მაგრამ ვერ ტიროდეს, მისთვის სიკვდილი მიუღწეველ ბედნიერებად უნდა ვაქციო, ჯოჯოხეთი კი დედამიწაზე მოვუწყო, ნათლიაჩვენის არც-ერთი დაღვრილი სისხლის წვეთი არ შერჩება, მე ამის ფიცს უკვე მეორედ ვდებ საკთარ თავთან და კაცობას ვფიცავ ავასრულებ. ნუკრი ავალიანისთვს ყველაზე რთული ტანჯვა უფულობა იქნება, სამართალ დამცავები’ც რა თქმა უნდა უბრალოდ პოლიციის ‘შპიონობა’ს არ ვაპირებ, მაგრამ ყველაფერს ისე მოვუწყობ ჩემი დახხმარების იმედი ჰქონდეს, ჩემი ნდობა ჰქონდეს მაგრამ ამავდროულად მე ვუშლიდე ფეხ ქვეშ მიწას. ყველაზე საშიშ და ბოროტ ადამიანად ვგრძნობდი ახლა თავს, მაგრამ ეს ასეც იყო, ამაზე საშინელიც ვიქნები მოომავალში ვიდრე ჩემი ფიქრებიდან ჩანს.. ნუკრი ავალიანი ბოლომდე უნდა გავანადგურო და მიწასთან გავასწორო, მისი ავტორიტეტი, სახელი ქუჩის ბომჟის დასაცინი უნდა გავხადო და მე ამას გავაკეთებ, ნათიაჩემის სულისთვის.. მალევე ბიჭები შევიკრიბეთ, ყველაფერი მოვუყევი, მათაც ისე გაუკვირდა ცოტნეს ასეთი დამოკიდებულება როგორც მე, შემდეგ ნუკრის შესახებ ვუამბე დეტალები.. -აუ უეჭველი ნარკოტიკზე ჩალიჩობს რაა. (დემეტრე) -მეც ასე ვფიქრობ, ან რამე შავ საქმეშია ჩართული, მაგრამ მეეჭვება სხვა რამ მოეფიქრებინა ამ კაცს. (ერეკლე) -ვფიქრობ როგორ ჩავძიროთ ნუკრი პოლიციის გარეშე, მართალია მის მოკვლას არ ვაპირებთ მაგრამ არც პოლიციის ბიჭები არ ვართ რო ჩავუშვათ. (დამიანე) -კაროჩე სხვანაირად შეიძლება, ვაფშე თავიდანვე ჩავრთოთ პოლიციის ერთი ქვედადანაყოფი. (ერეკლე) -შეიძლება მარა მაინც არა კააცურად მიმაჩნია. (დემეტრე) -აბა რა მიგაჩნია კაცურად? იმ ახვრის ნარკოტიკით ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი დაავადდება, ჩვენი თანატოლები, ჩვენი უფროსი ძმები, პატარები, ეს კარგია? ან უნდა მოვკლათ რაც უფრო მეტ სისხლს გამოიწვევს, შეიძლება ჩვენი სისხლიც დაიღვაროს და ეს ყველაფერი ისე დასრულდეს, რომ მათ ბიზნესს დანაკარგი კი არა პირიქით უფრო გავაძლიეროთ. (დამიანე) -დავუშვათ რომ მართლები ხართ. მაინც არ მომწონს ეს პოლიციები და ამბები რაა.. (დემეტრე) -უკეთესი იდეა გაქვს? თუ იმ ახვარს ნარკო ბიზნესი აქვს სერიოზულ ხალხში ექნება ურთიერთობა, რომლებთანაც შენი ფეთქებადი ხასიათით ვერაფერს გახდები, ჩვენ მზად ვართ ბოლო წვეთი დავღვაროთ, მაგრამ უშედეგოდ იქნება დაღვრილი და მგონიეს ყველაზე ნაკლებად გვინდა. (ერეკლე) -კაი, მართალი ხარ, პოლიციიასთან რას ვაპირებთ? (დემეტრე) -პირველ რიგში დემეტრემ უნდა მოიპოვოს შესაფერისი ინფორმაცია, რომ ჩვენი ეჭვები გამყარდეს, შემდეგ ცოტნეს დაველაპარაკებით და საიდუმლო გეგმასაც შევიმუშავებთ, მომწოდებლად გაასაღებს რომელიმე გადაცმულ დეტექტივს და საქონლის შემოტანა გასაღების დროს შესაბამისად იმოქმედებენ. (ერეკლე) -ბევრ მძაფრ სიუჟეტიანი ფილმი გაქვს აშკარად ნანახი. (დემეტრე) -უკეთესი იდეა გაქვს? (ერეკლე) -არა უბრალოდ კარგ ფილმს გადავიღებდით ამ სცენარით. (დემეტრე) -ამ ყველაფრის მერე შენ მოგხედავ! (ერეკლე) -რას მიპირებ? (დემეტრე) -მაგრად გცემ! (ერეკლე) -შეიკრიბა ბაგა ბაღი? რა დღეში ხართ ხალხო სერიოზულლ თემაზე ვლაპარააკობთ და თქვენ კინკლაობთ კატა თაგვივით... (დამიანე) -კაროჩე ვიზამთ რამეს რაა, არ უნდა აქ ზედმეტი დაგრუზვები. ---- ისტორია შედარებით მძაფრი კუთხით ვითარდება, როგორია თქვენი მოლოდინი? მოგეწონათ ეს თავი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.