ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (10)
*********************** მეჩვენება? თუ მართლა მეკითხება? უნდა რომ ჩემს ოთახში დაიძინოს სადაც ერთი სკამის, კარადისა და საწოლის გარდა არაფერი დგას? ჰმ... ანუ უნდა რომ გვერდით მომიწვეს და ეს ღამე ნამდვილი ცოლ-ქმარივით ჩახუტებულებმა გავატაროთ? თავხედი... -არა..-ვუპასუხე ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ -კი მაგრამ.. -ოუუ..-წამოვყავი თავი. ისიც მიტყდებოდა რომ მის წინ ნახევრად შიშველი, პიჟამაში დავმდგარიყავი-არ შემიძლია რაა.. -კარგი რაა-ოდნავ გაიცინა-მართლა დავსველდი.. აი თუ გინდა ძირს დავწვები.. ან.. აი შენი საწოლი ორ საწოლიანია... მე და შენ დაგვიტევს... ანუ მე მივიწევი იქით.. -ოოო-დავიწყე ბუზღუნი-ვერა, ვერა, არ შემიძლია.. -გთხოვ რაა..-ახლოს მოვიდა, საწოლს შემოუარა და ჩემს გვერდით მოთავსდა... ოპააა... აი აქ ჩავი*ვი... ისე მივიწიე საწოლის კიდესთან რამის გადავვარდი. -დამშვიდდი...-ჩაილაპარაკა მკაცრად-არ მინდა დილით შენი თავი პარკეტზე გაბრტყელებული ვიპოვო.. ვეცადე ძალები მომეკრიბა და ოდნავ დავმშვიდდი. მოვეშვი. ოდნავ თავისუფლად დავწექი. -ასე ჯობია!-თითქოს მანაც იგრძნო ეს. ფეხები მოვკუნტე, თმები ბალიშზე გადავიყარე და ხელები მუხლებზე შემოვიწყე. აიი, როგორც იტყვიან ხოლმე ‘’ოთხად მოვიკეცე’’. ლუკამ მალე დაიძინა... ბავშვობიდან მარტო ვწევარ დიდ საწოლში ასე რომ თავს ახლა ისე ვგრძნობ როგორც თევზი ასფალტზე... ჰმ.. მგონი შედარება მაინც და მაინც კარგი ვერ გამოვიდა... ხოდა მოკლედ ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა: ამ მძორს ერთი მაგარი ‘’ჩავაზილო’’ და ჩემი კუთვნილი ლოგინიდან მოვისროლო.. თან ისე მრცხვენია... ჩემი თავის მიკვირს მაგრამ მცხვენია და რა ვქნა.. ვწევარ შორტების ამარა რომელიც ტრაკსაც არ მიფარავს და მაცვია ტოპიკივით ზედა... ეს სულელი კი გამეთხლარშა გვერძე ტრუსით... აბა ახლა რა დამაძინებდა?! არც ვბრუნდებოდი, საერთოდ არ ვინძრეოდი... ეს კი მშვიდად ფშვინავდა... ბოლოს გადავწყვიტე აუცილებლად დამძინებოდა და ვირტუალური ცხვრების დათვლა დავიწყე... 888 დილით მზის სხივებმა გამომაღვიძა. წამწამები მძიმედ დავაშორე ერთმანეთს და თვალები მოვიფშვნიტე. საწოლის კიდეზე მეძინა, ყველაფერი დამბუჟებოდა, საერთოდ ვერცერთ ორგანოს ვერ ვგრძნობდი... მინდოდა ახლა ავმდგარიყავი და გამეზმორა მაგრამ კიდევ იმდენად მეძინე რომ ფეხზე ვერ დავდგებოდი. გვერდი ვიცვალე და გადავბრუნი... ვაი...ვაი...ვაი და ვაი ამ გადაბრუნებას... მძინარე ლუკა ჩემთან იმაზე ახლო აღმოჩნდა ვიდრე მეგონა... გადავბრუნდი და რამის მაშინვე ტუჩემზე ვაკოცე. კიდევ კარგი მასზე დაბალი ვარ და მის ტუჩებს მხოლოდ ჩემი ცხვირი მოხვდა.. არაუშავს... ამასაც მოვითმენ... მერე რა მოხდა?! ჩემ ტოლ გოგონებს უკვე აბორტები აქვთ გაკეთებული და მე რომ ქმართან ახლოს მეძინოს დანაშაულია? სულაც არ ვფიქრობ ასე... თანაც როგორი სიმპატიურია... ურთიერთობა რომ კარგად დაგვეწყო შესაძლოა შემყვარებოდა კიდეც.. ახლა კი ერთ ლოგინში ვწევარ თბილისში ერთ-ერთ ყველაზე სიმპატიურ ბიჭთან... რატომაც არა? მშვენიერია! ოდნავ მოვეშვი, ფეხები სიგრძეზე გავშალე, ხელებიც ჩამოვუშვი... არ ვიცი ეძინა თუ არა მაგრამ იგრძნო ჩემი მოშვება თუ არა ხელი წელზე მომხვია და უფრო ახლოს მოიწია. მესიამოვნა მის ცხელ სხეულზე შეხება და მის სხეულს მაგნიტივით მივეწებე. დავინახე როგორ ჩაეღიმა... აჰაა.. გღვიძავს? ჩემთან თამაში გინდა? ოკეი... ჩემი ფეხი მის ფეხს გადავადე და უფრო მეტად ავეკარი. -მიწვევ არაა?-თვალები გაახილა, გამაგიჟებლად გაიღიმა და წამებში ჩემს ზამოდან მოექცა. გადავიკისკისე. -ეს შენ მოინდომე ასე!-ვუთხარი გამომწვევად. მისი თავი ჩემს თავთან დახარა და ტუჩებს მოუახლოვდა... სუნთქვა შემეკრა.. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და უბრალოდ თვალები დავხუჭე. თან ვითვლიდი: 1....2....3....4......................... მგონი არ მკოცნის ხომ? თვალები ისევ გავახილე და დავინახე როგორ დამყურებდა ცინიკურად.. ნერვები მომეშალა, ხელი ვკარი და ჩემს სხეულს მოვაშორე... სიცილი დაიწყო... -იდიოტი-ჩავილაპარაკე შესამჩნევად და ნახევრად შიშველი, საწოლიდან წამოვხტი. -ოუჰ... შენნაირი სექსუალური ბავშვი ჯერ არ მინახავს.. -გააჯვი-მივუგე გესლიანად და პასუხად სახეში ბალიში მივიღე. -მისმნე გოგონი-მითხრა მკაცრად-თუ სხვასთან შენი უზრდელობა გაგდის ჩემთან არ გაგივა. და თუ გგონია რახან დღეს ჩაგეხუტე სულ ასე იქნება ძალიან ცდები. გასაგებია? აი აქ კი გავშრი... თავი მართლაც ის მეგონა რაც ლუკამ მიწოდა ერთი კვირის წინ... ტანზე დავიხედე და ჩემს თავზე რამის გული ამერია.. მაშინვე ხალათი მოვიცვი და გარეთ გავედი. ახლა სუფთა ჰაერი იმაზე მეტად მჭირდებოდა ვიდრე არასდროს... უკანა ეზოშიგავედი და ღრმად ჩავისუნთქე... არ ვიცი ამ ბიჭს რატომ ვძულვარ... თანაც სახლში დღეს ვბრუნდები.. როგორ არ მინდა მასთან ერთად მარტო ვიყო.. თავი რამის მოვიკალი.. რა დამემართა დღეს? ასეთი რამ მისდღემში არ გამიკეთებია.. ალბათ ამ ბიჭის სილამაზეს გადავყავარ ჭკუიდან... წინა ეზოდან დათას ხმა შემომესმა და სიხარულით გავე. ლუკას ელაპარაკებოდა. -თააკ-მოვიდა და მომეხვია-ლუკა ამწუთას მეუბნებოდა ერთ საათში მივდივართო. -ერთ საათში?-ნაღვლიანად გავხედე ლუკას. ნამდვილად არ მინდოდა სოფლის დატოვება. -კიი.. მე საქმეები გამომიჩნდა..-მანაც მომიგო ნაღვლიანად-აუცილებელია რომ მალევე ჩავიდეთ. -მოხდა რამე?-ნამდვილად გამიკვირდა მისი ნაღვლიანი სახე. თავი დახარა და სახლში შევიდა. -რა სჭირს?-მკითხა ასევე გაკვირვებულმა დათამ. -აზრზე არ ვარ... ********** ჩვენი წასვლის დროც მოვიდა. პაპამ მანქანაში მთელი წლის სამყოფი საჭმელი და ღვინო ჩაგვიდო, ბებომ ნახევარი საათი მკოცნა და ცრემლებით გამომაცილა. წასვლის წინ დათასთან მივედი და მაგრად ჩავეხუტე. -ხომ იცი ჩამოხვალ თუ არა პირველი მე უნდა დამირეკო. -ვიშოვით თუ არა ბინას მაშინვე შენთან მოვდივარ. ჩამკოცნა მანაც და გამომიშვა. ახლა მე და დათა ვიჯექით მარტოდ, გვერდიგვერდ მანქანაში და ხმას არ ვიღებდით. სახე ჩამოსტიროდა... სერიოზული რამდენჯერაც გინდა მაგრამ ასეთი დანაღვნიალებული არასოდეს მენახა. რულს ატრიალებდა და წინ იყურებოდა. ეტყობოდა ამ ქვეყანაზე ნამდვილად არ იყო.. ფიქრებით სადღაც სხვაგან დაფრინავდა... ჯერ არ მინდოდა მეკითხა რა დაემართა რადგან შემეშინდა არ გამეღიზიანებინა.. ასე რომ მეც ჩუმად ვიჯექი და ისიც. ერთი საათი ასე ვიმგზავრეთ. ერთმანეთისათვის ზედ არ შეგვიხედავს.. მერე უკვე ფიქრებში წასვლა ნამეტანი მოუვიდა, გაზს ფეხი მიაჭირა და მთელი სიჩქარით წავიდა ტრასაზე... ბევრმა დაგვისიგნალა. ის კი უბრალოდ ხმას არ იღებდა.. სიჩქარის ყოველთვის მეშინოდა და ახლაც კნუტივით მოკუნტული ვიჯექი.. გული ამიჩქარდა, გულის რევის შეგრძნებამაც იმატა და და თავბრუ დამეხვა. -გთხოვ ნელა წადი, ძალიან ცუდად ვარ..-მისუსტებული ხმით ჩავილაპარაკე როგორც იქნა. ლუკამ სიჩქარეს უკლო და მანქანა გადააყენა. -რა გჭირს? ხმა ვერ ამოვიღე.. ნამდვილად ცუდად ვიყავი.. არ ვიცი ეს შიშის ბრალი იყო თუ გულის რევის შეგრძნების. -თაკო ცუდად ხარ?-მის სახეზე აშკარა შიში გამოიხატა. -ჰაერი მჭირდება!-თავს ძალა დავატანე და ამოვილუღლუღე ორი სიტყვა. მანქანიდან გადავიდა, მოუარა, ჩემი კარიც გააღო, ხელში ბუმბულივით ამიტაცა და მანქანიდან გადამიყვანა.. ხელში ცოტა ხანი ასე ვეჭირე და მივყავდი... თვალები რომ გავახილე ირგვლივ მხოლოდ მწვანე ბალახი დავინახე. ლუკამ დაბლა დამსვა. -ახლა როგორ ხარ?-მკითხა -ჰერზე უკვე არა მიშავს. გაჩუმდა... ისევ არცერთი ვიღებდით ხმას.. ბოლოს მაინც ვკითხე. -შენ რა გჭირს დღეს? რამე ხდება ისეთი რაც უნდა ვიცოდე? ცოტა ხანი ხმა არ გაუცია. -არ ღირს ამაზე შენთან ლაპარაკი-მითხრა ჩუმად, გვერდით მომიჯდა და თავი ჩაღუნა. -იქნებ მომიყვე... ცოტა ხანი თვალებში მიყურა და მკითხა: -დარწმუნებული ხარ რომ გინდა იცოდე? ეს ისეთი რაღაცაა... -გთხოვ. თავი დამიქნია და დაიწყო. -გეტყვი ოღონდ ძალიან გთხოვ არ გამაწყვეტინო!-თავი დავუქნიე და მანაც დაიწყო-პირველი იმას გეტყვი რომ ჩემს ქორწინებაში ერთადერთი მთავარი დამნაშავე მხოლოდ მე ვარ!.. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო: ერთი წლის წინ ერთი გოგო გავიცანი, სახელად ანა.. იმდენად ნაზი, ლამაზი და სიფრიფანა ადამიანი იყო.. ანგელოზს გავდა.. მაგრამ უკარება იყო.. კუდში დავდევდი, მინდოდა მასთან დიდი დრო გამეტარებინა ასე რომ ასე ტანჯვა წვალებით ერთმანეთი შეგვიყვარდა... ერთად თავს ისე ვგრძნობდით როგორც სამოთხეში.. ერთმანეთი თავდავიწყებით, სიგიჟემდე გვიყვარდა.. საჩუქრებსაც ვჩუქნიდი, სიმღერებიც დავწერე მის სახელზე... რამდენჯერ მომიწყვია მისთვის სახლის წინ ფოიერვერკი.. მოკლედ ჩვენზე ბედნიერი წყვილი დედამიწაზე არ დადიოდა.. ჩემზე სამი წლით პატარა იყო და ყველაფერს მარტივად უყურებდა.. ჩემს გვერდით არავის და არაფრის ეშინოდა... დიდი ხანი, თვეები ვიყავით ერთად მაგრამ ცოტა ხანში უცნაური რაღაცეები დაეწყო.. მალ-მალე თავბრუს ხვევეები ჰქონდა, კანი ალაგ-ალაგ ულურჯდებოდა და ცხვირიდან სისცხლი სდიოდა... მეც და მის მშობლებსაც შეგვეშინდა.. მას კი არ ეშინოდა.. არაფრის არ ეშინოდა... ერთისიტყვით ექიმთან წავიყვანეთ, ექიმმა ანალიზები გადაუღო ჩვენ კი სახლში წავედით და პასუხებს დაველოდეთ. ორ დღეში ექიმმა დარეკა და გვთხოვა მივსულიყავით საავადმყოფოში.. რათქმაუნდა ჩვენც წუთებში იქ გავჩნდით.. ექიმი შეშლილი დაგვხვდა, სახეზე ფერ გადასული და გვითხრა რომ ანას ცუდი რაღაც ჭირდა... ამ დაავადების სახელი იყო ლ ე ი კ ე მ ი ა .. საშიში სტადია.. იმ დროს არ ვიცი რა დამემართა მაგრამ მეგონა რომ აქ იყო დამთავრებული ყველაფერი...-მოვკვდები?-ჰკითხა ანამ ექიმს ექიმმა კი თავი ჩაღუნა.. ანას ცრემლი არ გადმოსვლია მაგრამ მისი მშობლები ტიროდნენ ისტერიულად... გულზე მივიხუტე და ყურში ჩავჩურჩულე რომ ესეც გაივლიდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა... ანა საავადმყოფოში დავაწვინეთ. თითოეულ დღეს, საათს მე,მისი მშობლები და მეგობრები მასთან ვატარებდით.. ექიმებმა დამაიმედებელი ვერაფერი გვითხრეს... რაც შეეძლოთ ის იყო რომ მისთვის სიცოცხლე ქიმისა და სხვადასხვა ანტიბიოტიკების დახმარებით გაეხანგრძლივებინათ... მის ორგანიზმში ‘’ქიმიის’’ შეშვება დაიწყეს.. ანა ჩამომა, ლამაზი თმა დასცვივდა და მთლიანად შეიცვალა.. მეც ჩემს თავს აღარ ვგავდი.. დედაჩემი და მამაჩემი ცდილობდნენ რამე ეღონათ ჩემი ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად და ერთადერთი გამოსავალი გამონახეს-ცოლი შემრთეს... რათქმაუნდა არ დამვიწყებია ანა მას ყოველდღე ვნახულობდი, მაშინაც დესაც ჩემთან ცხოვრობდი.. ამ ბოლო დღეებში ექიმები ამბობდნენ რომ გამოჩნდა ერთი წამალი რომელიც ანას სიცოცხლის დღეებს გაახანგრძლივებდა და ტკივილებს შუმსუბუქებდა. ყველა დაიმედებულები ვიყავით.. ანაც კარგად გრძნობდა თავს.. რათქმააუნდა მისთვის არ მითქვამს ცოლი რომ მყავდა თორემ უარესად გახდებოდა.. აი რატომ ვუხეშობდი ასე... როცა მხიარული ვიყავი კი ეს მხოლოდ იმის ბრალი იყო რომ ექიმი ერთი-ორ დამაიმედებელ სიტყვას გადმოგვიგდებდა... როცა სახლში არ ვიყავი სულ ანას გვერდით ვიჯექი და ვანუგეშებდი. ამასობაში შენ გაქრი სახლიდან.. მეორე სანერვიულო დამემატა.. იმ დღეს ექიმებმა მითხრეს რომ ანა იყო შედარებით კარგად.. წამალმა იმოქმედა ცოტა ხანი კიდევ ასე იქნებოდა, ასე რომ შენს ძებნას შევუდექი... დედაშენმა და მამაშენმა კი მითხრეს რომ სოფელში ყოფნა გიყვარდა და აქეთ წამოვედი... აქ რომ ჩამოვედი ყოველ წუთს ვრეკავდი ანასთან.. ყველაფერი კარგად იყო მაგრამ დღეს დილით.. ასე საათნახევრისწინ დედამისმა დამირეკა და მითხრა რომ მოულოდნელად ცუდად გახდა... ექიმებს უკვე აღარ აქვთ იმედი და.. ამბობენ რომ მეტი წამლების მიღებას ვეღარ გადაიტანს და წავა.. გესმის? დამტოვებს და წავა..-დაასრულა და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა... მე კი გავშეშდი.. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.. აი თურმე ჩემი გათხოვების მიზეზი.. თავი ყველაზე უბედური მეგონა მაგრამ თურმე ლუკა ჩემზე უარეს დღეში ყოფილა.. შიგნიდან ყველაფერი მეტკინა, ჩემი გული თითქოს ორად გაიპო და ნაჭრილობევი მთლიანად ამეწვა.. აი რა ყოფილა ტკივილი.. აი რა ყოფილა ადამიანური გრძნობა... ეს ისაა როცა სხვისი სატკივარი შენც გტკივა.. სხვისას მთელი გრძნობით განიცდი და გინდა ყველაფერი გამოასწორო მაგრამ ხვდები რომ უძლური ხარ.. ხვდები ამ დროს რომ არარაობა ხარ... მისი ანა... ღმერთო... მისი ერთადერთი სიყვარული ხელიდან ეცლებოდა მე კი აქეთ იქით დავხტოდი რომ რეალობას გავქცეოდი.. ჩემი თავი შემზიზღდა.. მთლიანი დედამიწა შემზიზღდა და განგება შემზიზღდა რომელიც ასე ტანჯავს ადამიანთა მოდგმას... დილით როცა მე ვცდილობდი... ანა სიკვდილს ებრძოდა... თვალიდან ცრემლები გადმომცვივდა.. ატირებულ ლუკას რომ შევხედე, კანკალმა ერთიანად ამიტანა... ერთადერთი რაც შევძელი, მხრებზე ხელი მოვხვიე და ჩავეხუტე. ახლა არცერთი წამი არ უნდა დავხარჯოთ.. თითოეული წუთი ძვირფასია.. უნდა ჩავიდეთ რომ ლუკამ შეძლოს მის გვერდით ყოფნა... -ადექი!-ვუჩურჩულე ჩუმად-ახლა საავადმყოფოში უნდა წავიდეთ! თითოეული წამი ძვირფასია.. _____________________________________________________________ ...არ ვიცი რა დაგიწეროთ... უბრალოდ თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.