შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 16)


15-05-2015, 19:21
ავტორი schizophrenic
ნანახია 3 013

*** (დამიანე)
დღევანდელი დღე ჩემთვის ყველაზე დაძაბული იყო, ახლა რამე სპეც გეგმა არ გვქონია მოფიქრებული იმიტომ, რომ დღეს მათი დაპატიმრება არ გვაწყობდა ასე ნუკრი და მასზე მაღალ საფეხურზე მდგომი ხალხი არ გამოჩნდებოდა, ჩრდილში დაიფარებოდა მისი სახელი და შეიძლება მასზე მაღალ საფეხურზე მდგომი დილერიც. ცოტნესთან (უკვე გიორგისთან) ერთად მივედი ნუკრისთან, საიდუმლო სარდაფში ჩაგვიყვანა, სადაც უკანა გასასვლელით გავედით, წინ ერთი ჩვეულებრივი სატვირთო მარშუტი იყო, გვერდით კი დეკორატიული თეთრი ცემენტით სავსე ყუთები იყო, ნუკრი ოთახში შევიდა რამოდენიმე თეთრი პაკეტი გამოიტანა და დაგვირიგა, ჩვენ ცემენტის პაკეტები ცოტა გავხსენით შუაში თითო პაკეტი ავაწყვეთ და შევკარით. ნარკოტიკით სავსე შეფუთვები მარშუტის ყველაზე შორეულ კუთხეში დავაწყვეთ, წინ კი თავისუფალი შეფუთვები მოვათავსეთ, ნუკრი კარგად აკვირდებოდა ჩვენს ყველა ქცევას და მოძრაობას, როდესაც ყველაფერს მოვრჩით, ჩვენთან მოვიდა და ტელეფონი მოგვცა.
-ამ ტელეფონზე დაგირეკავთ ყოველ ერთ საათში, მასში ჩაწერილია ერთადერთი ნომერი, გართულების შემთხვევაში დარეკავთ, როდესაც ამ ოპერაციას მორჩებით ერთ ზარს გამოუშვებთ ამ ნომერზე, ჩვენ დაგიკავშირდებით, მანქანის მისამართს გეტყვით და თბილისში დაბრუნდებით. (ნუკრი)
-კარგი, ეს ჩემი მეგობარია, როგორც ჩანს თქვენმა წყაროებმა მის შეახებ ვერ გაიგო, სწორედ გიორგისთან ერთად მივდივარ ქუთაისში. (დამიანე)
-რატომ? (ნუკრი)
-თუ პოლიცია გაგვაჩერებს და რამე საშიში სიტუაცია შეიქმნება, დამიანე მოწმობას ვერ წარუდგენს, მე კი მაქვს მარშუტის მართვის მოწმობა, ეს მათ დაეჭვების არ გამოიწვევს, ხოლო თუ დამიანეს არ ექნება შესაბამისი საბუთები შეიძლება რამე პრობლემა შეგვექმნას. (გიორგი/ ცოტნე)
-ჭკვიანი ბიჭი ხარ, ვნახოთ როგორ ჩაივლის ეს ოპერაცია და შენზეც დავფიქრდები. (ნუკრი)
მე და ცოტნე მანქანაში ჩავსხედით, ის საჭესთან იჯდა, ბიჭებს ყველაფერი მივწერე, პირადი ანონიმური ტელეფონით და წავედით, გზაში რამოდენიმეჯერ დაგვირეკა ნუკრიმ, ადგილ სამყოფელი შევატყობინეთ და გავუთიშეთ.. ცოტნე ჩაფიქრებული იყო, საქმეზე ლაპარაკსაც ვუფრთხოდით, რადგან სადმე სასმენი აპარატიც შეიძლება ყოფილიყო სადმე, დაძაბულობა და ნერვიულობა ორივეს გვეტყობოდა, მაგრამ არ ვიმჩნევდით, როდესაც კიდევ ერთხელ დარეკა ნუკრიმ დასვენება შემოგვთავაზა, ჩვენც ერთ-ერთ პატარა ბართან შევაჩერეთ ჩვენი მარშუტი და გადავედით, მსუბუქი საკვები შევუკვეთეთ და ყველაზე მყუდრო ადგილას დავსხედით.
-კაროჩე მაგრად ვნერვიულობ რაა.. (ცოტნე)
-რატომ? (დამიანე)
-მთელი ცხოვრება სამართლის დაცვას შევალიე, მთელი ცხოვრება.. ახლა კი ჩემი ხელით მიმაქვს 10 კილო გრამი ნარკოტიკი. (ცოტნე)
-სამართლის დაცვისთვის.. პირველი სპეც ოპერაციაა შენთვის? (დამიანე)
-კი. (ცოტნე)
-კაროჩე დაიკიდე, რაც მთავარია ერთად ვართ და რაც არ უნდა მოხდეს ბოლომდე ვიბრძოლებთ, თან ასე ადვილად ვერ დაგვწვავენ. (დამიანე)
-ხო, თავისთავად, მარტო ეგენი კი არ არიან პროფესიონალები. (ცოტნე)
-დედებს ვუტირებთ! (დამიანე)
-თავისთავად.. (ცოტნე)
-ისე გიხდება ახალი იმიჯი. (დამიანე)
-მოხდენით მეც მომწონს, მაგრამ იმდენი მატარა გოგოებმა ტვინი ამეხადა. (ცოტნე)
-ეგ კი იციან, გამოუსწორებელი შოპოჰოლიკები არის. (დამიანე)
-რომელი გიყვარს? (ცოტნე)
-რაა? (დამიანე)
-ხო, რომელი გიყვარს? (ცოტნე)
-ანაბელი. (დამიანე)
-კარგი გოგოა, ემილიც და ტაისიაც კარგები არიან.. (ცოტნე)
-ჰო, გადავინაწილეთ საძმაკაცომ, უბრალოდ მე ვცდილობ თავი არ შევაყვარო.. (დამიანე)
-რატომ? (ცოტნე)
-შენ მაინც იცი რა ვარ და როგორი ვარ, არ გამოვადგები გოგოს ცხოვრებაში, გამოუსწორებელი ქუჩის მოჩხუბარი ვარ, რა შეიძლება შევთავაზო ასეთმა ბიჭმა გოგოს? არაფერი, გარდა ვიღაცეების ცემისა და აკრძალვებისა. (დამიანე)
-არავინ არაა ანგელოზი, არც ერთხელ არ ყოფილხარ განყოფილებაში უმიზეზოდ, უსამართლოდ, ყოველთვის რაღაც კარგს აკეთებდი, ყოველთვის მიზეზით და სამართლიანად ჩხუბობდი, არც ნარკომანი ხარ, არც გაუნათლებელი ბომჟი და რა გინდა შესთავაზო გოგოს სხვა? მთავარი რაც მას უნდა მისცე სიყვარულია, ყურები კი არ უნდა ჩამოყარო, შენ ეს არ გიხდება, მებრძოლად გიცნობ და შთაბეჭდილებას ნუ შემაცვლევინებ. (ცოტნე)
-მადლობა, არ ველოდი შენგან ასეთ რჩევებს და ზოგადად ასეთ ადამიანს არ ველოდი შენგან, უფრო განყოფილების ჭია მეგონე, ზვანიებზე ფიქრით გართული. (დამიანე)
-კარგია თუ აზრი შეიცვალე, ჩვენი წასვლის დროა.. (ცოტნე)
ორივე მანქანაში ჩავსხედით, შებინდებულზე ქუთაისში ვიყავით, ერთ-ერთ ფირმასთან გავაჩერეთ სატვირთო და ნუკრის დატოვებულ ნომერზე ზარი გავუშვით, მანქანასთან დაველოდეთ იმ პიროვნებებს ვისთვისაც ნარკოტიკი უნდა ჩაგვებარებინა, მალევე მოვიდნენ, სატვირთოს კარი გავუღე, უკანა ფენისკენ გადავინაცვლე, ერთ-ერთი შეკვრა გავხსენი და პროდუქტი ვაჩვენე, ხელით მოსინჯა, სპორტული ჩანთა გამომიწოდა, ერთ-ერთი მათგანი სატვირთოზე დაჯდა, მეორე კი ბაიკით მიყვა, ჩვენც შეტყობინება მოგვივიდა ნუკრისგან, მანქანის მისამართი და კოორდინატები, შემდეგ დარეკა და დღეს ღამით ქუთაისში დარჩენა გვთხოვა, ცოტნემ ყველაზე დაცული ნორმალური სასტუმრო შეარჩია და იქ დავრჩით, მეორე დღეს კი თბილისში წამოვედით.
*** (დემეტრე)
არა თითქოს ყველაფერი მაგრად მიდის, მარა მაინც ნერვები მეშლება ამ პოლიციის ჩარევაზე, არ არის რაღაც საჩემო სფერო ეს ძალად სამართლიანი როჟები, მთელი ცხოვრება კანონის არსებობის გარეშე იმიტომ ვცხოვრობდი, რომ მერე პოლიციასთან შემეერთებინა ჩემი ძალები? არა რაა, ასე არ გამოვა, მაგრამ ჩემი გონების რაღაც ნაწილი ცოტნეს კარგ ადამიანად მიიჩნევს, რაღაც დონეზე ვენდობი კიდეც, უბრალოდ ჩემი პრინციპები გონებაშიც არ მაძლევს ამის აღიარების უფლებას, იმიტომ რომ ჩემი და პოლიციელის მეგობრობა სასაცილოც კია, საშინელებაა მთელი ცხოვრების მეგობრობაში ვიღაც ახალი რომ ჩნდება და ჩვენი ფიცის აღსრულებაში ზვანიის გამო გვეხმარება, მაგრამ ბიჭებს ვენდობი, ჩემი ძმები არიან და მათ გამო მივდივარ ასეთ დათმობაზე და თანახმა ვარ პოლიციელის ჩვენს საქმეში ჩარევაზე, მაგრამ ვერასდროს, ვერასდროს ვერ ჩაერევა ცოტნე თუ ბატონი ცოტნე ჩვენს პირად საქმეში, მე ამას არ დავუშვებ ან სანამ დავუშვებ ერთი მაგრად უნდა ვცემო, ვერ ავიტან პოლიციელს ჩემს ხალხში მისი სისხლის გარეშე, ასეთი ვარ ჟინიანი, ჯიუტი, მაგრამ ჩემ პრინციპებს ასე ადვილად ვერ დავთმობ.
ამ ამბებმა ერეკლეს დაბადების დღე სულ გადაგვავიწყა, რაზეც ზედმეტად ვუბრაზდები ჩემ თავს, ხვალ კი ეკეს დაბადების დღეა, რამე ისეთი უნდა მოვიფიქროთ, რაც გონება გაფანტულობიდან გამოგვიყვანს და დამსახურებულ განტვირთვასაც მოგვანიჭებს, დასვენება და ქეიფი ახლა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ჩვენ, თან ჩემ გოგოსთან იმდენი ხანია არ გამიტარებია დრო, რომ სადაცაა მონატრებიდან კედლები გადავღრღნა, ამ ნუკრის ამბავის გამო ყველა და ყველაფერი დავივიწყეთ, ბოლომდე ვართ ჩართულები, თან ამის დამალვა უამრავი ტყუილით გვიწევს გოგონებთან, მათი უსაფრთხოების გამო, უნდა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, ამას კი მათი მოტყუების გარეშე ვერ შევძლებ, არადა ზუსტად ვიცი რომ რაღაცას ხვდებიან, უბრალოდ არ იმჩნევენ, გვიფრთხილდებიან ჩვენ, ისიც ვიცი რომ ბოლოს ერთად აინაზღაურებენ, მაგრამ ახლა დამაკმაყოფილებელია ისიც რომ ზედმეტ კითხებს არ სვამენ.


_____
მიჩნდება შეგრძნება რომ მხოლოდ ერთი-ორი მკითხველისთვის ვწერ.. იმედია მოსწონს ვინმეს..



№1  offline წევრი masu

აუუუ არა ძაან მაგარიაა და მალე დადე ხოლმე რა <3 გააგრძელე არდაამთავრო <3

 


№2  offline წევრი Khaleesi

კი მომწონს მომწონს

 


№3  offline წევრი schizophrenic

masu
აუუუ არა ძაან მაგარიაა და მალე დადე ხოლმე რა <3 გააგრძელე არდაამთავრო <3

Khaleesi
კი მომწონს მომწონს

მადლობა რომ კითხულობთ love

 


№4  offline წევრი masu

schizophrenic
masu
აუუუ არა ძაან მაგარიაა და მალე დადე ხოლმე რა <3 გააგრძელე არდაამთავრო <3

Khaleesi
კი მომწონს მომწონს

მადლობა რომ კითხულობთ love

Arafers <3

 


№5  offline წევრი Winchester

ვაიმეე მე მომწონს ძაან ძაან.. მაგარი გოგო ხარ ძალიან რაა ❤ ყოჩაღ. ❤

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent