შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განწირულია წვიმის წვეთები... (1)


15-05-2015, 21:46
ნანახია 2 073

ფანჯარასთან ვდგავარ, წვიმს...
არ მიყვარს წვიმა, წვიმაში მოსეირნე (ბედნიერი) წყვილები, შეწუხებული ახალგაზრდები, ჯგუფ-ჯგუფად ან ცალ-ცალკე რომ დადიან და ქოლგას მჭიდროდ ჩაბღაუჭებიან...
სველი, ატალახებული ბოტასები, სველი და გაშავებული „ჯინსის ტოტები“, აწითლებული ცხვირი და ლოყები...
ყოველთვის მერჩივნა ასე შორიდან მეყურებია წვიმის წვეთებისთვის, უბრალოდ მისი ხმით დავმტკბარიყავი, წყვეტილებად რომ აღწევს ოთახში...
ფანჯარასთან ვდგავარ-მეთქი, მაგრამ სველ მინაზე „აწებებულ“ წვეთებს ვხედავ მხოლოდ, თავგანწირვით რომ ცდილობენ შეინარჩუნონ სიცოცხე, მაგრამ ვერ აჩერებენ წამს, ვერ შეშდებიან....
ხომ შეიძლება დრო გაუშვა, მიუშვა თავის’უფლებაზე, შენ კი, გაჩერდე... ჰო, გაჩერდე...
აღარ წაყვე წამებს, წუთებს, საათებს, დღეებს...
ასე ცდილობდნენ წვიმის წვეთები, გაჩერებულიყვნენ, გაშეშებულიყვნენ, გაქვავებულიყვნენ და მიუხედავად არანორმალური სურვილისა ნელა და ჩამწყდარი ტკივილით იშლებოდნენ, ჰო, ეს პაწაწინა წვეთები იშლებოდნენ, ერთი-მეორეზე მიყოლებით.
მე... მე, ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, არ ვიცი ამ ყველაფერზე თუ სულ-სულ არაფერზე...
შესაძლოა ათას ან უფრო მეტ რამეზე მეფიქრებოდა, მედარდებოდა, მაგრამ გაშტერებული თვალებით ვუყურებდი დამარცხებულ წვეთებს და ჩამწყდარი (წვიმის წვეთების) ხმის ფონზე გულწრფელად მეცოდებოდა ისინი...
მეცოდებოდა საკუთარი თავიც, ფიქრი გასულ წლებზე დავიწყე, ამ უკანასკნელმა თითქოს მაიძულა რეალობას დავბრუნებოდი, მაგრამ თავს დავდებ იქ სადაც რამდენიმე წამის უკან ვიყავი იმაზე ნამდვილი იყო, იმაზე მეტად რეალური ვიდრე ჩემი და შენი არსებობაა... (ჰო, რა გაგიკვირდა, შენ, ვინც ამას კითხულობ, ვიღაცა ხარ, შენ არსებობაზე ვსაუბრობ ახლა)
წვიმა თანდათან მაღიზიანებდა...
ფანჯარას მოვშორდი, ოთახში შუქი ჩავაქრე და მეზობელ ოთახში გავედი, მაგიდას მიუჯექი და წერა დავიწყე...
ფიქრი გასულ წლებზე დავიწყე-მეთქი და უფრო შემეცოდა საკუთარი თავი...
ყველაფერი უბრალოდ დაიწყო, უბრალოდ იწყება ყველაფერი, ყველაფერი ის, რაც შენს ცხოვრებას „აძევებს“ სტანდარტული ჩარჩოებიდან...
ყველაზე „არასტანდარტული“ სიყვარულიც კი უბრალოდ იწყება... ზედმეტი უჩვეულობის და წინათგრძნობების გარეშე...


სამშაბათ ნაშუადღევს, დამირეკეს რომ ხუთაშაბათს დილაადრიან ბათუმში მივდიოდით, ჯერ აიჩემეს ავტობუსით წავიდეთო, ალბათ იმის იმედად რომ ერთად მხიარულად ვიმგზავრებდით, მაგრამ ბოლოს როგორც ჩანს საკუთარი ავტომობილებით წასვლა არჩიეს...
იმათ... თორემ ჩემთვის სულერთი იყო, ისიც კი, წავიდოდი თუ არა საერთოდ, უბრალოდ ხათრი ვერ გაუტეხე ვერცერთს, შვებულება მქონდა, ცოლიც დედამისთან ისვენებდა გურიაში. მეც გავიფიქრე გასარეცხი ჭურჭლის და დამტვერილი თაროების ყურებას აჯობებდა წავსულიყავი, გულს მაინც გადავაყოლებ-თქო ვიფიქრე...
სახლი ცარიელი იყო, ოჯახური თუხთუხი მაკლდა, (ჩემი) გაბერილი მარუსა მაკლდა, დილაობით ფეხშიშველი რომ გამოტანტალდებოდა სამზარეულოში, მაცივრის კარებს გააღებდა, ჯერ ფრთხილად, თითქოს ვიღაცას ან რაღაცას მალავდაო, და ფრთხილად ამოწმებდა ამ „რაღაცის“ შეუცვლელობას და მის „სისრულეში“ დარწმუნდებოდა... მერე უკვე თამამად გამოაღებდა და მარცხენა ხელს, გაბერილ მუცელზე დაისმევდა ხოლმე... მაკლდა ეს ყველაფერი, ვერ ვუარყობ, ვერ ვიტანდი ცარიელ სახლს, მისგან ცარიელ ოთახებს... მისი სურნელი კიდევ იდგა ოთახებში, რაც წავიდა თეთრეულიც არ გამომიცვლია... პირველი ის, რომ მეზარება, მეორე, ის რომ მისი სურნელი აქვს, ბალიშის პირებს და ყოველ დილით და საღამოს, სანამ ქუთუთოებს ძლივს დავაშორებ ერთმანეთს წარმოვიდგენ რომ ჩემს გვერდითაა და უშფოთველად ძინავს... მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს მხოლოდ წარმოდგენაა და თვალებს, რომ გავახელ გვერდით არავინ დამხვდება, მაინც მწყდება გული ყოველ ჯერზე... მერე წარმოვიდგენ თუ როგორ ძინავს იქ სადაც არის... მარტო, მეორე სართულზე, მესამე ოთახში, თეთრ, ქათქათა თეთრეულში და როგორ აღვიძებს ყოველ დილით მამლების ყივილი...
ახლა კი... დაუშვათ მივეგდები სამსახურის მერე შუა ოთახში და უცხო მაყურებელივით ვათვალიერებ ოთახს, დაუშვათ შემიძლია ქალთან კი არ წავიდე, ქალი ჩემთან მოვიყვანო...
დაუშვათ თავის’უფალი ვარ, ისეთი რომ...
იცით, თავისუფლება აღარაფერში მჭირდებოდა, კისერზე მიჭერდა ხელებს და მახრჩობდა...
ეს ასე ითვლებოდა, რომ „თავისუფლებით ვტკბებოდი“ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო... ბოლო წლებში ყველას და ყველაფრის მიმართ უხალისობა და უსურველობა დამჩემდა... მაშინაც მასე იყო, სულ მასეა, არაფერი მინდოდა საერთოდ, წასვლაც მეზარებოდა, მაგრამ უარს ვერ ვამბობდი... მოვიკითხე და თურმე ყველა ჩემი თანამშრომელი მოდიოდა (ვინც კი „ჩვენი წრიდან“ მეგულებოდა) ერთადერთი სალომეს უთქვამს უარი, ცოტა უცნაური ქმარი ყავს და შესაძლოა სწორედ ის იყო უარის მიზეზი.
დავითი დიდხანს მელაპარაკებოდა ამ ყველაფერზე, ბოლოს რომ დამემშვიდობა ისიც მოაყოლა ეკას ერთი დაქალი მოდისო, ეკას ხსენებაზე ხასიათი მომეღუშა და მოგონებებში გადავეშვი, დათო კიდევ რაღაცეებს მეუბნებოდა, მაგრამ აღარაფერი მესმოდა ბოლოს კიდევ ერთხელ დამემშვიდობა, რამდენჯერმე გამიმეორა ერთი და იგივე სიტყვები, მაგრამ ჩემგან პასუხს რომ ვერ ეღირსა გამითიშა, ეს ცოტა მოგვიანებით გავიაზრე, როდესაც ფიქრებიდან გამოვედი, და ისევ იმ დროინდელ რეალობას დაუბრუნდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent