ატეხილი გრძნობები 3
იმდენად მოულოდნელი იყო ჯარჯისთვის გოგონას გულისწასვლა, რომ კინაღამ ვერ მოასწრო მისი მოდუნებული სხეულის დაჭერა. არა, რა თქმა უნდა ძალიან შეაშინა, მხოლოდ იდიოტი თუ ვერ მიხვდებოდა, რომ საშინლად დაფეთებული იყო, მაგრამ გული თუ წაუვიდოდა, არ ეგონა. ხელებზე გადაესვენებინა და მის ფერდაკარგულ სახეს დასცქეროდა, მის თითქმის გამჭვირვალე ქუთოთოებს. დაფენილ, გრძელ წამწამებს, დაბურცულ ტუჩებს... – მგონი აბაზანის კარის საკეტი გაგიფუჭე, ჩამეკეტა და... რა უქენი?! – ფეხებზე ტონი უცებ გადაეზარდა შეშფოთებულში ლეას. – ფეფო! ფეფო! რა უქენი–მეთქი?! – შენი ვინაა? – გულგრილად გადახედა ლეას და გულწასული იქვე, დივანზე გადააწვინა. – ჩემი ბიძაშვილია, რა გაუკეთე? – არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ წავეთამაშე, მას კი შეეშინდა. – აქედანვე იცოდე ჯარჯი. – გამაფრთხილებლად ასწია საჩვენებელი თითი ლეამ. – ის ძალიან სხვანაირია, ჩვენ არ გვგავს. ძალიან მიყვარს და არ მინდა აწყენინო, გასაგებია? – ფეფოს თავთან ჩაიმუხლა და ნაზად დაუსვა ლოყაზე ხელი. – ჰმ... – ჯერ კიდევ არ გამოსულა ზღაპრებიდან. ფიქრობს რომ მხოლოდ კარგი და ცუდი ადამიანები არსებობენ. ჭიანჭველას მოკვლაც კი არ შეუძლია. ცხოვრებაში ისედაც უამრავი იმედგაცრუება შეხვდება. მასზე ძალიან ვდარდობ. მიმნდობი და გულუბრყვილოა. რომ ვთხოვო, აი, რომ შევეხვეწო, ჩემ გამო კლდიდან გადახტი – მეთქი, გადახტება. მეტისმეტად უსუსურია, ძალიან გთხოვ არ გააწვალო რაა... – ვიტირებ ახლა... რა ქადაგად დავარდი? – შეუბღვირა ჯარჯიმ. – აქ რას მოგყავდა, ან რას მაცოდებ? ჩემ თვალში ერთი პატარა თვალთმაქცია და მეტი არაფერი. – თვალთმაქცი? – წამოიძახა გაოცებულმა ლეამ და ცივ წყალში დასველებული ხელები სახეზე მოუსვა ფეფოს. ქუთოთოები შეუთრთოლდა გოგონას. – დიახ, თვალთმაქცი. არაერთხელ მინახავს თავის სწერვა ბებიასთან ერთად ქუჩაში. ააა... ისაა ბებიაშენი? – თითქოს რაღაცას მიხვდაო, ინტერესიანი და ჩაფიქრებული მზერა გაუხდა ჯარჯის. – ისაა. – მოკლედ, მინახავს ქუჩაში. ისეთი სახით დააბიჯებდა ბებიაშენი გამარჯობის თქმას ვერ უბედავდა ნახევარი სამეზობლო თურმე. სამაგიეროდ, შაბათ–კვირას არ ჩააგდებდნენ ბებია და შვილიშვილი ეკლესიაში რომ არ დარჭობილიყვნენ. შენ იცი, რასაც ვფიქრობ მსგავს ფარისევლებზე. ახლა კი, სახლში მომიცუნცულე ერთი მათგანი. – კარგად ვიცი ლუარა როგორიც იყო, მაგრამ ფეფოსთან დაკავშირებით მწარედ ცდები. – ფანჯარასთან მდგომ ჯარჯის წინ აესვეტა ლეა. – კიდევ ერთხელ გთხოვ, არ აწყენინო, საერთოდ შეეშვი. – ისე ლაპარაკობ, თითქოს ხვალ მის ცოლად მოყვანას ვაპირებ. რას გადამეკიდე? – გულმოსული დააჩერდა გაჭირვეულებულ გოგონას. – შენ იცი როგორი აუტანელი ხასიათიც მაქვს. მომწონს როცა იმას ვაკეთებ რაც მინდა. ასე რომ შეეცადე ხშირად არ გადამეყაროს გზაზე. – ჩემი ხათრი სულ არ გაქვს? – არ გინდა ეს რიჟა ბაზარი რაა... იცი, შენი და ვერკას გარდა, ყველა ქალის მიმართ რა დამოკიდებულებაც მაქვს, შენი ბიძაშვილი კი მშვენიერი საკბილოა ჩემთვის. კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, მო მა რი დე. ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა გამე*იმა, ვიოლინო მოკიდებული პირველად რომ შევნიშნე ქუჩაში. ისეთი გამაღიზიანებელი და სასურველი იყო ერთდროულად, თითქოს ფარული სექსუალურობა იგრძნობა მასში, მიძინებული ვნება... – მოკეტე! – დაუყვირა ლეამ. – ვიცი, რა ბინძური ცხოველიც ბრძანდები, მაგრამ მას არ გაეკარები! – აქ არ უნდა მოგეყვანა. – კიდევ ერთხელ მკაცრად გაუმეორა ჯარჯიმ და ხარბი მზერა დაასვა ფეფოს. – სწორედ იმიტომ რომ, იცი როგორიც ვარ. კარგა ხნის მოსული იყო ფეფო გონებაზე, მაგრამ ყურადღებით უსმენდა მათ საუბარს და ცოცხალი თავით არ ახელდა თვალს. შოკში ჩააგდო მოსმენილმა. ვერაფრით მიხვდა, რატომ შერაცხა ჯარჯიმ ის და ბებიამისი ფარისევლებად. მერე მისმა აღიარებამ გააოგნა და თავზარი დასცა. ფეფო და სექსუალურობა? რა აბსურდია. ყოველგვარი დაკაკუნების გარეშე შემოარეს კარი და რამდენიმე ადამიანი ხმაურით შემოიჭრა ოთახში. ერთმანეთის პირისპირ, მკაცრი სახეებით მდგომი ლეა და ჯარჯი ახალმოსულებისკენ შეტრიალდნენ მაშინვე. ფეფომაც ნელა დააცილა წამწამები ერთმანეთს. სანამ დანარჩენებს მოკითხვები და გდაძახილ–გადმოძახილი ჰქონდათ, ეს ჭერს ასცქეროდა და ისევ საშიშთვალება მამაკაცის სიტყვებზე ფიქრობდა. – ეს ვინა გყავთ აქა? – ულამაზესი ქალი წამოადგა თავს და თბილად გაუღიმა. შეშინებული აფახულებდა თვალებს ფეფო და შილიფად ჩაცმულ აფროდიტეს ათვალიერებდა. – ჩემი ბიძაშვილია, ფეფო. – წარუდგინა ლეამ. გაუბედავად ჩამოსწია ფეფხები დივნიდან და წამოჯდა. შიშს ჯერ კიდევ არ გადაევლო, მორიდებით ათვალიერებდა უჩვეულო ნაკრებს და ისინიც, ანალოგიურად, დადუმებულები ზომავდნენ გოგონას. – ფეფო, ესენი ჩემი მეგობრები არიან, გზაში რომ გიყვებოდი. – გამამხნევებლად გაუღიმა ლეამ. – ვერკა. – ისევ თბილად გაუღიმა აფროდიტემ და ხელი გაუწოდა, ფეფომაც შეაგება თავისი. – ეს ალიოშაა. – ზედმეტად გამოპრანჭულ–გამოწკეპილი ბიჭისკენ გაიშვირა ხელი ვერკამ. – ლექსო. – ჯერ ვერკას დაებღვირა ლამაზი ბიჭი, მერე ფეფოს გაუღიმა ოდნავ. – ეს შოთიკო, ჩვენი სპორტის მამა. – ახლა დაკუნთული, მოხეული ტიპისკენ მიუთითა ქალმა, გულღია ღიმილი აკვროდა დევკაცს სახეზე. – ჯარჯი ალბათ გაიცანი უკვე. მექანიკურად გაიხედა მისკენ ფეფომ და გული მოეწურა. მისი თვალების სიმკაცრით და სიცივით გულგახეთქილმა დაბლა დახარა მზერა. – სახლში მინდა. – ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა ხმააკანკალებულმა. ოთახში მყოფთ უკმაყოფილო შეძახილები აღმოხდათ. – შეაშინე არა? – აქამდე მომღიმარ ვერკას კუშტად შეეკრა წარბები. – იმ ზომამდე რომ გული წაუვიდა. – არანაკლებ მკაცრად გაისმა ლეას ხმა და ისევ უკმაყოფილების შეძახილებმა გადაუარა ოთახს. – ამ უგულო და თავხედ არსებას ყურადღებას ნუ მიაქცევ საყვარელო. – ისევ თბილი ღიმილი დაეფინა ვერკას სახეზე. – აბა, რამე გაბედოს... – თვალების ბრიალით გახედა ჯარჯის. არავინ და არაფერი აინტერესებდა ჯარჯის. არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია ვერკას მუქარას მასზე. მისი ინდეფერენტულობა ოთახში შეკრებილთაგან, ფეფოზე არ ვრცელდებოდა. მისი მზერა ისევ გოგონაზე იყო ფოკუსირებული. მის ჩახრილ თვას უყურებდა და ცდილობდა ატეხილი სურვილი მოეთოკა. უნდოდა, თავი აეწევინებინა და მისი მრავლისმთქმელი თვალები დაენახა, თბილი თაფლისფერები, რომლებიც წამში აცამტვერებდნენ შექმნილ წარმოდგენას გოგონაზე. თვალთმაქცი? ფარისეველი? არავითარ შემთხვევაში. მტკიცებულებად მისი წრფელი, მეტყველი მზერაც კმარა. ვიღაცის ხელი იგრძნო მხარზე, მერე დაუძახეს კიდეც და გამორკვეული, თითქმის განრისხებამდე მისული მიტრიალდა უკან. არ სურდა თვალი მოეცილებინა მისთვის და ვერ გაეგო, ასე უცებ რა დაეტაკა. ქუჩაში ხომ მანამდეც არაერთხელ უნახავს. თუმცა, თვალები... ამაყად თავაწეული ქალის გვერდზე ყოველთვის თავჩაქინდრული მოაბიჯებდა ხოლმე ფეფო. და მაინც, თვალები... ასეთი სუფთა და უმანკო. უცნაური სურვილები უვლიდა სხეულში. ავხორცობისა და სინაზის ნარევი. ვიღაც ველური ბობოქრობდა მასში და რაღაც მტკივნეულის, საზიზღრობის ჩადენას მოითხოვდა. ხედავდა, როგორ მჭიდროდ ჰქონდა გოგონას საკუთარ სხეულზე ხელები შემოხვეული, როგორი მობუზული იჯდა, როგორი დაძაბული და შეშინებული, როგორ ვერ ამშვიდებდა ვერკას თბილი სიტყვები, როგორ შვებით ამოისუნთქა, როცა ლეა ჩაეხუტა, თითქოს დაცულად იგრძნო თავი და ბრაზი იგრძნო ლეასადმი, მის ადგილას მოუნდა ყოფნა. მოუნდა, თავად ჰქონოდა მისი დამშვიდების უფლება, ფეფოს შვების მოგვრის მთავარ მიზეზად ყოფნა მოუნდა, ყოფნა მისი მზერის ობიექტად, მისი თბილი თაფლისფერების ტყვედ. "რა სულელური აზრებია." შეცბუნებულმა გაიფიქრა და პოლიტიკაზე მოკამათე ბიჭებისკენ მიმართა მზერა. მათთან ჩამოჯდა, გულისყურით უსმენდა ვითომ, მათზე კონცენტრირებას ცდილობდა, აღარ გაუხედავს ფეფოსკენ. თუმცა, გოგონას თითქმის ჩურჩულით გაცემული პასუხები ვერკას კითხვებზე, ყველაზე ხმამაღლა გაისმოდა მის გონებაში. გაღიზიანდა, საშინლად გაღიზიანდა. მიხვდა, იმ ერთადერთზე რომ იყო მომართული და მთელი მისი მცდელობა, იგნორისა, საცოდავი გაფაფხურება იყო. ერთი მომენტი კინაღამ სახლიდან გავარდა, საკუთარი სახლიდან და ამან სულ გადარია. საკუთარმა სისუსტემ გააცოფა. წამოდგა, ჯიქურ წავიდა ფეფოსკენ და წინ, ზუსტად პირისპირ ჩამოუჯდა გოგონას. უტიფრად ათვალიერებდა. თვალებით ჭამდა. სახეზე სისასტიკე აღბეჭდვოდა. აზარტში შევიდა. ისევ აიწყვიტა მასში მხეცმა, ავხორცმა და ამაზრზენმა... ისევ გულგახეთქილმა გაიღვიძა. სამი კვირაა, ყოველ ღამე ერთიდაიგივე კოშმარი ტანჯავს. უფრო სწორად, ერთიდაიგივე ადამიანი, სიზმრის სხვადასხვა ვარიაციებით. მოდის და სადღაც მიათრევს. სასტიკი ნაცრისფერი თვალები სულს უყინავს, კივილი უნდა და ხმა არ ამოსდის, ცდილობს წინააღმდეგობდა გაუწიოს და ვერაფერს აწყობს. გადამწყვეტ, ყველაზე საშინელ მომენტში ეღვიძება სასოწარკვეთილს. ამჯერადაც იგივე, არა, უფრო უარესი. დილით მოძღვარს აღსარება ჩააბარა. ცოტა დამშვიდებული დაბრუნდა შინ. ძილისწინაც მხურვალედ ილოცა, დარწმუნებული იყო, ამ ღამით მაინც იძინებდა მშვიდად, მაგრამ... ეკლესიაში იყო ისევ, აღსარება უნდა ჩაებარიბინა. მარტო ის და მოძღვარი იყვნენ ტაძარში. მამაო მისგან ზურგით იდგა და ლოცვანს ფურცლავდა. თავდახრილი მორჩილად ელოდა, როდის შემობრუნდბოდა. მამაო ჩვენოს ჩურჩულებდა მკლავებში რომ ეცნენ. აიხედა და ისევ ის, ისევ იგივე, ოღონდ ამჯერად ანაფორაში. ისევ ვერ იკივლა, ვერ ითხოვა შველა, ვერ გაუწია წინააღმდეგობა, ისევ წაათრია სადღაც, მაგრამ სად ვერ გაიგო, გამოეღვიძა. ამაზე შორს არასდროს მიდის მისი სიზმარი. საწოლიდან წამომდგარმა, სხეულზე დახვეული პერანგი გაისწორა და აბაზანისკენ წავიდა. ოფლით დანამულ სახეზე ცივი წყალი შეისხა. სარკეში საკუთარი შეშინებული გამოსახულება შეათვალიერა და ცხოვრებში პირველად გაბრაზდა ლეაზე. რატომ წაიყვანა იმ საშიშ და არანორმალურ ადამიანთან, რას ერჩოდა? ახლაც ცივი ჟრუანტელი უვლის, მის სახლში გატარებული საღამო რომ ახსენდება. ისედაც როგორი შეშინებული იყო, არც ესმოდა ვინ რას ამბობდა და მერე, როცა ცხვირწინ ჩამოუჯდა, თან იმ, რაღაცნაირი უსიამოვნო გამომეტყველებით, ახსნა რომ ვერ მოუძებნა, სულმთლად გაქრობა მოუნდა. ყურები დაუგუბდა და ლამის მეორედ წაუვიდა გული, თან როგორ ათვალიერებდა, რაღაცნაირად შერცხვა, თითქოს დედიშობილა იდგა მის წინ. კიდევ კარგი, მალევე წამოვიდნენ იმ სახლიდან. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შეძლო რაღაცების გაგება სამეგობროზე. ვერკა პროფესიით მეძავი აღმოჩნდა, თანაც საკუთარი საქმიანობით ფრიად კმაყოფილი. ფეფოს, მისი სილამაზის შემხედვარეს არ ესმოდა, ამ დონემდე რამ მიიყვანა ქალი. გაუნათლებელს, უწიგნურს არ ჰგავდა ვერკა. როგორც მერე ლეასგან გაიგო, ვერკას მოწონდა თავისი ცხოვრების სტილი, როცა გაიცნეს უკვე მაგ სფეროში იყო და მიიღეს ისეთი როგორიც იყო. ალიოშაზე თითქმის ვერაფერი გაიგო, ერთი მომენტის გარდა კრინტი არ დაუძრავს ბიჭს. შოთიკო ფიტნეს კლუბში ტრენერი ყოფილა და სპორტზე, ვარჯიშზე, ლამაზ სხეულებზე საუბარს არაფერი ერჩივნა. ჯარჯის საქმიანობისა არც არაფერი იცოდა და არც უკითხავს. ყველაზე მეტად ვერკას და შოთიკოს ღიმილიანმა სახეებმა, მათმა თბილმა დამოკიდებულებამ მოხიბლა ფეფო. ერთ დილას, ჯარჯისთან სტუმრობის შემდეგ თვეზე მეტი იქნებოდა გასული, როცა კონსრვატორიაში მიიჩქაროდა, ჯარჯის გადააწყდა ქუჩაში. დაჟინებული მზერა იგრძნო. თავი ასწია და გზის იქით, ტროტუარზე მომავალი და მასზე მიშტერებული შენიშნა. რამდენიმე წამს გაშეშებული იდგა და თვალებში უყურებდა, მერე შეამჩნია, გზაზე გადმოსვლას, აშკარად მასთან მისვლას რომ აპირებდა. გულგახეთქილი შებრუნდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიქცა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.