შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატეხილი გრძნობები 4


17-05-2015, 15:27
ავტორი malena
ნანახია 12 440

სადარბაზოში კისრისტეხით შევარდა, ეგონა მისდევდა. ლიფტს ვერ დაელოდა,
რამდენჯერმე წაიფორხილა კიბეზე, ძლივს ააღწია მე–5–მდე. კარზე ისტერიული
ბრახუნი ატეხა, გასაღების მოძებნის თავი არ ჰქონდა. თმა გაწეწილ და შეშინებულ
ლეას ზედ შეახტა და მაგრად შემოაჭდო ხელები. აკანკალებულმა მოუთხრო, რაც
"მოხდა".
– იქნებ სულ სხვა ვინმეს, ან რამის გამო გადმოდიოდა გზაზე? – არანაკლებ დაეჭვებული
ლეა, მაინც შეეცადა ბიძაშვილის დამშვიდებას.
– რომ გენახა რა თვალებით მიყურებდა. – ვერ წყნარდებოდა ფეფო.
– ეგ ყველას ერთნაირი სიფათით უყურებს, ეგეთი უროდია. – ყალბად გაიღიმა ლეამ.
– მეშინია ლეა. – ამოიჩურჩულა და ლეას შეანათა თვალები.
– ნუ გეშინია, თუ კიდევ გამოჩნდება შენს სიახლოვეს, დაველაპარაკები.
– გამოჩნდება. – ისევ დაიჩურჩულა ფეფომ. – რა უნდა?
მაგრად ჩაიხუტა ლეამ და გადაწყვიტა ყველანაირად დაეცვა ბიძაშვილი.

მართალი აღმოჩნდა ფეფო. იმ დღის შემდეგ ყოველ დილით ნახულობს ჯარჯის ქუჩაში.
უკვე აღარ დადის თავჩაღუნული, დაფეთებული აცეცებს თვალებს აქეთ–იქით,
აუცილებლად აწყდება სუსხიან და მომთხოვნ მზერას. სასწრაფოდ ტაქსის აჩერებს მერე
და კონსერვატორიაში მიდის, მაგრამ იცის ასე ვეღარ გაგრძელდება. ერთ დღესაც
ვეღარ დაუძვრება და მერე? ამიტომაც სთხოვა ლეას, ხვალ დილით მასთან ერთად
გავიდეს ქუჩაში და მოთვალთვალეს დაელაპარაკოს. ლეაც დათანხმდა, ისედაც აპირებდა
თუნდაც მასთან, სახლში ასვლას და დალაპარაკებას.
ღამით ფიქრებმა არ მოასვენა, როგორი იქნებოდა ხვალ ჯარჯის და ლეას საუბარი,
რაიმე შედეგს გამოიღებდა კიი? დილით საშინლად სტკიოდა თავი, ანერვიულებულმა
ვერც ისაუზმა. ჩაიცვა და პირდაპირ ლეას ოთახს მიაშურა.
არანაკლებ აფორიაქებული ლეა უკვე ჩაცმული იყო და ლოგინს ასწორებდა. მაინც
გაუღიმა ფეფოს გამამხნევებლად და ოთახის კარი გამოიხურა. უსიტყვოდ გავიდნენ
სახლიდან. არც გაღიმების და არც კრინტის დაძვრის თავი ჰქონდა ფეფოს.
მალევე შეამჩნიეს ჯარჯი. მანქანას მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა. ლეას დანახვაზე
ავად დააწვრილა თვალები მამაკაცმა.
– ოჰ, მანქანა გამოუცვლია ვაჟბატონს. – ჩაიბუზღუნა ლეამ და ტაქსის აუქნია ხელი.
შეეცადა ანერვიულებული ფეფო ოდნავ მაინც დაემშვიდებინა და ისე გაეშვა. მერე სწრაფად
მიუხურა კარი და მანქანაზე დაატყაპუნა ხელი, მძღოლს ანიშნა შეგიძლია დაიძრაო.
თავად შემართული დაიძრა ჯარჯისკენ. ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ლეას სულაც
არ ეშინია მისი. იცის, როგორ ნაძირალადაც არ უნდა მოაჩვენოს სხვებს თავი, ბოროტი
არ არის. ღრმად ჩამარხული იმ სიკეთის მარცვლის იმედი აქვს, რომელიც
ზუსტად იცის რომ არის კაცში.
– რა გინდა, ხომ გთხოვე არ გაეკარო – მეთქი? – მიუახლოვდა თუ არა ეგრევე შეუტია.
– რას გადაეკიდე, რატომ აშინებ?
– წასასვლელი ვარ, მორჩი ლაპარაკს? – ბოძზე მიმაგრებულ მწვანე ურნაში ჩააგდო ნამწვი
და წარბშეკრულმა გაუსწორა ლეას თვალი.
– არა! სალაპარაკო გვაქვს და არ მაინტერესებს გეჩქარება თუ მოცლილი ხარ. – კატეგორიულ
ტონს ინარჩუნებდა ლეა.
– კარგი, ვილაპარაკოთ. ალბათ, ცოტაღა დარჩათ კონსერვატორიამდე, მაინც ვეღარ
მივუსწრებ. – თავისთვის ჩაილაპარაკა გაიღიზიანებულმა და მანქანის კარი გამოაღო.
– რაო?! – ჩაჯდომისთანავე დაუყვირა ლეამ. – შენ რა, ფეფოს უკან დასდევ?
სიბრაზესთან ერთად გაოცებას გრძნობდა ლეა. ჯარჯი და ვიღაც პატარა გოგოს კუდში
დევნა? რა სისულელეა... სხვას რომ ეთქვა არაფრით დაიჯერებდა.
– შენი საქმე არაა! დროზე მითხარი რა გინდა!
– სწორედ რომ ჩემი საქმეა. მინდა რომ თავი დაანებო. შენი ეშინია. შენთან სტუმრობის
შემდეგ ყოველ ღამე კოშმარი ტანჯავს, რომლის მთავარი გმირი შენ ბრძანდები. – ამ
სიტყვების გაგონებისთანავე გზისკენ მიმართული უემოციო მზერა, ლეას მიაპყრო.
ცეცხლის ენები ათამაშდა მის თვალებში. ცნობისმოყვარეობა და აზარტი ერთად იკითხებოდა.
– ვესიზმრები? – ცალყბად ჩაიღიმა ჯარჯიმ.
– დიახ ჯარჯი, უკვე ტანჯავ. შენ კი როგორც ვატყობ ძალიანაც გახარებს ეს ამბავი. – უკმაყოფილო
სახით გააგრძელა ლეამ ლაპარაკი. – თავად არ გამაფრთხილე არსად გადამეყაროს,
მომარიდეო? შეეშვი რა...
– არ შემიძლია.
– რატომ?
– არ ვიცი.
– გიყვარს?
– არა რა თქმა უნდა. უბრალოდ, მე ის მინდა.
– რა ჯანდაბა გინდა, ერთი ღამის გოგო და საერთოდ გასართობი გოგო რომ არ არის
არ იცი?
– ვიცი.
– ძალიან გთხოვ ნუ გააწვალებ, ნურაფერს დააძალებ, ნუ დატანჯავ. – მუდარა გაისმა ლეას
ხმაში.
– ცოტ–ცოტა ყველაფერი შეიძლება, ვერაფერს შეგპირდები... ვეცდები... – ისევ უემოციობა
აიკრა სახეზე კაცმა.
– საშინელი, საზიზღარი ადამიანი ხარ.
– ვიცი.
– თუკი, მას არ ენდომები? – კიდევ შეეცადა ლეა.
– არ მაინტერესებს. – შეუვალი იყო ჯარჯი.
– მძულხარ! – დაჰკივლა მდგომარეობიდან გამოსულმა ლეამ. – ვნანობ საერთოდ რომ
გაგიცანი. როგორ ვიფიქრე, რომ რაღაც კარგი შენშიცაა. უსულგულო ნაბი*ვარი ხარ!
მიახალა და მანქანის კარი გაგლიჯა. მასევე დატოვა, არ მიუხურავს. ბრაზით სავსე
მიაბიჯებდა სახლისკენ. არაფერი გამოუვიდა, უშედეგო აღმოჩნდა მისი მცდელობა.
თურმე მათი მეგობრობა, რომელიც ათეულ წელიწადს მაინც ითვლის, არაფერს წარმოადგენს
ჯარჯისთვის. რამ მიაყვანინა მასთან ფეფო, ასე როგორ შეცდა, როგორღა დაიცვას ახლა?
იცის, როგორი დაუოკებელი და აზარტულია ასეთ საკითხებში ერთი შეხედვით
გულგრილი და უინტერესო ჯარჯი. იქნებ, ამერიკაში წაიყვანოს სულაც?

ლეას ზურგს უყურებდა, თან სიგარეტს აბოლებდა და იქ, შიგნით რაღაც სწიწკნიდა.
ვერ იტანდა იმ ადამიანებს რომ სტკიოდათ, რომლებიც ეძვირფასებოდა, იმას უფრო
ვერ იტანდა, როცა თავად იყო ამ ტკივილის მიზეზი, მაგრამ ამ შემთხვევაში
სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო. ერთადერთი რასაც ფეფოსთან დაკავშირებით
ფიქრობდა იყო, "ჩემია". აი ასე, ეგოისტურად. არ იტყოდა მასზე უარს და მორჩა.
და მაინც, ზოგჯერ ფიქრობდა რომ ფარისეველი, თვალთმაქცი, ყალბი იყო გოგონა და
მისი დასჯა უნდებოდა ყველაზე ამაზრზენი ხერხებით. მერე მის ბავშვურ, თაფლისფერ
თვალებს როგორც კი მოკრავდა თვალს, დაბნეულად და შიშით რომ აცეცებდა
აქეთ – იქით, ასკვნიდა ჩემთვის მოვლენილ, განსხეულებულ ანგელოზთან მაქვს
საქმეო და კმაყოფილი იღიმოდა.
ნამწვი საფერფლეში ჩასრისა და მანქანა დაქოქა. კონსერვატორიისკენ აიღო გეზი,
აქტიურ მოქმედებაზე გადასვლის დრო დადგა...

ისეთი აფორიაქებული იყო, ახლა ვიოლინოზე, მუსიკაზე, დაკვრაზე არაფრით შეეძლო
კონცენტრირება.
ერთერთი ტაძრის მისამართი უთხრა მძღოლს და იქ წავიდა. მუხლებზე დაჩოქილი
მხურვალედ ლოცულობდა და ბავშვური გულუბრყვილობით ევედრებოდა უფალს,
მისადმი ყველანაირი ინტერესი გაქრობოდა ჯარჯის.
ტაძრიდან გამოსულმა კარგა ხანს ილაყუნა ქუჩაში. ცდილობდა ჯარჯის ქცევის მიზეზი
დაედგინა. შეყვარებული კაცის არაფერი ეტყობა, უმეტესად ისეთი სახით უყურებს,
თავი ყველაზე ცუდი ჰგონია. თითქოს რაღაც დაუშავა და არ იცის რა. მხოლოდ მაშინ
როცა მზერას გაუსწორებს, თითქოს კრთება, თითქოს ისეთი სიცივე აღარ უდგას თვალებში.
მაგრამ მაინც ვერაფერს უგებს. რამდენი ფილმი უნახავს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე,
რამდენი წიგნი წაუკითხავს. მსგავსად გამოხატული მოწონება და სიყვარული
არსად უნახავს. ე.ი. რაღაც სხვა ამოძრავებს ჯარჯის, რაღაც საშიში და არაკეთილშობილი.
სატანისტი რომ არაა ეგ უკვე გაიგო, მაგრამ უნდა მოერიდოს, დაემალოს. უნდა
წავიდეს ქალაქიდან, ან სულაც ქვეყნიდან...
წვიმის წვეთებმა გამოაფხიზლა, საათზე დაიხედა, შუადღე მოსულა უკვე. ტაქსი გააჩერა,
ლეა ინერვიულებსო ფაცაფუცით შეძვრა მანქანაში და მძღოლს სახლის მისამართი
უკარნახა. ზედ სადარბაზოსთან მიაყენებინა მანქანა, ფული გადაუხადა და კოკისპირულ
წვიმაში გადახტა. აქეთ – იქით არ გაუხედავს თორემ აუცილებლად შენიშნავდა ჯარჯის
მანქანას. ორი ნაბიჯი და ჩაბნელებულ სადარბაზოში იყო უკვე.
კიბის რამდენიმე საფეხური ავლილი ჰქონდა, ვიღაც რომ დაეტაკა, კიბიდან რასაც ჰქვია
მოხსნა და წამებში, სარდაფში ჩამავალ კიბეზე აღმოჩნდა. კედელზე აყუდებულს,
წინიდან ვიღაცის მაღალი სხეული აწვებოდა და სულს უხუთავდა. სხეულზეც მის
ხელებს გრძნობდა. პანიკაში ჩავარდნილი თვალებს უაზროდ აცეცებდა სიბნელეში,
გული ყურებში სცემდა, ცხელი სუნთქვა სახეზე ეცემოდა...
– როგორი გესიზმრები ხოლმე? – ამ ხმას, ამ ცინიკურ ტონს რა დაავიწყებდა?
ნამდვილად მის მოსაკლავად მოვიდა, მისი სიზმარი ახდა, წასულია მისი საქმე...
უჰაერობამ, სიბნელემ, პანიკამ, ყველაფერმა ერთად შემოუტია და გული წაუვიდა, ისევ...


––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ვიცი გეპატარავებათ, ვიცი არ გყოფნით ატვირთული თავები,
მაგრამ უფრო დიდის დადების ფიზიკური შესაძლებლობა არ მაქვს.
იმედი მაქვს მოგეწონებათ...



№1  offline წევრი harryhermione

ძალიან მომწონს ეს ისტორიაა მომწონს კი არა ვგიჟდები მალენა ძალიან მაგარი გოგო ხარ, უნიჭიერესიი, ასეე გააგრძელე და ცოტაა უფრო დიდი თავები დადე წინა თავები არ იყო პატარა ეს თავი კი ნამდვილად არ მეყო ♥♥♥

 


№2  offline წევრი Mkitxveli

ვგიჟდები,ძალიან განსხვავებული ისტორიაა,მიყვარხარ მე შენ :*

 


№3  offline წევრი Unnamed

არა ვიძახი ამ ბიჭს ყურებს დავაჭრი თქო და ჰა ავასრულებ wink სანამ ამ გოგოს თავს შეაყვარებს მანამ რამეს დამართებს wink ცუდი ეგ wink ველოდები ეხა შემდეგს winked love

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

ჯარჯი, კი არა გულის გამხეთქავი ჯიხვია:))). ეს, გოგო კიდევ ფეფოა თუ მარია ვერ გამიგია:))))).

 


№5  offline წევრი ket-kat

ცუდი გოგო ხარ რააა )))) ისე ინტრიგნულად წყვეტ ხოლმე საინტერესო ადგილებზე სერიალი მგონია :))))) ძალიან აი ძალიან მომწონს, გელოდები მთელი გულით მეტი რა ვქნა :)))))) :*

 


№6  offline წევრი nestanuka13

როგორ მეცინება საწყალ ფეფოზე :)))

 


№7  offline წევრი ფსიქო.13

ოჰ,არმომწონს ჯარჯი,ფეფო დამევაზა თქო,მარა ჯარჯი არაააა.ისე,იდეალურია <3
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№8  offline მოდერი malena

psychopath_013
ოჰ,არმომწონს ჯარჯი,ფეფო დამევაზა თქო,მარა ჯარჯი არაააა.ისე,იდეალურია <3


ფოტოზე არ მოგეწონა ჯარჯი, როგორც მივხვდი, ჰო? :)

მადლობა და ბოდიში ყველას პატარა თავისთვის, მაგრამ დღეს ან ეს უნდა დამედო, ან საერთოდ არაფერი. :(
ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია, რომ მოგწონთ.
არ იდარდოთ ფეფოზე, ნელ-ნელა ეგეც გამოაჩენს ბრჭყალუნიებს. :)

 


№9  offline წევრი ფსიქო.13

ხო,ფოტოზე თორე... ისე მკითხე? :დდ
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№10  offline წევრი casas

რაღაცნაირად მომწონს ჯარჯი love ალბათ უფრო იმიტომ,რომ დღეს ძაან ცოტა ასეთი ბიჭები ვიღაცისთვის რომ იბრძოლონ,თუნდაც ასეთი ცივი გზით თავიდან feel ფეფოსიც მესმის რომ ეშინია და მისი რეაქციებიც ჩვეულებრივია wink

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

მომწონს..განსხვავენბულია და საკმაოდაა საინტერესო ელემენტები..აქამდე მგონი შენი არაფერი წამიკითხავს,მაგრამ ეს ისტორია რაღაც ძალიან მომწონს....სახელებიც ორიგინალურად შეგირჩევია..ჯარჯისნაირი ბიჭები ძალიან მომწონს..ფეფოც საყვარელია..
მოკლედ,მალე დაგვიდე შემდეგი...და უფრო დიდი თავები..კარგი კი იყო,მაგრამ პატარა..
წარმატებები.

 


№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

ნაგავი ესა :-D

 


№13  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე რა საზიზღარი ბიჭია sob

 


№14  offline წევრი sofi_sofiaa13

ღმერთო ჩემო ვგიჟდები მე ამ მოთხრობაზე
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent