შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური აზროვნება 10


17-05-2015, 17:08
ავტორი Qeti.A
ნანახია 5 977

კმაყოფილი იყო ნიკასთან საუბრის მერე. რაღაც საოცარ ენერგიას გრძნობდა და ეს ძალიან მოსწონდა. მთელი დღე ღიმილიანი სახით რომ დადიოდა თვითონაც უკვირდა, მაგრამ ალექსანდრეს ხუმრობებს გონების მიღმა ატარებდა. თავისი კაბინეტის ჭერს უაზროდ მიშტერებოდა და უკვე მერამდენედ იხსენებდა ნინას ტუჩების გემოს. მოსწონდა მისი სურნელიც არაფერს რომ არ ჰგავდა, არც სუნამოსი იყო. იგი ნინასეული იყო, სულ მთლიანად მისი და დემეტრეს სხეულში ჰარმონიის შეგრძნება შეჰქონდა. უკვე მერამდენედ გაუღიმა თეთრ ჭერს. მერე საათს გახედა უკვე ათი სრულდებოდა და სახლში წასვლის დროც იყო, მაგრამ არ უნდოდა გაეწყვიტა სასიამოვნო ფიქრები. სავარძელზე ისევ კომფორტულად გადაწვა და თავის ფიქრებს მიუბრუნდა... თვალები მობეზრებულად აატრიალა და მაგიდაზე მობილურს გადაწვდა. მზერა გაუშტერდა, საერთოდ ყველა აზრი გაუქრა თავიდან მობილურზე ნინას სახელი რომ ამოიკითხა. ბარბარეს შეტევის მერე თავისი ნომერი რომ ჩააწერინა დარწმუნებულიც კი იყო, რომ არასდროს დაურეკავდა ნინა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მობილურს მაგრად ჩაშჭიდა ხელი.
-ნინა?
-დემეტრე, მთელი სხეული დაეძაბა მისი ხმის გაგონებისას. -დემეტრე, სისხლდენა როგორ უნდა შევაჩერო... ბევრი სისხლია ირგვლივ ძალიან... გაუაზრებლად წამოხტა ფეხზე და თეთრი ხალათის გახდა დაიწყო.
-ნინა, რამე დაგიშავდა? სად ხარ?
-მე...მე არა, მაგრამ სწრაფად მითხარი გთხოვ, როგორ... ეს უნდა გადარჩეს და ვენები აქვს გადაჭრილი, დემეტრეს ცივმა ოფლმა დაასხა.
-რაიმე ნაჭრი გინდა და ორივე ხელზე ჭრილობის ზემოთ მაგრად გადაუჭირე, არაუშავს თუ ეტკინება სისხლდენას შეამცირებს.
-გონზე არაა, დემეტრე, ნინას ხმა ისეთი სასოწარკვეთილი იყო დემეტრეს სუნთქვა შეეკრა.
-მითხარი სად ხარ სასწრაფოს გამოვყვები,
-დემეტრე, არ არის აქ არანაირი ნაჭერი, მანქანაში წევს და ... კედების თასმები?
-კი, გამოდგება, სწრაფად მოუჭირე და მითხარი სად ხარ. დემეტრემ უცებ ჩაირბინა ხუთი სართული და სასწრაფოს განყოფილებაში შევარდა.
-აკადემიასთან, ვერცხლისფერი ჯიპია და იმაში წევს...
-ვიცი სადაცაა, ნინა, მალე მოვალთ, მძღოლს მისამართი უკარნახა -დამშვიდდი, მანდ ვიქნები მალე. -შენ ხომ არაფერი დაგიშვდა?
-მე არა...ბევრი სისხლია, დემეტრე, გონზე არაა... ნინას ხმა უკანკალებდა, დემეტრემ ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. ეზიზღებოდა რომ არაფერი იცოდა და ახლა იქ არ იყო, ეზიზღებოდა მობილურით რომ ელაპარაკებოდა. ყველაფერი ეზიზღებოდა, რატომაც ნინას ასეთი სუსტი ხმა ჰქონდა.
-სულ ახლოს ვარ, ცოტაც გაუძელი. გოგონას ხმამაღალი ამოსუნთქვის ხმა გაიგონა და ფანჯრიდან მისი სხეულიც დაინახა. თითქმის გაუჩერებელი მანქანიდან გადმოხტა დემეტრე და ჯიპისკენ სირბილით წავიდა.
-რა მოხდა? გოგონას მაგრად ჩაშჭიდა ხელები ბეჭებში და ოდნავ შეანჯღრია, -ნინა, რა გჭირს, ტუჩებზეც აღარ ედო ფერი.
-გადაარჩინე, გთხოვ, მავედრებელი თვალებით შეხედა გოგონამ და დემეტრემ მზერა დაშავებულზე გადაიტანა. გაოცება ვერ დამალა კოტე რომ იცნო. მალე საკაცეზე დააწვინეს, სასწრაფოს ექიმები არაფრით მიუშვა, ნინამ მას სთხოვა...
თითქოს მთელს სხეულზე ჭიანჭველები უვლიდნენ აკანკალებულ ნინას რომ ხედავდა მანქანაში, ვერაფრით დაამშვიდა გოგონა, მისი სისხლიანი ხელები პირდაპირ ტვინში ურტყამდა უროს და ჩაწითლებულ, უემოციო თვალებს რომ ხედავდა აღარ იცოდა რა უფრო უნდოდა კოტეს მოკვლა თუ გადარჩენა...
^^^
-კარგადაა, ნინა, იცოცხლებს, სისხლი გადავუსხით, ჯერ გონზე არ მოსულა, მაგრამ კარგად იქნება. დემეტრემ გოგონასთან ერთად ამოისუნთქა მისი შვება რომ იგრძნო. ნინას თითქოს ძალა აღარ ჰქონდა საერთოდ სხეულში. -წამოდი სისხლი მოიშორე, წელზე ხელი მოხვია და სველი წერტილისკენ უბიძგა, მიხვდა, ნინამ ინსტინქტურად გადადგა ნაბიჯი, ჯერ კიდევ ვერ იყო გოგონა მშვიდად. სპეციალურიად გამოუშვა ცივი წყალი, ნინა უაზროდ მიშტერებოდა სისხლი როგორ გადიოდა წყალთან ერთად.
-გეყოფა, კარგად არის, გესმის, ნინა, თვითონ ჩამოუსვა ცივი ხელი სახეზე და გული ატკინა ნინას ჩაწითლებულმა, მაგრამ მაინც უცრემლო თვალებმა. -დამშვიდდი, გთხოვ, სააბაზანოს ნიჟრის გვერდით შემოსვა გოგონა და მისი სახე ხელებში მოიქცია. -იცოცხლებს, ნინა, შუბლზე ნაზად აკოცა და ორივე ხელი მოხვია. ნინამ მის კისერში ჩამალა თავი და დემეტრეს არასასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა გოგონას კანკალი სხეულზე რომ იგრძნო. -დამშვიდდი, ხმადაბლა უთხრა და საფეთქელზე რამდენჯერმე აკოცა.
ზუსტად არ იცოდა რამ დაამშვიდა, მაგრამ ახლა მხოლოდ მოთენთილობას გრძნობდა ნინა. ოდნავ გაუხახუნა ცხვირი კისერზე და თავი ისე კარგად იგრძნო. დემეტრე მაგრად უჭერდა მკლავებს ნინას სხეულს და გოგონას წამით არ გასჩენია გრძნობა თითქოს მის გაშვებას აპირებდა.
-დემეტრე, კოტეს მეგობარს უნდა დავურეკო, სითბო ჩაეღვარა სხეულში ნინას ტუჩები კისერზე ნაზად რომ შეეხო ლაპარაკისას. ჯერ ოდნავ შეამსუბუქა მკლავები გოგონას გარშემო, ლოყაზე ფრთხილად აკოცა და ბოლოს მზერა გაუსწორა.
-მითხარი რა მოხდა, ჯერ კიდევ გრძნობდა ნინა დევდარიანის სხეულის სიახლოვეს და ეს კიდევ უფრო სასიამოვნოდ თენთავდა.
-ბაკურიანის მერე ხშირად მირეკავდა ხოლმე, ბოლოს აღარ ვპასუხობდი, მაგრამ მერე მისმა მეგობარმა მთხოვა გამეგო სად იყო და დღეს რომ დაველაპარაკე... ნინამ ღრმად ჩაისუნთქა და თავი დახარა, აგიჟებდა დემეტრეს მობილიზებული მზერა, თითქოს მთელი კონცენტრაცია ნინაზე იყო ამ წამს და არაფერი არსებობდა მის გარდა. -მითხრა, რომ იქ იყო სადაც პირველად მნახა და იქვე მოკვდებოდა, თავიდან ვერ მივხვდი, მაგრამ მერე... მოკლედ იქ მივედი და ძალიან ბევრი სისხლი იყო... ფრთხილად ააწევინა თავი დემეტრემ, ახლა გაღიაზიანებაც შეამჩნია ნინამ მის თვალებში და ამან ცოტათი დააფრთხო.
-ახლა რაღაცას გეტყვი და შენ არ დაგჭირდება მეორედ ამის მოსმენა, დემეტრეს მზერა შეუვალიც კი იყო, ნინამ სუნთქვა შეწყვიტა. -შენ არაფერი შუაში ხარ, არ მინდა წამითაც კი თავი დაიდანაშაულო, რაც იმან გააკეთა შენი პასუხისმგებლობა არ არის, გასაგებია? ნინას თვალები უფრო ჩაუწითლდა და დემეტრეს თავი დაუქნია. დევდარიანმა კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე და ფეხზე დააყენა.
-დავრეკოთ ახლა, უთხრა ისე რომ ხელი არ გაუშვია მისთვის. -გეძინება ხომ? ოდნავ ღიმილი გაისმა მის ხმაში და ნინამ უკვე სიმშვიდეც იგრძნო. თავი დაუქნია და თავის მობილურში რატის ნომერი მოძებნა.
ნინამ უარი თქვა სახლში წასვლაზე სანამ კოტესთან არ მოვიდნენ, დემეტრე უსიტყვოდ დაეთანხმა და მასთან ერთად იცდიდა. რატი და კოტეს მშობლები ერთად მოვიდნენ, დემეტრე მშვიდი სახით უხსნიდა მათ რაც მოხდა და რომ კარგად იქნებოდა პაციენტი, მაგრამ კოტეს დედა ტირილს არაფრით არ წყვეტდა და ნინას დამშვიდებულ ნერვებზე ეს უარყოფითად მოქმედებდა.
-შენ ნინა ხარ ? თავი უცებ ასწია, და ქალის ნამტირალებ, მაგრამ მაინც მკაცრ თვალებს შეეჩეხა. გოგონამ უემოციოდ დაუქნია თავი. -აქ რა გინდა მერე? არ გეყო ჩემს შვილს რაც გაუკეთე, ნინას თვალები იმდენად უმწეო იყო, ისეთი დაღლილი რომ დემეტრეს ძალიან მოუნდა ამ ქალის არსებობა საერთოდ გაექრო დედამიწიდან.
-გადაარჩინა, აი, რა უქნა თქვენს შვილს! ნინაც შეხტა ისეთი მკაცრი და უხეში იყო დემეტრეს ხმა, - კოტეს უსუსურობა და სისუსტე ნინას ბრალი არ არის, ვთქვი რომ იცოცხლებს და მეტის თქმა საჭირო აღარაა! მთელს სხეულში უბუყბუყებდა ბრაზი დევდარიანს და არ იცოდა ვისკენ მიემართა. ნინას მაგრად ჩაშჭიდა ხელი, ფეხზე წამოაყენა და თავისი კაბინეტისკენ წაიყვანა. ისევ იგრძნო როგორ უკანკალებდა გოგონას მასზე ჩაკიდებული ხელი და დემეტრემ ნინას გადახედა. ლიფტში ღილაკს თითი მიაჭირა და ღრმად ამოისუნთქა.
-ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ მეტჯერ არ გავიმეორებდი, ნინას ისე უნდოდა ახლა მაინც ყოფილიყო დემეტრეს ხმა თბილი, მაგრამ ვერ აიხდინა. როგორც ჩანს ბუნებრივად გასდევს ეს სიმკაცრე მის ტონალობას.
-ჰო, კიდევ უფრო უემოციოდ თქვა გოგონამ და დემეტრეს ახედა. დევდარიანს ხელი დაეჭიმა და უფრო ახლოს მიიზიდა გოგონა.
კაბინეტში ჯერ შეატარა და დივანზე დასვა. ცივი წყალი ჩამოუსხა, ნინამაც უსიტყვოდ დალია და იგრძნო როგორ სასიამოვნოდ გაუგრილა მთელი სხეული სითხემ.
-ნინა, არ მინდა, რომ ამაზე კიდევ ინერვიულო, გვერდით მიუჯდა დემეტრე. მოულოდნელი მოძრაობით გოგონა კალთაში ჩაისვა, ნინას გაპროტესტების თავიც არ ჰქონდა, თანაც დემეტრეს სიახლოვე ცუდი ემოციებისგან ათავისუფლებდა.
-მადლობა, რომ ყოველთვის ხარ იქ, სადაც საჭიროა, დემეტრეს თავიდან ეგონა მოესმა გოგონას ხმა ისეთი ნაზი იყო.
-იცი, ნინა, ძველი გამოთქმა არსებობს, „სიყვარულისთვის მადლობას არ იხდიანო“. ღიმილით ჩაილაპარაკა დემეტრემ და თავზე აკოცა ნინას. იგრძნო როგორ დაეჭიმა მთელი სხეული და კიდევ უფრო გაეცინა ამაზე, ჩუმად ელოდა ნინა როდის გაიაზრებდა. მისთვის კი ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე მოულოდნელობა, გაცილებით მეტი და ისედაც ემოციური დღე ჰქონდა... გოგონამ ხარბად ჩაუშვა ჰაერი ფილტვებში და მოულოდნელად მიხვდა რას ეხებოდა დემეტრეს მაპატიე. „ამის ატანა“ უხეშად მოხვდა ნინას სმენას მაშინაც და ახლაც, მაგრამ დაძაბული სხეული ერთიანად მოუშვა, უკვე მშვიდადაც იყო. დემეტრეს კი უკვე ეგონა აღარაფერს იტყვისო, როცა ნინას ხმამ ისიც გამოაფხიზლა:
-არც ბოდიშს, დემეტრე, არც ბოდიშს... უმიზეზოდ გაეღიმა დევდარიანს, არადა არაფერი იყო სასაცილო ამ წუთას. თვითონაც გააკვირვა ამ ღიმილმა... იქნებ იმის გამო, რომ ნინამ გაიგო და მის ყველა სიტყვას მნიშვნელობას ანიჭებდა, იქნებ იმიტომ, რომ საერთოდ არაფრის ახსნა არ მოთხოვა გოგონამ, ან იმიტომ, რომ ისევ მის კალთაში იჯდა და უკვე თანაბრად, მშვიდად სუნთქავდა. ბევრი იმიტომ იყო ბედნიერებისთვის ნინასთან, ბევრად მეტი, ვიდრე საკმარისი.
დემეტრემ ნათლად იგრძნო როგორ იღიმოდა გოგონაც, ხელები უფრო მაგრად შემოხვია და მისი სურნელით აივსო ფილტვები. მერე იგრძნო როგორ ნაზად გაეხახუნა ნინას წამწამები ყელზე და მიხვდა მალე დაეძინებოდა. ისევ გაუპო ბაგეები ღიმილმა, საკუთარ სხეულში უცნაური კომფორტის შეგრძნებით ტკბებოდა.
^^^
სიზმრისგან უეცრად გამოეღვიძა და თავისი ყოველდღიური რიტუალის დაწყებაც ვერ მოასწრო იმდენად შებოჭა დაძაბულმა, მასზე მოშტერებულმა მზერამ. პირველი რაც დაინახა თავისი ოთახის ჭერი იყო და ამ აღმოჩენამ სიმშვიდე აგრძნობინა, მერე ინსტინქტურად გახედა მზერის ობიექტს და მთელი გულით გაეცინა წარბაწეული დაჩი რომ დაინახა.
-რაც არ უნდა იყოს, ბარბარეს გაფიცები, მე არ გამიფუჭებია, ნინამ ისევ გაიღიმა და ხელები ჰაერში აატრიალა, გაუკვირდა, როცა თავისი პიჟამოს ნაცვლად იგივე ტანსაცმელი ეცვა, რაც გუშინ. უცებ გაახსენდა რომ არ იცოდა როგორ მივიდა საწოლამდე ან როდის ჩაეძინა.
-იცი პირველად ვინ გაიგო მე შეყვარებული რომ მყავდა?
-რომელი შეყვარებული?
-ნამდვილი, ნინა... დაჩის ხმა ზედმეტად აღელვებული იყო.
-აჰ, ნია? მე გავიგე, რადგან...
-არც კი ვიცოდი თუ მოგწონდა, დაჩი გვერდით ჩამოუჯდა და შიგ თვალებში ჩახედა, ნინა დაიბნა.
-ვინ?
-ნუ, ცოლად დემეტრეს მიყვები და...
-ჰო და კიდევ ცხრა თვეში ბავშვს გავაჩენ, თვალები აატრიალა ნინამ და საწოლზე თვითონაც წამოჯდა. ცოტა ხანი დაჩის აწითლებულ ლოყებს უყურებდა, მერე გაეცინა. -ღმერთო, დაჩი, რა გჭირს?
-რა მჭირს? მოულოდნელად ფეხზე წამოხტა -კიდევ, მე რა მჭირს? მეტი რაღა უნდა მჭირდეს? ნინა გაოცებული უყურებდა, ცხოვრებაში პირველად უყვიროდა დაჩი.
-არ ვიცი რომელ ფეხზე ადექი ამ დილით, მაგრამ დამავალებ ხმას თუ დაუწევ.
-პრეტენზიებიც რომ აქვს დამიხედეთ, დაჩიმ ხელები სახეზე ჩამოისვა და საწოლის წინ ჩაიმუხლა, ნინამ აღარ იცოდა რა ეფიქრა.
-რამე მოხდა, დაჩი?
-ნინა, ნუღარ მიშლი ნერვებს, ორსულად ხარ, მეტი რა უნდა მოხდეს? გოგონას თვალები გაუფართოვდა და ფეხზე წამოდგა, ტუჩები დაიჭამა რომ არ გაღიმებოდა.
-მეგონა გაგიხარდებოდა, ვითომ სევდიანად ჩაილაპარაკა და დაჩის შეხედა.
-ღმერთო, ნიკა გადაირევა... და მამა? მგონი სჯობს არ ვუთხრათ, ნინას გულში სითბო ჩაეღვარა, არ არსებობდა არც ერთი მომენტი ნინას ცხოვრებაში რომ დაჩის მზრუნველობის გარეშე ყოფილიყო. მაგრამ ვერაფრით ვეღარ შეიკავა სიცილი და მთელ ხმაზე დასცინა დაჩის ნანერვიულებ სახეს.
-დაჩი, ვაიმე... რა მაგარი ხარ, ნინა სუნთქვის დარეგურილებას ცდილობდა და სათქმელს თავს ვერ უყრიდა, -ვიხუმრე, რა ბავშვი, ვაიმე... დაჩი ზედმეტად გრაციოზული მანერით წამოდგა ფეხზე და ნინას დააშტერდა, ბალიში გამოაცალა და მთელი ძალით ჩასცხო.
-ღირსი ხარ ნიკას ვუთხრა.
-არა, როგორ დაიჯერე...
-უბრალოდ ფაქტები ემთხვეოდა,
-რა ფაქტები? ბევრი კიტრის მწნილი ვჭამე? ნინამ ისევ გაიცინა.
-არა, გუშინ დემეტრემ მამას შენი ხელი სთხოვა, მანამდე ნიკას ელაპარაკა თურმე. ნინამ თვალები აატრიალა და ძმას მობეზრებული გამომეტყველებით გახედა.
-არ გამოგივიდა, დღის გამოშტერებული სახე შენია, ნინამ თვალი ჩაუკრა და დაჩის გაოცებული მზერა დააიგნორა.
-მოიცა, შენ რა არ იცოდი?
-დაჩი, გეყოფა, ფეხზე წამოდგა, მაგრამ დაჩიმ ისევ ლოგინზე დააჯინა და მზერა გაუსწორა.
-გუშინ დემეტრემ მოგიყვანა, ნინა, მის ხელებში გეძინა, ლამის აგაგლიჯე რომ ლოგინში ჩამეწვინე. მერე მამას კაბინეტში ელაპარაკა და გიორგი რომ გენახა... სახეზე გალურჯებული იყო მოულოდნელობისგან. გამოუცხადებია ნინას ცოლად მოყვანას ვაპირებო და თანაც, ნიკამ უკვე იცოდა, ქორწინებაზე არა, მაგრამ ზოგადად თქვენზე.
-ჩვენზე. ნინა დაჩის სახეს დააკვირდა, ზედმეტად სერიოზული იყო. პირი გაუშრა, ღრმად ჩაისუნთქა, კი, ეს საქციელი ნამდვილად დემეტრესეული იყო, მაგრამ...
-არ იცოდი? დაჩიმ კიდევ ერთხელ იკითხა და ნინამ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. გულის ცემაც აუჩქარდა, თითქოს ნათლად გრძნობდა როგორ ეხეთქებოდა მისი მკერდის ფიცარს და წამით რეალური საფრთხე იგრძნო არ გამოეტეხა. ზუსტად არ იცოდა რას უყურებდა, მაგრამ კონკრეტულად ვერაფერზე ფიქრობდა.
-მაგრამ თანახმა ხარ ხომ ? დაჩის ხმაში ღიმილი გაისმა და ნინა ახლა მას მიაშტერდა, ყელზე ხელი მოისვა, თითქოს შეამოწმა ხმა თუ მაქვსო და უცებ გაანალიზა რომ საწინააღმდეგო ერთი აზრიც არ გაუვლია თავში, მითუმეტეს არაფერს გრძნობდა და ჰო... თანახმა იყო. ნინამ ღიმილით დაუქნია ძმას თავი. -მაშინ გილოცავ, დაიკო, როგორც იქნა დაინახა ნაცნობი ჭინკები ძმის თვალებში და ძალიან დიდი აღელვება იგრძნო. ხელებიც კი აუკანკალდა... მაგრამ მაინც ნერვიულად იცინოდა. -მაგრამ, დაჩიმ საჩვენებელი თითი დაუქნია, -ვწუხვარ კოტეზე, ხომ იცი, რომ შენი...
-ვიცი, დემეტრემ გუშინ... დაჩი უცებ ახარხარდა და დას მაგრად მოხვია ორივე ხელი.
-არ მჯერა, რომ თხოვდები. არც ნინას სჯეროდა...
მერე მთელი დილა ოჯახის წევრებს ამშვიდებდა... ნატა ისეთი ანერვიულებული იყო სამსახურშიც არ წავიდა, ლიზიკო და ნიაკო სულ თავზე დაღიმოდნენ და ბარბარეც კი გაბუსხული დადიოდა, როგორ თუ მე და ანუკიმ არაფერი ვიცოდითო. გიორგი და ნიკა იმდენად გვანდნენ ერთმანეთს რომ ამასაც ერთნაირად გამოხატავდნენ. საოცარი იყო ნიკასგან მოსმენილი გამამხნევებელი სიტყვები, რომელთაც კმაყოფილი ტონი დაჰკრავდა. ნინა კი ვერაფრით მშვიდდებოდა, ემოციებისგან დაიღალა კიდეც და თავის ოთახში განმარტოვდა. მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა, შეეცადა აზრებისთვის თავი მოეყარა, მაგრამ ვერაფრით მოახერხა. საათს დახედა უკვე სადილის დრო იყო. კარის გაღების ხმაზე არ განძრეულა, არ უნდოდა ადგომა.
-ჩამოვალ ცოტა ხანში, უჩვეულო ხმით დაილაპარა, მაგრამ ეუცნაურა პასუხი რომ ვერ გაიგო. თავს ძალა დაატანა და გადმობრუნდა, სიტყვები პირზე შეაშრა, ფეხზე გველნაკბენივით წამოხტა და ამან ძალიან გაახალისა კარის ზღურბლზე მდგარი დემეტრე.
-გამარჯობა, ღიმილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ნინასკენ წამოვიდა.
-გამარჯობა, გოგონასაც გაეღიმა უნებურად. ნინა მისმა სიახლოვემ დააბნია, მთელი სხეული დაუმუხტა. დემეტრემ ნაზად აკოცა ლოყაზე და თითებით სახეზე მოეფერა. ნინა თვალებს ვერ აშორებდა მის ნაკვთებს და პირველად გაიფიქრა რომ დემეტრე ძალიან მოსწონდა. წარმოუდგენლად უხდებოდა მკაცრი ნაკვთები მის ხასიათს, ღრმა, შავი თვალები ისეთ იდუმალებას ანიჭებდა დევდარიანს რომ ნინა დარწმუნებული იყო ეს კაცი მისთვის ყოველთვის საინტერესო იქნებოდა.
-დღეს უჩვეულოდ ჩუმი ხარ, დემეტრე ოდნავ მოშორდა და სახეზე დაააშტერდა გოგონას.
-ერთი კითხვა მაქვს, ნინამ დემეტრეს ხელები არ შეიმჩნია მისას რომ არ უშვებდა.
-გისმენ, ღიმილს არაფრით არ კარგავდა დევდარიანის ხმა და ეს საოცრად სიამოვნებდა ნინას.
-შენი აზრით, ცოტათი უცნაური არაა ჩემი ქორწინების ამბავს რომ უფროსი ძმისგან ვიგებ? დემეტრემ გადაიხარხარა და გოგონას ხელზე აკოცა.
-რადგან წინააღმდეგი არ ხარ, დეტალებს რა მნიშვნელობა აქვს, მშიდად ჩაილაპარაკა დემეტრემ და ნინამ ეს სიმშვიდე ინატრა თავისთვის.
-მაინც საიდან მოიტანე რომ წინააღმდეგი არ ვარ? თვალები დაუწვრილა გოგონამ.
-დილით არ დამირეკე და არ გამომლანძღე, კიდევ ძალიან მშვიდად შემხვდი, ნუ უფრო მეტ სითბოზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ, პირველ ჯერზე არაუშავს... დემეტრემ ხელები მოუჭირა და ნინა ვერ მიხვდა რატომ შეეკრა სუნთქვა, გული ამოვარდნას ჰქონდა. -გუშინ დაგეძინა და რაღაცის მოცემა ვერ მოვასწარი, სასიამოვნოდ უღიტინებდა მისი სუნთქვა ყურთან და საოცარი, ჯერ გამოუცდელი იმპულსები იგრძნო დემეტრეს ტუჩები ნაზად რომ შეეხო ტუჩის კუთხეში. თვალები თავისით დაეხუჭა, სასიამოვნო ჟრუანტელმა მთელი სხეული დაუხორკლა და თავისი ტუჩებიც მიაშველა დამეტრესას. გაახსენდა ემოცია, თითქოს იგივენაირი იყო, მაგრამ მაინც სხვანაირი... თითქოს დე ჟავუ ჰქონდა ხელები რომ წელზე მოხვია დევდარიანმა და უფრო აიკრა გოგონას სხეული. გულის ცემას უკვე მკერდით გრძნობდა და თითები დემეტრეს კისერზე აათამაშა.
-უკეთესია, ვიდრე მახსოვდა, ტუჩებზე დასჩურჩულა და ნინათი გაჯერებულმა ჰაერმა ისევ ჰარმონიის განცდა შეიტანა მის სხეულში. ღიმილით მიშტერებოდა ჯერ კიდევ თვალებდახუჭულ გოგონას და მისი ემოციებით ტკბებოდა. სხეულში საოცარი სითბო იგრძნო ნინამ რომ შეხედა და გაუღიმა.
-ახლა შენ კოცნა მომეცი? დადიანმა ხმადაბლა ჩილაპარაკა და დისკომფორტი იგრძნო დემეტრემ წელზე ხელები რომ გაუშვა. თვალები ოდნავ გაუფართოვდა გაოცებისგან დემეტრემ ჯიბიდან პატარა ყუთი რომ ამოიღო, ნინას უნებურად გაეღიმა.
-დედაჩემმა გამომატანა, დევდარიანმა ბეჭედი ამოიღო და ნინას თითზე გაუკეთა. თითქოს მისი ცხოვრების არსი ყოფილიყოს მასში მოქცეული ისე დააშტერდა პატარა, ოვალური ფორმის ფირუზისფერ სამკაულს და თითი გადაუსვა.
-ლამაზია, ისევ ახედა დემეტრეს.
-ჩვენი ოჯახის რელიქვიაა, დედაჩემმა ისიც კი თქვა მე უნდა გავუკეთოო...
-მერე?
-მერე ვუპასუხე ცოლად მე მომყავსთქო და მომცა.
-ქორწილზე დაჩისგან გავიგე, ბეჭედი დედაშენს უნდა გაეკეთებინა, ჰო.... მგონი ქორწინების ღამეს სინათლის გამორთვა არ ღირს... ნინამ სახეზე ხელები აიფარა საკუთარი სიტყვებისგან გამოწვეული სიწითლე რომ დაეფარა, დემეტრეს სიცილი უკვე ნერვებს უშლიდა.
-საოცრება ხარ, ვერაფრით ჩერდებოდა დევდარიანი, -მაგრამ მართალი ხარ, არ უნდა ჩავაქროთ, ხარბად აათვალიერა ნინას სხეული და მეორედ გააწითლა გოგონა. -ლოყებშეფაკლული ნინა დადიანის ნახვა თუ მეღირსებოდა რა მეგონა, მოწყვეტით აკოცა ლოყაზე. -დამაჯენ სადმე? თითით ანიშნა საწერი მაგიდისკენ და თვითონაც უკან გაჰყვა.
-აქ მეცადინეობ ხოლმე? დემეტრემ მის ნახაზებს თვალი გადაავლო.
-არა, მანდ მძინავს და საწოლზე ვმეცადინეობ. კიდევ ჭერზე დავდივარ და ტანსაცმელს სააბაზანოში ვინახავ... დემეტრე ღიმილიან მზერას არ აშორებდა.
-არ ვიცი რა უფრო მინდა, სულ რომ ილაპარაკო თუ ხმა რომ არასდროს აღარ ამოიღო.
-რატომ უნდა დავმუნჯდე? ნინამ წარბები ზემოთ აწკიპა.
-იმიტომ, რომ ხანდახან თავს იდიოტად მაგრძნობინებ.
-რაც იცი იმაზე კითხვები არ უნდა დასვა, ბატონო დემეტრე.
-მგონი, დამუნჯებაზე შევჩერდები.
-ჰო, დამამუნჯე და დამალე შენი გადახრები იდიოტიზმისკენ, ნინას გაეცინა და დემეტრეც აიყოლია.
-მომწონს ის გავლენა, რაც ჩემზე გაქვს, უცებ ხმა დაუსერიოზულდა და გოგონას მრავლისმთქმელი თვალებით მიაშტერდა. ნინამ ისევ იგრძნო სახეზე მისი სუნთქვა. -მაგრამ იცი ამაზე უფრო მეტად რა მომწონს, თანდათან უფრო და უფრო უდაბლდებოდა ხმა დემეტრეს და ბოლოს ნინას გულის ხმაურმა საერთოდ გადაფარა, თვალებში ჩაშტერებოდა და გვერდზე გახედვა აზრადაც არ მოსდიოდა დადიანს, -მე რა გავლენაც მაქვს შენზე, ღიმილით ჩაილაპარაკა დემეტრემ და კიდევ ერთხელ გაუსინჯა გემო ნინას ბაგეებს.
-დღეს მამაჩემის დაბადების დღეზე ხარ დაპატიჟებული, როგორც ჩემი საცოლე, დედას და მარიამს უნდოდათ უფრო ადრე მიმეყვანე მათთან, მაგრამ ორ საათში ოპერაცია მაქვს და ვერ ვიქნები, ამიტომ მოცდა მოუწევთ.
-შენი ყოფნა აუცილებელია? ნინამ სხვათაშორის იკითხა და დემეტრეს გაოცებულ მზერას წააწყდა.
-ძალიან, დარწმუნებით ჩაილაპარაკა დევდარიანმა.
-რა მოხდა თუ ჩემი ნახვა უნდათ?
-დამიჯერე, ნინა, საჭიროა, პირველად არ ვაცნობ...დემეტრემ ტუჩები ერთმანეთს დააჭირა და ნინას ცალი თვალით გახედა.
-სერიოზულად? ახლა წარსულის გამოცდილებით ვიმსჯელოთ და ბოლოს ისიც არ დაგავიწყდეს შემახსენო როდის დაგშორდე, ახლა ნინამ დააჭირა ერთმანეთს ტუჩები. დემეტრეს გაეღიმა.
-ნინა, მე მხოლოდ დედაჩემის ხასიათიდან გამომდინარე ვმსჯელობ. ისეთ კითხვებს დაგისვამს, რაზეც ჯერ ჩვენც არ გვილაპარაკია. უბრალოდ არ მინდა უხერხულ სიტუაციაში ჩავარდე.
-კარგი, იყოს შენთან ერთად. და მაპატიე ის, ნინამ თითით ზემოთ აჩვენა.
-რა? დემეტრეს ისევ არ შორდებოდა ღიმილი.
-აი, ის... დაშორებაზე, საოცრად ესიამოვნა ნინას უშუალო ხასიათი.
-არ გავბრაზებულვარ. ხელზე აკოცა გოგონას და ფეხზე წამოდგა. -ოპერაციისთვის უნდა მოვემზადო, რვისთვის გამოგივლი, დედაშენს უკვე ვუთხარი რომ ყველა დაპატიჟებულები ხართ.
-მათთან ერთად წამოვალ.
-ნწ, ჩემთან ერთად წამოხვალ, დემეტრემ ხელზე აკოცა და გაუღიმა.
-დაღლილი არ იქნები? გაუაზრებლად წამოიძახა ნინამ და ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა.
-არ ვიქნები. დემეტრეს ძალიან მოუნდა თვითონაც შეძლებოდა იმ სითბოს გაცემა, რასაც ნინასგან იღებდა, მაგრამ არ შეეძლო. უბრალოდ არ შეეძლო. კიდევ ერთხელ აკოცა და მისი ოთახიდან გავიდა. ნინას ცოტა მოგვიანებით გაახსენდა, რომ დემეტრეს გაცილება შეეძლო...



№1  offline წევრი nestanuka13

ველოდები ხოლმე ამ იტორიას

 


№2  offline წევრი anichka

გუშინ მეგობრის თხოვნით დავიწყე ამ ისტოორიის კითხვა და გავოოცდი მთელი ღამე გავათენე 9 ვე თავის წასაკითხათ...ძალიააან მაგრად წერ! საოცრად!! ყველანაირი გრძნობა ერთად დამეუფლა ყველანაირ გრძნობას შეეხო ჩემში და მადლობა ამისთვის შეენ! გუშინ ცოტა შემეშინდა ამათ შორის დაძაბულობის და აი ამოვისუნთქეე :))))))))))

 


№3  offline წევრი aneta

ჩასაყლაპი გოგო ხარ :)))))))))))))

 


№4  offline წევრი qetusha

ძალიან მაგარი ხარ.:* უსაზღვროდ ნიჭიერი , ვერ ვხვდები რატომ გყავს ასე ცოტა მკითხველი. სამივე შენი ისტორია საოცარია. '-*

 


№5  offline წევრი tveni

რა საყვარლები არიან <3 <3

 


№6  offline წევრი ხატული♥

ვა რა მაგარიაა მალე დადე რაა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent