შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგო დიდ გზაზე თავი მეორე


5-05-2015, 00:24
ავტორი natato
ნანახია 2 394

დილით ადრე გამეღვიძა, საათს დავხედე 7-ის ნახევარი იყო. ბევრი ვიტრიალე საწოლში თუმცა დაძინება ვერ შევძელი და მისაღებში საცვლების ამარა გავტანტალდი. ყავა მაგიდაზე დავდგი და ტელეფონში სიმღერები ჩავრთე. ფიქრში ისე გავერთე გარშემო ყველაფერი დამავიწყდა. უცებ ბოხი ხმა გავიგე და მიხვდი, რომ ნინოს ძმა ჩამოსული ყოფილა ამერიკიდან(ის იქ სწავლობდა და თავის მშობლებს ბიზნესის მართვაში ეხმარებოდა, თუმცა აქ ჩამოსვლა და აქ ცხოვრება გადაწყვიტა, სიმართლე გითხრათ მე მას მხოლოდ სურათებიდან ვიცნობდი, მაგრამ ძალიან სიმპატიური ყოფილა ბევრად)
-ვინ ხარ?- ღმერთო ჩემო რა უხეშია დაქალის ძმა რო არ იყოს რამეს ჩავაფეთებდი და მისი შავი თვალები, რომელიც მე ასე მომწონს ვერაფერს უშველიდნენ.
-ანი-ირონიული ღიმილი ავიკარი სახეზე.
-შენთვის არ უსწავლებიათ, რომ სხვის სახლში ასე არ უნდა იტანტალო?- ტანზე დავიხედე და სირცხვილით დავიწვი თუმცა ასეთ სიტუაციებიდან ადვილად ვიძვრენ თავს, რადგან არ წითლდები. მან ჩემი სირცხვილი ვერ შენიშნა და მეც არაფერი შემიმჩნევია.
-მართლა და მე აქ სხვას ვერ ვხედავ, შენს გარდა სანდრო!
-სახელიც გცოდნია
-მაქვს მაგის ბედნიერებაც, შენი დისგან ბევრი რამ ვიცი შენზე, იმდენი მაინც, რომ ვიცი ვინ ხარ და რას წარმოადგენ.
ფეხზე წამოვდექი და გასვლა დავაპირე, როდესაც ისევ მისი ბოხი ბარიტონი მოისმა
-სად მიდიხარ?
-ოთახშში, უნდა ჩავიცვა
-რატომ? მე ასე უფრო მომწონხარ- დავინახე როგორ მოიკვნიტა ქვედა ტუჩი და ენის წვერით გაილოკა.
-კარგი დავრჩებ.
-რას საქმიანობ?- წუთიერი დუმილის დარღვევა თავის თავზე აიღო.
-ჯერ-ჯერობით სამსახურს ვეძებ, პარალელურად სწავლას ვაპირებ და ხო კიდე აქ ვიცხოვრებ ცოტა ხანი თუ წინააღმდეგი არ იქნები სანდრო- ირონიით სავსე ღიმილით გავუღიმე.
-შენ თუ სულ მასე ივლი, რამდენ ხანსაც გენებოს- არ დამაკლო მანაც. თუმცა რატომ არ მოეწონებოდა ჩემი სხეული ყურება, თავის ქებაში თუ არ ჩამითვლით გეტყვით, რომ გამხდარი ვარ, სწორი, წვრილი და გრძელი ფეხები მაქვს, ბარემ ჩემს სახესაც აღგიწერთ: შვი თვალები მაქვს ისევე როგორც სანდროს, წაბლისფერი თმა და პატარა თუმცა ლამაზი ტუჩები.
გადახვევა გამომივიდა თუმცა სანდროსაც უნდა ავღწერო: როგორც უკვე გითხარით შავი თვალები აქვს, მოკლედ შეხოტრილი ყავისფერი თმა, დიდი და ლამაზი ტუჩები, ოდნავ მოშვებული თხელი წვერი. მოკლეთ ძალიან სიმპატიურია, თუმცა ენა აქვს ძირში წასაჭრელი.
-წავედი წავედი უნდა ჩავიცვა და სამსახურის ძებნას შევუდგე?
-სახლიდან წამოხვედი?- სრულიად უადგილო ადგილას დასვა კითხვა, ამან ცოტა არ იყოს დამაბნია.
-გრძელი ამბავია-მოკლედ მოვუჭერი.
-ოდესმე მაინც მომიყვები- მომაძახა
-მოგიყვები თორე რას ამბობ შენც იიყო ჩემი დაქალი.- მივაძახე.
მისი სიცილის ხმა ჩემს ყურთასმენას მოწვდა და მეც დებილივით გამეღიმა.
ჩავიცვი და განცხადებების წაკითხვა დავიწყე, სად არ დავრეკე, რამდენიმე ადგილას გასუბრრებაზეც წავედი, თუმცა არაფერი, ბოლოს ერთი განცხადება ვნახე დამლაგებლად ოფისში, დღის მეორე ნახევარში, ასე სწავლასაც მოვახერხებდი და ხელიც არ შემეშლებოდა. ხელფასიც არ იყო დაბალი, 600 ლარი კი გამიკვირდა, მაგრამ გამეხარდა. გასაუბრებაზე წავედი, თუმცა დამლაგებლობას რა გასაუბრება უნდოდა, მაგრამ მაინც... რაც მთავარია ამიყვანეს და სახლში რომ მივედი მეცხრე ცაზე დავფრინავდი.



მედორე დღიდან სამუშაოს შევუდექი და გამოცდის საქმეც მოვაგვარე, ერთ კვირაში მქონდა. მეცადინეობასაც მოვასწრებდი და თანაც თუ დაფინანსებას მოვიპოვებდი მაშინ ბინის ქირაობას მოვახერხებდი და დაქალის შეწუხებაც აღარ მომიწევდა. ამ ფიქრებში გავატარე მთელი ღამე, სამომავლო გეგმები დავაწყვე. სხვათშორის სანდროს გასამწარებლადაც მოვიფიქრე რაღაცრაღაცები. მხოლოდ დილის 5-ზე ჩამეძინა.



აბა როგორია?ვიცი რომ პატარაა მაგრამ დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და კიდევ მადლობა ვინც კითხულობთ.



mdah... ert motxrobas vkitxulob kide da mgonia,rom titqmis igivea ))) nu bevri ram emtxveva..

 


№2  offline წევრი natato

ჭორფლიანი გოგონა
mdah... ert motxrobas vkitxulob kide da mgonia,rom titqmis igivea ))) nu bevri ram emtxveva..


ვიცი რაღაც მსგავს მეც ვკითხულობ და ვიცი მსგავსი გამოვიდა თუმცა სხვა რამეს ვაპირებ სხვანაირად განვითარდება მოვლენები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent